![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#461
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
მნათე თხოვნა იყო ჩემი მხრიდან რომ აღარ შევხებოდით ამ საკითხს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#462
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მაშინ დავხურავ, მაგრამ არ მინდა ასე გავაკეთო რადგან თემა თავისთავად საინტერესოა. მე შემოგთავაზებთ ასეთ მიმართლებას, რომ საეკლესიო ისტორიის საფუძველზე, ანუ რა დროს რა მოლოდინი ქონდათ მეორედ მოსვლისადმი სხვადასხვა ეპოქაში აი ეს მიმოვიხილოთ. საქართველოს საკითხს კი შეეშვით. თუ მოვახერხე ამ საკითხზე ლექციას დავდებ. არა, დავით ( რაფერ გული მწყდება, რომ ვერ გაგიცანი ![]() ![]() რადგან აქ როცაა უფრო იკითხება, ვიდრე არქივში... შენს მიერ დასახული გზა მართლაც საინტერესოა და შევეცადოთ მაგ გზით სიარული, ისე მე მაგას უკვე შევეხე გრიგოლ დიოლოღოსის მაგალითზე "კერძო აზრი ანუ თეოლოღუმენი ეკლესიაში"... მასე სჯობს, აქ და ამ შემთხვევაში მაინც... იხარე; კაიროსი! პ.ს. დაუჯერე მნათულიკო ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#463
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
KAIROS
ციტატა არ დახურო... ცხადია არ დავხურავ. ციტატა რაფერ გული მწყდება, რომ ვერ გაგიცანი მეც მწყდება გული, მაგრამ არა უშავს მომავალში გაგიცნობ აუცილებლად ![]() ![]() ციტატა შენს მიერ დასახული გზა მართლაც საინტერესოა და შევეცადოთ მაგ გზით სიარული, ხო მეც ძალიან მაინტერესებს. ამას წინეთ მაგ საკითხზე გვქონდა ლექცია ჭელიძესთან და ძალიან დამაინტერესა. იქნებ მოვახერხო და ფუცელზე გადმოვიტანო ეს ლექია (ჩანაწერი მაქვს). სხვადასხვა დიდი მამებია დასახელებული, რომლებიც ტავის ეპოქაში ელოდნენ მეორედ მოსვლას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#464
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
afxazi
პრობლემა იცი რაშია? რომ მოძღვრები რასაც ამბობენ, თუნდაც სისულელე იყოს, მათ დაუჯერებენ ვიდრე შენ და მე. აკი აღნიშნა მარიამმაც, რომ ჩვენ ხომ ჯერ დედის რძე არ გვქონდა შემშრალი ტუჩებზე, როდესაც მისი მოძღვარი დიდ ღვთისმეტყველთა ნაშრომებს კითხულობდა. საშიში იცი რა არის? ის კი არა, როდესაც რომელიმე გაუნათლებელი მღვდელი აბრახუნებს სისულელეს, არამეტ საშიში სწორედ ეგაა, როდესაც ასეთი ადამიანი, როგორიც მამა არჩილია, ასეთ ნონსენსს უჭერს მხარს... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
![]()
პოსტი
#465
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მოძღვრები ზედმეტად თამამები არიან საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში, ამით ისინი ხელს უწყობენ სამოძღვრო პაპიზმის განვითარებას, თან აქტიურად...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#466
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ეს ყოველივე სისულელეა, რადგან ერთ შემთხვევაში ეწინააღმდეგება საღ აზრს (ჩერნიგოველის წინასწარმეტყველება), ხოლო მეორეში - წმინდა წერილს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო ჟამი არავინ იცის და არ მითხრას არავინ, რომ რადგან იქ ზუსტი თარიღი დასახელებული არაა, ე.ი. ყველაფრი წესრიგშიაო...არაა ასე, იქ ნილოსის წინასწარმეტყველების ბაზაზე "მტკიცდება", რომ ბოლო ჟამი მოხდება არაუგვიანეს 5 საუკუნის შემდეგ ზაზა, საქმე რაშია იცი? გეტანხმები რომ არავინ იცის მეორედ მოსვლის ტარიღი, მაგრამ აარც არავინ ასახელებს, ზუსტ თარიღს აბა ვინ ასახელებს? მხოლოდ ამბობენ, ამ საუკუნეში იქნება, ამს ალბათ იმაზე დაყრდნობით, ამბობენ, რასაც ხედავედ დღეს მსოფლიოში. ვგულისხმობ, მსოფლიო მორალს, ომებს და აშ. თარიღი არავინ იცის, მაგრამ ამადა ამ ნიშნებს რომ ნახავთ იცოდეთ მოახლოვებულიაო, ამასაც ხომ ამბობს ჩვენი ბიბლია. რამდენად, სწორი არიან ჩვენი მამები ეგ არავინ იცის, იმიტომ რომ მორალური მხარე და ომები არც სხვა საუკუნებში იყო მისაღებ დონეზე. შესაძლებელია კიდევ უარესიც იყოს, ან მომავალ საუკუნეებში და წლებში მორალური თუ სხვა მხარეები პირიქით გამოსწორდეს, რასაც სემდგომ უარესი მოჰყვება ისევ და აშ. ასე უკვე იყო ადრეც. ამიტომ, არავინ იცის, მართლაც ამ საუკუნეში იქნება მეორედ მოსვლა თუ სხვა საუკუნეში, მაგრამ ალბათ, რაღაც ,,ნიშნების,, საფუზველზე, მაინც ამბობენ ამას წიმნდა მამები. ხოდა ძალიან კი ნუ გავაცამტვერებთ, ზოგს აწუხებს ი მორალური მხარე, რაც დღეს მსოფლიოშია და ამაზე უარესი ვეღარც წარმოუდგენია, შესაძლებელია ამის გამო ,,წინასწარმეტყველებს,, და არა იმიტომ, რომ არიქა და მან იცის და მას განუცხადდა. ანუ, ხომ მიხვდი რას ვამბობ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვარაუდობს უფრო, ვიდრე წინასწარმეტყველებს. თანაც სულაც არ ამბობს, 2011 წლის 10 აგვისტოს იქნებაო (ეს ტარიღი შეინახეთ, ეგებ გამოვიცანი ![]() კარგით რა, კაცი რომ სტალინის და ლენინის ეპოქაში იცხოვრებდა, რაღაც უნდოდა იმას წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე ან ანტიქრისტეს სამომავლო გამეფებაზე, გამეფებულებს არ უყურებდნენ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
BOO |
![]()
პოსტი
#467
|
![]() ბუუუუ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 ![]() |
პრობლემა იცი რაშია? რომ მოძღვრები რასაც ამბობენ, თუნდაც სისულელე იყოს, მათ დაუჯერებენ ვიდრე შენ და მე. აკი აღნიშნა მარიამმაც, რომ ჩვენ ხომ ჯერ დედის რძე არ გვქონდა შემშრალი ტუჩებზე, როდესაც მისი მოძღვარი დიდ ღვთისმეტყველთა ნაშრომებს კითხულობდა. ეს ბუნებრივი ასეც მოხდება..ის მოძღვარია და მან უკეთ იცის..ეს პრინციპი უბრალოდ როცა ადაიამს აქვს სათანადო რელიგიური ცოდნა, მან იცის ვის უნდა დაუჯეროს და ვის არა, რა არის სისულელე და რა არა ..ხოდა ასეთი რელიგიურად დანათლებული პიროვნები ცოტანი არიან როცა მოძღვარს ვეთანხმებით და ვიჯერებთ თუნდაც სილუელეში ეს ჩვენივე ბრალია ..ჩვენივე სიბნელის ბრალია ![]() თუ მიმიხვდით ეხა რისი თმქა მინდოდა? |
afxazi |
![]()
პოსტი
#468
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა afxazi პრობლემა იცი რაშია? რომ მოძღვრები რასაც ამბობენ, თუნდაც სისულელე იყოს, მათ დაუჯერებენ ვიდრე შენ და მე. აკი აღნიშნა მარიამმაც, რომ ჩვენ ხომ ჯერ დედის რძე არ გვქონდა შემშრალი ტუჩებზე, როდესაც მისი მოძღვარი დიდ ღვთისმეტყველთა ნაშრომებს კითხულობდა. საშიში იცი რა არის? ის კი არა, როდესაც რომელიმე გაუნათლებელი მღვდელი აბრახუნებს სისულელეს, არამეტ საშიში სწორედ ეგაა, როდესაც ასეთი ადამიანი, როგორიც მამა არჩილია, ასეთ ნონსენსს უჭერს მხარს... მნათე ციტატა მოძღვრები ზედმეტად თამამები არიან საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაში, ამით ისინი ხელს უწყობენ სამოძღვრო პაპიზმის განვითარებას, თან აქტიურად... გარკვეულწილად გეთანხმებით მაგრამ, ვფიქრობ აღარააა ამ მიმართულებით საუბრის გაგრძელება საჭირო რადგან ძალიან დიდი პრობლემებს გადავწვდებით, მაგრამ ერთი პარალელი მინდა გავავლო ამ თარიღობრივ გამოთვლებთან დაკავშირებით. ხადია როდესაც ადამიანი ცდილობს არათუ ზუსტი არამედ მიახლოებითი თარიღი გამოითვალოს მეორედ მოსვლისა ცდება და ის საწადელს ვერასოდეს ვერ მიაღწევს რადგან გარკვევითაა სახარებაში თქმული რომ ეს საღვთო საიდუმლოა. ცხადია ისიც რომ მამა არჩილის ეს მოსაზრებაც კერძოობითი მოვლენაა და ზოგად ჭეშმარიტებასთან მას საერთო არ აქვს, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რომ ზოგიერთს ჯერა ამის მე არ მაძლევს იმის უფლებას რომ ან ეს მოძღვარი ან ის ვისა მისი ჯერა აუგად მოვიხსენიო, რადგან საეკლესიო ტრადიციაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მეორედ მოსვლას ელოდნენ თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში ისეთი დიდი მამები, როგორებიც არიან ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, ეპიფანე კვიპრიელი, მაკარი დიდი (მეგვიპტელი) და სხვა. დავგმოთ ისინიც ასე რომ იქცეოდნენ? მაგრამ მათი ეს შეხედულება კიდევ ერთხელ ვიმეორებ კერძოობითი მოვლენა იყო და მას არ მისცემია საყოველთაო შეხედულების მნიშვნელობა. ასე იქნება ეხლაც და ამაში რაღაც საშინელებას ვერ ვხედავ, მაგრამ ცხადია სამწუხარო ისაა რომ დღეს ასეთ აზრს საყოველთაო მოლოდინის მნიშVნელობა ენიჭება ხოლმე. იმ აზრს ვეთანხმები რომ დღეს ასეთი შეხედულების გავრცელება ცოტა საფრთხილოა. ერთი სიტყვით კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ ამ მიმართულებით (ვგულისხმობ მამა არჩილს და საქართველოს გამორჩეულობის საკითხს) ნუ წავალთ. განვიხილოთ თუ რა გზა განვლო ესქატონომიურმა მოლოდინმა, მაცხოვრის ამაღლებიდან თუნდაც დღემდე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#469
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა განვიხილოთ თუ რა გზა განვლო ესქატონომიურმა მოლოდინმა, მაცხოვრის ამაღლებიდან თუნდაც დღემდე. როგორც სჩანს ეს გზა ნაკლებად მიმზიდველია ![]() აი ბატონებო, რასაც გწერდით ნაციონალურ ესქატოლოგიაზე, აი რუსული ესქატომანია, უკავშირებენ კათოლიკურ სასწაულს ფატიმასი, სადაც ვითომ მალევე ( 2015 წელს ზოგის აზრით) , დაიწყება რუსული გაბწყინება ![]() და ვითომ ეს იდიოტიზმი, თავად რომის პაპმა დამალა, და რაც გამოქვეყნდა იმაში წერია: Россия спасется обращением к Богу, и о том, что через преображенную Россию - державу мира и небесной любви, утвердившуюся силою Животворящего Креста, просиявшего с Соловецкой горы, совершится великая победа над вавилонской блудницей и красным драконом, описанным в Апокалипсисе. აი ასე ესმით преображенную Россию - державу мира ; ყველგან დერჟავას რომ ურევენ, ოღონდ აქ მსოფლიოს, მერე განმარტებებში და ოცნებებში მიდიან, მეძავი ამერიკააო, და დრაკონი ჩინეთიო, ხოდა დავამრცერხბთ ყველასო და მსოფლიო იმპერია ვიქნებითო ... ერთი დიდი ვშპ რუს ოკუპანტებს ![]() აი ლინკი, სხვატაშორის იქ პაპ ბენედიქტე ნახავთ გიტლერიუგენდის ფორმაში, და მის ფაშიზმის სიმპატიებზე წერენ, ე სისულელეა, რადგან პაპი როცა პატარა იყო ეს ფორმა ლამის ყველს ეცვა და არაერთხელ საყოველთაოდ გმობს ფაშიზმის პაპარაცი ![]() მოკლედ გაეცანით ![]() http://smi.marketgid.com/news/1563?partner=15 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#470
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
http://www.files.ge/file/359076/01---A-mp3.html
მამა თეოდორე გიგნაძე საუბრობს ესქატოლოგიის შესახებ. საკმაოდ საინტერესოა -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
lamaria? |
![]()
პოსტი
#471
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 17-June 08 წევრი № 5,106 ![]() |
ამ საკითხში კარგად ვარ გათვითცნობიერებული ჩემთავზე არ ვიტყვი.უნდა ვიცოდეთ ის წინასწარმეტყველები ნიშნები (დამახსოვრებული გვქონდეს უბრალოდ)ასევე მამებს კარგად აქვთ დახასიათებული თუ როგორი იქნება იმდროინდელი საზოგადოება.მოლოდინი სიფხიზლე ყოველთვის უნდა გვქონდეს და რახან 1,2 5,დააშ მამების მოლოდინი არ გამართლდა ამიტომ ისინი რამეში შესცდნენ არამედ მოლოდინზე და სიფხიზლეზე უფალი 3ჯერ გვეუბნება დამოგვიწოდებს.(არ ვგულისხმობ ისეთ გამოვლინებებს რუსეთში ორმოები რომ ამოთხარეს და კარტოფილები მოიმარაგეს და აშ.) სიენენს კი არ ვუყუროთ არამედ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს ასევე მსოფლიო საზოგადოების სულიერი დონის ცვალებადობები.ისე კი იმ დროს ისეთი რამეები მოხდება რომ ცოტა თუ გონება გიჭრის მიხვდები რომ ახლოაჟამი.კარგია აპოკალიფსაც თუ გავიგებთ ნელნელა წმინდა მამების დახმარებით. ბოლოს ვიტყვი ჩვენთან მიმართებაში დაუჯეროთ პატრიარქ იგი ბევრ საინტერერსოს ამბობს ხოლმე ამ თემაზე თავის ქადაგებებში. თავიდან ამ საკითხს რომ ვეცნობოდი და რომ ვიფიქრე შეიძლება მოვსწრებოდი ამ ყველაფერს სამდურავები დავიწყე უფალზე რატომ შემქნა ამ დროს ცოტა ადრე რომ დავბადებულიყავი უფრო კარგი არ იქნებოდა წმინდანებს ეშინოდათ და მე რაღა უნდა ვქნა.მაგრამ მერე კარგად რომ დავფიქრდი და ახლაც ასე ვფიქრობ იყოს ნება ღვთისა როგორც ენებოს ისე წარმართოს ჩემი ცხოვრება მე კი მუდამ უნდა ვმადლობდე და ვადიდებდე უფალს მიუხედავად ყოველივე ჩემზე მოწევნული განსაცდელისა. ნამდვილად გეთანხმები. დიდ არს უფალი და იყოს ნება მისი |
elusia |
![]()
პოსტი
#472
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
ეხლა რომ ვინმე გამოჩნდეს და გითხრათ აი ეს არის ანტიქრისტეო და მართალიც იყოს ,, მაშინ მანახა თქვენი სახეები, რას ვიცინებ..
![]() -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
elusia |
![]()
პოსტი
#473
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 ![]() |
G_I_O_R_G_I_
ციტატა და თუ ამ ჩიპს არ ჩაიდგავ ხელში ან შუბლზე ვერც ვერაფერს იყიდი და ვერც ვერაფერს გაყიდი ხელზე მარტო არ არის საკმარისი ..რა საჭიროა შუბლზე? -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#474
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
მთელს თემას ვერ გადავიკითხავ და იქნებ მითხრათ აი ეს:
ციტატა დღე იქნება როგორც საათი, კვირა როგორც დღე, თვე როგორც კვირა და წელიწადი - თვე (აქ აღწერს ზღვის ადუღებას და ადამიანების შიმშილით ამოწყდომაზე)...ოდნავ ქვემოთ კი წერია: რათა უფრო სწრაფად დამთავრდეს ღმერთის მიერ ნაწინასწარმეტყველები საუკუნეთა რიცხვი რვა (ანუ სამყაროს შექმნიდან მერვე ათასწლეული) საიდან არის აღებული? ადრე ინტერნეტში არაერთხელ შემხვედრია მტკიცება იმის შესახებ რომ სამყარომ ზუსტად 8000 წელი უნდა იარსებოს და ამის პირველწყარო სად არის? ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#475
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
arcivi9
ციტატა საიდან არის აღებული? ადრე ინტერნეტში არაერთხელ შემხვედრია მტკიცება იმის შესახებ რომ სამყარომ ზუსტად 8000 წელი უნდა იარსებოს და ამის პირველწყარო სად არის? "გრაალის" "ქვეყნის აღსასრულში" ![]() ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
georgios |
![]()
პოსტი
#476
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
arcivi9
ციტატა საიდან არის აღებული? ადრე ინტერნეტში არაერთხელ შემხვედრია მტკიცება იმის შესახებ რომ სამყარომ ზუსტად 8000 წელი უნდა იარსებოს და ამის პირველწყარო სად არის? ყოველ შემთხვევაში ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციას არ მიეწერება ეს. თუმცა იყო არა ერთი შემთხვევა თარიღის დანიშვნის. მაგალითად 1492 წელს ელოდებოდნენ ქვეყნის აღსასრულს. თვლიდნენ, რომ ეს იყო სამყაროს შექმნიდან მე-7000 წელი და სამყაროს კი უნდა ეარსება 7000 წელი. პასქალიები ამ წლამდე ჰქონდათ გამოთვლილი და იმის მერე აღარც ფიქრობდნენ გაგრძელებას... მაგრამ როგორც ვხედავთ, არ აღმოჩნდა სიმართლე. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#477
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა "გრაალის" "ქვეყნის აღსასრულში" ეგეთი რამ მე იქ არ მახსოვს ![]() georgios ციტატა ყოველ შემთხვევაში ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციას არ მიეწერება ეს. და საიდან მოვიდა ეს რიცხვი? საქმე იმაშია რომ მე ანტიქრისტეს შესახებ საეკლესიო გადმოცემების კითხვის დროს შეხვედრია ეს და ამიტომ დავინტერესდი ![]() ციტატა თუმცა იყო არა ერთი შემთხვევა თარიღის დანიშვნის. მაგალითად 1492 წელს ელოდებოდნენ ქვეყნის აღსასრულს. თვლიდნენ, რომ ეს იყო სამყაროს შექმნიდან მე-7000 წელი და სამყაროს კი უნდა ეარსება 7000 წელი ეს ვისი დანიშნული იყო? კათოლიკური თუ მართლმადიდებლური ეკლესიის? კათოლიკურმა 1000 წელს რომ დანიშნა ქვეყნიერების აღსასრული ეს ცნობილია და 1492 წელზე მე აქამდე არაფერი მსმენია |
georgios |
![]()
პოსტი
#478
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
arcivi9
ციტატა და საიდან მოვიდა ეს რიცხვი? საქმე იმაშია რომ მე ანტიქრისტეს შესახებ საეკლესიო გადმოცემების კითხვის დროს შეხვედრია ეს და ამიტომ დავინტერესდი სად შეგხვდა და რომელ გადმოცემაში? მასეთი არ გამიგია. არ აქვს მაგას ოფიციალურ სწავლებასთან კავშირი. ციტატა ეს ვისი დანიშნული იყო? კათოლიკური თუ მართლმადიდებლური ეკლესიის? კათოლიკურმა 1000 წელს რომ დანიშნა ქვეყნიერების აღსასრული ეს ცნობილია და 1492 წელზე მე აქამდე არაფერი მსმენია კათოლიკურში არ მახსოვს და რუსები პასქალიებს აღარ ითვლიდნენ. 1000 წელს კათოლიკური ეკლესია არ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ერთიანი ეკლესია იყო და ეგ 1000 წელი რომ გავიდა ქრისტეს შემდეგ, ძალიან გაუცრუვდა იმედი ბევრს და შემდეგ გადათვალეს ქრისტეს ჯვარცმიდან და დაუმატეს კიდევ ანტიქრისტეს ბატონობის წლები და გამოუვიდათ 1037 წელი, მაგრამ არც მაშინ მომხდარა რამე... -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
arcivi9 |
![]()
პოსტი
#479
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 5-November 09 წევრი № 7,690 ![]() |
georgios
ციტატა სად შეგხვდა და რომელ გადმოცემაში? აი ეს არ მახსოვს სამწუხაროდ ზუსტად სად ვნახე, ინტერნეტში იყო ქართულად, თუ შემხვდა დავდებ აქ ციტატა კათოლიკურში არ მახსოვს და რუსები პასქალიებს აღარ ითვლიდნენ. 1000 წელს კათოლიკური ეკლესია არ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ერთიანი ეკლესია იყო და ეგ 1000 წელი რომ გავიდა ქრისტეს შემდეგ, ძალიან გაუცრუვდა იმედი ბევრს და შემდეგ გადათვალეს ქრისტეს ჯვარცმიდან და დაუმატეს კიდევ ანტიქრისტეს ბატონობის წლები და გამოუვიდათ 1037 წელი, მაგრამ არც მაშინ მომხდარა რამე... საინტერესო კია, ბიბლია არ ჰქონდათ წაკითხული? რის საფუძველზე "დაადგინეს" ეს თარიღი? |
georgios |
![]()
პოსტი
#480
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
arcivi9
ციტატა აი ეს არ მახსოვს სამწუხაროდ ზუსტად სად ვნახე, ინტერნეტში იყო ქართულად, თუ შემხვდა დავდებ აქ ციტატა საინტერესო კია, ბიბლია არ ჰქონდათ წაკითხული? რის საფუძველზე "დაადგინეს" ეს თარიღი? არ ვიცი ზუსტად, საიდან დაადგინეს. როგორც ვიცი, იოანე ოქროპირი სადღაც 600 წლისთვის ელოდებოდა მეორედ მოსვლას. პირველი ქრისტიანების ნაწილი თავიანთ სიცოცხლეშივე ელოდებოდნენ. მაინც იყო მცდელობები თარიღის დადგენის, მაგრამ უშედეგოდ. ქრისტიანისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს მეორედ მოსვლის თარიღებზე მარჩიელობას. როდესაც მოიწევენ ადამიანები თავიანთ თავზე საყოველთაო უსჯულოებას და მიიღებენ მიწიერ ცრუმეფეს, მაშინ იქნება ნამდვილი ნიშნებიც. როცა საჭირო იქნება, მაშინ მოხდება ეს. ძალიან მომწონს სიტყვები: ადამიანებმა უზარმაზარი ძალისხმევა გაიღეს და უამრავი თაობის სწრაფვა დასჭირდა, რომ მომზადებულიყვნენ და მოვლენილიყო უდიდესი სათნოება - ღვთისმშობელი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბოლო ჟამზე. როგორც აღსრულებული სათნოებებით ადამიანები თავიანთ გულებში ღმერთს უშვებენ, ისევე ჩვენი უსჯულოებით ყოველი ჩვენთაგანი ვეძახით ანტიქრისტეს, რომელიც დააგვირგვინებს მიწიერ ამაოებას. თარიღების ძებნა აქ უსარგებლოა. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 12:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი