IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გთხოვთ გაგვარკვიოთ
ubralod gio
პოსტი Mar 3 2007, 06:09 PM
პოსტი #1


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,226
რეგისტრ.: 14-February 07
მდებარ.: saqartvelo,batumi
წევრი № 1,079




დამლოცეთ მამაო...
მამაო ერთი კითხვა მაქვს ძალიან გვჭირდება არა მარტო მე არამედ ფორუმის ბევრ მომხმარებელს პასუხიsmile.gif
ესეიგი ძალიან მაინტერესებს იმ ფილმზე რა აზრის ხართ სტუდია გრაალის მიერ რომ არის გადაღებული:მირონმდინარე ხატები,ბნელ ძალთა კრება,მეორედ მოსვლა.აი ამ ფილმზე რა აზრის არის საერთოდ საპატრიარქო და რას გვირჩევთ???
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
დიდი მადლობა.


--------------------
"რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."

"სამშობლოს არვის წავართმევ
ნურც ნურვინ შეგვეცილება
თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!!
მკვდარსაც კი გაეცინება!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Mar 4 2007, 06:24 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



ღმერთმა დაგლოცოთ!

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრიარქოს, ოფიციალური შეხედულება ამ ფილმის მიმართ არ გამოუხატია.

შემიძლია გადმოგცეთ ჩემი დამოკიდებულება. (უფალო შეგვიწყალე!)

1. მირონმდინარე ხატები.
ეს ნაწილი უდავოდ საინტერესოა და მორწმუნისათვის სარგებლობის მოტანა შეუძლია, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.
როდესაც ხატი იწყებს მირონდენას ან სასწაულქმედებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფალს ვუყვარვართ, სურს ხილულად მოგვანიჭოს თავისი მადლი და შემწეობა, ხოლო ჩვენ, ეს მოვლენა უნდა მივიღოთ, თავმდაბლობით და უფლისადმი გულწრფელი სიყვარულით.
ამიტომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ, როგორც უფლის დიდი წყალობა, ჩვენი რწმენის განმტკიცებისათვის და არა რელიგიური ფანატიზმისათვის, რაც სამწუხაროდ ამ ფილმის ყურების შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს განუვითარდა.
მაგალისთვის. გლდანში ერთ-ერთ ოჯახში, ორიოდე წლის წინ ღვთისმშობლის ხატმა, მირონდენა დაიწყო და როდესაც მედიით ეს ამბავი გახმაურდა, ამ ოჯახს უამრავი ადამიანი მიაწყდა. იყო რათქმა უნდა გულწრფელი თაყვანისცემის ფაქტები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთებმა რწმენა ჩაანაცვლეს სასწაულმოქმედი ხატით და იმის ნაცვლად რომ სინანული აღძვროდათ, ტაძარში მისულიყვნენ და ეკლესიური ცხოვრება დაეწყოთ, დღე და ღამე, ხატის წინ პირადი მატერიალური პრობლემების მოგვარების თხოვნებით იყვნენ დაკავებული. ამისთვის კი ფანატიური სიჯიუტით აღასრულებდნენ, ამ ოჯახის წევრების "ლოცვა-კურთხევებს", რაც რა თქმა უნდა დაუშვებელია.
ესე იგი სასოება და რწმენა და არა ფანატიზმი.

2. ბნელ ძალთა კრება.
ვურჩევ მორწმუნეებს ამ ნაწილს არ უყურონ, რადგან იგი საკმაოდ დამამძიმებელია და შეიძლება ითქვას დამაბრკოლებელიც, რადგან მორწმუნე ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს უიმედობის, გამოუსავლობის ან ბნელი ძალებისადმი უსაფუძვლო შიშის სინდრომი. პირადად ჩემს მრევლში იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა და საკმაო ბრძოლა დაგვჭირდა მათი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

დიახ საშიში და საშინელია ბნელეთის მოციქულთა მზაკვარება, მაგრამ უფლის ნათელი ცვილივით დაადნობს, მათ ბნელ საქმეთ.(სამწუხაროდ ეს ხაზი, ფილმის შემქმნელებს სათანადოდ არ აქვთ განვითარებული) ამიტომ იგი იწვევს დამამძიმებელ მდგომარეობას.
ესე იგი ღვთის ძალმოსილების რწმენა და არა ბოროტისადმი შიში.

3. მეორედ მოსვლა.
ამ თემასთან დაკავშირებით, უმჯობესია თავშეკავებულები ვიყოთ, რადგან იმის ჩხრეკა როდის იქნება მეორედ მოსვლა ან რა ნიშნები უნდა ვეძიოთ დაუშვებელია:...."23. მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამნ. 24. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. 25. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. 26. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. ... (მათე XXIV თ. 23-26) ამიტომ ფილმის ამ ნაწილის მოუმზადებლად ყურება, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
რა თქმა უნდა მეორედ მოსვლისთვის ადამიანი უნდა ემზადებოდეს, მაგრამ არა გაურკვეველი შიშით ან უზრუნველობით, არამედ საღმრთო მოშურნეობით, ქველის საქმით, სიკეთის ქმნით და რა თქმა უნდა ქრისტეს მცნებათა სწავლა-განხორციელებით.
ესე იგი არა ამაო განსჯა-ჩხრეკა, არამედ მოშურნეობა რწმენაში.


დასკვნა-- ამ ფილმის ყურებას, სჯობს სიყვარულით და რწმენით სახარების, თუნდაც ერთი თავის წაკითხვა!



უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი