IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
KAIROS
პოსტი May 8 2007, 12:12 PM
პოსტი #121


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თვალწინ დაემონებიან ეშმაკს, თანაც ისე რომ ვერც შეიგრძნობენ ამას,



გიორგი, კარგად გიწერია,მაგრამ ეს სრულიად შეცდომაა, არ შეიძლება ადამიანმა ვინმეს დაემონოს, ისე რომ არ იცოდეს და ვერ ვერაფერი იგრძნოს და ამის გამო დაიღუპოს, ჩიპი კი არ ღუპავს ადამიანს, არამედ არჩევანი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 8 2007, 12:18 PM
პოსტი #122


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ზებედე @ May 7 2007, 11:12 PM) *

და აი, ამ მოსაზრებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არანაირი ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის, მაგრამ მე პატივისცემით ვეკიდები იმ ადამიანთა პოზიციებს, რომლებსაც რელიგიური მოსაზრებების გამო არ სურთ ასეთი ნიმუშის დოკუმენტის მიღება”.

აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ჯერჯერობით რაც ხდება მსოფლიოში ეს არაა არავითარი ანტი-ქრისტეს ბეჭედი და ადამიანების მისმიერი დაბეჭდვა, მაგრამ ბუნებრივია ისიც რომ ადამიანი გაურბის "მხეცის რიცხვის" - 666 საეჭვოდ შემცველ დოკუმენტებსა თუ კოდებს, რადგან ეს ყველაფერი არის მზადება და გზა ანტი-ქრისტეს მსოფლიო ხელისუფლებაში მოსვლისათვის, რაც ადრე თუ გვიან აუცილებად იქნება და მუდმივი სიფხიზლე გვმართებს. არავინ არ იცის როდის მოხდება ყოველივე ეს, მაგრამ დრო ახლოა, ბევრი წმინდა მამა წინასწარმეტყველებდა რომ ქვეყნის აღსასრულს ბევრი თქვენგანი შეხვდებაო და მათი აზრი პატივსაცემი და ყურადსაღებია. მართალია რომ წერია არავინ უწყის ძეა კაცისას მოსვლა, გარნა მამანო, მაგრამ ეს ზოგადად ნათქვამია და იმას კი არ ნიშნავს რომ ეკლესია სულ უკანასკნელ მომენტშიც ვერ ამოიცნობს ანტი-ქრისტეს და ვერ ამცნობს ხალხს, რომ მეორედ მოსვლამდე მხოლოდ წლები აშორებს, უფრო ზუსტად კი სამნახევარი წელი ანტი-ქრისტეს უშუალოდ გამეფებიდან. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო . . . არის წინასწარმეტყველება რომ ანტი-ქრისტე კიდევ სამნახევარი წლით ადრე გამოჩნდება გაბატონებამდე და სამნახევარ წელს იმეფებს ანუ სულ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე შვიდი წელი იქნება. გარდა ამისა ანტი-ქრისტეს უშუალოდ გამოჩენამდე ნაწინასწარმეტყველებია მისი წინამორბედის გამოჩენა, ანუ დაახლოებით რომ ვთქვათ "ანტი-იოანე ნათლისმცემელი", რომელიც ყველაფერს მოამზადებს ანტი-ქრისტეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის, შეამზადებს იდეოლოგიას, შექმნის იურიდიულ მექნიზმს, მოახდენს გლობალური პოლიტიკური აპარატის შექმნას. ამ პიროვნებასაც ამოიცნობს მართლმადიდებელი ეკლესია და ცხადია წლებით ადრე გახდება ყველაფერი ცნობილი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 8 2007, 12:24 PM
პოსტი #123


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაგრამ დრო ახლოა, ბევრი წმინდა მამა წინასწარმეტყველებდა რომ ქვეყნის აღსასრულს ბევრი თქვენგანი შეხვდებაო და მათი აზრი პატივსაცემი და ყურადსაღებია.



გიორგი,

ძალიან გაუტაცნიხარ გამოთვლებს, ეს თავიდანვე ახასიათებდა ეკლესიას, პავლეც ფიქრობდა, რომ ის მოესწრებოდა მეორედ მოსვლას, პირველი ქრისტიანებიც, 1000 წელს ელოდნენ, 1500 შიც და ბევრ დროს, ბევრი მამ თვლიდა თავის დროს ბოლო დროდ, უბრალოდ ეს არაა არგუმენტი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 8 2007, 12:38 PM
პოსტი #124


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 12:12 PM) *

გიორგი, კარგად გიწერია,მაგრამ ეს სრულიად შეცდომაა, არ შეიძლება ადამიანმა ვინმეს დაემონოს, ისე რომ არ იცოდეს და ვერ ვერაფერი იგრძნოს და ამის გამო დაიღუპოს, ჩიპი კი არ ღუპავს ადამიანს, არამედ არჩევანი!

ცხადია ადამიანს არჩევანი დაღუპავს და არა ტვითონ მიკროჩიპი ან რაიმე ელექტრონული სისტემა. ყოველ ადამიანს თავისთავად საკუთარი არჩევანი ღუპავს, მაგრამ ამაში ის ვიგულისხმე, რომ ადამიანების უმეტესობა ანტი-ქრისტეს ვერ ამოიცნობს ანუ ვერ მიხვდება რომ ეს მსოფლიო მეთაური ნაწინასწარმეტყველები ანტი-ქრისტეა და არც მის მიერ გატარებულ რეფორმებზე იტყვის უარს. ანუ საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ ადამიანი საკუტარი არცევანის გამო იღუპება, მაგრამ მისი არჩევანის სიმცდარე სრულიად შესაძლებელია რომ მისი დაბალი სულიერი ხედვით იყოს გამოწვეული და ვერ გააცნობიეროს თუ რას აკეთებს.

მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტური ათეისტები არიან. იმ დონის ათეისტები რომ არ წამთ არა მარტო ღმერთის, არამედ არანაირი სულიერის არანაირი ფორმით. და რეალურად რომ შევხედოთ მათ ქცევას ისინი ბევრ რამეში ძალიან არა ქრისტიანულად, მკრეხელურად იქცევიან, უშუალოდაც დასცინიან ღმერთს, სიწმინდეებს და ღვთის ბევრ მცნებას, მარტივად რომ ვთქვათ ეშმაკს არიან დამონებული. ეს ცხადია მათი არჩევანია, მაგრამ საერთოდ ვერ აცნობიერებენ რა გზით მიდიან, რადგან არც ეშმაკის წამთ და ეშმაკის და ბოროტების არსებობა მათთვის ისეთივე მითიური, როგორც ღმერთის. მათ არ იციან ანუ ვერ აცნობიერებენ საკუთარ გზას და არც ცოდვის განცდა და შეგრძნება აქვთ, რადგან ჭეშმარიტი სინანულის გამომწვევი საწყისი არ არსებობს მათ გონებაში და აღარც განცდაა, ბევრი ასეთი აზროვნების მქონე ადამიანი ცხადია საკუტარი ნებით, მაგრამ სრულიად გაუცნობიერებლად მიიღებს ანტი-ქრისტეს ბეჭედს და ბუნებრივია სანამ ცოცხალი იქნება და მატერიალურად და ქონებრივად კარგად იქნება ვერც ცუდს ვერ იგრძნობს ვერაფერს, რადგან ეგონება რომ არც რმერტი არსებობს, არც ეშმაკი და ანტი-ქრისტეს ბეჭედიც მისტვის არაფერი იქნება თუ არა ცივილიზაციის ერთ-ერთი მიღწევა. ასეთი ფენომენიც არსებობს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 8 2007, 12:47 PM
პოსტი #125


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მინდა რომ ადამიანი საკუტარი არცევანის გამო იღუპება, მაგრამ მისი არჩევანის სიმცდარე სრულიად შესაძლებელია რომ მისი დაბალი სულიერი ხედვით იყოს გამოწვეული და ვერ გააცნობიეროს თუ რას აკეთებს.


ეგ სხვა საქმეა, ასე უნდა დააკონკრეტო, თორემ ბევრს გონია, რომ მისცემენ ჩიპებს და მორჩა, დაღუპულებია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 8 2007, 01:15 PM
პოსტი #126


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 12:24 PM) *

გიორგი,
ძალიან გაუტაცნიხარ გამოთვლებს, ეს თავიდანვე ახასიათებდა ეკლესიას, პავლეც ფიქრობდა, რომ ის მოესწრებოდა მეორედ მოსვლას, პირველი ქრისტიანებიც, 1000 წელს ელოდნენ, 1500 შიც და ბევრ დროს, ბევრი მამ თვლიდა თავის დროს ბოლო დროდ, უბრალოდ ეს არაა არგუმენტი.

მე ცალსახა თარიღებს და გამოთვლებს არ ვუჯერებ. უბრალოდ ვამბობ რომ ეს აზრი ყურადსაღებია, შეიძლება არც იყოს ეგრე, მაგრამ მაინც ყურადსაღებია, იმიტომ რომ ანტი-ქრისტეს ამომცნობი უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც ერთობლიობაა მართლმადიდებლების და წმინდა მამების აზრი გასათვალისწინებელია. ვიცი რომ მეორედ მოსვლას ბევრი ელოდა სხვადასხვა ეპოქაში, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ხომ იქნება მეორედ მოსვლა ადრე თუ გვიან და როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი? იმდენად უეცრად რომ ეკლესიაც ვერ მიხვდება რომ უკვე ძალიან მოახლოებულია (ლაპარაკი მაქვს უკანასკნელ წლებზე ან თვეებზე)? ანტი-ქრისტეს ვერ დაინახავს ეკლესია რომ ანტი-ქრისტეა? თუ დაინახა სულ ცოტა სამნახევარი წლით ადრე შეიტყობს მეორედ მოსვლის შესახებ . . . გარდა ამისა საერთოდ როგორ წარმოგიდგენია ვთქვათ უშუალოდ ბოლო ათი წელი? როგორ აბა ყოველმა რიგითმა მართლმადიდებელმა თვითონ უნდა დაინახოს ანტი-ქრისტე და არ უნდა გაითვალისწინოს მაინც წმინდა მამების თუ სულიერი იერარქების აზრი? მათზე სულიწმინდის მადლია გადმოსული, გარდა ამისა შეიძლება მათ ჰქონდეთ ღვთის ან წმინდანის გამოცხადება და ეუწყოთ სიმართლე ან რაიმე მინიშნება . . . ეგრე მარტო იოანეს გამოცხადების კითხვის შედეგად და მარტო ცოდნაზე დაყრდნობით შეიძლება შეცდომა დაუშვას ადამიანმა. კარგი ვთქვათ დაგეთანხმე რომ "ბევრი მამა თვლიდა თავის დროს ბოლო დროდ" და ეს არ ჩავთვალოთ არგუმენტად, მაშინ შენი აზრით რა არის არგუმენტი? ანუ მართლა რომ ძალიან მოახლოებული იყოს ანტი-ქრისტე, ან თუნდაც უკვე დაბადებული საიდან და რის საფუძველზე უნდა მივხვდეთ? ეგრე იქნებ მიკროჩიპების მიღებაც არ ნიშნავს ანტი-ქრისტეს ბეჭედს . . . იოანეს გამოცხადებებში ხომ არ წერია რომ მიკროჩიპებია მაინცდამაიც ანტი-ქრისტეს ბეჭედიო, იქნებ ვიფიქროთ რომ მიკროჩიპებიც ჩვეულებრივი მოვლენაა და კიდევ მრავალი წლის შემდეგ უნდა აღესრულოს ყოველივე და ამ ფიქრებში ყოფნის დროს უცბად რომ არმოჩნდეს რომ ანტი-ქრისტეს ბეჭედი მიუღიათ და ვერ გაუცნობიერებიათ (როგორც ეს ათეისტებს ემუქრებათ)? ვინ უნდა განსაზღვროს ცალსახად ბეჭდის რაობა? და ვინ უნდა განსაზღვროს რეალურად რა ვქნათ? იოანეს გამოცხადებებში არ წერია რა არის უშუალოდ ბეჭედი და მისი მიღება კი სულიერი დაღუპვაა და ამ ყველაფერს საიდან გავიგებთ წინასწარ? და თუ გავიგებთ უკვე მივხვდებით რომ ქვეყნიერების აღსასრულს წლები გვაშორებს.მე არ ვთვლი რომ ანტი-ქრისტეს გამოჩენის თარიღის გამოთვლა შეიძლება, მაგრამ როდესაც ანტი-ქრისტე ძალიან მოახლოვდება ამას აუცილებლად გაიგებს მართლმადიდებელი ეკლესია და დღესდღეობით ამის ერთგვარ შესავალს ვხედავ, თუმცა არ ვამტკიცებ.

ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 12:47 PM) *

ეგ სხვა საქმეა, ასე უნდა დააკონკრეტო, თორემ ბევრს გონია, რომ მისცემენ ჩიპებს და მორჩა, დაღუპულებია smile.gif

რა თქმა უნდა. ეგრე ცხადია არ არის, რომ მისცემენ მიკროჩიპებს ისე რომ არაფერი არ იქნება ამ ჩიპებზე ცნობილი და მერე უცბად არ გაირკვევა რომ თურმე ანტი-ქრისტეს ბეჭედი აღმოჩნდა ეს მიკროჩიპი და თურმე დაღუპულან. ეს რა თქმა უნდა უაზრობაა, მაგრამ იქ არ დამიკონკრეტებია რადგან ლაპარაკი მქონდა საზოგადოების დახლეჩაზე და უბრალოდ ხაზი გავუსვი რომ მორწმუნეების სიახლოვეს იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უკანასკნელ დღეებშიც ვერ გააცნობიერებენ თუ რა ხდება თავიანთი ათეისტური თუ არასწორი მსოფლმხედველობის გამო მიიღებენ ანტი-ქრისტეს ბეჭედს და ვერც მიხვდებიან ამით რა გააკეთეს და რა ელოდებათ. ანუ ანტიქრისტეს სცემენ თაყვანს ისე რომ ვერც გაიგებენ და დაინახავენ მასში ანტი-ქრისტეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 8 2007, 01:42 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



არის ასეთი ვარიანტიც: იმდენად შეგვაჩვევს ფანატიკური წრე მიკროჩიპებს,რომ ანტიქრისტე სხვა ბეჭდით მოვა და, ყველა მიიღებს მას რადგან ეცოდინება, რომ ის ხომ მიკროჩიპი უნდა იყოსbiggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 8 2007, 01:58 PM
პოსტი #128


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 12:24 PM) *

პავლეც ფიქრობდა, რომ ის მოესწრებოდა მეორედ მოსვლას, პირველი ქრისტიანებიც, 1000 წელს ელოდნენ, 1500 შიც

კი, ბატონო, ნამდვილად ასეა, ამაში ვერ მოგედავები, მაგრამ არც ისე უნდა მოგვივიდეს "მგელი მოდის მგელიო", რამდენჯერმე რომ მოიტყუა მწყემსმა და მერე მართლა რომ შექმნა განგაში, რომ აღარ დაუჯერა არავინ, მორიგ განგაშად ჩათვალა ხალხმა და მართლა მოვიდა მგელი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ბოლოიდროინდელი გლობალიზაციის მოვლენები, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმისთვის მზადება უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოა. ვხედავ რაღაც პარალელებს იოანეს გამოცხადებასა და უშიშროების საბჭოს რეფორმას შორისაც, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდები ამ საკითხს, თუმცა ცალსახად არაფრის მტკიცება არ შეიძლება.

ციტატა(კანუდოსელი @ May 8 2007, 01:42 PM) *

არის ასეთი ვარიანტიც: იმდენად შეგვაჩვევს ფანატიკური წრე მიკროჩიპებს,რომ ანტიქრისტე სხვა ბეჭდით მოვა და, ყველა მიიღებს მას რადგან ეცოდინება, რომ ის ხომ მიკროჩიპი უნდა იყოსbiggrin.gif

სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი წინა პოსტებში, ამიტომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოება და ანტი-ქრისტეს და მისი ბეჭედის რეალური სახის ამომცნობი ისევ მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა მამები და სულიერი იერარქები არიან, ამიტომ ყოველი სასულიერო პირის საუბარი ბოლო ჟამის მოახლოებასთან დაკავშირებით მაფიქრებს, რაც საკმაოდ ხშირია ჩვენ დროში, არის აგრეთვე სხვა ნიუანსებიც, ამიტომ არ გამიკვირდა თუ მალე მოვა ქვეყნის აღსასრული.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 8 2007, 02:59 PM
პოსტი #129


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე არა მგონია მალე მოხდეს ანტიქრისტეს მოსვლა ჯერ კიდევ არ არი მომზადებული მთელი კაცობრიობა თუმცა მანამდე დაჩიპვა აუცილებლად წავა


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 8 2007, 04:17 PM
პოსტი #130


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(_გიორგი_ @ May 8 2007, 01:58 PM) *

მაფიქრებინებს, რომ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოა. ვხედავ რაღაც პარალელებს იოანეს გამოცხადებასა და უშიშროების საბჭოს რეფორმას შორისაც, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდები ამ საკითხს, თუმცა ცალსახად არაფრის მტკიცება არ შეიძლება.
სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი წინა პოსტებში, ამიტომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოება და ანტი-ქრისტეს და მისი ბეჭედის რეალური სახის ამომცნობი ისევ მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა მამები და სულიერი იერარქები არიან, ამიტომ ყოველი სასულიერო პირის საუბარი ბოლო ჟამის მოახლოებასთან დაკავშირებით მაფიქრებს, რაც საკმაოდ ხშირია ჩვენ დროში, არის აგრეთვე სხვა ნიუანსებიც, ამიტომ არ გამიკვირდა თუ მალე მოვა ქვეყნის აღსასრული.

ციტატა(კანუდოსელი @ May 8 2007, 01:42 PM)

"არის ასეთი ვარიანტიც: იმდენად შეგვაჩვევს ფანატიკური წრე მიკროჩიპებს,რომ ანტიქრისტე სხვა ბეჭდით მოვა და, ყველა მიიღებს მას რადგან ეცოდინება, რომ ის ხომ მიკროჩიპი უნდა იყოს"
საყურადღებოა.
გიორგისაც ვეთანხმები.რარაც ბოლო 100 წლის მანძილზე სტრანნი და ახალ ახალი რამეები იჩითება.
ანტიქრისტეზე არა მარტო სასულიერო პირებს, ყველა ფხიზელ ადამიანსაც ექნება მინიშნებები ღვთისგან.
დიმიტრი ჩერნიგოველი რო ამბობდა გავიხსენოთ: ნეტარია ის ადამიანი ვინც არ იხილავს ანტიქრისტეს სახეს, რადგან მხილველნი და მომსმენნი, მომაკვდინებლად მოიხიბლებიან, და რომ მას იხილავენ ტვ - ში.
ეს ლოგიკური ხიბლი არ იქნება, არამედ უძლიერესი დემონიური, რაც კი აქამდე არსებულა.
მთელი ძალით მოსული.
და ამ მომენტის გაკონტროლება, ტუკი უცნობელად მოგხიბლა,აბა როგორია?
ესეთი ხალხი ელიას ენოქს, სერაფიმ საროველსაც ნახავს ტელევიზიით, მაგრამ გულცივად შეხვდება, გულისხმისყოფა აღარ ექნებათ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 8 2007, 05:35 PM
პოსტი #131


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(კანუდოსელი @ May 8 2007, 01:42 PM) *

არის ასეთი ვარიანტიც: იმდენად შეგვაჩვევს ფანატიკური წრე მიკროჩიპებს,რომ ანტიქრისტე სხვა ბეჭდით მოვა და, ყველა მიიღებს მას რადგან ეცოდინება, რომ ის ხომ მიკროჩიპი უნდა იყოსbiggrin.gif



მე პირიქით მგონია: იმდენად შევეჩვევით მიკროჩიპებს, რომ ძალიან ადვილად მივიღებთ, თან "ფანატიკოსებს" ხომ არ დავუჯერებთ? wacko.gif



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 8 2007, 10:46 PM
პოსტი #132


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე პირიქით მგონია: იმდენად შევეჩვევით მიკროჩიპებს, რომ ძალიან ადვილად მივიღებთ, თან "ფანატიკოსებს" ხომ არ დავუჯერებთ?



შენ ხომ სულ გეშინია biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 8 2007, 11:00 PM
პოსტი #133


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 10:46 PM) *

შენ ხომ სულ გეშინია biggrin.gif


მაცახცახებს wacko.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 11 2007, 07:42 PM
პოსტი #134


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5




ციტატა(KAIROS @ May 8 2007, 10:46 PM) *

შენ ხომ სულ გეშინია biggrin.gif


ციტატა(იოანა @ May 8 2007, 11:00 PM) *

მაცახცახებს wacko.gif


პირველ რიგში, ბოდიშს გიხდი ძალიან არასერიოზული პასუხისთვის, უბრალოდ ძალიან არ მიყვარს ვამტკიცო იმის საწინააღმდეგო, რასაც ჩემზე ფიქრობენ, თუმცა ზოგრეჯ ეს აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.

ერთადერთი რისიც მეშინოდა, ის არის ადრე ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ ნუ გეშინიაო... მეც მივენდობი და დავწერ ჩემს რეალურ დამოკიდებულსებას ჩიპების მიმართ.

დღეს მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს ჩიპი რეალურად არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არც საპირისპიროს მტკიცება შემიძლია. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ამ პოსტს ამ ჩიპის მატარებელი ადამიანი წერს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე აღარ განიცდის საშინელ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს სატანისტებისაგან ასე ძლიერი კონტროლისაგან, მაინც ძალიან არ უნდა, რომ მისი ყოველი მოქმედება და სიტყვა ჩიპით იყოს დანახული, აღქმული და მერე ბუმერანგივით უკან დაბრუნებული...

მე ნებაყოფლობით არ მიმიღია ეს ჩიპი და მაშინ როდესაც ველოდები დროს, როდესაც ჩემთვის შესაძლებელი გახდება ამ ჩიპის მოშორება, სხვას მის მიღებას არასდროს ვურჩევ...

ამდენად, პრაქტიკულად გამორიცხულია ის შესაძლებლობა, რომ ჩიპების მეშინია, უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს ყოველი ჩემი მოქმედება კონტროლდებოდეს სხვის მიერ, მითუმეტეს სატანის მსახურებისაგან.

ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს ასე ხშირი ფაქტები - დანაშაულებების გამოვლენა ფარული კამერებით, სხვა არაფერია თუ არა ადამიანების ფსიქოლოგიური მომზადება ამ ჩიპების მისაღებად...

ყოველივე ზემოთ დაწერილი დაფუძნებულია ჩემს პირად გამოცდილებაზე, გინდათ ენდეთ, გინდათ - არა...

კეთილი სურვილებით








--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2007, 08:39 PM
პოსტი #135


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
პოსტს ამ ჩიპის მატარებელი ადამიანი წერს


ohmy.gif

რეებს წერ???

ციტატა
მე ნებაყოფლობით არ მიმიღია ეს ჩიპი და მაშინ როდესაც ველოდები დროს, როდესაც ჩემთვის შესაძლებელი გახდება ამ ჩიპის მოშორება, სხვას მის მიღებას არასდროს ვურჩევ...


რა ჩიპი მიიღე? რას გულისხმობ?

არ გადამრიო ახლა, კარგად დაწერე რას გულისხმობ ჩიპის მიღებაში რა არის შენთვის ის "ჩიპი"???

იოანა ახლა კი უკვე სერიოზულად დამაფიქრე, რაც დაწერე ან არის აბსურდი ან ფანატიზმი ან შენ უნდა ახსნა რას გულისხმობდი!

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 11 2007, 08:56 PM
პოსტი #136


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



არა, კაიროს, ამაზე მეტს აქ ვერ დავწერ.

მიღებით კიდევ, როგორც გინდა ისე მიიღე ჩემი ნაწერი... გამორიცხული არაფერია...


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 11 2007, 09:08 PM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



პოდოჟდიტე, პოდოჟდიტე laugh.gif laugh.gif laugh.gif

მოვითხოვ ეგზეგეზას;

მათე; 10;23

როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში. რადგან, ამინ გეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე მოვა ძე კაცისა.

ეს უფალმა მოციქულების დამწყემსვისას წარმოთქვა, აბა ჰე, ვფიქრობ სწორედ ამ სიტყვების ინტერპრეტაციით ელოდნენ ნერონის დროს უფლის მოსვლას..

იმასაც ამბობენ, იაონე მოციქულმა, 666-ში ნერონი იგულისხმაო biggrin.gif

ხოდა მერე, ლავრენტი ჩერნიგოველის რაცხას აფრიალებენ ხოლმე laugh.gif

გამდლოოობთ cool.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2007, 09:34 PM
პოსტი #138


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არა, კაიროს, ამაზე მეტს აქ ვერ დავწერ.



რაც დაწერე, არ შეესაბამება ქრისტიანულ ესქატოლოგიას, არანაირი ჩიპი და არანაირი ჯანდაბა არ არსებობს დღეს, რომელზეც შეგეძლო გეთქვა:
ციტატა
ეს ჩიპი რეალურად არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არც საპირისპიროს მტკიცება შემიძლია.
არც ამის თქმა შეგიძლია, სანამ არ დააზუსტებ რაზეა საუბარი: "
ციტატა
ამ პოსტს ამ ჩიპის მატარებელი ადამიანი წერს,
რას ატარებ ესეთს? კრედიტ კარტს გულისხმობ? ohmy.gif და ესაა ის "ჩიპოლოგია"? იქნებ პასპორტია ჩიპიანია და ეს იწვევს "ჩიპომანიას"? დაწერე, რადგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რაღაც უკიდურესობები ვიცოდი, რომ არსებობდა, მაგრამ ასეთი?

ციტატა
ლავრენტი ჩერნიგოველის რაცხას აფრიალებენ ხოლმე

შენ ჩუ smile.gif თორემ ჩაგჩიპავენ და მოხვალ ჭკუაზე biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 11 2007, 09:37 PM
პოსტი #139


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შენ ჩუ თორემ ჩაგჩიპავენ და მოხვალ ჭკუაზე


აუუუ, განმიმარტე რა ზევით მოყვანილი თავი, თვარა შემომელანძღა ვინცხა სკაიპში laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 11 2007, 09:46 PM
პოსტი #140


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ასე ნუ დაააკოპირებ ციტატებს:

ციტატა
ეს ჩიპი რეალურად არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არც საპირისპიროს მტკიცება შემიძლია.


მე დავწერე:

ციტატა
არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს ჩიპი რეალურად არის ანტიქრისტეს ბეჭედი, არც საპირისპიროს მტკიცება შემიძლია.



ციტატა
რას ატარებ ესეთს? კრედიტ კარტს გულისხმობ? და ესაა ის "ჩიპოლოგია"? იქნებ პასპორტია ჩიპიანია და ეს იწვევს "ჩიპომანიას"?


არა.







--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი