IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> "უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი
marine
პოსტი Dec 5 2024, 09:38 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცი, რა თქვა უფალმა იოანე ნათლისმცემელზე? "რაისა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩვილიტა სამოსლითა შემოსილისა?". მეფე ჰეროდე - სამეფო პალატებში და რბილ ტანსაცმელშია, მაგრამ ადამიანი კი არა - მელაა, პილატე სასახლეებშია, მაგრამ ადამიანი კი არა - რომაელი მგელია. ფარისეველნიც ასევე, ადამიანები კი არა - იქედნეს ნაშობნი არიან, ხოლო უსახლკარო იოანე ყველა ამათზე - პალატებში მყოფებზე მეტია, არც ერთი ქალთაგან შობილი არ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე უდიდესი"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 08:42 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს იოანე ნათლისმცემელია, ბერების მასწავლებელი და დამრიგებელი. ვისაც მასთან ერთობა სურს, ისინი მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა შეუდგნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 09:40 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე ნათლისმცემელს აქლემის ბეწვის სამოსი ჰქონდა, წელთ ტყავის ქამარი ერტყა და უდაბნოში ცხოვრობდა. ეს ხორცის ღვაწლით მოკვდინების ნიშანი და სინანულის სახეა. სინანულის ღვაწლი ადამიანს წინასწარ წმენდს და ჯვარზე ასვლის შემძლეს ხდის."

/აბბა ესაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 4 2025, 08:41 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნაზორეველობაში თავმოყრილი იყო მოსეს სჯულის მთელი სიმკაცრე და იოანეს, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიის შენობის დამამთავრებელ ქვას, თავისი ცხოვრებით სრულებით უნდა აესახა ეს სიმკაცრე და სხვებისთვის საიმედო წინამძღოლი გამხდარიყო ქრისტეს სამეფოში. ამგვარად, როგორც ჭეშმარიტი ნაზორეველი, იოანე არ დალევს ღვინოს და თაფლუჭს. ღვინოში - ყურძნის ღვინო, თაფლუჭში კი ყველა სხვა ხილის სასმელი მოიაზრება. უფლის წინამორბედმა არ უნდა სვას ღვინო და თაფლუჭი, როგორც სინანულის აღმსარებელმა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2025, 08:03 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე ნათლისმცელემა სიმართლისათვის მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო. აქედან ჩანს, ამქვეყნად არაა დრო და ადგილი სიმართლის ზეიმისა. სანამ მიწაზე ვცხოვრობთ, მზად უნდა ვიყოთ, რომ სიმართლისა და სათნოებისათვის ყოველივე დავითმინოთ. არ უნდა გაგიკვირდეს ამქვეყნად გამეფებული უსამართლობა, რადგან თავად მაცხოვარმა, სრულიად უცოდველმა ბოროტი ადამიანებისაგან უდიდესი ტანჯვა-წამება განიცადა. მაგრამ უფალი გვანუგეშებს: "ნეტარ იყვნენ დევნული სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 6 2025, 03:59 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"60. და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.

- ელისაბედის სურვილი და ანგელოზის წინასწარმეტყველება იმდენად დაემთხვა ერთმანეთს, რომ ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ზაქარია წერილობით შეატყობინებდა მეუღლეს, თუ რა უნდა დაერქმიათ ახალშობილისთვის. მაგრამ ამ არაჩვეულებრივ ამბავში უფრო მეტად სავარაუდოა, ვიფიქროთ, რომ ელისაბედს ზეციდან ჰქონდა გამოცხადება, "ელისაბედი, როგორც წინასწარმეტყველი, ამბობდა, რომ ძის სახელი იოანეა", - ამტკიცებს თეოფილაქტე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 7 2025, 06:24 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თევზი ნებადართულია იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე (24 ივნისი ძვ. სტილით) რომელ დღესაც არ უნდა დაემთხვეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2025, 11:26 AM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევედრეთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს შერიგებისთვის, თუ ვინმე გარდაცვლილთან მტრულად იყავით განწყობილი"

/უხუცესის რჩევა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2025, 08:33 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მზარეული მონაზონი ლაზარე მოგვითხრობს, რომ 1919 წლის ივნისის თვეში, მარცვლეულის მკის პერიოდში, ჩვეულებისამებრ, მომკელებს მოჰყვებოდნენ ე.წ. "ამკრეფნი", რომლებიც მკის შემდეგ დარჩენილ თავთავებს აგროვებდნენ.

აღნიშნული საქმისთვის ყოველწლიურად ჩვენს მეტოქიონში მოდიოდა ორი ქალი, რომლებიც აქვე ტრაპეზობდნენ და მზარეულსაც ეხმარებოდნენ.

იმ წელს ერთ-ერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდა იყო, დასაქორწინებელ ასაკში და, რაც ყველაზე უარესია მზარეულისთვის, მშვენიერი აღნაგობისა და ცოტა გამომწვევიც...

მზარეული ახალგაზრდა იყო და სულ სამიოდე წლის წინათ შეემოსა სამონაზვნო სამოსი. გადიოდა რა დღეები, ერთი მხრივ, გოგონას მშვენიერი აღნაგობა, გამომწვევი და ზედემეტად თავისუფალი ქცევა, მეორე მხრივ კი - უხილავი და უბოროტესი მტრის განხურვებული ისრები, ამასთან, საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლობა გოგონასთან ცომის მოსაზელად და პურის გამოსაცხობად - მზარეულს დიდ შიშსა და მწუხარებაში ამყოფებდა, ვაითუ, მოულოდნელად, ცოდვის უფსკრულში დანთქმულიყო.

ამდენად, რაკი არ იცოდა, თუ ვისთვის მიემართა კარს მომდგარი საფრთხისგან თავის დასაცავად, მუხლმოყრილი ცრემლით შეუვრდა ჩვენი მტკიცე მფარველის, პატიოსანი წინამორბედის ხატს და გაანდო ის დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა.

და, ჰოი მყისიერსა შეწევნასა შენსა, ჩვენო პატივცემულო მფარველო, პატიოსანო წინამორბედო! არ გასულა ორი დღე და, სიცოცხლით აღსავსე გოგონა უცნობი მიზეზის გამო უეცრად ისე დასნეულდა და მოუძლურდა, მისი ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მის წასაყვანად მოსულიყვნენ. მისმა ძმამ იგი სახედარზე შესვა და თავისსავე მხარეში, ქალკიდიკის არნეაში წაიყვანა.

გათავისუფლდა რა მზარეული ზემოაღნიშნული განსაცდელისაგან, გულის სიღრმიდან სამადლობელი აღუვლინა პატიოსან წინამორბედს.

ეს შემთხვევა მას არავისთვის უთქვამს, არც ის, თუ როდის და როგორ მოხდა, მაგრამ, როდესაც ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, ჯეროვნად ჩათვალა, რათა აქ აღწერილიყო პატივად და სადიდებლად პატიოსანი წინამორბედისა, ჩვენი წმინდა და მტკიცე მფარველისა"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2025, 06:12 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მენავე მონაზონ პახუმის შესახებ

„-როცა მონასტერში მოხვედი, მონაზონ პახუმის მოესწარი?

-არა, მე რომ მოვედი, უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მის შესახებ არაერთხელ მსმენია, რომ იგი სავანის ერთ-ერთი გამორჩეული მონაზონი იყო, - მივუგე მე.
-მართლაც, იგი ძალიან ღვთისმოშიში იყო. იმათგან, ვინც მასთან მორჩილება გაიარა (ბერი იაკობი, ბერი მოდესტი, ბერი აბრაამი), მის შესახებ ამბები რომ მოისმინო, აღფრთოვანდები. მე ერთ ამბავს გიამბობ, რომელიც თავად მისგან მოვისმინე.

ერთხელ იგი მცირე ზომის იალქნიანი გემით კუნძულ თასოსზე გაემგზავრა ჩვენს ორ მეტოქიონში და გემი ზეთისხილითა და ზეთით დატვირთა. უკან დაბრუნებისას შუაგულ ზღვაში ამინდი აირია: წვიმა, ღელვა, ჭექა-ქუხილი, უკუნი სიბნელე, ლამის ქვეყანა ჩამოიქცა! მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ახოვანი და მხნე იყო, აღმოჩნდა რა ასეთ სტიქიურ უბედურებაში, გადარჩენის იმედი დაკარგა და გემის საჭე აღელვებული ზღვის ანაბარა მიატოვა, მხოლოდ სკვნილი აიღო ხელში და პატიოსან წინამორბედს ევედრა, ეხსნა იგიცა და გემიც ნებისაებრ თვისისა.
მას მხურვალე რწმენა ჰქონდა პატიოსანი წინამორბედისა და განსაცდელისგან გამოსავალიც მისი რ წმენის შესაბამისი გახლდათ. აზვირთებულ ტალღებში მოყოლილი გემი, ცხადია, პატიოსანი წინამორბედის მესაჭეობით, ათონის მთის მორფონუდ წოდებულ სანაპიროს მეჩეჩზე გაირიყა ისე, რომ არც გემი დაზიანებულა და არც ტვირთი.

ასე გადაურჩა მონაზონი პახუმი პატიოსანი წინამორბედის წინამძღვრობით აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს“.

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2025, 02:48 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონმა ისააკმა (1850-1932) მიამბო შემდეგი:

"ოციოდე წლის წინათ (დაახლ. 1900 წ.) სეფისკვერის მცხობელი ვიყავი. ყოველ კვირას, ჩვეულებრივ, 40-50 წყვილ სეფისკვერს ვაცხობდით [წმინდა მთაზე ტარიგი ამოყავთ ერთი სეფიკვერიდან, ხოლო ღვთისმშობლისა და წმინდანთა დასის ნაწილები - მეორედან. შესაბამისად საღვთო ლიტურგიის აღსასრულებლად საჭიროა ორი სეფისკვერი] და მოსაგრეებს ევლოგიად ვაძლევდით. იმ წელს ხორბალი არასაკმარისი იყო. თებერვლის თვეში სავანის ეპიტროპებმა ხორბლის მარაგი აწონეს და იანგარიშეს, რომ ახალი მოსავლის აღებამდე ძლივძლივობით გვეყოფოდა. მათ წინამძღვართან დამიბარეს და სამივემ, წინამძღვარმა და ორმა ეპიტროპმა, მითხრეს:

- მამა ისააკ, ხორბალი ცოტა დარჩა, გამოზოგებითაც კი ძლივძლივობით თუ გვეყოფა. გიხმეთ, რომ გაგაფრთხილოთ: ყოველ ჯერზე მცირე რაოდენობით ცომი უნდა მოზილო, ანუ იმდენი, რამდენიც სავანეს სჭირდება. ამიერიდან მოსაგრეებს სეფისკვერს აღარ დაურიგებ.

ეს სიტყვები მძიმედ მომეჩვენა, მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს. ფქვილი ცოტაოდენი მქონდა დარჩენილი თიხის ჭურჭელში. მოზელის დღე რომ დადგა, ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. პატიოსანი წინამორბედის ევლოგია შემეწყვიტა მათთვის, სადაც ამდენი საღვთო ლიტურგია აღესრულება? ეს სრულებითაც არ მომეჩვენა მართებულად. ბოლოს გადავწყვიტე და ვთქვი:

- პატიოსანო წინამორბედო, მე შენს ევლოგიას არ შევწყვეტ. დაე, შენმა სიწმინდემ აღასრულოს სასწაული, რათა ახალი ხორბლის მოტანამდე ფქვილი არ გათავდეს.

და, ჰოი, სასწაული! ჭურჭელში ფქვილი არ გამოლეულა ტაძრის დღესასწაულის წინა დღემდე, 22 ივნისამდე, შემდეგ კი ნავმისადგომზე ხორბლით დატვირთული იალქნიანი გემი მოვიდა კალამარიიდან. განა ეს პატიოსანი წინამორბედის სასწაული არ არის?"

- ცხადზე ცხადია, რომ ფქვილი წმ. იოანე ნათლისმცემელმა აკურთხა. ეს ჰგავს სასწაულს წმ. ილია წინასწარმეტყველისას, რომელმაც ქვრივის მცირეოდენი ფქვილი აკურთხა, - მივუგე მე"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2025, 07:27 PM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პატიოსანი წინამორბედის მიერ თხის მწყემსზე მოვლენილი სასჯელი

"- მამა ბესარიონ, პატიოსან წინამორბეთან დაკავშირებით რამე სხვა შემთხვევაც ხომ არ გახსოვთ, რომ მიამბოთ?

იგი ცოტა ხნით დაფიქრდა, თხის მწყემსთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი გაიხსენა და დაიწყო თხრობა:

- ერთხელ ერთი თხის მწყემსის გამო, ეს იყო თეოდოსი ზარგანისი, პოლიგიროდან, ხათაბალაში გავეხვიე. შენ რამდენჯერმე ნაყოფი ხარ პოლიგიროში და შეიძლება იცნობდე კიდეც მას.

- არა, არ ვიცნობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, მჯერა შენი, რასაც მომითხრობ.

- ის მწყემსი საერთოდ არაფრად მაგდებდა, არც კი ადარდებდა ის, რომ მე მეტოქიონის იკონომოსი ვიყავი. მისი თხები ხშირად შემოდიოდნენ მეტოქიონის სივრცეში და ანადგურებდნენ ნათესებს, ზეთისხილის ხეებს. "ეი, თეოდოსი, გონს მოდი! დიდ ზარალში მაგდებ!" - ვეუბნებოდი მე. ის კი წამიყრუებდა, თითქოს არაფერიც არ ხდებოდა. ხან იცინოდა, ხან მემუქრებოდა. რა უნდა მეღონა? სრულიად მარტოდმარტო ვიყავი და ლამის უიმედობაში აღმოვჩნდი. ერთ დღეს ვუთხარი:

- რაკი არაფრად მაგდებ, სამაგიეროს წმინდანისგან [წმ. იოანე ნათლისმცემელისგან] მიიღებ!

არ გასულა დიდი ხანი და მის თხებს მუნი შეეყარათ. ყოველდღე ერთი ან ორი თხა უკვდებოდა. იგი ჯერ კიდევ ვერაფერს აცნობიერებდა.

ერთ სკივრში სამი ათასდრაქმიანი კუპიურა ჰქონდა. თაგვებმა სკივრი გამოღრღნეს და ფული სოროში წაიღეს. ორი კუპიურა ნაფლეთებად აქციეს და სრულიად გაანადგურეს, მესამე კი სამად ჰქონდათ დაჭრილი, როცა მწყემსმა მიუსწრო და რის ვაი-ვაგლახით შეაკოწიწა.

ერთ დღეს მწყემსი წისქვილში ფრიად დამწუხრებული და დამდაბლებული მოვიდა, ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა. როცა ასეთ შავ დღეში დავინახე (მე უკვე გაგებული მქონდა ის ზარალი, რაც თავს დაატყდა), ვკითხე:

- ეი, თეოდოსი, რა ხდება?

მაშინ იმ საბრალომ ღრმად ამოიხვნეშა და მითხრა:

- ვაიმე, მამაო, ეს რა წმინდანი გყოლია აქ?

- გახსოვს, რომ გითხარი, დიდ ზარალში მაგდებ-მეთქი, შენ კი დამცინოდი? გგონია, რომ ეს ნაკვეთი ჩემი საკუთრებაა? არა, ეს წმინდანს ეკუთვნის.

- ჩემო ძმაო, მომიტევე. ამიერიდან პირობას გაძლევ, რომ აღარ შეგაწუხებ.

- ღმერთმა მოგიტევოს. წადი ეკლესიაში, პატიოსან წინამორბედს პატიება სთხოვე და სამი მეტანია შეასრულე, შემდეგ კი მოდი, ყავით გაგიმასპინძლდები.

ასეც მოხდა. შემდეგ დავმეგობრდით, მოდიოდა წისქვილში ხორბლის დასაფქვავად მთელი თავისი სანათესაოთი. მას შემდეგ არც კი გაუბედავს ჩემი შეწუხება"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2025, 06:21 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამა ბესარიონ, თუ ჩემდამი სიყვარული გაქვს, მიამბე ამ ტაძართან დაკავშირებული სხვა სასწაულიც და ისიც, როგორ იხილე ცოცხლად პატიოსანი წინამორბედი და როგორ ისაუბრე მასთან.

მამა ბესარიონს ცოტა გაეღიმა და თავისი ჩვეული უბრალოებით დაიწყო თხრობა:

"რასაც შენ ამბობ, ზემოაღნიშნული მოვლენიდან ორი წლის შემდეგ მოხდა და, რაკი გსურს მოისმინო, მოგითხრობ.

შენ მეწისქვილედ მუშაობდი და იცი, რომ ხშირად წისქვილთან ბევრი ხალხი იყრის თავს. ერთ დღეს ორი სოფლელი მოვიდა ბაზრობაზე და ერთმა მეორისგან ფაშატი იყიდა. მყიდველი ეკლესიაში წავიდა და მოილოცა. შემდეგ ნათლისმცემლის ხატის წინ ფული დატოვა და მითხრა, სანთელი აანთეო. მე სანთელი ავანთე, დავინახე საკმაო რაოდენობის ფული, მაგრამ ხელი არ მიხლია და ხატის წინ დავტოვე. საღამოს კანდელების ასანთებად წავედი და შევნიშნე, რომ ფული აღარ იდო. ვერ წარმოიდგენ, როგორი მწუხარება დამეუფლა. ამ განსაცდელის გამო სიფიცხემ მძლია, წმინდანის ხატის წინ მივედი და ვუთხარი:

- წმინდაო ნათლისმცემელო, განა აქ არ იმყოფები? რატომ დაუშვი, რომ შენს თვალწინ ფული მოეპარათ? ახლა კანდელს აღარ აგინთებ.

ასე რომ, მამა ლაზარე, მხოლოდ ღვთისმშობლის კანდელი ავანთე და წავედი, თუმცა შინაგანად გული, ცოტა არ იყოს, მკვეთრად მიძგერდა. წავედი წისქვილში, შემდეგ სახლში ავედი, მცირედი პური ვიხმიე, მაგრამ ნერვიულობას თავი ვერ დავაღწიე. გონებიდან არ ამომდიოდა, რომ ნათლისმცემლის კანდელი ჩამქრალი იყო, მაგრამ ბოროტმა ძალზე გამაფიცხა და ჩემთვის ვამბობდი:

- აბა, ვნახოთ, რა მოხდება. ამ საღამოს კანდელს არ ავანთებ.

განერვიულებული დავწექი, მაგრამ ჩემს აზრს ჯიუტად ვიჟინებდი. ისე დაემთხვა, რომ სავსე მთვარე იყო, მზესავით ანათებდა და ჩემი სენაკის ფანჯრიდან მკვეთრი შუქი შემოდიოდა. მარტო ვიწექი, რადგან იმ პერიოდში მეტოქიონში სხვა არავინ იყო. შუაღამის ჟამს ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ხელი მკრა. გავიღვიძე და ჩემ წინ ვხედავ თმამოშვებულ გიგანტურ ადამიანს. შიშისგან ავკანკალდი და ძლივსძლივობით ამოვღერღე.

- აქ როგორ მოხვედი?

მან კი სერიოზული იერით მიპასუხა:

- იმას კი ნუ მეკითხები, როგორ მოვედი, არამედ ის მითხარი, კანდელი რატომ არ აანთე?

და მაშინვე, შიშით შეპყრობილმა, აკანკალებული ხმით ვუპასუხე:

- მოიტევე, წმინდაო, შევცდი.

ცრემლმორეულმა მის ფერხთით სამი მეტანია შევასრულე და პატიება ვთხოვე".

იმ დროს, როცა მამა ბესარიონი ამას მიყვებოდა, ლმობიერებისგან ცრემლი მოერია. როცა ლმობიერების განცდამ გაიარა, კვლავ განაგრძო:

"მაშინ, მამა ლაზარე, პატიოსანმა წინამორბედმა საამო და მშვიდი ხმით მითხრა:

- შვილო ჩემო, ბესარიონ, შენ ამბობ, აქ რატომ არ ვიმყოფები? თუ მე აქ არ ვარ, მაშ, ამდენი წლის განმავლობაში ვინ გიფარავს ავაზაკებისა და სხვა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან ამ უკაცრიელ ადგილას? (პატიოსანი წინამორბედის მიმართ კრძალულებისაგან აღელვებულ მამა ბესარიონს კვლავ ცრემლი მოერია).

- წმინდაო, გთხოვ, მომიტევო. ამას აღარ გავიმეორებ, - ვუთხარი მე.

- წადი და ჩემი ხატის წინ კანდელი აანთე, შემდეგ კი სხვებსაც უქადაგე, რომ ხატები სასწაულებს აღასრულებენ, რადგან აქ მრავალმა დაიწყო იმის თქმა, რომ ხატები აღარ სასწაულმოქმედებენ.

ეს მითხრა წმ. იოანე ნათლისმცემელმა და გაუჩინარდა. იმწამსვე ტაძარში წავედი და, ჰოი, სასწაული! ფული კვლავ იმავე ადგილას იდო წმინდანის ხატის წინ! ვინ იცის, რა შიში გადაიტანა იმ ქურდმა, რომ ფული იმავე ღამეს ხატთან დაებრუნებინა.

დასასრულ, მამა ბესარიონს ვკითხე:

- რა ემოსა პატიოსან წინამორბედს?

- აი, როგორსაც ხედავ ხატზე აქლემის ტყავით შემოსილს. მაგრამ ასეთი მაღალი ადამიანი ცხოვრებაში არავინ მინახავს. აბა, რა გითხრა! უზარმაზარი, გოლიათური აღნაგობის ადამიანი"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2025, 12:48 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოშკის საკათედრო ტაძარი წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th September 2025 - 02:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი