IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
KAIROS
პოსტი Mar 1 2007, 06:46 PM
პოსტი #121


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ ვიტყვით, რომ წმიდა წერილიდან საუბარი და არგუმენტების მოყვანა მაგიდის ჩოგბურთია ვიდრე დიალოგი


ჩემო კარგო, შენამდის უამრავ სხვა რწმენის ადამიანთან მქონია, საუბარი, მაგრამ თუკი მეორე მხარისაგან არ იქნება სურვილი ჭეშმარიტების მიღებისა, დამიჯერე, მე ზეპირად ვიცი, ის მუხლები რაც შენ უნდა მოიყვანო და გჯეროდეს, მე ასევე ისიც კარგად ვიცი რა უნდა გიპასუხო smile.gif ეს კი მაგიდის ჩოგბურთს ემგვანება, ამიტომ გთხოვე გამოვიყენოთ ისტორია, თუმცაღა ეს რაღათქმაუნდა არ გამორიცხავს წმ.წერილის კვლევას, უბრალოდ მინდა, რომ უფრო წინ წავიდეთ და გავმდიდრდეთ მოციქულების მოწაფეთა სწავლებებით, ნუთუ არ გაინტერესებს ამავე საკითხებზე რას წერდა, მოციქულთა უშუალო მოწაფენი?

ციტატა
ამ ნაშრომში მოყვანილ მსჯელობას ეთანხმებით?


შენ რაში არ ეთანხმები ის მითხარი ჯერ smile.gif
და ამავდროულად ასე მივყვეთ თემას smile.gif

ციტატა


ბ) თავიდანვე მიაგებდა პატივს ქრისტიანთა საფლავებს და ლოცულობდა მათზე

ეს მაინც რატომ უნდა ვაღიარო?


თუ არ აღიარებ, მაშინ დასაბუთებულად უნდა უარყო smile.gif

ჩემი კითხვა არ ყოფილა, ამ თემაზე აბა რა უნდა გკითხოთ? smile.gif უბრალოდ, ჩვენი შეხედულება ჩამოვაყალიბე და დიალოგისათვის მოვხაზე ძირითადი პარამეტრები!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 2 2007, 11:35 AM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE

გაიხარე, დიდი სიამოვნებით მოგისმენ და გაგეცნობი


მნათე წავიკითხე ის წიგნი, საინტერესო მოსაზრებებია, მაგრამ ალბათ გამიჭირდება რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ჩემი მოსაზრება.
იმიტომ, რომ ეს საკმაოდ დიდი წიგნია და ღრმა განხილვას საჭიროებს.
თუმცა მაინც შეიძლება ზოგიერთ რაღაცას გავუსვა ხაზი.
არც კი ვიცი საიდან დავიწყო.

და ისე რა მაინტერესებს. აქ ვინც ხართ იცნობთ ერთმანეთს პირადად?


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Mar 2 2007, 11:47 AM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა

და ისე რა მაინტერესებს. აქ ვინც ხართ იცნობთ ერთმანეთს პირადად?

ერთმანეთს ვიცნობთ smile.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zuti
პოსტი Mar 2 2007, 10:52 PM
პოსტი #124


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 21-February 07
წევრი № 1,151



ციტატა(კანონისტი @ Feb 27 2007, 02:16 PM) *

გლახა
რაა იცი, სჯობს ჩვენი მსჯელობა მწყობრად წარვმართოთ (ჩემ თავზეც ვამბობ)
ამ შემთხვევაში მე ის ციტატა, ხატთა თაყვანისცემის გასამართლებლად მოვიყვანე. წმინდანების ხატებს დროებით დავანებოთ თავი, რადგან წმინდანის ხატის საკითხი ორგანულადაა დაკავშირებული თავად წმინდანთა აღიარება-ცნობასთან

მე გეკითხები, თუკი ჩვენ ტაძარს ვცემთ თაყვანს და ამით თაყვანს-ვცემთ არა კედელს, არამედ უფლის სულს, რომელიც მასშია დავანებული, ამიხსენი, რატომ არ უნდა ვცეთ თაყვანი მაცხოვრის ხატს? ამავე წესით....



ფიქრობ რომ ტაძრის კედლებში ღვის სულია დავანებული? და როცა კედლებს ემხვევი ღვის სულს სცემ თაყვანს?


--------------------
იცხოვრე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 2 2007, 10:59 PM
პოსტი #125


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ფიქრობ რომ ტაძრის კედლებში ღვის სულია დავანებული? და როცა კედლებს ემხვევი ღვის სულს სცემ თაყვანს?

თვითონ როგორ ფიქრობ? როცა დავით მეფსალმუნე ამბობს: "თაყვანი ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსაო", კედლებს გულისხმობს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 2 2007, 11:05 PM
პოსტი #126


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ფიქრობ რომ ტაძრის კედლებში ღვის სულია დავანებული? და როცა კედლებს ემხვევი ღვის სულს სცემ თაყვანს

ზუსტად ამასთან დაკავშირებით თქვა მამაომ ერთ-ერთ ქადაგებაზე, რომ ჩვენ ვემთხვევით და თაყვანს ვცემთ არა ფიცარს ან ხეს რომელზეც ხატია დაწერილი, არამედ წმინდანს და მგონი კედლის ფრსკებზეც იგივე შეიძლება ითქვას! მე მაინცდამაინც განსწავლული ვერ გახლავართ ასეთ საკითხებში
smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 2 2007, 11:31 PM
პოსტი #127


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თათი87
ციტატა
ზუსტად ამასთან დაკავშირებით თქვა მამაომ ერთ-ერთ ქადაგებაზე


ნუ რახან მამაომ თქვა ეგ არ ნიშნავს რომ ეგრეა.... wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zuti
პოსტი Mar 2 2007, 11:35 PM
პოსტი #128


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 21-February 07
წევრი № 1,151



ციტატა(კანონისტი @ Feb 27 2007, 02:16 PM) *

გლახა
რაა იცი, სჯობს ჩვენი მსჯელობა მწყობრად წარვმართოთ (ჩემ თავზეც ვამბობ)
ამ შემთხვევაში მე ის ციტატა, ხატთა თაყვანისცემის გასამართლებლად მოვიყვანე. წმინდანების ხატებს დროებით დავანებოთ თავი, რადგან წმინდანის ხატის საკითხი ორგანულადაა დაკავშირებული თავად წმინდანთა აღიარება-ცნობასთან

მე გეკითხები, თუკი ჩვენ ტაძარს ვცემთ თაყვანს და ამით თაყვანს-ვცემთ არა კედელს, არამედ უფლის სულს, რომელიც მასშია დავანებული, ამიხსენი, რატომ არ უნდა ვცეთ თაყვანი მაცხოვრის ხატს? ამავე წესით....



ფიქრობ რომ ტაძრის კედლებში ღვის სულია დავანებული? და როცა კედლებს ემხვევი ღვის სულს სცემ თაყვანს?


--------------------
იცხოვრე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 2 2007, 11:39 PM
პოსტი #129


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



გლახა
ციტატა
ნუ რახან მამაომ თქვა ეგ არ ნიშნავს რომ ეგრეა

მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ ეგრე არ არის smile.gif
მამაო ასეთ საკითხებში , მგონი სარწმუნო წყარო უნდა იყოს smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 2 2007, 11:41 PM
პოსტი #130


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



თათი87
ციტატა
მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ ეგრე არ არის
მამაო ასეთ საკითხებში , მგონი სარწმუნო წყარო უნდა იყოს

მამაოც არის და მამაოც...
ახლა ის მამაო რომელიც ტაძრის კარზე დაწერს წყეულია ის ვინც დედატა წესით შევაო....იმისი მე არაფერი მწამს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 12:06 AM
პოსტი #131


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(გლახა @ Mar 2 2007, 07:41 PM) *

თათი87

მამაოც არის და მამაოც...
ახლა ის მამაო რომელიც ტაძრის კარზე დაწერს წყეულია ის ვინც დედატა წესით შევაო....იმისი მე არაფერი მწამს...


გლახა, შენ იმ მამაოსი კი არა როგორც ვიცით საერთოდ მართლმადიდებლობის არ გჯერა, კიდევ ერთხელ შეგახსენებ მეგობარო "გვაცადე" და "ნუ დაგვიშლი" ჩვენ მართლმადიდებლებს ხატებზე თაყვანისცემას, წმინდანების მიმართ ლოცვას და სიწმინდეებთან შეხებას, ჩვენ აქამდე ამ რწმენით მოვსულვართ, ჩემთვის პირადად დიდი ნუგეშია ის რომ წმინდანებს ვთხოვ ჩემთვის ევედრონ ქრისტეს, აბა მე არ მაქვს ისეთი სინანული და არც ისეთი ლოცვა შემიძლია რომ მხოლოდ ჩემი ლოცვებით შემიწყალოს უფალმა, დახმარება მჭირდება რა ვქნა... და სასწაული სწორედ ისაა როცა წმინდანისგან დახმარებას გრძნობ smile.gif რას იზამ, რაც არ გინდა გაიგო იმას ვერც განიცდი ალბათ და...მოკლედ, ნება შენია, გინდ ემთხვიე სიწმინდეს გინდ არა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმის ბევრი არგუმენტებიც გვაქვს და პირადი გამოცდილებითაც ვიცით რომ ეს არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას... ასე რომ ნუღარ შეეცდები (თ) რაიმე საწინააღმდეგო აღმოაჩინო (თ) smile.gif





--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 12:13 AM
პოსტი #132


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



გუჯა
ციტატა
გლახა, შენ იმ მამაოსი კი არა როგორც ვიცით საერთოდ მართლმადიდებლობის არ გჯერა, კიდევ ერთხელ შეგახსენებ მეგობარო "გვაცადე" და "ნუ დაგვიშლი" ჩვენ მართლმადიდებლებს ხატებზე თაყვანისცემას, წმინდანების მიმართ ლოცვას და სიწმინდეებთან შეხებას


ეს წმინდა წყლის დეზინფორმაციაა....
დანარჩენზე კომენტარს არ ვაკეთებ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 3 2007, 12:17 AM
პოსტი #133


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(zuti @ Mar 2 2007, 11:35 PM) *

ფიქრობ რომ ტაძრის კედლებში ღვის სულია დავანებული? და როცა კედლებს ემხვევი ღვის სულს სცემ თაყვანს?

რადგან ეს კითხვა განმეორდა, კონტრ-შეკითხვასაც გავიმეორებ (იმედია, მეორედაც უპასუხოდ არ დარჩება):
თვითონ როგორ ფიქრობ? როცა დავით მეფსალმუნე ამბობს: "თაყვანი ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსაო", კედლებს გულისხმობს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 12:17 AM
პოსტი #134


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(გლახა @ Mar 2 2007, 08:13 PM) *

გუჯა
ეს წმინდა წყლის დეზინფორმაციაა....
დანარჩენზე კომენტარს არ ვაკეთებ wink.gif


შენი პოსტებიდან ასე სჩანს smile.gif

დანარჩენზე კომენტარს არ კი არა ვერ გააკეთებ ალბათ smile.gif არცაა სავალდებულო, ისე ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვცდები კიდეც smile.gif და შენ ხარ მართალი biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 12:24 AM
პოსტი #135


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



გუჯა
ციტატა
დანარჩენზე კომენტარს არ კი არა ვერ გააკეთებ ალბათ

თუ გინდა გავაკეთებ, კი არ მომერიდება.. wink.gif

გუჯა
ციტატა
შეიძლება ვცდები კიდეც და შენ ხარ მართალი

მართალი ერთია..და ეს ღმერთია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 3 2007, 09:03 PM
პოსტი #136


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აბა, აბა სიყვარული იყოს აქ smile.gif

გლახუნი და გუჯუნი, მოუფრთხილდით ერთმანეთს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 11:47 PM
პოსტი #137


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



alex_b
ციტატა
როგორც ვხედავ აქცენტს აკეთებ ფრაზაზე: "ყოველნი გამოსთარგმნიდნენ?"
შევეცდები გიპასუხო:
როდესაც საუბარი მიდის "გამოსთარგმნაზე" - მის წინ ვხედავთ ფრაზას: "ყოველნი ენათა იტყოდიან?" - ამ ორი ფრაზის ერთად ყოფნის დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვა "გამოსთარგმნა" ნიშნავს სულიწმიდის მადლით მინიჭებულ უცხო ენებით მეტყველების "გამოსთარგმნაზე" ანუ განმარტებაზე.

მოდი რუსულ თარგმანს შევხედოთ:
აქ გამოთარგმნა იტარგმნება როგორც истолковать. მაშინ როცა თავად სიტყვა თარგმნა ნიშნავს - переводить.
სიტყვა истолковать მნიშვნელობა კი არის განმარტება

29 Все ли Апостолы? Все ли пророки? Все ли учители? Все ли чудотворцы? 30 Все ли имеют дары исцелений? Все ли говорят языками? Все ли истолкователи?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 3 2007, 11:51 PM
პოსტი #138


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(KAIROS @ Mar 3 2007, 05:03 PM) *



გლახუნი და გუჯუნი, მოუფრთხილდით ერთმანეთს smile.gif


კი, ჩვენ მაგრად ვმეგობრობთ smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 3 2007, 11:55 PM
პოსტი #139


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12




ციტატა
კი, ჩვენ მაგრად ვმეგობრობთ


აბა რა smile.gif
მართალია ზოგჯერ ზედმეტად პროვოკატორობა გამომდის მაგრამ, მერე რა...
ეს ფორუმი ჩემი სამეგობროა, ამიტომ... smile.gif
ჩემო კაიროს მადლობა ზრუნვისათვის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 4 2007, 03:29 PM
პოსტი #140


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


ხატთა თაყვანისცემა


ღვთისადმი თაყვანისცემისა და წმიდანთა პატივისგების ერთ-ერთი გარეგნული ფორმაა წმიდა გამოსახულებათა გამოყენება და მათდამი თაყვანისცემა.

იმ ტალანტებს შორის, რაც ადამიანს ებოძა და მას სხვა ქმნილებათაგან განასხვავებს, არის მხატვრობის, ანუ ხაზებითა და ფერებით გამოსახვის ნიჭი. იგი კეთილშობილი, მაღალი, ღირსეული ნიჭია ღმერთის განსადიდებლად. ჩვენ კი გვმართებს, ყველა შესაძლო სუფთა და მაღალი საშუალებებით განვადიდოთ უფალი, ფსალმუნთმგალთბლის მოწოდების თანახმად: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი სახელსა წმიდასა მისსა“ (ფს. 102,1); აქ „ყოველი გონებაჲ ჩემი“ ნიშნავს - სულის სრულ შესაძლებლობებს. და მართლაც, მხატვრის ნიჭიერება ღვთის საჩუქარია. ოდესღაც, მოსეს დროს, „უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. ყოველსავე ზედა ხუროთმოძუღვრებად საქმედ ოქროჲსა და ვერცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოველსა საქმესა სიბრძნისასა და განზრახვისა და გულისხმისყოფად და საქმედ ქსოვასა და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძუღვრებისა“ (გამოსლვ. 35,30-35). მოსეს კარვისა და შემდგომ სოლომონის ტაძრისათვის ხელოვანთა ხელით ოსტატურად გაკეთებული ყველა ნივთი იყო წმიდა. ამასთანავე ერთნი წმიდა მორთულობას წარმოადგენდნენ, მეორენი, განსაკუთრებით პატივმისაგებნი და გამორჩეულნი ასახავდნენ ღვთის დიდებას. ასეთი იყო „აღთქმის კიდობანი“, რომელთან განსაკუთრებული კეთილკრძალულობის გარეშე შეხებას შეიძლებოდა მოეკლა ადამიანი (2 მეფ. 6,7). მაგალითად, დავითის მეფობის დროს კიდობნის გადატანისას ოზია სიკვდილმა მოცელა იმიტომ, რომ ხელი მოჰკიდა კიდობანს; ასეთები იყვნენ კარავში კიდობანზე დადგმული „ქერუბიმნი დიდებისანი“, რომეშორისაც კეთილ-ინება ღმერთმა გამოცხადებოდა მოსეს და თავისი ბრძანებები მიეცა: „გეცნობო მე შენ მუნით და გეტყოდი შენ ზედა კერძოჲთ სალხინებლისათ საშუალ ორთა ქერობინთასა, რომელნი არიან კიდობანსა ზედა წამებისასა ყოველთა მათებრ, რაოდენნიცა გამცენ შენ ძეთა მიმართ ისრაელისათა“ (გამოსვლ. 25,22); ეს იყო „ხილული ხატი უხილავი ღმერთისა“1.

ძველი აღთქმის ტაძრის კედლებსა თუ კრეტსაბმელზე არსებულ მრავალრიცხოვან გამოსახულებათაგან ერთიც არ ყოფილა მიცვალებული მართალი, როგორც ეს ქრისტიანულ ეკლესიაშია მიღებული. ეს იმიტომ, რომ თვითონ ისინი ჯერ კიდევ ელოდნენ თავიანთ გამოხსნასა და წყვიადიდან გათავისუფლებას, რაც იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლითა და მისი აღდგომით აღსრულდა. მოციქულის აზრით, ისინი „თჳნიერ ჩვენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11,40), ანუ როგორც წმიდანები, განდიდდნენ ახალ აღთქმაში.

წმიდა წერილი მკაცრად კრძალავს კერპებისა და ბომონების აგებასა და მათდამი თაყვანისცემას, მაგრამ ეს აკრძალვა არ ეხება ქრისტიანულ ხატებს. კერპი არის ცრუ ღმერთების გამოსახულება და მათდამი თაყვანისცემა იქნებოდა ეშმაკებისადმი ან არარსებული, წარმოსახვითი არსებებისადმი (არსობრივად კი ისეთი უსულო საგნებისადმი, როგორიცაა ხე, ოქრო თუ ქვა) მსახურება. მაგრამ წმიდა წერილი მკაცრად მიუთითებს „გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა“ (ლევ. 10,10). ვისაც არ ძალუძს, განასხვაოს წმიდა გამოსახულება კერპებისაგან, გმობს და შეურაცხყოფს ხატებს, იგი მკრეხელია და სასჯელს იმსახურებს. წმიდა წერილი გვაფრთხილებს: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?!... რომელსა გძაგნ კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ?“ (რომ. 2,21-22).

არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ ეკლესიის ადრექრისტიანულ ხანაში კატაკომბებსა და ლოცვითი შეკრებების სხვა ადგილებში, მოგვიანებით კი ქრისტიანულ ტაძრებში, არსებობდნენ წმიდა გამოსახულებანი. თუ ზოგჯერ ქრისტიანი მწერლები გამოდიოდნენ ქანდაკებათა და მათი მსგავსი გამოსახულებების კეთების წინააღმდეგ, მათ მხედველობაში ჰქონდათ წარმართული თაყვანისცემა კერპებისა (ელვირის კრება ესპანეთში, 305 წელს). ზოგ შემთხვევაში ასეთი გამონათქვამები და აკრძალვები გამოწვეული იყო იმდროინდელ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო (მაგ., იქმნებოდა აუცილებლობა დაემალათ თავიანთი სიწმიდენი მდევნელ წარმართთა და არაქრისტიანი მოსახლეობის მტრულად განწყობილი ნაწილისაგან).

ბუნვბრივია, ქრისტიანობის ისტორიის საწყის პერიოდში საჭირო იყო, ადამიანები მანამდე ჩამოეშორებინათ წარმართული კერპთაყვანისმცემლობისაგან, სანამ ცხოვრებაში გაატარებდნენ ღმერთისა და მისი წმიდანების პატივისცემის იდეის სისავსის ამსახავ ფორმებს, რომელთა შორისაც არის წმიდა გამოსახულებათა განდიდება ფერწერის საშუალებით.

VII მსოფლიო კრებამ წმიდა ხატების თაყვანისცემის დოგმატი ასე გამოხატა: „... სრული გულმოდგინებითა და წინდახედულებით განვსაზღვრავთ, რომ წმიდა და პატიოსანი ხატები უნდა თაყვანის-იცემებოდეს პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის გამოსახულების მსგავსად... რამდენადაც უფრო ხშირად ხდებიან ხატებზე გამოსახული უფალი იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმიდანები ჩვენი ჭვრეტის საგანი, იმდენად მათი შემყურენი აღიძრვებიან, მოიგონონ მათი პირველსახეები და უფრო მეტი სიყვარული ჰქონდეთ მათდამი, პატივი მიაგონ ამბორითა და მოკრძალებული თაყვანისცემით (ბერძნ. τιμητικη πρόσκυνησις). არა იმ ჭეშმარიტი (ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე) ღვთისადმი თაყვანისცემით, რომელიც ერთიან საღვთო ბუნებას (ბერპნ. λατρεια) შეჰფერის, არამედ პატივის მიგებით... საკმევლითა და სანთლების ანთებით... რადგან ხატისადმი მიგებული პატივი გადადის პირველსახეზე“.

წმიდა ნაწილების თაყვანისცემა


ღმრთივსათნო ადამიანთა ზეცად მყოფი სულების თაყვანისცემასთან ერთად ეკლესია პატივს მიაგებს დედამიწაზე დარჩენილ მათს ნაწილებსა და სხეულს.

ძველ აღთქმაში არ არსებობდა მართალთა სხეულების თაყვანისცემა, რადგან თვითონ ისინი კიდევ ელოდნენ ჯოჯოხეთიდან დახსნას. თვით ხორცი მაშინ უწმიდურად ითვლებოდა.

ახალ აღთქმაში მაცხოვრის განკაცვბით ამაღლდა ადამიანის ცნება ქრისტეში; და გარდა ამისა, სხეული სულიწმიდის სამკვიდრებლად იქნა მიჩნეული. თავად უფალი, სიტყვა ღვთისა, განხორციელდა და შეიმოსა კაცობრივი სხეულით. ქრისტიანები მოწოდებულნი არიან, რათა წმიდა ნათლისღებითა და ქრისტეს ყოვლადწმიდა ხორცთან და სისხლთან ზიარებით განწმედილი მათი სულები და ასევე სხეულები სულიწმიდის ჭეშმარიტ ტაძრებად აქციონ: „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან“ (I კორ. 6,19). ამიტომ შეეფერება განსაკუთრებული პატივი და თაყვანისცემა იმ ქრისტიანთა სხეულებს, რომლებიც მართალი ცხოვრების ან მოწამეობრივი სიკვდილის ღვაწლით გახდნენ წმიდანები.

წმიდა გადმოცემის თანახმად, ეკლესია ყველა დროში მიაგებდა პატივს წმიდა ნაწილებს. ამისთვის იგი:

ა. როგორც ჯერ კიდევ II საუკუნის გადმოცემიდან და შემდგომი დროის მოწმობებიდან ცნობილია, კეთილკრძალულებით აგროვებდა და ინახავდა ღვთივსათნო ადამიანების ნაწილებს;

ბ. წმიდა ნაწილები საზეიმოდ ამოჰყავდა და გადაჰქონდა;

გ. მათზე აგებდა ტაძრებსა და საკურთხევლებს;

დ. ადგენდა მათი აღმოყვანებისა და გადასვენების ხსენების დღეებს;

ე. აწესებდა წმიდა საფლავების მომლოცველობასა და განაშვენებდა მათ;

ვ. ეკლესიის მუდმივი განაწესის თანახმად, საკურთხევლის საძირკველში ატანდნენ წმიდა მოწამეთა ნაწილებს და მათ აკერებდნენ წმიდა ოდიკებში (ანტიმინსიონი), რომლებზედაც ლიტურგია აღესრულება.

ეს სრულიად ბუნებრივი თაყვანისცემა ღმრთივსათნო ადამიანთა წმიდა ნაწილებისა და ნეშტებისა ემყარება უფლის კეთილ ნებას - მან განადიდა ისინი ურიცხვი სასწაულებითა და ნიშნებით, რასაც ადასტურებს ეკლესიის მთელი ისტორია.

ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან ჩანს, რომ მიცვალებულ მართალთა სხეულებს ჰქონდათ სიწმინდის ნიშნები, თუმცა მაშინ წმიდანებს არ სცემდნენ განსაკუთრებულ თაყვანს და არც სიკვდილის შემდგომ განადიდებდნენ. მაგალითად: სამარეში ჩაგდებულ გარდაცვლილის სხეული ელისე წინასწარმეტყველის ძვლებთან შეხებისთანავე გაცოცხლდა და წამოდგა (4 მეფ. 13,21). წმ. ილია წინასწარმეტყველის სხეული ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცაში; მის მიერ ელისესადმი დატოვებული ხალენის შეხებით განიპო იორდანეს წყლები, როცა ეს უკანასკნელი მდინარეზე გადადიოდა.

„საქმენი მოციქულთას“ წიგნში ვკითხულობთ: „უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან (პავლე მოციქულის სხეულისგან) ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არა-წმიდაჲ განვიდოდა“ (საქმ. 19,12). ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები მოგვითხრობენ იმ სასწაულებზე, რომლებსაც წმიდანთა ნაწილები ახდენდნენ და არცთუ იშვიათად ნაამბობის ჭეშმარიტების მოწმეებად თავიანთი თანამედროვენი მოჰყავდათ. მაგ., წმ. პროტასისა და წმ. გერვასის ნაწილების აღმოყვანებასთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში წმ. ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „თქვენ იცანით და თავადაც ნახეთ დემონისგან გათავისუფლებული მრავალი ადამიანი. კიდევ უფრო მეტია ისინი, ვინც წმიდანთა სამოსთან მარტოოდენ ხელის შეხებით მაშინვე განიკურნა უძლურებისაგან. ძველი დროის სასწაულები მაშინ განახლდა, როცა უფალ იესო ქრისტეს მოსვლით გადმოიღვარა ქვეყანაზე მადლის სიუხვე. თქვენ ხედავთ მრავალს, განკურნებულს წმიდანთა ჩრდილებითაც კი. რამდენი თავშალი გადაეცემა ხელიდან ხელში! რამდენი სამოსი დაადეს უწმიდეს ნაწილებს და ერთი შეხებით შეიძინეს მათ კურნების უნარი. რამდენჯერ გამოითხოვენ მორწმუნეები ურთიერთისგან ამ სამოსს! ყველა ცდილობს, ოდნავ მაინც მიეკაროს მას და ვინც შეეხება, განიკურნება“. მსგავსი მოწმობების წაკითხვა შეიძლება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველთან, ღირს ეფრემ ასურთან, წმ. იოანე ოქროპირთან, ნეტარ ავგუსტინესთან და სხვა.

უკვე II საუკუნის დასაწყისიდან არსებობს ცნობები ქრისტიანთაგან წმიდანთა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ. მაგ., ანტიოქიის ეპისკოპოს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის აღმწერი, ყოველივე ამის მოწმე გვაუწყებს: „მისი სხეულის ნარჩენებიდან (იგი ცირკში დააგლეჯინეს მხეცებს) მხოლოდ ყველაზე მყარი ნაწილები გადაასვენეს ანტიოქიაში და შეინახეს ტილოში, როგორც ეკლესიისთვის დატოვებული შეუფასებელი საგანძური, რომელიც მოწამეში დავანებული მადლის მატარებელია“. შემდგომში წმ. იოანე ოქროპირი ადასტურებდა, რომ მაშინდელი ქალაქების მცხოვრებნი, დაწყებული რომიდან, მემკვიდრეობით იღებდნენ და თავიანთი მხრებით ატარებდნენ ამ ნაწილებს: „აქ, ამ ქალაქამდე (ანტიოქია) აქებდნენ გვირგვინოსან გამარჯვებულსა და ადიდებდნენ მოღვაწეს“. ასევე სმირნის ეპისკოპოსის, წმ. პოლიკარპეს მოწამებრივი აღსასრულისა და ვიცე-კონსულის ბრძანებით მისი სხეულის დაწვის შემდგომ ქრისტიანებმა „შეაგროვეს წმ. პოლიკარპეს ძვლები, როგორც პატიოსან ქვებზე ძვირფასი და ოქროზე უწმიდესი საუნჯე და და დაასვენეს ისინი... მისი მოწამეობაში დაბადების დღის ზეიმით აღსანიშნავად და მომავალ ქრისტიანთა დასამოძღვრად და განსამტკიცებლად“.

ჩვენ გვმართებს ქედის მოხრა წმიდანთა წმიდა ცხოვრებისა და მათი მოწამებრივი სიკვდილის წინაშე, ამიტომ თაყვანს ვცემთ წმიდანთა ნაწილებს (ბერძნ: τα λειφανα ნარჩენი, ლათ. reliquiae - ვტოვებ) დამოუკიდებლად მათი უხრწნელობისა. ეს მით უფრო ჯეროვანია, როდესაც წმიდანებისადმი ლოცვითი მიმართვის შემდგომ აშკარა სა დამაჯერებლად გამოვლინდება კურნების ნიშნები. საეკლესიო კრებებმა არაერთგზის აკრძალეს მიცვალებულთა წმიდანებად მიჩნევა მარტოოდენ მათი სხეულების უხრწნელობის ნიშნით (მაგ., მოსკოვის კრება 1667 წ). თუმცა მართალთა სხეულების უხრწნელობა, რასაკვირველია მიცვალებულის სიწმიდის ერთ-ერთ ღვთიურ ნიშნად ითვლება.

აქვე შევნიშნავთ, რომ სლავური სიტყვა. „мощи“ მარტო წმიდანთა სხეულებს არ აღნიშნავს. საეკლესიო სლავურ ენაზე ამ სიტყვით საერთოდ მიცვალებულთა სხეული აღინიშნება. მაგ., დაკრძალვის თანმიმდევრობის შესახებ „კურთხევანში“ ვკითხულობთ: „აღვიღებთ მიცვალებულის სხეულს, მივდივართ ტაძარში... შემდგომ სხეულს დავასვენებთ კარიბჭესთან... აღვიღებთ სხეულსა და მივასვენებთ სამარესთან“ და ა.შ. ძველი სლავური სიტყვა „мощи“ (მისი ფესვია „мог“), ჩანს, ენათესავება სიტყვას „могила“. წმიდა ნაწილების თაყვანისცემისას ჩვენ გვწამა არა მათი „мощь“ თუ „могущество“ და არც თავად წმიდანთა ნაწილების თავისთავადი ძალისა, არამედ წმიდანთა მეოხებისა. მათი წმიდა ნაწილების ხილვა ჩვენს გულებში აღძრავს გრძნობას იმ ღმრთივსათნო ადამიანების სიახლოვისა, რომელთაც ოდესღაც ეს სხეულები ეკუთვნოდათ.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი