![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#381
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მარიამი
ციტატა იმ წიგნში ევროკავშირი სულაც არაა მოხსენიებული არანაირი ბოლო ჟამის ნიშნად მართლა? აბა მოდი ვნახოთ: 1. ბროშურას წინ უძღვის წინასიტყვაობა მამა არჩილისა სადაც მას მოჰყავს სერაფიმე როუზის (ბოჟე მოი ![]() 2.მერვე გვერდზე წერია: წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებას 3. მეცხრე გვერდი: ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებიდან ბევრი უკვე აღსრულდა 4. და მაგალითებად მოჰყავს 1992 წელს ევროსახლის შექმნა ძალიან გთხოვ ამიხსენი როგორ გამოდის, რომ 1,2,3 პუნქტების დაწერის შემდეგ, ასახელებს რა თარიღს როგორც ნიშანს - არ ეხება ანტიქრისტეს დროებას, მაშინ როცა თავად ამბობს, რომ წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებასო ![]() ამას გარდა წინასწარმეტყველებებში ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთი ლაფსუსი აი სად არის: მეცხრე გვერდზე მამა არჩილი წარმოგვიდგენს წინასწარმეტყველების ტექსტის ნაწილს: "როგორი იქნება მონაზვნური ცხოვრება, როდესაც გავა ოთხი ოცდახუთწლეული? თუ კი გავა სამი ოცდახუთწლეული..." ოღონდ მერე მის მიერ წარმოებულ გამოთვლებს აგებს ვინმე პირველგადამწერთა შენიშვნაზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოგვიდგენენ წინასწარმეტყველების ზემოთ ნახსენებ ტექსტს ასე: "როგორი იქნება მონაზვნური ცხოვრება, როდესაც გავა ოთხი ოცდახუთწლეული? თუ კი გავა კიდევ სამი ოცდახუთწლეული..." აი ეს "კიდევ" არ წერია ორიგინალურ ტექსტში წინასწარმეტყელებისა, არადა სწორედ მასზეა დამოკიდებული მომდევნო გამოთვლა, რადგან ეს "კიდევ"ნიშნავს, რომ უნდა დაუმატო.... მოლედ ეს ერთი მხრივ არის აფიორა - ეს სიტყვა ვინ ჩაამატა ღმერთმა უწყის, ხოლო მეორე მხრივ - ამ სიტყვამ რომელიც არ იყო ორიგინალში შეცვალა შინაარსი მესამეც წყაროები მთლად კონკრეტულად მითითებული არაა, არადა საქმის პროფესიონალურად მცოდნე, ბროშურის ბოლოს ბიბლიოგრაფიას დაურთავდა. ეს ცრუ აპოკალიფტიკაა და არ უნდა ამას დიდი განსჯა... თუ გინდა კიდევ გავაგრძელებ იმ ბროშურაში ასეთი ლაფსუსების აქ დადებას ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#382
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა მალე შიმშილობა დაიწყება, წყლები დაშრება, რამდენად მალე არ ვიცი, მაგრამ მაგას მამა არჩილი კი არა, წმ. მამები ამბობენ. მეორედ მოსვლის წინ სწორედ ასე იქნება ![]() ციტატა რუსეთსი ბერები ნათალებს აგროვებენ, ქართველებს რა გიჭირთ წყელები აგქვთო ამბობენ ფაქტია, რომ რუსეთში მართლა ხდება ასეთი რამეები (თუ სწორად მახსოვს, ფსკოვ-პეჩორის ლავრაში). და ეს ფაქტი გაიგო და გაიმეორა მამა არჩილმა. დააშავა რამე? ეგ კი არა, მონასტერში მაქვს გაგებული, რომელიღაცა ქვეყნის (მგონი ამერიკის) მართლმადიდებელ მამებს რომ უთქვათ, შეიძლება ისე ახლოს იყოს ანტიქრისტეს მოსვლის დრო, თქვენთან საქართველოში ჩამოვიდეთო საცხოვრებლადო (ერთ-ერთი წინასწარმეტყველებით საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს და ამას ეყრდნობოდნენ). ქრისტიანებს მუდმივამ და ყოველ დროს ჰქონდათ მეორედ მოსვლის მოლოდინი და მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცხადია, თუ ეს ისტერიაში და აკვიატებულ იდეაში არ გადავა და უბრალოდ ფხიზლად ყოფნის დონეზე დარჩება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#383
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მარიამი
ციტატა თქვენთან საქართველოში ჩამოვიდეთო საცხოვრებლ მეტირება და მეცინება ერთად. ვინ გაქვს ანტიქრისტეს საცხოვრებელ ქვეყანას ჩვენ თუ ამერიკა? აქ რა უნდათ ნენა, აგერ ახალგორთან ისევ სამხედრო ტექნიკის მობილიზება ხდება, დაეტიონ სადაც არიან. ციტატა რამდენად მალე არ ვიცი, მაგრამ მაგას მამა არჩილი კი არა, წმ. მამები ამბობენ. მეორედ მოსვლის წინ სწორედ ასე იქნება და თარიღები არც მამა არჩილს დაუსახელებია და არც წმ. მამებს. წმინდა მამები ამბობდნენ ბოლო ჟამს იქნება ასეო, ზოგი მოძღვარი, არ ვიცი მე მამა არჩილი იყო ის, თუ სხვაში მეშლება ამბობდა, დღეს არა და ხვალ იქნება ბოლო ჟამიო, წლებს ამბობდა, სადღაც 1990-იანი წლები იყო, ზუსტად არ მახსოვს, სკოლაში დავდიოდი ![]() ![]() მას მერე სუილ ცოტა 15 წელი გავიდა, მამა არჩილის გაიზარდა სულიერად და ბევრი რამეც შეიცვალა. მე პრობლემას ვერ ვხედავ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#384
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
KAIROS
ციტატა კაი ახლა მარიამ მესმის რომ იცავ, მაგრამ მე პირადად ვუსმენდი მაშინაც როცა მაგას ამბობდა და მაშინაც როცა ამბობდა, არც ისე იყო როგორც ვამბობდიო ის გამოცემა რომელზეც მე ამ წუთში ვსაუბრობ არის 2005 წელს გამოშვებული, ვატყობ, მთლად არ უარუყვია მამა არჩილს მისი აზრები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#385
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ის გამოცემა რომელზეც მე ამ წუთში ვსაუბრობ არის 2005 წელს გამოშვებული, ვატყობ, მთლად არ უარუყვია მამა არჩილს მისი აზრები იქნებ, განმეორებით გამოსცეს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#386
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ალიან გთხოვ ამიხსენი როგორ გამოდის, რომ 1,2,3 პუნქტების დაწერის შემდეგ, ასახელებს რა თარიღს როგორც ნიშანს - არ ეხება ანტიქრისტეს დროებას, მაშინ როცა თავად ამბობს, რომ წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებასო ძალიან კარგად გამოდის. წმ. ნილოს მირონმდინარე რომ ანტიქრისტეს დროებას აღგვიწერს, ეს არ ნიშნავს, რომ თემიდან გადახვევა აკრძალული აქვს. წმ. ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებები არის ლამის 500 თუ მეტ გვერდიანი წიგნი და მარტო ბოლო ჟამს არ ეხება. ევროსახლის შექმნა, მონაზვნობის გაუქმება და ასეთი რამეები მოყვანილი აქვს როგორც მისი წინასწარმეტყველების ასრულების დამადასტურებელი ნიშნები. მოკლედ, სანამ ციტატას არ ავკრეფ, არ მოისვენებ: "ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებათაგან ბევრი უკვე აღსრულდა, ბევრი ჩვენს თვალწინ აღესრულება. საერთოდ კი, ღირსი მამის წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით ხორციელდება. ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, მოვიტანთ ერთ უკვე ახდენილ წინასწარმეტყველებას. 1817 წლის სასწაულებრივ გამოცხადებაში ღირსმა ნილოსმა თეოფანე ბერს უთხრა: "როგორი იქნება მონაზვნური ცხოვრება, როდესაც გავა ოთხი ოცდახუთწლეული? თუ კი გავა სამი ოცდახუთწლეული: ვამბობთ რიცხვი წლებისა შვიდი და ხუთი, აღმავალი ნახევარ გზაზე რვისკენ, იქ რიცხვი ხუთის ნახევარზე, ოთხიდან ხუთამდე, როგორი შეშფოთება მოხდება?..." ანუ წმ. ნილოსი ამბობს, რომ ოთხი ოცდახუთწლეულის (ანუ 100 წლის შემდეგ) მონაზვნური ცხოვრება დაკნინდება და კიდევ 75 წლის შემდეგ რაღაც შეშფოთება მოხდება. არის აქ სადმე მეორედ მოსვლა ნახსენები? სადაც მეორედ მოსვლაზეა წინასწარმეტყველებები, იქ თარიღები არსად წერია!!! ციტატა აი ეს "კიდევ" არ წერია ორიგინალურ ტექსტში წინასწარმეტყელებისა, არადა სწორედ მასზეა დამოკიდებული მომდევნო გამოთვლა, რადგან ეს "კიდევ"ნიშნავს, რომ უნდა დაუმატო.... მაგას ორიგინალში ვნახავ და მერე გიპასუხებ. თუმცა რომც არ ეწეროს, ლოგიკურია რომ 75 იმ 100-ს უნდა მიუმატო, თანმიმდევრობის პრინციპით. ანუ ჯერ ამბობს 100 წელს, მერე 75-ს და ლოგიკურია ეს 75 იმ 100-ს მიუმატო. ისე რაღა დაგიმალო და... წმ. ნილოს მირონმდინარე ჩემთვის უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე შენ და მაინცდამაინც შენ რატომ უნდა დაგიჯერო, ხომ ვერ მეტყვი? ![]() ციტატა მეტირება და მეცინება ერთად. ვინ გაქვს ანტიქრისტეს საცხოვრებელ ქვეყანას ჩვენ თუ ამერიკა? აქ რა უნდათ ნენა, აგერ ახალგორთან ისევ სამხედრო ტექნიკის მობილიზება ხდება, დაეტიონ სადაც არიან. რა ვიცი, მე კი მჯერა, რომ გვეშველება როცა იქნება და... ეტყობა ძალიან ოპტიმისტი ვარ ![]() ციტატა მე მხოლოდ სიმშილობაზე მახსოვს ქადაგება ხო, მაგან მეც დამზაფრა. მაგრამ ფაქტია, რომ იქნება. წინასწარმეტყველებებში წერია, რომ ხალხი ისე გაწამდება, სიკვდილს ინატრებენო. გვამების ჭამას დაიწყებენო ![]() ისე მგონი არ გვაწყენდა, მათეს სახარების 24-ე თავის გადახედვა, თორემ ხალხს ყველაფერი ისტერია და ცრუ-წინასწარმეტყველება ჰგონია, რასაც კი მეორედ მოსვლაზე გაიგებენ: 1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის. 2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. 3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? 4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. 5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. 6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ. 8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. 10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. 11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. 12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული. 13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. 14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. 15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), 16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. 17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. 16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. 19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. 20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. 21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. 22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. 23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით. 24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. 25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. 26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. 27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. 29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. 32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. 37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, 39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფნიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, 49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, 50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, 51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#387
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მარიამი
ციტატა გვეშველება როცა იქნება და... ეს ,,როცა იქნება,, მაგიჟებს მარიამ სწორედ. ფაქტია, რომ ეხლა ,,როცა იქნებას,, სტადიაში არა ვართ, პირიქით მდგომარეობა ძალიან რთულია, ხოდა ზღაპრები არიქა ანტიქრისტესთან არ მინდა და საქართველოში მოვდივარო, ღმერთმა შემინდოს და მაღიზიანებს. თავი გაგვჭირვებია, ლოცვით სეგვეწიონ თუ შეუძლიატ და აფასებენ ამ ქვეყანას, ნახეს ტავშესაფარი.... ციტატა ხო, მაგან მეც დამზაფრა. მაგრამ ფაქტია, რომ იქნება იქნება, მაგრამ ზოგიერთის მოსაზრებით უკვე უნდა ყოფილიყო... თუმცა, ესეთი მოსაზრებები დარწმუნებული ვარ ყველა საუკუნეში იქნებოდა, ეგ არაა დიდი პრობლემა, არანაირად. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#388
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა არ ვიცი მე მამა არჩილი იყო ის, თუ სხვაში მეშლება ამბობდა, დღეს არა და ხვალ იქნება ბოლო ჟამიო, წლებს ამბობდა, სადღაც 1990-იანი წლები იყო არ ვიცი რამდენად სწორად გახსოვს, მაგრამ თუ ვინმე მეორედ მოსვლის თარიღს ამბობდა, ეგ ნამდვილად შეცდომაა. თუმცა ნებისმიერმა ასე თუ ისე განათლებულმა და სახარებაწაკითხულმა მოძღვარმა იცის, რომ ზუსტი თარიღი არავისთვისაა ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, თავს დავდებ, რომ მამა არჩილს სახარება ნამდვილად წაკითუხლი აქვს ![]() მეორედ მოსვლის თარიღებს არავინ ასახელებს, მაგრამ ნახე, რას ამბობს უფალი მათესაგან სახარების 24-ე თავში: 32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ანუ უფალი სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, ამ ნიშნებს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ ახლოსაა მეორედ მოსვლაო. და ამის მერე არა მგონია უფალმა ცოდვად ჩაუთვალოს ადამიანს, თუ ფიქრობს ამ საკითხებზე და ფხიზლად ადევნებს მოვლენებს თვალყურს. თუმცა ვიმეორებ, რომ ისტერიაში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი. არც ის ამერიკელები უნდა ჩავქოლოთ, წინასწარ რომ იჭერენ თადარიგს, თუ რამეა, საქართველოში წავიდეთო. მათ რომ უკვე აღსრულებული ეგონოთ ეს ყველაფერი, საქართველოში იქნებოდნენ, მაგრამ ჯერ ამერიკაში არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ფხიზლად არიან და ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებენ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#389
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ციტატა 1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის. როგორ გამიხარდა უფლის სახელის წაკიტხვა არ იცი, რამდენი ხანია არაფერი გამიგია მასზე , როგორც წესი შარვლის, სიგარეტის მეორედ მოსვლის, ეკუმენიზმის და სასაუბროს თმებს (ე სთემები სადაა ჩასათველელი არ ვიცი) ვარჩევთ, ხო, ექსკურსიები და მისი შედეგები გამომრჩა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#390
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
როგორ გამიხარდა უფლის სახელის წაკიტხვა არ იცი, რამდენი ხანია არაფერი გამიგია მასზე , როგორც წესი შარვლის, სიგარეტის მეორედ მოსვლის, ეკუმენიზმის და სასაუბროს თმებს (ე სთემები სადაა ჩასათველელი არ ვიცი) ვარჩევთ, ხო, ექსკურსიები და მისი შედეგები გამომრჩა. შეიხედე, ნენა, orthodoxy.ge-ზე. მთელი სახარება წერია ![]() რა შუაშია, მაგრამ ახლა გამახსენდა რატომღაც წმ. ანტონ ჭყონდიდელი და მისი ქადაგებები. ოფტოპიკად არ ჩამითვალოთ რა.... ყველას ვურჩევ წაიკითხოს. პირველი, რასაც ყურადღება მივაქციე ამ ქადაგებების კითხვისას, ის იყო, რომ ყველა ციტატა, ყველა ფაქტი და მაგალითი წმინდა წერილიდან მოჰყავს. წმ. მამებიდანაც კი იშვიათად მოჰყავს ციტატები. ძალიან საინტერესოდ იკითხება ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#391
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მარიამი
ციტატა არც ის ამერიკელები უნდა ჩავქოლოთ, წინასწარ რომ იჭერენ თადარიგს, თუ რამეა, საქართველოში წავიდეთო მარიამ, ჩემი ნება რომ იყოს არ ცამოვუიშვებდი. ეს გაბოროტებულ გულზე ვამბობ, იცი ამ ლოგიკით ციტატა მათ რომ უკვე აღსრულებული ეგონოთ ეს ყველაფერი, საქართველოში იქნებოდნენ, მაგრამ ჯერ ამერიკაში არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ფხიზლად არიან და ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებენ. რა ცანს, რომ სადაც კარგად იქნებიან, იქ არიან. ეხლა საქართველოში რა უნდათ? ეხლა აქ თავის გაწირვის და სიხლის დათხევის დროა, ამიტომ ამერიკაში მოყუჩებულან, როცა ამერიკაში გამეფდება ანტიქრისტე და საქართველო როგორც იქნება მისგან გათვაისუფლდება (ღმერო ჩემო ნუთუ ეს როდესმე იქნება?) მაშინ აქ გადმოყუჩდებიან და მერე მოწამეობა ქრისტესთვის????? ვისაც საქართველო არ უნდა გაჭირვების ჟამს, არც ჩვენ გვიჭირდება ისინი მოლხენის დროს. ასე ვარ გაბოროტებული ეხლა და სხვა აზრზე ვერ გადამიყვანთ> მარიამი ციტატა შეიხედე, ნენა, orthodoxy.ge-ზე. მთელი სახარება წერია გაიხაროს და გამრავლდეს ვითარცა ცაში ვარსკვლავები orthodoxy.ge-ს შემქნელი და მისი მამოძრავებელი ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#392
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მხევალი ნინო
მოდი, ცოტა სხვანაირად შეხედე ამ ყველაფერს ![]() ![]() ციტატა გაიხაროს და გამრავლდეს ვითარცა ცაში ვარსკვლავები orthodoxy.ge-ს შემქნელი და მისი მამოძრავებელი ამინ! ![]() ![]() ციტატა მე საუარს ვამბობ ქრისტეზე თორემ თუ წაკიტხვაზე მიდგა საქმე რაღა ოქთოდოქსი, სახრებას გადავშლი... რას ამბობ, რაც ჩვენ აქ სისულელეებს ვწერთ ხანდახან, ეგ რომ ქრისტეზე ვწეროთ, ხო ჩამოიქცა ცა და ჩაგვიტანა ქვესკნელმა ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#393
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მარიამი
ციტატა რას ამბობ, რაც ჩვენ აქ სისულელეებს ვწერთ ხანდახან, ეგ რომ ქრისტეზე ვწეროთ, ხო ჩამოიქცა ცა და ჩაგვიტანა ქვესკნელმა ვხარხარებ, მარტალი ხარ, დავფიქრდი და შემეშინდა , ისევ ჰარი პოტერის მავნებლობაზე ვისაუბროთ ჯობია მარიამი ციტატა ღვთის წყალობით, იქნებ საქართველოც იყოს ის ადგილი (ღმერთმა ინებოს) აშკარად გადავუხვიეთ თემას და ერთი ვორნი მადლია, მაგრამ მაინც იტყვი, თუ ასეთი იქნება საქართველო, ის ასეთ ადგილად ღვაწლის ფასად დაიმსახურებს, ხოდა თუ შემდგომ,ში აქ ვინმეს დამკვიდრება უნდა, იღვაწოს ჩვენტან ერტად. ეხლა ყველა კარგად არის და თურმე ნუ იტყვი, დროს ელოდებიან რცა ცუდად იქნებაინ, რომ იქ წავიდნენ სადაც ისევ კარგად იქნებიან. ეხლა იმ ქვეყანასა სადაც სამომავლოდ უმიზნებენ, სერიოზულად უჭირს, ხოდა ღვთის თუ სინდისის წინაშე რომ სუფთა ივნენ, შეეწიონ როგორც სეუძლით და აქციონ მათი რავწლიტაც მეორედ მოსვლის წინ მშვიდ შედარებით ადგილად. რა კარგია შორდან ყურება!! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#394
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მხევალი ნინო
მესმის შენი, მაგრამ ახლა პირიქით რომ წარმოვიდგინოთ. ვთქვათ, ჩვენ ვიცით (ისიც მთლად 100%-იანად არ ვიცით), რომ სადღაც "ჭ" ქვეყანაში ანტიქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებს, ჩვენთან კი გაბატონდება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს 10 წლის მერე, შეიძლება 100 წლის მერე, შეიძლება 1000 წლის მერე და ა.შ. ანუ როდის იქნება არ ვიცით. ამ ბუნდოვანი წინასწარმეტყველების გამო შეგიძლია დატოვო სამშობლო და გადასახლდე იმ "ჭ" ქვეყანაში? მე - არა. მაგრამ თუ ფაქტის წინაშე დავდგები, რომ ჩემს ქვეყანაში უკვე აღარ დამედგომება, ან ქრისტე უნდა დავგმო, ან წავიდე, ცხადია წავალ. ჰოდა, ნუ ბრაზობ იმ ხალხზე, გენაცვალე ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#395
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მარიამი
ციტატა მაგრამ თუ ფაქტის წინაშე დავდგები, რომ ჩემს ქვეყანაში უკვე აღარ დამედგომება, ან ქრისტე უნდა დავგმო, ან წავიდე, ცხადია წავალ. სამაგიეროდ, იმ ქვეყანას გვერდში დავუდგებოდი ერთი ქადაგებით მაინც. გამიგონია, რომ ყველაზე მეტი მორწმუნე ,,ლტოლვილი,, საქართველოში რუსეთიდან იქნებაო, დღეს თუ ისინი შორიდან გვაკვირდებიან ცვენ და მოვლენებს, არის თუ არა მეორედ მოსვლის ნიშნები, რომ აქ ჩამოცვივდნენ, ნიადაგი მაინც სეემზადებინათ რომ სუფტა პირით ცამოსულიყვნენ და ერთი სიტყვა შეეშველებინათ ჩვენთვის, ქადაგებნით მაინც. მე მათ ადგილზე, ფეხზე მდგომი მოვკვდებოდი ანტიქრისტეს ხელში, მარამ იმედნი ნამუსი მაინც მეყოფოდა, რომ ჩვენტან მომხდარი მოვლენების შემდეგ და მათი დუმილით ამ მოვლენების შეხვედრის შემდეგ, საქართველოში არ ჩამოვიდოდი, მაგრამ რიუსებს სადა აქვთ.... მოკლედ, გაბოროტებული ვარ... თურმე, შორიდან უცქერიან და დროს ეძებენ რომ აქ ჩამოცვივდნენ, ვაიდა არ დადგა ეს დრო, ამიტომ თუ ასე წმინდად მიაჩნიათ საქართველო, ერთი ქადაგენბით მაინც არ უნდა დაუდგენნ გვერდით??? მე მათ არ შემოვუშვებდი!!! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
![]()
პოსტი
#396
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მხევალი ნინო
რა გინდა ხო დაგვიდგნენ ამერიკელები გვერდით? ![]() მასე მე იმ ბერძენ ბერებზეც მაგარი გამწარებული ვარ, ივერონის მონასტერში ქართველებს რომ არ უშვებენ. და ის წინასწარმეტყველება რომ მახსენდება, ათონის მთა დაიძირება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში წამოვაო, და ათონელი ბერები გამოყვებიანო, სულ იმას ვფიქრობ, ივერონელი ბერები რა ნამუსით უნდა ჩამოვიდნენ აქ-თქო. თუმცა უნამუსო და უმადლო ადამიანი ალბათ ვერც გაუძლებს ანტიქრისტეს ცდუნებას და არც ექნება მისგან გაქცევის საჭიროება, მისი ძალაუფლების ქვეშ უფრო იპოვის თავის ადგილს. ასეა თუ ისე, ღმერთს თავისი წმიდანები და მართალი ადამიანები ყველა ერში და ქვეყანაში ჰყავს და იმ საშინელ დროს თუ ერთად მოიყრიან თავს (სადაც არ უნდა იყოს), მე მაგის წინააღმდეგი არ ვიქნები (რო ვიყო რა რო? ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
afxazi |
![]()
პოსტი
#397
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
დღეს გვქონდა ამ საკითხზე ზუტდად საუბარი ლექციაზე. შემდგომ იმედია წერლობიტად დავდებ ამ ლექციას.
აი ჭელიძე მაგალითად ასეთ რამეს ამბობს. მან ჩამოთვალე ის ცნობული მოღვაწენი, მამები ვინც თვაისი მოღვაწეობის პერიოდში ცდილობდა კონკრეტული თარიღი გამოეთვალა მეორედ მოსვლისა. ეს მოლოდინი ზოგადად გასდევს მთელს საეკლესიო ისტორიას. მაგრამ ნებისმიერი ძიება კონკრეტული თარიღისათვის ამა თუ იმ მოღვაწის მიერ მარცხით დამტავრდა და ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ არათუ კონკრეტული თარიღის, არამედ ვთქვათ საუკუნოვანი პერიოდის განმავლობაშიც კი არ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ რომ ამ საუკუნეში უსათუოდ მოხდება მეორედ მოსვლა. ეს არის აბსოლუტურად დაფარული ყველასგან, მათ შორის ანგელოზებისთვისაც, საიდუმლო. ცხადია არსებობს კონკრეტული თარიღი და ჩვენ ამას ვუახლოვდებით, მაგრამ ვარაუდის დონეზეც კი არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ან ამ საუკუნეში ან შემდეგში ან იმის შემდეგში მოხდებ. შესანიშნავად უსვამს ამას იოანე ოქროპირი ხაზს. მე მგონი ეს საკამთაო არაა, რადგან ზოგადად ეკლესიური სწავლებით ეს ასეა და თუკი კონკრეტული პიროვნება ცდილობდა თარიღის დადგენას სხვადასხვა მინიშნებებით და რომც დაედგინა ეს მისი აზრი იქნებოდა და არა ეკლესიის. ასე რომ ამაზე ვფიქრობ უნდა შევთანხმდეთ რომ არათუ ზუსტი არამედ მიახლოებითი თარიღიც კი არ შეგვიძლია ჩვენ დავასახელოთ მეორედ მოსვლისა, რადგან ეს საღვთო საიდუმლოებაა. უფლის წინაშე ათასი წელი ხომ ერთი დღეა. ზოგადად მეორედ მოსვლა კრებსითი განსჯაა კაცობრიობისა, თორემ ნებისმიერი ადამიანის არსასრული მისთვის მეორედ მოსვლაა და მეტი არაფერი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#398
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
afxazi
ციტატა თორემ ნებისმიერი ადამიანის არსასრული მისთვის მეორედ მოსვლაა და მეტი არაფერი. სწორედ, ამას ვამბობ ყოველთვის. რა მნიშვნელობა აქვს, უფალი მოვა ჩვენთან განსასჯელად თუ ჩვენ მივალთ მასთან ასევე ჩვენს განსასჯელად??? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
![]()
პოსტი
#399
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მარიამ, მე რაც დაგიწერე ეს მოვისმინე, და ახლა არ ჩამიწერია როდის და როგორ, ყოველშემთხვევაში კიდევ ერთხელ თუ გაიმეორა ეს გამოცემა, მაშინ ისევ შემცდარა, და უფრო საწყენია...
ციტატა თუკი კონკრეტული პიროვნება ცდილობდა თარიღის დადგენას სხვადასხვა მინიშნებებით და რომც დაედგინა ეს მისი აზრი იქნებოდა და არა ეკლესიის. ასე რომ ამაზე ვფიქრობ უნდა შევთანხმდეთ რომ არათუ ზუსტი არამედ მიახლოებითი თარიღიც კი არ შეგვიძლია ჩვენ დავასახელოთ მეორედ მოსვლისა, რადგან ეს საღვთო საიდუმლოებაა. უფლის წინაშე ათასი წელი ხომ ერთი დღეა. ზოგადად მეორედ მოსვლა კრებსითი განსჯაა კაცობრიობისა, თორემ ნებისმიერი ადამიანის არსასრული მისთვის მეორედ მოსვლაა და მეტი არაფერი. და ამის ეს მათემატიკა ჩემთვის სრულიად მიუღებელია თუ გინდა მირონდმიდნარის იყოს თუ გინდა მამა არჩილის ციტატა "როგორი იქნება მონაზვნური ცხოვრება, როდესაც გავა ოთხი ოცდახუთწლეული? თუ კი გავა სამი ოცდახუთწლეული: ვამბობთ რიცხვი წლებისა შვიდი და ხუთი, აღმავალი ნახევარ გზაზე რვისკენ, იქ რიცხვი ხუთის ნახევარზე, ოთხიდან ხუთამდე, როგორი შეშფოთება მოხდება?... ( ისევ შეშფოთება ![]() შეეშვით ამ ესქატომანიურ გამოთვლებს და ყველას ვინც ამ გამოთვლებს იწქყებს, ნუთუ არაა ნათელი, რომ ეს საშიშია და მცდარი? გინდათ გაჩვენოთ მაგალითები წმ. მანებიდან სდაც ისინი თავიანთ ეოპაში ვარაუდობდნენ მეორედ მოსვლას? როგორც მირონმდინარე? და არ ჭირდება ახლა ამას დაცვა, გულისხმობდა ის კაცი აშკარად მეორედ მოსვლას მაქსიმუმ 150-200 წელიწადში და მორჩა, და გაიზიარა ეგ აზრი მამა არჩილმაც და შეცდა ერთიც და მეორეც, ამიტომ შევეშვათ ამ "ჰოლი მათემატიკას" ... ეს აქედანაც სჩანს: ციტატა 1. ბროშურას წინ უძღვის წინასიტყვაობა მამა არჩილისა სადაც მას მოჰყავს სერაფიმე როუზის (ბოჟე მოი ![]() 2.მერვე გვერდზე წერია: წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებას 3. მეცხრე გვერდი: ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებიდან ბევრი უკვე აღსრულდა 4. და მაგალითებად მოჰყავს 1992 წელს ევროსახლის შექმნა ძალიან გთხოვ ამიხსენი როგორ გამოდის, რომ 1,2,3 პუნქტების დაწერის შემდეგ, ასახელებს რა თარიღს როგორც ნიშანს - არ ეხება ანტიქრისტეს დროებას, მაშინ როცა თავად ამბობს, რომ წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებასო ახლა სხვა გამოთვლების და "შიგა სსრკ-ს ტერიტორიალური" ანუ ადგილობრივი ესქატომანიის შესახებ, მარიამმა გააჟღერა და ვერ გავატარებ კომენტარის გარეშე, დაიწყო კამათი და ბარემ ყველა სათქმელიც ითქვას ... ციტატა ანტიქრისტეს დროს იმდენად გაუსაძლისი მდგომარეობა იქნება, რომ ფიზიკურად ცხოვრება შეუძლებელი იქნება, თუ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებ. და ალბათ იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც თავს მოიყრიან ქრისტიანები. ღვთის წყალობით, იქნებ საქართველოც იყოს ის ადგილი (ღმერთმა ინებოს). და ვინც ანტიქრსტეს გაექცევა და ამ ადგილებში მოიყრის თავს, ეს ყველა ის ადამიანი იქნება, ვინც ბეჭედს არ მიიღებს. ანუ ნამდვილი ქრისტიანები. და მასეთების ფეხი კეთილი იყოს ყველგან. რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების არიან ან დღეს სად ცხოვრობენ ახლა ჩამოვწერ იმ "წინასწარმეტყველებებს" საქართველოს რომ უკავშირდება და განვიხილოთ: 1. რუსები წამოვლენ საქართველოში 2. ივერონის მონასტრის ( ალბათ სხვებიც ) წამოვლენ საქართველოში 3. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს ჯერ ერთი აშკარაა, რომ ეს "წინასწარმეტყველება" რუსულ-ქართულ , სსრკ-ს ტერიტორიაშია შექმნილი, თორემ აშენებულებს, დამეტანებინათ იქვე ბერძნები და ყველა მართლმადიდებელები .მით უმეტეს რომ არც ბერძნებს და არც სხვა მართლმადიდებლებს ყველაზე მძიმე ფანატიკოსებსაც კი არც კი წარმოუდგენიათ რატომ უნდა წამოვიდნენ ჩვენთან და არა პირიქით? ![]() ![]() დავიწყოთ : " შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე." ანუ ოთხივე მხარეს მსოფლიოსი იქნებიან გაბნეული ქრისტიანები და არა სადმე ერთ შეფარებულში, მშვიდად და მოყუჩებულად " თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით." იქნებ იგივე ითქმის მათზე, ვინც იფიქრებს: აგერ საქართველოში წავიდეთ, იქ მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ ( რატომ და როგორ ? ) და დავუცადოთ მეორედ მოსვლასო. "16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ." აან ქ ალბათ აშკარად რაჭის ან გურიის მთებზე საუბარი, ან ნაციონალისტურ ქრისტიანობას ვაწვებით ისევ და ვერ ხვდებით... არსად, უფლის არცერთ წინასწარმეტყველებაში, არც განმარტებელთა არცერთ განმარტებაში არ წერია, რომ იქნება რაიმე ადგილი სადაც არ იქნება დევნა და სადაც ანტიქრისტე "ტახტს" ვერ დაიდგამს! და მით უმეტეს, რომ ეს ადგილი იქნება საქართველო ( არა ისრაელი, არა საბერძნეთი, არა სხვა "რაც მაგრები ვართ..." ![]() 20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. აი ესაა სწორედ ის ერთადერთი გარემოება, [b] რის გამოთაც გადარჩება უფლის მორწმუნენი, და არა დამატებით რაიმე სხვა გეოგრაფიული ადგილები! იხარეთ; კაიროსი! პ.ს. ახლა როცა ვნახეთ, "ჩვენრომგვაწყობს" ის ესქატომანია, ახლა დატკბით როგორია "რუსებსრომაწყობს" ისეთი მეორედ მეორედ მოსვლა: [Антихрист и Россия]. Текст, найденный в бумагах о. Павла Флоренского, предположительно полученный им от С.А.Нилуса, который, в свою очередь, нашел его в бумагах “служки Божией Матери и Серафимова” Н.Л.Мотовилова: უსმინეთ, როგორააა რუსული იმპერიალიზმი ჩართული ამათ სცენარში: Россия сольется в одно море великое с прочими землями и племенами славянскими, она составит одно море или тот громадный вселенский океан народный, о коем Господь Бог издревле изрек устами всех святых: “Грозное и непобедимое царство всероссийское, всеславянское — Гога Магога, пред которым в трепете все народы будут”. И все это, все верно, как дважды два — четыре, и непременно, как Бог свят, издревле предрекший о нем и его грозном владычестве над землею. Соединенными силами России и других Константинополь и Иерусалим будут полонены. При разделе Турции она почти вся останется за Россией, и Россия соединенными силами со многими другими государствами возьмет Вену, а за домом Габсбургов останется около 7 миллионов коренных венцев, и там устроится территория Австрийской империи. Франции за ее любовь к Богородице — Св. Мадонне — дастся до семнадцати миллионов французов со столицей городом Реймсом, а Париж будет совершенно уничтожен. Дому Наполеонидов дастся Сардиния, Корсика и Савойя. Когда Империя Русская получит сто восемьдесят миллионов в свое владение, должно ожидать явления антихриста. აბაა... რისი ივერიის გაბწყინება, ჩავიდნენ ავსტრიამდე... ჯერ სად ხართ : Антихрист родится в России между Петербургом и Москвой, в том великом городе, который по соединении всех племен славянских с Россией будет второй столицей царства Русского и назван будет “Москво-Петроградом”, или “Градом конца”, как именует его Господь Дух Святой, издалече все предусматривающий. მაგრამ ნახეთ რა მაგრებია რუსები: Евреи и славяне суть два народа судеб Божиих, сосуды и свидетели Его, ковчеги нерушимые; прочие же все народы как бы слюна, которую извергает Господь из уст Своих--- აი, ასე! ან რუსი ან ებრაელი, ებრაელი იმიტომ, რომ ბოლოში მოიქცევიანო და რუსი იმიტომ, რომ :" евреи были и есть возлюбленный пред Богом народ. Славяне же любимы Богом за то, что до конца сохраняют истинную веру в Господа Иисуса Христа. Во времена антихриста они совершенно отвергнут и не признают его Мессией, и за то удостоятся великого благодеяния Божия: будет всемогущественный язык на земле, и другого царства более всемогущественного Русско-Славянского не будет на земле. " გესმით ? ესეც ველიკაია რასია და სვიატაია გულიანკა... ამ გულისამრევი სისულეების წაკითხვის შემდეგ, სუბიექტურზე მეტი სუბიექტური უნდა იყო, რომ მსგავსი "წინასწარმეტყველები" ისევ შეიწყნარო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს წინასწარმეტყველებებში ჩვენ ვართ მაგრები ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
BOO |
![]()
პოსტი
#400
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
რატომ არის სულ გაუთავებლად ''მეორედ მოსვლა''_ზე საუბარი
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 12:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი