![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#221
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სასაფლაო (საგოდებელი)"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#222
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე ქრისტეს აღდგომის ბევრი ბიზანტიური ხატი მინახავს. ქრისტეს, როგორ ძლიერ მამაკაცს, ხელჩაკიდებული გამოჰყავს ადამი და ევა ჯოჯოხეთიდან. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თუ შეგიმჩნევიათ? მას წინაპრების ხელისგულები კი არ უპყრია, არამედ მაჯები. რატომ იქცევა ასე? რათა გვიჩვენოს, რომ ადამი და ევა მკვდრები არიან, თავის გადასარჩენად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.
როცა ადამიანი ხელს გიწვდის, შენც უწვდი და ის ხელს მტევანზე ჩაგკიდებს ხელს. მაგრამ მიცვალებულს მაჯაზე ჩაჰკიდებ ხელს, რადგან ის ვერ გამოგიწვდის ხელისგულს და შენ ძალით ასწევ მას. ასე სურს ღმერთს დაგვანახოს, რომ მას იმ ადამიანის აღდგინებაც კი შეუძლია, ვინც თავისი ცოდვის გამოა მკვდარი; წინ ვერაფერი დაუდგება ქრისტეს სიყვარულს". /მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#223
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია კრემაციასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია - ეკლესია წინააღმდეგია სხეულის დაწვისა.
ადამიანის მიწისთვის მიბარება ოდითგანვე არის ბუნებითი წესი და ასეც უნდა შენარჩუნდეს, რადგან ამის საფუძველს და მაგალითს არ გვაძლევს წმინდა წერილი, სახარება; ის ეწინააღმდგება მართლმადიდებლურ სწავლებას, ქართულ სულისკვეთებასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას". /დეკ. ალექსი სინაურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#224
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცხოველი რწმენისა და ღვთისმოშიშების გზაზე შედგომას ნუ გადადებ, რამეთუ ვინ იცის, იქნებ დათვლილია შენი ცხოვრების დღენი და გიახლოვდება სიკვდილის ანგელოზი, რომელიც მზად არის, გაგიწყვიტოს სიცოცხლის ძაფი."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#225
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ლეონ სომეხი სწორედ იმ ადგილას გამოასალმეს სიცოცხლეს, საიდანაც მართლმადიდებელთა დევნა იწყო და მაცხოვრის ხატი იატაკს დაანარცხა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#226
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩვენი მიწიერი სიცოცხლე სიზმარივითაა. ჰკითხე ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს, რომლის წარსულიც აღსავსეა მწუხარებით და ავადმყოფობით, დაიღალა თუ არა ცხოვრებისგან, უნდა თუ არა სიკვდილი. თუ განსაცდელები უკვე უკან დარჩა, მაშინ ეს შეკითხვა გაუკვირდება კიდეც. "როგორ შეიძლება ცხოვრებისგან დაიღალო? სიცოცხლე ხომ ასე კარგია! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ შემოქმედსა და მის ქმნილებას, გრძნობ, რომ ის შენშია - ეს კი რამხელა ბედნიერებაა!"
- ნუთუ დაგავიწყდა, რამდენი მწუხარება შეგხვედრია ცხოვრებაში? - ეჰ, ჩემო შვილო! ყველაფერმა სიზმარივით ჩაიარა. ბევრი რამ დამავიწყდა, რაც მახსოვს, თითქოს ეს განვლილი სიცოცხლე კი არა, წაკითხული წიგნია..." /სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#227
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მართალთა სულები, მიწიერი სხეულის ნაცვლად, მეორე ადამის - ქრისტეს უხრწნელი სხეულით შეიმოსებიან (ისეთით, როგორიც მაცხოვრის სხეული გახდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#228
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ზოგჯერ სხეულიდან ამოსულ სულებს სანუგეშოდ ეცხადება თვით მიზეზი და მიმცემელი მათი ცხოვრებისა.
გიამბობთ დეიდაჩემის, ტარსილას ამბავს. ის და მისი ორი და გამოირჩეოდნენ განუწყვეტელი ლოცვით, განკრძალული ცხოვრებით, უჩვეულო თავშეკავებით. ამ სათნოებებით ტარსილამ სიწმინდის სიმაღლეს მიაღწია. მას ხილვით გამოეცხადა ჩემი დიდი პაპა, თავი რომის ეკლესიისა, ფელიქსი და უჩვენა საუკუნო ნათლისგან შექმნილი თავისი სამკვიდრებელი. უთხრა: "წადი და დაემკვიდრე ნათლის საცხოვრებელში". იმავე წამს ტარსილა ციებ-ცხელებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. მის სანუგეშოდ მრავალი ნათესავი შეიკრიბა. უეცრად ავადმყოფმა ზევით აიხედა, მისკენ მომავალი იესო დაინახა და გარშემომყოფთ დაუყვირა: - გაიწიეთ, გაიწიეთ! იესო მოდისო და მიაცქერდა გამოცხადებულ უფალს. მისი წმინდა სული სხეულიდან გამოვიდა. გარშემო საკვირველი კეთილსურნელება გავრცელდა, რომელმაც დაარწმუნა ყველა, რომ აქ მართლაც მობრძანდა მიზეზი ამ სიტკბოებისა. როცა მიცვალებულის სხეული განსაბანად განაშიშვლეს, იდაყვებსა და მუხლებზე აქლემის ტყავის მსგავსი კორძები უნახეს, რომლებიც ლოცვისას განუწყვეტელი მუხლთადრეკით გაუჩნდა. მკვდარმა სხეულმა დაამოწმა, რასაც მისი სული ყოველთვის მოიმოქმედებდა სიცოცხლის ჟამს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#229
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
1993 წელს, აღდგომა ღამეს, ოპტის მონასტერში სატანისტმა სამი ბერი მოკლა, მათ შორის მამა ტროფიმე. მისი სიკვდილი დიდად განიცადა ღვიძლმა დამ, ელენემ. მამა ტროფიმე ერთხელ გამოეცხადა და თავისი მანტია მოახურა დას, ამან ის დაამშვიდა, მაგრამ ელენე უფრო ხშირად ძმას გაბრაზებულს ხედავდა. ერთხელ ტროფიმე მწუხარებით გატანჯული იხილა: "დავიღალე თქვენზე ლოცვით, თქვენ გამო მთელი შინაგანი დავიგლიჯე, თქვენ კი მაინც არ მიდიხართო". ამ საყვედურის მერე ელენემაც ირწმუნა ღმერთი, წავიდა ტაძარში, ეკლესიური გახდა, მას კი მთელი ნათესაობა მიჰყვა.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#230
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სიკვდილი საშიშია ცოდვილისთვის, მართალთათვის კი - შრომათაგან განსვენებაა და დასაწყისია სიხარულისა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#231
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სიკვდილსაც აქვს თავისი განსაკუთრებული სიმაღლე, რომელსაც თავად უკვდავება ეწოდება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#232
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე გარს მახვევია ხალხი, რომელთაც უკეთესად მივაჩნივარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ისინი კეთილგანწყობილნი არიან ჩემდამი და მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ ცოცხლებზე მეტად გარდაცვლილებთან მსურს საუბარი, მათთან, ვინც დამასწრო და ამ წარმავალი სოფლიდან მარადისობაში გაემგზავრა..."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#233
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"- მიუხედავად ეკლესიურობისა, სიკვდილის პანიკური შიში მაქვს. როგორ დავძლიო?
- ეკლესიურობა ნიშნავს - მოკვდე ამ სოფლისთვის და იცხოვრო ქრისტესთვის. სიკვდილი არის შესაძლებლობა, მივიდეთ ღმერთთან. სიკვდილის ყველას ეშინია, მაგრამ ეს შიში ზღვარს არ უნდა გადავიდეს. ყოველ დილას მუხლებზე დადექი და თქვი: დიდება და მადლობა, ღმერთო, დღევანდელი დღის გათენებისთვის! და კიდევ: დღეს ჩემთვის ბოლო დღეა, უფალო, შენთან შეხვედრის დღეა, და შენი ერთგულებით მაცხოვრე!.. როცა სიკვდილი მოვა, უკვე მკვდარი უნდა დახვდეთ. სიკვდილი იცით რით გაშინებთ? მოვედი და ყველაფერი, რაც აქ გაქვს, წაგართმევო. გაიხსენეთ წმინდა ბასილი დიდი. მასთან იმპერატორის წარგზავნილი მივიდა და ემუქრებოდა. ის კი პასუხობდა: "რით მაშინებ? გადამასახლებ? კეთილი, მაგრამ უფალი ყველგანაა. წამართმევ რამეს? მე არაფერი მაბადია. მაწამებ? ისეთი სუსტი ჯანმრთელობა მაქვს, მხოლოდ პირველ დარტყმას გავიგებ, მერე კი გონებას დავკარგავ. მომკლავ? ამით იმასთან გამიშვებ, ვისაც მთელი არსებით ვესწრაფვი..." შენი მიზანი ღმერთი უნდა გახდეს და ნელ-ნელა სიკვდილის შიშსაც დაკარგავ." /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#234
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთი დედაკაცი, ერთურთის მიყოლებით ორი შვილი რომ დაკარგა, ღმერთს განუდგა, ნეტარმა [ღირსი პანაგი ხუცესი] მისი შინაგანი განჭვრიტა და შინ მიადგა, მაგრამ ქალმა კარი არ გაუღო, თან სიტყვიერად შეურაცხყოფდა.
მაშინ წმინდა მამამ კარს ჯვარი გარდასახა და თავად გააღო, იმ ოთახში შევიდა, სადაც გარდაცვლილ ბავშვთა პორტრეტები ეკიდა. უეცრად მათი გამოსახულებანი გაცოცხლდნენ, ერთურთს იარაღი დაუმიზნეს და მოაკვდინეს... ასე გაუმხილა ღირსმა მამამ მგლოვიარე დედას, რომ მის გარდაცვლილ ვაჟებს ერთი ქალი უყვარდათ და რომ არა სიკვდილი, ერთურთს უეჭველად დახოცავდნენ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#235
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ადამიანი თავისი დაბადების დღესაც კი სიკვდილზე უნდა ფიქრობდეს დ ამ დიდი მოგზაურობისთვის ემზადებოდეს".
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#236
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არაფერია ისე ნამდვილი, როგორც სიკვიდილი, მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული კაცთათვის, როგორც მისი მოსვლის დრო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#237
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ცოდვილის სიკვდილი იმით არის საშინელი, რომ მასში სრული სიცარიელეა, გადასარჩენი აღარაფერია. მაგრამ სიკეთესთან ნაზიარები ადამიანი სიკვდილის შემდეგაც არ ქრება, არამედ მთელ კაცობრიობას მიემადლება, სივრცის, დროის და სულ სხვა განზომილებათა მეშვეობით განხორციელდება კაცობრიობაში. ათას ხუთასი წლის წინ მიიცვალა ადამიანი, ჩვენ კი დღესაც ვამბობთ: "წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, შეგვეწიე".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#238
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც ადამიანს მუდამ ახსოვს სიკვდილი, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. თუ ეს დღე შენთვის უკანასკნელია, მაშინ, რა თქმა უნდა, სისულელე იქნება შესცოდო, სისულელე იქნება დროის ფუჭად გატარება: კროსვორდების ამოხსნა, დეტექტივების წაკითხვა, არ ღირს ჩხუბი, კამათი, არ ღირს სხვა ადამიანებზე განაწყენება. რა აზრი აქვს გაბუტვას, თუ ეს დღე შენთვის უკანასკნელია - უმჯობესია შეუნდო და ეს დრო სიკეთითა და სიყვარულით აავსო.
კაცმა კიდევაც რომ შესცოდოს, არ დააყოვნებს, მაშინვე შეინანებს და პატიებას ითხოვს. და აი, ასეთი უნდა იყოს მისი ყოველი დღე მთელი ცხოვრების მანძილზე, სანამ არ მოკვდება. თუ კაცი თავის თავში ასეთი ცხოვრების ძალას იპოვის, მისი ცხოვრება ძალიან აზრიანი, ძალიან ბედნიერი და სავსე ხდება. მისთვის ყოველი წუთი ძვირფასია: ლოცულობს თუ სხვა ადამიანებს ესაუბრება, ლექსებს წერს თუ ხატავს, გამომგონებელია თუ მშენებელი, ესმის, რომ შეიძლება სიცოცხლეში უკანასკნელად ეძლეოდეს საშუალება, რომ რაიმე სასარგებლო გააკეთოს, მოყვასისთვის გაისარჯოს. ასე და ამგვარად, ადამიანისთვის ყველაფერი ახალ აზრს იძენს. აი, რას ნიშნავს სიკვდილის ხსოვნა". /დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#239
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რომელ ადამიანშიც ღმერთია დამკვიდრებული, იმას სიკვდილისა არ ეშინია"
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#240
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,838 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იცხოვრე ისე, რომ მუდამ გახსოვდეს სიკვდილი, საშინელებაა, რადგან მაშინ ყველაფერი უნდა შეიცვალოს: ყოველი წუთის ფასი უნდა იცოდე, ყოველი საათი შემოქმედებითად უნდა გაატარო, რათა ღრმა შინაარსით აავსო იგი. როცა დედის გარდაცვალებას იხსენებდა, მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი ამბობდა, რომ მისი გარდაცვალების წელი მათ ურთიერთობაში ყველაზე ბედნიერი იყო. არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა მისი მძიმე სნეულება, ყოველ დღეს, როგორც უკანასკნელს, ისე ხვდებოდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის რაც შეიძლება მეტი სიყვარული მიეცათ, რადგან იცოდნენ, რომ ხვალინდელ დღეს ამის საშუალება შეიძლება აღარც ჰქონოდათ".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი