IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შეკითხვა ცრუმორწმუნეობაზე?, შეკითხვა ცრუმორწმუნეობაზე?
supernika
პოსტი Oct 29 2014, 12:28 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-December 13
წევრი № 13,473



დამლოცეთ მამაო, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ.
რამდენიმე თვის წინ გავიცანი ერთი ხანში შესული ქალი, რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრებისეული ისტორია აქვს, კერძოდ კი გარდაცვლილი ყავს ყველა შვილი ახალგაზრდა ან ბავშვობის ასაკში, აქედან ერთ-ერთმა თავი მოიკლა, ასევე თავი მოიკლა მისი ოჯახის/სანათესაოს სხვა წევრებმაც, სავარაუდოდ ფსიქოლოგიური ან ფსიქიური პრობლემების გამო. თავადაც ეს ქალი ფსიქიურად არასტაბილურია.
ბოლო პერიოდში საკმაოდ დამიახლოვდა, ძალიან შემიყვარა და ცდილობს რომ მაჩუქოს სხვადასხვა საჩუქრები ჩემთვის და ჩემი ოჯახის სხვა წევრებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.
საჩუქრები სხვადასხვანაირია, როგორც მისი ბავშვების ნაქონი სათამაშოები, ტანსაცმელი, ასევე მათთვის მომავალში ქორწილისთვის საჩუქრად განკუთვნილი ძვირფასი სამკაული, ასევე ზოგადად ახალი (არა მათ მიერ გამოყენებული) სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები. არასდროს ვყოფილვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ახლა, როცა ასე პირდაპირ შევეჯახე ამ ადამიანის ასეთ საშინელ ისტორიას, არ ვიცი რა მოვუხერხო ამ ნივთებს, რაღაცნაირად არ მსიამოვნებს ამ ნივთების ჩემი ოჯახის წევრებისთვის გადაცემა, ასევე არ ვიცი რა მოვუხერხო ძვირფას სამკაულს, რომელიც დიდი მოწიწებით მაჩუქა იმ დროისთვის როცა დავქორწინდები, როგორც მისი საქორწინო საჩუქარი.
დიდი მადლობა და უკაცრავად თუ შეკითხვა არამნიშვნელოვანია.
ნიკოლოზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
supernika
პოსტი Nov 1 2014, 04:38 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 20-December 13
წევრი № 13,473



ძალიან გთხოვთ, იქნებ მიპასუხოთ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 11:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი