სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| გლახა |
Feb 26 2007, 07:17 PM
პოსტი
#1
|
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
გლახა წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა Feb 26 2007, 07:17 PM
Levani555
ეს მიმითითეთ სად წ... Jan 25 2008, 12:45 AM
მარიამი
ფსალმუნი 5,8
ფსალმუ... Jan 25 2008, 12:54 AM
sergi_glaxa ვაგრძელებ ამ აქტუა... May 16 2008, 01:05 PM
KAIROS
"წმიდასა ჯვარსა ... May 17 2008, 02:54 AM
sergi_glaxa
"წმიდასა ჯვარსა ... May 17 2008, 11:26 AM
KAIROS
კაი ბატონო, დაკოპი... May 17 2008, 12:18 PM
sergi_glaxa KAIROS
შეკვეთა მიცემუ... May 19 2008, 10:18 AM
dzvelmartlmadidebeli ყოჩაღ Netvorc, ეგრე გააგ... Jul 10 2010, 11:58 PM
Levani Revazishvili
ცეცხლს მიეცი დგმა... Oct 8 2011, 03:24 PM
terra Levani Revazishvili
ასეთი აზრო... Oct 8 2011, 04:00 PM
A.V.M პროტესტანტიზმი და... Oct 8 2011, 04:22 PM
afxazi Levani Revazishvili
ერთდღიანი... Oct 8 2011, 06:09 PM
Otherguy ეკლესიის ისტორიკო... Oct 9 2011, 04:07 AM
afxazi Otherguy
ლაშა უფრო და უფ... Oct 9 2011, 12:38 PM
Otherguy afxazi
მოიცა, რადგან მე... Oct 10 2011, 01:28 AM
ილია94 დედა ტერეზაზე ვინ ... Jul 11 2012, 08:00 PM
A.V.M RE: წმინდანები, წმინდა ნაწილები, ხატთაყვანისცემა Jul 11 2012, 08:00 PM
ილია94 არა მაგრამ ძაან ღვ... Jul 11 2012, 08:02 PM
A.V.M
შეცდომას ამბობ მა... Jul 11 2012, 08:06 PM
ილია94 მეც მართლმადიდებლ... Jul 11 2012, 08:09 PM
nikoloza1997 მე კი მგონია რომ წმ... Sep 1 2012, 08:29 PM
A.V.M ჩვენ რომ ხატთაყვან... Sep 1 2012, 09:49 PM
nikoloza1997 sergi_glaxa
სანამ ხატებს ... Sep 2 2012, 10:51 AM
qetevano https://docs.google.com/file/d/0BxXWw6mU17P...YWTA... Nov 24 2013, 10:10 PM
marine "ხატმებრძოლობა თ... Aug 8 2016, 07:57 PM
marine "ხატმებრძოლობის ... Aug 8 2016, 08:16 PM
marine "ხატმებრძოლენი ხ... Aug 10 2016, 10:44 PM
marine "ხატმებრძოლობის ... Feb 29 2020, 01:16 PM
marine "უფლის მცნებების ... Jun 16 2021, 05:03 PM
marine "წმინდანთა რიცხვ... Aug 28 2021, 07:17 PM
marine "ადამიანი ითხოვს ... Jan 18 2022, 10:53 AM
marine "წმიდათა შორის ჩვ... Jan 21 2022, 05:48 PM
marine "ხატებს პატივი უნ... Aug 4 2022, 05:40 PM
marine "ერთხელ მამა პაის... Jul 28 2024, 04:56 PM
marine "წმინდანები, ჩვენ... Aug 4 2025, 07:03 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th February 2026 - 03:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი