IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
KAIROS
პოსტი Feb 28 2007, 12:21 AM
პოსტი #61


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნაწილი II

ციტატა
წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით.


ლატერანოს კრების დადგენილება კათოლიკურ, შემდგომ ჯვაროსნულ, მძიმე სიტუაციას შეეწინააღმდეგა, მორალურ-რელიგიურ დაცემულობით გამოწვეული ვაჭრობა, თავად, წმიდა ნაწილების თაყვანისცემას არაფერს აკლებს, პირიქით, ეს კრება, სწორედ ჭეშმარიტი და არანაყალბები ნაწილების გამოსარჩევად იყო მოწვეული...

ციტატა
მეშვიდე საუკუნეში პაპი ბონიფაციუს VI მიიღო იმპერატორ ფოკიუსის ნებართვა რომის წარმართული ~პანთეონი~, _ ქრისტიანულ ტაძრად გადაექცია, რომელიც მიძღვნილი იქნებოდა ქალწული მარიამისა და ყველა წმიდანისადმი. ამ მოვლენამ მყარად დაამკვიდრა ~ღვთის დედის (მშობლის)~ -ა და მორჩილების თაყვანისცემა, პირველად მაშინდელი ქრისტიანობის ცენტრში, შემდეგ კი ყველა პროვინციაში.


აქ სახელების, ფაქტების და მოვლენების დამახინჯებასთან ერთად საოცარი სისულელე გვხდება, თითქოს რომში VII ს.მდე ღვთისმშობელს თაყვანს არ ცემდნენ, შეიძლება ეს წიგნი, ვიღაც ბაბუშკებს ატყუებდეს სადღაც "რასიაში", მაგრამ აქ არ გაუვა ! რომი, სამწუხარო განხეთქილებამდე, ქრისტიანობის ბურჯი იყო,ეფესოს მსოფლიო კრების გამართვისთანავე ( 431 წ) როდესაც ნესტორი იქნა დაგმობილი, რომელიც სწორედ ღვთისმშობელს გმობდა, ამ კრებამ საბოლოოდ დაადგინა ტერმინ "ღვთისმშობლის" კანონიკურობა, რომმაც მაშინვე ააგო ერთერთი უპირველესი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, რომლის დღევანდელი სახე უკავშირდება პაპ სიქსტუს III (432- 440 ) , აი ჩემი თუ არ გჯერათ ვატიკანის საიტზევე ნახავთ ინფორმაციას

http://www.vatican.va/various/sm_maggiore/...ntroduzione.htm

სადაც უდიდესი სიწმინდე, უფლის აკვანი დაასვენეს ( რამოდენიმე ფიცარი ბეთლემის ბაგიდან და სხვა ბეთლესმისეული ნივთები), აი სურათი

IPB-ს სურათი


საკმარისია ვგონებ, ყველა შეცდომას, სიყალბეს და სისულელეს კომენტარს ვერ გავუკეთებ, ძალიან შორს წავალ, ახლა ისტორიული მიმოხილვის შემდეგ სჯობს, რომ მესამე ნაწილი უკვე განმარტებას დავუთმო, რაა ხატ და წმიდა ნაწილთა თაყვანისცემა...






--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 12:25 AM
პოსტი #62


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



KAIROS
ჩემო მეგობარო, ყველაფერზე და ყველაფრის შესახებ ისაუბრე და შენს მიერ მოყვანილი წყაროები სულაც არ ნისნავს იმას რომ ის ვიღაცა "უბადრუკი" ავტორი აყალბებს ამ ისტორიას....... wink.gif ეს კიდევ საკითხავია..
საინტერესოა, რომ საერთოდ არ ეხები საღვთო წერილს. იმედია შეეხები...
და საერთოდ რატომღაც მგონია (მსჯელობიდან გამომდინარე) რომ ვინც ბიბლიას ახსენებს სექტანტია...



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 28 2007, 12:29 AM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ავტორი აყალბებს ამ ისტორიას


ისტორია-ალბათ ბრჭყალებში არა? laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 28 2007, 12:29 AM
პოსტი #64


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
ჩემო მეგობარო, ყველაფერზე და ყველაფრის შესახებ ისაუბრე და შენს მიერ მოყვანილი წყაროები სულაც არ ნისნავს იმას რომ ის ვიღაცა "უბადრუკი" ავტორი აყალბებს ამ ისტორიას....

არა, გლახა. სწორედაც რომ მაგას ნიშნავს
მე შენ გითხარი უკვე ერთ-ერთ წინა პოსტში, რომ ძალიან მდარე საღვთისმეტყველო შრომაა მეთქი, მაგრამ ჩემი მწირი ინფორმაწიულობის გამო არგუმენტები ვერ მოვიყვანე. ახლა კი კაიროსმა დეტალურად დაწერა ძირიტადი ცდომილებები.
თუ შენ არ გჯერავს, მაშინ შესაფერისი ლიტერატურა უნდა გადაამოწმო და ნახო მართლა ცრუობს შენი ავტორი თუ არა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 28 2007, 12:38 AM
პოსტი #65


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



III ნაწილი

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმაზე რა არის თაყვანისცემა ხატისა და წმ. ნაწილისა

მოდით ახლა ასე დავყოთ,

1) მლოცველი სუბიექტი - ადამიანი

2) ხატი - ქმედების მეორადი ობიექტი ( ერთგვარი სახე-ხატი, გამტარი)

3) ღმერთი - ქმედების პირველადი ობიექტი ანუ ლოცვის მიზანი

ამის შემდეგ რამოდენიმე ჭეშმარიტებაც გამოვყოთ:

ა) ლოცვა ყოველთვის მიმართულია ღმერთისადმი, მსხნელი მხოლოდ უფალია!

ბ) ქრისტიანი არასოდეს მიმართავს რომელიმე წმიდანს, რომ იხსნას ან შეიწყალოს, არამედ "ევედრე ღმერთსა ჩემთვის" ,

უფრო მეტი სიცხადისათვის: მე, ცოდვილმა და ცოდვით მკელობელმა უფლის სასუფევლის ტაძრის კარებთან მოციქულ პეტრეს რომ ვთხოვო, ის მომცეს რაც აქვს, ანუ სულის ( სხეულის) კურნება ქრისტეს მიერ, არის შეცდომა? როგორ წმიდა წერილში.

თავი 3.
1. პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს.
2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასვიან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუნიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად,
3. რომელმან იხილა პეტრე და იოანე, შე-რაი-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან.
4. მიჰხედა მას პეტრე იოანეთურთ და ჰრქუა: მოიხილე ჩუენდა.
5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან.
6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესო ქრისტე ნაზარეველისაითა: აღდეგ და ვიდოდე!
7. და უპყრა ხელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერხნი მისნი და კოჭნი.
8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა

აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა?

ეს პავლეს საფლავია

IPB-ს სურათი

3) წმიდანის ან სიწმიდის თაყვანისცემა არ ნიშნავს მათ გაღმერთებას, და ამის ასე გაგება არის მართლმადიდებლობის არ ცოდნა, ნათელი მაგალისათვის, ეს ადგილი არის ის ადგილი, სადაც რომიდან გაქცეულ პეტრეს თავად უფალი ეჩვენა, და მიანიშნა, რომ მისი აღსრულების ჟამი მოახლოებული იყო და საიდანაც პეტრე უკან დაბრუნდა რომში და მერე აღესრულა, იმ ადგილას დღესაც შემორჩა წმიდა ანაბეჭდები უფლის ფეხთა:

IPB-ს სურათი

ნუთუ ვინმე იტყვის რომ ეს არაა სიწმინდე? არა! ან ვინმე იტყვის რომ ვინმე ამას აღმერთებს? არა! მე მიყვარს ყველა ის ადგილი, რომელიც მადლს მანიჭებს და უფალთან ავყავარ, ყველაფერი ბოლოს უფალთან მიმყვანი უნდა იყოს...

ციტატა
მიერ მოყვანილი წყაროები სულაც არ ნისნავს იმას რომ ის ვიღაცა "უბადრუკი" ავტორი აყალბებს ამ ისტორიას



მოიცა, ამდენი ტყუილად ვწერე? ohmy.gif აბა რას ნიშნავს გლახა? სიცრუეა ეგ წიგნი და სიმდარე! დაივიწყე!

რაც შეეხება წმ. წერილს ბევრი გიწერეს მაგაზე, მაგრამ იმათ ვერ გაიგებ, თუ ჯერ ესენი არ გაითვალისწინე!

კარგად წაიკითხე სამივე ნაწილი და მერე მომწერე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 28 2007, 12:49 AM
პოსტი #66


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
2kiss.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 01:02 AM
პოსტი #67


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12




KAIROS
ციტატა
აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა

კი თანაც დიდი... მე მგონი პატარა ბავსვიც დაინახავს, რომ ის შეწევნას სთხოვს ცოცხალ ადამიანებს...რომ მათ ილოცონ, და არა მიცვალებულებს
ნუ სენ შეგიძლია სთხოვო, მაგრამ მე ვერსად ვერ ვხედავ და არც არის ახალ აღთქმაში ადგილი სადაც მკვდრის სულს სთხოვენ შეწევნას....
და მე რომ ადგილები მოვიყვანე ბიბლიიდან იმაზე რას ფიქრობ...?


KAIROS
ციტატა
მოიცა, ამდენი ტყუილად ვწერე? აბა რას ნიშნავს გლახა? სიცრუეა ეგ წიგნი და სიმდარე! დაივიწყე!

არა ტყუილი არ წერე, მაგრამ არა მგონია ეგ კაცი ყველაფერში ცდებოდეს...

ციტატა
რაც შეეხება წმ. წერილს ბევრი გიწერეს მაგაზე, მაგრამ იმათ ვერ გაიგებ, თუ ჯერ ესენი არ გაითვალისწინე!


მოიცა ათასჯერ მიკითხია, და ყოველთვის გაუგებარ პასუხებს ვიღებ...
ერთი როგორ უნდა განმარტოს კაცმა გამოსვლის 20 თავში მე3 მცნება?
როგორ უნდა ახსნა ის რომ შუამავალი მხოლოდ ქრისტეა,

მაგრამ კიდევ ვიმეორებ აქ რატომღაც მიდის მტკიცება რომ ქრისტეს + ვიღაცა...

ციტატა
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმაზე რა არის თაყვანისცემა ხატისა და წმ. ნაწილისა

მოდით ახლა ასე დავყოთ,

1) მლოცველი სუბიექტი - ადამიანი

2) ხატი - ქმედების მეორადი ობიექტი ( ერთგვარი სახე-ხატი, გამტარი)

3) ღმერთი - ქმედების პირველადი ობიექტი ანუ ლოცვის მიზანი

ამის შემდეგ რამოდენიმე ჭეშმარიტებაც გამოვყოთ:

ა) ლოცვა ყოველთვის მიმართულია ღმერთისადმი, მსხნელი მხოლოდ უფალია!

ბ) ქრისტიანი არასოდეს მიმართავს რომელიმე წმიდანს, რომ იხსნას ან შეიწყალოს, არამედ "ევედრე ღმერთსა ჩემთვის" ,



და რატომ პირდაპირ ქრისტეს არ მიმართავენ?
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი-ქრისტე იესო
1ტიმოთე 2:5

და ეს სქემა ვინ შეიმუშავა? და ვინ დააკანონა რომ ასე უნდა იყოს ? რის საფუძველზე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Feb 28 2007, 01:27 AM
პოსტი #68


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



გლახა

გლახა, მოდი ერთ რამეს გეტყვი და არ გეწყინოს smile.gif შენთან საუბარს ამ საკითხებზე არანაირი აზრი არააქვს ჩემო კარგო, იმიტომ რომ შენ ამას ვერ კი არა არ გაიგებ, ასე სჩანს შენი პოსტებიდან და საუბრიდან, შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც "ეძებს ჭეშმარიტებას", შენ გაურბიხარ ჭეშმარიტებას! აქ აგიხსნეს არგუმენტებით თუ რატომ ვლოცულობთ მართლმადიდებლები წმინდანების მიმართ და შენ ერთი ნორმალური არგუმენტიც კი ვერ მოიყვანე საპირისპირო...თუ არ გინდა ხათებს ემთხვიო და წმინდანების მიმართ ლოცვა ამას არავინ გაძალებს შენი ნებაა რაც გინდა ის ჰქენი!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 28 2007, 01:35 AM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



გლახაშენ ადრე დაწერე რომ არიან დიდი მამები რომლების აზრსაც იზიარებ ვინ არიან იქნებ დააკონკრეტო მე ვიტყვი მაგ.ბასილი დიდი,იოანე ოქროპირი,გრიგოლი ღვთისმეტყველი,დიონისე არეოპაგელი,კლიმენტი რომაელი,ანტონი დიდი,მაკარი დიდი,იოანე სინელი,გრიგოლი პალამა,სვიმეონ მესვეტე,იოანე დამასკელი,და აშ ეს ეხლა რაც ამ მომენტში გავიხსენე დიდი მამები და არცერთ მათგანთან არ ვხვდებით მასეთ მოსაზრებებს და მმას ვინ არიან ის სხვა მამები და როდის მოღვაწეობდნენ დამაინტერესა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 28 2007, 01:41 AM
პოსტი #70


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



გლახა
ციტატა
ნუ სენ შეგიძლია სთხოვო, მაგრამ მე ვერსად ვერ ვხედავ და არც არის ახალ აღთქმაში ადგილი სადაც მკვდრის სულს სთხოვენ შეწევნას....

უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ. 2 პეტრე 1,14-15
ხომ არ ატყობ აქ, რომ პეტრე მოციქულს სიკვდილის შემდგომ ძალუძს ჩვენზე ზრუნვა? (ახ. ქართ. რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენიებდეთ ამას).
წმიდანებს გარდაცვალების შემდეგაც შეუძლიათ დახმარება, რადგან ღმერთისთვის მკვდარი არავინაა, ყველა ცოცხალია (მათე 22,32).
პეტრე მოციქული წერს, რომ ის იზრუნებს გარდაცვალების შემდეგ თავის სულიერ ძმებზე.
ხოდა რატომ არ უნდა ვთხოვოთ მათ ეს დახმარება?
ციტატა
და რატომ პირდაპირ ქრისტეს არ მიმართავენ?

მიმართავენ მას ვისი საშუალებითაც იღებენ მადლს. იქნება ეს ქრისტე, თუ სხვა წმინდანი, რადგან ღვთიურ მადლს იღებენ როგორც თავად ქრისტესგან ასევე სხვა წმინდანებისგან. რატომ უნდა თქვას ქრისტიანმა ქრისტეს მადლზე უარი, თუკი ის რომელიმე წმინდა ნაწილისგან მოდის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 28 2007, 01:43 AM
პოსტი #71


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო გლახა! არ გეწყინოს მაგრამ ეგ რაგოზინი ცნობილია თავისი "ნაშრომით" რომელშიც აბსოლუტურად გაყალბებული აქვს ეკლესიის მთელი ისტორია. ფაქტიურად არც ერთი თარიღი არ შეესაბამება სინამდვილეს. ეგრე იეღოველებმა ბიბლია გადაწერეს თავიდან და ამოიღეს ყველა ის ადგილი რომელიც მათ სწავლებას არ ეთანხმებოდა, როგორც მოგვიანებით ჩამატებული. ეს ყველაფერი გათვლილია იმ ადამიანებზე ვინც არ იცის ეკლესიის ისტორია და არ არის ღრმად გაცნობილი ადრეული საუკუნეების მამათა ნაშრომებს


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 28 2007, 02:34 AM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ყოველ წმიდანს უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მიეცა. წმიდანთა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუკი ჩვენ ერთმანეთისათვის ვლოცულობთ, წმიდანს რატომღა არ შეუძლია ილოცოს ჩვენთვის, მას ხომ მეტი მადლი აქვს მიცემული ღვთისაგან


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 10:28 AM
პოსტი #73


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



გუჯა
ციტატა
შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც "ეძებს ჭეშმარიტებას"

საიდან ასკვნი ჩემო გუჯა ამას? smile.gif

ციტატა
KAIROS

ციტატა
აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა

კი თანაც დიდი...


კაიროს მაპატიე ეს ცუდად გამომივიდა. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 10:44 AM
პოსტი #74


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



გუჯა
ციტატა
აქ აგიხსნეს არგუმენტებით თუ რატომ ვლოცულობთ მართლმადიდებლები წმინდანების მიმართ და შენ ერთი ნორმალური არგუმენტიც კი ვერ მოიყვანე საპირისპირო...


გუჯა მე საკმაო არგუმენტები მოვიყვანე საღვთო წერილიდან...მაგრამ როგორც ჩანს ბიბლიისადმი უმრავლესობის დამოკიდებულება ისეთია, თითქოს ბიბლია"სექტანტურია." ან მხოლოდ სექტანტებისაა..რაღაც ბიბლიოფობიას აქვს ადგილი wink.gif

პატივს ვცემ ქაიროსს და მის ამდენ მცდელობას რომ აეხსნა ხსენებული საკითხი, მაგრამ მთელი ამ მტკიცებუელებებიდან მხოლოდ ერთი ადგილია მოყვანილი საღვთო წერილიდან.

ციტატა
აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა?


საქმე იმაშია, რომ იესოს იმიტომ უნდა ვთხოვოთ, რომ მან თქვა ითხოვეთ ჩემი სახელით და მოგცემთო, ხოლო პავლეს არ უთქვამს სთხოვეთ ჩემი სახელითო.


იოანე 15:16 თქვენ კი არ ამირჩიეთ მე, არამედ ....რათა რასაც ითხოვთ ჩემი სახელით მოგცეთ თქვენ
იოანე 16:23 რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ


სადმე თუ უთქვამს რომელიმე მოციქულს ასეთი რამ?

მე რამდენიმე კითხვა მაქვს და მეტს არარ შეგაწუხებთ smile.gif

1- დათიკოსთან: ხარ თუ არა სულიწმიდის ტაძარი?

2-კაიროსთან: არის თუ არა ბიბლია კაცთათვის გაცხადებული ღვთის ნება?
[color=#FF0000]


უფალმა დაგლოცოთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 28 2007, 11:01 AM
პოსტი #75


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გლახა



ეუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ გლახაააააააააააააააააააა, ცუდათაა საქმე, მართლაც არანაირი კომენტარი! no.gif





--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 11:05 AM
პოსტი #76


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მხევალი ნინო
ციტატა
გლახა



ეუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ გლახაააააააააააააააააააა, ცუდათაა საქმე, მართლაც არანაირი კომენტარი!

ალბათ შენსკენაა ცდად საქმე..ნუ ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთო მაგალითად შენ smile.gif
აქ რომ კანუდოსელი იყოს სხვა საქმეა (უი იქნებ ვინმემ უთხრათ რა ამბები დავატრიალე აქ და , მაგიტომ მაინც სემოვიდეს, თორემ მსჯელობა აზრს კარგავს, სერიოზული მოწინააღმდეგე მხარის გარეშე )

wub.gif wub.gif rolleyes.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 11:29 AM
პოსტი #77


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გლახა
მე მართალი გითხრა ვერ გამიგია კონკრეტულად რის დამტკიცება-დამოწმებას ეძიებ წმინადნებთან, ხატებთან და მათ თაყვანისცემასთან თუ ვედრებასთან დაკავშირებით?

იქნებ ჩამოთვალო?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 28 2007, 11:31 AM
პოსტი #78


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
სერიოზული მოწინააღმდეგე მხარის გარეშე

რაც მე ამ ფრაზაზე ვიხარხარე laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
ბიჭო, შენი დადებული "ისტორია" იყო სერიოზული და კაიროსის, კანონისტის და დათიკოს პოსტები არასერიოზული? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 11:37 AM
პოსტი #79


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
რაც მე ამ ფრაზაზე ვიხარხარე
ბიჭო, შენი დადებული "ისტორია" იყო სერიოზული და კაიროსის, კანონისტის და დათიკოს პოსტები არასერიოზული?

როგორ მიხარია დილიდანვე რომ კაი ხასიეთზე ვაყენებ ადამიანებსა smile.gif

ნუ ახლა ის წიგნი რა მოსატანია აქ...
საქმე საღვთო წერილს ეხება...მახვილის წინაშე ყველა უძლურია! და ეს მახვილია ღვთის სიტყვა... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 12:15 PM
პოსტი #80


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ჩემო კარგო კაიროს და გლახა, ეცადეთ არ იჩხუბოთ.
ეს ფორუმია და ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა,
აქ შეგვიძლია ვიდავოთ მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ დავამცირებთ ერთმანეთს და ერთმანეთის ნათქვამებს.
გთხოვთ ამ ფრაზას კომენტარს ნუ გაუკეთებთ.


ახლა კი მე შემოგთავაზებთ ზოგიერთ კომენტარს.

ციტატა
აქ რომ მივიდე, და წმ. პავლე მოციქულს ვთხოვო, ევედროს უფალს ჩემთვის სიმცდარეა?

სიმცდარეა ჩემო კარგო და იცი რატომ?
პავლემ თვითონ თქვა:
"ვინდაიდან სამსხვერპლოდ ვარ გამზადებული. დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე. ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც სიყვარულით ელის მის გამოჩენას" (2ტიმ.4:6-8)
ამ სიტყვებით თქვა პავლემ, რომ მისი სიკვდილი იქნებოდა მისი მოღვაწეობის დასასრული.

პავლემ, პეტრემ, იოანემ და სხვებმაც, დაასრულეს თავისი ასპარეზი და ახლა კი თანამედროვეების დროა.
შუამდგომლობა ღვთის წინაშე მისაღებია, მაგრამ ცოცხალი ადამიანისაგან.

რაც შეეხება იმ ფრაზას, რომ პეტრე ამბობს, რომ "ჩემი წასვლის შემდეგაც იხსენებდეთ ამას" - ვერ ხვდები რა შუაშია?
ნაცვალსახელში - ამას იგულისხმება ის სიტყვები, რომელიც პეტრემ დაწერა თავის ეპისტოლეში.





--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 03:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი