![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#141
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ზებედე
ვისი ტექსტია ეს? ავტორი ვინ არის? |
ზებედე |
![]()
პოსტი
#142
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე ვისი ტექსტია ეს? ავტორი ვინ არის? დამავიწყდა ავტორის მითითება _ პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დათიკო |
![]()
პოსტი
#143
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
ზებედე
ციტატა დამავიწყდა ავტორის მითითება _ პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი გაიხარე ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#144
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
დათიკო
QUOTE მოდი რუსულ თარგმანს შევხედოთ: აქ გამოთარგმნა იტარგმნება როგორც истолковать. მაშინ როცა თავად სიტყვა თარგმნა ნიშნავს - переводить. სიტყვა истолковать მნიშვნელობა კი არის განმარტება 29 Все ли Апостолы? Все ли пророки? Все ли учители? Все ли чудотворцы? 30 Все ли имеют дары исцелений? Все ли говорят языками? Все ли истолкователи? კი მეგობარო, ზუსტად იგივე სიტყვაა გამოყენებული სხვა ადგილებშიც. უბრალოდ ძველი ქართული თარგმანები ამბობენ "გადმოსთარგმნიან"-ო თორემ ახალ თარგმანებში პირდაპირ განმარტება სწერია. ანუ, როცა ვამბობთ: "ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?" - საუბარი ეხება ენების განმარტებას. ისევე, როგორც "ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება" (1კორ.12:10). ისე მაინც ნახე აბა რუსულ თარგმანში ეს მუხლი, თუ იგივე სიტყვაა. მე კი ბერძნულში გადავამოწმე და ერთი და იგივე სიტყვაა: "ჰერმენეია". ისე ამ სიტყვის (ჰერმენეიას) უკეთ გამოკვლევა თუ გინდა წაიკითხე კორინთელთა პირველი ეპისტოლეს 12-14 თავები. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მარიამი |
![]()
პოსტი
#145
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
QUOTE ძველი ქართული თარგმანები ამბობენ "გადმოსთარგმნიან"-ო "გადმოსთარგმნა" - ასეთი ძველი ქართული სიტყვა არ მახოვს თითქოს. "გამოთარგმანება" - კი ბატონო, განმარტებას ნიშნავს და არ თარგმნას. მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები, ამაზე რატომ ვსაუბრობთ? აქ რამე გაუგებარია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#146
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
გლახა
alex_b მხოლოდ ერთს ვიტყვი: ღმერთმა შეგინდოთ. ბრმა თუ ბრმას წარუძღვება, ორივე ორმოში ჩაცვივდებიან. ასე არ მოგივიდეთ. არ გეწყინოთ, სწორად გამიგეთ. პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ჭეშმარიტებას არ უნდა გაურბოდეთ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მნათე |
![]()
პოსტი
#147
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა გლახა alex_b მხოლოდ ერთს ვიტყვი: ღმერთმა შეგინდოთ. ბრმა თუ ბრმას წარუძღვება, ორივე ორმოში ჩაცვივდებიან. ასე არ მოგივიდეთ. არ გეწყინოთ, სწორად გამიგეთ. პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ჭეშმარიტებას არ უნდა გაურბოდეთ. მარიამ არ არის საჭირო, ასეთი გამოსვლები.... ცივილური ფორმებით ეგება..... იქნებ ისინიც ფიქრობენ ღმერთმა შეუნდოთო? ძალიან არ მოგვეწონება ამის გახმოვანება არა?.. უესთეტიურობისა და გრძნობების გამო.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
![]()
პოსტი
#148
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
mariami-k
ციტატა არ გეწყინოთ, სწორად გამიგეთ. სწორად ნამდვილად ვერ გაგიგებ, მაგრამ... ფაქტია შენს აზრებს კომენტარი არ უნდა გავუკეთო...იმიტომ რომ შეიძლება მეც სენსავით შეურაცყოფის მოყენება გამომივიდეს.....ამიტომ თავს შევიკავებ... |
mariami-k |
![]()
პოსტი
#149
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
გლახა
შეურაცყოფის მოყენება მანდვილად არ მინდოდა. ამიტომაც მივაწერე, სწორად გამიგეთ მეთქი. იცი ძნელი, როცა ადამიანს თავისი მრწამსი აქვს, უცბად შეცვალო მასში ყველაფერი. ეს თემა, ვფიქრობ, კარგიცაა იმისთვის, რომ თქვენს შეკითხვებზე იპოვოთ, პასუხები, თანაც ისეთი მყარი პასუხები, როგორიც უკვე არაერთხელ დაწერეს ფორუმელებმა თავის პოსტებში. ეძიე ჭეშმარიტება. პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებას. ნება თქვენია. სარწმუნოება დაძალებით არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ფორუმის წევრები, ხართ, ბევრ რამეში დაგეხმარებათ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
alex_b |
![]()
პოსტი
#150
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
მნათე
QUOTE გაიხარე, დიდი სიამოვნებით მოგისმენ და გაგეცნობი აი როგორც იქნა წავიკითხე ეს წიგნი. ვფიქრობ საინტერესო ნაშრომია, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უზუსტობებია. მაშ ასე დავიწყებ. რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, რომ იგი იყო ერთ-ერთი პროტესტანტული მიმდინარეობის მსახური, მოგახსენებთ: პროტესტანტულ ეკლესიაში მრავალი მსახურებებია: მქადაგებელი, ეკლესიის მწყემსი, ქება-დიდების გუნდი, წესრიგის მომსახურეები, საოჯახო ჯგუფების ლიდერები, ახალგაზრდული მსახურება და ა.შ. აქ არ არის მინიშნებული რა მსახურებას ეწეოდა ამ წიგნის ავტორი. მაგრამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ის კარგად ნამდვილად არ არის გარკვეული მათ აზრებში. ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად ქარის წისქვილებს ებრძვის. კერძოდ იმ შემთხვევაში, როცა გვიმტკიცებს ისეთ რამეებს, რაც ჩვენც კარგად ვიცით. კერძოდ ამტკიცებს იმას, რომ ახალი აღთქმის გარდა არსებობდა სხვა გადმოცემები და წიგნები. - გეთანხმებით, მართალია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს გადმოცემები, იყო ზეპირსიტყვიერი სწავლებები, იწერებოდა უამრავი წერილი პირველ საუკუნეშივე, ახალი აღთქმის ეპოქაშივე, მაგრამ ჩვენ გვწამს საეკლესიო კრების მიერ დადგენილი კანონი: ახალი აღთქმის 27 წიგნი და მრწამსი. და ესენი კი იმისათვის იყო მიღებული, რომ მაშინ წიგნებისა და გადმოცემების სიმრავლემ მრავალი ერესი წარმოშვა. და მამებმა აღიარეს, რომ ეს წიგნი იყო უტყუარი ღვთივშთაგონებული წერილები. მეც მიმაჩნია, რომ ახალი აღთქმა არის ჭეშმარიტების საზომი. აქ არის კიდევ რამოდენიმე მცდარი ცნობა და შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ალბათ მოსაწყენი იქნება ყველა მათგანზე საუბარი, მხოლოდ შევეხები რამოდენიმე მათგანს: 1. ფრაზა: დღეს არსებობს ორი ათასზე მეტი პროტესტანტული დენომინაცია (რომელთაც საერთო აქვთ მხოლოდ ის, რომ თითოეული მათგანი პრეტენზიას აცხადებს ბიბლიის სწორად გაგებაზე მხოლოდ მის მიერ). ეს ინფორმაციის უქონლობაა. პროტესტანტები პატივს სცემენ ერთმანეთის განმარტებას, ხოლო რაც შეეხება იმათ ვინც ამბობენ, მხოლოდ ჩვენ ვმატავთ სწორად ბიბლიასო, მხოლოდ სამი მათგანი მახსენდება: 1. ე.წ. "იეჰოვას მოწმეები" 2. მეშვიდე დღის ადვენტისტები და 3. მორმონები. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოიაზრება პროტესტანტულ მოძრაობაში. ვინაიდან მათ გააჩნიათ გადახვევები ისეთ ძირიტად საკითხებზე, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება, სწავლება გადარჩენაზე და ა.შ. 2. ფრაზა: ალბათ, პროტესტანტიზმში ყველაზე თავგზისამბნევი მისი დანაწევრებაა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სექტებად და მიმდინარეობებად. მათი რაოდენობა, როგორც მითიური ურჩხულის თავებისა, განუწყვეტლივ იზრდება. სულაც არ ვართ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილნი ![]() 3. ფრაზა: ა) გვასწავლის თუ არა თვითონ წმიდა წერილი, რომ ის არის სრულიად საკმარისი? არა, არ არის საკმარისი. საჭიროა განმმარტებლები. ამის მტკიცება არ არის საჭირო. მაგრამ მათი განმარტებები შეიძლება შესწორდეს, შეიცვალოს უარყოფილ იქნას, რაც ბიბლიას არასოდეს!!! არ შეეხება. 4. ფრაზა: აღსანიშნავია, რომ ახალი აღთქმის არც ერთ ლიტერატურულ ჟანრში არ განიხილება ღვთისმსახურება, როგორც მთავარი თემა და არ არის დაწვრილებით აღწერილი, თუ როგორ უნდა შესრულდეს იგი ეკლესიაში. როგორ არ აღინიშნება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ებრაელთა მიმართ წერილი ყურადღებით და აღმოაჩენთ, რომ ძველ აღთქმაში არსებული ლიტურგია და ღვთისმსახურება იყო სიმბოლო (წინასახე) იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვისა. მაგრამ დღეს, როცა იესო ქრისტე მოვიდა აღარ არის საჭირო ღვითსმსახურების სიმბოლური ფორმები. 5. ბევრი პროტესტანტისთვის, განსაკუთრებით ქარიზმატიკებისა და ევანგელისტებისათვის, სიტყვები „გარდამოცემა“ ან „ტრადიცია“ დიდი პატივისცემით არ სარგებლობს, ისინი გაიგივებულია სიტყვებთან „სულიერად მკვდარი“, „ხორციელი“, „დესტრუქციული“. მოგახსენებთ წოტას ამის შესახებ. მე არ გახლავართ ქარიზმატი, მაგრამ ვიცი მათი შეხედულებები. ის, რასაც ისინი მკვდარსა და ხორციელს ეძახიან, არის ისეთი რიტუალები, რომლის არსი და აზრი კი აღარ დგას პირველ ადგილზე, არამედ თვითონ რიტუალი. მაგალითად ადამიანი ატარებს გულით ჯვარს, მაგრამ არ ცხოვრობს ჯვარცმული ცხოვრებით. ან ანთებს სანთელს, მაგრამ არ ანათებს თავისი ღვთისმოსაობით, ან საათობით კითხულობს ლოცვანს და მისი გული შორსაა ღმერთისაგან და ა.შ. ისე გეტყვით ცნობისათვის, რომ პროტესტანტები (უმრავლესობა) აღიარებენ მხოლოდ ორ რიტუალს: 1. ნათლობა და 2. ზიარება. ასევე ზოგგან გვხვდება ფეხთბანვის მსახურება, რომელიც ზიარების წინ სრულდება ხოლმე. 6. ფრაზა: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითონ განმარტოს წმინდა წერილი ეკლესიის დახმარების გარეშე. ესეც სწორიცაა და შეცდომაც ეკლესიაში არიან სხვებზე მეტად სწავლული ადამიანები, რომლებიც განმარტავენ და ასწავლიან ხალხს ბიბლიას. მაგრამ დამეთანხმებით, რომ არის ბიბლიაში ისეთი ადგილები და ეს არის ალბათ ბიბლიის 3/4, რომელიც ყველა ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. სწავლება ზნეობრივ ცხოვრებაზე, ცოდვაზე. თვითონ იესოც, როცა ლაპარაკობდა ცდილობდა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. იგი ამბობს: "გმადლობ შენ მამაო, რომ დაუფარე ეს ბრძენებს და ჩვილთ გაუცხადე" (ადგილი აღარ მახსოვს ![]() პავლე მოციქული კი აცხადებს: "თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული. ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ იბრწყინოს სახარების შუქმა ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღვთის ხატია." (2კორ.4:3-4). 7. ფრაზა: ბიბლია უნდა გავიგოთ პირდაპირ (სიტყვასიტყვით) - მისი ტექსტი ნათელია. შეგიძლია მაჩვენო პროტესტანტი, რომელიც ამას ამბობს? თუ მაჩვენებ მე გადავარწმუნებ მას. 8. ფრაზა: "სწორ გაგებას გვატყობინებს სულიწმინდა" იესომ თქვა: "იგი შეგიძღვებათ ყოველგვარ ჭეშმარიტებაში" და ასევე დასძინა - "თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს". მიმაჩნია, რომ სულიწმიდის მოქმედებას ვადა არ გასვლია და მას დღესაც აქვს უნარი დაეხმაროს მკვლევარებს. თუმცა არსებობენ ამ სტატუსით "მოსარგებლე" თაღლითები, მაგრამ დამერწმუნეთ ეს სახარების სიტყვები არ გაუქმებულა. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც წრფელად ეძიებს და თხოვს ღმერთს ჭეშმარიტების შეცნობას არ გაეხვევა ცრუმოძღვრების ბადეში. "განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც შვილი პურს თხოვდეს და ის ქვას აძლევდეს?". მოდი ჯერ აქ გავჩერდები. თუ საჭირო იქნება განვაგრძობ. მე ყოველივე აქედან გამომდინარე ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ეს ნაშრომი უბრალოდ არაკომპეტენტური ადამიანისგანაა დაწერილი. ველოდები თქვენს პოსტებს. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
გლახა |
![]()
პოსტი
#151
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
mariami-k
ციტატა იცი ძნელი, როცა ადამიანს თავისი მრწამსი აქვს, უცბად შეცვალო მასში ყველაფერი. მით უმეტეს თქვენ ამის შეცვლას ნუ შეეცდებით...არც არის თქვენი კომპეტენცია და არ ძალი შეგწევთ... |
mariami-k |
![]()
პოსტი
#152
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
გლახა
ციტატა მით უმეტეს თქვენ ამის შეცვლას ნუ შეეცდებით...არც არის თქვენი კომპეტენცია და არ ძალი შეგწევთ... არც ვაპირებ. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ცოტნე |
![]()
პოსტი
#153
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
გლახა
მნათე მე ვერაფერი დავინახე მარიამის პოსტში შეურაცხმყოფელი, გულისტკივილის გარდა QUOTE ბრმა თუ ბრმას წარუძღვება, ორივე ორმოში ჩაცვივდებიან. თუ ამას თვლით შეურაცხყოფად, ვერ დაგეთანხმებით. მათი პოსტებიდან ასე ჩანს. ამდენი არგუმენტების შემდეგ რომ ადამიანი კიდევ ხატების თაყვანისცემის, და წმინდა ნაწილების პატიცისმიგების ჭეშმარიტებაში დაეჭვდება, მას ესე იგი არ სურს ჭეშმარიტების მიგნება და თავს იბრმავებს. სიყვარულით და პატივისცემით ![]() -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
მნათე |
![]()
პოსტი
#154
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა და ესენი კი იმისათვის იყო მიღებული, რომ მაშინ წიგნებისა და გადმოცემების სიმრავლემ მრავალი ერესი წარმოშვა. და მამებმა აღიარეს, რომ ეს წიგნი იყო უტყუარი ღვთივშთაგონებული წერილები. მეც მიმაჩნია, რომ ახალი აღთქმა არის ჭეშმარიტების საზომი. უნდა განიმარტოს, - ეკლესიის მამებმა, რომლებიც ფლობდნენ სამოციქულო მადლს და რომელთა უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგესნ - მართლმადიდებელი ეკლესია. ციტატა აქ არის კიდევ რამოდენიმე მცდარი ცნობა და შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ალბათ მოსაწყენი იქნება ყველა მათგანზე საუბარი, მხოლოდ შევეხები რამოდენიმე მათგანს: აქ არსებულზე საუბარი საერთოდ არაა.... ციტატა ეს ინფორმაციის უქონლობაა. პროტესტანტები პატივს სცემენ ერთმანეთის განმარტებას, ხოლო რაც შეეხება იმათ ვინც ამბობენ, მხოლოდ ჩვენ ვმატავთ სწორად ბიბლიასო, მხოლოდ სამი მათგანი მახსენდება: 1. ე.წ. "იეჰოვას მოწმეები" 2. მეშვიდე დღის ადვენტისტები და 3. მორმონები. მაგრამ არც ერთი მათგანი არ მოიაზრება პროტესტანტულ მოძრაობაში. ვინაიდან მათ გააჩნიათ გადახვევები ისეთ ძირიტად საკითხებზე, როგორიცაა სამება, სულის უკვდავება, სწავლება გადარჩენაზე და ა.შ. აი ამაზეა ნათქვამი 'რა მაგის პასუხიაო' ![]() ციტატა სულაც არ ვართ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილნი პირიქით. თქვენი პირადი განწყობის, საზოგადო ისტორიად ქცევა - ვერაა მაგალითი... ციტატა როგორ არ აღინიშნება. შეგიძლიათ წაიკითხოთ ებრაელთა მიმართ წერილი ყურადღებით და აღმოაჩენთ, რომ ძველ აღთქმაში არსებული ლიტურგია და ღვთისმსახურება იყო სიმბოლო (წინასახე) იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვისა. მაგრამ დღეს, როცა იესო ქრისტე მოვიდა აღარ არის საჭირო ღვითსმსახურების სიმბოლური ფორმები. აი რაზე წერდა დიაკონი, 'მხოლოდ წმიდა წერილი'-ო ![]() ![]() ციტატა მე არ გახლავართ ქარიზმატი, მაგრამ ვიცი მათი შეხედულებები. ის, რასაც ისინი მკვდარსა და ხორციელს ეძახიან, არის ისეთი რიტუალები, რომლის არსი და აზრი კი აღარ დგას პირველ ადგილზე, არამედ თვითონ რიტუალი. მაგალითად ადამიანი ატარებს გულით ჯვარს, მაგრამ არ ცხოვრობს ჯვარცმული ცხოვრებით. ან ანთებს სანთელს, მაგრამ არ ანათებს თავისი ღვთისმოსაობით, ან საათობით კითხულობს ლოცვანს და მისი გული შორსაა ღმერთისაგან და ა.შ. ისე გეტყვით ცნობისათვის, რომ პროტესტანტები (უმრავლესობა) აღიარებენ მხოლოდ ორ რიტუალს: 1. ნათლობა და 2. ზიარება. ასევე ზოგგან გვხვდება ფეხთბანვის მსახურება, რომელიც ზიარების წინ სრულდება ხოლმე. ეს იმასთან ერთად რაც დიაკონმა აღნიშნა ![]() ციტატა ესეც სწორიცაა და შეცდომაც ეკლესიაში არიან სხვებზე მეტად სწავლული ადამიანები, რომლებიც განმარტავენ და ასწავლიან ხალხს ბიბლიას. მაგრამ დამეთანხმებით, რომ არის ბიბლიაში ისეთი ადგილები და ეს არის ალბათ ბიბლიის 3/4, რომელიც ყველა ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს. სწავლება ზნეობრივ ცხოვრებაზე, ცოდვაზე. თვითონ იესოც, როცა ლაპარაკობდა ცდილობდა ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. იგი ამბობს: "გმადლობ შენ მამაო, რომ დაუფარე ეს ბრძენებს და ჩვილთ გაუცხადე" (ადგილი აღარ მახსოვს ). პავლე მოციქული კი აცხადებს: "თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაღუპულთათვის არის დაფარული. ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ იბრწყინოს სახარების შუქმა ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღვთის ხატია." (2კორ.4:3-4). ტერტულიანეს ერეტიკოსთა პრესკრიპცია გამოგვადგებოდა.... წერილის დაწერის მიზეზს წარმოადგენს: II საუკუნის ბოლოს ქრისტიანული სარწმუნოების ირგვლივ შექმნილი ვითარება - მომრავლებული ერესი; წერილის დაწერის მიზეზს წარმოადგენს ის რაც დღესაც უცვლელია. დაინტერესებულთ, შეუძლიათ გაეცნონ მთლიან ტექსტს: სამწუხაროდ ჯერჯერობით რუსულ, ლათინურ, ინგლისურ ენებზე ______________________________________________ De Praescriptione haereticorum ''ერეტიკოსთა პრესკრიპცია [წინააღმდეგ] '' ''1-2. თავად ერესის არსებობა მოწმობს ჭეშმარიტ რწმენაზე. დღევანდელ დღეს არსებული გარემოებანი გვაიძულებენ, რომ შექმნილი მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდეს: - ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ასე მომრავლებული ერესის ოდენობა; არც იმის, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს; რამეთუ ამის შესახებ უკვე გვეუწყა (მათე 7:15; 24:4; 11; 24; I ტიმ. 4:1-3) და არც ის, რომ ისინი წყალს უყენებენ რომელიმე ჩვენთაგანის რწმენას (ისინი სწორედ ამისათვის არსებობენ - გამოცდაში იწრთობა რწმენა). ბევრში შეშფოთება იბადება და უკვირს ის, რომ ერეს ასეთი ძალა გააჩნია; არადა სინამდვილეში მათ უფრო უნდა გაუკვირდეთ ის, რომ ერესი საერთოდ არ არსებობდეს! როდესაც რაიმე განწესებულია გარდაუვალი ყოფისათვის (ანუ არსებობს ამის მიზეზი), მას არ შეუძლია რომ არ იარსებოს, რამეთუ დამოკიდებულია ძალაზე რომლის გამოც ის არსებობს. ხომ არ გვიკვირს მაგალითად ციებ/ცხელების არსებობის ფაქტი, რომელიც ერთ-ერთია ამ ქვეყანაზე არსებული უამარავი სასიკვდილო და სატანჯველი ავადმყოფობებიდან?! (ის მაინც არსებობს) ასევე არც ის გვიკვირს, რომ ხალხს კლავს - რადგან სწორედ ამისთვის არსებობს. ამიტომ, თუ ჩვენ გვაოცებს, რომ ჭეშმარიტული რწმენის დასასუსტებლად მოვლინებული ერესი ასეთია, მაშინ პირველ რიგში უნდა გაგვაოცოს საერთოდ მისი არსებობის ფაქტმა: - რადგან არსებობს, გააჩნია ძალა, ხოლო რადგან გააჩნია, ამიტომაც არსებობს. თუმცა ციებ/ცხელება როგორც სიბოროტე, თავისი დანიშნულებითა და ჩვენზე მოქმედებით, რა თქმა უნდა უფრო გვეზიზღება ვიდრე გვაოცებს; რაც ძალა გვაქვს ვერიდებით და ამ დროს უნარი არ შეგვწევს მისი საერთოდ განადგურების. ... ზოგჯერ მართლაც გასაკვირია, რომ ბოროტებას მსგავსი ძალა გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ: ერესი ძლიერია მისთვის, ვისი რწმენაც სუსტია. გლადიატორთა ბრძოლაში გამარჯვებული, ხშირად იმარჯვებს არა იმიტომ რომ მამაცი და დაუმარცხებელია, არამედ იმიტომ რომ დამარცხებული სუსტი იყო. შემდეგ იგივე გამარჯვებული უკვე დგება ძლიერის პირისპირ და მარცხდება. იგივე ითქმის ერესზეც: ის ძლიერია ვიღაცის სისუსტის გამო, მაგრამ უსუსურია თუ ხვდება ძლიერ რწმენას. 3-6. ერესი საზრდოობს სუსტი რწმენით: ჭეშმარიტი რწმენა მასთან წინააღმდეგობაში მოწმდენა. ... არ მესმის ასევე, რა არის გასაკვირი იმაში, თუ ადრე ვიღაცა ითვლებოდა სანდოდ, შემდეგ კი გამოდგა სუსტი, რის გამოც გაგვშორდა? გაიხსენეთ საული, კეთილი და ღვთისმოშიშე - შურში ამოხდა სული (1მეფ. 18); გაიხსენეთ დავითი, ვინც თავად უფალმა ცხო მეფედ ისრაელზე, განა მკვლელობასა და გარყვნილობაში არ იქნა დადანაშაულებული? (2მეფ. 11); სოლომონი, განა თავად უფალმა არ დააჯილდოვა იგი სიბრძნით, რის შემდეგადაც ქალებისა და კერპებისაკენ გაიწია? (3მეფ. 11:4); მხოლოდ და მხოლოდ ძე ღვთისას ებოძა ყოფნა ცოდვის გარეშე (ებრ. 4: 14-15). ასე რომ, თუ ეპისკოპოსი, დიაკვანი, ქვრივი, მოძღვარი ან თუნდაც წამებული განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას - ნუთუ ეს გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ერესში არსებობს ჭეშმარიტება? არავინაა ბრძენი, არავინაა ერთგული, არავინაა დიდებული, თუ იგი არაა ქრისტიანი: ქრისტიანი კი მხოლოდ ისაა, ვინც ბოლომდე დაითმენს (მათე 10:22) შენ, - რადგანაც შენ ადამიანი ხარ - ყველაფერს იცნობ გარეგნულად; შენ ფიქრობ, როგორც ხედავ, და ხედავ მხოლოდ იმას რაც შენს თვალს წინაა, მაგრამ უფლის თვალნი, როგორც ნათქვამია, დიდგანმზრახველი და მრავალმოქმედია (იერემია. 32:19). ადამიანი უყურებს სახეს, უფალი კი გულს (1 მეფ. 16:7) ... გაიხსენე! განა არ განეცალნენ მოსწავლეები თავად მაცხოვარსაც კი, როდესაც ცდუნებამ იმარჯვა მათზე? (იოანე 6:66) ამ დროს განა სხვებმა იფიქრეს, რომ ამის გულისათვის თავადაც უნდა განსდგომოდნენ (?): პირიქით, იმათ ვინც იცოდნენ, რომ ისაა სიცოცხლის სიტყვა, თავად ჭეშმარიტება და უფლის გზავნილი, ბოლომდე მის გვერდით იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გაცლა შესთავაზა, თუ ეს ვინმეს სურდა (იოანე1:1; 6:67-68; 16:30) სრულებითაც არაა მნიშვნელოვანი თუ მაცხოვარი მოციქულებმა დატოვეს; ვიღაც ფიგელოსმა, ჰერმოგენესმა, ფილეტოსმა, ჰიმენევსმა და ალექსანდრემ (IIტიმ. 1:15; 2:17; Iტიმ. 1:20) განა თავად ქრისტეს გამცემი არ იყო მოციქული? ჩვენ გვიკვირს, როდესაც ვიღაცა მის ეკლესიას ტოვებს, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვითმენთ იესო ქრისტეს მსგავსად, მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ქრისტანები ვართ. ისინი ჩვენგან გავიდნენ - ამბობს მოციქული - თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთავე დარჩებოდნენ (I იოანე 2:19) ... უფალი გვასწავლიდა, რომ ბევრი მტაცებელი მგელი მოვა ცხვრის სამოსით გამოწყობული (მათე 7:15) რას წარმოადგენს ეს ცხვრის სამოსი, თუ არა ქრისტიანის სახელის გარეგანი სახე? რა არის მტაცებელი მგელი, თუ არა ქრისტეს ფარის დატაცების შინაგანი მზაკვრული გრძნობა და ფიქრები? რაშია ცრურწმენის არსი, თუ არა სიცრუის მქადაგებლებში? რაშია ცრუ მოციქულთა არსი, თუ არა ყალბი ღვთის სიტყვის მაუწყებლებში? რაშია ანტიქრისტეს არსი - აწ და მარადის - თუ არა ქრისტეს წინააღმდეგ აჯანყებულნში? ... 15-19. ერეტიკები არ უნდა ეყრდნობოდნენ წმინდა წერილს; ის მათ არ ეკუთვნით და მათ მხოლოდ მისი დამახინჯება ძალუძთ. მათ წმინდა წერილზე მსჯელობის უფლება, ნამდვილად არა აქვთ. ...ისინი მიმართავენ წმინდა წერილს და ამ გამბედაობით ბევრს გული უდრკება. როგორც კი საქმე კამათამდე მიდის: მტკიცეებს აღონებენ საკუთარი ყბედობით, სუსტებს იტყუებენ, ხოლო ვინც შუაშია, მას კი ეჭვებში ტოვებენ. ჩვენ მოვაკლებთ მათ ასეთი სარფიან ყოფას, თუ არ დავუშვებთ მათი მოსაზრებების მოსმენას წმინდა წერილის შესახებ. ამიტომ უნდა შევხედოთ, ვის ეკუთვნის წმინდა წერილი, რომ არ მივუშვათ მასთან ის, ვისაც არც ეკუთვნის და არც იმსახურებს ამას. ზოგიერთს მოეჩვენება თითქოს, საკითხისადმი ასეთი მიდგომით მსურს თავი ავარიდო კამათს, რადგან გარკვეული უნდობლობით ვუყურებ საკუთარ შესაძლებლობებს. ეს შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, რომ არა ის მტკიცე მიზეზები რომლებიც გამაჩნია მე - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რწმენა ემორჩილება მოციქულს, რომელიც გვიშლის ამპარტავნებთან ძიების მცდელობას და ყურადღების მიქცევას ყოველგავარ ახალ/სხვაგვარ სწავლებისადმი (I ტიმ. 6:3-5) რადგან მათ მხოლოდ და მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი ჭირთ, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი. ერეტიკოს შეგონების შემდეგ უნდა გავერიდოთ და არა კამათის შემდეგ (ტიტე 3:10) ... მოციქულმა დაგვიშალა კამათი და მიგვითითა შეგონებაზე, როგორც ერეტიკოსთან ურთიერთობის ერთადერთ და აერთჯერად საშუალებაზე; რადგან ერეტიკოსი ქრისტიანი არაა, და ის არ იმსახურებს იმას, რომ ისე მოვექცეთ როგორც ქრისტიან ძმას ანუ ყველანაირად ვეცადოთ, რომ აცდენილ გზიდას ჩამოვაშოროთ (მათე 18:15-16). როგორ შეიძლება ეკამათო მწვალებელს წმინდა წერილზე, როდესაც ის არ ცნობს ზოგიერთ საღვთო წერილს (?); ხოლო რომელსაც ცნობს მასაც არასრულად, ამახინჯებს საკუთარი ჩანაფიქრის სასარგებლოდ, ან ამატებს რაღაცას ან კი საერთოდ ტოვებს მისთვის უსარგებლოს; ხოლო თუ რაღაცას მთლიანობაში ინარჩუნებს, ისიც ასევე დამახინჯებულია, რადგან მომარაგებულია სხვადასხვა განსხვავებული და ახალი სწავლით. ასე რომ, არაა საჭირო წმინდა წერილის მოხმობა; არაა საჭირო პაექრობა იქ, სადაც გამარჯვება არ არის... და არც გვჭირდება მსგავსი რამ. ... ვის ეკუთვნის წმინდა წერილი? ვისით, ვისი დახმარებით, როდის და ვის გადაეცა სწავლება, რომელიც ადამიანს ქრისტიანად ხდის? ... 20-22. ჭეშმარიტება ეკუთვნის ქრისტეს, შემდეგ კი - მოციქულთა გადმოცემას ... 26-29. ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე'' ... --------------------------- ჩემო კარგო, აქ ქარიზმატიკების რწმენაზე სასაუბროდ არ ვართ, ან ვინ როგორი განწყობისაა ერთურთში, ებრაელტა მიმართ ეპისტოლე, ვერ წარმოიდგენ იმდენჯერ წაგვიკითხავს...და თუ დიაკონის შრომაში, მხოლოდ ეს ვიწრო 'შეცდომუკები' იყო მთავარი, მაშინ მთავარს რაღა ქვია? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#155
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნება მიბოძე ბ.ნო ალექს.ბ რომ მეორედ შეგახსენო, არ უნდა გადაიტანო საუბარი სხვა თემაზე, თუ ისევ დაგავიწყდა, რომ პასუხს ველი? ან თქვი, რომ ვერ მცემ პასუხს, მაშინ მე თემას განვავრცობ , ან უპასუხე, დმტკიცებით და დოკუმენტებით... მეორე გაქრა, შენ ისევ იმ თემას მიუბრუნდი, ვიმეორებ ჯერ პირველს გაეცი პასუხი და მერე მეორეს და კიდევ, კამათი ჩხუბში ნუ გადაგდით ხოლმე, ქადაგება სიყვარულით ხდება, დანარაჩენი უნაყოფოა!
დამატების სახით: ალექს.ბ იმ წიგნში შენ შეცდომებს ეძებ მარტო? რა კომენტარებია ეგ? თუ აკრიტიკებ, მაშინ იდეა უნდა გააკრიტიკო რაც მთავარია და არა დეტალები, თუ რამდენად გიყვართ ერთმანეთი პროტესტანტებს და როგორი მსახურებების ნაირსახეობა გაქვთ, აქ ამაზე არაა საუბარი, აქ იდეა უნდა გააშუქო, ამ კერძო შემთხვევაში კი ხატთაყვანისცემა და კიდევ, თემას ნუ გადაუხვევთ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
![]()
პოსტი
#156
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
KAIROS
ციტატა კამათი ჩხუბში ნუ გადაგდით ხოლმე, ქადაგება სიყვარულით ხდება, დანარაჩენი უნაყოფოა! მრავლობითში რომ არ დაგეწერა არაფერს ვიტყოდი... მგონია რომ მე მიგულისხმე ერთ ერთ მოჩხუბრად... ციტატა გლახა alex_b მხოლოდ ერთს ვიტყვი: ღმერთმა შეგინდოთ. ბრმა თუ ბრმას წარუძღვება, ორივე ორმოში ჩაცვივდებიან. ასე არ მოგივიდეთ. არ გეწყინოთ, სწორად გამიგეთ. პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ჭეშმარიტებას არ უნდა გაურბოდეთ. მე რომ ბრმები გიწოდოთ მოგეწონებოდათ? და ამის გამო მოჩხუბარი ვარ? |
mariami-k |
![]()
პოსტი
#157
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ციტატა მე რომ ბრმები გიწოდოთ მოგეწონებოდათ? და ამის გამო მოჩხუბარი ვარ? ბრმა, კი არ გიწოდე, არამედ მაგალითი მოვიყვანე, თანაც სახარებიდან. მაგ პოსტის შემდეგ კიდევ განგიმარტე რისი თქმაც მინდოდა. ან ვერ იგებ ან არ გინდა გაიგო მე რაც ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ შენთვის კი არა, საერთოს არავისთვის მინდა შეურაცყოფის მიყენება. თუ გეწყინა შენდობას გთხოვო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
გლახა |
![]()
პოსტი
#158
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
mariami-k
ძალიან კარგად ვიგებ მარიამ ...წყენა აქ არაფეს შუაშია, უბრალოდ ცოტა არასასიამოვნო განწყობა შემიქმნა შენმა ასეთმა ნაწერა... შესანდობარი არაფერი გაქვს ..უფალმა დაგლოცოს. მე აქ ქაიროსის ნათქვამს გავუსვი ხაზი და შენზე უკვე არაფერს ვამბობ. |
ცოტნე |
![]()
პოსტი
#159
|
![]() ცოტნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 ![]() |
QUOTE მე რომ ბრმები გიწოდოთ მოგეწონებოდათ? და ამის გამო მოჩხუბარი ვარ? შეურაცხყოფის ტონით და გულისკივილის ტონით ნათქვამს შორის განსხვავებაა. მთავარი ისაა რომ თუ ადამიანს სინათლის დანახვა უნდა და მართლა ჭეშმარიტებას ეძებს, ის ამ ნათქვამს მისთვისვე სასარგელოდ მიიღებდა და არა შეურაცხყოფად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ თემაში ამომწურავად გაეცა ყველა კითხვას პასუხი იმის შესახებ, ხატებს თაყვანი უნდა ვცეთ თუ არა და წმინდანთა ნაწილეს თუ უნდა მივაგოთ პატივი. დანარჩენი უკვე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, სად სურს მას დგომა. ხშირად ვყოფილვარ ბრმის მდგომარეობაში ჩემი არასწორი სულიერი ცხოვრების გამო, და თუ მოყვასი და თვალს ამიხელს, მისი მადლიერი ვიქნები და არა შეურაცხყოფილი. -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
mariami-k |
![]()
პოსტი
#160
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
გლახა
კარგია რომ მიმიხვდი. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 06:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი