![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#281
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
"თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი" (იოან.1:1)
ღმერთმა გადაწყვიტა გაცხადებოდა ადამიანებს. და ეს გააკეთა სიტყვის მეშვეობით. უფრო დავკონკრეტდები, რომ დარწმუნებული ვარ ღმერთს არ სურდა, რომ ვქონოდა ღმერთის სიტყვა არც ვიდეოჩანაწერის, არც აუდიოჩანაწერის და არც სხვა რაიმე სახით, არამედ დაწერილი სიტყვით. ხატწერა კი დამხმარე საშუალებებია ადამიანებისთვის, რათა დაეხმაროთ წარმოსახვაში. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ღმერთს ფიზიკური გარეგნობა არ გააჩნია, წარმოიდგინო ღმერთი - ნიშნავს იფიქრო მის სიყვარულზე, მოწყალებაზე, სიძლიერეზე და ა.შ. ამ წარმოსახვის საშუალებას ყოველგვარ ხატზე უკეთესად ბიბლიის - ცოცხალი ღმერთის სიტყვიერი გამოცხადების კითხვა მოგვცემს. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
KAIROS |
![]()
პოსტი
#282
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ხატწერა კი დამხმარე საშუალებებია ადამიანებისთვის, რათა დაეხმაროთ წარმოსახვაში. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ღმერთს ფიზიკური გარეგნობა არ გააჩნია, წარმოიდგინო ღმერთი - ნიშნავს იფიქრო მის სიყვარულზე, მოწყალებაზე, სიძლიერეზე და ა.შ. ამ წარმოსახვის საშუალებას ყოველგვარ ხატზე უკეთესად ბიბლიის - ცოცხალი ღმერთის სიტყვიერი გამოცხადების კითხვა მოგვცემს. ეეჰ. არ წაგიკითხავს ეტყობა რაც გთხოვე, თორემ ამდენ შეცდომას ერთად არ დაუშვებდი... ის რომ იფიქრო ღვთის სიყვარულზე და უყურო ამ სიყვარულის განკაცების ხატს, სრულებითაც არ ეწინააღმდეგება ერთამანეთს, არც ხატია " წარმოსახვის დამხმარე საშუალება"... მოკლედ, რა ვქნა? დიდხანს ველოდო პასუხს? თუ გავაგრძელო? ასეთ შეცდომებს ნუ უშვებ ჩემო ალექ.ბ, რაა ხატი თუ არ იცი, მაშინ ჩაიხედე მითითებულ ლიტერატურაში და ნახავ "წარმოსახვის დამხმარე საშუალება", თურმე რა სხვა რამე ყოფილა... ახლა ამ თოფიქზე არ დამიწყოთ კამათები, მე ჯერ ჩემს კითხვებზე ვარ მოლოდინში... იქნებ გამეგრძელებინა? დამეთანხმეთ ძირითადში მაინც? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alex_b |
![]()
პოსტი
#283
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE ეეჰ. არ წაგიკითხავს ეტყობა რაც გთხოვე, თორემ ამდენ შეცდომას ერთად არ დაუშვებდი... კარგი რა კაიროს დამინდე. მართლა არ წამიკითხავს. რუსულთან ცოტა უკაცრავად ვარ ![]() თუ არა და მაშინ წიგნი უნდა განვიხილოთ. მესმის რომ ეს წიგნები შენთვის - ავტორიტეტულია, რასაც მე ვერ ვიტყვი. შესაბამისად ჩემსა და შენს მიერ წაკითხული ერთი და იგივე წიგნი სხვადასხვანაირად იქნება გაგებული. იმიტომ, რომ წიგნი როცა ამბობს, რომ ეს ასეაო. მე მიჩნდება კითხვა რატომ? მაგრამ რამდენჯერაც ვკითხე არ უპასუხია. ისე თუ არ შეწუხდები ეგ ტექსტი თარგმნე ქართულად და ქრისტიანულ პირობას გაძლევ წავიკითხავ. ისე ქართული ტექსტი წავიკითხე. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
Dulos |
![]()
პოსტი
#284
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
სალამი კაიროს ის მასალები წავიკითხე. კროტოვს სერიოზული ნაშრომი გაუკეთებია. პირადად მე მისი ნაშრომი უფრო სიამოვნებით წავიკითხე ვიდრე მაქსიმ გრეკის სტატია. ეტყობა ლუთერანებმა ძალიან გააბრაზეს და ერთი ეგ იყო არ აგინა, თორემ დანარჩენი ყველაფერი უწოდა. ისე, ლუთერანებსაც ცინიკური ენა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს ეგ კაცი თავის დროზე ძალიან გააბრაზეს. კროტოვს საინტერესო ნაშრომი აქვს როგორც ვთქვი. და მართალი გითხრა, მე სულ სხვა შეხედულება მქონდა, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის ხატთაყვანისცემასთან დაკავშირებით 90% მართლმადიდებელმა არ იცის. არ იცის კი არა წარმოდგენა არა აქვს. ბევრი მლოცველი მინახია ხატის წინ და წმიდათა გვამების წინ. კიევო-პიშერსკაი ლავრა გაგონილი გექნება, უკრაინელების საამაყო, იქ რაც ვნახე გვირაბებში, სულ დამაკარგინა მართლმადიდებლობაზე წარმოდგენა. წმიდანის სასვენებელზე დამხობილი ხალხი, კოცნიან, ტირიან და სპასი-უპასის მეტ არაფერს გაიძახიან. იქ არაა პატივისცემაზე ლაპარაკი, ევედრებოდნენ მიცვალებულ ილია მურომეცსა და კიდევ სხვა წმიდანებს პატიებასა და შეწყალებას... ეს უკვე ზედემტია და ბიბლიას არაფრით არ ეთანხმება. გული შემიღონდა ესეთი სურათები რომ დავინახე. იმის თქმა მინდა უბრალოდ, რომ რაც ამ ნაშრომში წავიკითხე, ბევრად განსხვავდება იმისაგან, რაც საკუთარი თვალით მინახავს. აქ განთავსებულ ზოგიერთ არგუმენტსაც მინდა გამოვეხმაურო და არგუმენტების გადახედვა ვთხოვო ზოგიერთ ფორუმელს. ქართულიც წავიკითხე და რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა, ცოტას დავამუშავებ და განვათავსებ. არ მინდა უაზროდ არც დრო ვაკარგინო ვინმეს და არც ადგილი დავიკავო. ეს ღვთისმეტყველების განყოფილებაა და უნდა შეგნებული გვქონდეს ეს რას ნიშნავს და მერე ვწეროთ პოსტები. უცბად რაღაც გაგახსენდება და დაწერო და თან თავად არ გესმოდეს რასაც წერ, რა აზრი აქვს? იმიტომ მინდა ცოტა დავამუშაო და შემდეგ განვათავსებ. თქვენდამი ყველასადმი დიდი პატივისცემით დულოსი |
KAIROS |
![]()
პოსტი
#285
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
კარგია, ცოტა ხანში პატარა ისტორიულ მიმოხილვას შემოგთავაზებ, მანამ კი დაამუშავე და შენი აზრი მაინტერესებს რასაც ამუშავებ მასზე, მე კი შევეცდები გაჩვენო, როგორ შეიძლება "მიცვალებულ წმიდანებს" ევედრო და სად გადის პატივისცემა-თაყვანისცემაზე ზღვარი...
აბა გელი და შენც მელოდე ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
![]() ![]()
პოსტი
#286
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემი დარჩენის საჩუქარი თქვენ!
![]() სანამ ხატწერის ისტორიაზე გადავიდოდეთ და მის ძირითად რაობას გავარჩევდეთ, რაღაც ისეთ განწყობილებაზე ვარ, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან ემოციური და წარმოიდგინეთ ჩვენთვის, ქართველთათვის განსაკუთრებით სასიამოვნო შრომა უნდა შემოგთავაზოთ... ამ ნაშრომზე წერია, რომ იგი ორჯერ იქნა წაკითხული VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რადგან უძვირფასესია თავისი ინფორმაციით და თავისი უძველესობით, დაწერილია IV ს.ში ( ავტორი V ს.ის დასაწყისშივე გარდაიცვალა, + 404 ), ავტორია ეპისკოპოსი, წარმოიდგინეთ ერთერთი პირველი ეპისკოპოსი იმ ეპოქისა, როდესაც პირველად ამოვიდა ქრისტიანული ეკლესია კატაკომბებიდან, პირველად გამოვიდა თამამად რომის იმპერიაში და აი, რამდენად საინტერესო იქნება ამ ეპოქის დახასიათება? რას ფიქრობდნენ მაშინ? როგორ ლოცულობდნენ? როგორი იყო მათი აზროვნება? უპირველესი თავისუფალი ქრისტიანები, პირველად თავისუფლება მოპოვებულნი, რას აკეთებდნენ? რა საინტერესოა, არა?... დაწერა ეს ნაშრომი ქრისტიანმა ეპისკოპოსმა, ქალაქ ემისიის მწყემსმთავარმა, ფიქრობენ, რომ ეს პატარა ნაშრომი მის ხუცესობაში, მის მღვდლობაში უნდა დაწერილიყო სადღაც 370/80 წლებში... თუმცა, წმ. ასტერიუს ამისიელის, რადგან ესაა მისი სრული სახელი, ნაშრომს, სულაც არ გააჩნია რაიმე ედიქტის ან რაიმე თეოლოგიური კვლევის სახე, ესაა საოცრად თბილად და გულახდილად დაწერილი ჩანაწერი, მთელი გულით გვიყობა ეს წმიდანი თავის ისტორიას, სულ რაღაც 2 გვერდია, მცირე ჩანაწერი... დღიურიდან გადაძახილი ქრისტიანობაზე... ეს თან ქადაგებაცაა, პატარა ამბავის მოყოლით, ქადაგებს... ძალიან საინტერესოდ იწყება, ძალიან ემოციურად გრძელდება და ძალიან ლამაზად მთავრდება... იწყება ასე:" ცოტა ხნის უკან, ძმებო..." და შემდეგ წმ. ასტერიუსი გვიყვება, რომ დემოსთენეს კითხულობდა, ცნობილი ორატორის ნაშრომს , ამ წარმართი ავტორის კითხვა, ნათლად მიანიშნებს, როგორ სწავლობდნენ ქრისტიანები ყველასაგან ყოველივე კარგს, "გრიგოლ ხანძთელის" ავტორი მერჩულე ქრისტიან მამათა მსგავსად, ამ გონივრულ დამოკიდებულებას ქრისტიანთა, გონიერ ფუტკარს ადარებს, ყველგან რომ საუკეთესოს შემოკრებს და ასე ქმნის თაფლს... სიტყვას დავუბრუნდები... და კითხულობდა რა ამ ნაშრომს საკმაოდ დიდი ხანის განმავლობაში, დაიღალა და იგრძნო თუ არა, რომ ყურადღება ეფანტებოდა, შეისვენა ( საოცარია, არა? პირველი ქრისტიანი, წარმართაგან ჯერ კიდევ გუშინ წამებული, მაინც უდიდესი ყურადღებით კითხულობს ქრისტეს დაბადებადმე 413 წელს გარდაცლილ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს და ორატორს დემოსთენეს ... და დაიღალა, რა სულიერი განსვენებისათვის სად წავიდოდა თუ არა ტაძარში? ასეც მოხდა, გამოვიდა რა სახლიდან, ნაცნობ ადამიანებთან ერთად ქალაქის მოედანზე გასეირნების შემდეგ, ტაძარს მიაშურა... ტაძარში შესულს მყისვე რაღაც ხვდება თვალში და რაა ეს? ხატი! ნახატი! ( არ დაგაბრკოლოთ სიტყვა "ნახატის " გამოყენებამ, ეს იგივე რაც ძველ ქართულად "ხატი", დახატული ხატი ანუ დახატული სახე...) მაშინვე მისი ყურაღება მიიპყრო ეკლესიაში დასვენებულმა ამ ხატმა ( ეიკონ - იკონა) როგორც თავად ეს მამა წერს:"древнимъ живописцемъ, которые довели искусство живописи до великаго совершенства и представляли картины свои почти одушевленными"... ასეთი ყურადღება ხატის სიმშვნიერემ და მისმა სიღრმემ გამოიწვია... ხატი მოწამესი იყო, წმიდა ქალწულმოწამე ევფიმიასი , ნახეთ, როგორ წერს ხატზე:"Съ великимъ удивленіемъ видѣлъ я въ сей картинѣ, что живописецъ гораздо лучше соединилъ между собою такія расположенія души, которыя совершенно противны другъ другу — мужескую неустрашимость и женскую стыдливость", რა ძლიერი არა? მამაკაცური სიმტკიცე და ქალური სიმორცხვე ერთად შეაერთა ხატმწერმაო, ვინმე ევფრანომ... წმ. ევფიმიას (ბერძ. კარგად მოლაპარაკე) ცხოვრება ისე პატარაა და ისე ღრმა, რომ ორ სიტყვაში გადმოცემს, შესწირა თავისი თავი და ქალწულობა უფალს, ეწამა და აღესრულა მისთვის ( გვეწეოდეს!), აღსრულებულა ბოლო დევნისას, დეოკლეტიანეს დროს, სულ მალე კი ნახეთ, როგორ მოქცეულან ქრისტიანები? Сограждане ея и послѣдователи той же религіи, за которую она предана была смерти, уважая мужество и святое дѣвство ея, построили ей близь храма гробницу, и положивши ее тамъ въ гробѣ , воздаютъ ей почтеніе, ежегодно празднуютъ день ея смерти, и въ память ея совершаютъ общественное и всенародное торжество. Священные служители таинствъ Божіихъ произносятъ ей тогда похвальныя слова, и краснорѣчиво разсказываютъ собравшемуся народу, какимъ образомъ она совершила подвигъ мученичества. Нѣкоторый благочестивый живописецъ съ великимъ искуствомъ и весьма живо представилъ на картинѣ исторію всѣхъ ея страданій, и повѣсилъ картину сію около гроба ея, чтобы всѣ смотрѣли на оную. (!) ანუ მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც დღეს იქცევიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, 1) ჯერ მოიპოვეს მისი წმიდა სხეული და როგორც სიწმიდეს შეეფერება ტაძართან ახლოს დაასვენეს ( წმ. ნაწილების შემდგომი ისტორია ასეთია:" Мощи св. Евфиміи въ послѣдствіи времени изъ Халкидона перенесены были въ Константинополь въ Софійскую церковь, гдѣ и находились до царствованія Императора Константина Копронима, который, воздвигши гоненіе противъ иконопочитателей, и противъ иконъ и мощей, приказалъ потопить въ морѣ мощи св. Евфиміи: но онѣ были сохранены, и нынѣ находятся въ Селивріи, городѣ, лежащемъ на берегу Мраморнаго моря между Константинополемъ и Адріанополемъ. (Prince Cantemir. Histoire de l’empire Otton. L. 3. cap. 1.) ) დღეს კათოლიკებს მიაჩნიათ, რომ მისი წმიდა ნაწილები განისვნებს ხორვატიაში, ისტირიის როვინიოში, მის კათედრალურ ტაძარში (ქვემოთ სურათი წმიდა ნაწილთა). 2) შემდეგ დააწესეს დღე, როდესაც დღესასწაულობენ მის ხსენებას და ეს დღესასწაული ძალიან ბევრი ხალხს შემოკრიბავდა ხოლმე... 3)მოძღვარნი ხოტბას ასხამდნენ მას და ხატოვნად ქადაგებდნენ მისი მოწამეობის შესახებ 4) და ხატმწერებმა კი მისი წმიდა ხატიც დაწერეს, დიდი ხელოვნებითა და რუდუნებით, ხატი მის განსასვენებელთან იქნა დაკრძალული! მართლმადიდებელს აქ არაფერი ეუცხოვება, არადა აქ IV ს.ზეა საუბარი ხალხო! 1700 წლის უკან! აქ კომენტარები არ მინდა, ხვალამდის ვერ მოვრჩები, ამიტომ თქვენ მოგანდობთ და თხრობას გავაგრძელებ... და დგას ეს ამ ხატით მოხიბლული სასულიერო პირი და გვიწერს ჩვენ, უნდა რომ მოგვიყვეს როგორია ეს ხატი, როგორ ნათლად და სულის შემძვრელად გადმოცემს ამ მოწამის წამებას და ამ მოწამის სახეს, წამებას ხედავს და ცრემლი ერევა (ალბათ ჩვენც...) : " Живописецъ такъ хорошо изобразилъ капли крови, что можно подумать, что онѣ въ самомъ дѣлѣ текутъ изъ устъ дѣвицы, и невозможно смотрѣть на оныя безъ слезъ"... სახეს ხედავს გაოცება იპყრობს :" . Съ великимъ удивленіемъ видѣлъ я въ сей картинѣ, что живописецъ гораздо лучше соединилъ между собою такія расположенія души, которыя совершенно противны другъ другу — мужескую неустрашимость и женскую стыдливость..." და ჩვენთვის, ქართველთათვის, სასიხარულოდ, ურთავს, რომ ოდესღაც უხილავს არც მეტი და არც ნაკლები კოლხელი მედეას გამოსახულება და უსმინეთ როგორ წერს: "изображающую извѣстную баснословную женщину Колхидскую, которая, желая поразить мечемъ дѣтей своихъ, выражала въ лицѣ своемъ вмѣстѣ и сожалѣніе и сильное негодованіе. Одинъ глазъ показывалъ въ ней сильный гнѣвъ, другой напротивъ — мать, которая нѣжно любитъ дѣтей своихъ, и ужасается злодѣянія. Удивленіе, которымъ пораженъ я былъ при видѣ сей картины, уменьшилось во мнѣ, когда я увидѣлъ картину послѣднюю"... ხელოვნების ნიმუშიდამ ხატამდე ამაღლდა, ახლა მთელი გულით და ცრემლებით უყურებს ხატს და დაწვრილებით აღწერს და ერთგან წერს, რომ ხატზე გამოსახულია, როგორ ეჩვენა მას ჯვარი: "Во время молитвы является надъ головою ея то знаменіе, которому Христіане покланяются, и которое вездѣ изображаютъ ", სიმბოლო, რომელსაც ქრისტიანები ყველგან გამოხატავენ და ჯვარი რომელსაც ისინი თაყვანსცემენ ( покланяются ) ! აღწერას ამთავრებს რა ეს საოცარად მწერალი წმიდანი, ყველა ჩვენგანს არიგებს, წადით და თქვენც იხილეთ მისი ხატიო (ძვ. სტ. 11 ივლისს ხსენება ) Изобразивъ сіе, живописецъ окончилъ произведеніе свое, и я оканчиваю повѣствованіе мое. Если тебѣ угодно и позволяетъ время, ты самъ можешь посмотрѣть картину. Тогда ты ясно увидишь, соотвѣтствуетъ ли повѣствованіе наше совершенству картины. ერთიც, ამ წმიდან ეს სასწაულიც განეკუთვნება, რომ წმიდანმა დაგმო ევტიქის მწვალებლობა 451 წელს, ნახეთ: " 451 году по Р. Xр. въ немъ былъ четвертый вселенскій Соборъ противъ Евтихія. Никифоръ разсказываетъ, что отцы Собора, не могши убѣдить Евтихія и послѣдователей его къ принятію истиннаго ученія Церкви о двухъ естествахъ въ Іисусѣ Христѣ неслитныхъ, нераздѣльныхъ и неизмѣнныхъ, прибѣгли къ помощи св. Евфиміи. Написавши ученіе свое на свиткѣ, и позволивши сдѣлать то-же и еретикамъ, они оба свитка положили въ раку св. Евфиміи, запечатали раку печатію и приказали сдѣлать то-же съ своей стороны и еретикамъ. Потомъ проведши нѣсколько времени въ молитвѣ, они открыли раку и нашли свой свитокъ въ рукѣ св. Евфиміи, а свитокъ еретиковъ у ногъ ея, и такимъ образомъ оправдали истину ученія своего. Въ актахъ четвертаго вселенскаго Собора не упоминается о семъ произшествіи. Посему, вѣроятно, оно случилось по окончаніи Собора, какъ свидѣтельствуетъ Кедринъ (Hist. Lib. 3) и Гликасъ (Hist. Par. 3), во время продолжавшихся еще споровъ между правовѣрными и еретиками. Православная Церковь прославляетъ въ пѣсняхъ своихъ сіе чудо св. Евфиміи Іюля 11 дня. " ქართულ კალენდარში ეს სასწაული ასე იხსენება: 11 ივლისი, ძველი სტილით ხსენება დიდმოწამე ევფემია ყოვლადქებულის სასწაულისა, რაჟამს-იგი ქალკიდონისა კრებამან დაწერეს სარწმუნოება, რომლითაც განმტკიცდა მართლმადიდებლობა (451); ხომ კარგია არა? აი თქვენ წმ. ხატი, ნახატები მასზე სურათი მისი წმიდა ნაწილებისა და რაღათქმაუნდა მთლიანი ტექსტი ამ საოცარი ნაშრომისა: წმიდა ხატი დიდმოწამე ევფემია ყოვლადქებულისა ![]() ორი აღორძინების ეპოქის ნახატი მისი წამება: ![]() და თვითონ: ![]() აი წმიდა ნაწილები : ![]() ეს კი ტექსტი და მთელი გულისყურით წაიკითხეთ! Свт. Астерій Амасійскій († ок. 404 г.) Слово о иконѣ св. мученицы Евфиміи [1]. Недавно, братія, я имѣлъ въ рукахъ извѣстнаго славнаго оратора Демосѳена, и читалъ ту рѣчь его, въ которой онъ вооружается противъ Есхина язвительными Энтимемами. Занявшись чтеніемъ довольно долгое время, и чувствуя, что вниманіе мое уже ослабѣло, я рѣшился дать себѣ покой и прогуляться, чтобы духъ мой нѣсколько успокоился отъ труда. Вышедъ изъ своего дома, я съ знакомыми людьми ходилъ нѣсколько времени по городской площади, и потомъ пошелъ въ храмъ Божій помолиться. Входя въ оный, увидѣлъ я въ одномъ портикѣ картину, которой видъ поразилъ меня. Можно было подумать, что она написана Евфраноромъ или другимъ древнимъ живописцемъ, которые довели искусство живописи до великаго совершенства и представляли картины свои почти одушевленными. Если тебѣ угодно выслушать меня, я объясню картину, потому что свободное время позволяетъ мнѣ заняться симъ. Будучи воспитанниками музъ, и мы имѣемъ у себя краски не хуже живописныхъ. Была нѣкоторая цѣломудренная дѣвица, которая посвятила Богу свое дѣвство. Она называлась Евфиміею. Когда одинъ мучитель воздвигъ гоненіе противъ послѣдователей благочестія, тогда она весьма охотно предала себя на смерть. Сограждане ея и послѣдователи той же религіи, за которую она предана была смерти, уважая мужество и святое дѣвство ея, построили ей близь храма гробницу, и положивши ее тамъ въ гробѣ [2], воздаютъ ей почтеніе, ежегодно празднуютъ день ея смерти, и въ память ея совершаютъ общественное и всенародное торжество. Священные служители таинствъ Божіихъ произносятъ ей тогда похвальныя слова, и краснорѣчиво разсказываютъ собравшемуся народу, какимъ образомъ она совершила подвигъ мученичества. Нѣкоторый благочестивый живописецъ съ великимъ искуствомъ и весьма живо представилъ на картинѣ исторію всѣхъ ея страданій, и повѣсилъ картину сію около гроба ея, чтобы всѣ смотрѣли на оную. Картина сія представляетъ слѣдующее: На возвышенномъ мѣстѣ, на сѣдалищѣ, подобномъ трону, сидитъ судія и грозно и съ гнѣвомъ смотритъ на дѣвицу. Живописное искусство и на неодушевленномъ веществѣ живо можетъ представлять гнѣвъ. Не далеко отъ судіи стоятъ многіе воины и оруженосцы, находящіеся обыкновенно при начальствующихъ лицахъ. Около ихъ видны писцы, которые записываютъ весь ходъ судопроизводства. Они держатъ въ рукахъ досчечки и грифели [3]. Одинъ писецъ, поднявши нѣсколько руку отъ досчечки, пристально смотритъ на дѣвицу, и наклонивъ нѣсколько голову къ ней, взорами своими какъ будто приказываетъ ей говорить яснѣе, опасаясь, что какихъ нибудь словъ ея не дослышитъ, и напишетъ ихъ неправильно и ложно. Дѣвица стоитъ предъ судіею въ темноцвѣтной одеждѣ, и самою одеждою показываетъ свою скромность. Въ лицѣ ея видна красота, какъ написалъ ее живописецъ: но въ душѣ ея, какъ я думаю, гораздо болѣе красоты добродѣтелей. Два воина ведутъ ее къ Судіи, изъ которыхъ одинъ идетъ передъ нею, а другой, слѣдуя за нею, побуждаетъ ее идти. Въ положеніи ея видна вмѣстѣ и стыдливость дѣвицы и неустрашимость мученицы. Она наклонила голову свою къ землѣ, какъ бы скрывая себя отъ взоровъ мужчинъ, но вмѣстѣ стояла прямо и смѣло, ни мало не показывая страха. Прежде я хвалилъ другихъ живописцевъ, когда видѣлъ картину, изображающую извѣстную баснословную женщину Колхидскую [4], которая, желая поразить мечемъ дѣтей своихъ, выражала въ лицѣ своемъ вмѣстѣ и сожалѣніе и сильное негодованіе. Одинъ глазъ показывалъ въ ней сильный гнѣвъ, другой напротивъ — мать, которая нѣжно любитъ дѣтей своихъ, и ужасается злодѣянія. Удивленіе, которымъ пораженъ я былъ при видѣ сей картины, уменьшилось во мнѣ, когда я увидѣлъ картину послѣднюю. Съ великимъ удивленіемъ видѣлъ я въ сей картинѣ, что живописецъ гораздо лучше соединилъ между собою такія расположенія души, которыя совершенно противны другъ другу — мужескую неустрашимость и женскую стыдливость. Далѣе на картинѣ представлены палачи, въ легкихъ одеждахъ, почти нагіе. Они уже начали мучить дѣвицу. Одинъ изъ нихъ взявши голову ея, и наклонивши нѣсколько назадъ, привелъ лице ея въ такое положеніе, что другой удобно могъ бить по оному. Сей послѣдній приблизился къ дѣвицѣ и выбивалъ у ней зубы. Около палачей изображены и орудія мученій — молотъ и буравъ (орудіе для сверленія). При воспоминаніи сего я невольно проливаю слезы, и чувство сильной горести прерываетъ мое повѣствованіе. Живописецъ такъ хорошо изобразилъ капли крови, что можно подумать, что онѣ въ самомъ дѣлѣ текутъ изъ устъ дѣвицы, и невозможно смотрѣть на оныя безъ слезъ. Еще далѣе, видна темница, въ которой сидитъ достойная уваженія дѣвица въ темно-цвѣтной одеждѣ одна, простираетъ руки свои къ небу, и призываетъ на помощь Бога облегчить несчастія ея. Во время молитвы является надъ головою ея то знаменіе, которому Христіане покланяются, и которое вездѣ изображаютъ [5]. Думаю, что оно было предзнаменованіемъ близкой мученической смерти ея. Наконецъ недалеко отъ сего въ другомъ мѣстѣ картины живописецъ возжигаетъ сильный огонь, и пламя онаго изображаетъ въ нѣкоторыхъ мѣстахъ багряными красками. Посреди огня онъ поставляетъ дѣвицу, которая простираетъ руки свои къ небу, но не показываетъ въ лицѣ своемъ никакой печали, а напротивъ радуется, что переселяется къ жизни безтѣлесной и блаженной. Изобразивъ сіе, живописецъ окончилъ произведеніе свое, и я оканчиваю повѣствованіе мое. Если тебѣ угодно и позволяетъ время, ты самъ можешь посмотрѣть картину. Тогда ты ясно увидишь, соотвѣтствуетъ ли повѣствованіе наше совершенству картины. Примѣчанія: [1] Слово сіе, по мнѣнію Тиллемонта, не принадлежитъ къ числу тѣхъ поученій Астерія, которыя онъ произносилъ въ церкви предъ народомъ, потому что признаковъ сего не видно въ немъ. Оно, вѣроятно, есть только опытъ упражненій его въ словесности, и написано имъ прежде, нежели онъ поставленъ былъ на степень епископа, потому что не вѣроятно, говоритъ Тиллемонтъ, чтобы при трудныхъ обязанностяхъ епископскаго званія, онъ занимался еще чтеніемъ Демосѳеновой рѣчи противъ Есхина, и притомъ такъ долго, что отъ сего чтенія ослабѣло его вниманіе, какъ самъ онъ говоритъ о семь въ началѣ настоящаго слова (Tillem. Memoires eccles. Tom. 10. Par. 2. S. Astere). Хотя замѣчаніе Тиллемонта и заслуживаетъ вѣроятіе тѣмъ болѣе, что Астерій изъ повѣствованія своего о иконѣ Евфиміи не извлекаетъ никакихъ нравственныхъ наставленій для слушателей своихъ и кромѣ Демосѳена и Есхина упоминаетъ еще о древнемъ греческомъ живописцѣ Евфранорѣ и о баснословной Медеѣ, о которыхъ говорить епископу въ церкви предъ народомъ было бы не совершенно прилично: впрочемъ не смотря на сіе слово его достойно особеннаго вниманія потому, что оно было въ великомъ уваженіи въ древней Церкви, и два раза читано было на седьмомъ вселенскомъ Соборѣ въ подтвержденіе иконопочитанія. Сверхъ сего оно есть достовѣрный актъ о мученичествѣ св. Евфиміи. Изъ древнихъ Церковныхъ писателей съ похвалою упоминаютъ о немъ Фотій (Biblioth. cod. 271) и Никифоръ (Combefis. notae in Aster. p. 277). Св. Евфимія претерпѣла мученичество въ отечественномъ городѣ своемъ Халкидонѣ въ Виѳиніи въ 307 году по Р. Хр. во время гоненія, воздвигнутаго противъ христіанъ Императоромъ Діоклитіаномъ (Niceph. Hist. Eccl. L. 15. c. 3. et 5). По свидѣтельству Астерія, она осуждена была на сожженіе, но по свидѣтельству Никифора — на съѣденіе звѣрямъ. Метафрастъ говоритъ, что она вышла изъ огня невредимою, и скончалась отъ угрызенія медвѣдицы. Память св. Ев..фиміи совершается въ Церкви 16 сентября. Въ Халкидонѣ во имя ея построенъ былъ великолѣпный храмъ, при которомъ въ особенномъ мраморномъ придѣлѣ находились и мощи ея въ серебряной ракѣ (Niceph. ibid.), и икона, о которой говоритъ Астерій. Храмъ сей, кромѣ великолѣпія своего и красиваго возвышеннаго мѣстоположенія на берегу морскаго пролива, чрезъ который на противоположной сторонѣ видѣнъ Константинополь, замѣчателенъ тѣмъ, что въ 451 году по Р. Xр. въ немъ былъ четвертый вселенскій Соборъ противъ Евтихія. Никифоръ разсказываетъ, что отцы Собора, не могши убѣдить Евтихія и послѣдователей его къ принятію истиннаго ученія Церкви о двухъ естествахъ въ Іисусѣ Христѣ неслитныхъ, нераздѣльныхъ и неизмѣнныхъ, прибѣгли къ помощи св. Евфиміи. Написавши ученіе свое на свиткѣ, и позволивши сдѣлать то-же и еретикамъ, они оба свитка положили въ раку св. Евфиміи, запечатали раку печатію и приказали сдѣлать то-же съ своей стороны и еретикамъ. Потомъ проведши нѣсколько времени въ молитвѣ, они открыли раку и нашли свой свитокъ въ рукѣ св. Евфиміи, а свитокъ еретиковъ у ногъ ея, и такимъ образомъ оправдали истину ученія своего. Въ актахъ четвертаго вселенскаго Собора не упоминается о семъ произшествіи. Посему, вѣроятно, оно случилось по окончаніи Собора, какъ свидѣтельствуетъ Кедринъ (Hist. Lib. 3) и Гликасъ (Hist. Par. 3), во время продолжавшихся еще споровъ между правовѣрными и еретиками. Православная Церковь прославляетъ въ пѣсняхъ своихъ сіе чудо св. Евфиміи Іюля 11 дня. [2] Мощи св. Евфиміи въ послѣдствіи времени изъ Халкидона перенесены были въ Константинополь въ Софійскую церковь, гдѣ и находились до царствованія Императора Константина Копронима, который, воздвигши гоненіе противъ иконопочитателей, и противъ иконъ и мощей, приказалъ потопить въ морѣ мощи св. Евфиміи: но онѣ были сохранены, и нынѣ находятся въ Селивріи, городѣ, лежащемъ на берегу Мраморнаго моря между Константинополемъ и Адріанополемъ. (Prince Cantemir. Histoire de l’empire Otton. L. 3. cap. 1. [3] Древніе писали желѣзными грифелями на досчечкахъ, покрытыхъ воскомъ. [4] То есть, Медею, которая, желая отмстить супругу своему Язону за невѣрность его къ ней, умертвила двухъ сыновъ своихъ отъ него. [5] Знаменіе креста. Печатается по изданiю: Астерія, епископа Амазійскаго, Слово о иконѣ св. мученицы Евфиміи. // Журналъ «Христiанское чтенiе, издаваемое при Санктпетербургской Духовной Академiи». — СПб.: Въ Типографiи Ильи Глазунова и К°. — 1827 г. — Часть XXVII. — С. 33-42. დიდი სიყვარულით, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#287
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
მოდი მაშინ მე მოგიყვანთ ციტატებს ბიბლიიდან
ყველა ვიცით რომ მოციქულებს შეეძლოთ ადამინათა განკურნება (ამ ადგილებს აღარ მოვიყვან) ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცელემზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესეი მასზე დიდია მათე 11,11 ანუ აქ ნათლად მოსჩანს რომ იოანე ნათლისმცელელი არის დედაკაცთაგან ნაშობთა შორის ყველაზე დიდი ხოლო ჩვენ კიდევ ვიცით თუ რამხელა სასწაულებს აკეთებდნენ (ბიბლიდან) ის ხალხი რომელიც არ გამოდის იოანე ნათლიმცემელზე დიდი - ღმერთმა ის დაასახელა ყველაზე დიდად ანუ თუ ამ ხალხს შეეძლო ამდენი სასწაულის მოხდენა მაშინ ის ვინც სამოთხეშია და ამათზე დიდზე დიდის (იოანე ნათლისმცემელი) დიდია - ცათა სასუფეველში უმცირესეი მასზე დიდია მაშინ ნუთუ ისინი იქიდან ნაკლებ სასწაულს მოახდენს(განსაკუთრებით წმინდა მამები)? ლაპარაკი იმის შესახებ რომ თითქოს მათ დაასრულეს თავიანთი ”საქმეები” და ისინი სამოთხეში არაინ - არ შეუძლიათ ჩვენი შეწევნა როგორც მოციქულებს იმიტომ რომ უკვე გარდაიცვალნენ სისულელეა. ისინი ამას რა ხორცით ხომ არ აკეთებდნენ? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა (მათე 22,23) ისე ეხლა გამახსენდა იეღოვლების კარიკატურები სამოთხეზე სადაც ისინი სამოთხეში მყოფ ხალხს გამოსახავდნენ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებივით რომლებიც სხვადასხვა დამაწყნარებლებით არიან გაბრულებულნი თავისი პირზე შემშრალი ღიმილით ცხოველების ფერებაში. იმედია სამოთხე ესე არავის წარმოუდგენია. სამოთხე არა არის გალია სადაც მონუმენტივით ზიხარ ერთ ადგილზე თიოთქოს დამკრძალავი ბიუროს მისაღებში იყო და ტკბები ”სამოთხის ბენდის”(მხატვრულად ვამბობ) სერენადებით და სასიანოვნო ჰაერის სუნთქვით ![]() რაც შეეხება წმინდა ნაწილებს ავადმყოფებს ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ მისი სხეულიდან და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან (საქ. 19,12) თუ პავლეს ტანსაცმელი კურნავდა ხალხს რატომ არ შეიძლება წმინდა ნაწილებმა ხალხი განკურნოს და იყოს იგივე ღვთაებრივი მადლის მატარებელი ? ხატ თაყვანისცემაზე არაფერს დავწერ. კურაევს მშვენივრად აქვს აღწერილი ვერაფერს დავამატებ ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#288
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
უფლის აღდგომამდე, სასუფეველი არ დაუმკვიდრებია არცერთ წმინდა მამას.
ასე რომ ვერცერთი მათგანი ვერ იქნებოდა იოანე ნათლისმცემელზე დიდი_სამოთხეში, ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და იმიტომ. ციტატა ანუ თუ ამ ხალხს შეეძლო ამდენი სასწაულის მოხდენა მაშინ ის ვინც სამოთხეშია და ამათზე დიდზე დიდის (იოანე ნათლისმცემელი) დიდია - ცათა სასუფეველში უმცირესეი მასზე დიდია მაშინ ნუთუ ისინი იქიდან ნაკლებ სასწაულს მოახდენს(განსაკუთრებით წმინდა მამები)? ვინც "იქნება" სასუფეველში უმცირესი, ის "იქნება" მასზე დიდიო ხომ არ უთქვამს? ციტატა ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცელემზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესეი მასზე დიდია მათე 11,11 არა, არ უთქვამს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
death |
![]()
პოსტი
#289
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
უფლის აღდგომამდე, სასუფეველი არ დაუმკვიდრებია არცერთ წმინდა მამას. ასე რომ ვერცერთი მათგანი ვერ იქნებოდა იოანე ნათლისმცემელზე დიდი_სამოთხეში, ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და იმიტომ. ვინც "იქნება" სასუფეველში უმცირესი, ის "იქნება" მასზე დიდიო ხომ არ უთქვამს? არა, არ უთქვამს. აქ ქრისტემ თქვა რომ ვინს სამოთხეშია ის იოანე ნათლისმცემელზე დიდია, იმიტომ რომ ისინი სამოთხეში არიან ხოლო იოანე ჯერ არ იყო სამოთხეში აი როცა ავიდოდა იქ ეს უკვე სულ სხვა საქმეა ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
alex_b |
![]()
პოსტი
#290
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE მოდი მაშინ მე მოგიყვანთ ციტატებს ბიბლიიდან ეგრე რა შე კაი კაცო მიუხედავად იმისა, რომ შენი ნიკი სასტიკად არ მომწონს (თუმცა ეს რა შუაშია) ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მაშ ასე დავიწყებ. QUOTE ყველა ვიცით რომ მოციქულებს შეეძლოთ ადამინათა განკურნება (ამ ადგილებს აღარ მოვიყვან) მე არ ვიცი. იმიტომ, რომ მოციქულები კი არ კურნავდნენ, არამედ ღმერთი კურნავდა. მოციქულთა სხეულები კი გამტარები იყვნენ ღმერთის ძალისა, ვინაიდან მათში ცხოვრობდა ცოცხალი, ყოვლისშემძლე ღმერთის სული. QUOTE ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცელემზე დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესეი მასზე დიდია მათე 11,11 ანუ აქ ნათლად მოსჩანს რომ იოანე ნათლისმცელელი არის დედაკაცთაგან ნაშობთა შორის ყველაზე დიდი ხოლო ჩვენ კიდევ ვიცით თუ რამხელა სასწაულებს აკეთებდნენ (ბიბლიდან) ის ხალხი რომელიც არ გამოდის იოანე ნათლიმცემელზე დიდი - ღმერთმა ის დაასახელა ყველაზე დიდად მოდით განვიხილოთ რას ნიშნავდა ქრისტეს მიერ ამ შემთხვევაში ნახსენები სიტყვა "დიდი" კონტექსტს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აქ ლაპარაკია იოანეზე არა როგორც მქადაგებელზე, ან მკურნალზე, ან სხვა რაიმე ნიშნანზე, რამედ ლაპარაკია მასზე, როგორც წინასწარმეტყველზე. უფრო კონკრეტულად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველზე. ყველა წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებდა იესოზე, მათი წინასწარმეტყველება ბუნდოვანი იყო (ყოველ შემთხვევაში მაშინ, ეხლა ნათელი აქვს მოფენილი ქრისტეში) მაგრამ იოანე ნათლისმცემელს ერგო წილად ის მადლი, რომ მას: იოან.1: 29. ხვალისგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სრფლისანი. 30. ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს. 31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლისთა ნათლის-ცემად. 32. და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით და დაადგრა მას ზედა. 33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა. 34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ. ანუ მანამდე არავის უხილავს მესია, და მით უმეტეს არ დაუმოწმებია, რომ ის იყო ქრისტე. აი რატომ იყო იოანე ნათლისმცემელი დედაკაცთაგან ნაშობთა შორის ყველაზე დიდი. ისე რაც "იაღოველებს" შეეხებათ, გულში ჩაიხედე ხომ არ გძულს ეს ხალხი? ანდა ისე გიყვარს, როგორც ნებისმიერი სხვა ცოდვილი? ამ ხალხს დახმარება ჭირდება. და თან სერიოზული დახმარება. QUOTE ავადმყოფებს ხელსახოცებსა თუ წელსაკრავებს ადებდნენ მისი სხეულიდან და ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას, და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან (საქ. 19,12) ამის შესახებ შემიძლია კარგი პასუხი მოვამზადო, მაგრამ ჩემი ბიბლია არ მახლავს თან ![]() თუმცა მაინ გული არ მითმენს და გეტყვით: რჯულის მიხედვით გინდა ადამიანს შეხებოდი, გინდა მის სამოსელს, ან თუ გინდა მისი ჩრდილი დაგცემოდა, ეს ერთი და იგივე მნიშვნელობის იყო. (სადღაც ლევიანებში არის ამაზე ლაპარაკი). ასე, რომ პეტრე მოციქულის თუ სხვათა შეხებაში იმიტომ იყო ძალა, რომ კიდევ ვიმეორებ, მათ სხეულში ცხოვრობდა სულიწმიდა. მაგრამ სულისგან შობილი სულია, ხოლო ხორცისგან შობილი ხორცი. როცა ადამიანის სული ტოვებ სხეულს და ღმერთთან მიდის. სხეული რჩება და იხრწნება როგორც ყველასი. აბა death შენი ნიკი სიკვდილს ნიშნავს და თუ შეცვლი არა მარტო მე ალბათ ყველას დაგვავალებ. განსაკუთრებით ფორუმის მართლმადიდებელ წევრებს, რომელთა სახელითაც გამოდიხარ. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
death |
![]()
პოსტი
#291
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
იმიტომ, რომ მოციქულები კი არ კურნავდნენ, არამედ ღმერთი კურნავდა. მოციქულთა სხეულები კი გამტარები იყვნენ ღმერთის ძალისა, ვინაიდან მათში ცხოვრობდა ცოცხალი, ყოვლისშემძლე ღმერთის სული. ხო რათქმაუნდა რა ვინმე გეწინააღმდეგება ამაში? ![]() მოდით განვიხილოთ რას ნიშნავდა ქრისტეს მიერ ამ შემთხვევაში ნახსენები სიტყვა "დიდი" კონტექსტს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აქ ლაპარაკია იოანეზე არა როგორც მქადაგებელზე, ან მკურნალზე, ან სხვა რაიმე ნიშნანზე, რამედ ლაპარაკია მასზე, როგორც წინასწარმეტყველზე. უფრო კონკრეტულად ძველი აღთქმის წინასწარმეტყველზე. ყველა წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებდა იესოზე, მათი წინასწარმეტყველება ბუნდოვანი იყო (ყოველ შემთხვევაში მაშინ, ეხლა ნათელი აქვს მოფენილი ქრისტეში) მაგრამ იოანე ნათლისმცემელს ერგო წილად ის მადლი, რომ მას: იოან.1: 29-34 ანუ მანამდე არავის უხილავს მესია, და მით უმეტეს არ დაუმოწმებია, რომ ის იყო ქრისტე. აი რატომ იყო იოანე ნათლისმცემელი დედაკაცთაგან ნაშობთა შორის ყველაზე დიდი. ამით რა გინდა რომ თქვა? ანუ იოანე იყო დიდი როგორც წინასწარმეტყველი ხოლო როგორც ადამიანი არ იყო დიდი? ანუ შენ ამბობ რომ არა იოანე იყო დიდი არამედ წინასწარმეტყბველება რომელსაც ის ქადაგებდა? ანუ ამ ლოგიკით იესოც არ ყოფილა ღმერთი არამედ ღვთიური იყო მისი ქადაგება. ანუ ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო იოანეს ადგილას და ღმერთმა ლატარია გაათამაშა და იოანეს მოუწია წინასწარმეტველება? ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და სათრობელს არ დალევს, სულიწმინდით აღივსება დედის მუცლიდანვე (ლუკა 1,15 ) ანუ აქ წერია რომ ის იქნება დიდი უფლის წინაშე და არა დიდი იქნება მისი წინასწარმეტყველება უფლის წინაშე. არ შეიძლება ადამინაზე თქვა დიდია მისი წინასწარმეტყველება ხოლო ის კი არა. ეს არ ეხება მეცნიერს და მსგავს პიროვნებას. მაგალითად შეიძლება თქვა ნიუტონი დიდი მეცნიერი იყო ხოლო როგორც ადამიანი არა. შენ წარმოგიდგენია მაგალითად ელტონ ჯონის ნაირი ადამინი რომ ყოფილიყო იოანე ნათლისმცემელი? ანუ ამ ლოგიკით შეიძლება ვთქვათ რომ მერე რა რომ როგორც ადამიანი ცოდვილია სამაგიეროდ როგორც წინასწარმეტყველი დიდი იქნებოდა. იოანე ამ წინასწარმეტყველებით განდიდდა! ასე რომ მე მაინც ვერ მივიღე ამაზე საფუძვლიანი არგუმენტი ამის შესახებ შემიძლია კარგი პასუხი მოვამზადო, მაგრამ ჩემი ბიბლია არ მახლავს თან ![]() თუმცა მაინ გული არ მითმენს და გეტყვით: რჯულის მიხედვით გინდა ადამიანს შეხებოდი, გინდა მის სამოსელს, ან თუ გინდა მისი ჩრდილი დაგცემოდა, ეს ერთი და იგივე მნიშვნელობის იყო. (სადღაც ლევიანებში არის ამაზე ლაპარაკი). ასე, რომ პეტრე მოციქულის თუ სხვათა შეხებაში იმიტომ იყო ძალა, რომ კიდევ ვიმეორებ, მათ სხეულში ცხოვრობდა სულიწმიდა. მაგრამ სულისგან შობილი სულია, ხოლო ხორცისგან შობილი ხორცი. როცა ადამიანის სული ტოვებ სხეულს და ღმერთთან მიდის. სხეული რჩება და იხრწნება როგორც ყველასი. გეთანხმები! "მოციქულთა სხეულები კი გამტარები იყვნენ ღმერთის ძალისა, ვინაიდან მათში ცხოვრობდა ცოცხალი, ყოვლისშემძლე ღმერთის სული." - ეს არის შენი ციტატა სადაც ამბობ რომ მოციქულთა სხეულები გამტარი იყვნენ ღვთიური ძალის. მაშინ ესეთ კითხვას დაგისმევ რატომ არ უნდა იყოს მოციქულთა/წმინდანთა ნაწილები ისეთი გამტარი როგორც მათ სიცოცხლეში იყვნენ? მხოლოდ იმიტომ რომ მათ სხეულში სულიწმინდა აღარ ცხოვრობს ? აბა death შენი ნიკი სიკვდილს ნიშნავს და თუ შეცვლი არა მარტო მე ალბათ ყველას დაგვავალებ. განსაკუთრებით ფორუმის მართლმადიდებელ წევრებს, რომელთა სახელითაც გამოდიხარ. თუ სიკვდილს მომზადებული შევხვდებით ეს უბედნიერესი წუთი იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ისე რატომ მეძახით ზოგიერთები სიკვდილას ![]() ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
დათიკო |
![]()
პოსტი
#292
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
death
ციტატა ისე რატომ მეძახით ზოგიერთები სიკვდილას სიკვდილი მშვენიერი სიტყვაა. ტყულად კი არ თქვა ვაჟამ: "შენი ჭირიმე სიკვდილო სიცოცხლე მშვენობს შენითაო" მაშ. განაგძეთ ბატონებო, სასიამოვნო დიალოგია ![]() ციტატა სხეული რჩება და იხრწნება როგორც ყველასი. alex_b სასწაულმოქმედ სხეულებზე რას ვიტყვით? მაშინ რა ძალა მოქმედებს? როდესაც ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ მის გვამზე შეხებით სასწაულებრივი კურნებანი აღესრულება. ვინ კურნავს ამ დროს? |
alex_b |
![]()
პოსტი
#293
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE ანუ ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო იოანეს ადგილას და ღმერთმა ლატარია გაათამაშა და იოანეს მოუწია წინასწარმეტველება? არა მეგობარო ლატარია კი არ გაატამაშა, მან აირჩია იოანე. ღმერთი უფლებამოსილია თავის არჩევანში ვისაც უნდა აირჩევს. ასე რომ მან თავისი არჩევანი იოანე ნათლისმცემელზე შეაჩერა და ვერაფერს იტყვი. QUOTE ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და სათრობელს არ დალევს, სულიწმინდით აღივსება დედის მუცლიდანვე (ლუკა 1,15 ) ამ ფრაზაზე მოგახსენებ, რომ როცა ღმერთი რაიმეს წინასწარ ამბობს ადამიანზე, ის ბედისწერას კი არ უწესებს, არამედ უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცის მისი გადაწყვეტილებები და იმიტომ ამბობს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ დიდი იქნება უფლის წინაშე, გეთანხმები ის დიდი იყო უფლის წინაშე, როგორც ადამიანი, როგორც ღვთისმოშიში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი იყო მათეს სახარებაში იოანეზე, როგორც "დედაკაცთა ნაშობთაგან ყველაზე დიდზე" - იმას უნდა ნიშნავდეს, რაც წინა ფოსტში განვმარტე. სხვა შემთხვევაში ალბათ იოანეს რამოდენიმე თვიანი მოღვაწეობა ალბათ ვერ შეედრება აბრაამს, იაკობს, იოსებს, ანდა დავითს. მათ საქმიანობას. ანუ მე არ შემიძლია იოანეზე ვთქვა, რომ ის უფრო დიდი ადამიანია, ვიდრე აბრაამი, ანდა დავითი. ანდა იერემია წინასწარმეტყველი, თუნდაც ნოე. მოკლეთ აღარ ჩამოვთვლი. QUOTE რატომ არ უნდა იყოს მოციქულთა/წმინდანთა ნაწილები ისეთი გამტარი როგორც მათ სიცოცხლეში იყვნენ? მხოლოდ იმიტომ რომ მათ სხეულში სულიწმინდა აღარ ცხოვრობს ? განა ეს ცოტა მიზეზია? როცა სული ტოვებს მატერიას, იგი კვდება. მაგალითს მოგიყვან ასეთს. სოლომონის ტაძარში წმიდათა-წმიდაიში შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელთმთავართ ჰქონდათ და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ. ისიც თუ წმიდა არ იქნებოდა სულიწმიდა დასცემდა და მოკლავდა მას. მაგრამ როცა ბაბილონელებმა დაანგრიეს ტაძარი, ისტორია ამბობს, რომ შევიდნენ წმიდათა წმიდაიში ღორის ხორცი მოხარშეს და წმიდა საგნებს მოასხეს ნახარში. რატომ არ მოკლა ისინი იქ ღმერთმა? იმიტომ, რომ ისრაელიანებს მიტოვებული ჰქონდათ ღმერთის მსახურება და ცოდვებში იყვნენ ჩაფლულნი, და ღმერთმა მიატოვა მაშინ ტაძარი. ასეა ჩემო კარგო, როცა სხეულს ადამიანის სული ტოვებს, მას ასევე ტოვებს ღმერთის სულიც. ხოლო მისი სხეული მიწისგან შექმნილი მიწად მიიქცევა და დაუბრუნდება თავის საწყისს. ხოლო უკანასკნელ დღეს ღმერთი აღადგენს მას და მისცემს ახალ დიდებულ სხეულს. QUOTE ისე რატომ მეძახით ზოგიერთები სიკვდილას მე მქვია death ქართულდ შეგიძლიათ თქვათ დეთ . ლაშა აფსარულად ნიშნავს გაბრწყინებულს, განათებულს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მაგალითად ვინმე ინდონეზიელმა მას ნათარგმნი სახელით უნდა მიმართოს. ჩემო კარგო შენი ნიკი ინგლისურად წერია და შესაბამისად ინგლისურად წავიკითხე. ისე თუ არ გაჯიუტდები და ნიკს შეცვლი ძალიან დაგვავალებ. დათიკო QUOTE სასწაულმოქმედ სხეულებზე რას ვიტყვით? მაშინ რა ძალა მოქმედებს? როდესაც ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ მის გვამზე შეხებით სასწაულებრივი კურნებანი აღესრულება. ვინ კურნავს ამ დროს? ვაღიარებ ამაზე მართლა მიჭირს პასუხის გაცემა დათიკო. მაგრამ შემიძლია კითხვით გიპასუხო. ახლა დავფიქრდი და ოთხი ადამიანი გამახსენდა, ვისაც ვიცნობ, რომლებიც პროტესტანტების მიერ შესრულებული იესო ქრისტეს სახელით ლოცვით, ზუსტად ისე, როგორც ბიბლიაშია დაწერილი, განიკურნენ სასიკვდილო ავადმყოფობისაგან, კერძოთ კიბოსგან. (ისე თუ დაინტერესდები გაგაცნობ ![]() -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
დათიკო |
![]()
პოსტი
#294
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
alex_b
ციტატა ახლა დავფიქრდი და ოთხი ადამიანი გამახსენდა, ვისაც ვიცნობ, რომლებიც პროტესტანტების მიერ შესრულებული იესო ქრისტეს სახელით ლოცვით, ზუსტად ისე, როგორც ბიბლიაშია დაწერილი, განიკურნენ სასიკვდილო ავადმყოფობისაგან, კერძოთ კიბოსგან. კაშპიროვსკიც არჩენდა. მართლაც რთული საკითხია და ძნელია ერთბაშად პასუხის გაცემა. მოდი მოვიძიოთ მასალები ამის შესახებ და სხვადასხვა მამათა თუ ღვთისმეტყველტა აზრები დავდოთ. ეს მოგვეხმარება უფრო მეტი შევისწავლოთ ამ ფენომენის შესახებ. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#295
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
შემორბენით მოგესალმებით...
რას იტყვით III ს.ის ზემოთხსენებულ ფაქტზე? ხომ წიაკითეთ, ჰა? ![]() მე ისევ დულოსს ვუცდი ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
alex_b |
![]()
პოსტი
#296
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
QUOTE კაშპიროვსკიც არჩენდა. კაშპიროვსკი იესო ქრისტეს არ ადიდებდა და მით უმეტეს არ ეუბნებოდა ხალხს იესომ საკუთარი ჭრილობებით განგკურნაო. QUOTE მოდი მოვიძიოთ მასალები ამის შესახებ და სხვადასხვა მამათა თუ ღვთისმეტყველტა აზრები დავდოთ. ეს მოგვეხმარება უფრო მეტი შევისწავლოთ ამ ფენომენის შესახებ. მე საკმაო (და საკმაოზე მეტიც) მაქვს მასალები ამის შესახებ. ბიბლიაში ძალიან ბევრი წერია ამაზე. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#297
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
alex_b
ციტატა კაშპიროვსკი იესო ქრისტეს არ ადიდებდა და მით უმეტეს არ ეუბნებოდა ხალხს იესომ საკუთარი ჭრილობებით განგკურნაო. იცი რა ამჟამად ასე მომრავლებული ,,ნათელმხილველებს,, რომ ჰკიტხო ზუსტად ქრისტეს სახელით და მისი ძალით გკურნავენ, არც ხატების სიმცირეს არ უჩივიან სახლში და არც ბიბლიის, ამ შემთხვევაშიც თითქოს ინკურნება ხალხი. ამ დროს ვინ კურნავს? KAIROS ციტატა რას იტყვით III ს.ის ზემოთხსენებულ ფაქტზე? ხომ წიაკითეთ, ჰა? წავიკითხე, თუმცა ძალიან მაინტერესებდა კოლხი მედეას აღწერა და კონტრასტი, როგორც მე შინაარსიდან მივხვდი, მაგრამ არ იკითხება, ჩემს კომპიუტერში სიტყვები დაბრეცილია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Dulos |
![]()
პოსტი
#298
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ციტატა საოცარია, და ის იმ პერიოდზე, როცა ღვთისმეტყველება ყვაოდა, როცა თვით მედალაქენიც კი საღვთიმეტყველო საკითხებზე დაობდნენ, 381 წლის კრება ( IV ს.ის ბოლო ) ბასილი დიდმა მოამზადა, მანამ იგივე ათანასე დიდი და წმიდა ნიკოლოზი არიოზს ამარცხებდნენ 325 წელი მართალია. დევნების პერიოდში ქრისტიანები ძირითადად აპოლოგეტური ხასიათის ნაშრომებით იყვნენ დაკავებულნი - ასეტი საჭიროება იდგა მაშინ. არაერთი ნაშრომი დაიწერა ქრისტიანობის საწინააღმდეგო და ქრისტიანი მწერლები მათი ნაშრომების და ბრალდებების საწინააღმდეგოდ და დასაცავად წერდნენ. ხოლო დევნების შეწყვეტის შემდეგ მართლაც ქრისტიანულ თეოლოგიას მიხედეს და სწავლების სისტემატიზირებას მიჰუეს ხელი. თეოლოგიური ნაშრომების წერაც ძირითადად მაშინ დაიწყო. ამას არაერთი ისტორიკოსი აღნიშნავს და თუ ამას არ გულისხმობდა როგოზინი, მაშინ მართლაც სერიოზული შეცდომა დაუშვია. ამას იმას დავამატებ მხოლოდ რომ ბასილი დიდი ამ კრებამდე ორი წლით ადრე გარდაიცვალა (379 წ), ამიტომ ვერც მოამზადებდა. მისი ზოგიერთი ნაშრომი კი იყო გამოყენებული იმ ცრუსწავლების უარსაყოფად, მაგრამ არა მხოლოდ მისი. ისე, ამას დიდი თეოლოგიური მნიშვნელობა არცა აქვს. ციტატა ამ ტექსტის სექტანტურ ენაზე "დამოწმება " , "ძმები ", "ცნობილი დღეები" თუ ამ ფრაზაც დავეთანხმებით, მაშინ გლახას სიტყვები სიმართლე ყოფილა - ბიბლია პროტესტანტების და სექტანტების ყოფილა, და პავლე მოციქულიც სექტანტი ყოფილა "შეგაგონებთ ძმანო..." "მოკითხვას გითვლით ... ძმა კვარტოსი" "მეც მოვედი თქვენთან ძმებო" "და ეს ძმანო ნუგეშად დავუდე" "მოგიკითხავთ ყველა ძმა" "და ჩემთან მყოფი ყველა ძმა" და ა.შ. მესამედისახარების გადმოწერა მომიწევს. დამოწმებას რაც შეეხება: ლუკ.4:22; 16:28; იოანე1:34; იოანე2:25; იოანე5:33; საქმე8:25; 1ტიმოთე6:13; ებრაელთა 2:4,6 და ა.შ. აქაც ბევრი ადგილია და ვერ დაგეთანხმებით სექტანტური ენის შესახებ. თუმცა არც ამას აქვს ხატთაყვანისცემასთან შეხება. ამაზე მოგვიანებით. ციტატა უბრალოდ, პირად გამოცდილებას მოგიყვებით, იქ, ძველი იმპერიის დედაქალაქში, რომში, სადაც უძველესი კატაკომბებია, ჰქონდათ არამხოლოდ სასაუბროდ და "დასამოწმებლად ", არამედ იქ ღვთისმსახურების აღსასრულებლად, გაოცდებით და იცით სად? სადღაც შორს კი არა საფლავიდან, არამედ წირვა ხდებოდა, ზედვე, ანუ საფლავზევე! უბრალოდ, ხატმებრძოლნი სარგელობენ იმით, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პერიოდშია ხატთაყვანისცემა და წმიდათა თაყვანისცემა, თუმცა არც უცხონი არიან ამისაგან, ანუ პირველხატებად გვევლინება წმიდა სიმბოლონი :" თევზი" , "ღუზა", "მწყემსი" და წმიდათა ნაწილთა თაყვანისცემა მათი საფლავების ყველაზე წმიდა ადგილად ქცევით გამოიხატებოდა, ანუ მათი "ტრაპეზად", საკურთხევლად ქცევაში, დღესაც არის ტრადიცია, რომ საკურთხეველში ( ტრაპეზზე) აუცილებლად უნდა იყოს ჩატანებული წმიდანის წმიდა ნაწილი... კატოკომბების შესახებ არაჩვეულებრივი ისტორიული მასალა მაქვს თავისი ისტორიული წყაროების მიტითებით. სიამოვნებით განვათავსებდი, მხოლოდ ინგლისურ ენაზეა და არა ვარ დარწმუნები თუ ყველა შეძლებს წაკითხვას. რაღაცაში ეთანხმება თქვენს ციტატას, რაღაცაში განსხვავებული ისტორიული ფაქტები მოჰყავს. თუ არ ვცდები მათ შორის კემბრიჯის უნივერსიტეტის არქივებიც არის გამოყენებული. გადათარგმნას ვერ ვახერხებ, დრო არ მაქვს. ალბათ მოვახერხებ მომავალში. |
Dulos |
![]()
პოსტი
#299
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 ![]() |
ციტატა აქ სახელების, ფაქტების და მოვლენების დამახინჯებასთან ერთად საოცარი სისულელე გვხდება, თითქოს რომში VII ს.მდე ღვთისმშობელს თაყვანს არ ცემდნენ, შეიძლება ეს წიგნი, ვიღაც ბაბუშკებს ატყუებდეს სადღაც "რასიაში", მაგრამ აქ არ გაუვა ! რომი, სამწუხარო განხეთქილებამდე, ქრისტიანობის ბურჯი იყო,ეფესოს მსოფლიო კრების გამართვისთანავე ( 431 წ) როდესაც ნესტორი იქნა დაგმობილი, რომელიც სწორედ ღვთისმშობელს გმობდა, ამ კრებამ საბოლოოდ დაადგინა ტერმინ "ღვთისმშობლის" კანონიკურობა, რომმაც მაშინვე ააგო ერთერთი უპირველესი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ნესტორის ცრუსწავლება მარიამს არ გმობდა. მისი სწავლება ქრისტეოლოგიური ხასიათის იყო და იესოს გაკნაცებას უკავშირდებოდა. ცნობილია, რომ ნესტორის აზრით მარიამმა არა ღმერთი-იესო შვა, არამედ ადამიანი იესო მისი ორი ბუნებიდან გამომდინარე. ამით ხელმძღვანელობდა და იძახდა, რომ მარიამს არა ღვთისმშობელი არამედ ქრისტესმშობელი უნდა ვუწოდოთო. ამას შემდეგ კიდევ სხვა საკითხებს აყოლებდა და ცრუსწავლებაც იგებოდა. ქრისტეოლოგიურია სწორედაც, ვინაიდან ნესტორის განსჯის საკითხი იმაში მდგომარეობდა, რომ მარიამმა ღმერთი კი არა ადამიანი გააჩინაო. სად არის აქ მარიამის გმობა? ციტატა 1) მლოცველი სუბიექტი - ადამიანი 2) ხატი - ქმედების მეორადი ობიექტი ( ერთგვარი სახე-ხატი, გამტარი) 3) ღმერთი - ქმედების პირველადი ობიექტი ანუ ლოცვის მიზანი ამ ფორმულაზე მაქვს ერთი აზრი. და ვთვლი, რომ თუ მეორე შემადგენელს ამოვიღებთ, უფრო ბიბლიური იქნება. ამაზე ცოტა მოგვიანებით, სხვაგანაც გაქვთ გამეორებული. ჯერ არ დამიმთავრებია. რამდენიმე კომენტარი უნდა გავაკეთო, კერძოდ ბიბლიიიდან მოყვანილი ციტატებიდან და ცოტა ხანში დავბრუნდები. |
KAIROS |
![]()
პოსტი
#300
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გელოდებით, მაგრამ წინასწარ გთხოვ, შეეცადე წყაროებით და ავტორებით გაამყარო შენი აზრები, თორემ ძალიან სუსტებია...
და კიდევ ზოგი რამ მეორდება და ჩაასწორე, მოკლედ დროებით... აბა გელი ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი