IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
marine
პოსტი Jan 26 2025, 06:37 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მრევლი ჩიკაგოში არ არის მრავალრიცხოვანი, დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა იმ საღამოს [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] ხატის წინაშე სალოცავად. როგორც ყოველთვის, ხალხის დიდი შეკრების დროს, ხატს მრავლად სდიოდა მირონი. მლოცველებს შორის იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ტვინის კიბო ჰქონდა. ოპერაციას აპირებდა და მთელი თავისი იმედი და სასოება ღვთისმშობელზე დაამყარა. მხურვალედ მლოცველ ხალხთან ერთად მანაც ილოცა და ყველასთან ერთად ემთხვია წმიდა ხატს და სასწაულმოქმედი მირონი იცხო. მეორე დღეს საავადმყოფოში ის კვლავ გულდასმით გამოიკვლიეს და უთხრეს: "შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, ოპერაცია არ გჭირდებათ, არავითარი კიბო არ გაქვთ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 12:50 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი ხეჩინოვი, ნიუ-იორკის შტატი, მოწმობს (1993 წ.):

"1990 წლის აგვისტოში მამაჩემს ხერხემლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან სიმსივნე მეორე დღეს უნდა ამოეკვეთათ. ამ ამბავმა თავზარი დასცა არა მარტო მამაჩემს, არამედ მთელ ჩვენს ოჯახს. მამაჩემი არასოდეს წოლილა საავადმყოფოში, მადლობა ღმერთს! ავადმყოფობა სერიოზული იყო და ზედმეტია იმის თქმა, რამდენად აღელვებული და შეშინებული ვიყავით იმით, რაც მოგველოდა. სანამ მამაჩემი საავადმყოფოში იმყოფებოდა, [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] სასწაულთმოქმედი ხატი ეწვია მას ჯორდანვილელ დიაკონ იოანე ონოპტოკოსთან, მამა გრიგორი კოტლიაროვთან, ასევე მამა გიორგი ლარინთან ერთად, ნაიაკიდან.

ბოლოს, ოპერაციის დროც დადგა. ორი დღით ადრე მე და ჩემი ძმა ბუენოს-აირესში უნდა გავფრენილიყავით რუსი ახალგაზრდების კონფერენციაზე. მადლობა ღმერთს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აღდგენითი პროცესი დაიწყო. მე და ჩემი ძმა ოპერაციამდეც განვიხილავდით კონფერენციაზე წასვლას, მაგრამ მშობლემბა გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადრე დავბრუნებულიყავით. ოპერაციის შემდეგ მამას სურდა ექიმების მიერ რეკომენდებული ქიმიოთერაპიის კურსის თავიდან არიდება.

ბუენოს-აირესში ჩასვლისას ჩვენ გაგვიხარდა იქ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის ხილვა და მთელი გულით ვლოცულობდით ღვთისმშობლისადმი და შევთხვოვდით მას დახმარებოდა მამას ქიმიოთერაპიის თავიდან აცილებაში და თუ მაინც ეწერა ამის გავლაც, მაშინ შეძლებისდაგვარად აერიდებინა ტკივილი.

კონფერენციის მეორე დღეს, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, წავედით სადილზე სერბეთის ეკლესიაში, სადაც სახლიდან შესანიშნავი ამბით მოგვიახლოვდა დედაჩემის მეგობარი ქალბატონი (დედამ დაურეკა მას წინა ღამეს): ექიმებმა, რომლებიც შეიკრიბდნენ კონსილიუმზე პოსტოპერაციული მკურნალობის დანიშნვნის მიზნით, რენტგენოლოგიურად დაადგინეს, რომ ქიმიოთერაპიის საჭიროება აღარ არსებობდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვიტიერ ამის გაგონებაზე და როგორი მადლობელი ვიყავი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომ მან შეისმინა ლოცვები, რომ გამოეხმაურა მათ. ხალხმა შეიძლება თქვას: "ეს უბრალოდ დამთხვევაა". მაგრამ სულის სიღრმეში ვიცი: ეს არ არის დამთხვევა, არამედ ჭეშმარიტი რწმენისა და ლოცვების შედეგია!

ღმერთის წყალობით, მას შემდეგ სამი წელი გავიდა და მამაჩემს კიბოს ნიშნები არ აქვს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 01:16 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა მონრეალში ბატონ სიდოროვთან დაკავშირებით, რომელსაც ზურგის კიბო ჰქონდა და მოძრაობა არ შეეძლო. მასთან საავადმყოფოში მივედით და ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად აღვასრულეთ პარაკლისი. მან თქვა, რომ სასწაულით მეტად შეძრული იყო. მოდევნო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა საავადმყოფოდან უკვე გავიდა"

/ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 06:07 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მ.ი. სლინკო გტორონტოდან მოგვითხრობს:

"დაახლოებით 1986 წელს, ჩემი ქმარი ნ.ს. სლინკო საავადმყოფოში მცირე ოპერაციისთვის გადაიყვანეს. ზოგადი ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა აღმოაჩინა ძვლის კიბო რენტგენზე. სამების ტაძარში იმ დროს [მონრეალის მირონმდინარე] იბერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი მირონმდინარე ხატი იმყოფებოდა. საავადმყოფოდან დაბრუნების შემდეგ ავადმყოფმა ხატის მცველს, იოსებს (ხოსე) სთხოვა, რომ ხატი სახლში მიეტანა და პარაკლისი აღესრულებინა.

მოგვიანებით, ხატის მცველმა თქვა, რომ ტაძარში მანქანით დაბრუნებისას მან შენიშნა, რომ ხატმა ძლიერად დაიწყო მირონდენა და ეს მიიჩნია კეთილსასურველ მოვლენად. საავადმყოფოში მომდევნო ფიზიკური გასინჯვისას ექიმი, როცა ნახა ახალი რენტგენი, გაოგნებული დარჩა. ძვლის კიბოს კვალიც არ იყო და ექიმმა ახალ სურათს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. ჩემი ქმრის კიბო გაქრა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 08:31 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გვატყობინებს დიაკონი ანდრეი სიკოევი მიუნხენიდან, 6/2/1994:

"1992 წელს, წლის დასაწყისში, მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, ახალგაზრდა დედა მოულოდნელად ავად გახდა. სხეულის ყველა ასო მოდუნდა და საწოლიდან ადგომა ვეღარ შეძლო. როცა ამის შესახებ შევიტყვე, ვთხოვე ნაცნობ მღვდელს, მამა ალექსეის აღსარება მიეღო და ეზიარებინა ავადმყოფი.

რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა დედას საავადმყოფოში მივუტანე ცელოფანის პარკით მონრეალის ღვთისმშობლის წმინდა ხატიდან მომდინარე მირონი. მორჩილი მონაზონი ავადმყოფ ქალთან მიმყვა და მისი სხეულის ყველა მოდუნებულ ასოს მირონი სცხო.

მანამდე თავის რენტგენოგრამაზე ჩანდა თავის ტვინის დიდი სიმსივნური წარმონაქმნი, თუმცა სიწმინდესთან შეხების შემდეგ პაციენტმა გამოკეთება დაიწყო და მოძრაობა შეძლო. თავის განმეორებითი რენტგენის შემდეგ ექიმებმა, მათდა გასაკვირად, დაავადების ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს. მალე ახალგაზრდა დედა სრულიად გამოჯანმრთელდა და მეორე შვილი თავად მოიყვანა ეკლესიაში მოსანათლად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 08:48 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასწაული, რომელიც მოხდა [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] ხატის ყოფნის დროს ლესნის მონასტერში 18.12.91 - 16.06.92 წ.:

"ფრანგ ქალს ორივე მკერდზე სიმსივნე ჰქონდა. მისმა ვაჟმა, როცა ხატის შესახებ შეიტყო, დედას ურჩია, მის წინაშე ელოცა. ქალი ლესნის მონასტერში წავიდა და დედა იღუმენიას ბამბა სთხოვა, რომელმაც პოლიეთინელის პარკით საკმაოდ მშრალი ბამბა მისცა. სახლში დაბრუნებულმა ქალბატონმა ჩანთა წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო, არანაირი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ვაჟი მოდის და ეკითხება, იყო თუ არა ხატთან. დედა პასუხობს, რომ იყო და ჯიბიდან იღებს პარკს ბამბასთან ერთად. ოთახი მყისიერად ივსება მძაფრი კეთილსურნელებით და ვაჟი და დედა ამჩნევენ, რომ ბამბა მისგან გადმოდეგნილი მირონით დასველდა. დედა ამ მირონით მტკივნეულ მკერდს იზელს და ექიმთან ვიზიტის შემდეგ მალევე რწმუნდება, რომ სიმსივნეები გაქრა. ქალბატონი მივიდა მონასტერში და მადლიერებით მოყვა მომხდარის შესახებ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2025, 02:13 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უკრაინიდან ემიგრანტმა ალექსანდრე ბონდარჩუკმა მოგვწერა შემდეგი მოწმობა 1990 წელს მისი მეუღლის ოლგას განკურნების შესახებ მე-4 ხარისხის მელანომისაგან (კიბოს სწრაფად მიმდინარე ფორმა) მონრეალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იბერიის მირონმდინარე ხატის წყალობით და მათ ვაჟთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ:

"ბევრ ადამიანს არ სწამს ღმერთის, ზოგს სწამს, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, თუ რამდენად ძლიერია უფლის ძალა. ის, რაც ჩემს ოჯახს შეემთხვა, ადასტურებს, რომ ღვთის ძალა და მისი მადლი ყოვლისშემძლეა.

ათი წლის წინ ჩემი მეუღლე ოლგა მძიმედ დაავადდა. ექიმებმა დაუდგინეს მე-4 ხარისხის მელანომა (კანის კიბო), ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებით. ამ სახეობის კიბო პრაქტიკულად განუკურნებელია, ვინაიდან ლიმფური კვანძები დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევასთან და, თუკი ისინი სიმსივნემ დააზიანა, რა თქმა უნდა, ასევე ზიანდება სისხლის მიმოქცევაში ჩარეთული სხვა მრავალი ორგანოც. ექიმების თქმით, წარმატებული ოპერაციის შემთხვევაშიც კი მელანომა კვლავ ბრუნდება და პაციენტს შეუძლია მაქსიმუმ ხუთი წელი იცოცხლოს.

ჩემმა მეუღლემ ორი ოპერაცია გაიკეთა. პირველი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დარჩა მეტასტაზებით დაზიანებული ლიმფური კვანძები. მეორე ოპერაცია უფრო წარმატებული იყო. მეტასტაზებით დაზიანებული ლიმფური კვანძები ამოღებული იქნა. მიუხედავად ამისა, ექიმმა არ მოგვცა გარანტია, რომ სხვა რომელიმე ორგანო არ დაზიანებულა კიბოთი. მისი თქმით, ეს მოგვიანებით გამოჩნდებოდა.

ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ მივედი მამა ვიქტორთან სახლში, რათა მოგვეყოლა ჩვენი უბედურების შესახებ. სწორდ ამ დროს ჩვენ ტაძარში იყო კურსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ფესვვების" ხატი, რომელმაც მრავალი ადამიანი განკურნა. ხატი მოაბრძანეს მამა ვიქტორის სახლში. პარაკლისის შემდეგ ოლგა ემთხვია მას და დედა მარიამმა მას აჩუქა [მონრეალის] იბერიის ღვთისმშობლის ქაღალდის ხატი, მადლისმიერი მირონით გაჟღენთილ ბამბასთან ერთად.

ერთი თვის შემდეგ, მორიგი გამოკვლევების დროს ჩემს მეუღლეს ღვიძლზე ლაქა აღმოაჩნდა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო მეტასტაზები, რადგან მელანომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ძირითადად ღვიძლს აზიანებს. ექიმებმა ორ კვირაში ახალი კვლევები დანიშნეს. ჩემი მეუღლე ღვიძლის მიდამოს იზელდა ბამბით ხატიდან გადმოდენილი მირონით. როდესაც ბიოფსიის ტესტები გაკეთდა ორი კვირის შემდეგ, ისინი უარყოფითი იყო. რვა წლის შემდეგ ღვიძლის ლაქა მთლიანად გაქრა.

ორი თვის შემდეგ ჩემმა მეუღლემ აღმოაჩინა ზურგზე დიდი სიმსივნე, 5-6 სმ დიამეტრის. ექიმებმა ისე ჩათვალეს, რომ კიბო დაბრუნდა, რადგან ფორმისა და სიმკვრივის მიხედვით ეს სიმსივნე ძალიან ჰყგავდა კიბოს. სიმსივნეს ვუსვამდი ბამბას ხატიდან მომდინარე მირონით და ის მთლიანად გაქრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლგამ უარყო ყველა პოსტოპერაციული მკურნალობა, რომელიც მას შესთავაზეს. მას მხოლოდ ღვთის ძალის სწამდა და ღვთის ძალა დაეხმარა მას. ასევე მინდა დავძინო, რომ ჩემმა მეუღლემ მელანომის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველა რეკორდი მოხსნა. მელანომის შემდეგ დაფიქსირებული სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა ხუთი წელია. მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე უკვე ათი წელია ცოცხლობს ღვთის მადლის წყალობით, რომელმაც განკურნა იგი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2025, 09:17 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველამ წაიკითხეთ:

„2024 წლის ივნისის თვეში ჩემი შვილის კლასი იმყოფებოდა ძამას ხეობაში. მოვილოცეთ ულამაზესი ხეობა და იქ არსებული მამათა და დედათა მონასტრები. როდესაც მოვილოცეთ მზოვრეთის მამათა მონასტერი, ვერცერთი ჩვენგანი ვერ მალავდა აღფრთოვანებას, თუ რა დიდებული სილამაზე იყო შექმნილი ბერების ხელით. მზოვრეთიდან ჩამოსულებმა გადავწყვიტეთ მზოვრეთის მონასტერთან სიახლოვეს წმინდა გიორგის მამათა მონასტერი მოგველოცა.

დავინახეთ, რომ მონასტრის ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა - მშობლები და ბავშვები. ისინიც ჩვენს მსგავსად სხვდასახვა კუთხეებიდან ჩამოსულები ჩანდნენ. ჩვენ გავემართეთ მონასტრისკენ. ფეხით ავედით პატარა გორაზე და შევედით ეკლესიის ეზოში. იქ ახალგაზრდა ბერი დაგვხვდა, რომელიც სხვა მომლოცველებს თბილად ესაუბრებოდა. უეცრად მან საუბარი შეწყვიტა და ჩვენი კლასის დამრიგებელს უთხრა - ცოტა ხანი დამელოდეთ და მოგაქცევთ ყურადღებას, მანამდე ტაძარში შედითო.

ტაძარში შევედით, სანთლები ავანთეთ (მინდა აღვნიშნო, რომ ტაძარში სხვადასხვა ზომის სანთლები იყო და იქ დაგვხდა პატარა ფურცელზე წარწერა - სანთლები არ იყიდება, ეს მონასტრის შესაწირია. აიღეთ რამდენიც გინდათ და დაანთეთ, ნუ მოგერიდებათ, ღმერთმა დაგლოცოთო!)

ამ წარწერის ნახვამ სულ ყველა გაგვაოცა. ტაძრიდან გამოსვლისას ბერმა გაუშვა ჯგუფი და სიყვარულით დაემშვიდობა მათ. ახლა ჩვენს ჯგუფს მოუბრუნდა და გვკითხა: - საიდან ხართო. ჩვენ ვუთხარით, რომ სამეგრელოდან ვიყავით. კლასის დამრიგებელსა და ბერს შორის პატარა დიალოგი გაიმართა. ასევე მონასტრის ისტორია გვიამბო მოძღვარმა. მან ტაძრიდან გამოაბრძანა წმინდა გიორგის ხელის ნაწილი და ყველა ვემთხვიეთ, ასევე გვითხრა, რომ ზეთსაც გვაცხებდა.

ბერი ტაძართან ახლოს მისსავე საცხოვრებელ კელიაში შევიდა და ზეთი გამოიტანა ფუნჯთან ერთად. ჩვენ რიგში ჩავდექით, ბავშვები და მშობლები. სულ ოცდარვანი ვიყავით. მე შუაში მომიწია დადგომამ. როცა ჩემი რიგი მოვიდა და ბერმა ზეთი მაცხო, ასეთი რამ მითხრა:

-ნათია, ძვირფასო, შენთან ორიოდე წუთი გასაუბრება მინდა. ტაძარში შედი და დამელოდე.

ცოტა ჩავფიქრდი, საიდან იცოდა ჩემი სახელი. იქნებ ვინმემ მომმართა სახელით და აქედან გაიგო? მაგრამ ჩაფიქრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბერის თანდასწრებით არავის მოუმართავს ჩემთვის სახელით. დაასრულა ბერმა ზეთისცხება და ბავშვებსა და მათ მშობლებს უთხრა, ნათიაც მალე შემოგიერთდებათ, თქვენ დაბლა ავტობუსში დაელოდეთო. მან ყველა დალოცა და დაემშვიდობა.

ტაძარში შემოვიდა. მე ჯერ კიდევ გონებაში ის მიტრიალებდა, ჩემი სახელი საიდან იცოდა და რა სალაპარაკო უნდა ჰქონოდა ჩემთან.

-ჩემი სახელი საიდან იცით? - ვკითხე მოძღვარს.

ხუმრობით მიპასუხა:

-რა განერვიულებს სახელის გამო? მეტად მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრა: ნათია, ასე ახალგაზრდა რატომ დასნეულდი ვერაგი დაავადებით?

ამის გაგონებისას ცრემლები წამომივიდა თვალებიდან და ვკითხე:

-თქვენ ეგეც იცით?!

-ნათია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე რა ვიცი. მთავარია შენი ჯანმრთელობა.

-მამაო, ჩემი ჯანმრთელობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ხომ ხედავთ პატარა შვილი მყავს, - ვუპასუხე, - ვმკურნალობ, მაგრამ საშველი არაფერი, უფლის იმედიღა დამრჩენია.

ხვალ ჩემთან მოდი შენს მეუღლესთან ერთად და ყველაფერი კარგად იქნება. წადი ახლა, ნურაფერზე ინერვიულებო.

გაოგნებული ტაძრიდან გამოვედი. დარწმუნებული არ ვიყავი, მეორე დღეს მივიდოდი თუ არა იქ. მთელი გზა, სანამ სამეგრელოში ჩავიდოდი, გაოგნებული ვიყავი. როგორც ავტობუსში მყოფებმა მითხრეს, სახეზე ფერი არ მედო.

ჩავედით სენაკში, უკვე გვიანი იყო. მეორე დღისთვის არაფერი მქონდა დაგეგმილი.

მეორე დღეს, დილით 6 საათი იქნებოდა და მეუღლე მაღვიძებს:

-ნათ, ნათ, გაიღვიძე! წუხელ სიზმარში ახალგაზრდა ბერი ვნახე და მითხრა - ხვალ დილით ტაძარში მოიყვანე შენი მეუღლე და განიკურნებაო. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი?

მე მას ვუთხარი, რომ გუშინ მართლა ვნახე ახალგაზრდა ბერი ძამას ხეობაში, რომელმაც უამრავი ხალხში გამომარჩია, სახელიც გამოიცნო და ისიც მითხრა, სიმსივნე რომ მქონდა და სტადიაც კი დამისახელა. წავიდეთ ლევან?

-წავიდეთ აბა რა, ნათ, - მითხრა მეუღლემ.

თორმეტ საათზე უკვე ძამის ხეობაში ვიყავით. სულ მალე წმიდა გიორგის მამათა მონასტერიც გამოჩნდა. მანქანა დაბლა გავაჩერეთ და გორას ფეხით ავუყევით. ბერი ეზოში იჯდა, ხელში დიდი შავი წიგნი ეჭირა.

ჩემმა მეუღლემ ბერის დანახვაზე ხმამაღლა წამოიყვირა - მამაო, მამაო, წუხელ მე თქვენ სიზმარში გნახეთ. მან კი კვლავ ხუმრობით თქვა, რას ამბობ, სიზმარში რა მინდოდა, წუხელ მთელი ღამე მონასტერში ვიყავიო.

ბერმა ტაძარში შეგვიყვანა, სანთლები დაგვანთებინა და ასეთი რამ მითხრა:

-ნათია, სანერვიულო არაფერი გაქვს! ახლა მე შენ საჯანმრთელო ლოცვას წაგიკითხავ. აი, ხომ ხედავ ამ წიგნს? ეს წიგნი მე-17 საუკუნის არის. აქ შენი საშველი ლოცვა წერია, რომელიც უთუოდ განგკურნავს! დაიმახსოვრე, მე კი არ განგკურავ, არამედ შენი რწმენა და უფლის მოწყალება!

ბერმა ტაძარში დამაჩოქა, თავზე წიგნი დამადო და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა წამიკითხა. ლოცვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მუხლებზე დგომა ცოტა გამიჭირდა. ამ დროს ჩემში რწმენამ გაიღვიძა და იმედი მომეცა.

ლოცვის დასასრულს ფეხზე წამოვდექი და ასეთი რამ მოვისმინე ბერისგან:

-წადი ახლა ექიმებთან და მათგან გაიგე შენი ჯანმრთელობის ამბავი.

ის იღიმოდა. მცირე ხანს დავყავით მონასტერში და შემდეგ კვლავ სამეგრელოში გამოვემართეთ.

მეორე დღეს მე და ჩემი მეუღლე წავედით თბილისში, რათა გამოკვლევები ჩამეტარებინა. გამოკვლევების ჩატარებიდან მეორე დღეს ჩემი ექიმი მირეკავს და მეუბნება:

-ნათია! ნათია! სასწრაფოდ მოდი ჩემთან!

რამდენიმე წუთში საავადმყოფოში ვიყავი. ექიმმა მითხრა:

-რა ხდება შენს თავს, გამაგებინე სრულიად ჯანმრთელი ხარო!

ეს ახალგაზრდა ბერ-მონაზონი გახლავთ მამა ანგელოსი. სასწაული მოხდა ჩემს თავს!

დიდება უფალს!

მე მამა ანგელოსის ლოცვით სრულიად განვიკურნე მესამე სტადიის სიმსივნისაგან!“

/ნათია ბერიძე
ბერი ანგელოსის ტელეფონის ნომერი: 5 91 30 01 63

ჟურნალი "ქვაკუთხედი" N3, 2025, გვ.4-6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2025, 06:37 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ზოსიმე [(ზაქარია) ტროიცკო-სერგიევის ბერი] ლოგინად ჩავარდა, მას საშარდე ბუშტის კიბო ჰქონდა. ის სანთელივით დნებოდა, მაგრამ მშვიდი მორჩილებით იღებდა ყველაფერს, ჩართული იყო ლოცვის ექსტაზში, და მიუხედავად ყველაფრისა, მზად იყო სხვის დასახმარებლად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2025, 08:40 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შარშან, მარტში, დამისვეს დიაგნოზი - მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას. მივედი მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] საფლავზე, რათა მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ მაქონდა ასეთი ხილვა: იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა. ავივსე შინაგანი რწმენით და უარი ვთქვი ოპერაციაზე. სულ დავდიოდი საფლავზე, ვმკურნალობდი ზეთით. 2 თვის წინ გავიკეთე გამოკვლევა და ორგანიზმში სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც 2 კვირის სიცოცხლეს მაძლევდნენ ექიმები, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი"

/ლელა ცირეკიძე, თბილისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2025, 07:13 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,620
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძარში, სადაც არის მამა გაბრიელის სარტყელი] ბევრი განიკურნა კიბოსგან, სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის, ქალური დაავადებებისგან. დიდება უფალს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2025 - 08:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი