IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > »   
Reply to this topicStart new topic
> ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე
მხევალი ნინო
პოსტი Oct 24 2008, 05:53 PM
პოსტი #421


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ჩინეთი, რომ დაიპყრობს რუსეთს და როგორ გამოიქცევიან რუსები ჩვენთან



გამოქცევის რა გითხრა, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის რომ დაპყრობას ვერ ასცდებიან, ორი კუნძული უომრად გადასცეს .

ქალაქებია რუსეთსი, სადაც რუსი პოლიცია ცხვირს ვერარ ჰოფს, ტუმცა დავიფიცე რომ ეს წინასწარმეტყველება მე არ ვიცოდი, მაგრამ ჩინელებისგან რომ სფრთხე ძალიან დიდი აქვთ, ეგ სადავო არ არის, მაგას არ უნდა სერაფიმე სროველი და წინასწარმეტყველება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 24 2008, 06:48 PM
პოსტი #422


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
ნუ ახლა მართლა პირად კამათში რომ არ გადაგვივიდეს, მოდი ისევ მამებს მივმართოთ, ვნახოთ ნამდვილად აისახება თუ არა ის ნაციონალური და "ჩვენრომგვაწყობსის"ურა პატრიოტული "წინასწარმეტყველებები



კაიროსუნა, ჩემო კარგო. მე არ მიყვარს არანაირი წინასწარმეტყველებები, ამას ყოველთვის ვამბობ, მაგრამ დიდი მამები არ მგონია იმის წინასწარმეტყველებებს დაიწყებდნენ რომ საქართველოში 1899 წელს ვთქვათ მიწისძვრა მოხდებოდა. ხომ იცი რომ ასეთ ,,ადგილობრივს,, ადგილობრივი წმინდანი იტყვის და შესაბამისად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს გააფრთხილებს, ცოდვებს უფრთხილდით თორემაო....

რა ეკლესიის მიერ შეწყნარება სჭირდება საქართველოზე წინასწარმეტყველებებს ხომ არ იცი? მე მგონი რაღაცეებს აჭარბებ, თორემ მე წინასწარმეტყველეებს კი არ ვიცავ. ის რომ დევნა იქნება ანტიქრისტესგან მთელ მფოლიოში ამას არ სჭირდება არანაირი წინასწარმეტყვლება, ადგან უკევ ნათქვამია, მაგრამ არაც არავინ უარყოფს რომ ეს საქართველოშიც არ იქნება. ბერი გაბრიელიც (ვიცი რომ წმინდანი არაა, მაგრამ მაინც ვიტყვი) ამბობდა რომ აქაც იქნება დევნა ოღონდ მცირე ხნითო, ტახტს ვერ დაიდგავს ანტიქრისტე საქართველოშიო, ამას სხვანაირად განმარტავდნე და მე ასე ვიცოდი ყოველთვის, ანუ მას არ დაემორჩილებიან, არ გაამეფებენ, ქედს არ მოუხრიან (ყველაზე არ იგულისმბევა, ვინ როგორ მაგრამ ზოგადად ერი, აქ მაცხოვრებლები) მე ასე გამიგონია, ამიტომ ის რომ დევნა იქნება, არავის უარყვია, პირიქტით წინააღმდგეონას გაუწევენო იმასამბობენ, რომ გაბატონდება აქაც არც ამას არავინ უარყოფს, რაის ლეგალიზაციას თხოვ ეხლა შენ ეკლესიას???

დავიჯერო გრიგოლ ხანძთელს ტავის სიცოცხლეში ერთი რამ მაინც არ უტქვია? მაგრამ ის არ საჭიროებდა ეკლესიის მიერ შეწყნარებას, მე მგონი მასაც რაღაც ეუწყა ,ა მაგრამ ეს შესაძლოა იმდენად ლოკალური იყო, რომ საეკლესიო კრების მოწვევა არ გახდა საჭირო.


საერთპდ, წინასწარმეტყველება გადაჭარბებისგან და არასწორი განმარტებისგან უნდა დაიცვა, თორემ არსებობს ხომ ასეა? ცვენ ისიც არ ვიცით რას ნიშნავს საქრატველოს გაბრწყინდება, ზოგი ტვლის რომ გაბრწყინება ეს თავის გაწირვაა, ზოგს საზღვრების ცაკეტვა და ტაშ-ფანდური ჰგონია, მაის გამო ვერ ვუარყოფთ ნათქვამს, ნუ რა ვიცი, საერთოდ არ მიყვარს არანაირი წინასწარმეტყველლება, მაგრამ ყველაფერზე ეკლესიის სანქცირება ცოტა არამართებულად მიმაჩნია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 25 2008, 02:44 AM
პოსტი #423


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წმ. წერილში არ წერია, ანტიქრისტეს გაექეცითო? ვინც ბარში იქნება, მთაში გაიქცესო? ხომ წერია? ე.ი. მაინც იქნება რაღაც თავშესაფრები არა? თუმცა ესენიც არ იქნება კომფორტული და მუდმივი, იმიტომაც შემოკლდება ის დღეები, თორემ ვერავინ გადარჩებოდა. და ეს ყველაფერი წმ. წერილში წერია სწორედ. ანტიქრისტეს რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მიეცეს ძალაუფლება და მისგან თავის დასაღწევი არანაირი ადგილი არ არსებობდეს, მაშინ ვერც ერთი მართალი ადამიანი ვერ გაძლებდა თუნდაც რამდენიმე დღე. წმ. წერილი კი საწინააღმდეგოს გვეუბნება.
რა თქმა უნდა, ძირითად დოგმატიკოსებს და დიდ მამებს უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმ. იოანე დამასკელმა თუ არ თქვა, ე.ი. 100-იანი ტყუილია.
აგერ იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველება საუკუნეებია მოდის უკვე და როგორც აღვნიშნე, კალენდარშიც კი შეიტანა ჩვენმა ეკლესიამ. ანუ შეიწყნარა. და რადგან რომელიმე დიდ დოგმატიკოსს არ დაუწერია, ამიტომ არ ვენდოთ? ან რითი არიან ჩვენი წმინდა მამები სხვებზე ნაკლები, რომლებმაც საუკუნეები გამოატარეს და შემოგვინახეს ეს თხზულება.

კაი ახლა მარიამ, ხომ იცი მე რას ვგულისხმობ? იმ სისულელეს, რომ ანტიქრისტე ჩვენთან ვერ გამეფდება, და არა იმას,რომ დევნილი ქრისტიანი ჩვენთან როგორც ავსტრალიაში, პარაგვაიში, იტალიაში და რუსეთში წავა სადმე და დაიმალება , ამაზე არც არავინ გეკამათება, არამედ საქართველოსათვის რაღაც "განსაკუთრებული ანტიქრისტესაგან თავშესაფარი ტერიტორიად" შერაცხვაზე, თუ ამ სისულელეს არ ეთანხმები, მაშინ არაფერი მაქვს შენთან საკამათო smile.gif რაც შეეხება იოანე-ზოსიმეს, მაგაზე უკვე დავწერეთ, თუ გინდა კამათის გაგრძელება, მაშინ რაც დავწერეთ იქიდან გავაგრძელოთ... თუმცა კიდევ გავიმეორებ, სჯობს დავეყრდნოთ კლასიკოს ღვთისმეტყველებს...
ციტატა
მაგრამ არაც არავინ უარყოფს რომ ეს საქართველოშიც არ იქნება. ბერი გაბრიელიც (ვიცი რომ წმინდანი არაა, მაგრამ მაინც ვიტყვი) ამბობდა რომ აქაც იქნება დევნა ოღონდ მცირე ხნითო, ტახტს ვერ დაიდგავს ანტიქრისტე საქართველოშიო

აი ამას ვგულისხმობდი მარიამ, ესაა ის სიმცდარე რაც წმიდა წერილს ეწინააღმდეგება, სადაც აშკარად წერია რომ ყველა ხალხზე იმეფებს და დაამარცხებს ყველას ვინც მას აუმხედრდება! ესაა ყველა განმარტელებთან ასე და ამის დამახინჯება ნაციონალური იდეების გამო, ზუსტად იგივე შეცდომაა, რაც წინ მოვიყვანე "ველიკაია რასიას" შესახებ რომ ეწერა, ეს სწავლება სრულიად უცხოა ქრისტიანული ესქატოლოგიისათვის!
ციტატა
ასეთ ,,ადგილობრივს,, ადგილობრივი წმინდანი იტყვის და შესაბამისად, ადგილობრივ მაცხოვრებლებს გააფრთხილებს, ცოდვებს უფრთხილდით თორემაო....

მეორედ მოსვლის დროს რაიმე თავშესაფრის არსებობა და წმ. წერილის სიტყვებიდან ჩვენთვის გამონაკლისის დაშვება "ადგილობრივი" ნამდვილად არაა, არამედ საყოველთაო სიცრუე smile.gif
ციტატა
ყველაფერზე ეკლესიის სანქცირება ცოტა არამართებულად მიმაჩნია.

ეკლესიის სანქცირება კი არ ქვია მაგას ნინო, ეგ სამართალი არაა, არამედ ღვთისმეტყველება, რომ სიმცდარეში არ ჩავარდეთ, ხოლო ის რაც დავწერე სწორედ ამაზე მეტყველებს, ვიმეორებ კიდევ ერთხელ
1. საქართველოსათვის რაიმე ტერიტორიალური გადამრჩენელი, ანტიქრისტესაგან თავისშემფარებელი როლის მინიჭება პირდაპირ ეწინააღმეგება წმ. წერილს.
2. აქედან გამომდინარე წმ. წერილს ეწინააღმდეგება, ის რომ ჩვენთან ანტიქრისტე ვერ გამეფდება ან ცოტა ხანს გამეფდება და ან ჩვენ მაინც მაგრები ვართ და მსგავსი , წმ. წერილი ( იხ. ზემოთ, აღარ გავიმეორებ ათჯერ) პირდაპირ და ნათლად ამბობს საყოველთაო დევნაზე და ანტიქრისტეს მეუფებაზე მთელს მსოფლიოში, გამონაკლისის გარეშე, თავშესაფრებიც იქნება ყველგან გაფანტული და იქაც იქნება დევნა!
3. ნებისმიერი ნეოესქატოლოგია, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ან ვერ პოულობს ვერანაირ დასაყრდენს წმ. წერილში და დიდ წმ. მამებში, იგი უარსაყოფია ან უკიდურეს შემთხვევაში კრიტიკით შესასწავლი smile.gif

ამ შემთხვევაში რაც დავწერე, არაფერია ჩემი პირადი აზრი, არამედ დამასკელის და სახარების, 100 % ამოვდივარ მათგან, ამიტომ თუ შემეკამათებით მაშინ სჯობს იგივე წყაროებიდან smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 25 2008, 10:57 AM
პოსტი #424


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Oct 24 2008, 01:02 PM) *

სახარების რომ მჯერა, იმიტომ მომყავს ციტატები სახარებიდან... ზემოთ ნახე.

მთაში გაიქეცითო და საქართველოში ვერ გაბატონდებაო - ერთი და იგივე კონტექსტი გგონია?
მთაში გაქცევა არის ალეგორია, ანუ იგულისხმება, რომ საშინელი იქნება დევნაო - სხვათა შორის იოანე ოქროპირიც ასე განმარტავს ამ ადგილს, ხოლო რაც შეეხება საართველოში ვერ გაბატონებას - ეს ნიშნავს, რომ ამ ადგილს აქვს რაღაც უპირატესობა

აბა კარგად დაუკვირდი: მთაში გაქცევა არის ნებისმიერ მთაზე საუბარი, თუ მხოლოდ საქართველოზე? biggrin.gif ცხადია ნებისმიერზე

ხოლო საქართველოში ფეხის ვერ მოკიდება, არის წმინდა წყლის ოკულტიზმინარევი ნაციონალიზმი - ამას შენს მიერ მოყვანილ ციტატასთან სახარებიდან - არაფერი საერთო არა აქვს

ციტატა(მარიამი @ Oct 24 2008, 01:02 PM) *

შენ სახარება კარგად იცი და აბა მითხარი, სად წერია სახარებაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ იარსებებს, სადაც ანტიქრისტესგან თავის შეფარება იქნება შესაძლებელი?

ამაზე ზემოთ გიპასუხე...მე ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობაზე არ მაქვს საუბარი, რადგან სახარებაზე დაყრდნობით, ნებისმიერ მთაზეა საუბარი. თნაც ეს ადგილიც პირდაპირ არ უნდა გაიგო რადგან იოანე ოქროპირი მის სიმბოლურ ხასიათზე მსჯელობს - რომ ალეგორიააო

თუმცა პირდაპირ გაგებაც არსებობს და დევნაც იქნება და მთაზე იმიტომაა აქცენტი, რომ მთაში ადამიანები როგორც წესი იმალებიან ადვილად...ესა და ეს, აქ რაიმე გამორჩეულ ადგილზე არაა საუბარი, ხოლო თუ ეცოდინება ანტიქრისტეს რომ საქართველოში იმალება ხალხი - განა ეს დამალვაა? (მეც გადავიჭერი ფსევდო აპოკალიფტიკაში biggrin.gif)

საქართველოზე ჩვენთან სწორედ მისტიკურ პლანში ისწავლება და მას პარალელი შენს მიერ მოყვანილ სახარებისეულ ტექტთან არა აქვს. არ მესმის მარიამ რატომ ჯიუტობ ასე, მესმის რომ მამა არჩილი შენი მოძღვარია, მაგრამ განა ასეთ დროს მოძღვრის ცდომილება ასე მიშვნელოვანია ეკლესიაში ფსევდო აპოკალიფტური იდეების გავრცელებაზე?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 25 2008, 11:59 AM
პოსტი #425


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



რატომ არ უყვართ ადამიანებს სიმართლე? იმიტომ რომ ზღაპრები უყვართ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 25 2008, 12:18 PM
პოსტი #426


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



sergi_glaxa
ციტატა
რატომ არ უყვართ ადამიანებს სიმართლე? იმიტომ რომ ზღაპრები უყვართ

გააჩნია ამ სიმართლეს როგორ იტყვი ჩემო გლახა. ირონიანარევი სიმართლე ჩათვალე რომ არასოდეს იქნება მოწონებული.




მე მგონია რომ დავა ამ საკითხზე ზედმეტია აბსოლუტურად.

საეკლესიო სწავლება ზოგადია და არა კონკრეტული რომელიმე ერისა. ისე ერთი ხუმრობისა არ იყოს საქართველოში ანტიქრისტე გამეფებას მართლა ვერ შეძლებს რადგან ქართველებს ერთი პირი არასოდეს ქონიათ და არ მას დაალიან გამეფებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუმა ეს ხუმრობით.

მე ვფიქრობ ასეთი ფიქრი ეგოიზმის შედეგი უფროა, რადგან არავისზე მეტი არა ვართ და ამას რელიგირუ მოტივები არ ჭირდება.

მითუმეტეს საეკლესიო მოძღვრება ყველას მიეცა თანაბრად და საქართველო და ქარველები რაღაც გამორჩეულობის პრინციპით არ სარგებლობენ.

თუ ადამიანი აშავებს ის უფლის წინაშე ნამდვილად ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიით რომ ის ქართველია, ეს აბსოლუტურად გამორიხულია და ამის დაშვება პირდაპირ ვიტყვი შეურაცხყოფაა მთელი საეკლესიო მოძღვრებისა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Oct 25 2008, 12:27 PM
პოსტი #427


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(afxazi @ Oct 25 2008, 01:18 PM) *



მე ვფიქრობ ასეთი ფიქრი ეგოიზმის შედეგი უფროა, რადგან არავისზე მეტი არა ვართ და ამას რელიგირუ მოტივები არ ჭირდება.

მითუმეტეს საეკლესიო მოძღვრება ყველას მიეცა თანაბრად და საქართველო და ქარველები რაღაც გამორჩეულობის პრინციპით არ სარგებლობენ.

თუ ადამიანი აშავებს ის უფლის წინაშე ნამდვილად ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიით რომ ის ქართველია,


yes4.gif yes4.gif

თქვენ გაგიმარჯოთ რა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 25 2008, 12:53 PM
პოსტი #428


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მოკლედ ახლა მაინც უნდა მიხვდეს საზოგადოება, რომ საქართველო არაფრით არ არის სხვა რომელიმე ქვეყანაზე მეტ პატივში უფლის წინაშე, და არც ის გადმოცემა გვშველის რომ თურმე საქართველო მარიამის წილხვედრილი ქვეყანაა...

ბოლო ჟამი როგორი იქნება ნათლად წერია სახარებაში და თვითონ უფალი ლაპარაკობს ამაზე...
ასე რომ მოვერიდოთ დედაბრულ ზღაპრებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 26 2008, 06:28 PM
პოსტი #429


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
კანუდოსელი
რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ, ვერ იგებთ, რას ვამბობ და აზრი აქვს საერთოდ გაგრძელებას? ზაზა, რომ მეუბნები, ზოგადად მთები იგულისხმება და არა საქართველოს მთებიო, მე ვთქვი სადმე, უფალი მანდ კონკრეტულად საქართველოს მთებს გულისხმობს-თქო? მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ უფალი ამბობს, რომ იქნება გარკვეული ადგილები (თუნდაც ნებისმიერი მთა), სადაც ანტიქრისტესგან თავის შეფარება იქნება შესაძლებელი. და რატომ არ შეიძლება, რომ ასეთ ადილებს შორის იყოს საქართველო? რატომაა გამორიცხული? საქართველოზე არსებობს ასეთი წინასწარმეტყველებები (არა-ქართველების სხვათაშორის) და მე ამის მჯერა. თქვენ არ გჯერათ, კი ბატონო, არ გაძალებთ. მაგრამ თქვენც ნუ მაძალებთ, რომ არ დავიჯერო. აგერ გლახას საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვდომილია, ისიც სასაცილოდ არ ყოფნის, მაგრამ რამდენი ვინმე გაიცინებს ასეთ რამეებზე, ყველას ვერ ავყვები მაგ სიცილში. ჩემთვის ეს სერიოზული საკითხია და არა - საქილიკო.
დათო (აფხაზ), არასდროს მიფიქრია, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ და მარტო ქართველობა გადაგვარჩენს-თქო. თუ სადმე ეგეთი რამე ვთქვი, მაჩვენე smile.gif საქართველოს ღვთის მოწყალება და ღვთისმშობლის მფარველობა გადაარჩენს, ცხადია თუ ჩვენ თვითონ არ შევეწინააღმდეგეთ ღვთის მადლს და მოვინანიეთ ჩვენი შეცოდებები (რისი იმედიც მაქვს მე პირადად). აგერ კაიროსმაც ასე ახსნა ივერიის გაბრწყინება, რომ ხალხი მოინანიებსო და რწმენით გაბრწყინდებაო. ჰოდა მეც მაგას ვამბობ. ღმერთი სინანულის და რწმენის გამო მოხედავს ერს და არა ქართველობის, ბერძნობის, ამერიკელობის გამო. საქართველოს მთელი ისტორიაც ამის დასტურია. რაღა საქართველოსი, ბიბლიას თუ წავიკითხავთ, მთელი ისრაელი ერის ისტორია (იმაში მაინც ხომ ვერ შემეწინააღმდეგებით, რომ ისრაელი ღვთის რჩეული ერი იყო) დაცემა-ადგომის და მის კვალობაზე ღვთის რისხვა-წყალობის მონაცვლეობის ისტორიაა.
ჰოდა, იმედია მიხვდით რას ვამბობ და იგივეს ტრიალი არ დაიწყება მე-100-ედ.

ციტატა
მესმის რომ მამა არჩილი შენი მოძღვარია, მაგრამ განა ასეთ დროს მოძღვრის ცდომილება ასე მიშვნელოვანია ეკლესიაში ფსევდო აპოკალიფტური იდეების გავრცელებაზე?


ჩემი მოძღვარია თუ ჭიჭიკოსი, მე მისი მჯერა არა იმიტომ, რომ ჩემი მოძღვარია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სულიერი, განათლებული, საღვთო წერილში განსწავლული მოძღვარია და თქვენს მიერ ჩამოთვლილ ღვთისმეტყველებს მაშინ კითხულობდა, თქვენ აკვანში რომ იწექით 58.gif biggrin.gif და ძალიან დამაჯერებლად ამბობს ყველაფერს, არც წმ. წერილის ციტატების მოყვანა უჭირს და არც წმ. მამების. და რატომღაც ახლა თქვენ რომ დაგიჯეროთ და არა მამა არჩილს biggrin.gif (გამეცინა და მერე როგორ laugh.gif )


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 26 2008, 06:44 PM
პოსტი #430


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მარიამი
მოდი მარტო ამაზე გკითხავ:
ციტატა
და რატომ არ შეიძლება, რომ ასეთ ადილებს შორის იყოს საქართველო? რატომაა გამორიცხული?

შენ გგონია, რომ ის მთები იმ შინაარსითაა გაგებული წმინდა წერილში, რომ იმ მთებში ანტიქრისტეს ბატონობა არ იქნება? biggrin.gif

მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ რამხელა იყო და როდის სვამდა დედის რძეს - დამიჯერე biggrin.gif
მოდი ამაზე არ გვინდა აპელირება, უბრალოდ რაზეც გეკითხები იმაზე მიპასუხე ხოლმე...
შენ მართლა ეგრე გესმის ივერიის გაბრწყინება, როგორც უბრალოდ თავშესაფარი? და ამას გგონია მამა არჩილი მიიღებს სწორ ვერსიად?

ხედავ ჩიხში მიდის ასეთი გაგება, თუ არ მიდის, ამიხსენი, ოღონდ ისე არა, შენ ლაწირაკი ხარ და მამა არჩილი შენზე დიდიაო - ეს მეთოდი მეთოდი არაა...

პ.ს.
ისე მგონი თემას გდავუხვიეთ... მთავარზე განვაგრძოთ:
1992 წელი ნილოსმა იწინასწარმეტყველა უბრალოდ როგორც ინტერესის სფერო? თუ მას კავშირი აქვს ბოლო ჟამთან?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 27 2008, 03:55 AM
პოსტი #431


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
საქართველოზე არსებობს ასეთი წინასწარმეტყველებები (არა-ქართველების სხვათაშორის) და მე ამის მჯერა. თქვენ არ გჯერათ, კი ბატონო, არ გაძალებთ. მაგრამ თქვენც ნუ მაძალებთ, რომ არ დავიჯერო

მარიამ, ცხადზე უცხადესად დაგიდე წმ. წერილი,რომელიც სრულიად უარყოფს მსგავს რამეს და როგორ ეწინააღმდეგები? აქ მე მჯერა და შენ გჯერა აღარაა, არამედ წმ. წერილი უპირველესი ავტორიტეტი ეკლესიაში...
დანარჩენი კანუდოსელმა დაწერა და მეც ბევრჯერ...
აი ეს გაითვალისწინე, წმ. წერილიდან გამომდინარეა:
ციტატა
1. საქართველოსათვის რაიმე ტერიტორიალური გადამრჩენელი, ანტიქრისტესაგან თავისშემფარებელი როლის მინიჭება პირდაპირ ეწინააღმეგება წმ. წერილს.
2. აქედან გამომდინარე წმ. წერილს ეწინააღმდეგება, ის რომ ჩვენთან ანტიქრისტე ვერ გამეფდება ან ცოტა ხანს გამეფდება და ან ჩვენ მაინც მაგრები ვართ და მსგავსი , წმ. წერილი ( იხ. ზემოთ, აღარ გავიმეორებ ათჯერ) პირდაპირ და ნათლად ამბობს საყოველთაო დევნაზე და ანტიქრისტეს მეუფებაზე მთელს მსოფლიოში, გამონაკლისის გარეშე, თავშესაფრებიც იქნება ყველგან გაფანტული და იქაც იქნება დევნა!
3. ნებისმიერი ნეოესქატოლოგია, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ან ვერ პოულობს ვერანაირ დასაყრდენს წმ. წერილში და დიდ წმ. მამებში, იგი უარსაყოფია ან უკიდურეს შემთხვევაში კრიტიკით შესასწავლი

ამ შემთხვევაში რაც დავწერე, არაფერია ჩემი პირადი აზრი, არამედ დამასკელის და სახარების, 100 % ამოვდივარ მათგან



ეს რომ თქვი,
ციტატა
აგერ კაიროსმაც ასე ახსნა ივერიის გაბრწყინება, რომ ხალხი მოინანიებსო და რწმენით გაბრწყინდებაო

მთლად სწორი არაა, მე არ მითქვამს ეს, ვთქვი, თუ გაბწყინება იქნება უცილობად მოწამეობაში, და ეს არ იქნება მხოლოდ ივერიაში, არამედ ყველგან სადაც ქრისტიანი ეწამება და ეწამებიან ყველგან, და არ იქნება ადგილი სადაც არ ეწამებიან... ამას ამბობს წერილი და დავუჯეროთ smile.gif

ციტატა
მთავარზე განვაგრძოთ:
1992 წელი ნილოსმა იწინასწარმეტყველა უბრალოდ როგორც ინტერესის სფერო? თუ მას კავშირი აქვს ბოლო ჟამთან?

თანახმა ვარ გაგრძელდეს ამ თემაზე, მე ვინარჩუნებ ჩემს იდეას, რომ როგორც ბევრი გამომთვლელი, ეს წმიდანიც შეცდა, როგორც შეცდა წმ. გრიგოლ დიოლოღოსი როცა თავის ეპოქაში წინასწარმეტყველებდა მეორედ მოსვლას და ბევრი სხვა... ამიტომ საინტერესო იქნება ამ საკითხში ჩაღრმავება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 27 2008, 09:48 AM
პოსტი #432


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



იმედია, იგივეს არ დაატრიალებთ მე-100-ედ მეთქი კი ვთქვი, მაგრამ რად გინდა. კონკრეტული პასუხების მაგივრად, ზოგადი "წმ. წერილში ასე არ წერია" და იგივეს ტრიალი. წმ. წერილში საქართველო საერთოდ არაა ნახსენები და ამიტომ რა? თუ რამე წინასწარმეტყველება არსებობს საქართველოზე, ყველაფერი ტყუილია? ვაიიიიი dry.gif
ზაზა, შეიძლება ნებისმიერ მთებში შეაფარონ თავი, მაგრამ მე სულ სხვა რამეს ვამბობ: ე.ი. იარსებებს თავშესაფარი ადგილები-მეთქი (თუ კიდევ ვერ გაიგებ, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდები biggrin.gif) და ამ ადგილებს შორის, რატომ არ შეიძლება საქართველო იყოს-თქო. გასაგებია თუ კიდევ ვერა?
ციტატა
1992 წელი ნილოსმა იწინასწარმეტყველა უბრალოდ როგორც ინტერესის სფერო? თუ მას კავშირი აქვს ბოლო ჟამთან?

წმ. ნილოსმა იწინასწარმეტყველა შემდგომი მოვლენები, მათ შორის ბოლო ჟამისაც. მაგალითად, 1917 წელს მონაზვნობის გაუქმებაც (თუ დაკნინება) იწინასწარმეტყველა, და ეს ნიშნავს, რომ 1917 წელს მეორედ მოსვლა უნდა ყოფილიყო? მან იწინასწარმეტყველა მომავალი, და ასევე ბოლო ჟამის მოვლენები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს ამჯერად მაინც, რომ იგივეს არ დაატრიალებთ, თან უარგუმენტოდ!!!

ციტატა
არ იქნება ადგილი სადაც არ ეწამებიან... ამას ამბობს წერილი და დავუჯეროთ

სად ამბობს აბა? ისე საქართველოში დევნა არ იქნებაო, არც არავინ ამბობს. საქართველოშიც იქნება, მხოლოდ მცირე ხნითო და საბოლოოდ ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამსო. ეს ისე... ვინც არ იცის...

ციტატა
საქართველოსათვის რაიმე ტერიტორიალური გადამრჩენელი, ანტიქრისტესაგან თავისშემფარებელი როლის მინიჭება პირდაპირ ეწინააღმეგება წმ. წერილს.

აბა სად ეწინააღმდეგება?

აპოკალიფსში რომ წერია, მხეცს ყველა ერი და ტომი დაემორჩილებაო? rolleyes.gif იმედია, მაგ ციტატას არ მოიყვანთ ამის დასტურად smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 27 2008, 12:43 PM
პოსტი #433


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



კანუდოსელი
KAIROS

კარგით ახლა უნდა ამ ადამიანს სჯეროდეს ის რომ საქართველოს მთებსი შეეფარებიან ანტიქრისტეს გამოქცეული სხვა ერები smile.gif ააცალეთ რწმენა მარიამს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 27 2008, 12:57 PM
პოსტი #434


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Oct 27 2008, 10:48 AM) *

წმ. ნილოსმა იწინასწარმეტყველა შემდგომი მოვლენები, მათ შორის ბოლო ჟამისაც. მაგალითად, 1917 წელს მონაზვნობის გაუქმებაც (თუ დაკნინება)

კონკრეტული გკითხე და კონკრეტული მიპასუხე: 1992 წელზე

არ გედავები რომ მეორედ მოსვლაზე არაა, გედავები იმაზე, რომ ბოლო ჟამის დასაწყისზეა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 27 2008, 01:05 PM
პოსტი #435


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
არ გედავები რომ მეორედ მოსვლაზე არაა, გედავები იმაზე, რომ ბოლო ჟამის დასაწყისზეა...

თუნდაც მასე იყოს... ბოლო ჟამის დასაწყისზე იყოს თუ გინდა (თუმცა ეს არსად წერია). შენ თვითონ ამბობ, ბოლო ჟამი ქრისტეს მოსვლის მერე დაიწყოო tongue.gif კაი ამას შევეშვათ (მით უმეტეს, რომ მართალია). ვთქვათ, წმ. მამა ამბობს, რომ ბოლო ჟამის მოვლენები დაიწყო რომელიღაც პერიოდში. რატომ მოდის ეს წინააღმდეგობაში წმ. წერილთან? განა ვინმე წერს, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს? ხომ შეიძლება დღეს დაიწყოს და 1000 წელს გაგრძელდეს? ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ რასაც უფალი ამბობს ბოლო ჟამის შესახებ, ის მოვლენები ასრულებას იწყებს. მეტ-ნაკლებად ეს ყველა საუკუნეში ხდებოდა. ჩვენს საუკუნეში უფრო სწრაფად და უფრო დიდი მასშტაბებით ხდება. თუმცა როდის დამთავრდება და როდის მოვა ანტიქრისტეს დრო, არავინ იცის და არც არავინ ამბობს.
ანუ: მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის და შემდეგ მსოფლიოს გაერთიანება, ეს ერთი ნაბიჯია ანტიქრისტეს გაბატონებისკენ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ როცა ხალხზე დაიწყება მასობრივი კონტროლი, ესეც ნიადაგს უმზადებს ანტიქრისტეს გაბატონებას. არ ეთანხმები?


და ბოლოს ვიმეორებ თხოვნას: მომიყვანეთ წმ. წერილიდან ციტატები, რომელიც ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებებს საქართველოს შესახებ. და რაც თითქმის ყველა პოსტში გიწერიათ (კაიროსს და კანუდოსელს მივმართავ).


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 27 2008, 01:16 PM
პოსტი #436


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი



გუშინ მარშრუტკაში გნახე ცოლ-შვილთან ერტად, 4 ნომერში smile.gif))

რა ღვთისმეტყველური პოსტია, ცოტა რომ დავუკავშიროთ ამ ფოურმს, დავამატებ, რომ ყველანი წირვაზე მივდიოდით smile.gif))



შემინსოს ძვირფასმა მოდერმა.

KAIROS
ციტატა
თუ გაბწყინება იქნება უცილობად მოწამეობაში


რატომ განმარტავ, რა იცი??? ეს მხოლოდ ვარაუდია კაიროს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Oct 27 2008, 02:04 PM
პოსტი #437


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(afxazi @ Oct 25 2008, 10:18 AM) *

sergi_glaxa

გააჩნია ამ სიმართლეს როგორ იტყვი ჩემო გლახა. ირონიანარევი სიმართლე ჩათვალე რომ არასოდეს იქნება მოწონებული.
მე მგონია რომ დავა ამ საკითხზე ზედმეტია აბსოლუტურად.

საეკლესიო სწავლება ზოგადია და არა კონკრეტული რომელიმე ერისა. ისე ერთი ხუმრობისა არ იყოს საქართველოში ანტიქრისტე გამეფებას მართლა ვერ შეძლებს რადგან ქართველებს ერთი პირი არასოდეს ქონიათ და არ მას დაალიან გამეფებას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუმა ეს ხუმრობით.

მე ვფიქრობ ასეთი ფიქრი ეგოიზმის შედეგი უფროა, რადგან არავისზე მეტი არა ვართ და ამას რელიგირუ მოტივები არ ჭირდება.

მითუმეტეს საეკლესიო მოძღვრება ყველას მიეცა თანაბრად და საქართველო და ქარველები რაღაც გამორჩეულობის პრინციპით არ სარგებლობენ.

თუ ადამიანი აშავებს ის უფლის წინაშე ნამდვილად ვერ ისარგებლებს იმ პრივილეგიით რომ ის ქართველია, ეს აბსოლუტურად გამორიხულია და ამის დაშვება პირდაპირ ვიტყვი შეურაცხყოფაა მთელი საეკლესიო მოძღვრებისა.


დათო, ვინ და სად ამბობს რომ თუ ადამიანი აშავებს, მას უპირატესობა ენიჭება უფლის წინაშე მხოლოდ ქართველობისთვის? მე ვფიქრობ თქვენს მიერ არის არასწორად გაგებული და ინტერპრეტირებული ის წინადადებები, რომლებიც ჩემთვის და ბევრისთვი ძალიან ძვირფასია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბევრისთვის ან არაფრის მთქმელი, ან საქილიკო.
თუ ღვთის წყალობა შენზე მეტად გადმოდის და ჩემზე ნაკლებად შენთან შედარებით, ეს რისი შედეგია? - იმისი რომ შენ დათო გქვია და მე ანა, თუ სხვა რამის?
იგივეა ერებთან...


ციტატა(KAIROS @ Oct 25 2008, 12:44 AM) *

1. საქართველოსათვის რაიმე ტერიტორიალური გადამრჩენელი, ანტიქრისტესაგან თავისშემფარებელი როლის მინიჭება პირდაპირ ეწინააღმეგება წმ. წერილს.
2. აქედან გამომდინარე წმ. წერილს ეწინააღმდეგება, ის რომ ჩვენთან ანტიქრისტე ვერ გამეფდება ან ცოტა ხანს გამეფდება და ან ჩვენ მაინც მაგრები ვართ და მსგავსი , წმ. წერილი ( იხ. ზემოთ, აღარ გავიმეორებ ათჯერ) პირდაპირ და ნათლად ამბობს საყოველთაო დევნაზე და ანტიქრისტეს მეუფებაზე მთელს მსოფლიოში, გამონაკლისის გარეშე, თავშესაფრებიც იქნება ყველგან გაფანტული და იქაც იქნება დევნა!
3. ნებისმიერი ნეოესქატოლოგია, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება ან ვერ პოულობს ვერანაირ დასაყრდენს წმ. წერილში და დიდ წმ. მამებში, იგი უარსაყოფია ან უკიდურეს შემთხვევაში კრიტიკით შესასწავლი smile.gif

ამ შემთხვევაში რაც დავწერე, არაფერია ჩემი პირადი აზრი, არამედ დამასკელის და სახარების, 100 % ამოვდივარ მათგან, ამიტომ თუ შემეკამათებით მაშინ სჯობს იგივე წყაროებიდან smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


კაიროს, არ გეკამათები, უბრალოდ მინდა შეგახსენო, რომ ვარსებობთ ადამიანები, რომელთაც გვჯერა, რომ ფილადელფიის ეკლესიის ქვეშ საქართველოს ეკლესია იგულისხმება. მანდ კი წერია შემდეგი სიტყვები: ”10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა” ამდენად დიდ გამოცანას არ წარმოადგენს ის, თუ საიდან მოვიდა სიტყვები - ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს.

როგორც ვიცით, შვიდ ეკლესიათა შორის, რომლებზეც გამოცხადებაშია საუბარი, ფილადელფიის ეკლესია ასე ვთქვათ, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაშია, რაც შედეგია მისი ღვაწლისა, საქმეებისა (სწორედ ამას მოვიაზრებ აფხაზის მიმართ დასმულ კითხვის პასუხად) და არა იმისა თუ რომელ ერს განეკუთვნება იგი:

7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი. 8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი. 9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ. 10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა. 11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი. 12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი. 13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 27 2008, 02:19 PM
პოსტი #438


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ოოოოოოოოოო საქართველოოოოოოო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 27 2008, 03:00 PM
პოსტი #439


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sergi_glaxa
ციტატა
ოოოოოოოოოო საქართველოოოოოოო



ნწუუუუუუუუუ, ოოოოოოოოოოოო ფილადელფიის ეკლესიააააააააავ. ასეა ნენა ბიბლიაში ნაწერი და ფილადელფიის ეკლესიის ქვეშ რომელი გიულისხმება ვინ იცის. ისე, შენ თუ არ გინდა ნუ დაიჯერებ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 27 2008, 03:02 PM
პოსტი #440


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.

ვახ, ამას ახლა მივაქციე ყურადღება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 20 21 22 23 24 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 06:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი