სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Jan 31 2026, 02:25 PM
პოსტი
#121
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,293 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმპერატორ კონსტანტინეს მოახსენეს მირონ-ლუკიის ეპისკოპოსის მოსვლის შესახებ. მან ბრძანა, შეეშვათ მასთან ქრისტეს მსახური. მეუფე შევიდა დარბაზში და დაინახა ტახტზე მჯდარი იმპერატორი. სარკმლიდან შემოსული მზის სხივები იმპერატორს სახეზე სცემდა და ჭრიდა თვალებს. ამიტომ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედმა მოიძრო მანტია და დააგდო იგი მზის სხივებზე, რითაც იმპერატორს სახეზე ჩრდილი დაადგა, ანუ მანტია ჰაერში გაჩერდა მზის სხივზე, ისე როგორც საკიდზე. იმპერატორს გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა. წმ. ნიკოლოზი იმპერატორს გაზრდილი გადასახადის შესახებ აუწყებდა და სანამ იგი საუბრობდა, მზის სხივზე ეკიდა მანტიაც.
ჩვენს დროშიც მოხდა რაღაც მსგავსი. აი, რას ყვებოდა პეტრას ბერძნული მონასტრის მღვდელ-მონაზონი: საბერძნეთში ცხოვრობს ერთი მოხუცი მღვდელი, რომელიც უფლის განსაკუთრებული ნიჭებითაა დაჯილდოვებული, მაგრამ, ამასთანავე, განსაკუთრებული უბრალოებით გამორჩეული. ვიღაცამ ადგილობრივ ეპისკოპოსთან დაასმინა ეს მღვდელი. გამოიძახეს იგი საქმის გასარკვევად. როდესაც ის მეუფის მისაღებში შევიდა, იქ სხვა მღვდლებიც ელოდნენ. მამაომ დაიწყო ძებნა, მისაღებში სად შეიძლებოდა ზედა შესამოსელის ჩამოკიდება. დაინახა მბრწყინავი "საკიდებელი" და იქ დაკიდა თავისი მოსასხამი. იქ მყოფი ყველა მღვდელი გაოგნდა: თურმე ამ მოძღვარს მოსასხამი პირდაპირ ფანჯრიდან შემოსულ მზის სხივზე დაუკიდია. ჩამოვარდნილმა მდუმარებამ დააინტერესა მეუფე და ისიც მისაღებში გამოვიდა. დაინახა რა ეს სურათი, მიტროპოლიტმა ეს მოძღვარი პატივით უკანვე გაისტუმრა, ისე, რომ საქმის გარკვევა არც უცდია" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 1 2026, 07:31 PM
პოსტი
#122
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,293 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ცაზე დავინახე სლავური ასოები, რომელთაგანაც მხოლოდ სიტყვა ღმერთი გავარჩიე. ეს რაღაც გამონათებასავით იყო. მე დავფიქრდი ყოფიერების აზრზე, იმაზე, თუ მივაღწევდი ომის ბოლომდე, და რა მელოდა საერთოდ.
დილისკენ სახლში დავბრუნდი; და აი, დავინახე მოხუცებული, თითქოს რუსული გარეგნობით, კეთილსახიერი, უბრალო ტანსაცმლით. ვკითხე მას: "შენ საიდან გაჩნდი, ბაბუა, აქ როგორ მოხვდი?" მან კი მიპასუხა: - "შენ ჩაფიქრდი ცხოვრების აზრზე და სიკვდილზე. ხვალ კი მას პირისპირ შეხვდები, მაგრამ არ მოკვდები; ამის შედეგად ჩემთან მოხვალ. ომის დამთავრებამდე არცერთი ტყვია არ მოგეკარება, ფრჩხილიც კი არ გაგეკაწრება დედაშენის ლოცვით!" შემდგომ მოხუცმა მამხილა ჩემს ცოდვებში, გამახსენა მთელი ჩემი ცხოვრება. მისაყვედურა, რომ არ შევასრულე დედასადმი დანაპირები და არ ვეზიარე, მხოლოდ აღსარება ვთქვი და ისე გავემგზავრე ფრონტზე. "ამის გამო შენ კიდევ დიდხანს ვერ ნახავს მას", - მითხრა მოხუცმა. მე ვკითხე: "რა გვქვია შენ, ბაბუა?" და დავიხარე ჩექმების ამოსაცმელად, მაგრამ თავი რომ ავწიე აღარავინ იყო. მიმოვიარე სახლში, შევიხედე კარადის თავზე, შემდეგ ვკითხე გუშაგს - ვინმე ხომ არ გასულა სახლიდან-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ არავინ დაუნახავს. მეროე დღეს, მე მართლაც შევეჯახე სიკვდილს პირისპირ. გადავაწყდი 9 ფაშისტს... უცებ გამირბინა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ; კუნთები გამიქვავდა, მეჩვენებოდა, რომ ეს წუთები არასდროს დამთავრდებოდა, სანამ მივდიოდი პისტოლეტის წინ, რომელიც ზურგში მქონდა დამიზნებული. როცა უახლოესი ბორცვი დადავიარე, დავეცი მიწაზე. მეგონა, რომ დამჭრეს, სინამდვილეში კი ნერვული დაძაბულობის ბრალი იყო. გერმანელებმა კი არცერთხელ არ გაისროლეს. მაშინ მე დავდე აღთქმა, ომის შემდეგ მეთქვა აღსარება და ვზიარებულიყავი, ასევე ცოლთან დამეწერა ჯვარიდა როგორც შევძლებდი, მემსახურა ღვთისთვის. 1947 წლის ნოემბერში ძილში ჩვენებით ვიხილე ის მოხუცი, უკვე მღვდელმთავრის სამოსით, რომელმაც მითხრა : - "შენ გინდოდა ჩემი სახელის გაგება - მე მქვია ნიკოლოზი, მოდი ჩემთან", - და მითხრა მისამართი. მე დავიმახსოვრე ეს მისამართი და როცა მოვიძიე იგი, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლენინგრადის ნიკოლოზ ბოგოიავლენსკის საკათედრო ტაძარი" /დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th February 2026 - 05:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი