![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
leluka |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
დამლოცეთ მამაო
მამაო მაინტერესებს ანგელოზები ხომ უვნებოები არიან ანუ არ გააჩნიათ არაფერი ადამიანური ანუ ის ცოდვილი ბუნება ხომ ? არც გაბრაზება აღშფოთება,ამპარტავნობა.. და ა.შ მე მაინტერესებს თუ არ აქვთ რატომ დაეცა ანგელოზი ...საიდან გაუჩნდა მას ამპარტავნობის გრძნობა რომ ღმერთზე უკეთესი ყოფილიყო?? ანუ ვნება ამპარტავობა საიდან გაუჩნდა მას ? სანამ მამაო მიპასუხებდეს ბავშვებო თქვენი აზრიც მომწერეთ -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
დამლოცეთ მამაო სანამ მამაო მიპასუხებდეს ბავშვებო თქვენი აზრიც მომწერეთ ბავშვების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენად დაგაინტერესებს არ ვიცი, მაგრამ ეს უდავოდ საინტერესოა...შენდობას ვითხოვ მამაოს პასუხამდე ამას რომ ვაქვეყნებ, თუმცა ეკლესიის დიდი მამის ქადაგებაა. წმინდა იოანე დამასკელი სატანას და ეშმაკების შესახებ ამ ანგელოზურ ძალთაგან დედამიწისეული წესის თავმდგმური, ვისაც ღვთისგან დედამიწის დაცვა ჰქონდა მინდობილი, არათუ ბუნებით უკეთური შეიქმნა, არამედ იყო რა კეთილი, შექმნილი სიკეთისთვის და შემოქმედისგან უკეთურების არანაირი ნაკვალევის არმქონე თავის თავში, ვერ გახდა დამტევი იმ ნათელმოსილებისა და პატივისა, რაც მიენიჭა შემოქმედისგან, არამედ თვითუფლებრივი არჩევანით მიიქცა იგი ბუნებისეულისგან არაბუნებისეულისკენ, თავი აიმაღლა მისი შემქმნელი ღვთის წინააღმდეგ, განიზრახა რა მისდამი დაპირისპირება, და იგი, პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა. სიკეთე გონისეული სინათლეა. მსგავსადვე, ბოროტება გონისეული სიბნელეა. ღვთისგან სწორედ სინათლე შეიქმნა და შეიქმნა, როგორც კეთილი, რადგან „ნახა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, და აჰა - კარგი ძალიან“ (შეს. 1,31), მაგრამ თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე (რადგან თან გაჰყვა მას) და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე. ამრიგად, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ ისინი, რადგან არჩევანი კეთილისგან ბოროტისაკენ მიდრიკეს ნებსით. ამიტომ, არავის წინააღმდეგ არა აქვთ მათ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება განგებულებითად, როგორც, მაგალითად, იობთან დაკავშირებით და, როგორც, აგრეთვე, სახარებაში წერია ღორების შესახებ. როდესაც ღვთის ნებართვა აქვთ მათ, ძლიერნიც არიან და გარდაიქმნებიან და გარდაისახებიან კიდეც ზმანებითად იმ სახედ, რა სახედაც ნებავთ. მომავალი არ იციან არც ღვთის ანგელოზებმა, არც ეშმაკებმა, თუმცა წინასწარმეტყველებენ კი, ერთი მხრივ, ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს (ამიტომ, რასაც ამბობენ, ხდება) ხოლო მეორე მხრივ - ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ ისინი, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი - ვარაუდობენ; ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით. მათ იციან, აგრეთვე, წერილიც. ამრიგად, ყველა ბოროტება და უწმინდური ვნება მათ მიერ არის მოგონილი. ამასთან, ნება აქვთ მიცემული, შეუტიონ ადამიანს, მაგრამ ვინმეს იძულება არ შეუძლიათ, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, დავუთმობთ მათ შეტევას თუ არ დავუთმობთ. ამიტომ, სატანას, მის ეშმაკებს და მის მიმდევრებს გამზადებული აქვთ უშრეტი ცეცხლი და მარადიული სატანჯველი. გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. დაცემა ანგელოზთა სამყაროში ბნელ და ბოროტ სულთა სამყარო საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4). რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6). ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17). ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16). წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9). სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12). -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
leluka |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ანუ თავისუფალი ნება შეიძლება იქამდეც მივიდეს რომ ანგელოზი დაეცეს ?
![]() კარგით დაველოდოთ მამაოს პასუხს -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Mama Daviti |
![]()
პოსტი
#4
|
Newbie ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 53 რეგისტრ.: 25-February 07 წევრი № 1,188 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ!!
![]() დასამატებელი არაფერი მაქვს! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი