სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jul 19 2023, 08:28 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ნინოს წყალობით იმრავლოს წმინდა ნინოს მსგავსმა მორწმუნეებმა"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 29 2024, 03:59 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ნინო განსაკუთრებული წმინდანია ჩვენთვის. იგი წმინდანთა შორის რჩეული გახლავთ, იმიტომ რომ მას მიეცა ღვთის დიდი ძალა და მადლი, რომ თავისი ქადაგებითა და ღვაწლით ჩვენი ერი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) წერს: მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახლის ცხოვრებისათვის. და ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოს სულიერად, არამედ ხორციელადაც..." /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jul 23 2024, 06:17 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - 7 წლის ასაკში როგორ დაინტერესდით სასულიერო ცხოვრებით?
- ჩემი ოჯახის წევრები მორწმუნეები არ ყოფილან. მხოლოდ პაპას ჰქონდა განსაკუთრებული რწმენა და მან თავისი ადამიანობით ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. რაც შეეხება სტიქარით შემოსვას, ეს ნამდვილ სასწაულს უკავშირდება: ერთ ჩვეულებრივ დღეს, შუადღეს დავიძინე და სიზმარი ვნახე ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ხელი მომკიდა და ეკლესიაში წამიყვანა. ეს იყო და ეს, გამეღვიძა. ერთ საათში პაპა მოვიდა და მისგან გავიგე, რომ იმ დღეს ნინოობა ყოფილა. ავდექი და მშობლებისგან უჩუმრად, გვერდითა სოფელ ანაგაში (სიღნაღის რაიონი) წმინდა ნინოს ტაძარში გავიპარე, რომლის შესახებაც, ასევე, პაპისგან ვიცოდი. ტაძრის ცენტრში, ანალოღიასთან რომ მივედი, დავინახე, რომ მასზე დაბრძანებულ ხატზე ზუსტად ის გოგონა იყო გამოსახული, რომელმაც სიზმარში ხელი ჩამკიდა და ეკლესიაში წამიყვანა - წმინდა ნინო. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვას დავსწრებოდი. თუმცა, ვიცოდი, რომ მშობლები ამას სიხარულით არ შეხვდებოდნენ. ისე მოხდა, რომ იმ დღეს ტაძარში ქუდი დამრჩა და მეორე დღეს იქ უკვე დედის ნებართვით წავედი ქუდის წამოსაღებად, სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა, ლოცვა მომესმინა. სახლში დაბრუნებულმა ხატებს მთელი გულით შევთხოვე, რომ დედას ჩემსთვის ტაძარში სიარული არ დაეშალა და მადლობა უფალს, ასეც მოხდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო. იმდენად პატარა ვიყავი, როცა სტიქაროსნობა გადავწყვიტე, რომ ეს სიტყვაც კი არ ვიცოდი სწორად და მამაოს პირველად ჩემი სურვილის შესახებ რომ გავანდე, სტიქაროსანი მინდა ვიყო-მეთქი, ვუთხარი" /20 წლის ბერი ანგელოსი (საერო ცხოვრებაში გიორგი კოკოლიშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 10 2024, 06:17 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თხოთის წმინდა მთაზე მოხდენილ სასწაულსა და მეფე მირიანის სასწაულებრივ მოქცევაზე წმინდა ნინოს ცხოვრებაში ისე ნათლადაა მოთხრობილი, რომ ლამის ამ სასწაულის თვითმხილველს გვხდის"
/მიტროპოლიტი ზოსიმე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jun 5 2025, 07:58 PM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა ნინოსთან ერთად საქართველოში შემოვიდა არა მხოლოდ ქრისტეს მაცხონებელი სარწმუნოება, წმიდა ნინომ იქადაგა არა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი, მან უპირველეს ყოვლისა, იბერიელებს ურყევი რწმენა დაანახა. ეს მცირეწლოვანი, მაგრამ სულიერად ფოლადივით მტკიცე რწმენის ქალწული შემოდის ჩვენს მიწა-წყალზე, როგორც განხორციელებული ნება უფლისა, შემოდის საქართველოს მთიანი და მკაცრი, სასტიკი ბუნების მქონე კუთხიდან, რომელიც სავსეა გარეული მხეცებითა და მათზე არნაკლებ საშიში წარმართი მოსახლეობით, მის სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება, მაგრამ პატარა, სუსტი გოგონა ღვთის ნების მტვირთველია და მის წინაშე უძლურია ყოველი ბოროტი ძალა და ყოველგვარი დაბრკოლება, მის ღვთაებრივ რწმენას წყვდიადის შემანგრეველი და კერპთა შემმუსვრელი ძალა გააჩნია და ვერაფერი დაუდგება წინ, მან ღვთის სიტყვა უნდა იქადაგოს, იხსნას იბერიელნი და მათი მიწა-წყალი სიბნელის ტყვეობისაგან, ის მიწა-წყალი, სადაც ღვთის განგებით პირველი საუკუნითგან მობრძანებულა უწმიდესი კვართი უფლისა იმის დასტურად, რომ ეს ქვეყანა ქრისტეს რწმენისთვის ჯვარზე გაეკვრის და როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი, გაბრწყინდება მაცხოვრის მარადიული, უკვდავი ნათელით, როგორც ზეციური იერუსალიმის ღირსი, მვკიდრი და მოქალაქე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 16 2025, 10:35 AM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა ემსგავსებოდა მანათობელი ვარსკვლავის გამოჩენას ბნელეთით მოცულ ჩვენს ქვეყანაში, რათა გაენათლებინა და ღვთიური მადლით შეემოსა ჩვენი ხალხი"
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 18 2025, 08:27 PM
პოსტი
#47
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთმა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, წმ. ნინოს მოციქულებრივი კურთხევა და მადლი და მისი წმიდა ლოცვით ინებოს ჩვენი სულიერი ამაღლება და უფალთან დამკვიდრება სასუფეველში. ღმერთმა ჩვენც გაგვათავისებინოს და ღირსეულად დაგვაფასებინოს წმ. ნინოს ღვაწლი, რაც მას ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე მიუძღვის. უფალმა შეგვაძლებინოს ერთგული მიყოლა იმ კურთხეული გზისა, რომელსაც ჩვენმა მოძღვარმა და განმანათლებელმა შეგვაყენა საუკუნეების წინ"
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 20 2025, 07:18 PM
პოსტი
#48
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავის დროს ებრაელებს კაცობრიობის მხსნელის ქვეყნად მოვლინება ეუწყათ ცაზე გამოჩენილი ბრწყინვალე ვარსკვლავით, რასაც უფალთან შეხვედრის სიხარული უნდა განეცდევინებინათ მათთვის. საქართველოსთვის ასეთ მანათობელ ვარსკვლავად იქცა წმ. ნინო ქალწული, ღვთიური ნათლითა და სიკეთენით შემოსილი, რომელმაც ქალწულებრივ სინორჩესა და სიწმიდესთან ერთად, ჩვენში შემოიტანა აქამდე განუცდელი, ზეციური სიხარული, რასაც უკვე დიდი ხანია ელოდა ჩვენი ხალხი"
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 7 2025, 05:37 PM
პოსტი
#49
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნინო
"სხვა ვინ გვყავდა მისებრ სათნო, მისებრ ნაზი და საჩინო, მხოლოდ იგი ანგელოსი, მხოლოდ ღვთაებრივი ნინო. ვაზის ჯვრით და ქრისტეს კვართით სხვა ვინ უნდა მოგვევლინოს, მხოლოდ იგი ანგელოსი, მხოლოდ ღვთაებრივი ნინო. სხვას ვის ძალუძს მზის სხივებად რწმენის შუქი მიმოფინოს, მხოლოდ იმან, ანგელოსმან, მხოლოდ ღვთაებრივმა ნინომ" /ენვერ ნიჟარაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 27 2025, 09:01 PM
პოსტი
#50
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნინო ვარ - რჩეული!
"გზაში ვარ ეული, თუმც, არ ვარ წვეული... რთულ სავალს ჩვეული - ნინო ვარ - რჩეული! ერთ ღამეს მთვარიანს, გაზაფხულს დარიანს, მიხმობენ ვალიანს, მადლობა მარიამს! კურთხევით მამისგან, მე ჯვარი ვაზისგან - მომაქვს ქალწულისგან, შევკარ თმის წნულისგან! მოვდივარ ღმრთისმშობლის რჩეულთა მიწაზე... ნეტავი, ვინ მოსთვლის რამდენი ვიწამე?! მსურს ერთად ვიაროთ ცის კიბე ხვეული... რთულ სავალს ჩვეული ნინო, ვარ რჩეული! ვისაც სურს შეიგრძნოს სამოთხის სიმშვიდე... მომყევით და ამით ცხოვრებას იმშვიდებთ! მოვდივარ ეული, თუმც, არ ვარ წვეული... რთულ სავალს ჩვეული - ნინო ვარ - რჩეული!" /ცისფერმანდილოსანი (ანა გიგაური)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 1 2026, 12:05 PM
პოსტი
#51
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სახლში გამუდმებით ვუსმენ საგალობელს "გიხაროდენ".
ორ წელზე მეტია არ ვყოფილვარ დედაეკლესიაში, არ ვყოფილვარ სამშობლოში, რთული პანდემიური მდგომარეობის გამო. უფალო, დაუშვი ეს, რომ მალე ვუგალობო უწმინდესს ეს საგალობელი. სამჯერ ვუგალობე და ვიგრძენი, რაოდენ ბედნიერი იყო მისი გული ამ გალობით. წმ. ნინოს ეკლესიაში უწმინდესმა იქადაგა, ხშირად იგალობეთ ეს საგალობელიო და წმ. ნინო მადლად და ძალად გეყოლებათ თანო. მეც ვგალობ, ვგალობ და ვგრძნობ, რამხელა სასიცოცხლო ძალებს გვაძლევს ღვთისთვის სათნო სიტყვაც და სიმღერაც... და მარტო ქართული სიმღერა, ქართული გალობა, ქართული ბგერა და ხმა? ყველაფერი, ყველაფერი ქართული ჩვენი ძალაა!" /დალი ანთიძე-ციმერმანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 11 2026, 03:53 PM
პოსტი
#52
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თორმეტ წელს მიღწეული ნინო მშობლებმა იერუსალიმში წაიყვანეს. სწორედ ამ ასაკში დებდნენ გოგონები ქალწულების აღთქმას და ვფიქრობ, წმინდა ნინოც არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. ამ მნიშვნელოვან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს მისი იერუსალიმში წაყვანა (როგორც ჩანს, წმინდა ნინო უკვე ქალწულთა მწყობრში იყო "აღრაცხული" (მათითაშვილი. 2017:139)".
/ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 15 2026, 05:15 PM
პოსტი
#53
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ნინოს ცხოვრებაში ნათლად ჩანს, რომ ის მისიონერულ მოღვაწეობას ჯერ კიდევ რომის იმპერიაში ეწეოდა, როდესაც მან მოაქცია რიფსიმე და გაიანე. ცხოვრების მიხედვით, წმინდა ნინომ "რიფსიმე და დედამძუძე გაიანე მონასტერთა შინა ქალწულთასა" იპოვა. მათთან ერთად იყო ასევე მათი სახლეული, რომელთაც "ხელსა ქუეშე წმინდა ნინოსა ნათელ-იღეს".
აღნიშნულ ადგილზე თხზულებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობაა დაცული: "და წარვიდეს ესე ყოველნი მონასტერსა თვისსა. და იყო მათ თანა წმინდა ნინო ორ წელ" ე.ი. წმინდა ნინო თავის მოწაფეებთან ერთად ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრებულა და იქ ორი წელი გაუტარებია. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ წმინდა ნინო საქართველოში შემოსვლამდე იმარხავს ქალწულებრივ აღთქმას, იერუსალიმში სარა ნიაფორისაგან სწავლობს ქრისტიანულ მცნებებს, ხოლო რომში წასვლის შემდეგ იგი მოაქცევს რიფსიმესა და გაიანეს და ცხოვრობს რომელიღაც მონასტერში. ამის შემდეგ წმინდა ნინო მოდის ჯერ სომხეთში, ხოლო შემდეგ საქართველოში". /ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 9 2026, 06:13 PM
პოსტი
#54
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პ. იოსელიანის ცნობით, დავით აღმაშენებელმა ანისის აღების შემდეგ საქართველოში წამოაბრძანა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი. მ. კელენჯერიძე კიდევ უფრო კონკრეტულ ცნობას გვაწვდის აღნიშნულ საკითხზე. წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი არაბთა შემოსევის გამო წაუღიათ ქალაქ ანში, XII საუკუნეში მეფე დავით აღმაშენებელმა ქალაქი ანი აიღო და ჯვარი დიდი პატივით ქალაქ მცხეთაში გადმოასვენა"
/ლევან ტყეშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 23 2026, 06:21 PM
პოსტი
#55
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ამა წლის] 5 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "წმინდა ნინოს ღვაწლი და მისი ასახვა ქართულ იკონოგრაფიაში". მომხსენებელი გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი, ხატმწერი, ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე.
"ქრისტიანობის ისტორია ბევრ ქალ მოციქულთასწორს იცნობს, მაგრამ წმინდა ნინოს, როგორც მთელი ერის განმანათლებელსა და მომაქცეველს, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. საქართველოს განმანათლებლად ქალის გამორჩევა, უდავოდ, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას უკავშირდება", - აღნიშნა ქალბატონმა მაკამ და, მოხსენების ფარგლებში, წარმოადგინა მეტად საყურადღებო პარალელები, იგივეობრივი სახე-ხატები მოციქულთასწორი ქალწულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებათა შორის. წმინდა ნინოს ცხოვრებათა რედაქციების, ქართულ და უცხოურ საეკლესიო ლიტერატურაში დაცული მასალის ანალიზის საფუძველზე წმინდა ნინო წარმოგვიდგება ღვთისმშობლის მაგიერ დედად და დედოფლად ქართველი ერისთვის, - აღნიშნა მომხსენებელმა. "V ს-ის ბერძენი ისტორიკოსი თეოდორიტე კვირელი ნინოს იხსენიებს საკვირველ ქალად, "რომელი სამარადისოსა ლოცვისადა შემსჭვალულ იყო... ამათ შრომათა მიანიჭეს მას მადლი მოციქულობისა". ღვთისადმი თავის შეწირვა სიმბოლურად გამოხატულია წმინდა ნინოს მიერ საკუთარი თმის მოკვეცასა და ამ თმით ღვთისმშობლისგან ბოძებული ვაზის ჯვრის შეკვრაში", - აღნიშნა ქალბატონმა მაკამ და წმინდა ნინოს მისიის უკეთ შეცნობისთვის განიხილა მის ცხოვრებაში დადასტურებული რამდენიმე საყურადღებო მოვლენა და წინასწარმეტყველური კურთხევა, კერძოდ, წმინდა ნინოს მშობელთაგან დალოცვა, სარა ნიაფორის წინასწარმეტყველება და საღვთო განმოცხადებები. ქალბატონმა მაკამ დეტალურად ისაუბრა "წმინდა ნინოს ცხოვრების" სხვადასხვა რედაქციაში დადასტურებული ეკლოვანისა და ბივრილის სახე-სიმბოლოთა შინაარსზე, ასევე, განიხილა ლომისა და არწივის სახე-სიმბოლოთა საღვთისმეტყველო შინაარსი და მათი მიმართების საკითხი წმინდა ნინოს მოციქულებრივ ღვაწლთან" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 29 2026, 04:30 PM
პოსტი
#56
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,011 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოციქულებისა და წმიდა ნინოს საქართველოში შემობრძანების შემდეგ, უხეში კერპთაყვანისცემის ეპოქა სრულდება. ეს ისტორიული მოვლენა წმიდა ნინოს ცხოვრების აღწერისას შემდეგნაირად გადმოგვცა არქიმანდრიტმა რაფაელმა (კარელინი):
ექვს აგვისტოს, ახალ წელს და არმაზობას - კერპთაყვანისმცემლობის მთავარ დღესასწაულზე - წმინდა ნინომ არმაზის კერპი შემუსრა, როგორც წმიდა გიორგიმ - ურჩხული. ლოცვის ძალამ განგმირა ურჩხული, ხოლო არმაზის კერპი დასცა და ნამსხვრევებად აქცია. ეს დღე წმიდა ნინომ ახალი - ქრისტიანული ხანის დასაბამად აქცია ქართველი ხალხისთვის. მცხეთა სადღესასწაულო ყიჟინით, საზეიმო პროცესიით და არმაზის კერპის პატივსაცემად დანთებული ცეცხლით გაჩირაღდნებული შეხვდა წმიდა ნინოს. წარმართები ყოველი თვის პირველ დღეს არმაზს სწირავდნენ, მაგრამ ახალი წლის დასაწყისი განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, ფარნავაზ მეფემ ციხე-სიმაგრე და წარმართული ტაძარი ააგო, რომელსაც არმაზი ეწოდებოდა. მარცხნივ, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, მთის წვერზე ზოროასტრელთა ღვთაების კერპები იდგა, რომლებიც ლითონისაგან იყო გამოჭედილი და ძვირფასი თვლებით მორთული. ერთ მათგანს ხმალი მოეღერებინა და ისე დაჰყურებდა მცხეთას, როგორც დამპყრობელი ათვალიერებს ქალაქს ციხე-სიმაგრის სიმაღლიდან. წმიდა ნინომ მუხლი მოიყარა და ილოცა, რათა უფალს თავისი ძალა გარდმოევლინა და კერპები დაემსხვრია, მსგავსად იმისა, მემფისის კერპები რომ შეიძრა და დაემხო, როცა ღვთისმშობელმა ყრმა იესოსთან ერთად ქალაქის კარიბჭის ზღურბლზე გადააბიჯა. მოხდა სასწაული. ქარიშხალი ამოვარდა. ჰორიზონტზე ღრუბელი მოიყარა. ზეცამ თითქოს წარბები შეკრა. ღრუბლები შავი ყინულებივით მიცურავდნენ მცხეთის თავზე. რიჟრაჟი და ამომავალი მზის ნათელი ბინდ-ბუნდით შეიცვალა, დრო თითქოს უკან დაბრუნდა და კვლავ დაღამდა. ელვამ ღრუბლები გააპო. ისე დაიგრგვინა, გეგონებოდათ, მიწა იძრა. ქარბორბალამ არმაზის კერპი ხევში ჩალეწა, როგორც რაინდი ტყორცნის შუბს და თავის მეტოქეს ცხენიდან აგდებს. სეტყვანარევი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გეგონებოდათ, საალყო მანქანები ისროდნენ ქვებს ქალაქში. არაგვმა ქაფი მოიგდო და თითქოს ადუღდა. ტალღები ყალყზე დგებოდნენ და მთის მწვერვალამდე აღწევას ლამობდნენ. ცოტაც, და მდინარეები წალეკავდნენ მცხეთას და თავიანთ მორევში ჩაძირავდნენ. ელდანაცემი ხალხი სახლებში გარბოდა. ქალაქი აკლდამასავით დაცარიელდა. ჭექა-ქუხილი ისევე სწრაფად შეწყდა, როგორც დაიწყო. გრიგალისაგან გაწმენდილ და წვიმით განბანილ ცაზე კვლავ გამოანათა მზემ. მთის მწვერვალზე უკვე აღარ მოჩანდნენ კერპები, წმინდა ნინომ თითქოს მტრის დროშა ჩამოაგდო აკროპოლისის კედლებიდან. ქუხილსა და გრიგალში, თავისმომჭრელ ელვათა კრთომაში გადაიშალა პირველი ფურცელი საქართველოს ქრისტიანული მატიანისა, რომელიც ისევე დიდებულია, როგორც კავკასიონის ბუნება" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th May 2026 - 07:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი