სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Murzayani |
Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 |
ღმერთზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. წმ. იოანე ოქროპირი გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია) რწმენასა და ურწმუნოებაზე არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
Murzayani მამათა გამონათქვამები Mar 5 2007, 09:08 PM
marine "თავის დამუნათებ... Jun 18 2020, 07:03 PM
marine "სამსჯავროს დღეს ... Jun 19 2020, 07:27 PM
marine "ნურც ისეთი ჰუმან... Jun 19 2020, 07:52 PM
marine "ბევრ ადამიანს სწ... Jun 20 2020, 10:11 PM
marine " - დაისჯება თუ არა... Jun 22 2020, 07:31 PM
marine "- ვალის აღება შეი... Jun 22 2020, 08:08 PM
marine "ქურდებისაგან რა... Jun 23 2020, 09:21 PM
marine "ქრისტიანობის დი... Jun 26 2020, 11:02 PM
marine «ნუ ღელავთ თქვენს ს... Jun 27 2020, 09:41 PM
marine "არ დაუჯერო სიყვა... Jun 28 2020, 01:58 PM
marine «ნუ ღელავთ თქვენს ს... Jun 30 2020, 07:13 PM
marine "ჩვენი დროისათვი... Jul 1 2020, 07:59 PM
marine "ნუ იქნები ორპირი... Jul 1 2020, 08:10 PM
marine "იმას, რასაც ძალი... Jul 3 2020, 08:05 PM
marine "კარგი სახელის მო... Jul 5 2020, 06:22 PM
marine "სადაც ღირებულებ... Jul 5 2020, 06:56 PM
marine "ყველას თავისი ამ... Jul 6 2020, 07:33 PM
marine "წარმატება, ბედნი... Jul 8 2020, 07:27 PM
marine "მარტო რომ არ დარ... Jul 8 2020, 10:58 PM
marine "ვისი სურვილიც არ... Jul 9 2020, 12:21 PM
marine "ნიღბების მორგებ... Jul 14 2020, 11:41 AM
marine "ყველას აქვს მისი... Jul 16 2020, 11:17 AM
marine "- რამდენად მართე... Jul 17 2020, 07:40 PM
marine "როცა გულში ღმერთ... Jul 18 2020, 08:15 PM
marine "თუ საზოგადოებრი... Jul 23 2020, 07:33 PM
marine "ყველაზე ახლოს სა... Jul 28 2020, 09:49 PM
marine "ქრისტე რომ გამოჩ... Jul 31 2020, 08:39 PM
marine "ურთიერთობები მა... Aug 7 2020, 12:11 PM
marine "ღმერთთან კავშირ... Aug 10 2020, 12:51 PM
marine "თუ დილა გათენდა, ... Aug 17 2020, 11:38 AM
marine "თუ იესოსთან კავშ... Aug 22 2020, 11:09 AM
marine "ღვთის ნება - სამო... Aug 27 2020, 09:49 PM
marine "ნუ ვისურვებთ, მო... Aug 28 2020, 08:31 PM
marine "დღე, რომელიც თენ... Sep 14 2020, 08:49 PM
marine "ღმერთს გარეთ ვერ... Sep 22 2020, 11:01 AM
marine "თუ მშვიდად ავიტა... Sep 30 2020, 07:51 PM
marine "ეჭვიანი სიმშვიდ... Oct 13 2020, 08:05 PM
marine "რასაც სხვისთვის ... Oct 25 2020, 02:26 PM
marine "ყველაზე მძიმე სა... Nov 7 2020, 10:40 PM
marine "ყველა მარტოა, ვი... Nov 10 2020, 10:19 PM
marine "როდესაც რაიმე ღმ... Nov 16 2020, 07:54 PM
marine "ყველაფერი სასიკ... Nov 16 2020, 09:55 PM
marine "წმინდა მამები ხშ... Nov 18 2020, 08:30 PM
marine "დაჟინებით ეძიე ღ... Nov 24 2020, 08:31 PM
marine "მუდამ გვახსოვდე... Nov 30 2020, 02:18 PM
marine "გარემო სასიკეთო... Dec 3 2020, 02:05 PM
marine "ყველაფერი იმაზე ... Dec 4 2020, 09:19 PM
marine "არსებობს ხუთი სა... Dec 11 2020, 02:23 PM
marine "რას ნიშნავს კურთ... Dec 11 2020, 06:43 PM
marine "ყველა საბრალოა, ... Dec 13 2020, 08:11 PM
marine "თუკი საკუთარი თა... Dec 13 2020, 10:26 PM
marine "ის, რაც უმთავრეს... Dec 14 2020, 02:16 PM
marine "ყველა დაძაბულობ... Dec 31 2020, 01:32 PM
marine "ქრისტე მონანულე... Feb 2 2021, 10:12 PM
marine "ყველაზე საინტერ... Feb 16 2021, 09:27 PM
marine "უმეტესად ის ადამ... Feb 23 2021, 09:16 PM
marine "გაქვს კია სინამდ... Mar 3 2021, 08:30 PM
marine "აზრი შეიძლება იყ... Mar 11 2021, 09:58 PM
marine "ფიქრი დაუთმე მხო... Mar 11 2021, 10:13 PM
marine "სხვასთან ჯიბრი კ... Mar 22 2021, 10:04 PM
marine "მიენდე ღმერთს, ი... Mar 28 2021, 09:17 PM
marine არ აქვს ფასი შენს ვ... Apr 7 2021, 08:36 PM
marine "თუკი სულის რომელ... Apr 15 2021, 08:29 PM
marine "სიტყვით იმაზე მე... Apr 29 2021, 05:53 PM
marine "შეეცადეთ, ჰკითხო... May 8 2021, 05:55 PM
marine "რაც არ უნდა მეტი ... May 12 2021, 11:06 PM
marine "სხვის მიერ ლამაზ... May 16 2021, 10:28 PM
marine "საღამოს მთელი გუ... Jun 15 2021, 10:29 PM
marine "ნუ აქცევ ყურადღე... Jun 19 2021, 09:32 PM
marine "შევიწყალებ, ვისა... Jul 5 2021, 02:15 PM
marine "არავინ იცის, ვინ ... Jul 9 2021, 10:20 PM
marine "რაც არ უნდა გაგი... Jul 27 2021, 08:50 PM
marine თუ თქვენზე ჭორები ... Sep 3 2021, 10:24 PM
marine "გსურს თუ არა ღვთ... Oct 19 2021, 08:05 PM
marine სხვისი ცუდად ყოფნა... Nov 30 2021, 07:34 PM
marine ერთმა ღიმილმა შეიძ... Dec 27 2021, 09:24 PM
marine "რასაც სხვისთვის ... Jan 17 2022, 09:35 PM
marine "როცა გცივა, ცდილ... Feb 14 2022, 08:30 PM
marine "ცოტას თუ ახსოვს, ... Feb 15 2022, 05:28 PM
marine "ორშაბათის მიჯნა... Feb 16 2022, 02:24 PM
marine "წმინდა მამები მი... Feb 16 2022, 03:13 PM
marine "მანკიერება საყვ... Feb 18 2022, 09:17 PM
marine "თუ ადამიანს პატი... Feb 25 2022, 08:21 PM
marine "ვინც არ მიენდობა... Mar 6 2022, 01:26 PM
marine არავის აქვს უფლება... May 11 2022, 09:18 PM
marine "მუდამ უნდა გვახს... Jul 30 2022, 01:19 PM
marine "როცა ადამიანი სრ... Sep 22 2022, 09:53 PM
marine "სულიერად წარმატ... Sep 30 2022, 08:14 PM
marine "კრიტიკა წამალივ... Mar 3 2023, 10:09 PM
marine "ღმერთი ჩვენს სურ... Aug 6 2023, 05:11 PM
marine "ჭეშმარიტად, უფალ... Aug 9 2023, 05:05 PM
marine "ასეთი რამ შემემთ... Aug 9 2023, 07:50 PM
marine "ძმებო, ნურასოდეს... Oct 31 2023, 08:21 PM
marine "სიფხიზლეს ადამი... Nov 7 2023, 06:55 PM
marine "ხშირად შევახსენ... Feb 1 2024, 07:39 PM
marine "ვისაც აქვს, მას მ... Feb 3 2024, 05:24 PM
marine "მამა ეფრემი [არი... Feb 12 2024, 08:47 PM
marine "ეკლესიამ განსაზ... Feb 26 2024, 01:23 PM
marine "დროდადრო სიხარუ... Mar 3 2024, 07:42 PM
marine "იმისათვის, რომ ც... Mar 31 2024, 06:25 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st March 2026 - 12:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი