IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები
marine
პოსტი Nov 23 2024, 06:57 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი აგრიკი. იგი ყოველ წელს ნიკოლოზობას გადიოდა ქალაქგარეთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე. ეკლესიიდან დაბრუნებისას კი უმასპინძლდებოდა ყველა თავის ახლობელ, ღარიბ-ღატაკს ტრაპეზით.

ერთხელაც წინა დღით უთხრა თავის ვაჟს - ბასილს:

- დღეს შენ წადი წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, დაესწარი წირვა-ლოცვას, მე და დედაშენი კი ტრაპეზს გავამზადებთ ღატაკებისთვის.

ბასილიც წავიდა, მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა. ცისკრისას სარკინოზებმა ალყა შემოარტეს ტაძარს და ყველა იქ მყოფნი ტყვედ აიყვანეს. მათ შორის მოხვდა ბასილიც. წაიყვანეს ყველანი კუნძულ კრეტაზე. იქ ბასილი სარკინოზთა ამირამ თავის მერიქიფედ დაიყენა.

მშობლებმა ორი წელი გლოვაში გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში არ აღუნიშნავთ წმინდა ნიკოლოზობა. მესამე წელს კი უთხრა აგრიკამ მეუღლეს:

- აბა რა ვნახეთ ასეთ ტირილსა და წუხილში?! ხვალ წმიდა ნიკოლოზობაა, მივიტანოთ ტაძარში ზეთი, სანთელი, საკმეველი, ვილოცოთ მისი ხატის წინაშე. იქნებ შეისმინოს ჩვენი და ნუგეში გამოგვიგზავნოს. იქნებ დაგვიბრუნოს შვილი, ან ის მაინც გვაცნობოს, ცოცხალია თუ მკვდარი.

ასეც მოიქცნენ. წავიდნენ ეკლესიაში. შინ დაბრუნებულებმა კი ისევ უხმეს ნაცნობ-მეგობრებს, ღატაკებს და იწყეს მათი გამასპინძლება. უცებ ატყდა ძაღლის ყეფა. გარეთ გასულმა მსახურებმა ვერავინ ნახეს, ძაღლი კი ყეფას განაგრძობდა. მაშინ აგრიკი თვითონ გავიდა გარეთ და ხედავს სარკინოზის ტანსაცმელში დგას ვიღაც ახალგაზრდა ბოთლით ხელში უძრავად. ცოტა კი შეკრთა აგრიკა, მიუახლოვდა და რას ხედავს! მისი შვილია.

- ნუთუ ეს შენა ხარ შვილო! - შესძახა აღელვებულმა.

- მე ვარ მამა, მაგრამ აქ როგორ მოვხვდი, ვერ გამიგია?! სულ ახლახან ამ ბოთლიდან ვუსხამდი ღვინოს თავად ამირას. უცებ ვიღაც მოხუცმა ხელი ჩამკიდა და ერთ წამში აქ გავჩნდი. ახლა ვფიქრობ, ნუთუ იგი წმინდა ნიკოლოზი იყო?!

ასე დაასაჩუქრა წმინდა ნიკოლოზმა ღვთისმოშიში აგრიკას გულმოდგინება, დაუბრუნა შვილი, რომელიც უკვე გამოტირებული ჰყავდა.

შეგვეწიოს და გვწყალობდეს საკვირველთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი ჩვენ და ჩვენს სამშობლოს. ამინ!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2024, 08:49 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვევედრებით წმიდა ნიკოლოზსაც: წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! მაგრამ მასში მხსნელს კი არ ვაღიარებთ, რომელიც ქრისტეს ტოლია და იმ ჭეშმარიტებიდან კი არ განვდგებით, რომელიც ერთადერთი მხსნელის შესახებ გვასწავლის, არამედ ვევედრებით წმიდა ნიკოლოზსა და სწვა წმიდანებს, უფალს ჩვენთვის წყალობა გამოსთხოვონ და ამით გვისხსნან"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 11:02 AM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები სამ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი და მათი მფლობელია სამი ქალაქი. ბარი და ვენეცია იტალიაშია, ძველი მირონ-ლუკია კი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ანტალიაა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 11:18 AM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის საფლავში, ბარში მისი წმინდა ნაწილების უმეტესობაა დაბრძანებული და წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკის კრიპტაში (ტაძრის ქვედა სართულზე) მდებარეობს. ტაძარი ოფიციალურად კათოლიკური ეკლესიის კუთვნილებაა და იქ დომენიკელი ბერები მსახურობენ, მაგრამ კრიპტაში ღვთისმსახურების უფლება ნებადართული აქვს ყველა კონფესიის წარმომადგენელს.

საფლავზე დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის ხატი სერბეთის მეფე უროშ III-ის საჩუქარია, რომელიც მან ამ წმინდა საფლავს მისთვის თვალის ჩინის სასწაულებრივად აღდგენისთვის შესწირა 1327 წელს. გავრცელებულია აზრი, რომ ეს ხატი დაწერილია წმინდა ნიკოლოზის სიცოცხლეშივე და ძალიან ჰგავს წმინდანს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 04:54 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზის ტაძარში [ბარში] მომლოცველთა ყურადღებას იპყრობს მაცხოვრის ხატის წინ ანთებული უჩვეულო ფორმის კანდელი. მას ნავის ფორმა აქვს, რომელშიც გამოქანდაკებული წმინდა ნიკოლოზი ზის.

წმინდა ნიკოლოზის ოჯახი თევზსაჭერი ფლოტილიის მფლობელი იყო და წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე კარგი მეზღვაური ყოფილა. სწორედ ამიტომაა იგი მიჩნეული მეზღვაურთა მთავარ მფარველად".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 05:05 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე დამცველი იყო. ცნობილია, რომ მან დაამსხვრია რამდენიმე წარმართული სამსხვერპლო, მათ შორის არტემიდას ცნობილი ტაძარი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2025, 08:40 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენიმე წლის წინ ბარსა და ვენეციაში არსებულ სიწმინდეებს სამეცნიერო კვლევა ჩაუტარდა და დოკუმენტურად დასაბუთდა, რომ ორივე ქალაქში დაბრძანებული სიწმინდე ერთსა და იმავე პიროვნების ჩონჩხს ეკუთვნის.

2009 წ. მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებისა და მისი თავის ქალის მიხედვით აღადგინეს წმინდანის გარეგნობა. ამ კვლევის მონაცემების თანახმად, წმინდა ნიკოლოზი იყო დაახლოებით 1,68 სმ სიმაღლის შავგვრემანი, შავ-თვალება ჩასკვნილი მამაკაცი; მას ჰქონდა მაღალი შუბლი, გამოწეული ყვრიმალები და ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი.

წმინდა ნიკოლოზის ხსენება წელიწადში სამგზის აღინიშნება:

19 დეკემბერს - გარდაცვალების დღე;

22 მაისი - წმინდა ნაწილების ბარში გადაბრძანების დღე;

11 აგვისტო - წმინდანის შობის დღესასწაული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2025, 08:15 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე, თუ რა გვიანდერძა მან ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ვიგებთ და ვხედავთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. მის ტროპარში არის ასეთი სიტყვები: "ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე" და წმინდა ნიკოლოზი ჩვენც სიმდაბლისკენ მოგვიწოდებს, რადგან წმინდა წერილი ასე გვმოძღვრავს: "ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. აქ იგულისხმება სულიწმიდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი".

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2025, 06:00 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თურქეთის ქალაქ დემრეში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო. 2022 წელს ჰათაის მუსტაფა ქემალის სახელობის უნიერსიტეტის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მინაშენის გამოკვლევა.

მიმდინარე სეზონის მიწურულს 2,5 მეტრის სიღრმეზე მათ შთამბეჭდავ ნიშას და იქ არსებულ სამარხს მიაკვლიეს, რომელიც გაუხსნელია. დაკრძალვის ადგილის სიახლოვეს არქეოლოგებმა ცხოველთა ძვლები და თიხის ლამპები აღმოაჩინეს.

ფაქტი, რომ დასაფლავების ადგილი ახლოსაა წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის საფლავი უნდა იყოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2025, 06:35 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ - 1993 წელს რუსეთში მოხდა: მარიამ სოფლად თავისიანების მონახულება გადაწყვიტა.

სადგურზე გზა მიასწავლეს. თანაც ურჩიეს, მგლების ლუკმა რომ არ გამხდარიყო, ტყეში 10 კილომეტრის გავლა დაღამებამდე მოესწრო.

ტყეში შესულს მალევე დაუღამდა. აღარც გამვლელები ჩანდნენ და საბრალო ქალი მარტოდმარტო აღმოჩნდა.

რა უნდა ეღონა? უკან, სადგურზე, გამთენიისას თუ ჩააღწევდა; გზა აებნა და ვეღარც წინ მიიწევდა... საგონებელში ჩავარდნილს აღმოხდა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენო, - და ცრემლები წასკდა...

ირგვლივ მდუმარება გამეფებულიყო, ბნელ ცაზე კი მხოლოდ ვარსკვლავები კაიფობდნენ...

უცებ მარიას ურმის თვლების ჭრიალი შემოესმა.

- ეტყობა ვიღაც მოდის! - გაუელვა ქალს და ხმას გაჰყვა.

ხედავს, ბილიკზე ცხენშებმული ურიკა მოჭრიალებს. კოფოზე ბერიკაცი ზის. მისი სახე მარიას არ დაუნახავს, მხოლოდ ზურგი და თავი გაარჩია, რომლის გარშემოც შარავანდედი ბრწყინავდა...

- წმინდაო ნიკოლოზ, ეს ხომ შენ ხარ! - შეჰყვირა ქალმა და ურიკას თავქუდმოგლეჯილი აედევნა. ურიკა კი ტაატით შეერია ღამეულ ტყეს... მისდევდა მარია და მისძახოდა: - მოიცადე, გევედრები, მოიცადე!..

ამ სრბოლა-ძახილში ტყეც მიილია და ქალმა უეცრად აღმოაჩინა, რომ სოფელს მისდგომოდა.

განაპირა ქოხის წინ, მორებზე მოხუცები ჩამომსხდარიყვნენ...

მარიამ ჰკითხა:

- ამ წუთას აქ ბერიკაცს ცხენშებმული ურიკა ხომ არ ჩამოუტარებიაო?

მოხუცებმა გაიოცეს:

- რას ამბობ, საათზე მეტია, აქ ვსხედვართ და სულიერს არ გაჭაჭანებიაო.

გაოგნებულმა ქალმა გზა განაგრძო.

ასე მყისიერად გამოიხსნა და სამშვიდობოს გაიყვანა წმინდა ნიკოლოზმა ტყეში გზააბნეული, რომელმაც მხურვალედ შესთხოვა ხსნა ადამიანთა უდიდეს ქომაგსა და შემწეს.

მუდამ გვეწეოდეს მისი წმინდა ლოცვა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 08:47 PM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ, მის [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი] ცხოვრებაში წმ. ნიკოლოზს დიდი ადგილი ეჭირა. ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვა: "მშიერი ვიჯექი შავნაბადას მთაზე და წმ. ნიკოლოზს შევთხოვე პურის ფული გამოეჩინა ჩემთვის. ამ დროს ერთმა კაცმა ჩამიარა, პატარა მანძილი რომ გაიარა, უკან შემობრუნდა, მომიახლოვდა და 5 მანეთი ჩამიდო ხელში" (მაშინ ეს თანხა, თითქმის, მთელი თვის პურის ფული იყო). მამა გაბრიელის დახმარებით, მალე, მეც ძალიან ახლოს მივიღე ეს დიდებული წმინდანი, რომელმაც არა ერთი სასწაული მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. ყოველივესთვის დიდი მადლობელი ვარ მამა გაბრიელის"

/თოროზოვა ლუსია იოსების ასული, თბილისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 6 2025, 04:16 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს ლიტურგიის სახარების საკითხავში მოცემულია მოძღვრება ნეტარებების შესახებ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 08:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი