IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რას ფიქრობთ?
bekas
პოსტი Mar 11 2009, 05:18 PM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ციტატა(lch @ Mar 11 2009, 12:56 PM) *

ნიკა

რადგან ერთი ეკლესიაა, რუსებმა ქრისტიანობა რო მიიღეს, იმ დროს საერთოდ არ იყო უკრაინა...

მაშინ არც რუსეთი იყო. თუ ტერმინებზე მიდგა საქმე საქართველომ როცა მიიღო ავტოკეფალია, მაშინ არც საქართველო იყო თუ არ ვცდები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 11 2009, 05:23 PM
პოსტი #102


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lch
ციტატა
რადგან ერთი ეკლესიაა, რუსებმა ქრისტიანობა რო მიიღეს, იმ დროს საერთოდ არ იყო უკრაინა...

უზუსტო გამონათქვამია.

უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები.

თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 12 2009, 09:28 PM
პოსტი #103


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



კანონისტი
ციტატა
უზუსტო გამონათქვამია.

უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები.

თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს

შეიძლება ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი, მაგრამ შენ ხომ ჩემზე კარგად ერკვი ამ საკითხში და კარგადაც უნდა იცოდე ფაქტები - როდის, რა და როგორ მოხდა, ხოდა რუსეთის სიძულვილის გამო ფაქტებზე თვალი არ უნდა დავხუჭოდ... (ესეც მიშას მომხრეობა-არმომხრეობის საკითხი ხომ არ არის smile.gif )


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 13 2009, 01:33 AM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(კანონისტი @ Mar 11 2009, 05:23 PM) *

lch

უზუსტო გამონათქვამია.

უკრაინა დიახაც არ იყო, კიევის რუსეთი იყო და დღევანდელი უკრაინელების წინაპრები.

თუ ძალიან უნდა მოსკოვს ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება, მაშინ კიევს უნდა დაექვემდებაროს

მეც მაგას ვამბობ, უკრაინას ავტოკეფალია ეკუთვნის კიარადა მისი კუთვნილებაა ისტორიულადაც და რუსეთი აქეთ უნდა ემორჩილებოდეს მას.


ერთი რამ მაინტერესებს დავით. თუ კიევის ეკლესიის ავტოკეფალიას სცნობს მსოფლიო საპატრიარქო, ითვლება თუ არა რომ რუსეთის ეკლსია სამოციქულოებრიობას დაჰკარგავს?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 13 2009, 11:25 AM
პოსტი #105


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ალექსანდრე
ციტატა
ერთი რამ მაინტერესებს დავით. თუ კიევის ეკლესიის ავტოკეფალიას სცნობს მსოფლიო საპატრიარქო, ითვლება თუ არა რომ რუსეთის ეკლსია სამოციქულოებრიობას დაჰკარგავს?

თუ აფხაზეთი არ შეიერთა, კი

lch
ციტატა
როდის, რა და როგორ მოხდა, ხოდა რუსეთის სიძულვილის გამო ფაქტებზე თვალი არ უნდა დავხუჭოდ...

რუსეთის სიძულვილი არაფერ შუაშია, თუკი რამე პატივი, პრივილეგია და სტატუსი აქვს რუსეთის ეკლესიას, ყველაფერი მჭირდო კავშირშია კიევთან. შესაბამისად ვსაუბრობ მე smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 13 2009, 02:37 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ეხლა მე და თქვენ არავინ შეგვეკითხება ცნონ თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მაგამ მე მაინც, რაგინდარა ანტიპათიით ვიყო განწყობილი რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და გარკვეული პრეტენზიები მქონდეს რუსეთის საპატრიარქოსთან, მაინც ვერ დავუჭერ მხარს ეკლესიის გაყოფა-დანაწევრებას...



--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 13 2009, 04:59 PM
პოსტი #107


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(lch @ Mar 13 2009, 02:37 PM) *

ეხლა მე და თქვენ არავინ შეგვეკითხება ცნონ თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მაგამ მე მაინც, რაგინდარა ანტიპათიით ვიყო განწყობილი რუსეთის სახელმწიფოს მიმართ და გარკვეული პრეტენზიები მქონდეს რუსეთის საპატრიარქოსთან, მაინც ვერ დავუჭერ მხარს ეკლესიის გაყოფა-დანაწევრებას...

ისტორიულად კიევის რუსეთი იყო, ამიტომ რომელ დანაწევრებაზეა საუბარი როდესაც მას ეკუთვნის ავტოკეფალია.

დიახ უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია და ვითომ რატომ არ უნდა მიენიჭოს ?

კანონისტი
ციტატა
თუ აფხაზეთი არ შეიერთა, კი

მაგიტომაა ეგრე გამწარებული? biggrin.gif

მე დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად დადგება დრო როდესაც უკრაინა მიიღებს ავტოკეფალიას. ხოლო აფხაზეთს ღმერთმა ნუ ქნას რომ რუსეთისა გახდეს. ვერ ეღირსება ვერასოდეს mad.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 14 2009, 12:43 AM
პოსტი #108


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ალექსანდრე
ციტატა
ისტორიულად კიევის რუსეთი იყო, ამიტომ რომელ დანაწევრებაზეა საუბარი როდესაც მას ეკუთვნის ავტოკეფალია.

ღმერთმანი, არ მინდა პოლემიკა!!!

კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!!


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 14 2009, 12:56 AM
პოსტი #109


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



lch
ციტატა
კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!!



და კიევის რუსეთი რუსეთს რანაირად უდრის?

გიჭირს მათემატიკა biggrin.gif

ეგ ისე იქნება, ლაზეთი საქართველოს უდრის ანუ ლაზეთსო biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 14 2009, 05:03 AM
პოსტი #110


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ავტოკეფალია ეკუთვნის ასევე მაკედონიასაც smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 14 2009, 01:18 PM
პოსტი #111


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lch
ციტატა
კიევის რუსეთი = რუსეთს, აუნუ ერთიან რუსეთს და რუსეთის საპატრიარქოს!!!

აბა მე რა დავწერე ზემოთ?

ციტატა
თუკი რამე პატივი, პრივილეგია და სტატუსი აქვს რუსეთის ეკლესიას, ყველაფერი მჭირდო კავშირშია კიევთან. შესაბამისად ვსაუბრობ მე

ერთიანი ეკლესიის საპატრიარქო კათედრა უნდა იყოს კიევში, ხოლო თუკი მოსკოვს არ სურს კიევზე დაქვემდებარება, მაშინ პირიქით, მას მოუწევს ავტოკეფალიის გამოცხადება.

სხვათა შორის, ფილარეტ დენისენკო ატარებს ტიტულს:
უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა a075.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Mar 14 2009, 07:27 PM
პოსტი #112


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



კანონიკურად არამგონია მთლად მართლები იყვნენ smile.gif


--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 15 2009, 08:56 PM
პოსტი #113


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



კანონისტი
ციტატა
ერთიანი ეკლესიის საპატრიარქო კათედრა უნდა იყოს კიევში, ხოლო თუკი მოსკოვს არ სურს კიევზე დაქვემდებარება, მაშინ პირიქით, მას მოუწევს ავტოკეფალიის გამოცხადება.

სხვათა შორის, ფილარეტ დენისენკო ატარებს ტიტულს:
უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა

ხოდა, ზოგადად რო ვთქვად კაზუსური სიტუაციაა....
მე-14 საუკუნეში, მიტროპოლიტ პეტრეს (სხვათაშორის წმინდანად არის შერაცხული) მიერ სამიტროპოლიტო ტახტი მოსკოვში იქნა გადატანილი, ეს ის პერიოდია როცა რუსეთის ეკლესია ჯერ კიდე ემორჩილება ბიზანტიის საპატრიარქოს და არც იყო ლაპარაკი ავტოეფალიაზე, ანდა საპატრიარქოზე....

ავგუსტინე
ციტატა
კანონიკურად არამგონია მთლად მართლები იყვნენ

+1


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არჩილი74
პოსტი Jun 15 2009, 02:41 PM
პოსტი #114


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 14-June 09
წევრი № 7,125



უკრაინის ეკლესიამ უნდა გამოაცხადოს ავტოკეფალია!
მიუხედავად რუსეთი აღიარებს თუ არა მის ავტოკეფალიას, ან დანარჩენი ადგილოვრივი ეკლესიები, (მათშოპრის კონსტანტინოპოლის ეკლესია) მათ ეს უნდა გააკეტონ!, საქართველოს მაგალითი გამოადგებათ გაკვეთილად, როდესაც მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილმა საერო და სასულიერო პირებმა 1917 წლის 15/25 მარტს გამოაცხადეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მიუხედავად ამისა მსოფლიო საპატრიარქომ მხოლოდ-ღა 1990 წელს გასცა აღიარების სიგელი, ასე რომ მათაც ეს გზა აქვთ გასავლელი,
ღმერთმა აღუდგინოს უკრაინელ ხალხს ეკლესიის ავტოკეფალია და აცხოვნნოს მის წიაღში ერი მათი. ამინ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jun 15 2009, 03:11 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(death @ Mar 11 2009, 03:31 PM) *

კაი ერთი რას გველაპარაკები biggrin.gif იქნებ უკრაინა რომ იყო მაშინ არ იყო ჯერ რუსეთი? biggrin.gif ერთი ეკლესია რატოა ვითომ, სკოჩითაა დაწეპებული?

რატომ არ ეკუთვნის ვითომ უკრაინას ავტოკეფალია? რახან ვალოდიას არ უნდა?

უკრანასაც ეკუთვნის ავტოკეფალია და ბელორუსიასაც.


მაგ ლოგიკით აფხაზეთი და ეს ეწ.*სამხრეთ ოსეთიც* მოითხოვს ავტოკეფალიას როგორც უკრაინა და ბელორუსია მერე რა ვქნათ მივცეთ იმათაც ავტოკეფალია?!

მიუხედავად იმისა რომ კიევის მიტროპოლიტს თავიდან ემორჩილებოდა კიევის რუსეთის ეპარქიები ის არც მეტი არც ნაკლები დაქვემდებარებული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ამდენად კიევის მიტროპოლიტს მიუხედავად გარკვეული ავტონომიისა XIV საუკუნიდან ავტოკეფალია არ ჰქონია! XV საუკუნეში კიევის სამიტროპოლიტოს გამოეყო მოსკოვის მიტროპოლიტი

ხოლო რუსეთმა უფრო სწორედ სრულიად რუსეთმა როდესაც ავტოკეფალია მიიღო 1589 წელს და იქვე პატრიარქის ტიტული რუსეთის ეკლესიის მეთაურზე, ეს ყველაფერი მიიღო მოსკოვის მიტროპოლიტმა და არა კიევისამ 1589 წლის 26 იანვარს არჩევნების გზით.
ხოლო 1678 წელს კიევის მიტროპოლიტი დაექვემდებარა მოსკოვის პატრიარქს რის შემდეგაც ყველა ძველი კიევის-რუსის მიწა მოსკოვის პატრიარქს ემორჩილებოდა.

ასე რომ იქიდან მოყოლებული მოსკოვის მიტროპოლიტის უფლებაა იყოს სრულიად რუსეთის პატრიარქი და არა კიევისა ასე რმ თუ უკრაინას გამოყოფა უნდა ეს სქიზმაა და მეტი არაფერი, რადგან როგორც ზემოთ ვაჩვენე პატრიარქობა ეკუთვნის მოსკოვს და არა კიევს. კიევს როდესაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა რუსთა სახელმწიფოში ის ემორჩილებოდა კოსტანტინოპოს ხოლო კოსტანტინოპოლმა როგორც უკვე ვთქვი თავად დაუმორჩილა 1588/9 წელს ყველაფერი მოსკოვს სცნო რა მასზე პატრიარქის ტიტულიდა ავტოკეფალია! ამიტომაც არის რომ უკრაინის ეკლესის ავტოკეფალიას დღემდე არ სცნობენ.

ასე რომ რახანაც რუსეთი პოლიტიკა და მთავრობა არ მოგვწონს ამის გამო მათ სულიერებას შევეხოთ, არ არის გამართლებული.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Jun 17 2009, 01:39 AM
პოსტი #116


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
სრულიად რუსეთმა როდესაც ავტოკეფალია მიიღო 1589 წელს და იქვე პატრიარქის ტიტული რუსეთის ეკლესიის მეთაურზე, ეს ყველაფერი მიიღო მოსკოვის მიტროპოლიტმა

დიახ... მანამდე კი მე-14 საუკუნის დასაწყისში სრულიად რუსეთის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ (მიიცვალა 1326 წელს, შერაცხულია წმ.) სამიტროპოლიტო ტახტი ვლადიმირიდან მოსკოვში იქნა გადატანილი, ამ პერიოდში რუსეთის ეკლესია ბიზანტიის პატრიარქს ექვემდებარებოდა...

და არ ეკუთვნის უკრაინას ცალკე ავტოკეფალია...

რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო ეკლესიის გახლეჩვას ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 18 2009, 12:54 AM
პოსტი #117


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

რუსეთის მთავრობისა და პოლიტიკისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების გამო ეკლესიის გახლეჩვას ნამდვილად ვერ დავუჭერ მხარს...

ყოჩაღ იჩ smile.gif საკითხი მძიმეა და ასე უცებ ვერ გადავწყვეტთ, მიდგომა მომეწონა შენგან smile.gif დანარჩენზე თავს ვიკავებ სიკვდილაც სწორია და თქვენც... ძნელია.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 18 2009, 08:41 PM
პოსტი #118


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გახსოვთ, რომ გაგვიკვირდა პროტესტანტების მაღალი რიცხვი უკრაინაში? მგონი არც ისე გასაკვირია, რადგან 2 უკრაინელი გავიცანი აქ ახლოს და 2-ვე პროტესტანტია (1 ლუთერანი, 1 "სიცოცხლის სიტყვის" ეკლესიიდან)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Jun 18 2009, 10:02 PM
პოსტი #119


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



KAIROS
ეჰ, შენ ხუმრობ და ...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 18 2009, 11:31 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მე როგორც ვიცი ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადებას მსოფლიო საეკლესიო კრების დადასტურება ჭირდება. საქართველოს ჰქონდა ასეთი დადასტურება და უბრალოდ დაუბრუნეს უკანონოდ წართმეული


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 09:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი