IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> დეპრესია - სევდიანი ადამიანი
marine
პოსტი May 7 2024, 07:55 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცუდია დეპრესიული და სასოწარკვეთილი განწყობა, რაც ხშირად ბევრ ქრისტეანსაც ემართება"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 5 2024, 08:12 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად უიმედობაში ვვარდებით, მწუხარებაში, დეპრესიაში - სიცოცხლე არ გვსურს, - ამას ჰქვია სასოწარკვეთილება, ეს უმძიმესი განცდაა და უმძიმესი ცოდვაც"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2024, 09:56 PM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამქვეყნიური საწუხარი მთელს მსოფლიოში დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ადამიანებს არ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ მას; ამიტომ მათ სევდა იპრყობს და ისინი ძალზე იტანჯებიან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თანდათან ადამიანს შეეძლება, შეცვალოს თავისი ამქვეყნიური წუხილი ღვთისმიერი წუხილით და სულში სიმშვიდე დაიმკვიდროს.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ ეხება სამედიცინო შემთხვევებს, როდესაც დაისმის დიაგნოზი "დეპრესია", რადგან ეს განსხვავდება იმ წუხილისაგან, რაზედაც მოციქული პავლე ლაპარაკობს. დეპრესია, სამედიცინო გაგებით, გულისხმობს ამ დაავადების მედიცინით მკურნალობას. ამქვეყნიური წუხილი კი, რომელიც სულიწმიდით იკურნება, სულიერი სფეროდან არის"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2024, 07:42 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დეპრესია

"უჟმური ამინდი დაეტყო ხასიათს,
მარტია, არ გიკვირს...გამგები - გაიგებს...
თურქული ყავა და ხალათი გაცვია,
facebook-ს scroll-ავ და არიგებ like-ებს.

ვერც ყავა გიკეთებს მოჟამულ გუნებას
და ვერც შენახული note-ი დღიურში.
ბუნებას, ყველაფერს აბრალებ ბუნებას -
ცხოვრება უაზრო რიტმით რომ მიუშვი.

წუხელ, კვლავ, კოშმარულ სიზმრებთან გეძინა
და ისიც, მაქსიმუმ, სულ ორი საათით.
გტანჯავს, რომ ნორმალურ ცხოვრების გეზიდან
გახვედი, ვერაფრით თავი ვერ გაართვი.

ყოველდღე საკუთარ თავს აძლევ პირობას,
რომ ხვალე გარემოს, ზნეს, სტატუსს, შეიცვლი,
თუმცა, აგრძელებ კვლავ უძღებ შვილობას,
მარხვაა, სცოდავ და ლოცვისთვის ვერ იცლი.

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ფსკერისკენ ეშვები,
მარტია, მაგრამ შენ არ იმჩნევ თარიღებს.
თუ რამე გიშველის - ისე ეს ლექსები,
გამგები - გაიგებს..."

/ირაკლი ასლანიკაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2024, 03:41 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საგულისხმოა, რომ მთელ მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი უჩივის დეპრესიას - მძიმე სომატური დაავადებები, ისეთები, როგორიცაა გულსისხლძარღვოვანი, პოსტინსულტური თუ ონკოლოგიური სნეულებანი, თითქმის 40-45%-ში მიმდინარეობს თანამდევი დეპრესიით; ქალების დაახლოებით 20%, მშობიარობისშემდგომ პერიოდში, დედობის სიხარულის ნაცვლად, დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება, რაც ართუ იშვიათად თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებებით იჩენს თავს"

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2024, 05:41 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტესა და მისი სიბრძნის საწინააღმდეგოდ არსებობს სასკოლო, სქოლასტიკური აღზრდა, რომლის მთელი ძალისხმევა იმისკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად აქციოს ბავშვები მოხუცებად. მაგალითად მოჰყავთ მოხუცებულნი, მათი აზროვნება ერთადერთ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული და ბავშვთა გულები ბერძნული სკეფცისიზმით და პესიმიზმით იჭმუხნებიან. იმის მაგივრად, ბავშვებს ემსგავსონ, მოხუცები მათ საკუთარი თავის მსგავსთ ხდიან. თვითონ ვერ შველენ ზეციურ სასუფეველში და არც ბავშვებს აძლევენ ამის საშუალებას. ამიტომაც გვესმის ყველგან ჩივილი, რომ ახალგაზრდობა დეპრესიასა და სასოწარკვეთილებას განიცდის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2024, 09:42 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტეა ჩვენი სიმართლე. სწორედ ისაა სიმართლის მომნიჭებელი, ის შეგვაგრძნობინებს თავის არსებობას. ამიტომაც დღეს უფალი თითქოს ხაზს უსვამს ამქვეყნიურს, ფარდას ხდის ყველაფერს და გვიჩვენებს რეალობას, რათა არ გაგვტეხოს დეპრესიამ და სასოწარკვეთილებამ, რადგან ჩვენი საყრდენი ქრისტეს სამეფო და მარადიული სიცოცხლეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ცხოვრება ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2024, 05:12 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მამაო, სრულიად დამსხვრეული ვარ. - მოძღვარმა უპასუხა:

- როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ, " გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". ქრისტე მოაგროვებს შენს ნამსხვრევებს და შენგან ახალ ადამიანს ააწყობს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2025, 08:32 PM
პოსტი #69


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ტატიანა გოლიცინა მოსკოვიდან წერს:

"...რამდენიმე წლის შემდეგ დიდი მარხვის დროს ორი კვირით მივედი ლესნის მონასტერში. მძიმე პერიოდს განვიცდიდი და დეპრესია მქონდა. მონასტერში გატარებული ეს ორი კვირა მთელი სიცოცხლე მემახსოვრება. იქ ვპოვე სიმშვიდე და სიწყნარე ცხოვრების ქარიშხლებს შორის. [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლი ივერიის] მირონმდინარე ხატი იყო ახლოს..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2025, 09:11 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რა არის დეპრესია?

"აზრების კომბინაცია, ადამიანი კომბინირებს ერთით, მეორეთი, მესამეთი... ფიქრობს: ექ იქნება, ის იქნება... შეჩერდით!

ჩვენ ვკვდებით ნერვიულობით, რა იქნება...

ხოლო ღმერთი ყველაფერს სხვანაირად ალაგებს. და რა გამოდის მერე? უაზრო ნერვიულობა, მეტი არაფერი"

/არქიმანდრიტი თადეოზ ვიტოვნიცკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2025, 05:12 PM
პოსტი #71


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეტ-ნაკლებად გავრცელებულია დეპრესიული პათოლოგიები. ფსიქიკურ აშლილობათა 60 პროცენტამდე სწორედ დეპრესიაა. დეპრესიულ აშლილობათა ნახევარს (შეიძლება მეტსაც) სულიერი ბუნება აქვს"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 3 2025, 07:20 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნევროზი სასურველისა და სინამდვილის შეჯახებაა. რაც უფრო მძლავრია ეს შეჯახება, მით უფრო მწვავედ მიმდინარეობს დაავადება. "რწმენა კი მორჩილებაა" - ამბობს წმინდა ბარსანოფი დიდი.

ექიმთან მიღების დროს ნევროზის ერთ-ერთი ფორმით დაავადებული ქალბატონი ემოციურად ერთსა და იმავეს იმეორებდა: "ექიმო, ავადმყოფობამ დამღალა და გამოჯანმრთელება მინდა რადაც უნდა დამიჯდეს. თანაც არ მესმის, სასურველისა და სინამდვილის რა დაჯახებაზე ლაპარაკობთ".

პაციენტის შეკითხვას მე ასე ვუპასუხე: "ღმერთმა იცის თქვენი მწუხარების შესახებ, ესე იგი არ არსებობს მისი უზენაესი ნება თქვენი სწრაფი განკურნებისათვის. როდესაც, მაგალითად, წმიდანებს რაიმე განსაცდელი, ავადმყოფობა ან მწუხარება ემართებოდათ, ისინი მადლობას სწირავდნენ ღმერთს და ამბობდნენ: "მომეზღო ჩემი ცოდვებისამებრ". თქვენს შემთხვევაში კი რა ხდება? "რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა განვიკურნო!"

აი, სად არის შეჯახება სურვილსა და არსებულ გარემობას შორის. რასაკვირველია, მკურნალობა შეიძლება და სასურველიც არის, მაგრამ ამავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია შეეგუოთ ავადმყოფობით მოგვრილ განსაცდელს, მივიჩნიოთ, რომ ამის ღირსი ვართ და მადლიერებით მივიღოთ ყოველივე. ღმერთი არც დაგივიწყებთ, და არც იმას მოგივლენთ, რაც თქვენს ძალებს აღემატება, ანუ შეუძლებელს.

ამაში გვარწმუნებს წმ. პავლე მოციქული, რომელიც გვეუბნება, რომ უფალი არ დაუშვებს ჩვენს ცდუნებას იმაზე მეტად, რის გამკლავებაც შეგვიძლია. ხოლო განსაცდელის ჟამს შვებას გვგვრის. ამიტომაც დამშვიდდით და იმედს ნუ დაკარგავთ. ნევროზი სულისმიერი დაავადებაა. დამორჩილდით და ყველაფერი გაივლის"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2025, 10:06 AM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნება "ნევროზი" პირველად 1776 წელს შოტლანდიელმა ექიმმა კულენმა იხმარა და იმ დროიდან, ამ დაავადების არსის, მისი წარმოშობის ფესვებსა და მექანიზმების ფორმირების შესახებ დისკუსიებს სასიცოცხლო მნიშვნელობა დღემდე არ დაუკარგავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულენამდე ნევროზები არ არსებობდა; დაავადების წარმოშობა, ისევე, როგორც ნებისმიერი დაავადებისა, ადამიანთა ცოდვით დაცემის შედეგია. ნევროზები აღწერილია კაცობრიობის უძველეს ისტორიული წყაროებში. მაგ. კახუნის (1900 წ. ქრისტეშობამდე) და ებერსის (1700 წ. ქრისტეშობამდე) პაპირუსებში დაცულია ქალთა ავადმყოფობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თავისი კლინიკით ძალიან წააგავს ნევროზებს"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2025, 07:27 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგიერთი ფსიქიატრის უკიდურესი აზრი დაახლოებით ამგვარია: ნევროზი, - ეს არის ნორმალური მოქმედება არანორმალურ საზოგადოებაში"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2025, 02:53 PM
პოსტი #75


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უსიხარულობა, სევდა, მელანქოლია, დარდი, სამწუხაროდ, ძალზე დამახასიათებელია თანამედროვე ადამიანისათვის. ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია ცივილიზაციის დაავადებაა, მისი ადამიანებისადმი გაუსაძლისი მოთხოვნებით და ფსიქოემოციური გადატვირთებით. ეს თვალსაზრისი ბევრ შემთხვევაში გამართლებულია. დეპრესიის ისეთი სახეობაც კი არსებობს, როგორიც არის გამოფტვის დეპრესია.

სპეციალურ ლიტერატურაში უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ეგზისტენციალური ანუ ნეოგენური დეპრესიის შესახებ. ეს ისეთი ტიპის დეპრესიაა, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების აზრის დაკარგვასთან ან მის არარსებობასთან.

ზოგჯერ გეჩვენება, რომ ამინდით კი "გადაეჩვია ღიმილს".

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2025, 08:42 PM
პოსტი #76


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არიან ავტორები, რომლებიც ნევროზებს მემკვიდრეობით დაავადებად მიიჩნევენ.

გაგაცნოთ მ. ხახანაშვილის შეხედულებას ამ საკითხზე. იგი ნევროზზე საუბრობს, როგორც დაავადებაზე, რომელიც განპირობებულია ინფორმაციის მოჭარბებულობით.

თავის წიგნში - "ინფორმაციული ნევროზები" მას მოყვანილი აქვს საკუთარი შეხედულებების შემდეგი სტატისტიკა:

"გამოთვლილია, რომ 1970 წლისათვის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერი ადამიანი ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ იმაზე მეტს მოგზაურობდა შორს მანძილზე, იმაზე მეტ ადამიანს ხვდებოდა და იმაზე გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებდა, ვიდრე ადამიანი 1900 წელს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე... დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25% გადატვირთულია მკვეთრად გაზრდილი ინფორმაციით".

დაავადებების ზრდის რისკს მკვლევარი ხედავს ადამიანთა მიერ ხანგრძლივად დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებაში დროის დეფიციტისა და მოტივაციის მაღალი დონეების პირობებში".


/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2025, 11:03 AM
პოსტი #77


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დეპრესიების მნიშვნელოვანი ნაწილი ცოდვიანი ცხოვრების შედეგია, ადამიანის სულზე ცოდვების დამღუპველი ზეგავლენის შედეგი. პირველ რიგში ეს ეხება ნევროზულ დეპრესიებს, რომლებთაც ენათესავება ისეთი ვნებები, როგორიც არის მოწყინება და სასოწარკვეთილება".

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2025, 10:04 PM
პოსტი #78


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დეპრესია - ხასიათის დაქვეითებული ფონი, რომელსაც თან ახლავს მოდუნება, გადაღლა, მომხდარის სევდიან-პესიმისტური შეფასება; ხშირად უძილობაც სახეზეა; გამუდმებულმა დეპრესიამ შეიძლება სუიციდური აზრები და მოქმედებაც კი გამოიწვიოს; დეპრესიის დიაგნოზი მრავალი ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობის კლინიკაში ისმება; თუ დეპრესიული მდგომარეობა 2-3-ზე მეტი კვირის მანძილზე გრძელდება, აქვს დღეღამობრივი (დილით - უარესი, საღამოს - უკეთესი) და სეზონური (გაზაფხული, შემოდგომა - გაუარესება) მერყეობა, ამ შემთხვევაში ექიმის დახმარებაა საჭირო"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2025, 06:17 PM
პოსტი #79


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნევროზების დაუოკებელი ზრდის ტემპი მე-20 საუკუნეში გამოწვეულია არა მარტო სტრესებითა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით ინფორმაციულ გადატვირთვასთან ერთად (რაზედაც არაერთხელ მიუთითებენ მკვლევარები), არამედ - უპირველესად ცოდვით დაცემის ზოგადსაკაცობრიო "პროგრესით".

კაცობრიობის ისტორიაში მუდამ იყო ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები, წყალდიდობები, გვალვები, ქარიშხლები. ძნელი სათქმელია, მაგალითად, რა დოზით არის ახლანდელი დრო უფრო საგანგაშო და არეული, ვიდრე, ვთქვათ, ივანე მრისხანეს ეპოქა. მაშ რატომ გამწვავდა ნევროზების პრობლემა ასე ძლიერ ამ ბოლო დროს? მიზეზი, ვფიქრობ, ერთია - ურწმუნოება, კაცობრიობის მიერ სულიერი ფუნდამენტის და ამასთან ერთაც ცხოვრების ჭეშმარიტი მიზნის დაკარგვა.

აღმჩნდა, რომ ნევროზის წარმოშობის მთავარი მიზეზი სტრესები და უსიამოვნებები კი არ არის, არამედ - თავად ადამიანის პიროვნება, თანაც შინაგანად აშლილი პიროვნება.

ცოდვა, როგორც ყოველგვარი ბოროტების სათავე, იწვევს ნევროზულ დარღვევებს. ძლიერდება რა ადამიანის სულის სიღრმეში, ცოდვა აღძრავს ვნებებს, არყევს ნებისყოფას, შეგნების კონტროლიდან გამოყავს ემოციები და წარმოსახვა. წმ. თეოფანეს სიტყვებით: "ცოდვილი ადამიანის შინაგანი სამყარო აღვსილია თვითნებობით, უწესრიგობითა და ნგრევით". ღრმა ნევროზი ზნეობრივი დაავადების სულიერ-მშვინვიერი განხეთქილების მაჩვენებელია"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2025, 12:41 PM
პოსტი #80


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,536
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრება გაცილებით რთულია. შეიძლება რაიმე ფაქტორმა ერთ ადამიანს ნევროზი ჩამოუყალიბოს, მეორე კი მხოლოდ რეაქციით შემოიფარგლოს და არ დაავადდეს. ნევროზების სიღრმისეული არსი საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd September 2025 - 04:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი