![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#241
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
" - მამაო, გაოცებული ვარ, რა კარგად იგებენ ბავშვები ფსალმუნებს და მათი წაკითხვაც სურთ.
- ფსალმუნები შვებას ჰგვრის ყველა ასაკის ადამიანს, თანაც, ბავშვებს შეიძლება, მეტი სიამოვნება მიანიჭოს, ვიდრე ჩვენ. ფსალმუნები ღვთივშთაგონებულია, დაწერილია საღვთო განათლებით და ამიტომაც აქვთ ასეთი ძლიერი, ასეთი ღრმა აზრები და შინაარსი. ყველა ღვთისმეტყველი და ფილოლოგი რომ შეიკრიბოს, ასეთი შინაარსის ერთ ფსალმუნსაც ვერ დაწერენ და, რომ დაწერონ, რაღაც ხელოვნური ყვავილივით იქნება. დავითი უსწავლელი იყო, მაგრამ როგორ ღრმააზროვნად წერდა! ნათლად ჩანს, რომ მას სულიწმიდა წინაძღვრობდა" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#242
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გალობს წმინდა დავითი, ზეცის სიტყვებს იუწყება. და მისი ფსალმუნების ჟღერა ზეციური ბგერებია! საგალობლის საგანი ადამიანის ნეტარებაა"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#243
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დავითი მეფე იყო და არ თქვა, რომ მეფეების ტახტი ადამიანის ნეტარების ტახტია.
დავითი იყო მხედართმთავარი და გმირი, სიყმაწვილიდან სიბერემდე იგი უცხოელებს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით ებრძოდა. რამდენი ბრძოლაც გამართა, იმდენი გამარჯვება მოიპოვა. იორდანეს ნაპირებიდან ევფრატის ნაპირებზე გადასწია თავისი სამეფოს საზღვრები და არ თქვა, რომ გამარჯვებულისა და დამპყრობლის დიდებაშია ადამიანის ნეტარება. დავითმა ურიცხვი სიმდიდრე შეკრიბა, შეკრიბა იგი თავისი ხმლით. მის საცავებში ოქრო ელაგა, როგორც სპილენძი, ხოლო ვერცხლი ეყარა, როგორც თუჯი. მაგრამ დავითს არ უთქვამს, რომ სიმდიდრეშია ადამიანის ნეტარება. დავითს ყველა მიწიერი ნუგეში ჰქონდა - არცერთი მათგანი ადამიანის ნეტარებად არ უღიარებია" /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#244
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
50-ე ფსალმუნი
მუხლი 9. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა გავსპეტაკნე". უსუპი - ეს მცენარეა, რომელიც მთებში ხარობს და იერუსალიმის კედლებზეც კი გარეგნულად წვრილ ხავსს მოგვაგონებს. გემოთი მწარეა და ძველ დროში ცნობილი იყო თავისი განმწმენდი თვისებებით. ებრაელები, მოსეს კანონის თანახმად, მას პასექის კრავის სისხლის სასხურებლად, კეთროვნათა განსაწმენდად, განმწმენდი წყლის მოსამზადებლად და ამ წყლის სასხურებლად იყენებდნენ. ამრიგად, როდესაც დავითი უსუპით სხურებას ახსენებს (ასევე წყლით განწმენდას), ის გარეგან, კანონით დადგენილ განწმენდის რიტუალს გულისხმობს, როგორც ღვთაებრივი მოწყალების ნიშანს, როგორც შინაგანი, სულიერი განწმენდის სიმბოლოს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#245
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდა მამები ფსალმუნებსა და სხვა ლოცვებს იმდენად აუჩქარებლად კითხულობდნენ,რაც ყურადღებისა და გონების ლოცვის სიტყვებში მოქცევისათვის აუცილებელია, რომ მათ ამ კითხვას ფსალმუნება დაარქვეს. ფსალმუნთგალობა სულაც არ არის გალობა ხმების ანდა ნოტების მიხედვით, არამედ უკიდურესად აუჩქარებლად კითხვაა, რომელიც გაჭიანურებით გალობას მიემსგავსება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#246
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"აბბა ევაგრემ თქვა: "დიდია გაუფანტავად ილოცო; ხოლო გაუფანტავად ფსალმუნთგალობა კიდევ უფრო ძნელია"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#247
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ბატონი პანდელისი მატარებლით სალონიკში მიემგზავრებოდა და შორი გზა რომ შეემოკლებინა, ჩანთიდან ფსალმუნი ამოიღო. მაგრამ როგორც კი კითხვა დაიწყო, ვაგონში უცნაური რამ მოხდა. მისგან სამი თუ ოთხი ადგილის იქით მჯდომარე ქალიშვილმა საზარელი კივილი და უცენზურო სიტყვებით გინება დაიწყო, თან მისკენ იხედებოდა.
თავიდან ბატონ პანდელისს აზრადაც არ მოსვლია, რომ მისი უმსგავსო საქციელი რაღაცნაირად მასთან იყო დაკავშირებული. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ დაინახა, რომ მისკენ კონდუქტორი მიემართებოდა. - პატივცემულო, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ამ წიგნის კითხვა, რადგან ეს სხვებს ხელს უშლის? - მისმინეთ, მე ხომ ხმამაღლა არ ვკითხულობ, არამედ ჩემთვის. როგორ შეუშლის ეს ხელს იმ ქალიშვილის? მგზავრები მათ საუბარს ყურს უგდებდნენ. ისინი ბატონი პანდელისის მსგავსად გაკვირვებულები იყვნენ და ვერ იგებდნენ, რატომ უყვიროდა ასე გაბოროტებული ეს უცნობი გოგონა ამ ერთი შეხედვით უწყინარ მგზავრს. გოგონა თავისი ადგილიდან წამოხტა და მატარებლის ბოლოს, სხვა ვაგონში, გადაჯდა. მაშინ ბატონი პანდელისი თანამგზავრებს მოუბრუნდა და უთხრა: - ამ დღემდე არც მე და არც თქვენ არ ვიცოდით, რა დიდი ძალა აქვს წინასწარმეტყველ დავითის ფსალმუნებს. ამ შემთხვევის შემდეგ ერთი რამ გამახსენდა. ფსალმუნი "კომბალს" შეიძლება შევადაროთ, რომელიც ყოველგვარ უწმინდურებას (დემონებს) განდევნის როგროც ჩვენგან, ასევე გვერდით მყოფებისგანაც. ამას ერთი წმინდა ადამიანი ამბობდა, რომელიც ჩვენს ახლოს ცხოვრობდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#248
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღირსი მამა ზოსიმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დავითნის კითხვას. ის ყოველდღე სამ კანონს კითხულობდა. ავადმყოფობის დროს კურთხევას აძლევდა სხვებს, რათა მისთვის ხმამაღლა წაეკითხათ. ის აუცილებლად კითხულობდა სახარებას, დავითნს და გამუმდებით აღავლენდა ლოცვას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#249
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ნეტავ ვინმეს ესმოდეს, რას ნიშნავს "დავითნი", აბა, კიდევ წაიკითხე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#250
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ, სენაკში ყოფნისას, ბერმა [ზოსიმე (ზაქარია) ტროიცკო-სერგიევის ბერი] გაიხედა წმიდა კუთხისკენ, სადაც ხატები ესვენა და შეძრწუნდა. ხატების წინ ამაზრზენი ეშმაკი იდგა და წმიდა მეფე დავითის ფსალმუნებს სწრაფად ლუღლუღებდა. "ნუთუ ლოცულობ", - ჰკითხა ბერმა. "კი არ ვლოცულობ, ლოცვას ვბილწავ" - წაილუღლულა ეშმაკმა და გაქრა... ლოცვა არის წარდგომა ღვთის წინაშე, საუბარი უფალთან და არა მექანიკური ქმედება. ილოცეთ მორჩილად და ღვთის შიშით, გაფრთიხლდით, რომ ლოცვის ნაცვლად მისი წაბილწვა არ გამოგივიდეთ""
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#251
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ მითხრა [მამა გაბრიელმა, აღმასრებელმა და სალოსმა]: იცი, წინასწარმეტყველი დავითი როგორ ინანიებდა თავის ცოდვებს? გაახურებდა ორ რკინას, ერთზე დაიჩოქებდა ორივე მუხლით, მეორეს დაეყრდნობოდა ორივე ხელით". მე, რატომღაც, დამრჩა შთაბეჭდიელბა, რომ თვითონ ინანიებდა თავის უნებურ ცოდვებს ამგვარად"
/თოროზოვა ლუსია იოსების ასული, თბილისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#252
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,845 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დავითს ძლევამოსილების მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსარებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა.
ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად, არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება. დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბონდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითად გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო, მიეცა მას წინასწარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმსახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში" /კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 11:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი