IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ბასილ კობახიძის "საბოლოო მიმართვა"
მნათე
პოსტი Mar 7 2007, 02:01 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა დეკანოზი ბასილ კობახიძის, მიმართვის ტექსტი [შეკვეცილი]-კომენტარები, თქვენთვის მომინდია sad.gif sad.gif sad.gif გული მწყდება...

საბოლოო მიმართვის ტექსტი

IPB-ს სურათი


"თქვენო უწმინდესობავ, 2006 წლის 26 დეკემბერს გამოგიგზავნეთ მიმართვა, რომელშიც გავაპროტესტე საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული სიტუაცია, თქვენი პრორუსული ორიენტაცია და თქვენ მიერ ჩემ მიმართ განხორცხიელებული მრავალწლიანი დევნა. კატეგორიულად მოვითხოვე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის კრების მოწვევა ჩემი საკითხის განსახილველად და ამ კრებაზე ჩემი ოფიციალური გამოძახება, რათა მომცემოდა წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

თქვენ, როგორც ყოველთვის, ჩვენ მიმართვას არავითარი, ყურადღება არ მიაქციეთ. პირიქით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საპატრიარქო პრესცენტრის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ცხოვრებაძემ, რომელიც წარმატებით ასრულებს ჰებელსის ფუნქციას თქვენს ადმინისტრაციაში, საპატრიარქოს ნაცისტური რადიო "ივერიის" ეთერით კვლავ მომაყენა პიროვნული შეურაცხყოფა...

მთელმა ეკლესიამ იცის, რომ უკვე გადმოგეცათ შესაბამისი შენობა ვაკეში, სადაც საპატრიარქოს უნივერსიტეტს განათავსებთ. ეს ნიშნავს რომ გაჩნდება შავრაზმულ=ექსტრემისტული იდეოლოგიის კიდევ ერთი ბუნაგი. რომელიც ზომბირებულ სტუდენტებსაც ადვილად გამოიყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაციებისთვის საქართველოში

...მთელმა ეკლესიამ იცის რომ უახლოვეს მომავალში, წმინდა სინოდის ერთ-ერთ კრებაზე, აპირებთ საპატრიარქო თანამოსაყდრედ გამოაცხადოთ თქვენი ძმისშვილი მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი. ცხადია, თქვენი მონამორჩილი ეპისკოპოსები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას.

ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძმიშვილი ავტომატიურად გახდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქი.

მთელმა ეკლესიამ იცის მაგრამ საუბედუროდ დუმს. იძულებული ვარ, გამოვიყენო პროტესტის ის უკანასკნელი ფორმა რომელიც დამრჩა.

თქვენო უწმინდესობავ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, გიცხადებთ, რომ პროტესტის ნიშნად მე თვითონ ვტოვებ საეკლესიო მსახურებას, უარს ვამბობ სასულიერო პირობაზე და დღეიდან ერისკაცი გახლავართ.

მცხეთა-თბილისი ეპარქიის დეკანოზი, ბასილ კობახიძე.

28 თებერვალი, 2007წ., თბილისი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 7 2007, 11:15 AM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ბასილ კობახიძე სამაგალითო უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც კი დიდი საეკლესიო განათლება აქვს, რომ იზრუნოს სულიერების აღორძინებაზეც

ბასილ კობახიძე უწმიდესის სტიქაროსანი იყო, თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. საზღვარგარეთ მიიღო საეკლესიო განათლება და იყო კანონიკური სამართლის პირველი სპეციალისტი საქართველოში.

უწმიდესმა იგი უნივერსიტეტის წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. წლების მანძილზე იყო საპატრიარქოს მდივანი

მისი სამართლებრივი ზედამხედველობით იქმნებოდა საპატრიარქოსა და წმ. სინოდის დოკუმენტები, საქართველოს ეკლესიის მოქმედი დებულებაც მისი ავტორობითაა შექმნილი

განსაკუთრებით 1997 წელს აქტიურობდა. იხსენებენ როგორ სიყვარულით იცავდა უწმიდესს გარეშემოტევებისაგან...

"ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ, არამედ მე არასადა დავბრკოლდე.
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.
ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი იტყოდეს..." (მკ. 14:29-31)

მაცხოვრის აი ეს სიტყვები ყველას გვეხება......


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2007, 01:10 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვფიქრობ, მნათეს ეს თემა არ უნდა გაეხსნა!

ერთადერთი აქ რაც შეიძლება დადებითი გამოითქვას ამ საკითხთან დაკავშირებით არის "საწყენია", მეტს ვერც ვერაფერს ვიტყვით, ან განვიკითხავთ ან ფეხებზე "დავიკიდებთ" ( ვეშაპო, არ უნდა გეთქვა) ...

ნუ ახლა კანონისტის შედარება ძალიან უადგილოა, ისევე როგორც გუჯიკოს კონფლიქტი მოდერებთან, თუმცა იდეაში გუჯა მართალია, კობახიძე იყო ჩემთვის ერთერთი ყველაზე განათლებული ლექტორი, პროგრესულად მოაზროვნე და მოშურნე მისიონერი, სამწუხაროდ ფანატიზმთან წინააღმდეგ მისმა ბრძოლამ უკიდურესი ფორმა მიიღო, რაც არა მარტო მას დააზიანებს, არამედ ის დააკლდება, როგორც მოძღვარი და მეცნიერი ყველას ვინც მას იცნობდა, ღმერთმა გაუნათოს გონება და მისცეს სინანული, ესეთი ხალხის დაკარგვა ძალიან დასანანია!

გულისტკივილით,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 04:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი