IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> სექსი და მართლმადიდებლობა
k@the
პოსტი Nov 26 2013, 02:46 PM
პოსტი #61


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



რადგან თემა არ ყოფილა ტაბუდადებული, მე აფხაზთან განვაგრძობ ლოგიკურ დისკუსიას.
საინტერესო საკითხებია.

ციტატა
ბერი ერმოლაოს ჭეჟია -
სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! სექსი ქორწინების საიდუმლოთი გაცისკროვნებული ცოლ-ქმრისთვის ღვთისგან ნაკურთხი ნუგეშია


ამან განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, ანუ ასე ამაღლებულად საუბარმა თემაზე, რომელიც
მავანთათვის მხოლოდ ცუდ ამერიკულ ფილმებთან ასოცირდება... ალბათ ამიტომაცაა ასეთი აგრესია, სიტყვა "სექსი" და მართლმადიდებლობა ერთ ხაზზე როგორ გაიბედა რომ დაიწერა? ohmy.gif
"ოჰ ეს პატივმოყვარე და პოპულარობის მოხვეჭის მსურველი, ვინც ეს გაბედა " mad.gif
უნდა დაეწერა "ცოლ-ქმრის ერთოხორცობა შესაძლო შვილიერების იმედით" ! rolleyes.gif

"Каждый мерит по мере своей испорченности" - მომწონს ეს სიტყვები.



afxazi

ციტატა(afxazi @ Nov 22 2013, 12:57 PM) *

k@the

რთულია იმაზე მსჯელობა, რაც არ მოხდა, ბიბლიაც მსჯელობს იმაზე რაც მოხდა. თუმცა თუ არ ვცდები ამბროსი მედიოლანელს აქვს ამაზე პასუხი, რომ გემზე სამაშველო რგოლს ყველას აძლევენ, მაგრამ ყველა არ იყენებს. ანუ სქესობრივი განყოფადობა ამგვარი სამშველო რგოლივით იყო ადამიანისთვის, რომელსაც არ გამოიყენებდა ცოდვით რომ არ დაცემულიყო.

ანუ როგორც ქრიგოლ ნოსელი ამბობს, შესაქმისეული სიტყვები "და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი", გულისხმობს სწორედ იმ მდგომარეობას, როგორადაც შეიქმნა ადამიანი, ანუ ხატად ღვთისა, ხოლო ამ ციტატის გაგრძელება: "მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი", აი სწორედ ის სამაშველო რგოლია, რომლითაც აღჭურვა უფალმა ადამიანი სამომავლო ცოდვით დაცემის შესაძლებლობის პერსპექტივაში. ყველა შემთხვევაში რთულია მსჯელობა იმაზე, რა იქნებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.
ანგელოზებრივი რამ წესითო, როგორც ზემოთ ვთქვი, მაგრამ როგორ არ ვიცით. ყოველშემთხვევაში ისე არა, როგორც ეხლა მრავლდებიან.
ამაში გეთანხმები, რა თქმა უნდა, უბრალოდ საქმე ისაა, რომ ეს მაინც სამოთხისგარეთა მდგომარეობაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მავნეა ეს ყველაფერი. ქორწინება ერთ-ერთი საიდუმლოა და ამით ყველაფერია ნათქვამი.


დავით, რამოდენიმე კითხვა კიდევ მაქვს და იმედია გავაგრძელებთ საინტერესო მსჯელობას.


კერძოდ,
ანგელოზები იკვებებიან, მაგალითად ხილით? ანუ რითი საზრდოობენ ანგელოზები?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 26 2013, 03:17 PM
პოსტი #62


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

ციტატა
მავანთათვის მხოლოდ ცუდ ამერიკულ ფილმებთან ასოცირდება... ალბათ ამიტომაცაა ასეთი აგრესია, სიტყვა "სექსი" და მართლმადიდებლობა ერთ ხაზზე როგორ გაიბედა რომ დაიწერა?


რეალურად რომ შევხედოთ ამ ტერმინის უკიდურესად უარყოფითი შინაარსით დატვირთვა ბოლო რამდენიმე წელიწადში მისი წაღმა-უკუღმა ტრიალმა გამოიწვია. ცხადია ნორმალურ, ჯანსაღ საუბარში, თუნდაც ამ სტატიაში სიტყვე "სექსის" გამოყენება შემაძრწუნებელი არ არის, მაგრამ რამდენადაც უკვე არის ეს სიტყვა მართლა უარყოფითი შინაარსით (უფრო გარყვნილების, ქორწინების გარეშე ურთიერთობის და ა.შ.) დატვირთული, ეს უკვე უხერხულობას ქმნის, თორემ ამ შინაარსის გარეშე ეს იგივე თანაცხოვრებაა და მეტი არაფერი.

აი ესაა პრობლემა და გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ამ სიტყვის გაგონებაზე ადამიანს სწორედ გარყვნილების აღმნიშვნელად წარმოუდგენია ის. კარგი იქნებოდა ჯანსაღი მიდგომა ამ საკითხისადმი 10-15 წლის წინ დაწყებულიყო, მაშინ პრობლემა ამდენი აღარ იქნებოდა, მაგრამ ამ ქვეყანას ხო პატრონი არ ყავს.

ციტატა
ანგელოზები იკვებებიან, მაგალითად ხილით? ანუ რითი საზრდოობენ ანგელოზები?


ანგელოზები, ცხადია, არ იკვებებიან, რადგან ამის საჭიროება მათთვის არაა. ანგელოზებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის თავდაპირველი, სამოთხისეული მდგომარეობაც არ საჭიროებდა საკვებს, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა, დაშლადობაა, რადგან საკები ერთხანს ხელს უწყობს მოკვდავობის შეჩერებას (და არა დაბერებას). და რადგან ადამიანის სხეული სამოთხეში არ იყო დაშლადი, მოკვდავი და ა.შ. საკვების საჭიროებაც არ იყო. ამის აუცილებლობა ცოდვით დაცემის შემდგომ შემოვიდა, როცა ადამიანი მოკვდავი გახდა.

რაც შეეხებათ ანგელოზებს, მიუხედავად მათ შორის მომხდარი ცოდვით დაცემისა, ამ შემთხვევაში დაცემულობა ანგელოზისა არ ნიშნავს იგივეას, ანუ რომ მისთვისაც აუცილებელი გახდა საკვები, რადგან ანგელოზი მხოლოდ სულიერი ბუნების მქონეა, ანუ ყოველგვარ ხორციელებას განშორებული. თუმცა დაცემული ანგელოზის საკვები (ბრჭყალების გარეშე, რადგან მისი საკვები მართლა ესაა) ადამიანის შეცდენა გახდა, თუმცა ეს სხვა საკითხია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2013, 03:25 PM
პოსტი #63


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi
ციტატა
ანგელოზები, ცხადია, არ იკვებებიან, რადგან ამის საჭიროება მათთვის არაა. ანგელოზებს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის თავდაპირველი, სამოთხისეული მდგომარეობაც არ საჭიროებდა საკვებს, რადგან საკვების საჭიროება იქაა, სადაც მოკვდავობაა, დაშლადობაა, რადგან საკები ერთხანს ხელს უწყობს მოკვდავობის შეჩერებას (და არა დაბერებას). და რადგან ადამიანის სხეული სამოთხეში არ იყო დაშლადი, მოკვდავი და ა.შ. საკვების საჭიროებაც არ იყო. ამის აუცილებლობა ცოდვით დაცემის შემდგომ შემოვიდა, როცა ადამიანი მოკვდავი გახდა.



ედემში არ იკვებებოდნენ ადამი და ევა დაცემამდე? blink.gif


28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.



ზუსტად მაგაზე მინდოდა მეკითხა. აბა საზრდო როგორი, სულიერ საზრდოზეა აქ საუბარი?
უყურეთ და დატკბითო ხომ არ იქნება, რაღაც უცნაურია ეგ...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 26 2013, 03:35 PM
პოსტი #64


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

ციტატა
ედემში არ იკვებებოდნენ ადამი და ევა დაცემამდე?


28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.


ეს კონტრშეკითხვა მოსალოდნელი იყო biggrin.gif

დიახ არ იკვებებოდნენ, უფრო სწორად აქ აღნიშნული საკვები არ იყო სხეულის მასაზრდოებელი საკვები, ანუ ისეთი როგორიც ვთქვათ ეხლა ჩვენ გვჭირდება. როგორც განმარტავენ აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანის ღვთის ყოველი ქმნილება უფლის სადიდებელ "საკვებად" უნდა გამოეყენებინა, ანუ თითოეულ მათგანში საღვთო დიდებულება დაენახა და ეს ყოფილიყო მისი სულიერი მასაზრდოებელი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2013, 03:37 PM
პოსტი #65


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi
ციტატა

ეს კონტრშეკითხვა მოსალოდნელი იყო biggrin.gif



ეხლა არ მითხრა რომ არც საჭმლის მომნელებელი ორგანოები არ ქონდათ და მერე "შეუქმნა" ღმერთმა.
biggrin.gif biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 26 2013, 03:45 PM
პოსტი #66


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



k@the

წინა პოსტს გავაგრძელებ იოანე დამასკელის სიტყვებით:

"კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხე იყო გრძნობადი და გემოვანი საკვები, მოჩვენებითად დამატკბობელი, სინამდვილეში კი, ვინც გასინჯავდა, ბოროტებათა შენივთებაში მისი მომაქცეველი, რადგან ღმერთმა თქვა; „ყოველი ხისგან, რაც სამოთხეშია, ჭამით ჭამო“ (შეს. 2,16). ამით იგი, ვფიქრობ, გვეუბნება: „ყოველი ქმნილების გზით ჩემამდე, შემოქმედამდე, ამოდი და ყოველივესგან ერთი ნაყოფი მოინაყოფე, - მე, ჭეშმარიტი სიცოცხლე" (გარდამოცემა, თ. 25).

k@the

ციტატა
ეხლა არ მითხრა რომ არც საჭმლის მომნელებელი ორგანოები არ ქონდათ და მერე "შეუქმნა" ღმერთმა.


ის სხეული არ იყო ისეთი, როგორც ეხლა ჩვენ გვაქვს. თვალსაჩინოებისთვის რომ ავიღოთ, მაცხოვარს განკაცებისას, ვიდრე აღდგომამდე ზუსტად ის სხეული ქონდა, როგორიც ადამიანს ცოდვით დაცემის შემდეგ, მაგრამ უკვე აღდგომისას ის აღდგა ადამიანის თავდაპირველ, ანუ უკვდავ მდგომარეობაში. სახარებიდან ის ზეპიზოდი ხომ გახსოვს აღდგომილი უფალი თევზს რომ შეჭამს, ყველა განმმარტებელი მიუთითებს, რომ ეს მან განგებულებითად გააკეთა, სინამდვილეში კი არანაირ საკვებს არ საჭიროებდა. ეს სხეული იყო აგრეთვე ისეთი, რომ არანაირ მატერიალურ დაბრკოლებას მისი შეჩერება არ შეეძლო (დახურულ ოთახში შევიდა მაცხოვარი) და ა.შ.

რაღაცის კვლავ შექმნაზე, ცხადია, არ არის საუბარი, უბრალოდ სამოთხეში ადამიანი იყო სხვა, უკვდავ მდგომარეობაში, ხოლო მისი სხეული ცოდვით დაცემის შემდეგ გარდაიქმნა საცხოვრებელის შესაბამის (ანუ ხრწნადი გარემოს) მდგომარეობაში. შესაბამისად სამოთხეში ცხოვრებისას საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე საუბარი არ შეიძლება, რადგან იქ ამის საჭიროება არ იყო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 26 2013, 04:06 PM
პოსტი #67


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



afxazi
კი, მაგრამ სად წავიდა ის თევზი? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2013, 04:17 PM
პოსტი #68


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi

იმდენს იზამ, მეც მათქმევინებ, "ფუ ეს ცხოველური თანაცხოვრებათქო" biggrin.gif biggrin.gif


ცხოველების მსგავსი სამოთხეში არის?
რითი იკვებებიან ისინი, მხოლოდ მცენაერებით? თუ მტაცებლებიც არიან?

ადამმა და ევამ რომ ჭამეს ის ნაყოფი, მას მერე გახდნენ ცხოველებიც მტაცებლები და მანამდე მხოლოდ ბალახს ჭამდნენს? დაცემა ხომ მხოლოდ ადამიანს შეეხო, თუ არა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 26 2013, 04:36 PM
პოსტი #69


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჩემი მოკრძალებული შენიშვნა იქნება თემას ძაან დავშორდით მგონი და სჯობს ამაზე სხვა განყოფილებაში ვისაუბროთ smile.gif

პ.ს მაინც ყოველი შემთხვევისთვის ვთქვი biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 26 2013, 04:42 PM
პოსტი #70


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



MIRDAT

ციტატა
კი, მაგრამ სად წავიდა ის თევზი?


ასეთი კითხვა ჯერ არ გამიგია biggrin.gif

ნუ ფაქტია, რომ მაცხოვარმა ჭამა არა საჭიროებისთვის, არამედ განგებულებისთვის, რომ მოციქულები დაერწმუნებინა იმაში, რომ ნამდვილად ის იყო.

k@the

ციტატა
იმდენს იზამ, მეც მათქმევინებ, "ფუ ეს ცხოველური თანაცხოვრებათქო"


რომ არ გათქმევინო, ეფესელთა მიმართ ეპისტოლის დასკვნითი თავი წაიკითხე ქორწინების შესახებ biggrin.gif

ციტატა
ცხოველების მსგავსი სამოთხეში არის?
რითი იკვებებიან ისინი, მხოლოდ მცენაერებით? თუ მტაცებლებიც არიან?


ცხონებულობის სამყოფელი მხოლოდ მოაზროვნე ქმნილებისთვისაა გამზადებული (ანუ ადამიანისთვის), რომელსაც გააჩნია არჩევითობის უნარი (ნება და მოაზროვნეობა განუყოფელია), ცხოველებს კი ეს უკანასკნელი არ აქვთ (არც მოაზროვნეობა ცხადია, ისინი მხოლოდ ინსტიქტურ დონეზე არსებობენ. შემეკამათებით, მაგრამ მე ასე მჯერა). შესაბამისად სამოთხეში მათი ყოფნა რა მიზანდასახულობით უნდა იყოს. ისინი, ცხადია, ნეტარებას, როგორც ასეთს, ვერ შეიგრძნობენ ისე როგორც საღვთო მადლმოსილების მოაზროვნე ქმნილებისგან აღქმულს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესიურის წავლებით მათ არ გააჩნიათ სული (ანუ ის, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას, მოაზროვნეობას ვუწოდებთ) და მისი არსებობა სრულდება იქ, რა დროსაც ის ფიზიკურად კვდება.

აგრეთვე, სასუფეველში მათი ყოფნა არანაირი საჭიროებისთვის არაა, როგორც ვთქვი ისინი ვერც ღმერთს განადიდებენ (მოაზროვნეობითათ, თორემ მათგან ღვთის დიდებაზე ფსალმუნიც ლაპარაკობს) და ადამიანის საჭიროებისთვისაც აუცილებლობას არ წარმოადგენენ.

ციტატა
ადამმა და ევამ რომ ჭამეს ის ნაყოფი, მას მერე გახდნენ ცხოველებიც მტაცებლები და მანამდე მხოლოდ ბალახს ჭამდნენს? დაცემა ხომ მხოლოდ ადამიანს შეეხო, თუ არა?


დაცემა შეეხო სამყაროს და ეს ლოგგიკურიც იყო, რადგან ადამიანის სამყოფელი განგეო მისი მდგომარეობის შესაბამისად. ანუ თუკი ის თავდაპირველად უხრწნელი იყო, საცხოვრებელი გარემოც უხრწნელებით იყო შემოსილი. ცოდვით დაცემის შემდეგ კი, რადგან ადამიანი ხრწნადი და მოკვდავი გახდა და მისი ცხოვრება უხრწნელ გარემოსთან შეუთავსებელი იყო, მისი მდგომარეობის შესაბამისად საცხოვრებელიც ხრწნადი და მოკვდავი გახდა.




G_saxva

ციტატა
ჩემი მოკრძალებული შენიშვნა იქნება თემას ძაან დავშორდით მგონი და სჯობს ამაზე სხვა განყოფილებაში ვისაუბროთ


გვაპატიე biggrin.gif

მაგრამ საინტერესო თემებს შევეხეთ და მე მგონი ცუდი საუბარი არ გამოდის.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 26 2013, 04:46 PM
პოსტი #71


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



afxazi
ციტატა

ცხონებულობის სამყოფელი მხოლოდ მოაზროვნე ქმნილებისთვისაა გამზადებული (ანუ ადამიანისთვის), რომელსაც გააჩნია არჩევითობის უნარი (ნება და მოაზროვნეობა განუყოფელია), ცხოველებს კი ეს უკანასკნელი არ აქვთ (არც მოაზროვნეობა ცხადია, ისინი მხოლოდ ინსტიქტურ დონეზე არსებობენ. შემეკამათებით, მაგრამ მე ასე მჯერა). შესაბამისად სამოთხეში მათი ყოფნა რა მიზანდასახულობით უნდა იყოს. ისინი, ცხადია, ნეტარებას, როგორც ასეთს, ვერ შეიგრძნობენ ისე როგორც საღვთო მადლმოსილების მოაზროვნე ქმნილებისგან აღქმულს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესიურის წავლებით მათ არ გააჩნიათ სული (ანუ ის, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას, მოაზროვნეობას ვუწოდებთ) და მისი არსებობა სრულდება იქ, რა დროსაც ის ფიზიკურად კვდება.

აგრეთვე, სასუფეველში მათი ყოფნა არანაირი საჭიროებისთვის არაა, როგორც ვთქვი ისინი ვერც ღმერთს განადიდებენ (მოაზროვნეობითათ, თორემ მათგან ღვთის დიდებაზე ფსალმუნიც ლაპარაკობს) და ადამიანის საჭიროებისთვისაც აუცილებლობას არ წარმოადგენენ.


სამოთხეში მხოლოდ სულებია? არაფერი არაა სხვა? მაგალითად ხეები, ტყე ბუნება, ცხოველები როგორც იმ ბუნების გამშვენება, ისეთ მდგომარეობაში ცხოველები როგორშიც დავუშვათ ედემში იყვნენ.
არაფერი არ ხდება სამოთხეში? biggrin.gif ღმერთო მაპატიე girl_angel.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 26 2013, 05:44 PM
პოსტი #72


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
გვაპატიე

მაგრამ საინტერესო თემებს შევეხეთ და მე მგონი ცუდი საუბარი არ გამოდის.

არა მშვენიერი საუბარი მაგრამ ჭეშმარიტება მოვა და მერე აქ ამბავი ატდება ... biggrin.gif
ციტატა
არაფერი არ ხდება სამოთხეში?

ეს ფრაზა მომეწონა <3 საინტერესო კითხვაა...


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 26 2013, 10:49 PM
პოსტი #73


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ყველას პოსტს უპასუხე და მე უპატრონო ცხვარივით მტოვებ ბატონო დავით? unsure.gif . არადა ამ უპატრონო ცხვარის სადზებნელად წავიდა უფალი და სხვა 99 მიატოვა unsure.gif

ეჰ აესე დატოვეს ორიგენეც უპატრონო ცხვარივით და მერე სულ გზას აცდა და უკან უკან წავიდა იმის საქმე


აი პასტორი რასელიც უპატრონოდ დატოვეს და ყველამ ზურგი აქცია , მაგრამ ამ კაცმა მაინც ბოლომდე გაიტანა თავისი და ჭეშმარიტებამაც იზეიმა unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 26 2013, 11:47 PM
პოსტი #74


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Nov 26 2013, 10:49 PM) *

აი პასტორი რასელიც უპატრონოდ დატოვეს და ყველამ ზურგი აქცია


შენ არ გიქცევია ზურგი cool.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 27 2013, 02:50 AM
პოსტი #75


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
ჩემი მოკრძალებული შენიშვნა იქნება თემას ძაან დავშორდით მგონი და სჯობს ამაზე სხვა განყოფილებაში ვისაუბროთ

პ.ს მაინც ყოველი შემთხვევისთვის ვთქვი

100-100 მეტანიას გააკეთებს ორივე .biggrin.gif

ისეთი საუბარია , რომელიც აკლია ძალიან დღევანდელ ფორუმს . (თან სენატის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები სალაპარაკობენ) და ამიტომ ,,იკონომიას ვუშვებთ . ''
biggrin.gif

esre ars cheshmariteba
ციტატა
აი პასტორი რასელიც უპატრონოდ დატოვეს და ყველამ ზურგი აქცია , მაგრამ ამ კაცმა მაინც ბოლომდე გაიტანა თავისი და ჭეშმარიტებამაც იზეიმა

biggrin.gif
შენ და პასტორი რასელი ერთად იზეიმებთ ძმა ჭეშმარიტებას ! არ მიგიტოვებია რაც მთავარია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nick
პოსტი Nov 27 2013, 08:24 PM
პოსტი #76


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 30-August 13
წევრი № 13,314



სადღაც მეც ვეთანხმები ამ თემას ხშირად მართმადიდებელი წყვილი, უაზროდ მეტი სულიერების მომიზეზებით თავს იკავებს ან ერიდება ან რაღაც ცუდი ჰგონიათ სექსი და მგონია რომ საკმაოდ კარგად განმარტა ეს ყველაფერი


--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, მეოხებითა ღვთისმშობელისაითა, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 27 2013, 11:11 PM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 26 2013, 03:35 PM) *

k@the
ეს კონტრშეკითხვა მოსალოდნელი იყო biggrin.gif

დიახ არ იკვებებოდნენ, უფრო სწორად აქ აღნიშნული საკვები არ იყო სხეულის მასაზრდოებელი საკვები, ანუ ისეთი როგორიც ვთქვათ ეხლა ჩვენ გვჭირდება. როგორც განმარტავენ აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანის ღვთის ყოველი ქმნილება უფლის სადიდებელ "საკვებად" უნდა გამოეყენებინა, ანუ თითოეულ მათგანში საღვთო დიდებულება დაენახა და ეს ყოფილიყო მისი სულიერი მასაზრდოებელი.

მაშ როგორ მოკბიჩა ევამ ვაშლი და რანაირად აჭამა ის ადამსაც ? blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 27 2013, 11:38 PM
პოსტი #78


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



esre ars cheshmariteba
ციტატა
მაშ როგორ მოკბიჩა ევამ ვაშლი და რანაირად აჭამა ის ადამსაც ?

ჯერ ის გაარკვიე ვაშლი იყო, ატამი თუ ბროწეული...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 27 2013, 11:48 PM
პოსტი #79


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ზღმარტლი იყო უეჭველი ვიცი...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Nov 28 2013, 10:33 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Nov 27 2013, 11:11 PM) *

მაშ როგორ მოკბიჩა ევამ ვაშლი და რანაირად აჭამა ის ადამსაც ? blink.gif

ვაშლი პროსტა ვთქვი რა რო ხილია მაინც და ! ისე საღმრთო წერილი მხოლოდ გაკვრით მინიშნებას გვაძლევს , რომ ეს ნაყოფი ლეღვი იყო , რადგან სწორედ ლეღვის ხე დაწყევლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ . მაგრამ გადაჭრით არსად წერია თუ რა ხილი იყო, რადგან იქ აქცენტი მორჩილებაზე იყო მთლიანად გადატანილი და არა იმაზე თუ რა ნაყოფს ისხავდა ის ხე , რომელიც ევამ გასინჯა blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 04:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი