IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
Dulos
პოსტი Mar 13 2007, 04:50 PM
პოსტი #261


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ახლა რაც შეეხება თქვენს სამ პუნქტს. საკმაოდ ზოგადი და ორაზროვანი მტკიცებულებები გაქვთ და ამიტომ ცოტა გამიჭირდა ან დათანხმება და კომენტარის გაკეთება. მოკლე პასუხებს შემოგთავაზებთ ამ ეტაპზე.


1) ქრისტიანები გამოხატავდნენ დაინტერესებას წმიდა სიმბოლებით, რომლებისაგანაც განვითარდა ხატწერა.

გეთანხმებით, რომ პირველი ქრისტიანები იჩენდნენ ინტერესს და პატივისცემას წმიდა სიმბოლოებით. ადრიდანვე ქრისტიანული ნახატები ჩნდებოდა შესაკრებელი ადგილის კედლებზე, სასმისებზე, ავეჯზე.


2) თავიდანვე მიაგებდნენ პატივს ქრისტიანთა საფლავებს და ლოცულობდნენ მათზე

გეთანხმებით, ესეც ხდებოდა. მათზე ლოცვაში რას გულისხმობთ? საფლავებზე ლოცულობდნენ, თუ წმიდანების მიმართ?


3) პირველი საუკუნის მამებისადმნი არ იყო შევედრებოდნენ წნმიდანებს, რათა მეოხება გაეწიათ ღვთის წინაშე.

დაგეთანხმებით, მაგრამ უწინ მიმითეთ წყაროები. დიდი სურვილი მაქვს ვნახო. ხომ გაგიათ - ათჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.



მნათე.

ციტატა
ეს ხომ დაწერა და..?


არ ვიცი რა არ მოეწონათ ამ ციტატაში?! აქ წასაშლელი რა იყო?! გავიმეორებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და ერთი სული მაქვს სანამ ბიბლიასთან მივალთ და განხილვას შევუდგებით (ებრაული და ბერძნული ტექსტებს ვნახავთ, ტექსტუალურ კრიტიციზმს გავეცნობით, ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებს ვნახავთ, ეგზეგეტიკას და ჰერმენევტიკას ავამოქმედებთ).

იქნებ ისიც აღმოვაჩინოთ, რომ ბევრი რამ ისეთიც წერია წმიდა წერილში რაც არ არის ძნელი გასაგები.


თქვენდამი უზომო პატაივისცემით განწყობილი

დულოსი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 13 2007, 08:33 PM
პოსტი #262


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
1) ქრისტიანები გამოხატავდნენ დაინტერესებას წმიდა სიმბოლებით, რომლებისაგანაც განვითარდა ხატწერა.

გეთანხმებით, რომ პირველი ქრისტიანები იჩენდნენ ინტერესს და პატივისცემას წმიდა სიმბოლოებით. ადრიდანვე ქრისტიანული ნახატები ჩნდებოდა შესაკრებელი ადგილის კედლებზე, სასმისებზე, ავეჯზე.


2) თავიდანვე მიაგებდნენ პატივს ქრისტიანთა საფლავებს და ლოცულობდნენ მათზე

გეთანხმებით, ესეც ხდებოდა. მათზე ლოცვაში რას გულისხმობთ? საფლავებზე ლოცულობდნენ, თუ წმიდანების მიმართ?


3) პირველი საუკუნის მამებისადმნი არ იყო შევედრებოდნენ წნმიდანებს, რათა მეოხება გაეწიათ ღვთის წინაშე.

დაგეთანხმებით, მაგრამ უწინ მიმითეთ წყაროები. დიდი სურვილი მაქვს ვნახო. ხომ გაგიათ - ათჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.



დულოს კარგო, ამას ველოდი ამდენი ხანი?

მითხარი, რომ არ იცი ეგ საკითხი და საინტერესო რამეებს მოგიყვები smile.gif

საფლავების მიმართ ლოცვა რასა ქვია კაცო smile.gif მოკლედ, აგიხსნა ყველაფერი?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 15 2007, 11:24 AM
პოსტი #263


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ციტატა
საინტერესო რამეებს მოგიყვები

laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Mar 15 2007, 05:46 PM
პოსტი #264


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219




ღრმად პატივცემულო კაიროს smile.gif smile.gif



მეც მაქვს თქვენთვის ძალიან საინტერესო რაღაცეები, თქვენი წინა პოსტებიდან, ვჩქარობ გახაროთ. wink.gif




დულოსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 15 2007, 11:46 PM
პოსტი #265


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დულოს გარკვევით მითხარი, შეცდომა მიპოვე რამე? არ გამოვრიცხავ, ოღონდ დაამტკიცე, მანამ კი კიდევ ერთხელ, აი ის სამი გზა რასაც დიალოგისათვის გთავაზობ:


ციტატა


1) ან უნდა უარყო დასაბუთებულად ( რომ იცოდე მერე რა ამბავი ატყდება )

2) ან უნდა მითხრა, რომ აღიარებ თუკი დოკუმენტალურად დაგისაბუთებ

3) ან უნდა დამეთანხმო და მომდევნო სამ პუნქტს შემოგთავაზებ


ესეც ასე ველი პასუხს, იმედია გადავალთ საქმეზე!

ახლა კი:

ჩემი ადრინდელი (პირველი გვერდები) სამ ნაწილიანი პოსტის შემდეგ გთხოვთ ნახოთ

ლიტერატურა ( განახლებული)

1) СЛОВО О ПОКЛОНЕНИИ СВЯТЫМ ИКОНАМ.

Преподобный Максим Грек


2) პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

ხატთა თაყვანისცემა და წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა


3) და დიაკონ ანდრეი კურაევის

ИКОНА В БИБЛИИ
(ნაწყვეტი "პროტესტანტებს მართლმადიდებლობაზე")


ამ ყველაფერს იხილავთ აქ:

http://www.4shared.com/file/12316428/afb4d56c/___online.html


ძალიან გთხოვთ, სანამ მიპასუხებდეთ და შემეკამათებოდეთ, ეს 33 გვერდიანი ნარკვევი გულდასმით წაიკითხეთ და დაამუშავეთ, ამის შემდეგ ვიკამათოთ


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 16 2007, 12:22 AM
პოსტი #266


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ვიდრე კამათი განახლდება... ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, იმედია სხვებსაც მოეწონებათ:
წმიდა მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, ანტიოქიის მეორე ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის შემდგომ:
„რაჟამს იესუს მივემთხვიო, მვედრებელ და მეოხ ვიქმნე სულთა თქუენთათვის, უკუეთუ ოდენ ღირს მყოს უფალმან. მოიხსენენით კრულებანი ჩემნი“ (წამების წინ ანტიოქელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლედან, საქ. ეკლესიის კალენდარი, 1988 წ.).
„ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე“ (1 ტიმ. 2,5); მვედრებელნი და მეოხნი კი მრავალნი – წმინდანები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 16 2007, 12:38 PM
პოსტი #267


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



კაიროს, მეც წავიკითხავ და შემოგიერთდებით.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 16 2007, 07:04 PM
პოსტი #268


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



აბა მეც მოვედი biggrin.gif ინტერნეტი მქონდა გათიშული და ეხლა ჩაირთო ამიტომ კაიროსის თხოვნა შეუსრულებელი დამრჩა.ისაუბრეთ ერთმანეთში ხელს არ შეგიშლით.მე ჩემი სათქმელი ამ საკითხებზე ადრეულ პოსტებში ვთქვი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 16 2007, 10:02 PM
პოსტი #269


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
.ისაუბრეთ ერთმანეთში ხელს არ შეგიშლით.მე ჩემი სათქმელი ამ საკითხებზე ადრეულ პოსტებში ვთქვი.


აგაშენა ღმერთმა biggrin.gif

ციტატა
კაიროს, მეც წავიკითხავ და შემოგიერთდებით.


აბა, თქვენ იცით, ობიექტურად და დაკვირვებით წაიკითხეთ, მართლაც ძალიან საინტერესოებია, და სულ 33 გვერდია, პლიუს ჩემი 3 უბადრუკი პოსტი smile.gif

აბა გელით!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Mar 16 2007, 10:14 PM
პოსტი #270


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219





ვკითხულობ კაიროს.

თქვენი ნაშრომია?

მინდა გიპასუხოთ თქვენს კითხვებზე, თან საინტერესო საუბარი გამოგვივა, დარწმუნებული ვარ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტება გამოჩნდება.

მაგრამ ჯერ რამდენიმე განთავსებულ პოსტს მინდა ვუპასუხო. ჩემი აზრით სერიოზული შეცდომები არის დაშვებული.


პატივისცემით

დულოსი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 17 2007, 07:32 PM
პოსტი #271


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაგრამ ჯერ რამდენიმე განთავსებულ პოსტს მინდა ვუპასუხო. ჩემი აზრით სერიოზული შეცდომები არის დაშვებული.



ჩემს პოსტებს? მოდი ახლა ხომ იცი შენთან კამათს მოწყურებული ვარ biggrin.gif
მაგრამ ბევრი არ გავაგრძელოთ, თემას არ მინდა აგაცილო, აუცილებლად მინდა დავუბრუნდეთ ისევ ამ ნაშრომებს და ჩემს სამ პუნქტს!

ციტატა
თქვენი ნაშრომია?


ნაშრომში ამოკრება, შეკრება და აქ განთავსება თუ იგულისხმე ჩემია, თორე რა იქ არ წერია ვისია? ზემოთ დასახელებული სამი მამისაა!

აბა გუუუუუუუულდასმით წაიკითხეთ რა! smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 21 2007, 01:38 PM
პოსტი #272


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



აბა ერთი არამართლმადიდებლური შეკითხვა მოისმინეთ და მიპასუხეთ:
მართლა ისეთი იყო იესო გარეგნულად, როგორც ხატზეა გამოსახული?
თუ კი - რატომ არის რომ სხვადასხვა ხატებში არ გავს ქრისტე ერთმანეთს;
თუ არა - განა გაგიხარდებოდათ ვინმეს ფანტაზიით დახატულ სურათზე თქვან ეს ისააო (თქვენზე) და მას მიაგონ პატივი? ა
ეს ერთი კითხვა, დანარჩენი მერე იყოს.
ისე დავძენ, რომ სახარებაში არსად არ არის ნახსენები ქრისტეს გარეგნობაზე, რა ფერსი თმა ქონდა, თვალები, მაღალი იყო თუ დაბალი, გამხდარი იყო თუ სრული. და ა.შ. ???????


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 21 2007, 02:50 PM
პოსტი #273


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
მართლა ისეთი იყო იესო გარეგნულად, როგორც ხატზეა გამოსახული?


არა, ცხადია. თუმცა დაახლოებით ეგეთი იყო. შედარებით ზუსტი არის ტურინის სუდარის ფოტოანაბეჭდი

ციტატა
ისე დავძენ, რომ სახარებაში არსად არ არის ნახსენები ქრისტეს გარეგნობაზე, რა ფერსი თმა ქონდა, თვალები, მაღალი იყო თუ დაბალი, გამხდარი იყო თუ სრული. და ა.შ. ???????

გარდამოცემით ვიცით

ციტატა
თუ არა - განა გაგიხარდებოდათ ვინმეს ფანტაზიით დახატულ სურათზე თქვან ეს ისააო (თქვენზე) და მას მიაგონ პატივი? ა
ეს ერთი კითხვა, დანარჩენი მერე იყოს.

ამაშია სწორედ საქმე, რომ ხატი სურათი არ არის. ის არის მადლის მიღების წყარო, მადლის გამტარი. შესაბამისად, ხატი იწერება ხატწერის პრინციპების გათვალისწინებით (მართლმადიდებლურ სამყაროში), განსხვავებით დასავლეთისგან, სადაც ხატი და ფოტო ერთია ლამის

აღმოსავლურ ხატებზე წმინდანებს გამოსახავენ ზოგჯერ არაბუნებრივად დიდი თვალებით, რაც ნიშნავს საღვთო ჭვრეტის უნარს, ხელში ჯვრით - რაც ნიშნავს, რომ ის ქრისტეს მოწამეა, ხელში სახარებით - რაც ნიშნავს, რომ იგი იყო მქადაგებელი და ა.შ.

ხატი მისტიკაა თავად და არა წმინდანის სურათი

ჩვენ არ ვიცით ძველი წმინდანები თუ როგორები იყვნენ ზუსტად (როგორც ვთქვი, ხატი ხშირად არ გადმოსცემს სიზუსტეს, თუმცაღა იერი იგივე აქვს), მაგრამ მაგალითისთვის შევადაროთ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი და სურათი:

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

სახით ზუსტად იგივე არ არის (ანუ ნახატზე სხვანაირი იქნებოდა), ხელში უპყრია ჯვარი, იმიტომ რომ იგი შეეწირა ერს, წმ. ნინოსი, იმიტომ რომ არის წმინდანი ივერიის ეკლესიისა, ასევე ხელთ აქვს ხელნაწერი, რაც ნიშნავს, რომ მას ეკუთვნის ნაშრომები, საიდანაც ამოკრეფილია სამი სიტყვა: მამული, ენა, სარწმუნოება (ზოგ ხატებზეა ლექსი - მამაო ჩვენო, ერთი სიტყვით მნიშვნელოვანი ციტატა თავისი ნაშრომებიდან)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 22 2007, 10:52 AM
პოსტი #274


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
ციტატა
ხატი მისტიკაა თავად და არა წმინდანის სურათი

მისტიკოსად ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს...

ციტატა
ჩვენ არ ვიცით ძველი წმინდანები თუ როგორები იყვნენ ზუსტად (როგორც ვთქვი, ხატი ხშირად არ გადმოსცემს სიზუსტეს, თუმცაღა იერი იგივე აქვს), მაგრამ მაგალითისთვის შევადაროთ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი და სურათი:
სახით ზუსტად იგივე არ არის (ანუ ნახატზე სხვანაირი იქნებოდა), ხელში უპყრია ჯვარი, იმიტომ რომ იგი შეეწირა ერს, წმ. ნინოსი, იმიტომ რომ არის წმინდანი ივერიის ეკლესიისა, ასევე ხელთ აქვს ხელნაწერი, რაც ნიშნავს, რომ მას ეკუთვნის ნაშრომები, საიდანაც ამოკრეფილია სამი სიტყვა: მამული, ენა, სარწმუნოება (ზოგ ხატებზეა ლექსი - მამაო ჩვენო, ერთი სიტყვით მნიშვნელოვანი ციტატა თავისი ნაშრომებიდან)


კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ხატმწერმა თავისი ფანტაზიით დაწერა ამა თუ იმ ადამიანის ხატი და მერე ჩვენ უნდა განვმარტოთ რატომ უჭერია მას ჯვარი, რატომ აქვს ეს და ის..ეს იმ ფერი ეს ამფერი...გასაგებია, რომ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს...

მახსენდება ქართულის გაკვეთილი, სადაც უმეტესობა ფანატიკოსი ქართული ენა/ლიტერატურის მასწავლებლებისა ისე მოითხოვდნენ დაგვეწერა თემა, როგორც მათ ესმოდათ... თუმცა მათი გაგება სულაც არ იყო სწორი...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 22 2007, 11:50 AM
პოსტი #275


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ხატმწერმა თავისი ფანტაზიით დაწერა ამა თუ იმ ადამიანის ხატი და მერე ჩვენ უნდა განვმარტოთ რატომ უჭერია მას ჯვარი, რატომ აქვს ეს და ის


არ არის ეგრე სერგი. იმედია დამიჯერებ. არსებობს ხატწერის წესები, რის შესახებაც ერთით წინა პოსტში მოკლედ ვისაუბრე (ალექსიზე პასუხისას). სწორედ ამ წესების დარღვევით დაწერილ ხატს ჰქვია "არაკანონიკური"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 22 2007, 12:15 PM
პოსტი #276


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კანონისტი
და ხატწერის წესები საიდან და ვინ დაადგინა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 22 2007, 12:22 PM
პოსტი #277


დაურეგისტრირებელი









კანონისტი
დაურღვევლობას კი კანონიკა.
გლახა
კანონიკა უნდა იყოს დაცული და როჩა ხატმწერი თავისი სტილით წერს ხატს ეს დასაშვებია.

მხოლოდ უნდა დაიცვას კანონიკა
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 22 2007, 12:26 PM
პოსტი #278


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
და ხატწერის წესები საიდან და ვინ დაადგინა?


საეკლესიო კანონებით არის დადგენილი, აგრეთვე ეკლესიაში ხანგრძლივად ჩამოყალიბებული ტრადიციითა და ტიპიკონური (ე.წ. საღვთისმსახურო განგების) წესებით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 22 2007, 12:27 PM
პოსტი #279


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



დაა......
საინტერესო ფრაზაა: საღვთისმსახურო განგება..
მე ღვთის განგება უფრო მომწონს wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 22 2007, 12:30 PM
პოსტი #280


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
ციტატა
საინტერესო ფრაზაა: საღვთისმსახურო განგება..
მე ღვთის განგება უფრო მომწონს


მეც მეორე უფრო მომწონს, თუმცაღა სხვადასხვა რამეა

საღვთისმსახურო განგებას ახალ ქართულზე განწესიც ჰქვია. ანუ ღვთისმსახურების აღვლენის წესები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 06:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი