IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა, ...
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 12:35 PM
პოსტი #81


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
ამ სიტყვებით თქვა პავლემ, რომ მისი სიკვდილი იქნებოდა მისი მოღვაწეობის დასასრული.

მისი სამოციქულო მოღვაწეობის დასასრული და არა მისი არსების! მაშ გამოდის, რომ ადამიანს სული არ ჰქონია! რაა აქ გასაკვირი და სამსჯელო? პავლე მოციქულს ვთხოვთ, რომ ევედროს ღმერთს ჩვენთვის

ციტატა
შუამდგომლობა ღვთის წინაშე მისაღებია, მაგრამ ცოცხალი ადამიანისაგან.

არსად ამოგიკითხავს? "არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცოცხალთა. ხოლო თქუენ ფრიად სცდებით"?
ადამიანი არ კვდება, ის გარდაიცვლება და მისი სული აგრძელებს ყოფნას. ხოლო იმაზე, რომ იმქვეყნად მყოფი სულები ზრუნავენ ამქვეყნად დარჩენილებზე, ადასტურებს იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 12:46 PM
პოსტი #82


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მე ერთ ჩემს მეგობარს ვთხოვე რომ მონაწილეობა მიიღოს ამ თემაში, ის თეოლოგია და მას საკმაო განათლება აქვს და ის უკეთ მოიყვანს ისტორიულ წყაროებს. და საღვთო წერილიც უკეთ იცის... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 28 2007, 01:32 PM
პოსტი #83


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვფიქრობ, რომ აქ უკვე ურჩობასთან და სიჯიუტესთან გვაქვს საქმე, თორემ რაღაც წინსვლა მაინც უნდა ყოფილიყო გლახა და ალექს-ბ თქვენსკენ, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილად ვიგრძნე თავი გლახა ბატონო ამ მართლა გლახა გამოსვლის გამო...

ციტატა
მსჯელობა აზრს კარგავს, სერიოზული მოწინააღმდეგე მხარის გარეშე


ასევე სავსებით ულამაზო და მიუღებელია ის რაც მხევალ ნინოს დაუწერე, ასე მანდილოსანს არ ესაუბრებიან, თუ აქაც წმ. წერილი მოვიყვანო, რომ დაგარწმუნო?

ციტატა
ალბათ შენსკენაა ცუდად საქმე..ნუ ახლა რა კომენტარი უნდა გააკეთო მაგალითად შენ



მე არ ვიცი არასერიოზული რა დაინახე ჩემს ნაწერში, მაგრამ აი შენი და ალექს-ბ ს არგუმენტები ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული...

საერთო ასევე დიდ შეცდომებშიც გაქვთ

ციტატა
შეწევნას სთხოვს ცოცხალ ადამიანებს
გლახა


ციტატა
შუამდგომლობა ღვთის წინაშე მისაღებია, მაგრამ ცოცხალი ადამიანისაგან.
ალექს-ბ

გლახა, რომ იეჰოვას მოწმე არაა ვიცი, მაგრამ ალექსის არ ვიცნობ, რასაც თქვენ წერთ ეს არის სრული უაზრობა და ულოგიკობა, რაღათქმაუნდა იმის შემდეგ თუკი სულის უკვდავებას აღიარებთ, თუ არ აღიარებთ თქვით და მორჩა!

ხალხო, რატომ წერთ ასეთ უსუსტეს არგუმენტებს? ჯერ კიდევ ცოდვილს, ჯერ კიდევ დაცემულ სხეულში მყოფს თუ შემიძლია ღვთის წინაშე შუამდგომლობა ვთხოვო, უფალთან მისულს, განათლებულს, გაბრწყინვებულს და ცხონებულს განა ათასჯერ მეტად არ უნდა შევთხოვოთ იგივე? რა გჭირთ, რაა ეს? პავლემ მორჩა თავისი საქმე, წავიდა სამოთხეში და ახლა ზედაც არ გვიყურებს ხომ? ერთ სიტყვასაც არ ეტყვის ხომ უფალს, უშველე და შეეწიეო? დაასრულა მოღვაწეობა და დაიბანა ხელი? გლახა შენგან გამიკვირდა... ალექს.ბ დამრიგებლურ ტონს სჯობს აღიარო რომ არ იცი თეოლოგია და ამიტომ ჯერ წაიკითხე, გაიგე და მერე შემოგვთავაზე ზოგიერთი ვაიკომენტარი!

წმინდა სექტანტური აზროვნებაა თვალი დახუჭო ისტორიაზე, გააყალბო იგი და ყველაფრის პასუხი წმიდა წერილიდან მოითხოვო, წმიდა წერილში სიტყვა სამებაც არ წერია, მაგრამ როგორც ვიცი გლახას მაინც იგი სწამს... გლახა საქმე იმაში კი არაა, რომ ის უბირი ავტორი ყველაფერში შეცდა თუ არა, არამედ იმაში, რომ ის ვაინაშრომი მცდარი ფაქტების და მცდარი იდეების გამოყენებით სიმცდარეს გადმოცემდა და გაჩვენე კიდეც, რაც შენც აღიარე
ციტატა
ნუ ახლა ის წიგნი რა მოსატანია აქ...
ნამდვილად არ იყო მოსატანი!

წმიდა წერილს რაც შეეხება... მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სექტანტებთან ურთიერთობისა, ორივე მხარემ ზეპირად იცის ბიბლია, მე სანამ ის რამეს იტყვის უკვე ვიცი რას ვუპასუხებ, მანაც იცის ჩემი პასუხი და ასე ვთამაშობთ მაგიდის ჩოგბურთს... ჭეშმარიტების მიღებას ცოტა გახსნა უნდა ჩემო გლახა, თორემ ჯიუტ კაცს ციტატები კი არა ტომებიც ვერაფერს უშველის...

დათიკომ რაც ადგილები მოიყვანა იმდენად ნათლად აჩვენებს ჭეშმარიტებას, რომ ძალიან არ უნდა გინდოდეს გაგება რომ ვერ გაიგო...

ციტატა
უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ. 2 პეტრე 1,14-15
ხომ არ ატყობ აქ, რომ პეტრე მოციქულს სიკვდილის შემდგომ ძალუძს ჩვენზე ზრუნვა? (ახ. ქართ. რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენიებდეთ ამას).
წმიდანებს გარდაცვალების შემდეგაც შეუძლიათ დახმარება, რადგან ღმერთისთვის მკვდარი არავინაა, ყველა ცოცხალია (მათე 22,32).
პეტრე მოციქული წერს, რომ ის იზრუნებს გარდაცვალების შემდეგ თავის სულიერ ძმებზე.


სამწუხაროდ, წინსვლის მაგივრად სიჯიუტე დავინახე, ამიტომ ისევ იმ "მეგობარს" დაველოდოთ, იმედია თუკი "თეოლოგია" , ისტორიული წყაროებიც ესმის, ცოტა მეტი ლოგიკაც ექნება და ამ თოფიქსაც აზრი მიეცემა...

ციტატა
მე ერთ ჩემს მეგობარს ვთხოვე რომ მონაწილეობა მიიღოს ამ თემაში, ის თეოლოგია და მას საკმაო განათლება აქვს და ის უკეთ მოიყვანს ისტორიულ წყაროებს. და საღვთო წერილიც უკეთ იცის...


სამწუხაროა, როგორ ვერაფერი გაიგეთ, როცა ამდენი გიწერეთ... სამწუხაროა, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ კაიროსი, დათიკო, კანონისტი და თუნდაც კანუდოსელიც კი ვერაფერს გახდებიან, რადგან ჭეშმარიტებას გულს თუ არ გაუღებ და გონებას თუ დაიხშავ, ძალით არ შემოვარდება, იგი არც გულის კარებს ამტვრევს და არც გონებას აძალებს, უბრალოდ კარებზე და აკაკუნებს...
ღმერთმა გონება გაგინათლოთ...

გულდაწყვეტილად,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 01:37 PM
პოსტი #84


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მწუხარებით ვუერთდები კაიროსის პათოსს sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 01:47 PM
პოსტი #85


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ცუდია რომ გული დაგწყვიტეთ..
არა და ნამდვილად არ მინდოდა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Feb 28 2007, 01:49 PM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ყველას მოგესალმებით

საინტერესო დიალოგი მიმდინარეობს და მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 01:53 PM
პოსტი #87


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
გაიხარე. კეთილი იყოს შენი მოსვლა

დულოს ტუ თეუ?? smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 01:53 PM
პოსტი #88


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
მისი სამოციქულო მოღვაწეობის დასასრული და არა მისი არსების! მაშ გამოდის, რომ ადამიანს სული არ ჰქონია! რაა აქ გასაკვირი და სამსჯელო? პავლე მოციქულს ვთხოვთ, რომ ევედროს ღმერთს ჩვენთვის

როგორ არა მეგობარო ადამიანს სული აქვს, მაგრამ მე ვთქვი მისი მოღვაწეობის დასასრული და არა მისი აღსასრული.
მე მწამს, რომ ადამიანი, რომელიც ემსახურება ღმერთს და გარდაიცვლება. იგი წავა ღმერთთან და თავისი საქმეები თან წაჰყვება მას.
იგი ღმერთისაგან მიიღებს იმ საზღაურს, რასაც სიცოცხლის პერიოდში აკეთებდა.
მაგრამ იგი წყვეტს თავის მიწიურ მსახურებას და მარადიულ ნეტარებაში განისვენებს უფალთან და მრავალ წმინდანთან ერთად.


ციტატა
არსად ამოგიკითხავს? "არა არს ღმერთი მკუდართა, არამედ ცოცხალთა. ხოლო თქუენ ფრიად სცდებით"?
ადამიანი არ კვდება, ის გარდაიცვლება და მისი სული აგრძელებს ყოფნას. ხოლო იმაზე, რომ იმქვეყნად მყოფი სულები ზრუნავენ ამქვეყნად დარჩენილებზე, ადასტურებს იგავი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ


რაც შეეხება იმას, რომ გარდაცვლილთა სულები ზრუნავენ ამქვეყნად დარჩენილებზე, ვერ დაგეთანხმები. იგივე იგავში შეგიძლია აღმოაჩინო, რომ ის, ვინც ზრუნავდა თავის ძმებზე ჯოჯოხეთში(!) იყო. მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, აბრაამისაგან (სიმბოლურად ალბაღ ღვთისაგან) უარი მიიღო.

ციტატა
გლახა, რომ იეჰოვას მოწმე არაა ვიცი, მაგრამ ალექსის არ ვიცნობ, რასაც თქვენ წერთ ეს არის სრული უაზრობა და ულოგიკობა, რაღათქმაუნდა იმის შემდეგ თუკი სულის უკვდავებას აღიარებთ, თუ არ აღიარებთ თქვით და მორჩა!


....
ალბათ უკვე გავეცი ამას პასუხი....
სიყვარულით ალექს-ბ




--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 28 2007, 01:56 PM
პოსტი #89


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
როგორ არა მეგობარო ადამიანს სული აქვს, მაგრამ მე ვთქვი მისი მოღვაწეობის დასასრული და არა მისი აღსასრული.
მე მწამს, რომ ადამიანი, რომელიც ემსახურება ღმერთს და გარდაიცვლება. იგი წავა ღმერთთან და თავისი საქმეები თან წაჰყვება მას.
იგი ღმერთისაგან მიიღებს იმ საზღაურს, რასაც სიცოცხლის პერიოდში აკეთებდა.
მაგრამ იგი წყვეტს თავის მიწიურ მსახურებას და მარადიულ ნეტარებაში განისვენებს უფალთან და მრავალ წმინდანთან ერთად.


და იქიდან აღარ შეგვეწევა და გვიშუამდგომლებს უფალთან?


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 02:02 PM
პოსტი #90


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ გარდაცვლილთა სულები ზრუნავენ ამქვეყნად დარჩენილებზე, ვერ დაგეთანხმები. იგივე იგავში შეგიძლია აღმოაჩინო, რომ ის, ვინც ზრუნავდა თავის ძმებზე ჯოჯოხეთში(!) იყო. მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, აბრაამისაგან (სიმბოლურად ალბაღ ღვთისაგან) უარი მიიღო.


რამდენიმე ფრაზა გაურკვეველია:

1. რას ნიშნავს ჯოჯოხეთში იყო? მე არ მითქვამს სამოთხეში იყო-მეთქი. იქ ჩანს, რომ ტანჯვის მიუხედავად მას კავშირი აქვს ამქვეყნად დარჩენილ ახლობელბთან და მათთვის სურს შემწეობა. ცხადია, რომ უფლის ნეტარებაში მყოფსაც ექნება ამის უნარი

2. ვის თხოვს მდიდარი შემწეობას? პირდაპირ უფალს? არა! აბრაამს! ანუ წმინდანს! (თუმცაღა თავად აბრაამი ჯერ სამოთხეში არ იყო, მაგრამ იგი მართალი იყო უფლის წინაშე) იგი ევედრება მას, რომ მისი ძმებისთვის იზრუნოს

3. რაზე ეუბნება აბრაამი უარს მდიდარს? შემწეობაზე ზოგადად? არა, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებაზე, იმიტომ რომ ამას აზრი არ ექნებაო და არა შემწეობაზე, როგორც ასეთი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 02:10 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
და იქიდან აღარ შეგვეწევა და გვიშუამდგომლებს უფალთან?

არ მგონია ღმერთს ჭირდებოდეს ვინმეს შუამდგომლობა ჩვენთვის ზეციდან.
რაც შეეხება სიცოცხლეში შუამდგომლობას ეს წმინდა ბიბლიური სწავლებაა.
ხოლო ზეციდან შუამდგომლობაზე იქნებ შენ მიმანიშნო, რატომ უნდა მწამდეს?
ჩემი რწმენა დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე - ბიბლიაზე.
სხვა ყველა არგუმენტი, რომელსაც არ ეთანხმება ბიბლია, ჩემთვის წონას მოკლებულია.


ციტატა
რამდენიმე ფრაზა გაურკვეველია:

1. რას ნიშნავს ჯოჯოხეთში იყო? მე არ მითქვამს სამოთხეში იყო-მეთქი. იქ ჩანს, რომ ტანჯვის მიუხედავად მას კავშირი აქვს ამქვეყნად დარჩენილ ახლობელბთან და მათთვის სურს შემწეობა. ცხადია, რომ უფლის ნეტარებაში მყოფსაც ექნება ამის უნარი

2. ვის თხოვს მდიდარი შემწეობას? პირდაპირ უფალს? არა! აბრაამს! ანუ წმინდანს! (თუმცაღა თავად აბრაამი ჯერ სამოთხეში არ იყო, მაგრამ იგი მართალი იყო უფლის წინაშე) იგი ევედრება მას, რომ მისი ძმებისთვის იზრუნოს

3. რაზე ეუბნება აბრაამი უარს მდიდარს? შემწეობაზე ზოგადად? არა, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებაზე, იმიტომ რომ ამას აზრი არ ექნებაო და არა შემწეობაზე, როგორც ასეთი


1. საიდან აღმოაჩინე, რომ მას კავშირი ქონდა თავის ახლობლებთან?
2. ის აბრაამს იმას კი არ ეუბნება, შეევედრე უფალს გააგზავნოსო, არამედ - გააგზავნეო. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ აბრაამი უფალს ასიმბოლირებს. და ის ადგილი კიდევ, სადაც აბრაამი იყო "აბრაამის წიაღად" არის მოხსენებული
3. აბრაამი ყველაფერზე ეუბნება უარს მდიდარს. ამ შემთხვევაში მან ლაზარეს გაგზავნა ითხოვა, მაგრამ არ მგონია სხვა რამე რომ ეთხოვა მოუსმენდა და დაუჯერებდა.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 28 2007, 02:14 PM
პოსტი #92


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
არ მგონია ღმერთს ჭირდებოდეს ვინმეს შუამდგომლობა ჩვენთვის ზეციდან.
რაც შეეხება სიცოცხლეში შუამდგომლობას ეს წმინდა ბიბლიური სწავლებაა.

ე.ი. ბიბლიური სწავლებით სჭირვებია არა? ხომ არ გეჩვენება რონ ეს ორი წინადადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება? ამ ქვეყანაზე მყოფი ადამიანის შუამდგომლობა სჭირდება და მერე, როცა ეს ადამიანი უკვე გამართლდა და უფალთანაა, უგულებელჰყოფს მათ შუამდგომლობას?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 28 2007, 02:15 PM
პოსტი #93


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
არ მგონია ღმერთს ჭირდებოდეს ვინმეს შუამდგომლობა ჩვენთვის ზეციდან.


ღმერთს კი არა ჩვენ გვჭირდება smile.gif

QUOTE
ხოლო ზეციდან შუამდგომლობაზე იქნებ შენ მიმანიშნო, რატომ უნდა მწამდეს?
ჩემი რწმენა დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე - ბიბლიაზე.
სხვა ყველა არგუმენტი, რომელსაც არ ეთანხმება ბიბლია, ჩემთვის წონას მოკლებულია.


თუ ცოცხალი ადამიანის შუამდგომლობაა შესაძლებელი, უფალთან უშუალოდ მყოფი უფრო მეტად არ შეძლებს ამას? უამრავი მაგალითია წმინდანების ხილული მფარველობისა და შუამდგომლობისა. და მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება.
დიდგორის ბრძოლაში წმინდა გიორგი ხილულად მიუძღვებოდა ქართველთა ლაშქარს. ასეთი მაგალითები მართლაც უამრავია


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 02:16 PM
პოსტი #94


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
სხვა ყველა არგუმენტი, რომელსაც არ ეთანხმება ბიბლია, ჩემთვის წონას მოკლებულია.

ჰო მაგრამ, რომელია ჩვენ შორის რომელიც ადგება და იკადრებს თქმას, რომ ის სრულებით იგებს საღმრთო ჭეშმარიტების იმ საიდუმლოებას, რაც სახარებაშია?

განა რატომ ვირწმუნო შენი ნათქვამის, არ ეთანხმებაო, რომ გაიძახი, როცა ჩემზე და შენზე ბევრად კომპეტენტური და განსწავლული ადამიანები ამბობენ, ეთანხმებაო

ან, ესაა პასუხი ჩემ კითხვებზე??

იქნებ გადმოცემაში ასწავლეს მოციქულებმა პირველ ქრისტიანებს ესენი?
აბა მაშ რის დაცვაზე მიმართავს პავლე ტიმოთეს (2 ტიმ. 2:1-2), ან თესალონიკელებს? (2 თეს. 2:15), ან რად სჭირდებოდა სიყვარულის მოციქულს იმის აღნიშვნა, რომ სახარებაში მხოლოდ ძალიან მცირედია დაწერილი უფლის ნაქადაგებისა და საქმეების? (ინ. 20:30)

ან ვიცით კი ვინმემ, რას ესაუბრებოდა უფალი მოციქულებს აღდგომიდან ამაღლებამდე (საქმ. 1:3), რის შესახებაც არსად არაფერი დაწერილა? იქნებ სწორედ ესენი ასწავლეს სახარებასთან ერთად მაცხოვრის მოწაფეებმა ხალხს, რასაც დღეს გარდამოცემა ჰქვია??

იფიქრე....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 28 2007, 02:20 PM
პოსტი #95


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



კი მე როგორც ვხედავ ყველას გვჭირდება შუამდგომლობა ამ ფორუმზე....
laugh.gif laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 02:22 PM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
ე.ი. ბიბლიური სწავლებით სჭირვებია არა? ხომ არ გეჩვენება რონ ეს ორი წინადადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება? ამ ქვეყანაზე მყოფი ადამიანის შუამდგომლობა სჭირდება და მერე, როცა ეს ადამიანი უკვე გამართლდა და უფალთანაა, უგულებელჰყოფს მათ შუამდგომლობას?

შუამდგომლობა ეს ერთ-ერთი მსახურებაა, რომელსაც ავალებს ღმერთი ადამიანს. შუამდგომლობის არსი შემდეგში მდგომარეობს:
1. ღმერთმა შექმნა დედამიწა
2. ღმერთმა დედამიწა აჩუქა ადამიანებს.
3. ადამიანმა ცოდვით დაცემის შემდეგ დაკარგა ეს ძალაუფლება.
4. ადამიანთა ცხოვრების შესაცვლელად ღმერთს ჭირდება, რომ ადამიანებმა დედამიწიდან შესთხოვონ მას.
(სხვა შემთხვევაში, ღმერთმა ისედაც კარგად იცის ჩვენი საჭიროებები, და არ დაჭირდებოდა ვინმეს ეთხოვა მისთვის.
5. ხოლო როცა ადამიანის სული ზეცაში მიდის, ის ასრულებს თავის მიწიერებას და ხდება ზეციური სამყაროს ნაწილი.
6. ერთადერთი შუამდგომელი ღმერთის წინაშე - იესოა, და იმიტომ, რომ იგი აღსდგა მკვდრეთით ახალი სხეულით და წავიდა ზეცაში.
7. ამიტომ მას აქვს ძალაუფლება ზეცაშიც და დედამიწაზეც. და მას აქვს უფლება სთხოვოს მამას, რომ იგი ჩაერიოს დედამიწის ცხოვრებაში.

ციტატა
დიდგორის ბრძოლაში წმინდა გიორგი ხილულად მიუძღვებოდა ქართველთა ლაშქარს. ასეთი მაგალითები მართლაც უამრავია

ეს მეგობარო ისტორიის ნაწილია.
ისტორია კი ადამიანების დაწერილია და შესაბამისად ვერ ატარებს იმ წონას, რასაც "ღვთივშთაბერილი ღმერთის სიტყვა" - ანუ ბიბლია.
ასე რომ თუ არჩევანი მექნებოდა მე ბიბლიას ვამჯობინებდი
smile.gif


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2007, 02:23 PM
პოსტი #97


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



alex_b
ციტატა
1. საიდან აღმოაჩინე, რომ მას კავშირი ქონდა თავის ახლობლებთან?

აბა საიდან იცოდა, მისი ძმები ისევ ცოდვიან ცხოვრებას რომ აგრძელებდნენ?

ციტატა
2. ის აბრაამს იმას კი არ ეუბნება, შეევედრე უფალს გააგზავნოსო, არამედ - გააგზავნეო. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ აბრაამი უფალს ასიმბოლირებს. და ის ადგილი კიდევ, სადაც აბრაამი იყო "აბრაამის წიაღად" არის მოხსენებული

უფალს? და უფალი იყო ჯოჯოხეთში? კარგი რა....

და მეორე: ახლა რას აკეთებ შენ ხვდები? სიტყვასიტყვით არ იგებ სახარების ტექსტს! იქ წერია აბრაამიო, ჰოდა შენ ამბობ კი წერიაო, მაგრამ ეს უფალს ნიშნავსო, ანუ სახარების განმარტებას აკეთებ! და რატომ? აკი ყველაფერი სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ??

და თუკი შეიძლება, რომ სახარებაში ერთი ეწეროს და შენ სხვანაირად იგებდე (ამ წამს ჰქენი), იოანე ოქროპირს და თეოფილაქტე ბულგარელს რას უკრძალავ იგივეს??

ციტატა
3. აბრაამი ყველაფერზე ეუბნება უარს მდიდარს. ამ შემთხვევაში მან ლაზარეს გაგზავნა ითხოვა, მაგრამ არ მგონია სხვა რამე რომ ეთხოვა მოუსმენდა და დაუჯერებდა.

უარს ეუბნება იმაზე, რაც არ შეიძლება. მდიდარს არ უთხოვია დალოცეო ან სნეულს შეეწიეო და ამაზე არ უთქვამს მამამთავარს უარი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 02:30 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა

განა რატომ ვირწმუნო შენი ნათქვამის, არ ეთანხმებაო, რომ გაიძახი, როცა ჩემზე და შენზე ბევრად კომპეტენტური და განსწავლული ადამიანები ამბობენ, ეთანხმებაო



1. თუ კომპეტენტური ადამიანები ამბობენ ეთანხმებაო - სიამოვნებით მოვუსმენდი მათ არგუმენტებს, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ეთანხმება.

ციტატა

იქნებ გადმოცემაში ასწავლეს მოციქულებმა პირველ ქრისტიანებს ესენი?
აბა მაშ რის დაცვაზე მიმართავს პავლე ტიმოთეს (2 ტიმ. 2:1-2), ან თესალონიკელებს? (2 თეს. 2:15), ან რად სჭირდებოდა სიყვარულის მოციქულს იმის აღნიშვნა, რომ სახარებაში მხოლოდ ძალიან მცირედია დაწერილი უფლის ნაქადაგებისა და საქმეების? (ინ. 20:30)

იქნებ ესენი კი არა სხვა რამეები ასწავლეს????


და კიდევ იოანეს 20:30-მუხლს რომ წაიკითხავ, შეგიძლია ერთი მუხლიც წაიკითხო, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ის, რაც დაიწერა, სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ გვქონდეს სიცოცხლე ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. ხოლო რაც არ დაწერილა, ალბათ არ იყო საჭირო, რომ დაწერილიყო. ან უფრო სწორად ბიბლიაში მოხვედრილიყო.
მე მიმაჩნია, რომ ახალ აღთქმაში შესული 39 წიგნი, შემთხვევით არ არის შესული.

ციტატა

ან ვიცით კი ვინმემ, რას ესაუბრებოდა უფალი მოციქულებს აღდგომიდან ამაღლებამდე (საქმ. 1:3), რის შესახებაც არსად არაფერი დაწერილა? იქნებ სწორედ ესენი ასწავლეს სახარებასთან ერთად მაცხოვრის მოწაფეებმა ხალხს, რასაც დღეს გარდამოცემა ჰქვია??
იფიქრე....


ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რას ასწავლიდა იესო მოციქულებს ამ პერიოდში, მაგრამ ვარაუდს და ბევრ ფიქრს, მირჩევნია, მოციქულთა დაწერილი წერილები წავიკითხო და მათ დავეყრდნო.






--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 28 2007, 02:40 PM
პოსტი #99


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE

ეს მეგობარო ისტორიის ნაწილია.
ისტორია კი ადამიანების დაწერილია


და ეს არგუმენტია? გეთანხმები რომ ისტორიაა, მაგრამ არა მითოლოგია, და უნდა დავუჯეროთ. თუ არ გჯერა ჩვენი ისტორიის ეგ შენი პრობლემაა, უფრო მეტად სიჯიუტე ალბათ smile.gif



QUOTE
და შესაბამისად ვერ ატარებს იმ წონას, რასაც "ღვთივშთაბერილი ღმერთის სიტყვა" - ანუ ბიბლია.
ასე რომ თუ არჩევანი მექნებოდა მე ბიბლიას ვამჯობინებდი


წმინდა წერილიდან შენ თვითონ მოიყვანე ლაზარეს იგავის მაგალითი, და კანონისტმა დაგუსაბუთა რომ აქ წმინდანების (ამ შემთხვევაში აბრაამის) მეოხებასთან გვაქვს საქმე


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Feb 28 2007, 03:05 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



KAIROS

ძალიან საინტერესო და მრავალწახნაგოვანი არგუმენტები მოიყვანეთ. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი თქვენს მაგალითს მიჰყვეს. ანუ თუ რამე გწამს ან რამეს ამტკიცებ, ჯერ მის საიმედოობას აქცევ ყურადღებას. "საიდან ვიცი რაც ვიცი?" ან "საიმედოა თუ არა წყარო?"
ზოგადად ვიძახი და კონკრეტულ პიროვნებას არ ვგულისხმობ. ხშირად ადამიანები საკუთარ მრწამსს, როგორც წმიდა წერილი უწოდებს, "დედაბრულ ზღაპრებზე" აგებენ. არადა წმიდა წერილი საკმარისია იმისათვის, რომ ნებისმიერი საკითხის არგუმენტი მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთის გამოცხადების (ანუ ბიბლიის) სრულყოფილებას ვაყენებთ ეჭვის ქვეშ და ეს საშიშია. ამით არის ბიბლია უნიკალური წიგნი, საკუთარ თავს თავად განმარტავს.
მხოლოდ ბიბლიის შემდეგ მოდის მთელი პატროლოგია, ძალიან საინტერესო და მდიდარი. გვეხმარება რომ პირველი საუკუნეების ქრისტიანების შეხედულებებს და სწავლებებს ვეზიაროთ.

წმიდა მამების მოძღვრებას მეტნაკლებად გაცნობილი ვარ და ასეთი პოზიცია მაქვს პირადად.
თქვენი აზრი მაინტერესებს.
მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 03:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი