IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ
KAIROS
პოსტი May 19 2009, 04:03 AM
პოსტი #341


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩვენი ბავშვების შესახებ

სასაუბროში გახსენი , კარგი თემა იქნება smile.gif



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani-82
პოსტი May 24 2009, 02:03 PM
პოსტი #342


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



წმიდა კვირიკეს და ივლიტას ტროპარ-კონდაკი არავინ იცით? დადეთ რაა გთხოვთ... user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2009, 04:49 PM
პოსტი #343


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,651
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(qetevani-82 @ May 24 2009, 02:03 PM) *

წმიდა კვირიკეს და ივლიტას ტროპარ-კონდაკი არავინ იცით? დადეთ რაა გთხოვთ... user.gif


ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, კჳირიკე და ივლიტა ღუაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტჳირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას, განმჴნობელი, სტადიონსა შინა ჴმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 3 2009, 04:13 PM
პოსტი #344


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



აბა, ვის უყვარს ძველი ქართული წარწერების ამოკითხვა?

ამ წარწერაში სამი სიტყვა ვერ ამოვიკითხე:

IPB-ს სურათი

და რაღაც P-სავით სიმბოლო რომაა, ეგ რას ნიშნავს არ ვიცი.

დანარჩენი ესაა:

ჰოი აღდგომაო ქრისტესო თაყვანისგცემ
ვითარ პეტრე და მოწაფენი ქრისტესნი აღდგომილი
რა გიხილეს გალილეას კურთხევა მათი ეგრეთ იყავნ ჩვენ
ზედა აწ მეცა მეფე ალექსანდრე გევედრები
მეცხედრე ჩვენი დედოფალი თინათინ მცველ და
მფარველ გვექმენ ორსავე ცხოვრებასა P ჩვენ ღვთივ გვირგვინოსანმან
მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩვენმან
დედოფალმან პატრონმან თინათინ აღვაშენეთ ტაძარი ესე აღდგომისა ?
? ჩვენდა სადღეგრძელოდ და გასამარჯვებლად და მეფობისა ჩვენისა
? და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად ამინ


სურათის დიდი და ხარისხიანი ვერსია აქაა: http://bin.ge/file/44975/12.jpg.html

ვინმემ თუ რამე გაუგოთ, არ დამიმალოთ smile.gif

ჰო, პირველი და მეორე სიტყვა შეიძლება ერთი სიტყვა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ზედა სტრიქონზე არ დაეტია და ქვემოთ გააგრძელეს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 3 2009, 04:43 PM
პოსტი #345


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ეჰ ვაკვირდი ვაკვირდი მარა ვერაფრით ვერ გავშიფრე.

კიდე ჩავუჯდები მერე იქნებ გამეხსნას ერთი გონება. smile.gif

ისე ძალიან საინტერესოა მართლა რა.

მარა ის ტეხავს ზალიან რომ გინდა რომ წაიკითხო და რომ ვერ კითხულობ. biggrin.gif

რომელ ტაძარზეა?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 3 2009, 05:26 PM
პოსტი #346


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მარიამი
ბოლოში მე მგონი იკითხება წარსამართებელად


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 3 2009, 06:31 PM
პოსტი #347


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
რომელ ტაძარზეა?

კახეთშია, აღდგომის ეკლესია. სოფლის სახელი არ მახსოვს. ისე მეფე ალექსანდრე და მისი მეუღლე თინათინიც საინტერესოა რომლები არიან.

ციტატა
ბოლოში მე მგონი იკითხება წარსამართებელად

კიიიიიიი smile.gif ნამდვილად ეგაა!
მადლობა 2kiss.gif


პირველი ორი შემთხვევით თარიღები ხომ არაა? თითქოს თარიღებთანაც ვერ დავაკავშირე unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 06:56 PM
პოსტი #348


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
და რაღაც P-სავით სიმბოლო რომაა, ეგ რას ნიშნავს არ ვიცი.

მარიამ, ეგ ჩემი კერძო აზრია, შეიძლება ვცდები, მაგრამ მაგ ნიშანს ვუყურებ დილიდან საღამომდენ ეგ ხომ კონსტანტინეს "ამით სძლო" ნიშანია, ქრისტეს მონოგრამა

IPB-ს სურათი

აი შედარებისათვის, ესაა ქართული წარწერა


IPB-ს სურათი

ესა კიდე მონოგრამა მკაფიოდ

IPB-ს სურათი

მე მგონი გავს,

კაიროსი!

პ.ს.
მეორე აშკარად წარწერაა, ბოლოში სჩანს კიდეც შემოკლება, უბრალოდ ცოტა ახლოდან უფრო კადრი და შეიძლება წაკითხვა smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 07:12 PM
პოსტი #349


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
P

ანუ თავად მაქვს ნანახი უამრავი ხელნაწერი და წარწერა იწყება ქე. ანუ ქრისტე, აქ მე თუ არ ვცდები, მაშინ არაორდინალური გადაწყვეტილება მიუღიათ და ჩვეული ქე-ს მაგივრად ან დიდი ქ. რაც ძვეკ ქართულში დიდი ჯვარია + , აქ ჩასვეს მონოგრამა, ეს ვარაუდი იმითაც მმართლდება, რომ აქ მთავრდება პირველი წინადადება:
ციტატა
ჰოი აღდგომაო ქრისტესო
მოიხსენიება ალექსანდე და თინათინი და ბოლოს მთავრდება
ციტატა
მფარველ გვექმენ ორსავე ცხოვრებასა

მეორე წინადადება
XP - (ქრისტე) რაც წინადადების დაწყების ერთერთი ფორმა იყო
ციტატა
ჩვენ... აღვაშენეთ ტაძარი ესე

და აქაც თავიდან მოიხსენიება ალექსანდრე და თინათინი, საერთო წარწერა კი მთავრდება "ამინ"-ით.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 3 2009, 09:52 PM
პოსტი #350


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ოოო, ბევრი ვიწვალე მარა ის ორი სიტყვა მაინც ვერ წავიკითხე huh.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 4 2009, 03:25 AM
პოსტი #351


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისე მეფე ალექსანდრე და მისი მეუღლე თინათინიც საინტერესოა რომლები არიან.

მარიამ,
ჩვენ ორ დიდ თინათინს ვიცნობთ კახეთში, ერთი ლეონ მეფის მეუღლე და მეორე მისივე რძალი ( უცნაურია დედამთლის და რძალს ორივეს თინათინი ერქვა? ohmy.gif) და ვგონებ მეორე ალექსანდრესი და ვფიქრობ რომ ეს ის ცნობილი ალექსანდრეა, მამამთილი ქეთევან წამებულისა, რომლის ქმარზე ვკითხულობთ :

დავით I (1569-1602)

http://www.istoria.ge/personografia/D/davit%20I-kax.htm

კახეთის მეფე 1601-1602 წლებში. ძე ალექსანდრე II-ისა და თინათინ დედოფლის.


http://www.orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/13-qetevani.htm


ალექსანდრე II (დ. 1527 — გ. 1605), კახეთის მეფე 1574-1605. ლევან მეფის ძე. მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი), ალექსანდრე II რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად იარნის ვასალად აღიარებდა თავს, ხოლო 1578-იდან ოსმალეთის მოხარკე გახდა. ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა სამხალის ქვეშევრდომ მთიელებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან კავშირში ხედავდა. 1587 გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება — "წყალობის სიგელი".

რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I-ს, მაგრამ იმხანად ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟავნებდა, თუმცა ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგას ალექსანდრე II-ის კარზე. 1601 ოქტომბერში ალექსანდრე II შვილმა, დავითმა, აიძულა ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ, 1602 წლის 2 ოქტომბერს, დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II ტახტს დაუბრუნდა.

1603 ნოემბერში შაჰ-აბასი ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა და მხოლოდ 1604 აპრილში ეახლა შაჰს, შაჰმა იგი უკან 1605 დააბრუნა, შირვანზე გალაშქრება დაავალა და ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა მისი გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე-მირზა.

კახეთში ჩასულმა ალექსანდრე II-მ შეიტყო რუსეთის ჯარის შამხალზე სალაშქროდ წამოსვლა. რუსეთის ელჩები (მ. ტატიშვილი, ა. ივანოვი) ამ ლაშქრობაში კახეთის ჩაბმას მოითხოვდნენ. ამის გამო, მიუხედავად კონსტანტინე-მირზას დაჟინებული მოთხოვნისა, ალექსანდრე II შირვანზე გალაშქრებას არ ჩქარობდა. 1605 წლის 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა კონსტანტინე-მირზას ბრძანებით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისელები.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 4 2009, 09:05 AM
პოსტი #352


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
მაგ ნიშანზე მეც პირველად ეგ ვიფიქრე, ქრისტეს სიმბოლო იქნება-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. იმიტომ რომ, სხვაგან ასეთი რამე წარწერაში არ მინახავს. ალბათ მასე იქნება.

ალექსანდრე მეფის (ქეთევან წამებულის მამამთილის) მეუღლეს თინათინი ერქვა? unsure.gif არადა ახლახანს წავიკითხე "გმირთა ვარამი" და ვერაფრით დედოფლის სახელს ვერ ვიხსენებ. რა ცუდია სკლეროზი sad.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 4 2009, 11:53 AM
პოსტი #353


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
P-სავით სიმბოლო



თვითონ ეს სიმბოლო რა სიტყვას აღნიშნავს, ქრისტე გავიგეთ, მაგრამ ის ერთი სიმობოლოა X, P მისგან დამოუკიდებელი მეორე სიმბოლოა, ეგებ ესეც გავშიფროთ. თუ უკვე გაშიფრეთ და მე ვერ ვხდები ? biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 4 2009, 12:01 PM
პოსტი #354


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ახლახანს წავიკითხე "გმირთა ვარამი" და ვერაფრით დედოფლის სახელს ვერ ვიხსენებ. რა ცუდია სკლეროზი


"გმირთა ვარამში" მარიამ ერქვა.... კარგად მახსოვს, რა დამავიწყებს... smile.gif

და ისე, ჩანს ისტორიულად თინათინ რქმევია

ციტატა
დავით I

უუუუ, ავდავით biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 4 2009, 01:41 PM
პოსტი #355


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაგრამ ის ერთი სიმობოლოა X, P მისგან დამოუკიდებელი მეორე სიმბოლოა

არა, ნინო ეგაა შერწყმული XP ხრისტუს-ის პირველი ორი ასო, კონსტანტინეს ჩვენებიდან smile.gif
ციტატა
სხვაგან ასეთი რამე წარწერაში არ მინახავს. ალბათ მასე იქნება.

მარიამ, ეს თუ მასე აღმოჩნდა, მაშინ ისტორიაში შევალთ biggrin.gif მსგავსი მეც არსად მინახავს და გააშანშალე სტატია ვებზე smile.gif ჯერ კითხეთ ვინმეს მაინც, ისტორიკოსს ან არქეოლოგს, ძალიან საინტერესოა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ , რომ არ შევმცდარვარ, პირდაპირ დახატულია რა XP smile.gif
სახელთან მეც ვიჭედები, რაც დავძებნე, ეგ ვიპოვე, შეიძლება ვცდები კიდეც და ისტორია.გე-ს მონაცემებია მცდარი, გადაამოწმეთ ეგეც, არ აწყენს smile.gif
ეჭვი მაქვს, როგორ მოხდა დედამთლის (ლეონის ცოლს) და რძალს (ლეონის შვილის ალექსანდრეს ცოლს) ორივეს თინათინი ქრმეოდა? არადა სხვა ალექსანდრე მაგ დროისა არ ვიცით, არც თინათინი რომ ყოლოდა ისეთი ალექსანდრეა
აი ვნახოთ კახეთის მეფეები
გიორგი I 1466-76
(საქართველოს მეფე გიორგი VIII, 1446-66)
ალექსანდრე I 1476-1511
გიორგი II 1511-13
ლევანი 1520-74
ალექსანდრე II 1574-1605
დავით I 1601-02
კონსტანტინე I 1605
თეიმურაზ I 1606-16, 1634-48
(ქართლ-კახეთის მეფე 1625-32)
არჩილ II 1664-75
დავით II 1703-22
კონსტანტინე II 1722-33
თეიმურაზ II 1709-15
გამგებელი 1733-44
(ქართლის მეფე 1744-62)
ერეკლე II 1744-62

ალექსანდრე ორია
ალექსანდრე I (დაახლოებით 1454-1456 ― გ. 1511), კახეთის მეფე 1476-1511. მეფე გიორგი VIII-ის ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477, ქართლში უზუნ-ჰასანია შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს.
ალექსანდრე I მოკლეს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.
(საწყალი ესეც შვილმა მოკლა და მეორეც sad.gif )

ალექსანდრე II დავწერე ზემოთ.
მოკლედ მივაგენიიი biggrin.gif

ნამდვილად ალექსანდრე II ქეთევანის მამამთლი, ბერად შემდგარი და მერე დაბრუნებული, შვილის მიერ მოკლული...

Александр II
ალექსანდრე II
Царь Кахети

1574 — 1603
Предшественник: Леван
Преемник: Давид I
Царь Кахети

1602 — 1605
Предшественник: Давид I
Преемник: Константин I

Национальность: Грузин
Вероисповедание: Православие, грузинская церковь
Рождение: 1527
Смерть: 12 марта 1605
Династия: Багратионы
Отец: Леван

Мать: Тинатин Тинатин, дочь Мамии I Гуриели

Супруга: Тинатин
был женат первым браком на Тинатин, дочери князя Бардзима Амилахвари


Дети: дети Ираклий, Давид I, Георгий, Константин I, Антон, Анна, Нестан-Дариджан

მეორე ცოლის სახელი არ ვიცი, ალბათ ის იყო მარიამი smile.gif

ჰეჰე, რა კარგია...

მიყვარს ასეთი გამოცანები biggrin.gif

დადე რა მარო რაიმე კიდე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 4 2009, 05:16 PM
პოსტი #356


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



KAIROS
ვა, რა საინტერესოა. მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 4 2009, 08:16 PM
პოსტი #357


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
არა, ნინო ეგაა შერწყმული XP ხრისტუს-ის პირველი ორი ასო, კონსტანტინეს ჩვენებიდან



მე მეორე ასო, ,,პ,, მეგონა და არა ,,რ,,

ანუ , რუსულად P -არის რ, ინგლიურად ,,პ,, ხოდა მე პ-დ ვკიტხულობდი. არადა, როგორი მშობლიური ,,რ,, ყოფილა biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 5 2009, 11:37 PM
პოსტი #358


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ძალიან მჭირდება წარწერა, რომელიც აქვს ღვთისმშობლის ხატს "მოულოდნელი სიხარული", ოღონდ მხედრულით ან ასომთავრულით, ხუცურს ვერ ვკითხულობ sad.gif



IPB-ს სურათი
აი ამ წარწერას ვგულისხმობ


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 6 2009, 04:32 AM
პოსტი #359


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აი ამ წარწერას ვგულისხმობ

ეკატო, შენნაერმა ნიჭიერმა ხატმწერმა ხუცური უნდა იცოდე smile.gif
ახლა რა ხდება, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაციები, მაგ ხატზე წარწერაც და შესაბამისად მისი შინაარსი იცვლება, აქ აშკარად იწყება სიტყვებით "ჰოი, დედოფალო..." და არის მცირე ტექსტი 3 ხაზიანი, აბა ნახე აქ რამხელა რუსული ტექსტია:

http://img208.imageshack.us/img208/9679/24052008078ha8.jpg

თავისუფლად წაიკითხავ, არის ძველსლავური, მაგრამ მაინც გაიგებ:
"ჩელოვეკ ნეკტო გრეშენ, იმია დერზნოვენიი კ პრესვიატოი ბოგოროდიცი..."
და ა.შ. წერია ისტორია რაც აქაც არის, ოღონდ შემოკლებული სტილით:

"ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: „გიხაროდენ, სახარულევანო“. ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, - ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას. როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?“ ღვთისმშობელმა უპასუხა: „შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას“. „შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!“ - აღმოხდა ცოდვილს. ღვთისმშობელმა უპასუხა: „მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ“. მაშინ უბედურმა უთხრა: „არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა“. მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: „ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი"

http://www.orthodoxy.ge/khatebi/moulodneli_sikharuli.htm

ასეა, უნდა შეამოკლო, სხვას თუ იპოვიან გეტყვიან smile.gif

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 6 2009, 12:59 PM
პოსტი #360


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



KAIROS
ციტატა
ეკატო, შენნაერმა ნიჭიერმა ხატმწერმა ხუცური უნდა იცოდე

მართალი ხარ, უნდა ვიცოდე და აუცილებლად ვისწავლი smile.gif


ეგ ისტორია მეც წავიკითხე orthodoxy.ge-ზე, მარა იმან დამაბნია, რომ სხვადასხვა ხატზე განსხვავებული წარწერებია, მაინც გადამოწმება ვამჯობინე smile.gif


ციტატა
ასეა, უნდა შეამოკლო

კი მარა, არ აქვს მნიშვლენობა როგორ შევამოკლებ?

ასე რომ იყოს?

"ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, მოწყალე იქმენ ყოველთა ზედა პატივისმცემელთა ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა და ყოველთა გამოუცხადე ყოვლადძლიერი მზრუნველობა შენი და შემწეობა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა და გადიდებენ შენ და შენ მიერ ძესა შენსა თანადაუსაბამოით მამით და თანაარსით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

პ.ს. თუ დამეტია ამდენი biggrin.gif

ან ამას დავწერ:
„ჰოი, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა“


მადლობა პასუხისათვის kiss1.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი