IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მონასტერში წასვლა
tinatini1
პოსტი Dec 29 2013, 11:22 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 29-December 13
წევრი № 13,487



ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამცემს ვინმე პასუხს.. მოკლედ საშინელი სულიერი მდგომარეობა მაქვს ახლა.. დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ და ძალიან მინდა მონასტერში წასვლა, იქნებ იქ მაინც ვპოვო სულიერი სიმშვიდე, საშინელი პერიოდი მაქვს ახლა, არაერთგზის მიფიქრია სუიციდზე.. ასე მგონია, რომ ერთადერთი გზა ან საერთოდ ამ ქვეყნიდან წასვლაა (რაც ვიცი, რომ უდიდესი ცოდვაა და ა.შ , გნებავთ სიმხდალე, ) მაგრამ აღარ შემიძლია..
რა უნდა ვქნა, იმისთვის, რომ რომელიმე მონასტერში მორჩილად წავიდე? sad.gif((
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Dec 30 2013, 01:35 AM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(tinatini1 @ Dec 29 2013, 11:22 PM) *

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამცემს ვინმე პასუხს.. მოკლედ საშინელი სულიერი მდგომარეობა მაქვს ახლა.. დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობ და ძალიან მინდა მონასტერში წასვლა, იქნებ იქ მაინც ვპოვო სულიერი სიმშვიდე, საშინელი პერიოდი მაქვს ახლა, არაერთგზის მიფიქრია სუიციდზე.. ასე მგონია, რომ ერთადერთი გზა ან საერთოდ ამ ქვეყნიდან წასვლაა (რაც ვიცი, რომ უდიდესი ცოდვაა და ა.შ , გნებავთ სიმხდალე, ) მაგრამ აღარ შემიძლია..
რა უნდა ვქნა, იმისთვის, რომ რომელიმე მონასტერში მორჩილად წავიდე? sad.gif((


თუ ნებისმიერი ადამიანის პასუხის მოსმენა გაინტერესებდა თემა სხვაგან უნდა გაგეხსნა, აქ მარტო მოძღვარს შეუძლია დაპოსტვა და ახლა მეც წესებს ვარღვევ რომ გპასუხობ...

P.S. ალბათ მანამდე წაიშლება ჩემი პოსტი სანამ წაიკითხავ....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 30 2013, 09:32 AM
პოსტი #3


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
გამცემს ვინმე პასუხს..

გურამ გადაიტანე ზოგად საკაცობრიო თემებში და იქ ვურჩიოთ ამ ადამიანს რამე. იქნებ როგორ დავეხმაროთ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2013, 10:42 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,410
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tinatini1

თინათინ, გამოუვალი და გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს... გამხნევდი!!!

მონასტერში რომ წახვიდე მოძღვრის კურთხევაა საჭირო...



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 30 2013, 11:15 AM
პოსტი #5


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



marine
მარტო მოძღვრის კურთხევა არ არის საჭირო. სანამ მონასტერში წახვალ და მორჩილად შედგმოას გადაწყვეტ საკუთარ თავში ბევრი რამ უნდა დაალაგო გაიაზრო გაითვალისწინო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სუიციდს, ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქ შანსი იცხოვროს და შენ გინდა შენი ცხოვრება ასე ჰაერს გაატანო ვერც ერთი ლამაზი დღე ვერ დაჰყო მიწაზე, ვერცერთი ლამაზი მოგონება თუ განცდა ვერ მიიღო, იმიტომ რომ ცუდად უყურებ ამ ყველაფერს, არ გივდა ცხოვრებას ებრძოლო? გგონია ყველასთვის ლამაზია ცხოვრება? გონია შენზე მეტი ტკივილი არავის განუცდია? არ გინდა ისწავლო დაცემულმა ადგომა? არ გნდა გყავდეს გვერდით საყვარელი ადამიანები ვისთვისაც სიცოცხლეს გაწირავ და არა საკუთარი ეგოიზმის გამო. არ გინდა ღვთის წყალობა შენი სიძლიერით და სიყვარულით მოიპოვო? საუბრობ საკუთარი თავის მოკვლაზე ტოვებ ათასობით გამოუცდელ სიხარულს მილიონობით სასიამოვნო განცდას, ადამიანებთან ლამაზ ურთიერთობებს, საკუთარი ნებით ამბობ სიყვარულზე უარს, გიყვარდეს ყველა პატარა ტიტინა ბავშვით დაწყებული რომელიც დანახვაც სიხარულს მოგგვრის, საყვარელი მოხუცით დამთავრებული რომელსაც სიყვარული თვალებში აქვს გამჯდარი. ტოვებ ყველას და ყველაფერს საკუთარი ეგოიზმის გამო და თან სული მარადიული ტანჯვისთვის იმეტებ, სადაც არანაირი გრძნობა ტკივილის სიცივის და შიშის გარდა არ გექნება?

პ.ს მომიტევეთ თუ ზედმეტი მომივიდა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სელენია
პოსტი Dec 30 2013, 11:51 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 8-June 13
წევრი № 13,195



tinatini1
ჩემი აზრით მონასტერში იმიტომ არ უნდა წახვიდე რომ სხვაგან აღარ წაგესვლება და იქ გარბიხარ...(შენი პოსტიდან ასე ჩანს)
მონასტერში ღვთის სიყვარულმა და თითოეულ ადამიანზე ზრუნვის სურვილმა უნდა მიგიყვანოს!..
პრობლემები როცა გექნება და ცუდად იგრძნობ თავს ყოველთვის ქრისტე გაიხსენე,ხვდები ღმერთმა შენთვის ჩემთვის და თითოეული პიროვნების გადასარჩენათ რამდენი აიტანა,წარმოიდგინე მას სახეში ურტყამდნენ და ცილს სწამებდნენ ის კი ჩვენთვის,ჩვენი სულებისთვის ითმენდა და შენ იძახი ცხოვრება არარ მინდაო.
სულ რომ აღარაფერი გახარებდეს ამ ქვეყანაზე ის მაინც იფიქრე რომ რა საოცრება გააკეთა ღმერთმა ადამიანისთვი,რამხელა სიყვარულით ვუყვარვართ!და შენ კიდვ სიკვდილზე რომ ფიქრობ მის ჭრილობებს კიდევ უმატებ ტკივილს...

G_saxva რა ლამაზი სიტყვებია rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Dec 31 2013, 12:18 AM
პოსტი #7


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა
G_saxva რა ლამაზი სიტყვებია

მომავალში ცნობილი მოღვაწე იქნება მაგის ავტორი happy.gif არა მართლა ლამაზად და რაც მთავარია სწორად თქვა.

tinatini1
რაც შენ გიწერია ზევით მეც განმიცდია. მეტიც, ისე რეალუად დავფიქრებულვარ მასე ყველაფერზე რომ მერე ჩემი სიკვდილის მერე ჩემი მშობლებიც კი შემცოდებიან რომ წარმომიდგენია რა დღეში ჩავადებოდნენ. რაც შეგიძლია უნდა გადაიგდო ეგ ფიქრები თავიდან. უბრალოდ უნდა დაფიქრდე უფალზე, შენ საყვარელ ადამიანებზე და გადაგივლის ეგ თვითმკვლელობის სურვილი. ეცადე ჩაუღრმავდე შენს თავს, დაფიქრდე რატომ გიჩნდება ეგ სურვილი და მაგის გამომწვევი მიზეზი აღმოფხვრა. სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ. ეგ არაა გამოსავალი. სიკვდილი უბრალოდ სხვა სამყაროში გასვლაა, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში გახვიდე ისე. ეგ არაფეს შეცვლის, შენ თუ არ შეცვლი შენს სულიერ მდგომარეობას. ყველაფერს ორი მხარე აქვს იცოდე და ჩრდილიდან ყურებას ჯობია მზიანი მხრიდან უყურო. მიმოიხედე იმდენი სასწაული ხდება ყოველდღიურად გარშემო, რომელსაც ვერ ვამჩნევთ ყოველდღიუ ქაოსში... შენი ხედვა და დამოკიდებულება შეცვალე. მოკლედ, ძალიან გრძლად გამომდის მგონი.... იფიქრე ყოველთვის მათზე ვისაც უყვარხარ შენ...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Dec 31 2013, 04:03 AM
პოსტი #8


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



G_saxva
რაც გიწერია, კარგად გიწერია, ერთი ეგაა რომ იმ ადამიანს ეგ სიტყვები არაფერში წაადგება ასე მგონია...

ციტატა(სელენია @ Dec 30 2013, 11:51 PM) *

ჩემი აზრით მონასტერში იმიტომ არ უნდა წახვიდე რომ სხვაგან აღარ წაგესვლება და იქ გარბიხარ...(შენი პოსტიდან ასე ჩანს)

ნამდვილად ასეა... მონასტერი ის ადგილი არაა სადაც პრობლემებს გაექცევი, პირიქით, ფრონტის წინა ხაზია...

ციტატა(სელენია @ Dec 30 2013, 11:51 PM) *

პრობლემები როცა გექნება და ცუდად იგრძნობ თავს ყოველთვის ქრისტე გაიხსენე,ხვდები ღმერთმა შენთვის ჩემთვის და თითოეული პიროვნების გადასარჩენათ რამდენი აიტანა,წარმოიდგინე მას სახეში ურტყამდნენ და ცილს სწამებდნენ ის კი ჩვენთვის,ჩვენი სულებისთვის ითმენდა და შენ იძახი ცხოვრება არარ მინდაო.
სულ რომ აღარაფერი გახარებდეს ამ ქვეყანაზე ის მაინც იფიქრე რომ რა საოცრება გააკეთა ღმერთმა ადამიანისთვი,რამხელა სიყვარულით ვუყვარვართ!და შენ კიდვ სიკვდილზე რომ ფიქრობ მის ჭრილობებს კიდევ უმატებ ტკივილს...

აი რაც შეეხება ამას, რაც შენ დაწერე მაგას ის ადამიანებიც ვერ ახერხებენ, რომელთაც ასეთი პრობლემები არ აწუხებთ. მაგის გააზრებას ზოგი მთელი ცხოვრება ვერ ახერხებს და შენ გგონია სასოწარკვეთილი ადამიანი რომელიც თავის მოკვლაზე ფიქრობს, მაგას შეძლებს?

ციტატა(qetevano @ Dec 31 2013, 12:18 AM) *

რაც შენ გიწერია ზევით მეც განმიცდია. მეტიც, ისე რეალუად დავფიქრებულვარ მასე ყველაფერზე რომ მერე ჩემი სიკვდილის მერე ჩემი მშობლებიც კი შემცოდებიან რომ წარმომიდგენია რა დღეში ჩავადებოდნენ. რაც შეგიძლია უნდა გადაიგდო ეგ ფიქრები თავიდან. უბრალოდ უნდა დაფიქრდე უფალზე, შენ საყვარელ ადამიანებზე და გადაგივლის ეგ თვითმკვლელობის სურვილი. ეცადე ჩაუღრმავდე შენს თავს, დაფიქრდე რატომ გიჩნდება ეგ სურვილი და მაგის გამომწვევი მიზეზი აღმოფხვრა. სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ. ეგ არაა გამოსავალი. სიკვდილი უბრალოდ სხვა სამყაროში გასვლაა, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში გახვიდე ისე. ეგ არაფეს შეცვლის, შენ თუ არ შეცვლი შენს სულიერ მდგომარეობას. ყველაფერს ორი მხარე აქვს იცოდე და ჩრდილიდან ყურებას ჯობია მზიანი მხრიდან უყურო.

როგორც ჩანს შედარებით იოლ ფორმებში განგიცდია ეგ, იმიტომ, რომ როცა თავის მოკვლაზე სერიოზულად ფიქრობ, მაშინ ნამდვილად არ გადარდებს არცერთი ადამიანი შენს გარშემო... არ დაგადარდებს როგორ დაიტანჯებიან ისინი, იმიტომ რომ შენი ტანჯვაა აუტანელი. არ გადარდებს არც მშობლები, არც მეგობრები, არც ნათესავები, იმიტომ რომ ტკივილი გაუსაძლისია და ვერ გრძნობ ვერავისადმი სიყვარულს, უკვე აღარც მათი სიყვარულის გჯერა. ხედავ ხალხს, როგორ ერთობიან, ყველა თავის საქმეს აკეთებს, თითქოს ყველა უდარდელია და ხვდები რომ შენ სულ სხვაგან ხარ, თითქოს სხვა რეალობაში ხარ გამომწყვდეული სადაც არ არსებობს სიყვარული, სიხარული, სიკეთე, ბედნიერების მცირე მარცვალიც კი... ასეთ დროს ლოგიკა ითიშება და ფეხებზე გკიდია რა იქნება სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ იცი, კარგი არაფერი მოგელის იქაც, არ გაინტერესებს ის ფაქტი რომ შენი ქმედება არასწორია, არადა ესაც კარგად გესმის. უბრალოდ გინდა დაისვენო თუნდაც 1 წამით, დამთავრდეს ეს უაზრობა, ეს ტანჯვა და ბოლო მოეღოს შენს უმნიშველო სიცოცხლეს... ერთადერთი მიზეზი რატომაც ამას ჯერ კდიევ არ აკეთებ, ისაა რომ თავის მოკვლის ძალაც არ გაქვს და უბრალოდ მკვდარი თევზივით მიყვები დინებას... თითქოს ტკივილსაც ვეღარ განიცდი, ვეღარაფერს განიცდი... ტკივილი შენი ცხოვრების ნორმალური მდგომარეობა ხდება თითქოს...

მითხარით როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, ლოგიკურად დასაბუთებული არგუმენტები გადაგაფიქრებინებს თავის მოკვლას? არამგონია... სხვა რამეა საჭირო...
ციტატა(qetevano @ Dec 31 2013, 12:18 AM) *

მიმოიხედე იმდენი სასწაული ხდება ყოველდღიურად გარშემო, რომელსაც ვერ ვამჩნევთ ყოველდღიუ ქაოსში... შენი ხედვა და დამოკიდებულება შეცვალე. მოკლედ, ძალიან გრძლად გამომდის მგონი.... იფიქრე ყოველთვის მათზე ვისაც უყვარხარ შენ...

ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო სასწაულებსო, მაგას ამბობ ადამიანი რომელიც კარგად ხარ და თვალებიდან შედარებით წესივრად იხედები და ამ დროს ამ საოცრებების დანახვას სთხოვ ადამიანს, რომელსაც თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და სამყაროს შავ–თეთრ კი არა, მხოლოდ შავ ფერეში აღიქვამს...


წარმოდგენა არ მაქვს ამ ადამიანს რა რჩევა უნდა მისცე... წარმოდგენა არ მაქვს რა რჩევა უნდა მოეცა ვინმეს თავის დროზე ჩემთვის... რავი, ალბათ დარიგებები ზედმეტია, თვითონ უნდა გადალახო ეს ეტაპი. ერთი უნდა გახსოვდეს, უბრალოდ არ უნდა მოიკლა თავი და მორჩა, როცა იქნება გაივლის ეს წყეული პერიოდი და დადგება უკეთესი დრო...

ან შეგიძლია მოიკლა თავი, რა პრობლემაა, გაქვს მაგის უფლება, შენი ცხოვრებაა და რასაც გინდა იმას უზამ... სწორი რა იქნება ეს კიდევ სხვა საკითხია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 31 2013, 10:22 AM
პოსტი #9


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ძალიან რთულია იჯდე კომპიუტერთან და დაწერო ისეთი რამ რაც ამ ადამიანს დაეხმარებ, რეალური რჩევა რომელიც მისთვის ფასეული იქნება. ყველაფერს ჯობს მოძღვარს დაელაპარაკოს, რომელიც შეძლებს მის დახმარებას მაგალითად მამა თეოდორე, რადგან მის კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება. მილიონი რამ არის რიის გამოც არ უნდა მოიკლა თავი მაგრამ ყველაზე რეალური ალბათ მირდატმა დაწერა :
ციტატა
უბრალოდ არ უნდა მოიკლა თავი და მორჩა,
არ შეიძლება, ადამიანმა ასე უაზროდ დაასრულოს ცხოვრება.
მონასტერში წასვლას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არ უნდა წახვიდე.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Dec 31 2013, 11:57 AM
პოსტი #10


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



MIRDAT
ციტატა
როგორც ჩანს შედარებით იოლ ფორმებში განგიცდია ეგ, იმიტომ, რომ როცა თავის მოკვლაზე სერიოზულად ფიქრობ, მაშინ ნამდვილად არ გადარდებს არცერთი ადამიანი შენს გარშემო... არ დაგადარდებს როგორ დაიტანჯებიან ისინი, იმიტომ რომ შენი ტანჯვაა აუტანელი. არ გადარდებს არც მშობლები, არც მეგობრები, არც ნათესავები, იმიტომ რომ ტკივილი გაუსაძლისია და ვერ გრძნობ ვერავისადმი სიყვარულს, უკვე აღარც მათი სიყვარულის გჯერა. ხედავ ხალხს, როგორ ერთობიან, ყველა თავის საქმეს აკეთებს, თითქოს ყველა უდარდელია და ხვდები რომ შენ სულ სხვაგან ხარ, თითქოს სხვა რეალობაში ხარ გამომწყვდეული სადაც არ არსებობს სიყვარული, სიხარული, სიკეთე, ბედნიერების მცირე მარცვალიც კი... ასეთ დროს ლოგიკა ითიშება და ფეხებზე გკიდია რა იქნება სიკვდილის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ იცი, კარგი არაფერი მოგელის იქაც, არ გაინტერესებს ის ფაქტი რომ შენი ქმედება არასწორია, არადა ესაც კარგად გესმის. უბრალოდ გინდა დაისვენო თუნდაც 1 წამით, დამთავრდეს ეს უაზრობა, ეს ტანჯვა და ბოლო მოეღოს შენს უმნიშველო სიცოცხლეს... ერთადერთი მიზეზი რატომაც ამას ჯერ კდიევ არ აკეთებ, ისაა რომ თავის მოკვლის ძალაც არ გაქვს და უბრალოდ მკვდარი თევზივით მიყვები დინებას... თითქოს ტკივილსაც ვეღარ განიცდი, ვეღარაფერს განიცდი... ტკივილი შენი ცხოვრების ნორმალური მდგომარეობა ხდება თითქოს...

არვიცი მე ძლიერად განვიცადე თუ არა ეგ ყველაფერი, ყველა ხომ სხვადასხვა დონეზე აღიქვამს ცუდსაც და კარგსაც. უბრალოდ ხშირად ვფიქრობ იმაზე მე რომ მოვკვდები რა იქნება. მარტო თვითმკვლელობას არ ვგულისხმობ. სიკვდილს ყველა ღრმა მოხუცობაში წარმოიდგენს, შეიძლება ხვალაც იყოს რა ვიცი... ხშირად მიფიქრია ან ავარიაზე ან ავადმყოფობით სიკვდილზე. რა მოყვება ამას. როგორ იცხოვრებენ უჩემოდ, რა მოხდება და ა.შ. tinatini1-ისთვის მინდოდა მეთქვა რომ სიკვდილი არაა შორეული და მიუწვდომელი რამე, მაგას ყოველთვუს მოასწრებს. მთავარი ბრძოლაა უბრალოდ... მილიონობით ადამიანი სიკვდილს ებრძვის და შენ ასე ერთი ხელის მოსმით როგორ უნდა დათმო ამხელა სამყარო...
ციტატა
ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო სასწაულებსო, მაგას ამბობ ადამიანი რომელიც კარგად ხარ და თვალებიდან შედარებით წესივრად იხედები და ამ დროს ამ საოცრებების დანახვას სთხოვ ადამიანს, რომელსაც თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და სამყაროს შავ–თეთრ კი არა, მხოლოდ შავ ფერეში აღიქვამს...

ზუსტად მაგას ვეტყვი კიდევაც იმიტომ რომ როცა ვერ ხედავს ადამიანი, შენ უნდა დაანახო. თუ ასე იჯექი და იფიქრე რა ვურჩიო მაინც არაფერი უშველისო, რა გამოვა...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 2 2014, 03:21 PM
პოსტი #11


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



რატომ არწმუნებთ რომ არ წავიდეს მონასტერში არ მესმის smile.gif

ასე მარტივად მონაზვნად არავის გახდიან, მაგრამ იქნებ სწორედ დროებითი განმარტოვება მონასტერში საუკეთესო გამოსავალია მისთვის. სუფთა ჰაერი, კეთილი გარემო და რწმენით აღვსილი დედები, მგონი არაა ცუდი აზრი.
იქნებ გავიდეს დრო და მიხვდეს რომ სწორედ ესაა ის რაც მის სულს სურს. თავის მოკვლას არ ჯობია მონასტერი? მოტივაცია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მთავარი შედეგია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 2 2014, 10:50 PM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



k@the
yes.gif yes.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 3 2014, 09:29 AM
პოსტი #13


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



k@the
ჩემი შეხედულება ასეთია ადამიანს თუ საკმარისი სულიერი საწყისი არ აქვს მისი მონასტერში წასვლა არამგონია კარგი იყოს. შეიძლება მონაზოც გახდეს მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ მიხვდეს რომ საკმარისი ძალა არ აქვს და ეს ცხოვრება (მონაზვნობა) მისთვის არ არის.
ხოლო რაც შეეხება ასე ცოტა ხნით წასვლას, როცა გონიათ იქ იპოვიან ნუგეშს. შეიძლება საერთოდაც ვერ იპოვონ ვერც სიმშვიდე და ვერც რწმენა პირიქით რწმენა საერთოდ შეიძლება დაკარგონ ამის გამო,

ეს ჩემი შეხედულებაა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 04:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი