![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#81
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"...მოქუჩდა სამღვდელოება მტკვართან. პატრიარქმა ბრძანა, ჩაესხათ მღვდლებს ემბაზში მტკვრის წყალი. აასრულეს პატრიარქის ბძანება. მაშინ მამათავარმა გაბანა ჯვარი ემბაზში და განაბანი წყალი მტკვარში გადაასხა იმ ადგილას, სადაც ძველი ხიდის ბურჯია. აი, ამ ბურჯის მახლობლად, აღმოსავლეთისკენ, მოინათლა მირიანი სახლობით და დანარჩენი ქართველობა - ცოტა მოშორებით, ქვემოთკენ..."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#82
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ახალი იერუსალიმი (სვეტიცხოველი)
სულაჩუყებულს მომერია სავედრებელი, გულში ჩაკრული "უფლის კვართით" იდგა სამყაროც, ვერ გავუძელი, მადლის ტევნა ვეღარ შევძელი და "სულსასუნთქად" სარკმელები ზეცამ დააღო, ამაო ჩანდა დროის სრბოლა და სურვილები, გადმოიფრქვა აღმავსება სულად ნეტარი, სვეტიცხოველს, სიბრწყინვალე აკრთობდა ღმერთის, ღვთისმშობელს ახლდნენ: ნანა-მირიან, რაჟდენ, ევსტათი. ცრემლები წამსკდა სიმწრისა და საქართველოსი, ვგრძნობდი, სამყარო ეტეოდა "ქართლის მცხეთაში", სიცოცხლე გინდა? ეძიე და ქრისტესთვის მოკვდი! სვეტიცხოვლიდან ახლო გზაა უფალ ღმერთამდე. /მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#83
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ - დედამიწაზე - მადლის მიხედვით, იერუსალიმის შემდეგ, ყველაზე წმინდა ადგილი სვეტიცხოველია, მას შემდეგ სამთავროს მონასტერი!..."
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#84
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კვართი უკერებელი ჩვენთან მობრძანდება და ქრისტეს აღდგომით ხარობენ მცხეთას..."
/დეკ. დავით ოქრუაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#85
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ტაძრამდე რაღაც მანძილის გავლა ფეხით მომიწია, ესეც ძალზედ აუცილებელი იყო დიდთან და სანატრელთან შესახვედრად ჩემთვის. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ეკლესიას, მით უფრო უცნაურმა მღელვარებამ მოიცვა ჩემი გული: შიში, მოკრძალება და სიხარული ერთად ჩამდგარიყო ჩემში და ცალ-ცალკე და ერთად მაგრძნობინებდა თავს თითოეული. მეშინოდა ტაძართან მიახლოებისა, რადგან ვგრძნობდი, რომ მასში მკვიდრობდა ყოვლად საშინელი და ძლიერი ღმერთი; მერიდებოდა მასთან მიახლება, რადგან არ ვიცოდი, ყოვლად დიდებული და წმიდა, მე უღირსსა და მდაბალს, მიმიღებდა კი? მიხაროდა იმიტომ, რომ ვგრძნობდი ის იყო ჩემი სულის სიხარული, ის იყო ის ვისაც დაეძებდა ჩემი არსება და ვისაც აუცილებლად უნდა შევხევდროდი.
ვინ იცის, იქნებ ამისთვისაც ვიყავი ქვეყნად გაჩენილი, რომ ოდესმე მასთან მივსულიყავი, რათა მისი ძლიერი კალთის ქვეშ შემეფარებინა თავი და სანატრელი სიმშვიდე და სიმყუდროვე, სულს რომ ასე აკლდა, მეპოვა მის წიაღში? ადამიანებს რომ გაჩენის დღიდან, სულ ეს სიმშვიდე და სიტკბოება ენატრებათ და მოუკლებლად დაეძებენ მას, აქეთ და იქით. რაღაც დიდსა და ძვირფასს აქამდე ჩემი სული მართლა დაეძებდა, მაგრამ ვერსად ვპოვე იგი, ეხლა კი როცა მივუახლოვდი სვეტიცხოვლის ტაძარს, მთელმა ჩემმა არსებამ მაგრძნობინა, რომ ის იყო ის, ვისაც ვნატრობდი, ის იყო, ვისთვისაც უნდა გადამეშალა გული; ხილულად პირველად უნდა შევხვედროდი მას, სინამდვილეში კი დიდი ხნით ადრე უკვე ვიცნობდი. ის არ იყო უცხო ჩემთვის, მე მას ვხვდებოდი როგორც ჩემიანს, ჩემს დაკარგულ ნახევარს, რომელსაც არ ვიცი როდის დავშორდი, ეხლა კი ღმერთმა ისე ინება ჩემი მასთან შეყრა, მშობლიურ სახლში დაბრუნება, თუმცა მე იგი აქამდე არა მყავდა ნახული. არ ვიცი შევძელი კი იმის გადმოცემა, რაც მაშინ ხდებოდა ჩემს სულში. ძვირფასთან და სანატრელთან შეხვედრას ჩემსას ახლდა უდიდესი მღელვარება და შიში. შემდგომშიც ასე იყო მუდამ, როცა კი მე დიდსა და მაღალს ვეზიარებოდი. მაგრამ როგორც კი ტაძარში შევდგი ფეხი და სანთლისა და საკმევლის სუნი მეცა და იქ დავანებულმა დიდმა მადლმა მაგრძნობინა თავი, შიში და მღელვარება, აქამდე რომ მამძიმებდა, მადლმა შთანთქა მთლიანად და სანატრელმა სიმშვიდემა და სიხარულმა მოიცვა ჩემი სული. ისეთი განცდა მქონდა, რომ ტაძარმა ხემი გამოიწოდა და თავის წიაღში ჩამიკრა და განმაცდევინა თავისი დაფარული სიწმიდე და მადლი. შიში და მღელვარება უწინდელი გამქრალიყო სადღაც და სული ჩემი სანატრელ შვებასა და ნეტარებაში იყო გახვეული. მაშინ მე მთელი არსებით შევიგრძენი ის დიდი სასიცოცხლო ძალა, საიდანაც მოედინებოდა თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე და სიხარული. მაშინ მე ნამდვილად შევხვდი თვით უფალს, ჩვენს გამჩენსა და მამას. ეს ნამდვილად იყო სანატრელი დღე ჩემთვის, იგი მე არასოდეს დამავიწყდება ცხორებაში". /მთავარეპისკოპოსი ზოსიმე, "მოგონებები"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#86
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სიდონია
კვართი ჩაიხუტე, სიდონია, შენი ბედისწერის ვიყო მინდა, კვართის სიწმინდით და მისი მადლით სულში მინათებდეს სულიწმიდა. ქრისტე ხომ გიყვარდა, სიდონია, ჩემი სიყვარულიც შენსას ჰგავდეს, შენი მობაძავი მინდა ვიყო, უფლის საბურველი მიფარავდეს. მისი წამება და ჯვარზე გაკვრა იყო ბოროტებით შეწამლული, კვართი ვერ წაგართვეს, მადლიანო, კვართი მოქსოვილი, მეწამული. მინდა დავიმარხო შენთან ერთად, სადაც ტაძარი და მინდორია, მეც რომ ვიხუტებდე მაცხოვრის კვართს, მეც რომ შენთან ვიყო, სიდონია. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 04:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი