აპოკატასტასისი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკატასტასისი |
lasha_k |
Jun 14 2016, 06:38 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 17-August 10 წევრი № 9,301 |
ამასწინათ სხვა ფორუმში მქონდა დიდი დისკუსია ამ მოძღვრებაზე და მის სწავლებაზე..... ხოდა მომიყვანეს წმინდანების ციტატები
"რადგანაც ნაკლოვანება არ არის თვითმყოფადი, როდესაც ყოველივე არსებული ღმერთში იქნება, მაშინ ნაკლოვანება სრულიად განადგურდება, იმიტომ რომ არ ექნება მას შესაბამისი ჭურჭელი. ვინც არის ყველაფერი, ის იქნება ყველაშიც. ამით წმინდა წერილი გვასწავლის ნაკლოვანების სრულ განადგურებას, ვინაიდან თუ ყველა არსებაში იქნება ღმერთი, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ამ არსებებში არ იქნება ნაკლოვანება." (წმინდა მაკრინე) " სამეფო და გეენა წარმოადგენენ წყალობის შედეგს, რომელიც არსობრივად ღმერთის ყოვლდასახიერებით არის ჩაფიქრებული, და არა საზღაურის შედეგს... ტანჯვის და წამების ყველა სახეობა და ფორმა, რომლებიც მისგანაა, იგი უშვებს არა იმისთვის, რომ ჩვენ წარსულის საქმეებისთვის მივიღოთ საზღაური, არამედ იყენებს მათ ჩვენი <შემდგომი> სარგებლისთვის, რომელიც მათგან გამომდინარეობს." (წმინდა ისააკ ასური) "ვისაც მკურნალობისას ან გაჰკვეთენ, ან მოუწვავენ მტკივან ადგილებს, ტკივილის სიმძიმის გამო იქნებ შემოსწყრნენ ექიმს, მაგრამ თუ ამ მტკივნეული მკურნალობის შედეგად ისინი განიკურნებიან, და იარების მოწვისას მიყენებული ტკივილი გადაივლის, მადლობას მიუძღვნიან ექიმს განკურნებისათვის. სწორედ ასევე, როცა ძნელი მკურნალობით ბუნებისაგან გამოშორებულ იქნება მასში ჩაჭედილი ბოროტება, რადგანაც ამით აღდგება აწ ცოდვაში მყოფთა პირველყოფილი უბიწო მდგომარეობა, ერთხმად შესწირავს ღმერთს მადლობას ყველა ქმნილება" (წმინდა გრიგოლ ნოსელი) "ამრიგად, თუ სურთ, იარონ ჩვენი გზით, რომელიც ქრისტესია; ხოლო თუ არ სურთ, მაშინ საკუთარით იარონ. იქნება და ცეცხლით მოინათლონ, ამ უკანასკნელი ნათლობით, რომელიც ყველაზე მტკივნეული და ხანგრძლივია, და რომელიც შთანთქავს ნივთიერებას როგორც თივას, მოიხმარს რა ყოველგვარი ბოროტების ნარჩენს. "(წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი) როგორ შეიძლება ეწოდოს მხსნელი იმას, ვინც არ არის მხსნელი ყველასათვის, ვინც იწამა იგი[მხსნელი] და მოისურვა გნოსისის მიღწევა. მაგრამ იგი არის უფალი იმათთვისაც, ვისაც არ უწამია, რადგანაც დადგება დღე, როდესაც ისინიც იწამებენ მას, და მიიღებენ უფლის ხელიდან ყველასთვის განკუთვნილ სიკეთეებს. (წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი) მე როგორც ვიცი მე5-ე მსოფლიო კრებაზე დაგმობილია ორიგენეს ეს გაუკუღმართებული სწავლება მაგრამ გამაოცა უდიდესი ეკლესიის მამების სწავლებები რომელიც გავს აპოკატასტასისი მოძღვრებას ვინც ჩემზე უკეთ ჩახედულია ამ სფეროში შეგიძლიათ ამიხსნათ თუ რა ხდება? .. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი