სიდონიას საკითხისათვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიდონიას საკითხისათვის |
ვეშაპო |
Feb 25 2007, 02:39 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
დამოლოცეთ მამაო!
წეღან წავიკითხე თქვენი პასუხი, ავაზაკის სასუფეველში მოხვედრასთან დაკავშირებით. თქვენ დაწერეთ, რომ ავაზაკი არის ძველი აღთქმის წმიდანი. ხომ ვერ მეტყვით, არის თუ არა, წმ. სიდონიაც ძველი აღთქმის წმინდანი? ისიც მოუნათლავი იყო და იმაშიც ვერ ვარ დარწმუნებული, რომ მისმა ძმამ მაცხოვრის კვართის ჩამოტანა სულთმოფენობამდე მოასწრო. არის ცნობილი წმ. სიდონიას გარდაცვალების თარიღი? ვრცელდება თუ არა წმ. სიდონიაზეც თქვენი პასუხი ავაზაკთან დაკავშირებით? წინასწარ გიხდით მადლობას. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დეკ. ანდრია |
Mar 1 2007, 05:52 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ედემიდან განდევნილ წინაპრებს ღმერთმა აღუთქვა მესიის მოვლინება, რომელიც დაამარცხებდა ბოროტს, სიკვდილს და შეარიგებდა კაცთა მოდგმას ღმერთს. ამ აღთქმას ჩვენ ძველს ვუწოდებთ. მისი ხსოვნით და აღთქმულის მოლოდინით ცხოვრობდა ძველი აღთქმის ადამიანი ქრისტეს მოსვლამდე. მაცხოვრის მოსვლით ეს აღთქმა აღსრულდა და დაიდო ახალი, რომლითაც უფალმა სასუფეველი აღგვითქვა. ბეჭედი ახალი აღთქმისა არის მაცხოვრის აღდგომა. იმათ, ვისაც სწამს განკაცებული ქრისტე, ვერანაირად ვერ მივაკუთვნებთ ძველი აღთქმის ეკლესიას. უწოდო ავაზაკსა და წმიდა სიდონიას ძველი აღთქმის წმიდანები ნიშნავს იმის თქმას, თითქოს ისინი ჯერ კიდევ მოელოდნენ მესიას. მაგრამ მათ ხომ ირწმუნეს უკვე განკაცებული ძე ღმრთისა. ამრიგად ავაზაკიც და წმიდა სიდონიაც არიან ახალი აღთქმის წმიდანები. ვუწოდებთ კიდევაც სიდონიას საქართველოს ეკლესიის პირველ წმიდანს.
ნათლობა, როგორც მადლმოსილი საიდუმლო დაწესდა სულთმოფენობის შემდეგ. მართალია, უფალი ჯვარცმამდე ბრძანებს: "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ.3,5), მაგრამ სანამ სულიწმიდა არ გარდამოვიდოდა, ვერ აღესრულებოდა ნათლობა "სულით"? ამიტომ მაცხოვრის სიტყვები ნათლობაზე გულისხმობს სულიწმიდის გარდმოსვლის შემდეგ პერიოდს. მანამდე კი ადამიანი ცხოვნების საწინდარი იყო რწმენა. ამიტომაც ვიტყვით, რომ ავაზაკიც და წმიდა სიდონიაც რწმენით ცხოვნდენ. ცხადია ეს არ იყო აბრაამის რწმენა – მესიის მოლოდინი, არამედ რწმენა განკაცებული ღმრთისა. როცა დავწერე, რომ ავაზაკი ცხოვნდა რწმენით ისევე, როგორც აბრაამი, ვიგულისხმე რწმენის მნიშვნელობა და არა რწმენის საგანი. შენდობას ვითხოვ, თუ აზრის არგანვრცობის გამო შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ავაზაკი ძველ აღთქმას მიეკუთვნება. ზოგიერთში გაუგებრობას იწვევს ის, რომ ახალი აღთქმის ეკლესიას მივაკუთვნებთ მათ, ვინც აღესრულა სულთმოფენობამდე და ამრიგად არ მონათლულა. ამ გაუგებრობის დასაძლევად გაჩნდა იდეა ე.წ. უხილავი ნათლობის მიღებისა. მსგავსი რამ არ უსწავლებიათ არც მაცხოვარს, არც მოციქულებს და არც ეკლესიის მამებს. უფალი პირდაპირ მიგვითითებს ნათლობის ორ სახეზე: 1) ნათლობა წყლით – "უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ.3,5); შევნიშნოთ, რომ ამბობს მის გარეგნულ სახეზე – "წყლით". აქ ვერ ვხედავთ ჩვენ მინიშნებას ფარულ ნათლობაზე, არ ამბობს წყლისაგან ან სულისა, არამედ "წყლისაგან და სულისა". 2) ნათლობა სისხლით – "ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს" (ლკ.12,50), ბრძანებს მაცხოვარი საკუთარ ჯვარცმით აღსასრულზე; ამიტომ სარწმუნოებისათვის თავდადებულნი ინათლებიან საკუთარი სისხლის დათხევით, თუ, რათქმაუნდა მანამდე არ იყვნენ მონათლულნი წყლით. მონანულ დედაკაცს უფალი ეუბნება, რომ მიეტევება ცოდვები, რომლებიც მრავლად აქვს, შემდეგ კი დასძენს: "სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ" (ლკ.7,50). ამას წყლით მოუნათლავს ეუბნება უფალი. მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იქმნება ახალი აღთქმის ეკლესია, წყლითა და სულით (ან სისხლით) ნათლისღების გარეშე ვერავინ შედის სასუფეველში. არ შეიძლება ამ ეკლესიის სჯულის აღსრულება მოეთხოვოს მის დაარსებამდე გარდაცვლილ მორწმუნეს. ჩვენ არ ვიცით, როდის მიიცვალა სიდონია. მაგრამ იცოდნენ ეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც წმიდანად აღიარეს იგი. უნდა ვენდოთ მათ. არ შეიძლება მიწიერი კრიტერიუმებით განვსაზღვროთ სულიერი, თორემ აბსურდამდე დავალთ, როგორც ხდება კიდევაც დღეს. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 10:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი