IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
დათიკო
პოსტი Feb 24 2007, 11:44 AM
პოსტი #21


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ვაიმეეე
ეს რეები მესმის sad.gif
ხალხნო გეყოფათ რა ჭორაობა. თქვენ თვითონ დაფიქრდით, როდესა ასეთ რამეებ ამბობთ, ჯერ წყაროები გადაამოწმეთ, მოიძიეთ მამათა შრომები და შემდეგ მათზე დაყრდნობით დაწერეთ ასეთის ახის ინფოები.
კარგით რა...
რა ტქმა უნდა ახლოს არის მოერედ მოსვლა, უფრო ახლოს ვიდრე გასული საუკუნეების წმინდა მამებისთვის იყო. თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როდესაც ვსაუბრობთ მისი მოახლების ნიშნებზე.
აგერ, ძალიან მალე გაიხსნება ახალი განყოფილება "წმინდა წერილი", სადაც შევძელბთ წერილზე დაყრდნობით და მამათა განმარტებებით ნელ-ნელა შევისწავლოთ ის ურთულესი თავი, რასაც "აპოკალიფსი" ეწოდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 24 2007, 12:01 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



დათიკო
გეთანხმები მე ძალიან მაშფოთებს როცა ასეთი ხერხებთ ნერგავენ 'აპოკალიფისის " მოსვლის შიშს..


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2007, 12:34 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მთელი ამ თემის, შინაარსობრივი დატვირთვა იზიარებს მის სათაურს :
ციტატა
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე


laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 24 2007, 01:51 PM
პოსტი #24


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



აუ ნუ მაშინებთ კაცო, პატარა ვარ მე laugh.gif

რა ვიცი მაგდენიsad.gif

დაწერეთ რა იცით ვარაუდებს დაანებეთ თავი.
უფ!


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 24 2007, 04:38 PM
პოსტი #25


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მოდერატორს ვთხოვ არ წაშალოს ეს პოსტი!

კაიროს მეორედ მოსვლამდე სკაიპს ხომ ჩართავ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 24 2007, 06:30 PM
პოსტი #26


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ასეა მეგობრებო, სერაფიმე საროველი ხორცშესხმას იწყებსო (ohmy.gif ) და მე კი იცით რა "მახარეს"? მოკლედ, ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში და ერთერთმა "ფოფოდიამ" ( smile.gif ) საიდუმლოდ შემეკითხა: "გავიგე, თურმე ათონის მთას ჩაძირვა დაუწყია და ივერიის ღვთისმშობლის ხატი უკვე გემზეაო"... 3 წელი გავიდა იმის შემდეგ და არც ის გემი ჩამოსულა და ღვთის მადლით ათონის მთაც არ ჩაძირულა...
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საეკლესიო ჯიხურები გადაივსო "ბოლო ჟამის" შესახებ თარგმანებით, თუმცა უმრავლესი მათგანი აქ დაწერილი "ჭორაობის" დონეზეა და ლამის დოგმატიკად ცხადდება, ასე დადის ხალხში აზრები"იმ მამამ თავის სულიერ შვილს უთხრა, შენ მოესწრები მეორედ მოსვლასო", და მიდის მერე გამოთვლები რამდენი წლისაა ის სულიერი შვილი, რამდენად "გაძლებს" კიდევ და როგორ გრძნობს თავს და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი იმდენად პრიმიტიულია, ასეთ დელიკატურ საკითხს რომ არ ეხებოდეს, მართლაც შესანიშნავი სახუმარო მასალა იქნებოდა...

არადა სახუმაროდ არა გვაქვს საქმე... თუ დაკვირვებიხართ, ჩვენი ეკლესიების ამბიონებიდან რა ტიპის ქადაგებები ისმის? დ ა შ ი ნ ე ბ ი ს !!! მხოლოდდამხოლოდ დაშინების, ან აქცენტია იმაზე, თუ რა ცუდები არიან ეს ქალები და მათი ჩაცმულობა, რა ცუდია ეს სამყარო და მიდის მერე სუპერესქატომანია და ბრუნდება ხალხი სახლში აკანკალებული და ინტერნეტს კი არა ხაზის რადიოსაც არ ეკარება ( თუა კიდე smile.gif ) ...

აქ დაწერეს, რომ წმიდა წერილის გამოკვლევა-შესწავლას იწყებენ, კარგი საქმეა, ვფიქრობ კარგად უნდა გაუკეთონ ორგანიზირება, განმარტება და ტექსტი ცალკე და ფორუმელების კომენტარები ცალკე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა ფორუმის მოძღვრებმა უნდა დაგვეხმარონ... მეც მივიღებ მონაწილეობას, რამდენადაც დრო ხელსშემიწყობს...

ახლა ცოტა წინ წავიწიოთ და ერთ შედარებას დაგიწერთ და მითხარით რას ფიქრობთ ამ იდეაზე... არსებობს ღვთისმეტყველებში საკმაოდ მყარი აზრი , რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული თარიღი მეორედ მოსვლისა, არამედ ის მოხდება მაშინ, როცა ამისი ზუსტი დრო ( ბერძნულად ამ დროს - კაიროს ქვია) მოვა, ანუ, რომ გავიხსენოთ იონასა და ნინევიას ამბავი, ნინევიას "ბოლო ჟამი" მოსული იყო, მაგრამ მათ მიერ გამოხატულმა სინანულმა ეს დრო "გადაწია" (ბოლოში მაინც ეწიათ სამწუხარო დასასრული), შეგვიძლია თუ არა მსგავსი მიდგომა მეორედ მოსვლისადმი?

და რა არის ის უძირითადესი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ "იმ ჟამს" შეიძლება მოხდეს? რამეთუ მხოლოდ ომები, მიწისძვრები და ცვლილებები ფლორა-ფაუნაში არ გამოდგება ამ მიზეზებად...

აბა დროებით

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 24 2007, 11:45 PM
პოსტი #27


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(KAIROS @ Feb 24 2007, 02:30 PM) *

ახლა ცოტა წინ წავიწიოთ და ერთ შედარებას დაგიწერთ და მითხარით რას ფიქრობთ ამ იდეაზე... არსებობს ღვთისმეტყველებში საკმაოდ მყარი აზრი , რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული თარიღი მეორედ მოსვლისა, არამედ ის მოხდება მაშინ, როცა ამისი ზუსტი დრო ( ბერძნულად ამ დროს - კაიროს ქვია) მოვა, ანუ, რომ გავიხსენოთ იონასა და ნინევიას ამბავი, ნინევიას "ბოლო ჟამი" მოსული იყო, მაგრამ მათ მიერ გამოხატულმა სინანულმა ეს დრო "გადაწია" (ბოლოში მაინც ეწიათ სამწუხარო დასასრული), შეგვიძლია თუ არა მსგავსი მიდგომა მეორედ მოსვლისადმი?


ჩემის აზრით არა, დღეს მონანულები ცოტანი არიან, და რამოდენიმე მორწმუნის სინანული "გადაწევს" მეორედ მოსვლას? მგონი წმ. ამბროსი ოპტინელი ამბობს რომ ბოლო ჟამის ერში მცხოვრებნი ეშმაკებს დაემსგავსებიან თავიანთი საქმეებითო, და ბერ-მონაზვნები ახლანდელ (ის დრო იგულისხმა როცა თვითონ მოღვაწეობდა) ერის ხალხსო, ნელ ნელა შეიმჩნევა ეს ყველაფერი...

ციტატა(KAIROS @ Feb 24 2007, 02:30 PM) *

და რა არის ის უძირითადესი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ "იმ ჟამს" შეიძლება მოხდეს? რამეთუ მხოლოდ ომები, მიწისძვრები და ცვლილებები ფლორა-ფაუნაში არ გამოდგება ამ მიზეზებად...


ერთ-ერთი ჩემის აზრით ქრისტესგან მასობრივი განდგომა და ქრისტეს სახელის დავიწყება...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 25 2007, 12:18 AM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
კაიროსმა დაწერა, ეს დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის იყოო

მაგრამ ხომ დადგება ის დრო, როდესაც ეს ნიშნები მართალი გამოდგება. და რა გარანტიაა რომ ეს დრო ახლოს არ არის??

ისე ზოგად პათოსს მეც ვეთანხმები, რომ წამდაუწუმ მეორედ მოსვლაზე საუბარმა არ შეიძლება "მგელი-მგელის" ცნობილი ქართული ზღაპარი არ მოგვაგონოს, როცა მატყუარა მეცხვარეს მგლის მართლა გამოჩენა აღარ დაუჯერეს...

ისე კი მთავარი უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ნებისმიერ წამს შეიძლება გაგვიყვანოს ამ სოფლიდან და ის იქნება ჩვენთვის მეორედ მოსვლა, წარვდგებით რა უფლის კერძო სამსჯავროს წინაშე



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 25 2007, 12:28 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგრამ ხომ დადგება ის დრო, როდესაც ეს ნიშნები მართალი გამოდგება. და რა გარანტიაა რომ ეს დრო ახლოს არ არის??


აი ეგ ცალკე თემაა....

მაგრამ უკვე სნობიზმად იქცა და მაღიზიანებს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 25 2007, 12:58 AM
პოსტი #30


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



იქიდან გამომდინარე, რომ ცემი აზრით აპოკალიფსი ერთგვარი განახლებაა... გეტყოდით რომ მე ვფიქრობ შეიძლება მსგავსმა სინანულმა კიდევ გადასწიოს მეორედ მოსვლის საჭიროება...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 25 2007, 10:57 AM
პოსტი #31


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...indpost&p=55628
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 25 2007, 01:57 PM
პოსტი #32


დაურეგისტრირებელი









დათიკო
sad.gif აუ რატომ იბადება ასეთი კითხვა?
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 25 2007, 07:07 PM
პოსტი #33


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ქავთარაძე
ციტატა
აუ რატომ იბადება ასეთი კითხვა?

გვმართებს უკეთ შევისწავლოთ ჩვენი სარწმუნოება, წმინდა წერილი და საღვთო გარდამოცემა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 26 2007, 02:22 PM
პოსტი #34


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მეორედ მოსავლაზე მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, გამიგია ერთი ძალიან დიდი და ყველასთვის ცნობილი წმინდანის შესახებ, რომ თავის საუკუნეშიც მიმდინარე მოვლენების შემხედვარე თვლიდა, რომ მოახლოვებულია მეორე ჟამიო.

მე ვთვლი, რომ მეორე ჟამის შესახებ წარმოდგენაც უნდა გქონდეს ანუ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ბევრი კითხვა ამის შესახებ საჭირო არ მიმაჩნია. თითოეული ჩვენგანი როდის მივეახლებით უფალს არავინ იცის. ამიტომ, მეორედ მოსვლა ამ საუკუნეში იქნება თუ სხვაში ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ყველა შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, თუ ტავად უფალი არ მოვა ჩვენ ხომ მივალთ მასტანsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Feb 26 2007, 03:06 PM
პოსტი #35


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ჩემი აზრით,მეორედ მოსვლისადმი შიშს არასწორი ინფორმირება ახდენს.ამ მოვლენის ქრისტიანს არ უნდა ეშინოდეს.და რატომ?ამ მოვლენის მერე დადგება ღვთის ერა და ქრისტიანს არ უნდა უხაეროდეს ღვთის ერის დადგომა?!

ჩემი აზრით, თანამედროვე ადამიანები რომლებიც ხშირად ასახელებენ მეორედ მოსვლის ნიშნებსა და დროს იწვევენ ამ მოვლენისადმი ირონიას,რაც საბოლოოდ ხალხს ამ მოვლენის მითიურობაში აეჭვებს...


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 26 2007, 03:32 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჩემი აზრით, თანამედროვე ადამიანები რომლებიც ხშირად ასახელებენ მეორედ მოსვლის ნიშნებსა და დროს იწვევენ ამ მოვლენისადმი ირონიას,რაც საბოლოოდ ხალხს ამ მოვლენის მითიურობაში აეჭვებს...


სრული ჭეშმარიტებაა... როდესაც იგებენ, რომ შენი ცხოვრებისეული მიმართება, რწმენას უკავშირდება, იწყება გაუთავებელი ლაზღანდარობა მეორედ მოსვლასა და მასონთა შეთქმულებაზე.... და ეს იმ ადამიანთა გამოისობით, ვინც თავიანთი მარაზმატიკული ქცევებით, საზოგადოებაში ზღაპრების დამკვიდრებას ცდილობენ..... ბუნებრივია შემდეგ ეს, უკურეაქციას იწვევს-ირონიის სახით...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 26 2007, 10:32 PM
პოსტი #37


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რამოდენიმე მორწმუნის სინანული "გადაწევს" მეორედ მოსვლას


მაშ ასე, საინტერესო იყო შენი მოსაზრება, მაგრამ ეს არგუმენტი არ გამოდგება, რადგან იგივე ნინევიაში "რამოდენიმე" კი არა უმრავლესი ქალაქისა ( მეტიც, წერია: მთელი ქალაქი) ჩავარდა სინანულში, რამაც რაღათქმაუნდა "მოალბო" უფლის გული და ქალაქი გადარჩა...

ციტატა
ერთ-ერთი ჩემის აზრით ქრისტესგან მასობრივი განდგომა და ქრისტეს სახელის დავიწყება...


აი ეს კი მისაღებია... ანუ აქცენტი მიწისძვრებზე ან წვიმებზე კი არ უნდა გაკეთდეს არამედ აპოსტასიაზე!

სხვათაშორის შესანიშნავად წერს დიაკონი ანდრეი კურაევი

Да, православное богословие нужно не только для борьбы с ересями и внецерковными доктринами. Еще оно бывает нужно для борьбы с внутрицерковной, народной “православной” мифологией

სწორედ ამ "შიგაეკლესიურ მითოლოგიას" უნდა დავუპირისპიროთ განათლება და ჩვენი ყოველდღიური მეცადინეობა ამისაკენ უნდა იყოს... ეს მისიაცაა მეგობრებო, მაგრამ ამაზე მისიაში...


ისე კი ამაზე გირჩვეთ წაიკითხოთ იგივე კურაევის

Второе пришествие апокрифов.
Проповедь о "порче" вместо проповеди о Христе

რომელიც იწყება ძალიან საინტერესო ციტატით, რომელიც პატრიარქ ალექსი II ეკუთვნის


К сожалению, несмотря на наши предупреждения, в ряде храмов по-прежнему продается литература, носящая неправославный характер, несущая суеверия...
Патриарх Алексий II

... როგორ უფრო რეალურად ჟღერს ეს სიტყვები ქართულ რეალობაში, იქ არჩევანი მაინც აქვთ, ჩვენთან კი მეტი არაფერია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 12:15 AM
პოსტი #38


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ეს მისიაცაა მეგობრებო, მაგრამ ამაზე მისიაში...

ამ მისიაზე მეტის გაგებას ვისურვებდი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 27 2007, 10:41 AM
პოსტი #39


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა


ციტატა
ერთ-ერთი ჩემის აზრით ქრისტესგან მასობრივი განდგომა და ქრისტეს სახელის დავიწყება...
აი ეს კი მისაღებია... ანუ აქცენტი მიწისძვრებზე ან წვიმებზე კი არ უნდა გაკეთდეს არამედ აპოსტასიაზ







ყველაფერი ამქვეყნად შედარებითია. ვინ იცის მე-12 ან მე-17 საუკუნეში ეგებ მეტი იყო გარყვნილება და ქრისტესგან მასობრივი განდგომა. იცით რისი ტქმა მინდა? საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, როცა საქართველოს იპყრობდნენ , როგორც წესი გარყვნილებაც მოედებოდა ქვეყანას. ამ დროს არავინ იცის რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, რა სულიერ მდგომარეობაში იყვნენ ისინი. მეორედ მოსვლის წინ ბუნებრივი კატაკლიზმების რაოდენობაც გაიზრება, მაგრამ მიწისძვრებსა და ვუკანებზე ჩვენ მეტი გვესმის ვიდრე 15-17 საუკუნის ადამიანებს, ჩვენ ტელევიზია გვავქს და იმიტომ, ვინ იცის ეგებ იმ დროს მეტი იყო ასეთი კატაკლიზმები, მაგრამ ერთ ერს მეორეს შესახებ ნაკლებად ესმოდა. თიტქოს კატაკლიზმებიც გაიზრდება, თიტქოს ომებიც იქნება, გადაიწვება ქალაქები და იქნება შიმშილობა, ამასთან მეორედ მოსვლის დროს ისეთი ცხოვრება იქნება, როგორც ეხლა არის ანუ ჩვეულებრივი ყოველდღიურობით, იქორწინებენ შვილებს გააჩენენ და მეორედ მოსვლა მოულოდნელი იქნებაო, ეს ცოტა გაუგებარია, თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო. კარგია თქვენი ააზრის მოსმენა ამაზე. . თუმცა ჩემი პოზიცია მაინც ასეთია ღმერთთან წარსადგენად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სულიერად და ამასთან უნდა ვილოცოთ , რომ ანტიქრისტე იქნება თუ ყველა სხვა განსაცდელს გადაგვარჩინოს ღმერთმა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 27 2007, 01:54 PM
პოსტი #40


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მხევალი ნინო
ციტატა
ვინ იცის ეგებ იმ დროს მეტი იყო ასეთი კატაკლიზმები, მაგრამ ერთ ერს მეორეს შესახებ ნაკლებად ესმოდა.

აბსოლუტურად გეთანხმები

როდესაც ამბობენ, მაგალითად, რომ ომები ყოველთვის იყოო, მათ ავიწყდებათ, რომ მათეს სახარების 24-ე თავში მაცხოვარი მხოლოდ ომებზე არ გვაფრთხილებს, ის ამბობს: "გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი", ანუ ამბები ომზე, რაც ადრე უიშვიათესი იყო და მხოლოდ მეფის კარამდე თუ აღწევდა და ისიც თვეების შემდეგ

ეს გასათვალისწინებელია....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 10:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი