IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ადამიანს დახმარება ჭირდება
მნათე
პოსტი Apr 4 2007, 02:29 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს თემა madli.org-ზე გაიხსნა, სამწუხაროდ იქ არც ერთი მოძღვარი არ მოღვაწეობს sad.gif

================================================

..არ ვიცი რით და როგორ დავიწყო..ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, უბრალოდ არ მინდა ეს ვინმეს ვუთხრა, გულში ვეღარ ვიჩერებ და უბრალოდ ძალიან დავიღალე..
22 წლის ვარ..ცხოვრებაში საკმაოდ მინახავს, საკმაოდ მომსვლია და საკმაოდ სისულელეებიც გამიკეთებია..მაგრამ არასოდეს გადამიჭარბია..ზღვარი ვიცოდი ყოველთვის..
2 წლის წინ ერთი გოგონა გავიცანი..ჩემზე 12 წლით დიდია..გავიცანი ისე შემთხვევით რომ ზუსტად ვიცი, ღმერთმა შეგვახვედრა..მე მოუნათლავი გახლავართ მამაო და როგორც კი გავიცანი, ეგრევე ვუთხარი "შენ უნდა მომნათლო" - თქო..და მე არ მყოლია ცხოვრებაში და ყოველთვის მინდოდა..დად მყავს, ჩემი სულის ნაწილია..მამაო, ძალიან გთხოვთ, ილოცეთ მისთვის..უბედურია..ცხოვრებაში არ უმართლებს..ცხოვრებაში ისე ატკინეს გული რომ ნერვოზი აქვს და ოდნავ გაბოროტებულიც კია..არ გეგონოთ, ოქროს გული აქვს..მეორე ეგეთი კეთილი ადამიანი მე არ მინახია..მაგრამ ცხოვრების რწმენა და ადამიანების დაკარგული აქვს..ღმერთის კი ძალიან სჯერა..როდესაც მე დაკარგული ვიყავი, ღმერთი მან მაპოვნინა..
სიყვარულში არ გაუმართლა..მას უყვარს დღემდე..კაცმა კი ისე გამოიყენა და წავიდა რომ მისი კვალიც არ ჩანს არსად..იმის მერე..დილა დგება თუ არა ნატრობს რო არ გაუთენდეს..უკვე 3 წელია.მე ვიცი, კარგად ვიცნობ..მამაო, ბევრი მილოცია, მართლა..მე მჯერა რომ თუ მთელი გულით გჯერა და ითხოვ, მოგეცემა..მაგრამ არ ვიცი რა ვთხოვო მისთვის..და არ ვიცი, შეისმენს ჩემს ლოცვას ღმერთი თუ არა..გთხოვთ ილოვეთ მისთვის. ნინო ჰქვია..თქვენთან ერთად მე ვილოცებ..სხვა ვერაფრით ვეღარ ვეხმარები, ყველაფერი ვცადე..აღარ ვიცი მისმენს საერთოდ თუ არა..მეშინია არ დავკარგო..მე მჯერა რომ შეისმენს, უბრალოდ ლოდინით დავიღალე..შემიწყალეთ მეც და იმასაც, დამლოცეთ..და ილოცეთ ჩემთან ერთად..

http://madli.org/index.php?showtopic=325&p...st=0&#entry4531


sad.gif sad.gif sad.gif

ვილოცოთ ქრისტეანებო მისთვის sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Daviti
პოსტი Apr 4 2007, 03:13 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 53
რეგისტრ.: 25-February 07
წევრი № 1,188



მოიხსენე უფალო მხევალი ღვთისა ნინო და განამტკიცე მადლმოსილითა ძალითა შენითა!

შვილო , თუ მიგიწვდებათ ხმა, სასწრაფოდ ურჩიეთ მოძღვართან მივიდეს და დაწვრილებით მოუყვეს თავისი პრობლემის შესახებ.
ხოლო მოძღვარი თუ არ ჰყავს, მზად ვარ ვესაუბრო PM-ში, ღვთის შეწევნით გამოსავალს ვიპოვით!


ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეეწიე და მეოხ ეყავ მხევალსა ღვთისა ნინოსა და დაიფარე ყოველთა განსაცდელთაგან საფარველითა შენითა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
araferi_aravin
პოსტი Apr 4 2007, 02:49 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 4-April 07
წევრი № 1,562



მადლობელი ვარ მამაო..არამგონია მივიდეს მოძღვართან, კარგად ვიცნობ..ამ თემაზე საერთოდ აღარ ველაპარაკები, ლაპარაკიც კი, ხსენებაც კი გულს სტკენს, მაშინვე ტირილს იწყებს..ძნელია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, იგივეა რაც ასაფეთქებლით სავსე ველზე იარო, არასოდეს არ იცი სად აფეთქდება..ბევრ რამეს საერთოდ აღარ ვეხები ხოლმე, გული არ მინდა ვატკინო..მადლობა მამაო..უფალი უშველის მე ამის მჯერა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 08:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE