სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 10 2024, 08:49 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც ცეცხლის ალი ქვევით ვერ გაჩერდება და ყოველთვის ზევით მიიწევს, განსაკუთრებით, თუ გახურებეულ ნაკვერჩხალს აურევ, ასევე, პატივმოყვარის გული ვერ დამდაბლდება; და თუ მას მისთვის რამე სასარგებლოს ეტყვი, კიდევ უფრო გამედიდურდება. ხოლო, როდესაც ამხელენ და შეაგონბენ, ამაზე მწვავედ რეაგირებს, წინააღმდეგობს; შექებისა და წახალისების შემთხვევაში კი მყისვე ცუდმედიდობას ეძლევა"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 19 2024, 06:56 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რწმუნებული ი. ჟდანოვი, მასთან ერთად კი ა. იარანსკი მეუფეს [წმ. ლუკა ვოინო-იასაენეცკი] ახასიათებენ, როგორც პატივმოყვარესა და ამპარტავანს. მაგრამ წმიდა მამის ცხოვრება ადასტურებს, რომ პატივმოყვარე ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ძალა და მსახურება საკუთარი თავის სრული უარყოფითა და თავგანწირვით მოყვასის მსახურებას შეალია. ამპარტავანი ვერ იქნებოდა ქირურგი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღვთის ტანჯული ქმნილება იყო, რომელსაც მისი დამხარება ესაჭიროებოდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Mar 31 2024, 07:41 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლოცვა - შინაგანი ცხოვრებაა, ხოლო პატივმოყვარეობა - თეატრალურობა, გარეგნული ცხოვრება, ადამიანებისთვის ცხოვრება. ლოცვა - ეს შინაგანი, უხილავი და ადამიანის პიროვნების ყოფიერების ყველაზე მძლავრი ფაქტორია; შეიძლება ასე ითქვას: ლოცვა - ეს ღერძია პიროვნებისა, პატივმოყვარეობა კი სახეს ნიღბით ცვლის და თვით ლოცვას წარმოდგენად აქცევს. პატივმოყვარეობა - ეს არტისტია სიწმინდისა, მას არ შეუძლია თავისი გონებით თავისივე გულში ჰგიებდეს, ის ეწევა როლების განუწყვეტელ რეპეტირებას, რომლებსაც ადამიანების წინაშე ითამაშებს, მათ შორის მლოცველის როლსაც. პატივმოყვარე თავისი ლოცვის მნიშვნელოვნობასა და ძალაზე დაიწყებს მინიშნებას, თხრობას არაჩვეულებრივ შემთხვევებსა და სასწაულებზეც კი, რომლებიც მისი ლოცვის დროს ხდება. როცა პატივმოყვარე ხალხის გარემოცვაში იმყოფება, მაშინ ის მზადაა საათობით ილოცოს, რათა ღვთისმოსაობისათვის ტაში დაიმსახუროს. პატივმოყვარეობის ვნება მას ლოცვისათვის დემონურ ძალას აძლევს, ხოლო როცა ის მარტო რჩება თავის თავთან, ლოცვის სურვილი უქრება. პატივმოყვარე არ ლოცულობს, ის ლოცვობანას თამაშობს, ამიტომ მისი ლოცვა უსულგულო და თავალთმაქცური ხდება. პატივმოყვარეობა თანდათანობით სიამაყეში გადადის. ამაყი ღვთის შემწეობის საჭიროებას არ გძნობს, მას მიაჩნია, რომ მისი პირადი სრულყოფილებაც საკმარისია იმისათვის, რომ სახარება აღასრულოს და აღემატოს კიდეც მას. ამაყი თავისი თავისთვის ღმერთი ხდება, ამიტომ ლოცვა ან საერთოდ ქრება, ან მის დროს აღარ არის კრძალულება. ის საუბრობს ღმერთთან, როგორც თავის სწორთან"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 4 2024, 07:16 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სწორედ ამაში, ანუ მექრთამეობაშია გამოხატული თქვენი ურჩობა ცხონებისადმი; და ამიტომაც ახლა წარმოგიდგენთ თქვენი ურჩობის მთავარ არსს, ესაა: 1. სიამაყე, 2. ყოყოჩობა და 3. პატივმოყვარეობა (ანუ ყველაფერი ის, რაც აღვიძებს ადამიანში მექრთამეობას და ამით ადამიანი იქცევა საკუთარი თავის მტრად და მისი ბოროტების მოკავშირედ)".
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 13 2024, 07:06 PM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უარვყოთ დიდებისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა! ნუ გამოვედევნებით პატივსა და ხარისხებს, მათ მოსაპოვლებლად ნუ გამოვიყენებთ აკრძალულსა და დამამცირებელ ხერხებს, რომლებსაც თან ერთვის ფეხქვეშ გათელვა ღვთის რჯულის, სინდისის და მოყვასის სიკეთეებისა. ასეთ ხერხებს უმეტესად მიწიერი სიმაღლის მოსაპოვებლად იყენებენ მისი მაძიებელები. პატივმოყვარეობით სნეულსა და გატაცებულს, ადამიანური დიდების გაუმაძღარ მაძიებელს ქრისტეს რწმენა არ შეუძლია: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქვენ რწმუნებად", უთხრა ქრისტემ თავის თანამედროვე პატივმოყვარეებს, "რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისასა არა ეძიებთ?"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Dec 4 2024, 08:30 PM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატივმოყვარეობა - სულის სენია. იგი მათ ეუფლება, ვინც დაკარგა უფლის შიში ან - არ მოიხვეჭა იგი. სიცოცხლის წიგნში სწერია: "სიბრძნის დასაბამი - უფლის შიშია". ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს - საკუთარ თავზე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 26 2025, 08:39 PM
პოსტი
#47
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატივმოყვარეობას ადამიანი სიამაყემდე მიჰყავს, როცა მას სხვებს ამჯობინებენ, და ავისხსენებამდე, როცა მას არად აგდებენ"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 29 2025, 07:34 PM
პოსტი
#48
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ გინდა მოერიო პატივმოყვარეობას, ნუ გივყარს თავის ქება, პატივის მიღება, კარგი ჩასაცმელი, პირველობა (უპირატესობის გრძნობა), არამედ პირიქით, გაგიხარდეს, თუ გაგკიცხავენ და სახელს გაგიტეხენ, ცილს დაგწამებენ; მუდმივად დაასაყვედურე შენი თავი და იფიქრე, რომ ყველაზე ცოდვილი ხარ"
/წმ. ეფრემ ასური/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 31 2025, 05:56 PM
პოსტი
#49
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მრისხანე და სასტიკია პატივმოყვარეობის სენი. "პატივმოყვარე ადამიანი, ქრისტიანი გარეგნულად ცნობს უფალს, მაგრამ უფრო მეტად ცდილობს ადამიანებს აამოს, ვიდრე ღმერთს" - ამბობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 1 2025, 02:52 PM
პოსტი
#50
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატივმოყვარეობის საზღაური, რომელსაც ჩვეულებრივად თან ახლავს მრისხანება - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ნერვულ-ფსიქიკური აშლილობები (ნევროზები, მანიაკალური მდგომარეობა)"
/ექიმი-ფსიქოთერაპევტი ნიკოლოზ ლაიშა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 3 2026, 07:36 PM
პოსტი
#51
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბრძენთაბრძენს სამყაროს შემოქმედზე საუბრის წყურვილი ჰკლავს, ხოლო პატივმოყვარეს - საკუთარ თავზე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 4 2026, 03:27 PM
პოსტი
#52
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც ადამიანი შინაგან სიცარიელეს განიცდის, ამის მიზეზი, წმ. პაისი მთაწმინდელის აზრით, პატივმოყვარეობაში უნდა ვეძებოთ: "როდესაც ვცდილობთ, ავმაღლდეთ ადამიანის თვალში, შინაგან სიცარიელეს მაშინ განვიცდით. ქრისტე ხომ სიცარიელეში არ მოდის, არამედ განახლებული კაცის გულში. სამწუხაროდ, სულიერი ცხოვრების მქონე ადამიანები სათნოებათა მოხვეჭას კი ცდილობენ, მაგრამ ამვე დროს სურთ, ჰქონდეთ რაღაც ისეთი, რითაც მათი პატივმოყვარეობა ისაზრდოებს: საზოგადოებრივი აღიარება, პრივილეგიები და ა. შ. ამგვარად მათ სულებში სიცარიელე ისადგურებს, სიცარიელე პატივმოყვარეობისა! არ არის ისეთი სისრულე, არ არის სიხარული გულისა! და რაც უფრო იზრდება პატივმოყვარეობა მათ გულებში, მით მეტად იტანჯებიან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 6 2026, 03:47 PM
პოსტი
#53
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლების თანახმად, პატივმოყვარე ადამიანში ღრმადაა ჩანერგილი ვნება: თავისი თავი განასხვავოს ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიპყროს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობის ნდობა მოიპოვოს. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არა მხოლოდ სულიერი და ხორციელი ნიჭებით მართლაცდა დაჯილდოებული ადამიანები, არამედ თვით უნიჭო და არაფრით გამორჩეული პირებიც კი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლად გამოჩნდებიან, - ამბობს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2026 - 02:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი