IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
ლეონტი
პოსტი May 21 2007, 07:03 PM
პოსტი #201

ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416

ციტატა(KAIROS @ May 21 2007, 06:30 PM) *

დასასრულ, მაინც რა იგულისხმა იოანე-ზოსიმემ? თუმცა სანამ ამას დავწერდეთ, იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ჩვენთვის რჯულისკანონში ჩაწერილი და არც წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს, ანუ არაა საეკლესიო ტრადიცია, არც გარდამოცემაა და არც წერილი, ანუ არის ერთერთი მამის კერძო აზრი "თეოლოღუმენი" ქვია ამას,

მოვერიდოთ ცრურწმენებს!

იხარეთ,

კაიროსი!

მადლობა უცხოეთში მყოფ ქართველებს რომ გვანათლებენ ჩვენ, პროვინციალებს უშურველად,
მაგრამ ამავე დროს "თეოლოღუმენი" რასაც ქვია იმის ქართული შესატყვისიც არსებობს.

მე გირჩევთ ყურადღებით წაიკითხიოთ პატრიარქის ქადაგება, რაზეც ის ადრე დუმდა, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა ამისთვის მზად არ იყო.

კაიროსს შევახსენებ რომ ეს ტექსტი იოანე ზოსიმეს არ ეკუთვნის, არამედ ის უბრალო გადამწერია ტექსტისა.

ხოლო კანუდოსელს განვუმარტავ,რომ სიტყვა იურიდიზმსაც აქვს სესატყვისი, და რომ ძველად ეს იდეა მართლაც არსებობდა ერებში და ყველა თავისას იჩემებდა: არაბები, სომხები, კოპტები, მაგრამ იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილი ტექსტისგან განსხვავებით ყველა ეს აჩემება დაფიქსირებულია და ცნობილია.
გარდა ქართული "Qებაი და დიდებაისა".

--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 21 2007, 07:10 PM
პოსტი #202

აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5

და კიდევ დავამატებდი იმას, რომ ძალიან მყარად მჯერა, რომ პატრიარქი არ ცდება იმ საკითხთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობთ!

--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 21 2007, 08:05 PM
პოსტი #203

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

ლეონტი
იოანა
თუ არ შეწუხდებით იქნება მოიყვანოთ უწმინდესის ქადაგებიდან ის ადგილი სადაც ის საუბრობს ამის შესახებ.
იმას რატომ არ გამორიცხავთ, რომ თქვენ შესაძლებელია არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეთ თავად უწმინდესის ქადაგებისა და გაიგეთ ისე, როგორც თქვენ გსურდათ რომ გაგეგოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 21 2007, 08:31 PM
პოსტი #204

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27

დათიკო

http://church.ge/index.php?showtopic=1726&hl=
მგონი ეს არის
მგონი არა საჭირო ეხლა ამ საკითხზე კამათი.
არც ისაა ძნელი დასანახი რომ საქართველოს დიდი ქრისტიანული ტრადიციები აქვს როგორც პატრიარქი ამბობს იშვიათია ქვეყანა რომელსაც ამდენი წმინდანი ყავდეს.
ჩვენი ქვეყნის კულტურა, ხელოვნება,სიმღერა და ყოველივე ხომ ქრისტიანული სულითაა განმსჭვალული და როგორც პატრიარქიო ამბობს ამის გამო ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ არამედ გავაცნობიეროთ ყოველივე ეს პასუხისმგებლობა და ვიტვირთოთ უფლის მიერ მოცემული ეს ჯვარი.
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 21 2007, 08:45 PM
პოსტი #205

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803

მგონი სჯობს ეს ბოლო პოსტები ამ თემასთან დაკავშირებით აქ გადაიტანოთ http://church.ge/index.php?showtopic=1726&...t=0&#entry92903
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 21 2007, 09:02 PM
პოსტი #206

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

solomony
ციტატა
არც ისაა ძნელი დასანახი რომ საქართველოს დიდი ქრისტიანული ტრადიციები აქვს როგორც პატრიარქი ამბობს იშვიათია ქვეყანა რომელსაც ამდენი წმინდანი ყავდეს.
ჩვენი ქვეყნის კულტურა, ხელოვნება,სიმღერა და ყოველივე ხომ ქრისტიანული სულითაა განმსჭვალული და როგორც პატრიარქიო ამბობს ამის გამო ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ არამედ გავაცნობიეროთ ყოველივე ეს პასუხისმგებლობა და ვიტვირთოთ უფლის მიერ მოცემული ეს ჯვარი.

ამაზე არც არვინ დაობს.

ეკუმენისტი
ციტატა
მგონი სჯობს ეს ბოლო პოსტები ამ თემასთან დაკავშირებით აქ გადაიტანოთ http://church.ge/index.php?showtopic=1726&...t=0&#entry92903

ეს ჩემს ძალებს აღემატება, რადგან ეგ თემა სხვა განყოფილებაშია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 21 2007, 09:23 PM
პოსტი #207

აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5

ციტატა(დათიკო @ May 21 2007, 08:05 PM) *

თუ არ შეწუხდებით იქნება მოიყვანოთ უწმინდესის ქადაგებიდან ის ადგილი სადაც ის საუბრობს ამის შესახებ.
იმას რატომ არ გამორიცხავთ, რომ თქვენ შესაძლებელია არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეთ თავად უწმინდესის ქადაგებისა და გაიგეთ ისე, როგორც თქვენ გსურდათ რომ გაგეგოთ.

თუ იმ შესაძლებლობას უშვებ, რომ პატრიარქიც სიტყვა "ერის" სინონიმად იყენებს სიტყვა "ენას":

ციტატა
ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართველი ერი.

ციტატა
ღმერთმა დალოცოს ღვთივკურთხეული ქართველი ერი და ქართული ენა.

ვფიქრობ, სიტყვა "ერის" სინონიმად, რომ იყოს გამოყენებული სიტყვა "ენა", ასე გამოკვეთით არ იქნებოდა ცალ-ცალკე ნახსენები.

ციტატა
და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით..

გავიგე ისე როგორც წერია - პირდაპირ. მზად ვარ მოვისმინო შენეული ვარიანტი.

--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 21 2007, 09:59 PM
პოსტი #208

აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5

სრული ვარიანტი

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა[1] საწამებლად, რაჲთა[2] ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"[3],

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

და ესე არს ოთხი დღჱ [4], და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა [5].

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი [6] წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ [7], ესე წილი ანბანისაჲ.

_________________________________________

1 მესიისა , 2 რათა , 3 დღჲ , 4 დღეჲ , 5 მამისაჲთა , 6 ას ოთხი , 7 ას ოთხი ესე წელი, და ... (ზოგიერთ ხელნაწერში ასეთი ვარიანტებიც გვხვდება)

--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 22 2007, 01:41 AM
პოსტი #209

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

მაპატიეთ, მაგრამ სულ გადაირეით მგონი... მიხვდებიან ადრესატები... ყველაფრის კრიტიკა არ გამიგია მე! mad.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2007, 11:15 AM
პოსტი #210

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ლეონტი @ May 21 2007, 07:03 PM) *

ხოლო კანუდოსელს განვუმარტავ,რომ სიტყვა იურიდიზმსაც აქვს სესატყვისი,

თეოლოგიაში ეს ტერმინია დამკვირდებული და მას ისევე იყენებენ, როგორც სიტყვას: "იურისტი"

ციტატა(იოანა @ May 21 2007, 06:59 PM) *

ღვთის წინაშე პასუხი მომეთხოვება იმისთვის, რომ პატრიარქის ქადაგებას არ ვერწმუნები და კაიროსისას - კი, და არა პირიქით...

სახარება წაიკითხე და მიხვდები რას უნდა ერწმუნო და რას - არა, აი რაც აქ დაწერე, სრული აბსურდია და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გაცნოებიერებული არ გაქვს ქრისტიანობა, სამწუხაროდ მარტო არ ხარ ამ საქმეში...

სახარება რა წასაკითხია ისე....სრული აბსურდია

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 22 2007, 11:22 AM
პოსტი #211

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

იოანა
ციტატა
მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით

ჯერ ერთი სიტყვას დაუკვირდი - მანდ წერია "ამხელს" და არა განიკითხავს

მსოფლიო განსჯას, რომელიც მოხდება ეკლესიური სწავლებით მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ჰქვია "განსჯა": "და კუალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა..." და არა "მხილება"

მხილება ქართულად ნიშნავს რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვინმესთვის სწავლებას. ვთქვათ, ადამიანი ცოდვაშია, ჩვენ კი ვამხელთ მას, ანუ ან რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვასწავლით მას და მივუთითებთ, რომ მისი საქციელი ცოდვაა უფლის წინაშე

შესაბამისად, "ამხილოს ამით ენითა" არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ მსოფლიო განკითხვა მოხდება ქართულ ენაზე. ეს რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა

ჩემი პირადი აზრია, რომ მხილება მოხდება იმდაგვარად, რომ უფალი დაანახებს (თუმცა შეიძლება აქაც ვამეტებ), რომ ანტიქრისტეს ჟამსაც შესაძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება და ეს მოხდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლის მაგალითზე.... ყველაზე მეტი ეს შეიძლება იყოს....

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2007, 11:26 AM
პოსტი #212

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(კანონისტი @ May 22 2007, 11:22 AM) *

ჯერ იქიდან დავიწყოთ, ეგ ეკლესიის გადმოცემა არის თუ არა?

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 22 2007, 11:34 AM
პოსტი #213

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

კანუდოსელი
ციტატა
ჯერ იქიდან დავიწყოთ, ეგ ეკლესიის გადმოცემა არის თუ არა?

ეგეც მართალია... wink.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2007, 11:47 AM
პოსტი #214

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(კანონისტი @ May 22 2007, 11:34 AM) *

კანუდოსელი
ეგეც მართალია... wink.gif

ჰოდა თუ მართალია, და ეგ ეკლესიის გადმოცემა არაა, ე.ი. ადამიანური გადმოცემაა, ამ უკანასკნელზე კი პავლე მოციქული რას ამბობს და თავად იესო, კარგად მოგეხსენებათ

პ.ს.
ბერძნებს ეგეთი აპოკალიპტური წინასწარმეტყველებები კონა შაურად აქვთ
რუსები ისეთ ტრილერებს წერენ, თმები ყალყზე დაგიდგება
სერბებს ნუ ეტყვით, რომ ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონება
რუმინელები საერთოდ ჩამოყალიბებული ოკულტო-აპოკალიპტო-მანები არიან

პ.პ.ს.
მოვითხოვ სასწრაფოდ მრწამსის ტექსტის შეცვლას დანამატით: არ მწამს ღმერთი, მწამს ქართული ენა

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 22 2007, 01:07 PM
პოსტი #215

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

არ ვუპასუხებ ისევდაისევ ლეონტის მოუზომელ და უხეშ ლაპარაკს, არც იოანას ჩახვეულ პატრიარქმა თქვას(თუმცა მაინტერესებს სად ამბობს პატრიარქი სიტყვასიტყვით რომ ქართულად მოხდება განკითხვა), არც კრიტიკას კრიტიკაზე, არამედ მშვიდად მოგიწოდებთ ყველას, ირწმუნოთ ის რაც არის მართლმადიდებლური დოგმატიკა და არა ის რაც შეადგენს კერძო აზრს, ვისიც არ უნდა იყოს ის!

და შეეშვით ამ აბსურდებს, ქრისტიანს სწამს ის რაც არის დოგმატიკაში და შეადგენს საეკლესიო ტრადიციას, წმ. გარდამოცემას და წმ. წერილს, დანარჩენი გადაწერილი იქნება თუ დაწერილი, არის კერძო აზრი და უნდა განვიხილოთ როგორც კერძო აზრი, და არ უნდა ვაქციოთ დოგმატად, მითუმეტეს ასეთი ალოგიზმი!

თუმცა ბოლომდე არც მიკვირს, ჩვენ ხომ გჩვევია ასეთი რამ, თუმცა კანუდოსელმა აღნიშნა, რომ აქ მარტონი არა ვართ:
ციტატა
ბერძნებს ეგეთი აპოკალიპტური წინასწარმეტყველებები კონა შაურად აქვთ
რუსები ისეთ ტრილერებს წერენ, თმები ყალყზე დაგიდგება
სერბებს ნუ ეტყვით, რომ ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონება
რუმინელები საერთოდ ჩამოყალიბებული ოკულტო-აპოკალიპტო-მანები არიან

ასე რომ იოანა, კაიროსს კი არ უნდა შეუპირისპირო შენი მცდარი წარმოდგენა პატრიარქის მოშველიებით, არამედ ქრისტიანულ დოგმატიკას, თუკი იქ ვერაფერს მსგავს ვერ იპოვი ( და გარწმუნებ, ნამდვილად ვერ იპოვი ასეთ სისულელეს) მაშინ ნუღარ მოთხოვ ვინმეს ეს "ქართული დოგმატიკა" მიიღოს, და ნურც ნურავის შეეკამათები, ნურც შენ ირწმუნებ, რადგან ჩვენი რწმენა მართლმადიდებლურია და არა ურაქართული!

გამოდით ყოველთვის წმ. მამებიდან და ეკლესიის დოგმატიკიდან!

იხარეთ,

კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი May 22 2007, 06:03 PM
პოსტი #216

აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5

მაპატიეთ, ასე რომ გაგაბრაზეთ... დათიკოს პოსტის წაკითხვისა და "ქებაი და დიდება ქართულისა ენისაის" დადების შემდეგ ტვინი სხვაგვარად შემომიტრიალდა... ის, რაც აქ მოხდა წუხელ ცოტა სხვა რამესთან არის დაკავშირებული ჩემთვის...

ციტატა(კანუდოსელი @ May 22 2007, 11:15 AM) *

სახარება წაიკითხე

ხშირად მესმის, რომ მართლმადიდებლებმა სახარება არ იციანო... მეც მათ შორის... სანამ გული და გონება არ გამეხსნება სახარების მისაღებად, მანამ ერთ სიტყვასაც ვერ აღვიქვამ და ვერ დავიმახსოვრებ...ღმერთს ვთხვ ხოლმე, რომ გამხადოს ღირსი სახარების მისაღებად...

--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 22 2007, 11:19 PM
პოსტი #217

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

მე აქ მოკამათეების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ქებაი , იოანე ზოსიმეს გადაწერილი აქვს ხელნაწერებიდან , რომელიც რევ მირიანის ძეს ეკუთვნოდა( არ მითხრათ ახლა ეგრივით ლინკი დამიდევიო) და ეს რევი იმ მირიანის ძეა რომლის გვერდით მოძღვრავდა ქართველ ერს მოციქულთა სწორი. აქედან გამომდინარე ასე ხელაღებით კამათისაგან თავი შეიკავეთ და ნურც ქართულს აბიაბურებთ და ნურც საქართველოს. ვიღაცას შეიძლება ეს კონა შურად ქონდეს მაგრამ წილხვედრ ერს არა, ეს ყველაფერი არასწორიც რომ იყოს რავა ხმალამოღებული იბრძვით ამის წინააღმდეგ და ცინიზმსაც ურევთ შიგადაშიგ, მეგრულიო და ა.შ. რა გიხარიათ მერე ეს? რო ვითომ სწორი ხართ და იოანას ფსიქიკაზე ზემოქმედებთ. კაიროსს მინდა უთხრა რომ როცა საქები იყო მადლობაც მოუხადე, მაგრამ აქ ნამდვილად ვერ ვეთანხმები , კანუდოსელსაც -ბიბლია იკითხეთო, წაკითხული გვაქვს თან ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ ვაპირებთ წაკითხვას , ახლაც ვკითხულობთ და ბევრ რამესაც ვგებულობთ. მასეთი მენტორული ტონი არაა მოსაწონი სწორედ ქრისტიანობაში. თეოლოგები ხართ და ერთი ეგრი ვერ გააჩერეთ და კუთხეში რომ მივიმწყვრიე პოსტები წამიშალა დავითმა და გაათავისუფლა . რომ მოვთხოვე პ.მ.-ში ამიხსენითქო მის მერე დუმს. არ მინდა ეჭვი შემეპაროს რამეში. ბიბლიას შევეხები ისევ, დეტალებში ბიბლიას რომ დაეყრდნო სულ მცირე თამარის ბიბლიას უნდა კითხულობდე და არა სტოკჰოლმის. ასე რომ ცოტა მოკრძალებულად მეგობრებო და ნუ ხართ ასე დარწმუნებული თქვენს სიმართლეში, მწარმსის გადაკეთებას კიდე თავი დაანებეთ არაა მაგი ასე სახუმარო.

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 22 2007, 11:39 PM
პოსტი #218

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

abo
ნამეტანი რაინდული გამოსვლა გამოგივიდა smile.gif
არაა ეხლა ეგრე საქმე შენ როგორც დახატე.
ნუ ბრაზობ... აქ არავინ არავის არ ჩაგრავს და შესაბამისად დამცველი რაინდებიც არ არიან საჭირო.
მოდი ჯერ ამ წყაროს შესახებ გვითხარი ერთი-ორი სიტყვა.
სიმართლე რომ ვტქვა, პირველად მესმის ქებაის ასეთი წარმომავლობვიშ შესახებ.
მე რამდენადაც ვიცი, და ამას თავად პატრიარქიც ადასტურებს თავის ქადაგებაში, უცნობია თუ საიდან გადმოწერა ზოსიმემ ეს ხელნაწერი.
საინტერესოა, შენ საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია. არსებობს რაიმე წერილობითი საბუთი, თუ ვინმესგან გაქვს გაგონილი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 23 2007, 12:11 AM
პოსტი #219

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441

ისე რომ იცოდე რაინდულიც ცინიკურია . ხო სწორედაც რაინდი ვარ ჩემი ერის და საქართველოსი, არ იქნებოდა ურიგო გაგერკვია ვის ესაუბრები. რაც შეეხება ქებაის იგი მიკვლეულ იქნა სინურ ხელნაწერში ალ. ცაგარელის მიერ ამასვე ამტკიცებენ ისეთი დიდი ენათმეცნიერები როგორებიცაა კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, რ, პატარიძე, ა, ბაქრაძე ზ. გამსახურდია . რა არ გყოფნის? მაშინ ცოტა მეტი იკითხე და მიხვდები ბევრ რამეს და დავათის ქვაჯვარზე თუ გაგიგია რამე, მასზეა ქებაის შინაარსია ამოტვიფრული ერთ მხარეზე ქართულად და მეორეზე ბერძნულად, რომელზეც ორივე მთავარანგელოზია ამოტვიფრული და თარიღდება 362-381 წლებით აქ მთავარანგელოზები სადღესასწაულო მანტიებით არიან გამოქანდაკებული რაც მიუთითებს ქართული მწიგნობრობის აღორძინებას. ჰე არ გეყოფა? დავიღალე, დანარჩენი თქვენ იკითხე და ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებთ .კიდევ მიგითითებ ბდაზორის სტელაზე ისე საქართველოშია ,გაარკვიე რა ხდება იქ და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე

--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 23 2007, 12:28 AM
პოსტი #220

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

მომიტევეთ, თქვენ ყველა შეიძლება დიდი თეოლოგები ბრძანდბეით, მაგრამ ძველი ქართული ლიტერატურის და ხელნაწერების არაფერი გაგეგებათ...
აბოს არ ეხება, მან ჩემი სათქმელი თქვა. ზოსიმეს ''ქებაი'' რომ სინური ხელნაწერია, ეგ თუ არ იცოდით აქამდე და ასე გამალებით მისდექით, მალადეც თქვენ!

გავბრაზდი სერიოზულად!

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 03:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი