IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
იოანა
პოსტი May 23 2007, 12:45 AM
პოსტი #221


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ისევ გაურკვევლობა გამოიწვია ჩემმა პოსტმა user.gif
ვაზუსტებ: ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა არც ამ წინასწარმეტყველების მიმართ, არც ფილადეელფიის ეკლესიაში საქართველოს მოაზრების მიმართ და არც პატრიარქის მიმართ. უბრალოდ დავფიქრდი იმაზე, რომ არც წინასწარმეტყველებაში და არც პატრიარქს არ უწერია სიტყვა "განსჯა", არამედ წერია "მხილება".


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი May 23 2007, 12:52 AM
პოსტი #222


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(იოანა @ May 23 2007, 01:45 AM) *

ისევ გაურკვევლობა გამოიწვია ჩემმა პოსტმა user.gif
ვაზუსტებ: ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა არც ამ წინასწარმეტყველების მიმართ, არც ფილადეელფიის ეკლესიაში საქართველოს მოაზრების მიმართ და არც პატრიარქის მიმართ. უბრალოდ დავფიქრდი იმაზე, რომ არც წინასწარმეტყველებაში და არც პატრიარქს არ უწერია სიტყვა "განსჯა", არამედ წერია "მხილება".

გენაცვალოს ჩემი თავი, ვისაც როგორ უნდა, ისე კითხულობს, არადა ძველი ქართულის გრამატიკა რთულია და არ სჯერათ tongue.gif biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 23 2007, 02:48 AM
პოსტი #223


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



abo
ციტატა
ისე რომ იცოდე რაინდულიც ცინიკურია .

შესაძლებელია ცოტა ცინიკურიც იყოს. მართლია!
ბოდიში მომითხოვია.

ციტატა
ხო სწორედაც რაინდი ვარ ჩემი ერის და საქართველოსი, არ იქნებოდა ურიგო გაგერკვია ვის ესაუბრები

აქ ფორუმია და ჩემთვის შენი ნიკი და შენი პოსტი სრულიად საკმარისია ურთიერთობისთვის. არანაირად არ მაინტერესებს ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ხოლო შენი რაინდობა დაუმტკიცე ვინმე სხვას. ასევე გირჩევ მოთოკო ნერვები და ისაუბრო ისე, როგორც ამ ფორუმის წევრებს შეეფერებათ, აგრესიისა და ვნებათაღელვის გარეშე.

ეხლა, კი საკითხს რაც შეეხება, ცინიზმის და ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე.
ციტატა
რაც შეეხება ქებაის იგი მიკვლეულ იქნა სინურ ხელნაწერში ალ. ცაგარელის მიერ ამასვე ამტკიცებენ ისეთი დიდი ენათმეცნიერები როგორებიცაა კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, რ, პატარიძე, ა, ბაქრაძე ზ. გამსახურდია . რა არ გყოფნის?

სინური ხელნაწერი...
შენ დაწერე:
ციტატა
იოანე ზოსიმეს გადაწერილი აქვს ხელნაწერებიდან , რომელიც რევ მირიანის ძეს ეკუთვნოდა

ეს საკმაოდ თამამი განაცხადია.
მე კვლავაც გავიმეორებ რომ ასეთი რამ პირველად გავიგე. თან არა მარტო მე:
ციტატა
ვინ იყო ის ჩვენი დიდი წინაპარი, ის კურთხეული ადამიანი, რომელსაც გამოუცხადა უფალმა, რომ „სახარებასა შინა ქართულსა ენასა ლაზარე ჰრქვიან“? ეს ჩვენთვის არ არის ცნობილი. იოანე-ზოსიმე, რომლის ხელნაწერითაც ამ ლექსმა, ამ საოცარმა სიტყვებმა ჩვენამდე მოაღწია, იყო მხოლოდ გადამწერი. ხოლო ავტორი, ვისაც გამოეცხადა ეს უდიდესი საიდუმლო, არ ვიცით.

ალბათ მიხვდი ვისი სიტყვებია.
ხოდა ეხლა კეთილი ინებე და ამიხსენი რომელი წყაროს მიხედვით დადგინე რომ ზოსიმეს მიერ გადაწერილი ქებაჲ რევის ეკუთვნოდა. ზოსიმეს ტექსტი 981 წელს გადაუწერია. თავად სინური მრავალთავის 864 წელს არის გადაწერილი, ხოლო ხელნაწერის ბოლო სამი გვერდი დაუწერელი ყოფილა. 981 წელს იოანე ზოსიმეს ძეგლი მესამედ შეუმოსავს და ამის შესახებ ხელნაწერის ერთ დაუწერელ გვერდზე (274v) შესაბამისი ცნობა მოუთავსებია. ნუთუ დადგენილია ქებაჲს დაწერის ზუსტი თარიღი? რევ მირიანის ძე დაახლოებით 333 წელს გარდაიცვალა.
ციტატა
ა, ბაქრაძე ზ. გამსახურდია .

ამაზე დავწერდი ბევრ რამეს, მაგრამ ნამეტანი შორს წავიდოდით და ოფოპიკი გამოვიდოდა.
ციტატა
მაშინ ცოტა მეტი იკითხე და მიხვდები ბევრ რამეს და დავათის ქვაჯვარზე თუ გაგიგია რამე, მასზეა ქებაის შინაარსია ამოტვიფრული ერთ მხარეზე ქართულად და მეორეზე ბერძნულად, რომელზეც ორივე მთავარანგელოზია ამოტვიფრული და თარიღდება 362-381 წლებით აქ მთავარანგელოზები სადღესასწაულო მანტიებით არიან გამოქანდაკებული რაც მიუთითებს ქართული მწიგნობრობის აღორძინებას. ჰე არ გეყოფა? დავიღალე, დანარჩენი თქვენ იკითხე და ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებთ .კიდევ მიგითითებ ბდაზორის სტელაზე ისე საქართველოშია ,გაარკვიე რა ხდება იქ და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე

ხოდა, სანამ დაგვიმტკიცებდი რამდენად ნაკითხი და განათლებული ბრძანდები, იქნება აგვიხსნა საიდან მოიტანე რევის ამბავი?
თანაც ასეთ გაბრაზებულ ფორმებში. ნამდვილად არაა ლამაზი....
თამარი_ცქნაფო
ციტატა
ზოსიმეს ''ქებაი'' რომ სინური ხელნაწერია, ეგ თუ არ იცოდით აქამდე და ასე გამალებით მისდექით, მალადეც თქვენ!

გავბრაზდი სერიოზულად!

სინური ხელნაწერი რომ არის მაგაზე არავინ დაობს.
აი, რევის რომ ეკუთვნოდა ეგ მაინტერესებს.



ციტატა
მომიტევეთ, თქვენ ყველა შეიძლება დიდი თეოლოგები ბრძანდბეით, მაგრამ ძველი ქართული ლიტერატურის და ხელნაწერების არაფერი გაგეგებათ...

ხოდა გაგვანათლეთ smile.gif

გისმენთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 23 2007, 10:06 AM
პოსტი #224


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(დათიკო @ May 23 2007, 01:48 AM) *



ხოდა გაგვანათლეთ smile.gif

გისმენთ!

თუ განათლება გინდა ბიძიკო, ცოტა მოწიწებით მოექეცი უფროს ადამიანს და ასეთი თავხედური ტონი არაა საჭირო.
აბო სულაც არაა ვალდებული შენს განათლებაზე დაშვრეს.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 10:33 AM
პოსტი #225


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ისევ ვიმეორებ ჩემს წინა პოსტს:

ციტატა
იოანა
ჯერ ერთი სიტყვას დაუკვირდი - მანდ წერია "ამხელს" და არა განიკითხავს

მსოფლიო განსჯას, რომელიც მოხდება ეკლესიური სწავლებით მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ჰქვია "განსჯა": "და კუალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა..." და არა "მხილება"

მხილება ქართულად ნიშნავს რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვინმესთვის სწავლებას. ვთქვათ, ადამიანი ცოდვაშია, ჩვენ კი ვამხელთ მას, ანუ ან რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვასწავლით მას და მივუთითებთ, რომ მისი საქციელი ცოდვაა უფლის წინაშე

შესაბამისად, "ამხილოს ამით ენითა" არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ მსოფლიო განკითხვა მოხდება ქართულ ენაზე. ეს რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა

ჩემი პირადი აზრია, რომ მხილება მოხდება იმდაგვარად, რომ უფალი დაანახებს (თუმცა შეიძლება აქაც ვამეტებ), რომ ანტიქრისტეს ჟამსაც შესაძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება და ეს მოხდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლის მაგალითზე.... ყველაზე მეტი ეს შეიძლება იყოს....



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 23 2007, 10:57 AM
პოსტი #226


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



აბსოლუტურად ტყუილად ირჯებით....
რადგან ის რაზეც მე დავწერე, ეხება ეთნო ფილეტიზმს, როგორც ასეთს,რასაც ხშირად ვხედავ იოანე ზოსიმეს ნაწერის "განმმარტებლებში"...თუ ეთანხმება ვინმე, რომ მანდ სწორედ ენაზე, მის ლინგვისტურ ასპექტშია საუბარი, მაშინ ვიმეორებ კიდევ ერთხელ: აბსურდია ეს
ხოლო თუ ვინმეს იმ კონტექსტში წარმოუდგენია, როგორც კანონისტმა დაწერა - ამაზე არც ყოფილა დავა,თუმცა აქაც დაფიქრება არ გვაწყენდა განსჯამდე,
ამიტომ ან ჩამოყალიბდეს ზოგიერთი,ან ტყუილად ჩემს და კაიროსის ნაწერების კრიტიკას შეეშვას, მე თუ არა, იმ კაცს ნამდვილად გაეგება თეოლოგიის.

ციტატა(abo @ May 22 2007, 11:19 PM) *

კანუდოსელსაც -ბიბლია იკითხეთო, წაკითხული გვაქვს თან ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ ვაპირებთ წაკითხვას , ახლაც ვკითხულობთ და ბევრ რამესაც ვგებულობთ. მასეთი მენტორული ტონი არაა მოსაწონი სწორედ ქრისტიანობაში.


კარგად გადაიკითხეთ და ნახავთ, რომ იქ მენტორული ტონი არაა...
პ.ს.
მე თეოლოგი არ ვარ

ციტატა(იოანა @ May 22 2007, 06:03 PM) *

ხშირად მესმის, რომ მართლმადიდებლებმა სახარება არ იციანო... მეც მათ შორის... სანამ გული და გონება არ გამეხსნება სახარების მისაღებად, მანამ ერთ სიტყვასაც ვერ აღვიქვამ და ვერ დავიმახსოვრებ...ღმერთს ვთხვ ხოლმე, რომ გამხადოს ღირსი სახარების მისაღებად...


და განმარტებები რისთვის არსებობს?
შენ გგონია,რომ მე ვკითხულობ და თან განმარტებას ვახდენ? biggrin.gif

უამრავი ეგზეგეტია: იოანე ოქროპირი მაგალითად...ვიღებ მას და ვკითხულობ

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ May 23 2007, 12:28 AM) *

მომიტევეთ, თქვენ ყველა შეიძლება დიდი თეოლოგები ბრძანდბეით, მაგრამ ძველი ქართული ლიტერატურის და ხელნაწერების არაფერი გაგეგებათ...



ფილოლოგიურ საკითხზეა საუბარი აქ, თუ თეოლოგიურზე?
პ.ს.
საქართველოში ახალ თეოლოგიას იგონებენ თითქმის ყოველ ნაბიჯზე და შენც შეეშვი ამას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:26 AM
პოსტი #227


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
მე იცი რისი მეშინია ყველაზე ძალიან?

იმის, რომ უკანასკნელ ჟამსა და ანტიქრისტეს ბატონობის პერიოდში საქართველოს "როლის" გაურკვეველმა წარმოსახვამ არ წარმოშვას გაუცხოება მართლმადიდებლობისადმი საერთოდ, "არ დაემთხვევა" რა არსებული სიტუაცია "ნაწინასწარმეტყველებ" ფრაზებს

არავინ თქვას, ეს არ მოხდებაო, ებრაელთა მაგალითი აგერ გვაქვს, აღთქმული მესიის მოლოდინი მათ უძლეველი მეფის მოლოდინად ექცათ და როცა რეალობას დაეჯახნენ, რომ მესია სულაც არ აპირებდა აჯანყების დაწყებას რომაელთა წინააღმდეგ, უარყვეს იგი და ეს იყო ბრალი მხოლოდ და მხოლოდ წინასწარმეტყველებების არასწორი გაგებისა

ასე რომ, ვიცხოვროთ ქრისტეს მცნებებით და თუკი გაგვიბრწყინებს სამშობლოს უფალი, დიდება და მადლობა მას ამისთვის! წინასწარი მზადება კი გვერდზე გადავდოთ, ჯობს.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 23 2007, 11:26 AM
პოსტი #228


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აღარ შემოვდივარ კამათში, საკითხის არასერიოზულობის და მისდამი ზედმეტად ურაპატრიოტული მიდგომის გამო!

ბ.ნო აბო და თამარ და სხვებს... ნებისმიერ თქვენთაგანს შევეჯიბრები ქართული ენისა და ქართველი ერის სიყვარულში, მაგრამ თეოლოგია არის თეოლოგია, და მისი განაციონალიზირება არის შეცდომა, მე ამოვდივარ ქრისტიანული დოგმატიკიდან და მამათა სწავლებიდან, სადაც მსგავსი რამ სრულიად გამორიცხულია, სამოთხის, ცხონების და განკითხვის ონტო-ესქატოლოგიური გაგების გამო!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 11:27 AM
პოსტი #229


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
თეოლოგია არის თეოლოგია, და მისი განაციონალიზირება არის შეცდომა

100%

yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 23 2007, 11:47 AM
პოსტი #230


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ May 23 2007, 11:26 AM) *

კანუდოსელი
მე იცი რისი მეშინია ყველაზე ძალიან?

იმის, რომ უკანასკნელ ჟამსა და ანტიქრისტეს ბატონობის პერიოდში საქართველოს "როლის" გაურკვეველმა წარმოსახვამ არ წარმოშვას გაუცხოება მართლმადიდებლობისადმი საერთოდ, "არ დაემთხვევა" რა არსებული სიტუაცია "ნაწინასწარმეტყველებ" ფრაზებს



აჯობებს არანაირი როლი არ გაგვაჩნდეს, გარდა ერთისა: ერი ქრისტესი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 23 2007, 11:50 AM
პოსტი #231


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
იოანა
ჯერ ერთი სიტყვას დაუკვირდი - მანდ წერია "ამხელს" და არა განიკითხავს

მსოფლიო განსჯას, რომელიც მოხდება ეკლესიური სწავლებით მაცხოვრის მეორედ მოსვლის შემდეგ ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში ჰქვია "განსჯა": "და კუალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა..." და არა "მხილება"

მხილება ქართულად ნიშნავს რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვინმესთვის სწავლებას. ვთქვათ, ადამიანი ცოდვაშია, ჩვენ კი ვამხელთ მას, ანუ ან რაიმე მაგალითის ან მოძღვრების საფუძველზე ვასწავლით მას და მივუთითებთ, რომ მისი საქციელი ცოდვაა უფლის წინაშე

შესაბამისად, "ამხილოს ამით ენითა" არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ მსოფლიო განკითხვა მოხდება ქართულ ენაზე. ეს რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა

ჩემი პირადი აზრია, რომ მხილება მოხდება იმდაგვარად, რომ უფალი დაანახებს (თუმცა შეიძლება აქაც ვამეტებ), რომ ანტიქრისტეს ჟამსაც შესაძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება და ეს მოხდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლის მაგალითზე.... ყველაზე მეტი ეს შეიძლება იყოს....

კანონისტს ვეთანხმები
პატრიარქი გვეუბნება თუ როგორ უნდა გავიგოთ
ჩვენ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინ დაეცემა სარწმუნოება; დაეცემა ზნეობა, აღარ იქნება სიყვარული. იქნება მტრობა, ღალატი. იშვიათად ნახავს ადამიანი ჭეშმარიტ მორწმუნეს. და აი, იმ დროისათვის, იმ სულიერი დაცემის დროისათვის, როცა თითქოს არავითარი სიკეთე აღარ ჩანს ქვეყანაზეო, რომ იფიქრებ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის წინასწარმეტყველებით, ვისი საოცარი, სასწაულმოქმედი ხატიც ივერონის მონასტერში, ათონზე ქართველმა ბერებმა ზღვიდან ამოასვენეს, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ცნობილია და ჩვენ ვიცით, რომ X საუკუნეში ყოველივე ეს ხილვით ეუწყათ წმიდა მამებს ივერონის ქართველთა სავანეში; როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს რწმენას, სიყვარულს, სათნოებას, საქართველო გაბრწყინდება სარწმუნოებით, სიყვარულით, სიწმინდით, და როგორც ჯილდო, მიეცემა უფლება, რომ ქართული ენითა ამხილოს უფალმა მთელი ქვეყანა. აი, მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას ეს სიტყვები. მეორედ მოსვლის ჟამს, უფალი ამხელს ქვეყანას ქართული ენით.
და ამით ჩვენ ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩავარდეთ ამპარტავნებაში.რადგანაც უფალი გვაფრთხილებს და ეუბნება ფილადელფიის ეკლესიას
11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 23 2007, 12:18 PM
პოსტი #232


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სოლომონ, ეგა ათასჯერაა პასუხგაცემული, ნუ იმეორებ ერთიდაიგივეს თუ ძმა ხარ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 23 2007, 12:33 PM
პოსტი #233


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
სოლომონ, ეგა ათასჯერაა პასუხგაცემული, ნუ იმეორებ ერთიდაიგივეს თუ ძმა ხარ

პატრიარქმა თქვა თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს საკითხი და რა არის პასუხგაცემული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 23 2007, 01:23 PM
პოსტი #234


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
პატრიარქმა თქვა თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს საკითხი და რა არის პასუხგაცემული


პატრიარქის დოგმატს ნუ გვიმალავ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 23 2007, 01:27 PM
პოსტი #235


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მნათე @ May 23 2007, 12:23 PM) *

პატრიარქის დოგმატს ნუ გვიმალავ...

შენცა შვილო ბრუტუს?
unsure.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 01:40 PM
პოსტი #236


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
პატრიარქის დოგმატს ნუ გვიმალავ...


1. Primatus Patriarchi Georgiae est qui patriarches est dexius in omni regi et omni verbi
2. Patriarchis Georgiae est universalis, omnignosticus et primus in religiae
3. Synodus est sub Patriarchi, qui pri ambiguiti Patriarchis est primus

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 23 2007, 01:53 PM
პოსტი #237


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
1. Primatus Patriarchi Georgiae est qui patriarches est dexius in omni regi et omni verbi
2. Patriarchis Georgiae est universalis, omnignosticus et primus in religiae
3. Synodus est sub Patriarchi, qui pri ambiguiti Patriarchis est primus


წავედი სქიზმაში laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 23 2007, 01:56 PM
პოსტი #238


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
წავედი სქიზმაში

სახელი სქიზმისა? ჭეშმარიტი კატაკომბური და ჯურღმულში ამა სოფლისაგან განრიდებული ეკლესია?

laugh.gif

ოფტოპიკი მომიტევეთ! sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 23 2007, 01:57 PM
პოსტი #239


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სახელი სქიზმისა? ჭეშმარიტი კატაკომბური და ჯურღმულში ამა სოფლისაგან განრიდებული ეკლესია?


არა;

ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი და პლანეტის ღრმულ-ჯურღმულ-ქვაბულში შეხიზნული ეკლესია laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 23 2007, 02:42 PM
პოსტი #240


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ლეონტი
ციტატა
თუ განათლება გინდა ბიძიკო, ცოტა მოწიწებით მოექეცი უფროს ადამიანს და ასეთი თავხედური ტონი არაა საჭირო.

თავხედური ტონით ვინ საუბრობს ძალიან კარგად ჩანს!
არ მაქვს არანაირი სურვილი ავყვე ამ აფსურდულ ამპარტავნულ დიალოგს!
თუ ასეთი უფროსები ბრძანდებით, კეთილი ინებეთ და ბავშვურად ნუ იქცევით!
ციტატა
აბო სულაც არაა ვალდებული შენს განათლებაზე დაშვრეს.

წეღან სხვათა შორის ცინიზმისთვის ბოდიში მოვიხადე! და სხვისგანაც ასეთ დამოკიდებულებას მოვითხოვ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 01:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი