IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

42 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > »   
Reply to this topicStart new topic
> თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:03 AM
პოსტი #641


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



როგორ ვთქვა არ ვიცი, მარა შევეცდები ავხსნა - ეკლესიის,პატრიარქის და მორწმუნე ხალხის მიმართ ვარ განწყობილი ძალიან დადებითად და ნეგატიურად ვარ განწყობილი აგრესიული ათეისტების მიმართ,მაგრამ როგორც უკვე დავწერე - მე პირადად ჩემს ცხოვრებაში ღმერთი ვერ ვიგრძენი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:06 AM
პოსტი #642


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



gasdasd
ციტატა
როგორ ვთქვა არ ვიცი, მარა შევეცდები ავხსნა - ეკლესიის,პატრიარქის და მორწმუნე ხალხის მიმართ ვარ განწყობილი ძალიან დადებითად და ნეგატიურად ვარ განწყობილი აგრესიული ათეისტების მიმართ,მაგრამ როგორც უკვე დავწერე - მე პირადად ჩემს ცხოვრებაში ღმერთი ვერ ვიგრძენი...


გასაგებია, მაგრამ ამ შეგრძნებებს რაღაც საფუძველი აქვს, გამომწვევი მიზეზები. მაგალითად ასეთი კითხვაა: რატომ არ უნდა არსებობდეს ღმერთი შენი აზრით? თანაც ეს ყველაზე მარტივი დასაწყისია ასეთ საუბარში... შენ ამახვილებ ყურადღებას სიტყვა "შეგრძნებაზე". რატომ ვერ "შეიგრძენი" ღმერთი? სამყაროს აღიქვამ და შეიგრძნობ სხვანაირად, ვერ გივსებს რაღაც დანაკლისს? თუ?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:13 AM
პოსტი #643


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



რატომ ვერ შევიგრძენი,მაგაზე არ მაქვს პასუხი...
ვიწამო 100 % ით ის რაც არ მინახავს,არ გამომდის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 5 2012, 01:17 AM
პოსტი #644


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ვიწამო 100 % ით ის რაც არ მინახავს,არ გამომდის...

შენ რა გგონია ჩვენ 100%-ით გვწამს?
ჩვენ რომ გვწამდეს სრულიად არ მოვკლავდით ვინმეს.
ჩვენ რომ გვწამდეს 100%-ით არ განვიკითხავდით.
ჩვენ რომ სრულიად გვწამდეს არ ვიმრუშებდით.
და.ა.შ.

რაც წეღან გკითხე მიპასუხე:იესოზე შენი აზრი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:24 AM
პოსტი #645


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



gasdasd
ციტატა
რატომ ვერ შევიგრძენი,მაგაზე არ მაქვს პასუხი...ვიწამო 100 % ით ის რაც არ მინახავს,არ გამომდის...


ჰოო. აი აქ ვაწყდებით მარტივ ხერხს შემეცნების: დავინახო, რათა ვიწამო. ქრისტე როდესაც გამოვიდა ხალხში საქადაგებლად, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ის მართლაც რაიმე მისიით იყო მოსული, იმდენად უბრალო იყო, იმდენად ჰქონდა უარი ნათქვამი ქვეყნიერ, წარმავალ დიდებაზე. დააკვირდი, მართალია, იოანეს სახარება იწყება მოწაფეების მოწოდებით და ერთ-ერთი ამბობს კიდეც, ის არისო ცხებული, ანუ ქრისტე. მაგრამ შემდეგ ის იკითხავს, თუ ვინ ვარო მე. და პეტრე დაამოწმებს თავის რწმენას, შენ ხარო ძე ღვთისა, ცხებული. პეტრემ ის შეიცნო არა მიწიერი დიდებით, არა სამეფო გვირგვინით და ძალაუფლებით შემოსილი, არამედ როგორც სულიერი თავისუფლების მომტანი, სულიერი კი პირველადია ნივთიერთან მიმართებაში. იესო თანდათან უხსნის ადამიანებს თავის არსს, არა ერთბაშად და ის მინიშნებებს აკეთებს თავის ღვთაებრივ ბუნებაზე. აბა წარმოიდგინე შენი თავი ებრაელების ადგილზე. ეს დღეს ვართ მიჩვეულები ბავშვობიდანვე, როდესაც გადმოგვცემენ, რომ იესო ღმერთია, მაგრამ როგორი რთული იყო მაშინდელი ებრაელისთვის მხსნელად და ღმერთად მიეღო იესო, რომლის დაბადებისას შობის ადგილად ბაგას მეტი ვერ მოინახა ვერაფერი, რომელიც ღარიბია და გაშორებული მიწიერ დიდებასა და სიამეს... ძალიან რთულია, მაგრამ ვინც შეიცნო მასში სინათლე, მან მიიღო უზომო ნეტარება. ან თუნდაც ლაზარეს აღდგინება გაიხსენე. მართა, მისი და დგას კაცის, იესოს წინაშე და ეუბნება: "შენ რომ აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა გადარჩებოდა, მაგრამ ახლაც კი მწამს, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, ის შენ მოგცემს, რადგან ვიცი, რომ ძე ღვთისა ხარ, ცხებული." რამდენად დიდია რწმენა მართასი, რომელიც მის წინ მდგომ სრულ კაცს გამოუცხადებს სრულ ნდობას. მართამ თავისი რწმენა დაამოწმა მხურვალედ და ამით ჩაეყარა საფუძველი რწმენას. ან თუნდაც თომას მიმართ ნათქვამი გაიხსენე: ნეტარ არიან ისინი, ვინც არ მიხილა, მაგრამ მიწამა. იესო ქრისტესადმი რწმენა ხომ გულზე, მისი სწავლების სულიერ ჭვრეტაზე გადის და არა გრძნობად აღქმაზე...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:27 AM
პოსტი #646


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



A.V.M
ანუ ღმერთი არსებობს თუ არა,ესეთ კითხვას მორწმუნეთა უმეტესობა რაღაც პროცენტით,ზოგი მეტით ,ზოგი ნაკლებით უშვებს ?


იესო ქრისტე არის ღმერთი,რომელიც ეწამა ჩვენი ცოდვებისთვის,ამას მასწავლიდნენ ბავშობიდან და ცუდს მე არასდროს ვიტყვი,მარა როგორც უკვე ვთქვი ძალიან ბევრი ეჭვები მიჩნდება და პასუხებს ვერ ვპოულობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:32 AM
პოსტი #647


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



gasdasd
ციტატა
ანუ ღმერთი არსებობს თუ არა,ესეთ კითხვას მორწმუნეთა უმეტესობა რაღაც პროცენტით,ზოგი მეტით ,ზოგი ნაკლებით უშვებს ?


მორწმუნე ძალიან ზოგადი განსაზღვრებაა. არის ერთი მორწმუნე, რომელიც მყარად დგას თავის რწმენაზე, ხოლო მეორე კი რყევას განიცდის. ეს აისახება მათ ქცევებზეც... თუმცა რელიგიის არსს ეს რყევები არ ცვლის. ქრისტიანობა უაღრესად ოპტიმისტური რელიგიაა და ყოველთვის წაახალისებს ადამიანს, რომ დაცემის შემდეგ ისევ ადგეს და იაროს მიზნისკენ...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 5 2012, 01:32 AM
პოსტი #648


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
როგორც უკვე ვთქვი ძალიან ბევრი ეჭვები მიჩნდება და პასუხებს ვერ ვპოულობ.

გვითხარი აბა იესო ქრისტეზე რომელ ეჭვებს გულისხმობ და იქნებ მოვძებნოთ პასუხები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:39 AM
პოსტი #649


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



მე არ მაქვს ბევრი ეკლესიური წიგნი წაკითხული ...
ეჭვები მაქვს საერთოდ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შექმნის ისტორიაზე ,ან დაუშვათ ჩვენი ხორციელი სიკვდილის შემდეგ იწყება მეორე სამუდამო ცხონება ან წამება,თუ ყველაფერი მთავრდება...

ბევრს არ შეგაწუხებთ დღეს,1 კითხვას დაგისვავთ და თუ გაქვთ პასუხი იქნებ მიპსახუოთ - მამის ცოდვები შვილზე გადადის ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 5 2012, 01:43 AM
პოსტი #650


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



gasdasd
ციტატა
მამის ცოდვები შვილზე გადადის ?

არა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 5 2012, 01:44 AM
პოსტი #651


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მამის ცოდვები შვილზე გადადის ?

ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება.და მოკლედ ვერ ვიტყვით.
ე.ი.შენ არ ეთანხმები იმას,რომ რომელიმე წინაპრის რომელიმე ცოდვა მის შთამომავალზე არ გადადის.
და ამაზე პასუხი ვერ მოძებნე ხომ?
ამაზე მიპასუხე და მერე განვაგრძოთ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:45 AM
პოსტი #652


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



gasdasd
ციტატა
მე არ მაქვს ბევრი წაკითხული ეკლესიური წიგნები...ეჭვები მაქვს საერთოდ ჩვენს პლანეტაზე საერთოდ სიცოცხლის შექმნის ისტორიაზე ,ან დაუშვათ ჩვენი ხორციელი სიკვდილის შემდეგ იწყება მეორე სამუდამო ცხონება ან წამება...


რაც შეეხება სამყაროს შექმნის საკითხს, როგორი სცენარიც არ უნდა განიხილებოდეს, დღემდე ვერ მოვისმინე გამართული აზრი რატომ არ უნდა არსებობდეს ღმერთი... რაც შეეხება სულის უკვდავებას და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს, თუკი ისევ მტკიცებულებებით მივუდგებით, ძალიან ბევრი საუბრობს მიღმა სამყაროსთან კავშირებზე. ამაზე შეგიძლია გაეცნო სერაფიმე როუზის წიგნს "სული სიკვდილის შემდეგ". გასაგები ენით და საინტერესოდ არის დაწერილი გამოკვლევა.

http://www.pravoslavie.ru/put/shagi/rose_sad.htm

ციტატა
ბევრს არ შეგაწუხებთ დღეს,1 კითხავს დაგისვავთ და თუ გაქვთ პასუხი იქნებ მიპსახუოთ - მამის ცოდვები შვილზე გადადის ?


არსებობს თავდაპირველი ცოდვა, რომელმაც გამოიწვია ადამიანური ბუნების დაცემა და ყველა ჩვენთაგანი ამ დაცემულობის მონაწილეები ვართ. მაგრამ მამის მიერ რაიმე დაშავებულზე სულიერი თვალსაზრისით შვილს არ მოეთხოვება პასუხი.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 5 2012, 01:47 AM
პოსტი #653


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ამაზე საუბარი დიდხანს შეიძლება.და მოკლედ ვერ ვიტყვით.

როგორ ვერ ვიტყვით კაცო biggrin.gif აი თუ არა
ციტატა
არა

biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:48 AM
პოსტი #654


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
როგორ ვერ ვიტყვით კაცო აი თუ არა


რა ლაკონიური ხარ. rolleyes.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:50 AM
პოსტი #655


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



A.V.M
ეგ მეორე კითხვა საერთოდ სხვა თემაზე დავსვი,უბრალოდ მაინტერესებდა ეკლესიურად მამის ცოდვა შეიძლება თუ არა გადავიდეს შვილზე...
მე ესე მახსოვს რომ წაკითხული მაქვს,ზოგიერთი ცოდვა 7 თაობაზე გადადის,შეიძლება მეშლება.
თქვენ ჩემზე მეტი იცით და მაგიტომ დავსვი ეს კითხვა.



ეჭვებზე ხო დავწერე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 5 2012, 01:50 AM
პოსტი #656


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



georgios
ციტატა
რა ლაკონიური ხარ.

შეეჩვევი შენც biggrin.gif
პაკა ნოვინკი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gasdasd
პოსტი Jan 5 2012, 01:52 AM
პოსტი #657


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-January 12
წევრი № 11,910



დიდი მადლობა ყველას,ეხლა უნდა გავიდე და შემოგივლით აუცილებლად !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:53 AM
პოსტი #658


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



gasdasd
ციტატა
მე ესე მახსოვს რომ წაკითხული მაქვს,ზოგიერთი ცოდვა 7 თაობაზე გადადის,შეიძლება მეშლება.


არა. ერთ თაობაზეც არ გადადის, არათუ შვიდზე.

ikanosi
ციტატა
შეეჩვევი შენც პაკა ნოვინკი


tongue.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 5 2012, 01:53 AM
პოსტი #659


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



gasdasd
ციტატა
,ზოგიერთი ცოდვა 7 თაობაზე გადადის,შეიძლება მეშლება.

ნათესაობაში აგერია ალბათ biggrin.gif
ანუ სისხლისმიერი ნათესაობა კრძალავს ქორწინებას როგორც პირდაპირი ისე გამავალი ხაზით, ასევე აღმავალი და დაღმავალი პირობებით ვიდრე მე-7 თაობამდე. აქაა შენი მე-7 თაობა

georgios
ნახე რა სიტყვა გრძელი ვარ biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 5 2012, 01:55 AM
პოსტი #660


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
ნახე რა სიტყვა გრძელი ვარ

rolleyes.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

42 გვერდი V « < 31 32 33 34 35 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 12:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი