სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Oct 8 2025, 01:21 PM
პოსტი
#1001
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვაი ჩვენ, სიკვდილო, შენ გამო! - უწყალო მზღველი ხარ და არავის მიუტევებ, არავის ინდობ. სასტიკი ვალი ხარ, რომლის გადახდაც შეუძლებელია; ძლიერი მტაცებელი ხარ და არ აყოვნებ; ფხიზელი მპარავი ხარ,არ გრცხვენია; ხელმწიფე ხარ მბრძანებელი და არ გეშინია; მოციქული ხარ მსწრაფლმომავალი, არავის რომ არ ადროვებ; მიუკერძოებელი მსაჯული ხარ, რომელიც ქრთამს არ იღებ; და მოსარჩლე ხარ მძლეველი, იძულებით რომ მიგყავს მხედარი საუკუნოდ დასასჯელად"
/წმ. ეფრემ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 15 2025, 02:02 PM
პოსტი
#1002
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მცირეწლოვანი ბავშვები "იძინებენ", ისინი პირდაპირ სამოთხეში მიდიან, როგორც ანგელოზისდარნი. ხოლო, როდესაც შემდეგ მათი მშობლები კვდებიან, ეს პატარა ანგელოზები მათ ანთებული კანდელებით ხვდებიან. მშობლებს მათ გამო სულიერი ჯილდო ეძლევათ, და პირიქით: როდესაც ბავშვი იზრდება ა არასწორ გზას ადგება, მაშინ მშობლებსაც ადგებათ ამით ზიანი"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 7 2025, 05:34 PM
პოსტი
#1003
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღელეზე ხიდი ქანაობს ჩელტის,
ახლოს საფლავის მიწა ითხრება, მოსვლა არავის უკითხავს ჩემთვის და წასვლას რისთვის შემეკითხება? მაგრამ მე სიკვდილს როდი განვიცდი, სხვა აუხსნელი მტანჯავს ფიქრები, ვინა ვარ, ვხვდები, მაგრამ არ ვიცი, ან ვინ ვიყავი, ან ვინ ვიქნები" /ენვერ ნიჟარაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 8 2025, 12:04 PM
პოსტი
#1004
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიკვდილის როდი მეშინია
უუსაშველოდ დიდხანს მინდა ვიყო დღეგრძელი. სიკვდილის როდი მეშინია - ყოფნით ვერ ვძღები. /ენვერ ნიჟარაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 15 2025, 12:16 PM
პოსტი
#1005
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილი არსებობს სხვადასხვანაირი: არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში - ეს არის დასასრული... მაგრამ როდესაც ვიხსენიებთ ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს თუ, ზოგადად, მიცვალებულებს და ვლოცულობთ მათთვის, ღმერთს ასე ვევედრებით: "განუსვენე მათ და დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა არა არს მწუხარება, სულთქმა" და ა.შ.
რას ნიშნავს "ადგილსა ნათლისასა"? ე. ი. იქ, სადაც არის ქრისტეს სინათლის სხივები, ქრისტეს სინათლის და დიდების სხივებში დაამკვიდრე, უფალო, მიცვალებულები!" /მეუფე შიო მუჯირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 15 2026, 06:16 PM
პოსტი
#1006
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა სიკვდილის ანგელოზი შენს საწოლთან დადგება, არ შეგეშინდეს მისი, რადგან ის შენი მეგობარია, დაემშვიდობე ამ ქვეყანას და თქვი: "ჩემს მორჩილ სულს შენს ხელს ვანდობ, უფალო!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 16 2026, 07:55 PM
პოსტი
#1007
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი გეკარგება და კუბოს უკან მიყვები, გამაგრდი და იარე, თითქოს საჩუქარს მიართმევ საუკეთესო მეგობარს და თქვი: "ამ საყვარელ სულს შენ მიგიძღვნი, უფალო!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 21 2026, 07:58 PM
პოსტი
#1008
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ილოცეთ მიცვალებულთათვის, რამეთუ "როცა თქვენ წარსდგებით ღვთის სამსჯავროზე ყველა ესენი ხელებს აღაპყრობენ თქვენს გადასარჩენად"
/წმ. ალექსი აღმსარებელი (მეჩოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 22 2026, 06:50 PM
პოსტი
#1009
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძველი ფილოსოფოსები და მათ შორის დიდი ანტიკური ფილოსოფოსი პლატონი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის მომზადება მომავალი ცხოვრებისათვის, მომზადება გარდაცვალებისათვის. რაც არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მისი გარდაცვალება მოახლოებულია, მისთვის მაინც ყოველთვის მოულოდნელია, როცა იგი იმ კარიბჭესთან დგება, რასაც გარდაცვალება ეწოდება. ყოველი ჩვენგანი ევედრება უფალს, რომ მისი გარდაცვალება იყოს მშვიდობიანი და ამქვეყნიდან მომზადებული გავიდეს. ყველაზე ძნელია, როცა ადამიანი სრულებით არ ელოდება სიკვდილს, და ამსოფლიდან მოულოდნელად და შესაბამისად - მოუმზადებელი გადის.
ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს თავის სულზე, თავის ცხოვრებაზე. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი ყოფა არის მომზადება იმ საუკუნო ცხოვრებისათვის და ამასთან ერთად, - ეს არის გამოცდა თითოეული ჩვენგანისათვის. ადამიანს მრავალი განსაცელი ხვდება ცხოვრებაში, მაგრამ თუკი მას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარდაცვალება მისთვის არ არის მძიმე ფაქტი, არამედ ეს არის ბუნებრივი გადასვლა საუკუნო ცხოვრებაში. ღმერთმა ინებოს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, გონიერება, სიბრძნე, რათა ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს ამ უკანასკნელ დღეზე, ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოემზადოს იგი ამ საოცარი და გარდაუვალი დღისათვის" /კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 1 2026, 12:10 PM
პოსტი
#1010
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,557 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილიც კი, მარადიული სიცოცხლის მსახურებაა, ადამიანიც ამ სიცოცხლის წყაროა"
/მარიამ წიკლაური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th March 2026 - 08:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი