![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#401
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რატომ არის სულ გაუთავებლად ''მეორედ მოსვლა''_ზე საუბარი მოდაშია ![]() ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#402
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
რატომ არის სულ გაუთავებლად ''მეორედ მოსვლა''_ზე საუბარი ხო, რავიცი, რავიცი აბა ხინკალზე და ღვინოზე თემების გახსნას ისევ მეორედ მოსვლაზე თემები ჯობია -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
KAIROS |
![]()
პოსტი
#403
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ნუ ახლა მართლა პირად კამათში რომ არ გადაგვივიდეს, მოდი ისევ მამებს მივმართოთ, ვნახოთ ნამდვილად აისახება თუ არა ის ნაციონალური და "ჩვენრომგვაწყობსის"ურა პატრიოტული "წინასწარმეტყველებები" მამების და თან უდიდესი მამების ნაშრომებზე და არა ცალკეულ XIX ს.ის სტარეცებზე... ყველაზე დიდი დოგმატიკოსი:
დამასკელი იოანე: მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოთხმოცდამეცხრამეტე ანტიქრისტეს შესახებ გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. თუმცა ყველა ის, ვინც არ აღიარებს ღვთის ძის და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ არის იგი სრული ღმერთი და რომ ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, - ანტიქრისტეა, მაგრამ თვითგვარად და გამორჩევითად ანტიქრისტედ ითქმის ის, ვინც საუკუნის1 აღსასრულს მოვა. ამიტომ საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, როგორც თქვა უფალმა, და მაშინ მოვა იგი სამხილებლად ღვთისმოწინააღმდეგე იუდეველებისა, რადგან უფალმა უთხრა მათ: „მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიმიღეთ მე. მოვა სხვა თავისი სახელით და მას მიიღებთ“ (იოანე 5,43). და მოციქული ამბობს: ,,...იმისათვის, რომ არ შეიწყნარეს მათ ჭეშმარიტების სიყვარული თავისდა სახსნელად და ამის გამო მოუვლენს მათ ღმერთი ცთომილების მოქმედებას, რათა ერწმუნონ ისინი სიცრუეს, რომ განისაჯოს ყველა ის, ვინც არ ერწმუნა ჭეშმარიტებას, არამედ სათნო იჩინა უსამართლობა“ (2თეს. 2,10-12). ამიტომ, იუდეველები, რომლებმაც არ მიიღეს უფალი იესო ქრისტე ღვთის ძედ და ღმერთად, მიიღებენ იმას, ვინც მაცდურია და ვინც იტყვის თავის თავს ღმერდად, რადგან ის, რომ ანტიქრისტე ღმერთად უწოდებს თავის თავს, ამაზე უთხრა დანიელს მისმა დამმოძღვრელმა ანგელოზმა: „მისი მამების ღმერთთა მიმართ არ ექნება გულისყური“ (დან. 11,37), და მოციქული ამბობს: „ნურავინ გაცთუნებთ თქვენ ნურანაირი სახით, რადგან - თუ2 არ მოვა პირველად განდგომილება და არ გამოცხადდება ადამიანი ურჯულოებისა, ძე წარწყმედისა, წინააღმდგომი და ზეაღზევებული ყოველივე იმაზე, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ ითქმის, რადგან დაჯდება იგი ღვთის ტაძარში როგორც ღმერთი, წარმოაჩენს რა თავის თავს, რომ არის ღმერთი“ (2თეს. 2,3-4), ხოლო ეს „ტაძარი ღვთისა“ არის არა ჩვენი, არამედ ძველი, იუდაური, რადგან ჩვენთან კი არ მოვა იგი, არამედ იუდეველებთან, არა ქრისტეს გამო, არამედ ქრისტეს და ქრისტესეულთა წინააღმდეგ. ამიტომაც ითქმის იგი ანტიქრისტედ. ამრიგად, საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, „და მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომლის მოსვლაც არის სატანის მოქმედების მიხედვით სიცრუის ყველა ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით3 და დაამხობს მას თავისი გამოჩინების მოსვლით4“ (2თეს. 2,9-10). ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუ მოხდება ეს!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი. ამრიგად, როგორც ვთქვით, სიძვისგან იშვება იგი, აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უფრო კი ტირანობის დასაწყისში სამართლიანობას იპირფერებს იგი, ხოლო როცა მპყრობელი გახდება, განდევნის ღვთის ეკლესიას და გამოაჩენს მთელ თავის უკეთურებას. ხოლო იგი მოვა „სიცრუის ნიშნებითა და სასწაულებით“, რაც ზმანებითია და არა ჭეშმარიტი, აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს იმათ, რომლებსაც წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი აქვთ, ისე რომ, თუ შესაძლებელი იქნება, ცთუნდებიან რჩეულნიც (შდრ. მათე 24,24). ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან5. და მოვა უფალი ციდან იმ სახით, რა სახითაც იხილეს იგი წმინდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ, ღმერთი სრული და ადამიანი სრული, დიდებითა და ძალით. და მოსპობს იგი ურჯულოების ადამიანს და წარწყმედის ძეს თავისი პირის სულით. ამიტომ, ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვით გაგვაურყევა6 ჩვენ. 1. ე.ი. მიწიერი ჟამის, ამქვეყნიური ყოფის. 2. აქ სიტყვებში „რადგან თუ“ იგულისხმება „რადგან არ დადგება განკითხვა, თუ...“. 3. „სიტყვით“ - ბერძნ. ρήματι (შდრ. არსენი: „სიტყჳთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში (2თეს. 2,9) გვაქვს πνεύματι (შდრ. ძვ. ქართ. თარგმ.: „სულითა“). იხ. ამ თავის ბოლო მონაკვეთი. 4. ბერძნ. τ~η παρουσία τ~ης έπιφανείας (შდრ. არსენი: „მოსლვითა გამოჩინებისა მისისაჲთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში ზემორე სიტყვათა რიგი შებრუნებულია (შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: „გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“, 2 თეს. 2,9). 5. ანტიქრისტესაგან. 6. ე.ი. ურყევი დარწმუნოებულობა მოგვცა (ბერძ. ήσφαλίσατο). -------------------------------------------------------------------------------- გასაგებია სიტყვაც არაა დაძრული, რაიმე "უსაფრთხო" ადგილზე, პირიქით... ახლა იქნებ ვინმემ თქვას, რომ ეს მამა ძველია და იქნებ ახლებმა დაწერეს რაიმე ისეთი, სადაც უკვე აისახება ახალი წინასწარმეტყველებებიო, ჯერ ერთი რაც დამასკელს არ უთქვამს, ნიშნავს რომ ზედმეტია, მეორეც არცერთ თანამედროვე ქრისტიანული რჯულის სასწავლო წიგნში, კატეხიზმოში და დოგმატურ წიგნებში მსგავსი რამ ( რომ ქრისტიანები, რომელიმე ერთ ადგილას შეიკრიბებიან სადაც ანტიქრისტე ვერ გამეფდება და რომ ეს იქნება საქართველო და ვაშა და ურა...) არ წერია, ვნახოთ თავად რუსის ( რადგან ამ ნეოესქატომანიის მიმდევრები ეყრდნობიან რუსულ "წინასწარმეტყველებას") მიერ დაწერილი და სასწავლო პროგრამად მიღებული კატეხიზმო: უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24) უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის“ თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა“. „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა“ (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით“ (მრკ. 13,33,37). მაგრამ უფლისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათში „ბოლო ჟამის“ მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა: „ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დარჩჩჳან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდით, რამეთუ ახლო არს ზაფხული“ (მთ. 24,32). აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი: ა. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (მთ. 24,14); ბ. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ“ (მთ. 24,12). პავლე მოციქღლთ ამბობს: „უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი: და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ... გულისთქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ ღა ძალსა მისსა უარყოფდნენ“ (2 ტიმ. 3,1-5). რწმენიწ დასუსტება: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?“ (ლკ. 18,8); გ. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის - ანტიქრისტეს მიერ. სახელდება „ანტიქრისტე“ წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელი გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და მე-2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის - ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?... რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდნეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისაი“ (2 თეს. 2,3-11). ღვთის ამ მოწინააღმდეგის სახეს აგრეთვე აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი თავის გამოცხადებაში (თავ. 11-13). ანტიქრისტე იმოქმედებს სამსჯავროს დღემდე (2 თეს. 2,8). ანტიქრისტეს პიროვნების თვისებებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის „განსასწავლ დარიგებებში“ (მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში „სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ“; დ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მითითებულია ანტიქრისტეს მოღვაწეობის ეპოქაში „ორი მოწმის“ გამოჩენა, რომლებიც იწინასწარმყტყველებენ ჭეშმარიტებას, მოახდენენ სასწაულებს და „რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი ... მოკლნეს იგინი ... შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა... აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა... და აღვიდეს ზეცად“ (გამოცხ. 11, 3-12). ---------------------- არც აქ არა... ვნახოთ შემდეგშიც... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#404
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მაშ ასე, ახლა მოვიყვან ერთერთ ნაშრომს სადაც შეერთებულია მთელი ხედვა წმიდა წერილისა და მამათა ნააზრევისა ( თან საკმაოდ მოკლედ ) ანტიქრისტეს და მისი დროის შესახებ:
Священник Олег Давыденков АНТИХРИСТ И ВРЕМЯ ЕГО ПРИШЕСТВИЯ Представление об антихристе в свете Священного Писания и Священного Предания Сама приставка "anti" (анти) в греческом языке может иметь два значения: "против" и "вместо". По отношению к антихристу оба эти значения правомочны, потому что антихрист, согласно церковному учению, есть противник Христа, а с другой стороны, тот, кто пытается поставить себя на место Христа. В Свщ. Писании само это наименование употребляется двояким образом. В широком смысле слово "антихрист" – это всякий, "отвергающий Отца и Сына" (1 Ин. 2, 22), "а всякий дух, который не исповедует Иисуса Христа, пришедшего во плоти, не есть от Бога, но это дух антихриста..." (1 Ин. 4, 3), то есть всякий, кто отрицает Богочеловечество и Богосыновство Иисуса Христа, может быть назван антихристом. В этом смысле "...появилось много антихристов..." (1 Ин. 2, 18). Но в строгом смысле это наименование употребляется в отношения к определенному лицу, о котором также говорит ап. Иоанн Богослов: "...вы слышали, что придет антихрист..." (1 Ин. 2, 18). В истории имели место мнения, что антихрист не есть личность, а просто некая боговраждебная сила. Такое мнение высказывал, например, Мартин Лютер; на русской почве его воспроизводили раскольники-беспоповцы. Св. Иоанн Дамаскин (Точное изложение... кн. 4, гл. 26) пишет: "Надобно знать, что должно прийти антихристу, хотя антихрист есть и всякий, не исповедающий, что Сын Божий пришел во плоти, но в собственном смысле и преимущественно антихристом называется тот, который придет к кончине мира". Свщ. Писание учит об антихристе как о конкретной личности, Господь говорит иудеям: "...иной придет во имя свое, его примете" (Ин. 5, 43). Апостол Павел называет антихриста: "человеком греха, сыном погибели" (2 Фес. 2, 3). По преданию, антихрист произойдет из народа иудейского и будет являться потомком Дана, одного из 12 сыновей Иакова. Пророчество патриарха Иакова о Дане и его потомках звучит следующим образом: "Дан будет змеем на дороге, аспидом на пути, уязвляющим ногу коня, так что всадник его упадет назад. На помощь Твою надеюсь, Господи!" (Быт. 49, 17-18). Не менее страшные слова о Дане содержатся у пророка Иеремии: "От Дана слышен храп коней его, от громкого ржанья жеребцов его дрожит вся земля; и придут и истребят землю и все, что на ней, город и живущих в нем" (Иер. 8, 16-17). В Откр. (гл. 7) перечисляются запечатленные от всех колен Израилевых, и среди перечисляемых колен не упомянуто колено Даново, что тоже рассматривается как прикровенное указание на то, что из колена Данова будет антихрист. Существует ложное мнение, что антихрист будет воплощением сатаны: подобно тому как Господь воплотился от Девы, и сатана в последние времена тоже воплотится в человеке. Это мнение Православной Церковью не разделяется. Св. Иоанн Дамаскин (Точное изложение... кн. 4, гл. 26) пишет: "Не сам диавол сделается человеком, подобно тому как вочеловечился Господь, да не будет! Но родится человек от блудодеяния и примет на себя все действования сатаны, ибо Бог, предвидя будущее развращение его воли, попустит диаволу поселиться в нем". Слова св. Иоанна Дамаскина согласны с учением Свщ. Писания об антихристе: "которого пришествие, по действию сатаны, будет со всякою силою и знамениями и чудесами ложными" (2 Фес. 2, 9). Имя антихриста неизвестно, известно только его число – "666". По объяснению свщмч. Иринея Лионского, "имя его неизвестно потому, что оно недостойно быть возвещенным от Духа Святого" (Против ересей, кн. 5, гл. 30). Событием, непосредственно предваряющим пришествие антихриста, будет взятие "от среды удерживающего теперь" (2 Фес. 2, 7). Эти слова требуют обращения к греческому тексту. В ст. 6 говорится: "ныне вы знаете, что не допускает открыться ему в свое время". Слову "что" в синодальном переводе соответствует греческое to katecou, что буквально значит "держащее или удерживающее", в среднем роде. Очевидно, здесь имеется в виду не человеческое лицо, а некая сила. В ст. 7 говорится: "не совершится до тех пор, пока не будет взят от среды удерживающий (d ketecwu)". Здесь употреблен мужской род, что, скорее всего, указывает на лицо мужского рода. Однозначного толкования на эти слова Апостола нет, поэтому под "удерживающим" и "держащим" можно понимать и некоторую силу, политическую или религиозно-политическую, и некоего представителя этой силы. Брань антихриста с царством Христовым и поражение его от Господа По словам св. Иоанна Дамаскина (Точное изложение... кн. 4, гл. 26), "антихрист будет воспитан тайно, потом внезапно восстанет, возмутится и воцарится". Он будет бороться против всех религий и "придет во имя свое" (Ин. 5, 43). Ап. Павел говорит, что антихрист есть "...превозносящийся выше всего, называемого Богом или святынею..." (2 Фес. 2, 4), т.е. Бога и в христианском, и в языческом понимании, и всех предметов религиозного чествования. Согласно Апокалипсису, характерной чертой антихриста будет богохульство: "И даны были ему уста, говорящие гордо и богохульно... И отверз он уста свои для хулы на Бога, чтобы хулить имя Его и жилище Его, и живущих на небе" (Откр. 13, 5-6). Антихрист усвоит себе Божественное достоинство и потребует Божеского поклонения и служения: "...в храме Божием сядет он, как Бог, выдавая себя за Бога" (2 Фес. 2, 4). О каком храме здесь идет речь, точно сказать невозможно – будет ли это восстановленный к тому времени Иерусалимский храм или некий другой, который будет наиболее почитаем и известен в то время. В своей борьбе против христианства и всех своих противников антихрист будет пользоваться следующими средствами. Ему будут помогать лжепророки, которые "...дадут великие знамения и чудеса..." (Мф. 24, 24). Явление антихриста "...по действию сатаны, будет со всякою силою и знамениями и чудесами ложными" (2 Фес. 2, 9). Антихрист будет обладать огромной силой. Сатана даст ему "...силу свою и престол свой и великую власть" (Откр. 13, 2). Какая власть и сила имеются в виду? Сам сатана так говорит о своей власти: "...Тебе (Иисусу) дам власть над всеми сими царствами и славу их, ибо она предана мне, и я, кому хочу, даю ее" (Лк. 4, 6). Видимо, здесь имеется в виду религиозная сила в сочетании с политической властью, причем, скорее всего, власть будет единоличная, возможно царская, потому что сама власть сатаны по своему существу есть власть монархическая. Царствование антихриста будет всемирным: "...и дана была ему власть над всяким коленом и народом, и языком и племенем" (Откр. 13, 7). В Ветхом Завете прообразом антихриста является могущественный всеистребляющий завоеватель (Дан. гл. 7, 8, 11). Скорее всего, таким прообразом в сознании иудеев был Антиох Епифан. Особенно жестоким будет гонение на христиан. Антихрист издаст декрет, "...чтобы убиваем был всякий, кто не будет поклоняться образу зверя" (Откр. 13, 15). В Апок. (гл. 11) рассказывается об убийстве двух свидетелей, которые будут обличать царство антихриста. Для христиан тогда невозможно будет пользоваться гражданскими правами: "И он сделал то, что всем, малым и великим, богатым и нищим, свободным и рабам положено будет начертание на правую руку их или на чело их и что никому нельзя будет ни покупать, ни продавать, кроме того, кто имеет это начертание, или имя зверя, или число имени его" (Откр. 13, 16-17). Церковь в эти времена вынуждена будет скрываться в пустыне (Откр. гл. 12). Однако "...врата ада не одолеют ее" (Мф. 16, 18), и принесение Евхаристической жертвы не прекратится до Второго пришествия Христова (1 Кор. 11, 26). По словам ап. Павла, особенно сильным действие антихриста будет на погибающих, тех, кто "...не приняли любви истины для своего спасения" (2 Фее 2, 10). Царствование антихриста вызовет против себя открытое сопротивление. В Апокалипсисе говорится о двух свидетелях, которые будут пророчествовать 1260 дней. По Преданию, один из этих пророков – Илия. О втором в Писании ничего не сказано, но, по Преданию, это будет либо Енох (наиболее распространенное мнение), либо Моисей. В борьбе против антихриста людям будет дана Божественная помощь (например, повествование Апокалипсиса о семи Ангелах, имеющих семь язв (Откр. гл. 15, 16)). Кроме того, по Промыслу Божию ради избранных (тех, кто сохранил веру) сократятся те дни (Мф. 24, 22). Но победить сатанинскую силу чисто человеческими средствами невозможно: "И дано ему вести войну со святыми и победить их...." (Откр. 13, 7). Согласно пророчествам Даниила, продолжительность царствования антихриста (Дан. 7, 25) – три с половиной года. Апок. называет 42 месяца (Откр. 11, 2; 13, 5) или 1260 дней (Откр. 12, 6), что составляет те же три с половиной пророческих года. Ветхозаветные пророки использовали в своих пророчествах особую меру времени, так называемый пророческий год, который составляет ровно 360 дней. Таким образом, продолжительность царствования антихриста составит три с половиной года, ровно столько, сколько продолжалось время земного служения Господа Иисуса Христа. Победит антихриста непосредственно Сам Господь Иисус Христос Своим Вторым пришествием: "...Господь Иисус убьет духом уст Своих и истребит явлением пришествия Своего" (2 Фес. 2, 8). В Апок. сказано: "И схвачен был зверь и с ним лжепророк, производивший чудеса перед ним,... оба живые брошены в озеро огненное, горящее серою" (Откр. 19, 20-21). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#405
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
განსაკუთრებული ყურადღება ამ კარგ ნაშრომში ამ მუხლს მინდა მიაქციოთ, წმიდა წერილიდან გამომდინარე:
ციტატა Царствование антихриста будет всемирным: "...и дана была ему власть над всяким коленом и народом, и языком и племенем" (Откр. 13, 7). В Ветхом Завете прообразом антихриста является могущественный всеистребляющий завоеватель (Дан. гл. 7, 8, 11). Скорее всего, таким прообразом в сознании иудеев был Антиох Епифан. Особенно жестоким будет гонение на христиан. Антихрист издаст декрет, "...чтобы убиваем был всякий, кто не будет поклоняться образу зверя" (Откр. 13, 15). В Апок. (гл. 11) рассказывается об убийстве двух свидетелей, которые будут обличать царство антихриста. Для христиан тогда невозможно будет пользоваться гражданскими правами: "И он сделал то, что всем, малым и великим, богатым и нищим, свободным и рабам положено будет начертание на правую руку их или на чело их и что никому нельзя будет ни покупать, ни продавать, кроме того, кто имеет это начертание, или имя зверя, или число имени его" (Откр. 13, 16-17). Церковь в эти времена вынуждена будет скрываться в пустыне (Откр. гл. 12). Однако "...врата ада не одолеют ее" (Мф. 16, 18), и принесение Евхаристической жертвы не прекратится до Второго пришествия Христова (1 Кор. 11, 26). По словам ап. Павла, особенно сильным действие антихриста будет на погибающих, тех, кто "...не приняли любви истины для своего спасения" (2 Фее 2, 10). ახლა ვნახოთ ქართულადაც რას ამბობს წმიდა წერილი და რამდენად შეესაბამება იგი ზემოთ ნახსენებ "ურაქართულ" წინასწარმეტყველებებს: 1) 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. (იოანეს გამოცხადება; თავი მეცამეტე) ან იოანეს არ გაუმხილეს, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები რომ ვართ და რომ ყურებზე ხახვსაც ვერ დაგვაჭრის ანტიქრისტეც, ანდა ცუდადაა ჩვენი საქმე, რომ ისეთი რაღაცეების გვჯერა, წმიდა წერილსაც რომ ეწინააღმდეგება, რომ ანტიქრისტე, ძლევს ყველას ვინც მის წინააღმდეგ აღდგება იარაღის ძალით და ასე რომ ბოლოში: უსიტყვოდ და უპირობოდ იბატონებს ყველა ტომზე, ხალხზე, ერზე და ენაზე! მორჩა! 2) ახლა დევნაზე , არსად მინიშნებითაც კი არ არის ნათქვამი, რომ რომელიმე ადგილას და მით უმეტეს რომელიმე ქვეყანაში (შეუვალი ციხესავით) არ ან ნაკლებად იდევნებიან ქრისტიანები: "15. და მიეცა იმისი ნება, რომ .. მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. "(გამოცხადება თ XIII) და რომ მცირედნი განერიდებიან მთებსა და უდაბნოებში და რომ იქაც კი ისეთი ძლიერი დევნა იქნება, რომ მცირედნი გადარჩებიან და არც ისინი გადარჩებოდნენ, უფალს რომ ის დღეები არ შეემოკლებინა... ესაა ესქატოლოგია და უნდა განვასხვავოთ ის ყოველგვარი ნაციონალურ ესქატოფილიისაგან , სადაც საქართველო იქნება მაგარი, ვერაფერს ვერ გვიზამს ანტიქრისტეც კი, სადაც სულ სირბილით ჩამოვლენ რუსეთიდან ( ალბათ სხვა ქვეყენებიდან) , სადაც ათონელებიც მოვლენ და რომლის ენითაც განიკითხავს უფალი ავსტრალიელებს, პოლინეზიელებს, პარაგვაელებს და პუტინს ![]() შევეშვათ სისულელეებს და გადავიდეთ მამებზე! იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#406
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა ჯერ ერთი აშკარაა, რომ ეს "წინასწარმეტყველება" რუსულ-ქართულ , სსრკ-ს ტერიტორიაშია შექმნილი, თორემ აშენებულებს, დამეტანებინათ იქვე ბერძნები და ყველა მართლმადიდებელები . როგორ სასტიკად ცდები რო იცოდე, სწორედ ბერძენი მამების წინასწარმეტყველებებია ეგ ![]() ციტატა 1. რუსები წამოვლენ საქართველოში ეს წინასწარმეტყველება სად წაიკითხე? ფსკოვ-პეჩორის ლავრაზე რომ მოვიყვანე მაგალითი, იქიდან გამოწოვე? ![]() ![]() ციტატა 2. ივერონის მონასტრის ( ალბათ სხვებიც ) წამოვლენ საქართველოში მდააა.... სერიოზულად შევშფოთდი, არასდოს მეგონა, რომ კაიროსს წაკითხულის შინაარსის გაგების პრობლემა ექნებოდა ![]() მე ვთქვი, რომ არსებობს წინასწარმეტყველება, რომ ათონის ნახევარკუნძული ჩაიძირება მიწისძვრების შედეგად, ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს მას და წამოვა საქართველოში. მას გამოჰყვებიან ათონელი (არა მარტო ივერონელი) მამებიც. ციტატა 3. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს სწორედ ეს იგულისხმება ივერიის გაბრწყინებაში და მე ამ წინასწარმეტყველების მჯერა. შენ თუ არ გჯერა, შენი ნებაა. ვერავინ დაგაძალებს. ხო, ცნობისთვის - ქართული წარმოშობის არც ეს წინასწარმეტყველება არაა. და რომ ამბობ, არსად წერია, რომ ანტიქრისტე სადმე ვერ გაბატონდებაო, აბა რატომ ამბობს უფალი, რომ მთებს შეაფარეთ თავიო? შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ იქ შეიძლება შედარებით უსაფრთხოდ იყო? ე.ი. ასეთი ადგილები მაინც იქნება ხომ? და რატომ არ შეიძლება რომ საქართველოც იყოს ასეთი ადგილი? შენ პირადად როგორ გესმის ტერმინი "ივერიის გაბრწყინება"? რა იგულისხმება ამაში? გასაგებია, რომ არ გჯერა, მაგრამ ტერმინი როგორ გესმის? ნილოს მირონმდინარეზე ბევრს აღარ ვიტყვი, არ გჯერათ და რა გიყოთ. გინდა თუ არა დაიჯერეო, ვერ დაგაძალებს ვერავინ. ერთს მაინც ვიტყვი: ციტატა გულისხმობდა ის კაცი აშკარად მეორედ მოსვლას მაქსიმუმ 150-200 წელიწადში და მორჩა, ტყუილია! თან დიდი ტყუილი. მეორედ მოსვლის თარიღები არაა დასახელებული არც ზუსტად და არც მიახლოებით. იქ დასახელებული თარიღები ეხება არა მეორედ მოსვლას, არამედ სხვა მოვლენებს, რომლებიც სულაც არაა კავშირში მეორედ მოსვლასთან (მაგალითად, მონაზვნობის გაუქმება ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ). ხომ მოხდა არა? და ზუსტად იმ დროს მოხდა როცა ეს წმ. მამამ იწინასწარმეტყველა? და მეორედ მოსვლა მოყვება ამას რამდენიმე წელიწადშიო სადმე წერია? არა! და მოეშვით დემაგოგიას! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#407
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კარგი მარიამ, ე.ი. გადავიდეთ ომზე?
![]() გამოწვევა მიღებულია ![]() ციტატა არცერთ ქართველ მამას არ უწინასწარმეტყველებია ივერიის გაბრწყინება. ამ წინასწარმეტყველებების წყაროები ყველა არაქართულია. სანამ ამაზე შეგეკამათებოდე, მანამ სჯობს შენს გახარებას მითხრა, რომელმა წმიდა მამამ თქვა ეს და რომელი ეკლესიის მიერაა მიღებული, რომ ასე იქნება? არცერთის მიერ ჩვენს გარდა, მე კი მაგალითით გაჩვენე მსგავსი ნაციონალური ესქატომანია, როგორ ვრცელდება სხვადასხვა ეკლესიებში და გაჩვენე როგორ მცდარია ისინი... ამიტომ ველი მხოლოდ წყაროებზე დაყრდნობილ მსჯელობას და არა ემოციებით დაწერილ პოსტებს ![]() ციტატა 1. რუსები წამოვლენ საქართველოში ეს წინასწარმეტყველება სად წაიკითხე? ფსკოვ-პეჩორის ლავრაზე რომ მოვიყვანე მაგალითი, იქიდან გამოწოვე? biggrin.gif ასეთი რამე მე არც მითქვამს და არც არსად წამიკითხავს. სხვათაშორის თუ ვახსენე კიდეც ასეთი რამე, ათონელ ბერებზე და ამერიკელებზე მოვიყვანე მაგალითი და ეს საბჭოთა კავშირი საიდან გამოაკვეხე, ვერ ვხვდები და რა ვქნა ნუ ახლა აქ მომიწევს გამეორება თხოვნისა, რომ ტონი შეცვალო ![]() ![]() ციტატა 2. ივერონის მონასტრის ( ალბათ სხვებიც ) წამოვლენ საქართველოში მდააა.... სერიოზულად შევშფოთდი, არასდოს მეგონა, რომ კაიროსს წაკითხულის შინაარსის გაგების პრობლემა ექნებოდა აქ იგივეს შეხსენება მომიწევს სტილის შესახებ, რაც აქამდის დავწერე და იმედია არ მომიწევს შეხსენება... ახლა რაც შეეხება მაგას, ჯერ ერთი იქ გარდა მაგ ხატისა არის რამოდენიმე ძალიან ცნობილი ხატი და საკმაოდ ბევრი მონასტერი და ლავრა, მაშინ გამოდის რომ ბულგარელების სიწმინდე-ბულგარეთში უნდა წავიდეს, სერბეთისა-სერბეთში, რუსებისა-რუსეთში და ბერძნებისა სადმე იქვე, ეს კი ეწინააღმდეგება "ყველა ჩვენთან"-ს იდეას, რასაც წმიდა წერილიც უარყოფს, რაზეც არაა კარგი თვალის დახუჭვა ციტატა 3. ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს სწორედ ეს იგულისხმება ივერიის გაბრწყინებაში და მე ამ წინასწარმეტყველების მჯერა. შენ თუ არ გჯერა, შენი ნებაა. ვერავინ დაგაძალებს. ხო, ცნობისთვის - ქართული წარმოშობის არც ეს წინასწარმეტყველება არაა. მარიამ, აქ კი იძულებული ვარ ისევ გითხრა, რომ ანტიქრისტე გამეფდება ყველგან და ამას ამბობს წმიდა წერილი დაყველა სერიოზული განმარტებელი, ნუთუ ასე ძნელია ვიკითხოთ მამები და წმიდა წერილი და შევეშვათ ამ ზღაპრებს? "ივერიის გაბწყინება"- ძალიან ფაქიზი ტერმინია, რომელსაც ხმალივით გამოყენება კი არ უნდა, არამედ დამშვიდებით გაგება, ჩემი აზრით ივერია გაბწყინებულია უკვე კარგა ხანია, იმის შემდეგ რაც "ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს" ანუ რაც ქრისტიანები გავხდით, და ვბრწყინდებით ყველა იმ დროს, როცა ქრისტეს გზას ვადგავართ, და თუ ღმერთი ინებეს ეს გაბწყინების მომენტი იქნება ბოლო ჟამსაც, იმ გაგებით კი არა "მაგრები ვიქნებით" და "ანტიქრისტეზე გავიმარჯვებთ", ყველა ჩვენთან იქნება და "რაც მაგრები ვიქნებით ჩვენ ვიქნებით" და მსგავსი რამ, არამედ იმ გაგებით, რომ უფალს ვუერთგულებთ და მოწამეობითაც დავამტკიცებთ ამას, ხოლო მოწამეობა ნამდვილად იქნება ყველგან და ჩვენთანაც! ა ციტატა მოეშვით დემაგოგიას და წმინდანის დამცირებას! ამაზე უკეე დაგიწერე და იმედია არ გაიმეორებ ![]() ახლა კი გთხოვ შენ და ყველა მკითხველს, ნუ მიუდგებით ამ საკითხს "ანთებული პატრიოტიზმით" თეოლოგიაა ეს და ვისაუბროთ თეოლოგიურად, აი ჩემს მიერ დამოწმებული მამები და წმიდა წერილის ადგილები, თუ არის რაიმე კონტარგუმენტი მაშინ აქედანვე მოიყვანეთ და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ: ციტატა Царствование антихриста будет всемирным: "...и дана была ему власть над всяким коленом и народом, и языком и племенем" (Откр. 13, 7). В Ветхом Завете прообразом антихриста является могущественный всеистребляющий завоеватель (Дан. гл. 7, 8, 11). Скорее всего, таким прообразом в сознании иудеев был Антиох Епифан. Особенно жестоким будет гонение на христиан. Антихрист издаст декрет, "...чтобы убиваем был всякий, кто не будет поклоняться образу зверя" (Откр. 13, 15). В Апок. (гл. 11) рассказывается об убийстве двух свидетелей, которые будут обличать царство антихриста. Для христиан тогда невозможно будет пользоваться гражданскими правами: "И он сделал то, что всем, малым и великим, богатым и нищим, свободным и рабам положено будет начертание на правую руку их или на чело их и что никому нельзя будет ни покупать, ни продавать, кроме того, кто имеет это начертание, или имя зверя, или число имени его" (Откр. 13, 16-17). Церковь в эти времена вынуждена будет скрываться в пустыне (Откр. гл. 12). Однако "...врата ада не одолеют ее" (Мф. 16, 18), и принесение Евхаристической жертвы не прекратится до Второго пришествия Христова (1 Кор. 11, 26). По словам ап. Павла, особенно сильным действие антихриста будет на погибающих, тех, кто "...не приняли любви истины для своего спасения" (2 Фее 2, 10). ახლა ვნახოთ ქართულადაც რას ამბობს წმიდა წერილი და რამდენად შეესაბამება იგი ზემოთ ნახსენებ "ურაქართულ" წინასწარმეტყველებებს: 1) 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. (იოანეს გამოცხადება; თავი მეცამეტე) ან იოანეს არ გაუმხილეს, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები რომ ვართ და რომ ყურებზე ხახვსაც ვერ დაგვაჭრის ანტიქრისტეც, ანდა ცუდადაა ჩვენი საქმე, რომ ისეთი რაღაცეების გვჯერა, წმიდა წერილსაც რომ ეწინააღმდეგება, რომ ანტიქრისტე, ძლევს ყველას ვინც მის წინააღმდეგ აღდგება იარაღის ძალით და ასე რომ ბოლოში: უსიტყვოდ და უპირობოდ იბატონებს ყველა ტომზე, ხალხზე, ერზე და ენაზე! მორჩა! 2) ახლა დევნაზე , არსად მინიშნებითაც კი არ არის ნათქვამი, რომ რომელიმე ადგილას და მით უმეტეს რომელიმე ქვეყანაში (შეუვალი ციხესავით) არ ან ნაკლებად იდევნებიან ქრისტიანები: "15. და მიეცა იმისი ნება, რომ .. მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. "(გამოცხადება თ XIII) და რომ მცირედნი განერიდებიან მთებსა და უდაბნოებში და რომ იქაც კი ისეთი ძლიერი დევნა იქნება, რომ მცირედნი გადარჩებიან და არც ისინი გადარჩებოდნენ, უფალს რომ ის დღეები არ შეემოკლებინა.. დამასკელი იოანე: მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოთხმოცდამეცხრამეტე ანტიქრისტეს შესახებ გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. თუმცა ყველა ის, ვინც არ აღიარებს ღვთის ძის და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ არის იგი სრული ღმერთი და რომ ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, - ანტიქრისტეა, მაგრამ თვითგვარად და გამორჩევითად ანტიქრისტედ ითქმის ის, ვინც საუკუნის1 აღსასრულს მოვა. ამიტომ საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, როგორც თქვა უფალმა, და მაშინ მოვა იგი სამხილებლად ღვთისმოწინააღმდეგე იუდეველებისა, რადგან უფალმა უთხრა მათ: „მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიმიღეთ მე. მოვა სხვა თავისი სახელით და მას მიიღებთ“ (იოანე 5,43). და მოციქული ამბობს: ,,...იმისათვის, რომ არ შეიწყნარეს მათ ჭეშმარიტების სიყვარული თავისდა სახსნელად და ამის გამო მოუვლენს მათ ღმერთი ცთომილების მოქმედებას, რათა ერწმუნონ ისინი სიცრუეს, რომ განისაჯოს ყველა ის, ვინც არ ერწმუნა ჭეშმარიტებას, არამედ სათნო იჩინა უსამართლობა“ (2თეს. 2,10-12). ამიტომ, იუდეველები, რომლებმაც არ მიიღეს უფალი იესო ქრისტე ღვთის ძედ და ღმერთად, მიიღებენ იმას, ვინც მაცდურია და ვინც იტყვის თავის თავს ღმერდად, რადგან ის, რომ ანტიქრისტე ღმერთად უწოდებს თავის თავს, ამაზე უთხრა დანიელს მისმა დამმოძღვრელმა ანგელოზმა: „მისი მამების ღმერთთა მიმართ არ ექნება გულისყური“ (დან. 11,37), და მოციქული ამბობს: „ნურავინ გაცთუნებთ თქვენ ნურანაირი სახით, რადგან - თუ2 არ მოვა პირველად განდგომილება და არ გამოცხადდება ადამიანი ურჯულოებისა, ძე წარწყმედისა, წინააღმდგომი და ზეაღზევებული ყოველივე იმაზე, რაც ღმერთად ან სათაყვანოდ ითქმის, რადგან დაჯდება იგი ღვთის ტაძარში როგორც ღმერთი, წარმოაჩენს რა თავის თავს, რომ არის ღმერთი“ (2თეს. 2,3-4), ხოლო ეს „ტაძარი ღვთისა“ არის არა ჩვენი, არამედ ძველი, იუდაური, რადგან ჩვენთან კი არ მოვა იგი, არამედ იუდეველებთან, არა ქრისტეს გამო, არამედ ქრისტეს და ქრისტესეულთა წინააღმდეგ. ამიტომაც ითქმის იგი ანტიქრისტედ. ამრიგად, საჭიროა, რომ პირველ რიგში სახარება იქნეს ქადაგებული ყველა ხალხში, „და მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომლის მოსვლაც არის სატანის მოქმედების მიხედვით სიცრუის ყველა ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით3 და დაამხობს მას თავისი გამოჩინების მოსვლით4“ (2თეს. 2,9-10). ამრიგად, არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი უფლის განკაცებისებრ (ნუ მოხდება ეს!), არამედ იშვება ადამიანი სიძვისგან და შეიწყნარებს იგი სატანის მთელ მოქმედებას, რადგან ღმერთი, რომელმაც წინასწარ უწყის მისი სამომავლო არჩევანის უკეთურება, დაუშვებს რომ შთამკვიდრდეს მასში ეშმაკი. ამრიგად, როგორც ვთქვით, სიძვისგან იშვება იგი, აღიზრდება ფარულად, წარმოდგება ანაზდეულად, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უფრო კი ტირანობის დასაწყისში სამართლიანობას იპირფერებს იგი, ხოლო როცა მპყრობელი გახდება, განდევნის ღვთის ეკლესიას და გამოაჩენს მთელ თავის უკეთურებას. ხოლო იგი მოვა „სიცრუის ნიშნებითა და სასწაულებით“, რაც ზმანებითია და არა ჭეშმარიტი, აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს იმათ, რომლებსაც წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი აქვთ, ისე რომ, თუ შესაძლებელი იქნება, ცთუნდებიან რჩეულნიც (შდრ. მათე 24,24). ამასთან, მოივლინებიან ენუქი და ელია თეზბიტელი და მოაქცევენ მამათა გულებს შვილებისადმი, ესე იგი - სინაგოგას ჩვენი უფლის, იესო ქრისტესადმი და მოციქულთა ქადაგებისადმი, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან მისგან5. და მოვა უფალი ციდან იმ სახით, რა სახითაც იხილეს იგი წმინდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ, ღმერთი სრული და ადამიანი სრული, დიდებითა და ძალით. და მოსპობს იგი ურჯულოების ადამიანს და წარწყმედის ძეს თავისი პირის სულით. ამიტომ, ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ - ციდან, როგორც თვით გაგვაურყევა6 ჩვენ. 1. ე.ი. მიწიერი ჟამის, ამქვეყნიური ყოფის. 2. აქ სიტყვებში „რადგან თუ“ იგულისხმება „რადგან არ დადგება განკითხვა, თუ...“. 3. „სიტყვით“ - ბერძნ. ρήματι (შდრ. არსენი: „სიტყჳთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში (2თეს. 2,9) გვაქვს πνεύματι (შდრ. ძვ. ქართ. თარგმ.: „სულითა“). იხ. ამ თავის ბოლო მონაკვეთი. 4. ბერძნ. τ~η παρουσία τ~ης έπιφανείας (შდრ. არსენი: „მოსლვითა გამოჩინებისა მისისაჲთა“, 101v1). „პავლეთა“ ბერძნულ ტექსტში ზემორე სიტყვათა რიგი შებრუნებულია (შდრ. ძვ. ქართ. თარგ.: „გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა“, 2 თეს. 2,9). 5. ანტიქრისტესაგან. 6. ე.ი. ურყევი დარწმუნოებულობა მოგვცა (ბერძ. ήσφαλίσατο). -------------------------------------------------------------------------------- გასაგებია სიტყვაც არაა დაძრული, რაიმე "უსაფრთხო" ადგილზე, პირიქით... ახლა იქნებ ვინმემ თქვას, რომ ეს მამა ძველია და იქნებ ახლებმა დაწერეს რაიმე ისეთი, სადაც უკვე აისახება ახალი წინასწარმეტყველებებიო, ჯერ ერთი რაც დამასკელს არ უთქვამს, ნიშნავს რომ ზედმეტია, მეორეც არცერთ თანამედროვე ქრისტიანული რჯულის სასწავლო წიგნში, კატეხიზმოში და დოგმატურ წიგნებში მსგავსი რამ ( რომ ქრისტიანები, რომელიმე ერთ ადგილას შეიკრიბებიან სადაც ანტიქრისტე ვერ გამეფდება და რომ ეს იქნება საქართველო და ვაშა და ურა...) არ წერია, ვნახოთ თავად რუსის ( რადგან ამ ნეოესქატომანიის მიმდევრები ეყრდნობიან რუსულ "წინასწარმეტყველებას") მიერ დაწერილი და სასწავლო პროგრამად მიღებული კატეხიზმო: უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24) უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის“ თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა“. „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა“ (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით“ (მრკ. 13,33,37). მაგრამ უფლისაგან დაწესებული ვადების არცოდნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქრისტიანს, ფიქრებით ჩაუღრმავდეს ისტორიულ მოვლენათა მსვლელობას და მათში „ბოლო ჟამის“ მოახლოების ნიშნები ამოიცნოს. უფალი გვარიგებდა: „ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დარჩჩჳან, და ფურცელნი გამოვალნ, უწყოდით, რამეთუ ახლო არს ზაფხული“ (მთ. 24,32). აი, საღვთო წერილში მითითებული ზოგიერთი ნიშანი: ა. სახარების გავრცელება მთელს მსოფლიოში: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფევლისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (მთ. 24,14); ბ. ბოროტი ძალების უჩვეულო გამოვლინება. „განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განხმეს სიყვარული მრავალთაჲ“ (მთ. 24,12). პავლე მოციქღლთ ამბობს: „უკანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი: და იყუნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ... გულისთქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ ღა ძალსა მისსა უარყოფდნენ“ (2 ტიმ. 3,1-5). რწმენიწ დასუსტება: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?“ (ლკ. 18,8); გ. ეშმაკი წამოიწყებს ბრძოლას ქრისტეს სამეფოს წინააღმდეგ თავისი იარაღის - ანტიქრისტეს მიერ. სახელდება „ანტიქრისტე“ წმიდა წერილში ორგვარი მნიშვნელობით გამოიყენება: ზოგადი, რომელი გულისხმობს ქრისტეს ყველა მოწინააღმდეგეს (ამ გაგებით იხსენიება ანტიქრისტე წმ. იოანე ღვთისმეტყველის 1 და მე-2 ეპისტოლეებში) და განსაკუთრებული მნიშვნელობით, გარკვეული პირის - ქრისტეს მოწინააღმდეგის აღსანიშნავად, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ გამოჩნდება. ანტიქრისტეს თვისებებსა და საქმეებზე ვკითხულობთ პავლე მოციქულთან: „ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ, უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტოდე თქუენ?... რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უსჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდნეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა რწმენეს მათ ტყუვილისაი“ (2 თეს. 2,3-11). ღვთის ამ მოწინააღმდეგის სახეს აგრეთვე აღწერს დანიელ წინასწარმეტყველი თავის გამოცხადებაში (თავ. 11-13). ანტიქრისტე იმოქმედებს სამსჯავროს დღემდე (2 თეს. 2,8). ანტიქრისტეს პიროვნების თვისებებსა და მოქმედების სავარაუდო ფორმებს ზედმიწევნით აღწერენ წმ. კირილე იერუსალიმელი თავის „განსასწავლ დარიგებებში“ (მე-5 და მე-15) და ღირსი ეფრემ ასური ნაშრომში „სიტყვა უფლისა და ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ“; დ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში მითითებულია ანტიქრისტეს მოღვაწეობის ეპოქაში „ორი მოწმის“ გამოჩენა, რომლებიც იწინასწარმყტყველებენ ჭეშმარიტებას, მოახდენენ სასწაულებს და „რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი ... მოკლნეს იგინი ... შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა... აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა... და აღვიდეს ზეცად“ (გამოცხ. 11, 3-12). -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#408
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ციტატა რომელმა წმიდა მამამ თქვა ეს და რომელი ეკლესიის მიერაა მიღებული, რომ ასე იქნება? არცერთის მიერ ჩვენს გარდა თუნდაც იგივე სერაფიმე საროველი ქართველია? ათონის მთაზე არის ეს წინასწარმეტყველება გავრცელებული. იქაც ქართველები არიან? მაგას ჯობია შენ მითხრა, რომელი ქართველი მამის მოგონილია ეს წინასწარმეტყველებები? იმედია, მამა არჩილის გამოგონილი არ გგონია ![]() ციტატა არ ვიცი ძალით ივიწყებ, თუ მართლა არ გახსოვს, როგორ მოყავთ XIX ს.ის რუსი მამები, მათ შორის სერაფიმე საროველი, უფრო სწორედ მისი ბიოგრაფი ( არცთუისე ობიექტური სხვათაშორის), თუ ჩინეთი, რომ დაიპყრობს რუსეთს და როგორ გამოიქცევიან რუსები ჩვენთან, არაა ეგ სიახლე, ყველა ყვითელი პრესის ბროშურაში ეგაა გამოჭენებული ეგ შენ გგონია ყვითელი პრესის დონე და მე პირადად მჯერა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველებისაც და საერთოდ მაგ წმინდანს დიდ პატივს ვცემ. ისე საინტერესოა, რუსებს რა ქართველთ-სიყვარული აუტყდათ, მაგას რომ "იგონებდნენ" (როგორც შენ გგონია, რომ გამოგნილია)? იმედია იმას მაინც არ ფიქრობ, რომ რუსებს ისე ვუყვარვართ, რომ მიზეზებს ეძებენ, საქართველოზე რამე კარგი დაწერონ. თუ ტყუილის გამოგონებაა, რუსეთის რომელიმე ოლქს დაწერდნენ, რაღა საქართველოს მოასკდებოდნენ განსადიდებლად ![]() ციტატა იქ გარდა მაგ ხატისა არის რამოდენიმე ძალიან ცნობილი ხატი და საკმაოდ ბევრი მონასტერი და ლავრა, მაშინ გამოდის რომ ბულგარელების სიწმინდე-ბულგარეთში უნდა წავიდეს, სერბეთისა-სერბეთში, რუსებისა-რუსეთში და ბერძნებისა სადმე იქვე, ეს კი ეწინააღმდეგება "ყველა ჩვენთან"-ს იდეას, რასაც წმიდა წერილიც უარყოფს, რაზეც არაა კარგი თვალის დახუჭვა ეუF ![]() ციტატა "ივერიის გაბწყინება"- ძალიან ფაქიზი ტერმინია, რომელსაც ხმალივით გამოყენება კი არ უნდა, არამედ დამშვიდებით გაგება, ჩემი აზრით ივერია გაბწყინებულია უკვე კარგა ხანია, იმის შემდეგ რაც "ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს" ანუ რაც ქრისტიანები გავხდით, და ვბრწყინდებით ყველა იმ დროს, როცა ქრისტეს გზას ვადგავართ, და თუ ღმერთი ინებეს ეს გაბწყინების მომენტი იქნება ბოლო ჟამსაც, იმ გაგებით კი არა "მაგრები ვიქნებით" და "ანტიქრისტეზე გავიმარჯვებთ", ყველა ჩვენთან იქნება და "რაც მაგრები ვიქნებით ჩვენ ვიქნებით" და მსგავსი რამ, არამედ იმ გაგებით, რომ უფალს ვუერთგულებთ და მოწამეობითაც დავამტკიცებთ ამას, ხოლო მოწამეობა ნამდვილად იქნება ყველგან და ჩვენთანაც! ანუ სისხლში გავბრწყინდებით, მოწამეობით? შესაძლოა ასეც იყოს, ჩემი მოძღვრისგანაც გამიგია ეს ვერსია. თუმცა სხვა წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით, მე უფრო სხვანაირი გაბრწყინების იმედი მაქვს. კაცი იმედით ცოცხლობსო ხო გაგიგია ![]() ციტატა ამაზე უკეე დაგიწერე და იმედია არ გაიმეორებ smile.gif, ახლა უბრალოდ შეგახსენებ, რომ დაწერა იმისა, რომ წმიდანი შეცდა, არ ნიშნავს მის დამცირებას ( ისე ესაა სწორედ დემაგოგია), ნახე აბა ჩემი თემა "თეოლოღუმენი ეკლესიაში" და ნახავ რამდენ წმიდანს ეშლებოდა, რამდენი წმიდანი ცდებოდა ამ საკითხზე, მაგრამ ამით მათ წმიდანობას არაფერი მოკლებია! ხო, ეგ წავშალე მანამდე, სანამ მიპასუხებდი. ეტყობა მანამდე დააციტირე. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში წმ. ნილოს მირონმდინარეს რამე შეეშალა. შენ სხვანაირად ფიქრობ და უფლება გაქვს. ვერ აგიკრძალავ. თუმცა აშკარად არ გყოფნის არგუმენტები, რომ მისი შემცდარობა დაამტკიცო. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#409
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძალიან კარგად გამოდის. წმ. ნილოს მირონმდინარე რომ ანტიქრისტეს დროებას აღგვიწერს, ეს არ ნიშნავს, რომ თემიდან გადახვევა აკრძალული აქვს. ![]() ჯერ ერთი მე უფრო მამა არჩილის წიგნთან მაქვს პრეტენზია, რომელიც იმ წმინდა ნილოსის თავისეულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს მეორეც, საიდან ამოიკითხე, რომ ნილოსის ის კონკრეტულლი წინასწარმეტყველება არ ეხება ბოლო ჟამს, როდესაც მამა არჩილი წერს: 1. წმინდა ნილოს მირონმდინარე დაწვრილებით აღგვიწერს ანტიქრისტეს დროებას 2. ღირსი ნილოსის წინასწარმეტყველებიდან ბევრი უკვე აღსრულდა 3. აპოკალიფსი უკვე აღესრულება თუ აპოკალიფსი უკვე აღესრულება, მაშინ ნილოსის ის წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც უკვე აღსრულდა ეხება აპოკალიფსს - ეგრე არ გამოდის ლოგიკურად? მესამეც: დამისაბუთე, რომ ეგ არ ეხება ანტიქრისტეს დროებას სწორედ მამა არჩილის ბროშურაზე დაყრდნობით მეოთხე: თემიდან გადახვევა, რა ფილოსოფიურ ასპექტში აინტერესებს უბრალოდ იწინასწარმეტყველოს რამე? ![]() საიდან ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება წმინდანისადმი? უბრალოდ წინასწარმეტყველებს იმას, რაც არ ეხება მეორედ მოსვლას, მაშინ როცა მამა არჩილისეულ ბროშურას თუ დავუჯერებთ, წიგნის სათაური უკანასკნელ ჟამზეა ანუ წმ. ნილოსი ამბობს, რომ ოთხი ოცდახუთწლეულის (ანუ 100 წლის შემდეგ) მონაზვნური ცხოვრება დაკნინდება და კიდევ 75 წლის შემდეგ რაღაც შეშფოთება მოხდება. არის აქ სადმე მეორედ მოსვლა ნახსენები? სადაც მეორედ მოსვლაზეა წინასწარმეტყველებები, იქ თარიღები არსად წერია!!! მეორედ მოსვლის თარიღზე არაა აქ საუბარი, არამეტ ანტიქრისტეს მოსვლის წინა ნიშნებზე ![]() მაგას ორიგინალში ვნახავ და მერე გიპასუხებ. თუმცა რომც არ ეწეროს, ლოგიკურია რომ 75 იმ 100-ს უნდა მიუმატო, თანმიმდევრობის პრინციპით. ჯერ ერთი როდიდან განიმარტება სახარება ლოგიკურად? ლოგიკა ანუ ფილოსოფია რომ საკმარისი იყოს, არ იტყოდა წმინდა წერილი: რომ ბიბლია თავისით არ განიმარტებაო - ანუ საჭიროა გადმოცემა მეორეც: გრამატიკის მიხედვით მანდ ორი ვარიანტია: ა) ისევ საწყისი წერტილიდან დაწყება, ან ბ) გაგრძელება მაგალითად: რა იქნება, რომ ვიყიდო ქუდი? და თუ კი ვიყიდი ლაბადას? - განა აქ იგულისხმება რომ აუცილებლად ლაბადის ყიდვისთვის ქუდი უნდა ვიყიდო აუცილებლად? ხომ ხედავ, იმისათვის რომ გაამართლო, უცილობლად ახალ გრამატიკასაც იგონებ ![]() მარტო ბოლო ჟამს არ ეხება. ევროსახლის შექმნა, მონაზვნობის გაუქმება და ასეთი რამეები მოყვანილი აქვს როგორც მისი წინასწარმეტყველების ასრულების დამადასტურებელი ნიშნები. მამა არჩილის ბროშურა სხვას ამბობს...კარგად ნახე რითი იწყებს წიგნს, გავიმეორებ: აპოკალიფსი უკვე აღესრულება ისე რაღა დაგიმალო და... წმ. ნილოს მირონმდინარე ჩემთვის უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე შენ და მაინცდამაინც შენ რატომ უნდა დაგიჯერო, ხომ ვერ მეტყვი? ![]() 1. ეკლესიას დაუჯერე, თუ აღიარებს ის, რომ ეგ წინასწარმეტყველებები ახდა, მაშინ მეც დაგეთანხმები - აღიარებს? მითხარი პირდაპირ 2. ნილოსს კი არა მამა არჩილთან და იმ ანონიმ გადამწერებთან მაქვს პრეტენზია, ვინც ის სიტყვა "კიდევ" ჩაუმატა და შემდეგ თეორია ააგო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#410
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კაი მარიამ, ჩემი უმოკლესი პასუხი იქნება შემდეგი:
1. ანტიქრისტე იმეფებს ყველგან და ამის უარმყოფი წმ. წერილს ეწინააღმდეგება 2. არ იქნება არანაირი თავშესაფარი ქვეყანა მისი საშინელი დევნისაგან, და ამის უარმყოფიც ისევ წმ. წერილს ეწინააღმდეგება 3. უკიდურესად უნდა მოვერიდოთ ესქატოლოგიის ნაციონალიზაციას, და ამის წინააღმდეგ წამსვლელი ნაციონალური სექტანტიზმისაკენ მიილტვის ![]() 4. უმთავრესი ამოსავალი არის ის უძირითადესი დოგმატიკოსები და დიდი მამები, და როცა რაიმე იქ არ წერია ან ისეთი რამ წერია, რაც არსობრივად ეწინააღმდეგება "ახალ წინასწარმეტყველებებს" აჯობებს უპირატესობა კლასიკოს თეოლოგებს მივანიჭოთ სულ ეს იყო; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#411
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კანუდოსელი
რამდენჯერ უნდა გავიმეორე ერთიდაიგივე? წიგნი ბოლო ჟამს ეხება, მაგრამ ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებები სხვა წიგნში წერია და ის მარტო ბოლო ჟამს არ ეხება. უამრავი სხვა რამე წერია შიგ. და კონკრეტულად მისი ეს წინასწარმეტყველებები, სადაც თარიღებია მოცემული, მოყვანილია იმის მაგალითებად, თუ როგორი სიზუსტით სრულდება ზოგადად წმ. ნილოსის წინასწარმეტყველებები. და ეს აბზაცის დასაწყისში გარკვევით წერია. ციტატა მეორედ მოსვლის თარიღზე არაა აქ საუბარი, არამეტ ანტიქრისტეს მოსვლის წინა ნიშნებზე biggrin.gif და იქ თარიღები წერია. რომელია ანტიქრისტეს მოსვლის წინა ნიშანი? ოქტომბრის რევოლუცია? და ეს წერია იქ სადმე? მდააა...... ციტატა ჯერ ერთი როდიდან განიმარტება სახარება ლოგიკურად? ლოგიკა ანუ ფილოსოფია რომ საკმარისი იყოს, არ იტყოდა წმინდა წერილი: რომ ბიბლია თავისით არ განიმარტებაო - ანუ საჭიროა გადმოცემა მეორეც: გრამატიკის მიხედვით მანდ ორი ვარიანტია: ა) ისევ საწყისი წერტილიდან დაწყება, ან ბ) გაგრძელება მაგალითად: რა იქნება, რომ ვიყიდო ქუდი? და თუ კი ვიყიდი ლაბადას? - განა აქ იგულისხმება რომ აუცილებლად ლაბადის ყიდვისთვის ქუდი უნდა ვიყიდო აუცილებლად? ხომ ხედავ, იმისათვის რომ გაამართლო, უცილობლად ახალ გრამატიკასაც იგონებ აქ აშკარად რაღაც "ნი ტო" თქვი ![]() ლოგიკას რაც შეეხება, აქ ძალიან ელემენტარულ ლოგიკაზეა საუბარი და არა რამე ჩახლართულზე. და ტვინი არ გქონდეთ და წინადადებები ერთმანეთს არ დაუკავშიროთო, უფალს არ უთქვამს. ციტატა მამა არჩილის ბროშურა სხვას ამბობს...კარგად ნახე რითი იწყებს წიგნს, გავიმეორებ: აპოკალიფსი უკვე აღესრულება ისევ ცალკეული ციტატებით მანიპულირება კონტექსტის გარეშე. ეგ სადღაც წიგნის დასაწყისში წერია და შეიძლება სულაც იმ აზრით ეწეროს, რაც შენც თქვი თავიდან: რომ ქრისტეს მოსვლის მერე უკვე ბოლო ჟამია. და ის გამოთვლები სხვაგან წერია და ამ აბზაცის პირველი წინადადება სხვა რამეზე მიუთითებს. ციტატა 1. ეკლესიას დაუჯერე, თუ აღიარებს ის, რომ ეგ წინასწარმეტყველებები ახდა, მაშინ მეც დაგეთანხმები - აღიარებს? მითხარი პირდაპირ 2. ნილოსს კი არა მამა არჩილთან და იმ ანონიმ გადამწერებთან მაქვს პრეტენზია, ვინც ის სიტყვა "კიდევ" ჩაუმატა და შემდეგ თეორია ააგო 1. ეკლესიის წიაღში ვრცელდება წმ. ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებები და კრებაზე თუ არ განხილულა ეს საკითხი, ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს უფლება არა აქვს. ეს წიგნი გამოიცა არაერთხელ და არა გუშინ ან დღეს, ათწლეულების წინ. და ამ ხნის განმავლობაში ის არც ერთ კრებას არ დაუგმია. 2. ვიმეორებ, სიტყვა "კიდევ" რომც არ ეწეროს, ამით არაფერი იცვლება. შენ თვითონ ამბობ, ათვლის წერტილად შეიძლება აიღო საწყისი წერტილი და შეიძლება ბოლოდან გააგრძლოო. ჰოდა ამ შემთხვევაში ბოლოდან გააგრძელეს, რადგან ეს უფრო ბუნებრივი იყო კონტექსტიდან გამომდინარე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
![]()
პოსტი
#412
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კაი მარიამ, ჩემი უმოკლესი პასუხი იქნება შემდეგი: 1. ანტიქრისტე იმეფებს ყველგან და ამის უარმყოფი წმ. წერილს ეწინააღმდეგება 2. არ იქნება არანაირი თავშესაფარი ქვეყანა მისი საშინელი დევნისაგან, და ამის უარმყოფიც ისევ წმ. წერილს ეწინააღმდეგება 3. უკიდურესად უნდა მოვერიდოთ ესქატოლოგიის ნაციონალიზაციას, და ამის წინააღმდეგ წამსვლელი ნაციონალური სექტანტიზმისაკენ მიილტვის ![]() 4. უმთავრესი ამოსავალი არის ის უძირითადესი დოგმატიკოსები და დიდი მამები, და როცა რაიმე იქ არ წერია ან ისეთი რამ წერია, რაც არსობრივად ეწინააღმდეგება "ახალ წინასწარმეტყველებებს" აჯობებს უპირატესობა კლასიკოს თეოლოგებს მივანიჭოთ სულ ეს იყო; კაიროსი! წმ. წერილში არ წერია, ანტიქრისტეს გაექეცითო? ვინც ბარში იქნება, მთაში გაიქცესო? ხომ წერია? ე.ი. მაინც იქნება რაღაც თავშესაფრები არა? თუმცა ესენიც არ იქნება კომფორტული და მუდმივი, იმიტომაც შემოკლდება ის დღეები, თორემ ვერავინ გადარჩებოდა. და ეს ყველაფერი წმ. წერილში წერია სწორედ. ანტიქრისტეს რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მიეცეს ძალაუფლება და მისგან თავის დასაღწევი არანაირი ადგილი არ არსებობდეს, მაშინ ვერც ერთი მართალი ადამიანი ვერ გაძლებდა თუნდაც რამდენიმე დღე. წმ. წერილი კი საწინააღმდეგოს გვეუბნება. რა თქმა უნდა, ძირითად დოგმატიკოსებს და დიდ მამებს უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმ. იოანე დამასკელმა თუ არ თქვა, ე.ი. 100-იანი ტყუილია. აგერ იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება საუკუნეებია მოდის უკვე და როგორც აღვნიშნე, კალენდარშიც კი შეიტანა ჩვენმა ეკლესიამ. ანუ შეიწყნარა. და რადგან რომელიმე დიდ დოგმატიკოსს არ დაუწერია, ამიტომ არ ვენდოთ? ან რითი არიან ჩვენი წმინდა მამები სხვებზე ნაკლები, რომლებმაც საუკუნეები გამოატარეს და შემოგვინახეს ეს თხზულება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#413
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მარიამი
ციტატა ანტიქრისტეს რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მიეცეს ძალაუფლება და მისგან თავის დასაღწევი არანაირი ადგილი არ არსებობდეს რაო, ადგილი შენ მატერიალური გგონია? ანუ სულიერ მოვლენას მატერიალურად ებრძვი? ავე ნეო აპოკალიფტიკა ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#414
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მარიამი რაო, ადგილი შენ მატერიალური გგონია? ანუ სულიერ მოვლენას მატერიალურად ებრძვი? ავე ნეო აპოკალიფტიკა ![]() ბატონო? არა, ფიზიკურ დევნას რომ დაგიწყებენ, გულის სიღრმეში შედი და იქ ჩაიკეტე, იქნება უხილავი გახდე და გვერდი აგიარონ ![]() და ანტიქრისტე ფიზიკური პიროვნება იქნება თუ არამატერიალური მოვლენა? ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#415
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა რაო, ადგილი შენ მატერიალური გგონია? ანუ სულიერ მოვლენას მატერიალურად ებრძვი? ავე ნეო აპოკალიფტიკა მგონი მარიამის შენიშვნა მართებული იყო... ![]() P.S. რა მაგის პასუხია და, ასეთი მწარე ნაციონალიზმი როდის მერე? ციტატა Грузины МЫ, и пусть на веки запомнит враг, что лишь тогда встаем мы на колени, когда целуем грузинский флаг!!! ![]() -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#416
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ბატონო? არა, ფიზიკურ დევნას რომ დაგიწყებენ, გულის სიღრმეში შედი და იქ ჩაიკეტე, იქნება უხილავი გახდე და გვერდი აგიარონ ![]() კი და საქართველოში ფეხს ვერ მოიკდებს, და ამიტომაც მრავალნი აქ ჩამოვლენ, ტამოჟნიაზე წარმომიდგენია რა მოხდება, ფულს კეთება ![]() მერე მოსთხოვენ საქართველოს პასპორტებს და ვისაც არ ექნება აქედან გააბრძანებენ, როგორც არალეგალებს ![]() ანტიქრისტეს პერიოდი არის საყოველთაო - სახარების გჯერა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#417
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
კანუდოსელი
სახარების რომ მჯერა, იმიტომ მომყავს ციტატები სახარებიდან... ზემოთ ნახე. შენ სახარება კარგად იცი და აბა მითხარი, სად წერია სახარებაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ იარსებებს, სადაც ანტიქრისტესგან თავის შეფარება იქნება შესაძლებელი? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#418
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
ჩვენ ვართ გამარჯვებული ქვეყანა (ისემც მოხვდეს შუბლში ტყვია იმას ვისაც ეკუთვნის)
სატანა საქართველოში ვერ იმეფებს (არადა უკვე მეფობს) გასამართლება ქართულ ენაზე იქნება (იმიტომ რომ მხოლოდ ქართველები იქნებიან გასასამართლებლები) ოოო საქართველოვ...ოოოოოოოოოოოოო .....ოოოოოოოოოოოოოოო |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#419
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ნამეტანიც ნუ ადაწურავ წყალს. ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრია, (ყოველ შემთხვევაში ცვენ ასეე ვამბობთ) ფაქტია, რომ საბჭოტა კავშირის დროს არ უთქვიათ, ვერც ივერიის ღვთისმშობლის ხატზე და საქართველოში ცამოსულ ,,ლტოლვილ,, ბერებზე მითის საბჭოტა კავშირის დროს შექმნაზე დაგეთანხმები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საბჭოტა კავშირის დროს ეკლესიებზე საუბარი და ღმერთის მოიმედება ლამის კანონით ისჯებოდა. არ ვიცი ეს წინასწარმეტყველეები ვინ ,,შექმნა,, მაგრამ ფაქტია ისინი არსებობენ. მხოლოდ წინასწარმეტყველების იმედზე ნამდვილად არ ვარ, რადგან სადაც აქამდე სასწაულით მოსულა საქართველო, ისე მივა კიდევ მომავალი 40 საუკუნე. ამაში ერთი წამი არ მეპარება ეჭვი, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშები დარცებიანო, რუსიც წავა.... ვერც ისერიას დავეტანხმები, არიქა მარტო საქართველო და აშ. ღმერთთან თუ ახლოს ხარ, თუგინდ საქართველოში იყავი და თუნდაც კამბოჯაში, ზუსტად ვიცი რომ არ გაგწირავს, მაგრამ რადგან ყველაფერს უარყოფ, იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებას შეგახსენებ, რომელიც ცოტა ბუნდოვანია, ცოტა გამოსაკვლევი ძეგლია, მაგრამ არის... sergi_glaxa ციტატა სატანა საქართველოში ვერ იმეფებს (არადა უკვე მეფობს) შენღა გვაკლდი სატანის სახელის დამსახელებლად... მოკლედ, ვამჩნევ მალე ლომაია , კაკულიას წყვილს გლახაია შეემატება. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
![]()
პოსტი
#420
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მხევალი ნინო
ციტატა იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებას შეგახსენებ, რომელიც ცოტა ბუნდოვანია, ცოტა გამოსაკვლევი ძეგლია ჰოდა, ბოშო, თუ ბუნდოვანი და გამოსაკვლევია ქვე რაღას შეახსენებ? გამეიკვლიეო? ![]() ციტატა შენღა გვაკლდი სატანის სახელის დამსახელებლად... მე მგონი დაწერილია, რომ საქართველოში ანუ ივერთა სამეფოში სატანის ტახტის დადგმას ვინმე ღვთის გლახა სერგეიდ წოდებული გვაუწყებსო, თანაც ეს სახელი სიმბოლურად დაემთხვევა რუსთა ურდოების ივერიაში შემოჭრასო.... და რავი აბა... ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი