![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მტერი ადამიანი კი არა მის მარცხენა მხარზე ჩამომჯდარი ეშმაკია, აი ამ მტერს ნამდვილად ვერ შევიყვარებ... თუმცა ეშმაკი რომ არ არსებობდეს ალბათ ჩემი სულიერი ზრდა გამორიცხული იქნებოდა...
მტერი ენერგიის წყაროა, მუხტის მომცემი, საკუთარი წარმატების შეფასების სტანდარტი და მოშურნეობის საფუძველი... -------------------- www.cordesign.ge
|
ნიკოლოზ_V |
![]()
პოსტი
#62
|
![]() მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 ![]() |
"შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს?
-------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
ნათია |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მაცხოვარი ამბობს სახარებაში: "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით, რათა იყვნეთ თქვენ ზეციური მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წყალობას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ვინაიდან თუ თქვენ მოყვარენი გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური, განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?! მაშ იყავით სრულყოფილნი ისე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი." (მათ. 5,4.3)... ეს, რა თქმა უნდა, ადვილი შესასრულებელი არ არის. როცა კითხულობ დიდ ქრისტიან მამათა ცხორებას, ხედავ, რომ მათ მიაღწიეს სულიერების ამ დონეს.
წმინდა მამები ადამიანებს ყოფენ არა მტრებად და მეგობრებად, არამედ ღმერთის შემცნობლებად და ვერშემცნობლებად. ყველა ადამიანის, როგორც კეთილისმოქმედთა, ასევე ბოროტისმოქმედთა მიმართ სიყვარულში ისინი გულისხმობდნენ მიმსგავსებას ქრისტესთან, რომელმაც "ხელები განირთხა ჯვარზე", რათა ყველა შეეკრიბა. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: "ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული, რომელიც ყველა ქმნილებას მოიცავს. სულიწმინდა ადამიანს მისი დატევნის შესაბამისად აძლევს ამ სიყვარულის შემეცნებას და უხსნის გზას სისრულისაკენ. იქ, სადაც არის "მტერი", არის დაგმობაც, განდევნაც, ხოლო თუ ადამიანს დავგმობთ, განვდევნით, ეს ნიშნავს, რომ ღვთიური სისრულიდან ამოვვარდებით. ქრისტეს ორი მცნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ, შეადგენს მთლიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო თავისი ძმა არ უყვარს, შემცდარია." ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს შესაძლებლობას, შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჭეშმარიტ ღმერთში. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#64
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
"შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს? საკუთარი თავის გადაყვარება ნიშნავს готовность бескорыстно действовать на пользу другим, не считаясь со своими интересами.... და თავისთავად მოყვასი ამ დროს არა თუ როგორც თავი, არამედ შენს თავზე უფრო გიყვარს..... (მაპატიეთ რომ რუსულად დავწერე ქართულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი ჩემდა სამარცხვინოდ ![]() -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
jariskaci |
![]()
პოსტი
#65
|
![]() jariskaci ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 ![]() |
ერთელ აღდგომის რამის თევის შემდეგ ტრაპეზზე დავრჩი და ჩემმა მოძღვარმა დალია მტრების სადღეგრძელო,ძალიან გამიკვირდა მაგრამ რომ ახსნა რატომ დალია ხმა ვეღარ ამოვიღე.
ეს ჩვენი ვალია რომ ყველა უნდა გვიყვარდეს.მტერია თუ მოყვარე -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
neo |
![]()
პოსტი
#66
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი რომ გადაგვიყვადეს? მაგ ჯერ ლუციფერმაც ვერ შეძლო, ამიტომ ბევრი ფიქრი არ ღირს ![]() -------------------- www.cordesign.ge
|
islam |
![]()
პოსტი
#67
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 7-August 07 წევრი № 2,582 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მოგილოცავთ ახალ წელს. და ყველა იმ წმინდა დგესასწაულს რომელიც აქვთ ამ დგეებში ქრისტიანებს. მე ქართველი მუსლიმი ვარ, მაქვს უამრავი კითხვები. ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით. იმედია მიმიღებთ ფორუმში და არ ჩამთვლით პროვოკატორად. იმედია თვენს რისხვას არ დავიმსახურებ. თუ იქნებით მეგობრულები მსურს შევისწავლო ქრისტიანობა. ალბათ გიკვირთ კიდეც ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა. მიზეზებს თუ დაგაინტერესებთ შემდეგ მოგახსენებთ.
|
jariskaci |
![]()
პოსტი
#68
|
![]() jariskaci ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,034 რეგისტრ.: 2-October 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,878 ![]() |
ციტატა მოგესალმებით ფორუმელებო. მოგილოცავთ ახალ წელს. და ყველა იმ წმინდა დგესასწაულს რომელიც აქვთ ამ დგეებში ქრისტიანებს. მე ქართველი მუსლიმი ვარ, მაქვს უამრავი კითხვები. ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით. იმედია მიმიღებთ ფორუმში და არ ჩამთვლით პროვოკატორად. იმედია თვენს რისხვას არ დავიმსახურებ. თუ იქნებით მეგობრულები მსურს შევისწავლო ქრისტიანობა. ალბათ გიკვირთ კიდეც ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა. მიზეზებს თუ დაგაინტერესებთ შემდეგ მოგახსენებთ. საინტერესოააააააააააა.... ჯარში ერთი მუსლიმანი გვყავდა და იმდენს ველაპარაკებოდით ქრისტიანობაზე რომ ცოტა ხანში მოვნათლეთ კიდეც. შენ რა მიზეზი გაქვს?გინდა გაქრისტიანდე? მიუხედავად შენი სურვილებისა პირადად მე ვეცდები გვერდში დაგიდგე.ბევრი მეგობარი მყავს მუსლიმანი -------------------- ჩვენ დაბრუნებას გაუმარჯოს :-)
|
tako@tako |
![]()
პოსტი
#69
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 4-June 07 წევრი № 2,096 ![]() |
ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ... მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე, თქვენ გიყვართ თქვენი მტრები? ცდილობთ მათ შეყვარებას? რამდენად გამოგდით ეს... ოოო ეგ კითხვა მე და ჩემ ოჯახს ეხება. მაქვს მიზეზი არ მიყვარდეს ან მეზიზგებოდეს 'სვანები' მაგრამ მზგავსი გზნობა არ მეუფლება ,უბრალოდ ვატარებ ხოლმე მათ.ლოცვით ვერ ვილოცებ მათვის, ჯერ ჩემი სულიერი მდგომარეობა არაა მტკიცე საკმარისად. იცით კიდე? ერთხელ იგივე გვარის ადამიანს შევხდი შემთხვევით და უბრალოდ გაყინული თვალებით ვუყურებდი, უაზროდ და მაშინ მთელმა იმ მწარე ბავშვობამ ჩაიარა ჩვენს შორის რომელიც მათი დამსახურებით არასოდეს დაბრუნდება. კარგად გამიგეთ ყველა კუთხე საყვარელია ჩემთვის ყველა კუთხის ხალხი მიყვარს. სვანებო არ შემჩამოთ რაა/ მიყვარხართ . |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი