IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ამბავი ნეტარებებისა-, ასეთ რამესაც წააწყდები მეგობრების სტატიებში.
abo
პოსტი Dec 6 2009, 10:42 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მკლედ ერთი საკმაოდ ნიჭიერი ჟურნალისტის სტატიების დათვალიერების დროს ამ სტატიას წავაწყდი. მე მომეწონა თუ არა ეს ჩემი საქმეა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე აქაც დამედვა ეს სტატია. სადაც კარგადაა აღწერილი ნეტარებისა და სულიერი ხედვის საფეხურები. მართალია სტატიას კატეხიზმოს პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ მასში სასარგებლოს ძალიან ბევრს იპოვის მართლმადიდებელი ადამიანი.
ისიც ვიცი ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩდება სტატიას , რადგან თუთბერიძეებია ნახსენები სათაურში მაგრამ მერწმუნეთ საერთოდ არ ეხება თუთბერიძეებს. მსუბუქ პოლიტიკურ შტრიხებს ყურადღება არ მიაქციოთ.


ამბავი ნეტარებებისა- არა მარტო თუთბერიძეთა, არამედ სხვა მრავალთა საყურადღებოდ...
2009 წლის 14 ნოემბერი (1-ლი ნაწილი)
( მომზადებულია იმ ცოდნის გაზიარებისა და დიდი ძალისხმვის, ასევე, მეცადინეობის შედეგად, რასაც ჩემზე ჩემი მეგობარი დავით თარხან-მოურავი ხარჯავს... )
ავტორი.



... და შექმნა ღმერთმა პირველად ყოველივე უხილავი, ხოლო მოგვიანებით,- ხილული... უხილავი ჯერ იყო მხოლოდ ზეცა და ანგელოზნი ზეცასა შინა... აი, ამის მერე გაჩნდა ხილული, ანუ ქვეყნიერება... და როცა ღმერთი ქმნიდა ხილულს, ანგელოზნი ხედვიდნენ ამას და უკვირდათ.. და ხარობდნენ... ხოლო უხილავშიც და ხილულშიც გარდმოედინებოდა უწყვეტი ენერგია ღვთისა, ანუ მადლი... და ანგელოზნი ითვისებდნენ ამ მადლს, ნებისამებრ თვისისა... ასე ძლიერდებოდნენ ისინი სიკეთეში, ანათებდნენ სიკეთით, ვითარცა ვარსკვლავნი -ცაზე... და სხვებზე მეტად ანათებდა ერთი... ტომით ქერუბიმი, სიბრძნით აღსავსე, წინამძღოლი ყოველთა ანგელოზთა... ნათებით იმდენად გამოირჩეოდა, რომ ჰგავდა ვენერას, რომელიც სიკაშკაშით აღმატებულია სხვა მნათობებზე. აკი გარიჟრაჟზე მხოლოდ ვენერა მოსჩანს, როცა სხვა მნათობნი, მზის შუქისა გამო, ცაზე ვერ იკითხებიან... ( ესაია წინასწარმეტყველის წიგნის ძველებრაულ ორიგინალში ნათქვამია: ” ჰეйლელь ბენ შაჰარ”, რაც ნიშნავს: ჰეილელ- კაშკაშა მნათობს, ბენ- ძეს, შაჰარ- ცისკარს. ზემოხსენებული ფრაზის ზუსტი თარგმანია: ” კაშკაშა მნათობო, ძევ ცისკრისა!”, ხოლო აზრობრივი თარგმანია:” გარიჟრაჟის კაშკაშა მნათობო”, ” ცისკრის მნათობო”... და გარიჟრაჟზე მხოლოდ ვენერა ჩანს. სხვა - არავინ... ვენერას ძველბერძნულად ”ეოსფოროს” ჰქვია, იგივე ”ფოსფოროს”. აქედანაა სიტყვა ”ფოსფორი”, მანათობელი. ხოლო სიტყვა ”ფოსფოროს” ბერძნულში ორ ფესვს აერთიანებს: ფოს- ნათება, სინათლე და ”ფერ”- მოაქვს, ატარებს, ანუ აზრობრივად ასე იშიფრება: ”ნათლითმოსილი”, ”სინათლისმომტანი”. წმინდა იერონიმმა , როცა ზემოთმოყვანილ ფრაგმენტს ძველბერძნულიდან ლათინურად თარგმნიდა, ნაცვლად თარგმანისა ”გარიჟრაჟის კაშკაშა მნათობო”, სიტყვა ”ფოსფოროს”-ი გადათარგმნა, როგორც lucs, lucis, რაც ნიშნავს სინათლეს... ხოლო ”ფერ” გადათარგმნა, როგორც მოაქვს. მოკლედ, წმინდა იერონიმმა შეაერთა ორი ფუძე და ახალი სიტყვა გამოიგონა. ეს სიტყვაა ლუციფერი, რაც მოგვიანებით, დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი სახელი სატანისა. თემას იმიტომ გადავუხვიე, რომ არაერთი ავტორი დღემდე ამტკიცებს: ესაიას წიგნში სატანას ლუციფერი ჰქვიაო, რაც შეცდომაა. ესაიასთან სატანა შედარებულია გარიჟრაჟის მნათობთან, ანუ ვენერასთან, ხოლო ლუციფერი მას წმინდა იერონიმმა ლათინურ თარგმანში უწოდა.) და კვლავ დავუბრუნდეთ ძირითად ამბავს... ანუ ანგელოზთა შორის სხებზე მეტად გამოირჩეოდა და ანათებდა ერთი , ქერუბიმთა მთავარი... და აი, მიმოიხედა გარშემო რჩეულმა და თქვა: ” სხვებზე მეტად ვკაშკაშებ მე”... ასე აღმოცენდა პირველი ყლორტი ამპარტავნებისა- თვითგანდიდება... და აქედან დაიწყო ანგელოზთა წინამძღოლის დაცემის ისტორია. ამიტომაცააა, რომ მაცხოვარმა პირველ ნეტარებაში გვითხრა:” ნეტარ არიან გლახაკნი სულითა”, ანუ თავმდაბალნი... ისინი, ვინც იმდაბლებენ თავს, რადგან განდიდება თავისა დაცემის დასაწყისია, ხოლო დამდაბლება- სულიერი განკურნების პირველი საფეხური... და როს დაეუფლა ანგელოზთა წინამძღოლს თვითგანდიდება, საკუთარი თავი შედარა ღმერთს... და შეშურდა მისი, რადგან შურის თავთავი სწორედ თვითგანდიდების ყლორტზე იწყებს ყვავილობას... და სთქვა რჩეულმა: ” დავდგამ ტახტსა ჩემსა ვარსვლავთა თავზე( ანუ ზემოთ) და ვიქნები, ვითარცა ღმერთი”... მაგრამ ანგელოზთა წინამძღოლი ვერ გახდა ღმერთი, ამიტომ შეიძულა მამა და დაუპირისპირდა მას... და გახდა სა-ტა-ნა... აი, სწორედ შურის აყვავებული თავთავი იფურჩქნება სიძულვილად... ანუ თვითგანდიდება ჰბადებს შურს, შური- სიძულვილს და... სამივე- ბოროტებაა... მკითხველი იფიქრებს, რა საჭირო იყო ეს შესავალი?... საჭირო იყო იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება 9 ნეტარებისკენ მიმეპყრო... ჩემი მოკრძალებული წინასიტყვაობა მკაფიოდ გვაჩვენებს, რატომ ითხოვს მაცხოვარი ჩვენგან თავმდაბლობას... წერილის მეორე ნაწილში 10 მცნებაზე, სულიწმინდის 7 ნიჭსა და 9 ნეტარებაზე ვისაუბრებთ... ეს ცოდნა დაგვჭირდება იმისათვის, რომ ”პოლიტიკური ქლესობის” არსი და ბუნება ეტაპობრივად გავაანალიზოთ...
ხშირად ისმის კითხვა: რა განასხვავებს ქრისტიანობას სხვა რელიგიებისაგან...და , რა თქმა უნდა, პასუხებიც არსებობს. მე კი, ჩემი მოკრძალებული ხედვა მინდა შემოგთავაზოთ.
წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანი სულის, საფშვინველისა და სხეულის ერთობლიობას წარმოადგენს. მამები წერენ და ეს ადვილი გასაგებიცაა, რომ ე.წ. გონის აზრები, შესაძლოა, დახარისხდეს: სულიერ, საფშვინველისა და ხორციელ აზრებად. იგივე ვრცელდება გულის გრძნობებსა და ხორციელ მისწრაფებებზე... ამიტომ ლოგიკურია, როცა ქრისტიანობა სამი სახის სიმართლეს განასხვავებს: სიმართლეს სულიერს, სიმართლეს საფშვინველისას და სიმართლეს ხორციელს. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ მთავარი სხვაობა ქრისტიანობასა და დანარჩენ რელიგიებს შორის.მხოლოდ ქრისტიანობა ჰყოფს სიმართლეს სამ ნაწილად... და არა მარტო ჰყოფს, არამედ კიდევ უფრო წინ მიდის. თუ არ გიფიქრიათ იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იყოს. ქრისტიანობა მსოფლიოში ერთადერთი რელიგიაა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება,რომ ადამიანს თავისი ძალით ხელეწიფება მხოლოდ ხორციელი და საფშვინველის სიკეთის აღსრულება და არ ძალუძს სულიერი სიკეთის კეთება... ანუ უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: კაცს შეუძლია არ იმრუშოს საკუთრი გონით, გულით და ნებით( ხორციელი სიკეთე), კაცს შეუძლია არ მოკლას ადამიანი ( საფშვინველის სიკეთე), მაგრამ... კაცს არ ძალუძს მიაღწიოს თავმდაბლობას ( სულიერი სიკეთე)... ათი მცნება ხორციელ და საფშვინველის სიკეთეს ასახავს და, შესაბამისად, ათი მცნების აღსრულება ადამიანს ხელეწიფება დამოუკიდებლად, საკუთარი გონით, გულით და ნებით... კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ძველი აღთქმა მხოლოდ 10 კი არა, სინამდვილეში 613 მცნებაა, რომელთა აღსრულებაც კაცს ძალუძს. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ხშირად გაიჟღერებს ხოლმე მოსაზრება, თითქოს ქრისტიანობა მხოლოდ ათ მცენებას გვასწავლის, რაც თავისთავად მცდარი შეხედულებაა. სინამდვილეში ქრისტიანობა არის ის 9 ძირითადი მცნება, რაც ქრისტემ 9 ნეტარების სახით მოგვცა და დაგვიტოვა. უნდა ითქვას, რომ სწორედ 9 ნეტარების აღსრულება არ ძალუძს ადამიანს თავისთავად. ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ზიარების ძალით. საბოლოო ჯამში, ქრისტიანობა სულიერი სიმართლის კეთებაა. სულიერი სიმართლე კი, 9 ნეტარების აღსრულებაა. ვიმეორებ: 9 ნეტარების აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ ზიარებით, ანუ სულიწმინდის მადლის მიღების შედეგად, რაც მოითხოვს სინანულს, მარხვასა და ლოცვას... ახლა ”გავშალოთ” სულიერი სიკეთის თემა. თანაც, ჩვენებურ, 21- საუკუნის ენაზე... ანუ პოპულარულად. სულიერი სიმართლე ის ფასეულობაა, რომლის აღსაზრდელად და განსამტკიცებლად საკუთარ თავში ყოველი ჩვენგანი დაუღალავად უნდა იღწვოდეს. სულიერ სიმართლეში განმტკიცების გზა,- ეს არის გზა ქრისტესთან მიმსგავსებისა... ხოლო ემსგავსო ქრისტეს, ყოველი ქრისტიანის ვალდებულებაა. ესაია წინასწარმეტყველი ქრისტეს ამგვარად ახასიათებს:” და დაივანებს მასზე სული ღვთისმოსაობისა, სული მეცნიერებისა, სული სიმხნევისა, სული რჩევისა, სული გულისხმისყოფისა, სული სიბრძნისა და სული ღვთის შიშისა”... ქრისტე კი, თავის მხრივ, 9 მცნებას გვთავაზობს... თანაც, არა პერიოდულად, არამედ მარადჟამს აღსასრულებლად. პირველი- დაიმდაბლე თავი შენი. მეორე- დაიტირე ცოდვანი შენნი. მესამე- იყავ თვინიერი. მეოთხე- გწყუროდეს სიმართლე შენში. მეხუთე- იყავ მოწყალე. მეექვსე- განწმინდე გული შენი ბოროტისაგან. მეშვიდე- იყავ მშვიდობისმყოფელი. მერვე- იყავ დევნილი სიმართლისათვის. მეცხრე- სიხარულით მიიღე ყოველი შეურაცხყოფა... ყოველი დამცირება... ყოველი განსაცდელი თავსა შენსა, მაცხოვრის გამო. ახლა გავბედოთ და ვაჩვენოთ კავშირი სულიწმინდის 7 ნიჭსა და 9 ნეტარებას შორის და ამ კონტექსტში დავინახოთ ჩვენი პოლიტიკური რეალობა... ვინც მიცნობს, მან იცის, რომ... როცა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება საკითხი, მე უკომპრომისო პოლიტიკის მომხრე ვარ. ხელისუფლებამ ჩვენ ”რადიკალები” შეგვარქვა. ეს ფაქტი მე ჯერ კიდევ 2009 წლის გაზაფხულზე გავაპროტესტე. ჩვენ არა რადიკალები, არამედ უკომპრომისონი ვართ, რადგან ბოროტებასთან ბრძოლა კომპრომისს თავისთავად გამორიცხავს. ვინც ბოროტებასთან კომპრომისს ეძებს, ის არა მარტო თავს იტყუებს, არამედ საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს... ამ წერილების ციკლში მე მხოლოდ კომპრომისის მხარდამჭერებსა და მქადაგებლებზე ვისაუბრებ.... ვისაუბრებ მიხეილ სააკაშვილზე, რათა მკაფიოდ გავითავისოთ, რა საფრთხის მატარებელია ეს ადამიანი ქვეყნისათვის... ვისაუბრებ ზურაბ ნოღაიდელზე ( მითუმეტეს, ერთი წელია, ამას ვპირდები).... ვისაუბრებ გიორგი თარგამაძეზე და ,საერთოდ, თარგამაძეობაზე, როგორც ფენომენზე... ვისაუბრებ ძმებ ბერძენიშვილებზე, იმ იმედით, რომ ამ წერილის სულისკვეთება მათ სიმართლეზე თვალს აუხელს... და ვისაუბრებ ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებზე და მათი მოღვაწეობის სტილსა და ფილოსოფიაზე... მოკლედ, შევეცდები ის დანაპირები ავასრულო, რაც 2009 წლის 17 ივლისს ” საკანში” (ერთადერთხელ) სტუმრობისას გავაჟღერე... პირველი ნეტარება, ანუ მარადჟამს თავის დამდბლება გულისხმობს საკუთარ ”მე”-ში ამპარტავნებასა და მის სხვადასხვა გამოვლინებებთან ( ქედმაღლობა, გონორი, ნარცისიზმი და ა.შ.) დაუღალავ ბრძოლას. მეორე ნეტარება უშუალო კავშირშია პირველთან. ეს იმიტომ, რომ საკუთარი თავის მოთოკვა შესაძლებელია მხოლოდ ”მე”-ს ცოდვების დანახვით და ”მე”-ს დაცემულობის გააზრებით. ცოდვათა დატირება ყოველდღიური და უწყვეტი პროცესია, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი ამ პროცესში დიდ მარხვას უკავია. დიდი მარხვისას კაცმა თავისი ცოდვებიც უნდა დაიტიროს ... წითელ პარასკევს საკუთარი თავი, ცოდვათა გამო, ჯვარს უნდა აცვას, ხოლო კვირას.... მაცხოვართან ერთად, უნდა აღსდგეს განახლებულ ადამიანად, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწვეტილი: დატირებული ცოდვები აღარ უნდა განმეორდეს. და ასე ყოველ წელს.. და ასე ყოველდღე... სწორედ პირველი და მეორე ნეტარების აღსრულებით მოიხვეჭს ადამიანი ღვთისმოსაობის ნიჭსა... აკი ნეტარი ავგუსტინე განმარტავდა: ღვთისმოსაობის ნიჭს მოიხვეჭს ის, ვინც ( დავითის ფსალმუნისამებრ)ღმერთს დამდაბლებულ და შემუსვრილ ( მგლოვიარე) გულს მიართმევს... და მაინც, ვის აქვს დამდაბლებული და შემუსვრილი გული თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა შორის და რა უბედურება მოაქვს ქედმაღლობას პოლიტიკაში? ...
... ვინც თავს დაიმდაბლებს ( პირველი ნეტარება) და ცოდვებს დაიტირებს ( მეორე ნეტარება) , ის ღვთისმოსაობის ნიჭს მოიხვეჭს. გავბედავ და გეტყვით: ვინც საკუთარ თავში თვინიერებას აღზრდის, ის მოიხვეჭს ნიჭს მეცნიერობისას. თვინიერება ღვთის მორჩილებაა... თავშეკავებულობაა... მაგრამ არა უხერხემლობა! თვინიერება ტოლერანტობაა, მაგრამ არა უპრინციპობა! თვინიერება მოთმენისა და დათმენის უნარია და არა სისუსტის გამოვლინება! თვინიერება კეთილგანწყობაა და არა ლაქუცი!
მამათა სწავლებით, კაცი ხელობას, ხელოვნებას და მეცნიერებას კი დაეუფლება, მაგრამ... თუ თვინიერებას ვერ გამოიჩენს, ამ გზაზე მწვერვალს ვერ მიაღწევს... თუმცა, მამებისავე სწავლებით, ეს მაინც ხორციელი მეცნიერობაა... საფშვინველის მეცნიერობა ზიარების გათავისებით იწყება... იწყება გააზრებით , რომ ნათლობაც, სინანულიც და მღვდლობაც მხოლოდ ზიარებისთვისაა დაწესებული, რათა კაცის გულში წმინდა სულმა ( სულიწმინდამ) დაივანოს... მაგრამ მთავარი სულიერი მეცნიერობის ნიჭია, ის დიდი სულიერი შრომის- უდიდესი თვინიერების შედეგია... პეტრე დამასკელის განმარტებით, ამ ნიჭით ვმეცნიერობთ ვნებებს და ცოდვებს, ხილულისა და უხილავის ბუნებას, მაცხოვრის მსხვერპლსა და ღვთის განგებას... სწორედ ეს ნიჭი აძლევს ბერებს წმინდანთა, ღვთისმშობლისა და თვით მაცხოვრის ხილვის ბედნიერებას...
ყურადღებას იპყრობს შესანიშნავი კავშირი: დაიმდაბლე თავი (1-ლი ნეტარება) და დაიტირე ცოდვანი შენნი (მე-2 ნეტარება) და მოიხვეჭ ღვთისმოსაობის ნიჭს (1-ლი ნიჭი), მაგრამ ამას თუ შეძლებ განა თვინიერების გზას არ დაადგები (მე-3 ნეტარება)? ხოლო ამ გზაზე მეცნიერობის ნიჭს (მე-2 ნიჭი) იხვეჭ - ეს კი თვალს აგიხელს და დაინახავ, გაიაზრებ და შეძრწუნდები სიბოროტის ოდენობით შენში! მაგრამ ნუ შეშინდები, რამეთუ აქ ბედნიერებაა და ამ ბედნიერებას, ნეტარი ავგუსტინეს სწავლებით,- შენში სიმართლის წყურვილი და სიმართლისათვის ბრძოლა ჰქვია (მე-4 ნეტარება). ეს ბრძოლა კი მხნეობას საჭიროებს, რამეთუ შენში სიბოროტეს რომ ებრძვი,- არ გეგონოს უკვალოდ და უმტკივნეულოდ ჩაიაროს ამან. არ ჩაივლის: არც ოჯახის წევრებისთვის ჩაივლის, არც უახლოესი მეგობრებისათვის და არც მათთვის, ვისთანაც უშუალო შეხება გაქვს. ეს კი დამატებით ძალებს (მე ვიტყოდი გამძლეობასა და სიმამაცეს) მოთხოვს და ღმერთიც არ დააყოვნებს,- შეგეწევა და სიმხნევის ნიჭით (მე-3 ნიჭი) დაგაჯილდოვებს.
აქ ხელახლა აღმოვაჩენთ, რომ შესანიშნავი კავშირი გრძელდება: როცა შენს სიბოროტეს ხედავ და შენში სიმართლე გწყურია, როცა შენს თავს ებრძვი და ამ ბრძოლის სირთულეს ათვითცნობიერებ,- სხვისადმი თანაგრძნობა გეუფლება, სხვის ვნებებსა და ცუდ თვისებებს მეტი გაგებულობით უდგები, მიტევებას სწავლობ და საბოლოო ჯამში უფრო კაცთმოყვარე და გულმოწყალე ხდები (მე-5 ნეტარება). სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის: იცოდე, რომ მოწყალება გაჭირვებულთა დახმარებაა ფულით, საკვებითა და სამოსით, მაგრამ ისიც იცოდე, რომ თანაგრძნობა, სითბო და გულწრფელობაც მოწყალებაა, რომელიც ხშირად ფულზე, საკვებზე და სამოსზე მეტია. იოანე კრონშტადტელი განაგრძობს: მოწყალება უპირველესად გულის მსხვერპლი და საქმეა. აქედან ვასკვნით, რომ მოწყალება ის ანკარა წყაროა, რომელიც გულს განბანს, მასში ვნებათაღელვას აქრობს და რწმენის, იმედისა და სიყვარულის ნერგებს რწყავს. აი ასე, ბუნებრივად, დავადექით მე-6 ნეტარების გზას: განწმინდე გული შენი ბოროტისაგან. ბუნებრივადვე იბადება კითხვა: მაინც როგორია ეს განწმენდილი გული? ერთმა ჩეჩენმა მოხუცმა ამ კითხვას ასე უპასუხა: გული განწმენდილი - თავდადებულია, მაგრამ იცოდე არის ვითარება, რომელიც თავდადებას არ კმარობს და თავგანწირვას მოითხოვს, ამიტომ გული განწმენდილი - თავგანწირულია, მაგრამ იცოდე არის ვითარება, რომელიც თავგანწირვას არ კმარობს და ვაჟკაცობას მოითხოვს, ვაჟკაცობა კი - სიკეთით აღვსილი სიმამაცეა, ამიტომ გული განწმენდილი - სიკეთითა და სიმამაცითაა აღვსილი, მაგრამ თავდადება, თავგანწირვა და ვაჟკაცობა ერთად,- ხომ სიყვარულია! ამიტომ გული განწმენდილი ეს სიყვარულია!
გული მოწყალე (მე-5 ნეტარება) და განწმენდილი (მე-6 ნეტარება) მოიხვეჭს ნიჭს რჩევისას (მე-4 ნიჭი), სული წმიდა დააჯილდოვებს მას ამ ნიჭით, რათა დაჯილდოვებულმა ჩვენ მოგვცეს რჩევა უანგარო, გულწრფელი და უბედურებისაგან მხსნელი, რამეთუ ნათქვამია: ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა (ძველი აღთქმა, სიბრძნე ზირაქისა, 40:25).
ერთი კი უნდა გავითავისოთ: გული მოწყალე და განწმენდილი, მიმტევებელიცაა, თბილიც და თანამგრძნობიც, მაგრამ არაშემგუებელი და არამომრგები, რამეთუ თქმულ არს: არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად („დიდაქე“ - მოძღვრება 12 მოციქულისა)...
ახლა თავს უფლებას მივცემ და მეშვიდე ნეტარებაზე ვისაუბრებ: თუ კაცი მოწყალების გზას მტკიცედ დაადგა და საკუთარი გულის განწმენდისათვის შეუპოვრად იბრძვის, ის უსათუოდ აღივსება მოყვასისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით. ბასილი დიდი კი გვასწავლის: ვინც მოყვასისადმი სიყვარულით აღივსება, ის მშვიდობას ჰპოვებს და ვინც მშვიდობას ჰპოვებს - ის მშვიდობას დასთესს, რადგან მშვიდობისმყოფელია.
იოანე კრონშტადტელი განმარტავს: მშვიდობისმყოფელი თავსაც იმშვიდებს, მოყვასსაც ამშვიდებს და დაპირისპირებულთა შორის მშვიდობის დასამყარებლადაც იღწვის, ამიტომ ძმანო , განმტკიცდით, ნუგეში ეცით ერთმანეთს, იყავით ერთსულოვანნი, გქონდეთ მშვიდობა და... ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იქნება თქუენ თანა (პავლეს ეპისტოლენი, მეორე კორინთელთა მიმართ, 13:11). მშვიდობისმყოფელს კი, გულისხმისყოფის ნიჭი უცილობლად ესაჭიროება. ზოგს ჰგონია: გულისხმისყოფა მიხვედრისა და გაგების უნარია, მამები კი გვასწავლიან: ერთი ხვდება, რომ ქურდობა ცოდვაა, მაგრამ მაინც ქურდობს, რადგან არ გულისხმა-ჰყოფს, მეორეს ესმის, რომ არ უნდა იცრუოს და მაინც ცრუობს, რადგან არ გულისხმა-ჰყოფს, შენ კი ჯერ მიხვდი და გაიგე, მერე გაითავისე, შეისისხლხორცე და გულში დაიმკვიდრე, ანუ გულისხმა-ჰყავი... შენ სიმართლესთან ერთად, სხვისი სიმართლეც ეძიე... შენ ტკივილზე წინ სხვისი ტკივილი დააყნე.. შენ სიხარულზე მეტად,სხვისი სიხარულით გაიხარე... მშვიდობის მაძიებელს ღმერთი გულისხმიყოფის ნიჭით აჯილდოებს, რათა გულისხმა-ჰყოს თვისიც და სხვისიც, მშვიდობაც ჰპოვოს და მშვიდობაც სთესოს.
აქ კი, საზღვარი უნდა გავავლოთ: არავინ იფიქროს, ბოროტთან მშვიდობის ძიება. მამანი გვასწავლიან: კაცი ვინმე ქრისტეს გზას ადგა, მთელი ცხოვრება სინანულში გაატარა, მარხვა-ლოცვას არ იზარებდა, ეზიარებოდა, სიკეთეს სთესდა და ცხოვრების ბოლოს სული წმიდა მოიხვეჭა, გულში ცრა ნეტარება გაიმეფა და ბოროტი ქმედების უნარიც მოიკლა - ესაა წმინდანის გზა. კაცი სხვა კი. ჯერ ქრისტეს გზას ასცდა, მერე ბოროტის გზას დაადგა, მალევე სხვისი სიყვარულის ნიჭი დაკარგა, სულ ცოტა ხანში სიკეთის უნარს სრულიად შეელია და აი, ეშმაკად იქცა - ესაა გზა ჯოჯოხეთისა. კაცნი კი ბევრნი ამ ორ გზას შორის მერყეობენ და ვაი, უბედურთ, რომელნიც ამ მერყეობაში სიკეთის უნარს სრულიად შეელევიან, მათი მობრუნება ვეღარ იქნება. ამიტომ ფხიზლად ვიყოთ ძმანო, განზრახ თუ უნებლიედ, ის საზღვარი არ გადავკვეთოთ, რომელსაც სიკეთის უნარის დაკარგვა ჰქვია, ის საზღვარი არ გადავკვეთოთ, რომელსაც უკან ვერ გადმოხვალ, ის საზღვარი არ გადავლახოთ, რომელსაც ეშმაკად ქცევა მოჰყვება.
აი, აქ ბუნებრივად მერვე ნეტარებას მივადექით, აქაა საზღვარი მშვიდობიმყოფელობასა და ბოროტებასთან ბრძოლას შორის.
... გულისხმა-ჰყავი? ერთის მხრივ, მთელი ცხოვრება უნდა იშრომო, რათა შენში ბოროტი ზრახვანი მოსპო და სიბოროტისადმი მიდრეკილება მოკლა, მეორეს მხრივ კი, სულ ცოტა ხანი კმარა, სიკეთის უნარი რომ დაკარგო და ეშმაკად იქცე. აქ სიფრთხილე ჰმართებს მშვიდობისმყოფელს, რადგანაც უნდა გაათვითცნობიეროს,- იქ ვერ დასთესს მშვიდობას, სადაც სიკეთის უნარი დაკარგულია, იქ მხოლოდ ერთი გზა რჩება: სიმართლისათვის ბრძოლა. გულისხმა-ჰყავი განსხვავება მე-4 და მე-8 ნეტარებას შორის? იქ სიმართლისთვის იბრძვი შენში . აქ კი- ერში! იქ (სიმართლისა გამო) შენს თავს დევნი, აქ კი (სიმართლისა გამო) შენ გდევნიან!
პარალელის გასავლებად ვიტყვი: ვერ დასთეს მშვიდობას იქ, სადაც თუთბერიძე, ბოკერია და სააკაშვილიაა, მანდ ერთადერთი გზაა: სიმართლისათვის უნდა იბრძოლო და დევნისთვისაც უნდა იყო მზად.
აბა, ეს ამბავი გულისხმა-ჰყავი. ვინმე ეშმაკნი ერთმანეთში ბჭობდნენ: რომ მოვინანიოთ, ღმერთი მიგვიღებს თუ აღარ მიგვიღებსო? მერე თავისი რიგებიდან ერთ-ერთი, სახელად ზერეფერი, შეარჩიეს და წმინდა ანტონ დიდთან გააგზავნეს ამის გასარკვევად. მივიდა ეშმაკი ზერეფერი ანტონ დიდთან და უთხრა: შეჰვედრე ღმერთს, გაგიმხილოს, მიიღებს თუ არა ეშმაკის სინანულს? წმინდანმა ეშმაკი მეორე დღისათვის დაიბარა. თავად კი, როგორც მოსაღამოვდა, ლოცვას შეუდგა და ღვთის ანგელოზიც გამოეცხადა. ანგელოზმა აუწყა წმინდანს: ღმერთი არავის უარყოფს, მასთან სინანულით მისულს: არც ეშმაკთ, არც მთავარს მათსას- თვით სატანას და არც არავის დაღუპულთაგან, მაგრამ სინანული არ ძალუძს უძველეს ბოროტებას; აჰა, გადაეცი, სამი წელი ფეხს ნუ მოიცვლის რაიმე ადგილიდან - იდგეს და დღე-ღამ ღაღადჰყოს: უფალო, შემიწყალე მე - უძველესი ბოროტება, ამასთან დღეში ასჯერ დაამატოს: შემიწყალე მე - წყვდიადით მოცული; ასე მოიქცეს და დაუბრუნდება ანგელოზთა რიგებს. მეორე დღეს წმინდანმა ყოველივე გადასცა ზერეფერს, ეშმაკმა კი სიცილით უპასუხა: როგორ ვუწოდო თავს წყვდიადით მოცული, როცა მოცული ვარ სიდიადით? როცა მრავალი მმსახურობს და ძრწის და ეშინის ჩემი? როგორ ვუწოდო თავს ბოროტება, როცა მრავალი მმონებს და მრავალი მაღმერთებს? თქვა და უმალვე კივილით გაქრა. წმიდანმა კი, ღაღადჰყო: ჭეშმარიტად, ვერ იქცევა უძველესი ბოროტება ახალ სიკეთედ.
ეს ამბავი ადასტურებს: ვინც სიკეთის უნარს სრულიად დაკარგავს, მისი მობრუნება ვეღარ იქნება. ადამის დაცემამდე - ანგელოზთა მესამედი ჯერ დაეცა, ანუ ღვთის გზაზე სიარულს აარიდა თავი, შემდეგ რევოლუცია მოაწყო ზეცაზე და ბოლოს, ეშმაკებად გადაიქცა, ამიტომ ისინი უძველესი ბოროტება არიან, მათ ის საზღვარი გადალახეს, რომელსაც უკან ვერ გადმოხვალ, მათ გონება ისე დაუბნელდათ, რომ სიდიადედ სხვის დაშინებას მიიჩნევენ, ხოლო სიკეთედ- სხვის დამონებას.
არ ვიცი, იქნებ მეჩვენება, მაგრამ ასე მგონია, რომ ამ ამბავის ”ხორცშესხმას” ვადევნებ თვალს: თუთბერიძეებმა, ბოკერიებმა და სააკაშვილებმა ღვთის გზაზე სიარულსაც აარიდეს თავი, რევოლუციაც მოაწყეს, ძალაუფლებაც მიიტაცეს და ახლა სიდიადედ სხვის დაშინებას მიიჩნევენ, ხოლო სიკეთედ- სხვის დამონებას. ახლა იმასღა კამათობს ხალხი, ესენი გადაიქცნენ უკვე ეშმაკებად, თუ ჯერ პროცესში არიან? როგორც არ უნდა იყოს, მრავალი მიმდევარი უკვე გაუჩნდათ გიორგი თარგამაძეებისა და პაატა დავითაიების სახით, რომელთაც სიბოროტესთან უკომპრომისო ბრძოლა - პრიმიტივიზმი ჰგონიათ.
( "რადიკალიზმი,- ეს არის პრიმიტივიზმი" გ.თარგამაძე) ყოველივე ნათქვამი შემდეგ დასკვნას მოითხოვს: იყავ მშვიდობისმყოფელი, ხოლო სადაც მშვიდობას ვერ დასთესს იმის გამო, რომ სიკეთის უნარი დაკარგულია, იქ სიმართლისთვის იბრძოლე კიდეც და იდევნე კიდეც. ამიტომაც, მაცხოვარი, ჯერ გეუბნება მშვიდობისმყოფელი იყავიო (მე-7 ნეტარება), ხოლო შემდეგ - სიმართლისათვის დევნილიო (მე-8 ნეტარება). ამიტომ გულისხმა-ჰყავი: სადაც სიკეთის უნარი დაკარგულია - იქ ნუ მიუშვერ მეორე ლოყას, რამეთუ იქ სინდისი არაა, მეორე ლოყა კი ,იმას უნდა მიუშვირო, ვისაც სინდისი გააჩნია და ნუ ილოცებ შენი მტრისათვის, თუკი ის უკვე იქცა ეშმაკად, რამეთუ მტრისათვის იმიტომ ლოცულობ, რომ ღმერთმა მოაბრუნოს, ხოლო ეშმაკი - მოუბრუნებელია, არამედ იყავ ქრისტეს მხედარი იქ, სადაც სიკეთეს ჰკლავენ, ხოლო ბოროტება ზეობს და... ღმერთი არ დაგტოვებს, სიბრძნის ნიჭს გიბოძებს, რათა ”გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მსჯავრი და წარმართნე ყოველნი ალაგნი კეთილისანი (ძველი აღთქმა, წიგნი იგავთა, რომელსა ებრაულად ეწოდების მისლე, 2:9)”.
გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებით (იხილეთ Torne Mshvenieradze-ს კომენტარი), ყველანაირი მშვიდობა, როდია ფასეული, არამედ მხოლოდ კეთილმიზანდასახული მშვიდობა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ, ხოლო თუ ’’საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვჰრიდოთ, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს დავემორჩილოთ (გრიგოლღვთისმეტყველი, სიტყვა მეექვსე: მშვიდობის შესახებ)”.
ზემოთ ვთქვი და ახლა მსურს გავიმეორო: მე-4 ნეტარება არს სიმართლისთვის ბრძოლა შენში, როცა სიმართლისა გამო საკუთარ თავს დევნი, ხოლო მე-8 ნეტარება არს სიმართლისთვის ბრძოლა- ერში, როცა სიმართლისა გამო შენ გდევნიან, ამიტომ ნათელია, რომ ერში სიმართლისათვის ბრძოლა დიდ სიბრძნეს მოითხოვს და ღმერთი კიდევაც დაგაჯილდოვებს ამ ნიჭით, რათა გულისხმა-ჰყო განგება ღვთისა, რათა იმოქმედო შესაბამისად ნებისა ღვთისა, რათა ჭეშმარიტად იყო მხედარი ღვთისა. გულისხმა-ჰყავი - აქ უსასრულო წრეა: სიმართლისათვის მებრძოლი მოიხვეჭს ნიჭს სიბრძნისას, ხოლო ამ ნიჭის მომხვეჭი უფრო მტკიცედ იბრძვის სიმართლისათვის.
მაგრამ გვახსოვდეს, დანო და ძმანო, რომ ეს გზა აღსავსეა ტკივილით: გიჟად შეგრაცხავენ - მტერნი ხმამაღლა (ვინაიდან სძულხარ), მედროვენი ხმადაბლა (ვინაიდან გონი არა აქვთ), კონკურენტები ზურგს უკან (ვინაიდან შურთ), გულგრილნი ჩურჩულით (ვინაიდან გული არა აქვთ) და კიდევ სხვანი მრავალნი, მრავალთა მიზეზთა გამო.
ღვთის წყალობით, მე-9 ნეტარებაზე საუბრის დროც მოვიდა...
გაგრძელება იქნება.
2009 წლის 14 ნოემბერი (1-ლი ნაწილი) - . თბილისი.
ირმა ინაშვილი.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 9 2009, 05:16 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



საინტერესო რამეები წერია, გაგრძელებასაც წავიკითხავდი...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 9 2009, 05:50 PM
პოსტი #3


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
და ნუ ილოცებ შენი მტრისათვის, თუკი ის უკვე იქცა ეშმაკად, რამეთუ მტრისათვის იმიტომ ლოცულობ, რომ ღმერთმა მოაბრუნოს,

blink.gif ამაში ვერ დავეთანხმები smile.gif

დანარჩენი მომეწონა მარა ეს სააკაშვილის და მთავრობის ასე ძაგებაც არ მომწონს რა არაფრის მომტანია


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 9 2009, 06:40 PM
პოსტი #4


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



llaasshhaa
სააკაშვილები და ეგეთები მანდ მეორეხარისხოვანია. სხვა რამემ დამაინტერესა მე ამ სტატიაში. ისეთი განცდა კი დამრჩა, რომ აზრი დახვეწას ითხოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფიქრალი რომ გაგიჩნდება, ისეთი აზრებია შიგ.

ციტატა
და ნუ ილოცებ შენი მტრისათვის, თუკი ის უკვე იქცა ეშმაკად, რამეთუ მტრისათვის იმიტომ ლოცულობ, რომ ღმერთმა მოაბრუნოს,

აქ ალბათ ის იგულისხმება, რასაც პავლე მოციქულიც ამბობს არ მახსოვს რომელ ეპისტოლეში. ილოცეთ თქვენი ახლობლებისთვის, რომლებიც სცოდავენ არასასიკვინე ცოდვებით. არის სასიკვდინე ცოდვები, რომლებზეც არ გეუბნებით, რომ ილოცოთო. მთლად ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენე, მაგრამ დაახლოებით ასეთი რამე წერია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 9 2009, 07:34 PM
პოსტი #5


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა(მარიამი @ Dec 9 2009, 06:40 PM) *

llaasshhaa
სააკაშვილები და ეგეთები მანდ მეორეხარისხოვანია. სხვა რამემ დამაინტერესა მე ამ სტატიაში. ისეთი განცდა კი დამრჩა, რომ აზრი დახვეწას ითხოვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფიქრალი რომ გაგიჩნდება, ისეთი აზრებია შიგ.
აქ ალბათ ის იგულისხმება, რასაც პავლე მოციქულიც ამბობს არ მახსოვს რომელ ეპისტოლეში. ილოცეთ თქვენი ახლობლებისთვის, რომლებიც სცოდავენ არასასიკვინე ცოდვებით. არის სასიკვდინე ცოდვები, რომლებზეც არ გეუბნებით, რომ ილოცოთო. მთლად ზუსტად შეიძლება ვერ გავიხსენე, მაგრამ დაახლოებით ასეთი რამე წერია.

გასაგებია rolleyes.gif smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Quji
პოსტი Jan 23 2014, 04:28 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 23-January 14
წევრი № 13,537



კარგია,კარგია,კარგია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 23 2014, 07:53 AM
პოსტი #7


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე და ახალ პოსტებს ვნახულობ...

ბოლო 2 თვის მანძილზე იმედგაცრუებული მივდივარ უკან, მაგრამ ახლა დილის 8 საათზე წავიკითხე სტატია რომელიც მომეწონა... თითქმის ყველა აქ მოყვანილ საკითხზე მქონდა ნაფიქრი და კიდევ ერთხელ დამაფიქრა... რაღაცები გამახსენა... საინტერესო იყო და კარგი იქნებოდა დაგვეწყო ამ ნაწერის ცოტა უფრო დაწვრილებით გარჩევა, მაგრამ არამგონია ვინმემ დაიწყოს...

P.S. გამოცდა მაქვს დღეს პირველზე...

P.P.S. მეცადინეობისთვის არ გამითენებია, უბრალოდ დღე და ღამე მაქვს არეული...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jan 23 2014, 09:56 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



MIRDAT
დაიწყე გარჩევა იქნებ ვინმე მუსრველიც გამოჩნდეს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 23 2014, 02:34 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



MIRDAT
რა გინდა ? biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 02:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი