IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Reply to this topicStart new topic
> სიმშვიდე... მყუდროება...
marine
პოსტი Dec 3 2024, 09:18 PM
პოსტი #221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტე - მშვიდობა შენი დაე სუფევდეს შენში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2024, 07:39 PM
პოსტი #222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხალხთა შორის მშვიდობაც მაშინ დადგება, როდესაც ისინი ურწმუნოებისა და ცოდვის ჭირისაგან განიწმინდებიან. სხვაგვარად ჩვენს მოწოდებას: "მშვიდობა! მშვიდობა!" - მშვიდობის ნაცვლად ომი გამოეხმაურება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 22 2024, 09:23 PM
პოსტი #223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს საკუთარ თავს, რათა მის გონებაში უწესრიგობა და დაუსრულებელი ქაოსი არ იყოს. მას შეუძლია, თუ ყურადღება არ მივაქციეთ, გაგვანადგურებს. ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენთვის სიმშვიდე და ნუგეში მოეტანა, და არა გაურკვევლობა და შფოთი. მან იცის, რომ რაც მეტი დრო გადის, უფრო ვიღლებით. ამიტომ გული უნდა გავუხსნათ ქრისტეს იესოს ლოცვით, აღსარებით, სიმდაბლით და რაც გვაწუხებს, ყველაფერი მივანდოთ. ასე მოვიპოვებთ სიმშვიდეს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2024, 07:32 PM
პოსტი #224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორი სიდიადეა, როდესაც ადამიანის გულში ქრისტესმიერი სიმშვიდეა. მშვიდი ადამიანი ნამდვილად ყველაზე ბედნიერია. ბედნიერია არა მდიდარი, ძლიერი, განათლებული, განდიდებული და ცნობილი, არამედ ის, ვის გულშიც ქრისტესმიერი სიმშვიდეა. რაც არ უნდა ხდებოდეს, მის ირგვლივ გონებისათვის მიუწვდომელი საღმერთო სიმშვიდე მუდამ მასთანაა. ქრისტეა ჩვენი სიმშვიდე და როდესაც ის ჩვენში შემოდის, ყველაფერი მშვიდდება. სწორედ ამიტომ ლოცულობს ასე ეკლესია: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ", "მშვიდობა ყოველთა", "მშვიდობით წარვიდეთ!" - ხშირად გვესმის ეს სიტყვები.

ამრიგად, ქრისტეა ჭეშმარიტი სიმშვიდე. როდესაც ის ადამიანის გულში შედის, მასში ჰარმონია, სისავსე და წონასწორობა ისადგურებს. ასეთ ადამიანს არ აქვს არანაირი ფობია, შფოთი, სტრესი და სიკვდილის შიში. რაღაც გვაკლია. რატომაა ჩვენში მუდმივი შფოთი და მოუსვენრობა? მიდი ქრისტესთან და შენს გულში შეუშვი, როდესაც ეს მოხდება, ყველაფერი გაფერმკრთალდება. იგრძნობ გამოუთქმელ სიმშვიდეს და სისავსეს. გაქრება შიში, პანიკა და ვეღარაფერი შეგაშინებს. როდესაც ღმერთი შენში შემოვა, ვინღა შეგაშინებს?

როდესაც ქრისტეს კარგავ, რა თქმა უნდა, იხრჩობი და გეშინია. ამ დროს სტრესულ სიტუაციაში ვარდები და გგონია, შენი ძალებით ყველაფერს დაალაგებ, მაგრამ არა. ღმერთია ის, ვინც დაალაგებს ყველაფერს. დააკავე ქრისტე შენს გულში! დააკავე სიმდაბლით, იესოს ლოცვით, სინანულით, მისი მცნებების ერთგულებით, წმინდა წერილის კითხვით და საღმრთო სიმშვიდე გამეფდება შენში. როგორც წმინდა სერაფიმე საროველი ამბობდა: "მოიხვეჭე სიმშვიდე და შენს ირგვლივ ათასობით ადამიანი მოიპოვებს მას". წმინდა ისააკ ასური კი: "მოიპოვე სიმშვიდე და შენთან ერთად დამშვიდდება ცა და მიწა", აღარავის შეგეშინდება და არაფრის. როდესაც სიმდაბლით ვატარებთ გულში ქრისტეს და მოვუხმობთ მის უწმინდეს სახელს, მაშინ მის მყოფობასაც ვგრძნობთ, სიმშვიდე გვაქვს და ჩვენი ეპოქის უდიდესი პრობლემები - სტრესი, მარტოობა, ბოროტება, მშფოთი, ძალადობა - მარცხდებიან"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2024, 07:53 PM
პოსტი #225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რას ნიშნავს სიმშვიდე? იმისათვის, რომ ადამიანმა ეს მდგომარეობა მოიპოვოს, აუცილებელია, რომ ყოველდღიურად მცირე დრო მაინც დაუთმოს ლოცვას. თუ დამღლელი დღის შემდეგ ადამიანი ქრისტესთან საუბრისთვის დროს გამონახავს, მაშინ აუცილებლად იგრძნობს სულიერ სიმშვიდეს და დასვენებას. ეს უკანასკნელი ხომ მარტო მოგზაურობებსა და სხეულის განსვენებაში არ მდგომარეობს?! რა თქმა უნდა, ფიზიკური დასვენება აუცილებელია, მაგრამ სულიერი გაცილებით მნიშვნელოვანია, რაც მხოლოდ ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობით მიიღწევა.

ნახეთ, როგორ მშვიდდება ადამიანი ღმრთისმსახურების შემდეგ. როგორ მშვენიერია ლიტურგია! როგორია ტროპარის გალობა! ეს ყველაფერი ღმერთს მოწყურებულ ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარი აზრები ქრისტესთან აღამაღლოს და სულიწმიდის მადლს ეზიაროს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 29 2024, 07:08 PM
პოსტი #226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ჭეშმარიტი განსვენება ქრისტეა, სხვა არავინ. ყველაფერი დანარჩენი ადამიანურია და მხოლოდ გარკვეულ დონეზე გვეხმარება. მაგალითად, სამოგზაუროდ წასვლა ან სადმე სოფელში, მეგობართან, რომელიღაც სასიამოვნო ადგილას, ეს ძალიან კარგია, დაგვეხმარება, დაგვამშვიდებს, დაგვასვენებს. მაგრამ არა სიღრმისეულად. მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ნამდვილად განუსვენოს ადამიანს, რადგან სწორედ ის არის ჩვენი სულის სიმშვიდე"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2025, 07:51 PM
პოსტი #227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიჩუმე კარგი და სასარგებლოა, მაგრამ სიმშვიდე იწყება ჩვენს გულში. თუ ჩვენი გული არეული და ხმაურიანია და უდაბნოში წავალთ, სიმშვიდეს ვერ ვიპოვით. თუ ჩვენი გული წყნარია და მშვიდობა აქვს და მოიხმობს ქრისტეს სახელს - რომელიც ყოვლადწმიდაა და სულიწმიდის ყველა სიკეთე მოაქვს - თუნდაც ყველაზე უარეს ომში აღმოვჩნდეთ, ეს საერთოდ არ შეგვწუხებს.

ვერაფერი შეგვაწუხებს, თუ შინაგანი სიმშვიდე გვაქვს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 04:58 PM
პოსტი #228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საღვთო მშვიდობით სავსე ადამიანი მშვიდობას ავრცელებს. თუ როგორ ხდება ეს, ახსნა რთულია, მაგრამ შესაძლებელია გამოვლინდეს ქცევით, სიტყვით ან თავად სულიწმიდის მადლმა შექმნას მის გარშემო მშვიდობიანი გარემო. მშვიდობის სულით სავსე ადამიანმა რომც არ იქადაგოს, საკუთარი ცხოვრებითა და მასში მოქმედი მადლით გაავრცელებს ირგვლივ ქრისტეს მშვიდობასა და შექმნის ღვთის ეკლესიას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2025, 03:16 PM
პოსტი #229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტეს მშვიდობა არის ვნებებისგან განთავისუფლება: მისი მიღება სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა სულიწმიდის მოქმედებით"

/ღირსი მარკოზ მოსაგრე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2025, 01:06 PM
პოსტი #230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საკუთარი თავის განკითხვას ყოველთვის გულის სიმშვიდე მოაქვს"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2025, 12:59 PM
პოსტი #231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულით გლახაკი და საკუთარ თავზე მგლოვიარე ბუნებრივად ხდება მშვიდი"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2025, 05:47 PM
პოსტი #232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მშვიდობა წარმოდგება სიტყვა შვიდიდან. მეშვიდე დღეს ღმერთმა განისვენა. ყველა ადამიანი ესწრაფის განსვენებას. ყველა ადამიანი, რომელიც მოქმედებს, მუშაობს, იღწვის, ისწრაფის იქითკენ, რომ დაცხრეს. ეს არის სამყაროს კანონი. ყველაფერი რაც აღძრულია, ისწრაფის დაცხრომა-დამშვიდებისკენ. მაცხოვარი მოდის და ჩვენ, რომელიც სამოთხის გარეთ ვართ, ანუ სიმშვიდის გარეთ ვართ გამოდევნილები და ამაოდ ვეძებთ სიმშვიდეს საგნებში, ფულში, თანამდებობაში, შვილი - მშობელში, მშობელი - შვილში, ქვეყნის სიძლიერეში, ჯარშ, მეფეში, ყველაფერს ვეპოტინებით. მაგრამ ეს მხოლოდ აჩრდილებია და მუდმივად გვიხდება ცვლა ამ მშვიდობის. სულ შფოთში ვართ. არ არის სიმშვიდე. ამაოდ ცდილობს ადამიანი სიმშვიდის მოპოვებას"

"დღესაც არის ტრადიცია: ოჯახში რომ შევდივარ, ვამბობთ: აქა მშვიდობა. ამით ჩვენში მყოფი ქრისტე ლოცვას, მე სიტყვით კი არ ვამბობ მხოლოდ და ინერციით. ეს სამწუხაროდ ხშირად ასეა და არც ვაკვირდებით. შენს სიტყვას ძალა აქვვს, თუ გულის სიმშვიდით შეხვედი იმ ოჯახში. შენი ნათქვამი სიტყვა მართლა შევა იქ. ანუ შენი საქციელით, შენი სიყვარულით იმ ოჯახის მიმართ, შენი მოპყრობით მშვიდობა შეგაქვს. ჩვენ მოწოდებულნი მშვიდობის გამრავლებისთვის"

/მამა გურამ ოთხოზორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2025, 09:08 PM
პოსტი #233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა მოწაფეებს და მთელ სამყაროს? ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის, როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილებისა და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა! ეს, რა თქმა უნდა, არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2025, 04:01 PM
პოსტი #234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,836
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მშვიდი ადამიანი ცოდვებისგან განიწმინდება, რამეთუ ასეთ ადამიანში უფალი დაიმკვიდრებს. განწმენდილი სული წმიდის სხივებით ბრწყინდება და სიყვარულს მოიხვეჭს"

/ბერი ფილოთეოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st July 2025 - 02:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი