IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> საეკლესიო თარიღები
Giorgi_
პოსტი Mar 2 2007, 02:14 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 2-March 07
წევრი № 1,229



დამლოცეთ მამაო


გვიამბეთ როდის და რანაირად დადგინდა ის მართმადიდებლური თარიღები რომლებსაც ჩვენ ვდღესასწაულობთ. მაგალითად 19 იანვარი. როდის დადგინდა ეს დღესასწაული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი May 1 2007, 02:05 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ.

პირველად მართლმადიდებლური თარიღების დადგენა დაიწყეს მოციქულებმა თავის კრებებზე, შემდგომში ეს ხდებოდა წმიდა მართლმადიდებელ მამათა მსოფლიო კრებებზე (ძირითადად საუფლო დღესასწაულები და დიდი წმინდანები) და ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების კრებებზე (ადგილობრივი წმინდანები), ბოლო საუკუნეებში წმინდანთა კანონიზაცია და მათი ხსენების დღის დადგენა ხდება, ავტოკეფალური ეკლესიების წმინდა სინოდის კრებებზე და ამის შესახებ ეცნობება სხვა ეკლესიებს.
ზოგადად, კერძო თარიღის დადგენა ხდება, ღვთის ან ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების, უმნიშვნელოვანესი მომენტის, ან წმინდანის ცხოვრების დაბადების ან სიკვდილის ან მოწამეობის თარიღებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარს) , ანუ ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს, იგი დადგენილია მოციქულთა პერიოდში, რაც დაფიქსირებულია მათ დადგენილებებში. როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი მიუთითებს, || საუკუნიდან დადგენილი იქნა ამ დღესასწაულის აღნიშვნა ღამისთევის ლოცვით.

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.


კონდაკი:

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.


ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.


გაგახაროთ უფალმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი