![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#21
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ისმაიტელთა დედოფალი უშვილო იყო. მან ღირს მამას [სვიმეონ მესვეტე, უფროსი] წერილი გაუგზავნა. ევედრებოდა, მისთვის ელოცა, რადგან სწამდა, რომ ღმერთი შეისმენდა წმინდანის ლოცვას და ქალს შვილი შეეძინებოდა.
ასეც მოხდა: დედოფალმა ვაჟი გააჩინა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#22
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"2004 წლის მაისში ჩვენი მოძღვრის, ტროიცე-სერგიევის ლავრის მღვდელ-მონაზონ ვარლაამის კურთხევით გავემგზავრეთ პოკროვსკის მონასტერში, რათა მოგველოცა ნეტარი მატრონას წმიდა ნაწილები. ჩვენს შვილებს - იულიას და ალექსეის დიდხანს არ ჰყავდათ შვილები (10 წელი იყო გასული მათი დაქორწინებიდან). რამდენი მწუხარება და ლოცვა იყო გავლილი, რამდენი ცრემლი დაღვრილი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდანების ხატების წინაშე.
და აი, 2005 წლის 30 აპრილს ჩვენ შეგვეძინა გოგონა, რომელსაც კატენკა ვუწოდეთ, წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს პატივის ნიშნად. ჩვენ გვწამს, რომ ეს მოხდა დედა მატრონას ლოცვებითა და უფლის მოწყალებით, 2004 წლის ივნისში იულიამ და ალექსეიმ ასევე მოილოცეს სინას მთაზე წმ. ეკატერინეს წმიდა ნაწილები. ჩვენ ყველანი ვმადლობთ ნეტარ დედა მატრონას ჩვენ ცოდვილთა მეოხებისთვის და გვჯერა, რომ სწორედ ის დაგვეხმარა. აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიამ ბავშვის დაბადების დღედ 2 მაისი დაგვისახელა - წმიდა მატრონას ხსენების დღე. დიდება უფალს, წმიდათა შორის საკვირველს!" /ნინა და ანატოლი, სანქტ-პეტერბურგი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#23
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩემთვის ღირსი სერაფიმე საროველი -ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წმინდანია. მის სასწაულებრივ შეწევნას მე ვგრძნობ ჩემს თავზე ყოველ ჯერზე, როცა მას ლოცვით მივმართავ.
ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა შვილი. თითქოს ოჯახური ცხოვრებაც დაძაბული იყო. 2012 წელს ჩვენ მოვილოცეთ დივეევო; გვახლდა ჩემი სიდედრიც, რომელმაც მაშინ არაეკლესიური ადამიანი იყო. და აი, ჩვენ მოვილოცეთ ყველა წმიდა ადგილი, ჩავედით ყველა წმიდა წყაროში, ვემთხვიეთ წმიდა სერაფიმეს წმიდა ნაწილებს და მოხდა სასწაული: გავიდა ერთი თვე და ჩემი ცოლი ფეხმძიმედ დარჩა. ახლა ჩვენ გვყავს გოგონა ნასტინკა - ჯანმრთელი ბავშვი. მე ვაგრძელებ დივეევოში მომლოცველობას ჯერ-ჯერობით მარტო, მომლოცველობით ჯგუფებთან ერთად ავტობუსით, რადგან ცოლს ჯერ ჩვილის გამო არ შეუძლია. მაგრამ როცა ნასტინკა გაიზრდება, ჩვენ აუცილებლად მოვილოცავთ დივეევოს მთელი ოჯახით. აი, ასეთია ჩვენი ღირსი მამა სერაფიმ საროველი - უდიდესი სასწაულთმოქმედი. ღმერთმა ყველას უშველოს!" /მონა ღვთისა ვლადიმერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გვიამბობს ერთი მომლოცველთაგანი: "მე და ჩემი ცოლი დავქორწინდით 1989 წელს და წლების მანძილზე შვილი არ გვყავდა. მრავალ ექიმთან ვიყავით, მაგრამ უშედეგოდ.
1993 წლის გაზაფხულზე მამა პაისთან [ათონელი] მივედით. ბევრი ადამიანი ელოდებოდა. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და მიზეზი მკითხა: ვუამბე ჩემი პრობლემა, მან კი მიპასუხა: "მოითმინე შვილო ჩემო, შენი ცოლი გააჩენს შვილს". სული დამიმშვიდდა და ისე წამოვედი, მეგონა ვფრინავდი. მამა პისის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩემი ცოლი დაფეხმძიმდა და ახლა გვყავს სტელა, დიმიტრა და ვასილი-პაისი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#25
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაქსიმე აღმსარებელი განკურნების მადლს სიყვარულის თანამდევად მიიჩნევდა. ამგვარ მადლს ატარებდა მამა პაისი [ათონელი]. კურნავდა სნეულებს: სიმსივნით, ლეიკემიით, გულით დაავადებულებს, უსინათლოებს, უნაყოფო ქალებს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#26
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ქალბატონი ანასტანისია დ.: "ბავშვი არ მიჩნდებოდა, დედობა კი ძალიან მინდოდა. მამა პაისისა [ათონელი] და მისი ლოცვების შესახებ გაგებული მქონდა. 1989 წლის გაზაფხულზე სუროტიში იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში მივედი. მას, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი ელოდებოდა. მამა პაისმა თქვა, რომ ცალ-ცალკე აღარ მიიღებდა ადამიანებს, მხოლოდ ლოცვა-კურთხევას მისცემდა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა და მასთან საუბარი. ერთ მონაზონს ვთხოვე ცოტა ხნით შევეშვი მამა პაისთან, დიდხანს არ შევაწუხებ მეთქი. მონაზონმა შემიყვანა მასთან. დამინახა თუ არა მამა პაისმა, მითხრა: "დატოვე წერილი შენი თხოვნით და ვილოცებ შენთვის. გეყოლება ბავშვი. ორი-სამი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი და გამიჩნდა შვილი - არსენი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთ კაცს შვილები არ ჰყავს, მაგრამ, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა, მეზობელი სახლებიდან ბავშვები გამოცვივდნენ და უდიდესი სიყვარულით გარს შემოერტყნენ. სამსახურში წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ხედავთ?! ღმერთმა ამ ადამიანს არ მისცა საკუთარი შვილები, მაგრამ მისცა კურთხევა და მეზობლის ბავშვებს ის საკუთარი მამასავით უყვართ, ის კი მათ თავისებურად - სულიერად ეხმარება. ღვთის სამართალი ხომ უფსკრულია!
სხვა შემთხვევაში ღმერთი მეუღლეებს შვილს იმისთვის არ აძლევს, რომ მათ ობოლი იშვილონ". /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#28
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არიან ისეთი ცოლ-ქმრული წყვილები, რომელთაც სურთ, რომ სასწრაფოდ ყავდეთ შვილი, მაშინათვე, როგორც კი დაქორწინდებიან. მაგრამ, თუკი ბავშვის გაჩენა ყოვნდება, ეს უდიდესი შეშფოთებისა და მღელვარების მიზეზი ხდება. შვილს როგორ გააჩენ, როდესაც თავად ისინი მღელვარებითა და სულიერი შფოთით არიან აღსავსენი?! ისინი მაშინ შეძლებენ შვილის ყოლას, როდესაც ამ შფოთსა და სულიერ მღელვარებას განდევნიან და საკუთარ ცხოვრებას სწორ სულიერ კალაპოტში წარმართავენ.
ზოგჯერ ღმერთი განგებ აყოვნებს და რომელიმე ცოლ-ქმრულ წყვილს შვილს ქორწინებისთანავე არ აძლევს. აბა უყურეთ: განა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებს წმიდა იოაკიმესა და ნას და წმიდა ზაქარიასა და ელისაბედს შვილები სიბერეში არ მისცა?! რათა ამით კაცთა მოდგმის ცხონების უდიდესი საქმე აღესრულებინა. მეუღლეები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რომ თავიანთ ცხოვრებაში ღვთის ნების მიღება შეძლონ. ღმერთი არ ტოვებს ამ ადამიანს, ვინც საკუთარ თავს სრული მინდობით გადასცემს მის ხელს. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ რამდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის ღმერთი! რაოდენი სიყვარულითა და სიუხვით გვანიჭებს იგი ყველაფერს! განა არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთება ღმერთს არ შეუძლია?! ერთ ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავდა, მაგრამ შვილებმა ოჯახები შექმნეს და მშობლების სახლი დატოვეს, დედა და მამა მარტონი დარჩნენ. მაშინ მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთი შვილი ჰყოლოდათ, რომ ის სიბერეში მათ გვერდით ყოფილიყო. ქალი უკვე იმ ასაკში იყო, როდესაც დაორსულება შეუძლებელია და ადამიანური თვალსაზრისით მათ სურვილს აღსრულება არ ეწერა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად მეუღლეებს ღვთის უდიდესი იმედი ჰქონდათ. და მართლაც შეეძინათ ვაჟი, რომელიც მათი სიბერის ნუგეშინისცემელი გახდა. მათ ისიც ფეხზე დააყენეს და საზოგადოებაში გამოიყვანეს. ბავშვების შობა მხოლოდ ადამიანზე როდია დამოკიდებული. ამას ღმერთი განაგებს. როდესაც დაინახავს, რომ ცოლ-ქმარმა, რომელსაც ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, უდიდესი სიმდაბლე მოიპოვა, არა მარტო შვილს მისცემს ამ ადამიანებს, არამედ, მრავალშვილიანობითაც დააჯილდოებს მათ. მაგრამ, თუკი იგი ცოლ-ქმარში გულციობასა და ეგოიზმს ხედავს, მათ სურვილს არ აღასრულებს, რადგანაც თუკი შეიბრალებს და შვილებს მისცემს, ისინი მათაც იმავე გულცივობასა და ეგოიზმს ჩაუნერგავენ. მეუღლეებმა სრულად უნდა მიანდონ ღმერთს საკუთარი თავი. მათ უნდა თქვან: "ღმერთო ჩემო, შენ ჩვენს სასიკეთოდ ზრუნავ, "იყავნ ნება შენი". მათ ვედრებას მხოლოდ ამ შემთხვევაში აღასრულებს ღმერთი. ღვთის ნება ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება, როდესაც ვამბობთ: "იყავნ ნება შენი". და სრული მინდობით საკუთარ თავს ღვთის ხელს გადავცემთ. მაგარმ, თუმცა ჩვენ ვამბობთ: "იყავნ ნება შენი", ამავდოულად ჩვენს საკუთარ ნებაზე ვდგავართ. აბა ასეთ ვითარებაში რის გაკეთებას შეძლებს ღმერთი ჩვენთვის?!" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ამ სასწაულმა ოდესღაც მთელი საბერძნეთი შეძრა. უნდა ითქვას რომ, მაშინ ყველაზე ძლიერი ათეისტებიც კი ერთხმად აღიარებდნენ უფლის სასწაულს და მის უდიდეს ძალას.
ერთი ღარიბი და უქონელი ქალბატონი ეკლესიაში მივიდა. იმ დღეს წმინდა იაკობის დღესასწაულს აღნიშნავდა ქრისტიანული სამყარო. ქალი მოკრძალებით მიეახლა წმინდანის ხატს, ხელიდან ქორწინების ბეჭედი წაიძრო და ხატის წინ დადო: - მე ერთი უღარიბესი ქალი ვარ, ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია უკეთესი შენ რომ გეკადრებოდეს დიდო წმინდანო. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, მინდა, შვილი შემეძინოს. უკვე წლებია ვცდილობ დაფეხმძიმებას, მაგრამ ამაოდ. არადა ჩემი ყველა დიდი ოცნება დედობა გახლავთ. ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ქალი დაფეხმძიმდა. გახარებული, ისევ წავიდა ეკლესიაში წმინდა იაკობისთვის მადლობის სათქმელად. ექიმები, რომლებმაც ქალს უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, უბრალოდ ხელებს სწევდნენ მაღლა. - ეს არის დაუჯერებელი. ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია, ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. შენ ისეთი სერიოზული პრობლემა გაქვს საშვილოსნოზე, უბრალოდ შეუძლებელია შვილი გააჩინო. ერთმა, ისიც კი უთხრა: "ნუ ხარობ ნაადრევად, შენ შვილს ვერასოდეს გააჩენ". თუმცა, სულ მალე მოუწია, ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოეხადა და ეღიარებინა რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. და აი, მოაღწია მშობიარობის დრომაც. ქალმა უჯანმრთელესი ბიჭუნა გააჩინა, თუმცა უცნაური იყო, რომ ბიჭს მარჯვენა ხელი, ვერ გააშლევინა ექიმმა. - ალბათ, დეფექტი აქვს ექიმო, - თქვა მედდამ. - იქნებ მართალიც ხარ, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ მისი მუჭის გაშლას. მასაჟების, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის შემდეგ ახალშობილმა ხელი გაშალა და ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ, გამოჩნდა საქორწინო ბეჭედი, რომელსაც, ასე გულდაგულ მალავდა პატარა. ეს იყო დედამისის ბეჭედი, წმინდა იაკობს რომ შესწირა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#30
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მშობლებისთვის ღმერთს მისი თავი [მამა პართენ აფციაური] სასწაულებრივად უჩუქნია: უშვილობით შეწუხებულ მამამისს, ალექსის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ღვთისთვის აღუთქვამს, - ოღონდ შვილის ღირსი გამხადე და და ისევ შენ შემოგწირავო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#31
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბულგარელი ტაქსის მძღოლი ქალბატონი იხსენებს, რომ დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილები. ერთხელ მას ძილში ეჩვენა, რომ მის მანქანაში წევს ჩვილი და ტირის. ის გაოგნებული იყო, ვერ გაეგო, საიდან გაჩნდა ბავშვი. მოულოდნელად ძილში გაიგონა ხმა: - მეფე განმანთავისუფლების ქუჩის N3-დან.
დილით ქალმა ინტერესით მიაკითხა აღნიშნულ მისამართს და ძალიან გაუკვირდა, რომ ამ მისამართზე იყო ეკლესია. შევიდა რა ეკლესიაში, მან თავისი უცნაური ჩვენება უამბო ეკლესიის მსახურებს, რომლებმაც ურჩიეს, მას ელოცა არქიეპისკოპოს სერაფიმეს საფლავზე და ქალიც ასე მოიქცა. და აი, მალევე ქალს ეყოლა ბავშვი და მან განადიდა ღმერთი, ასევე მეუფე სერაფიმე" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#32
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბიბლია გვასწავლის, შვილიერება და უშვილობა არა იმდენად კაცის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ნებაზე ღმრთისა. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ჯოგიც კი უფლის ნებით ნაყოფიერდება, თვით წინწკლები და ლაქები ცხვრებისა და თხების ბეწვზე ღმერთზეა დამოკიდებული."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#33
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
უნაყოფო ცოლს - შვილების შესახებ
"ღრმად მწუხარებ იმის გამო, რომ შვილები არ გყავს. ქმარს უჩივი, რადგან დამნაშავედ მას თვლი. გყოფნის კადნიერება, რომ შემოქმედის მისამართითაც დრტვინავდე. ცოდვას ნუ დაიდებ, დაემორჩილე უფლის ნებას, რადგან ახალშობილი მისი ნებით ჩნდება, ხოლო მშობლები მხოლოდ კეთილი ნების შემსრულებელნი არიან. სიცოცხლის წიგნში ასეთი მაგალითია: იაკობის ცოლს რაქელს შთამომავლობა არ ჰყავდა, მან ქმარს ყვედრებით უთხრა: მომეცი შვილი, თუ არა და - მოვკვდები. განრისხდა იაკობი ცოლის უგუნურების გამოს გა უპასუხა: განა ღმერთი კი არა - მე განიჭებ შთამომავლობას?! ხდება ისეც, რომ ღმერთი მეუღლეებს არ აძლევს შვილს - ერთ-ერთის ცოდვების გამო. მაგალითად შემთხვევა, რომელიც დავითის ცოლ მელქოლას უკავშირდება: დავითის ახალგაზრდა ცოლმა, მეფე საულის ასულმა, როცა იხილა, თუ როგორ ხტის და ბუქნას მისი მეუღლე სულიერად აღტაცებული სჯულის კიდობნის ირგვლივ, დასცინა მას თავის გულში. ეს დაცინვა არავის გაუგონია და დაუნახავს - ყოვლისმხედველის გარდა, მაგრამ ამისათვის დასაჯა მან დავითის ცოლი და მელქოლას, საულის ქალიშვილს, არ ჰყავდა შთამომავლობა სიკვდილამდე. შენც გამოსცადე საკუთარი და მეუღლის გულები: გამოიკვლიეთ, ხომ არ შესცოდეთ რაღაცით უფლის წინაშე. თუკი თქვენი ბრალი არ არის, მაშინ უეჭველია, უფლის ნებაა, რომ ობლები იშვილოთ, ჩაიხუტოთ ისინი ღვიძლი შვილების მსგავსად, ეს კი უფლის თვალში უდიდესი გმირობაა. მე ერთ ცნობილ ქალბატონს ვიცნობ, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ომის დაწყებიდანვე აგროვებდა ობლებს და როგორც საკუთარ შვილებს, ისე ზრდიდა. ხოლო აღსარებისას კი ამბობდა: "არავინ და არაფერი მყვარებია ისე, როგორც ბავშვები. ჯერ კიდევ გოგონა ვოცნებობდი, რომ სწრაფად გავთხოვილიყავი, რათა, რაც შეიძლება მეტი შვილები მყოლოდა, მაგრამ არ მომეცა. ორჯერ ვიყავი გათხოვილი, მაგრამ არცერთი ქორწინებისას შვილი არ მყოლია. თუმცა უფალმა სიბერისას შემისრულა თხოვნა და მაჩუქა ათასზე მეტი ბავშვი.ახლა კი მოხუცებულობისას, უსასრულოდ ვხარობ, რომ შემოქმედმა არ მომცა შვილის გაჩენის ნება, რადგანაც მაშინ ორი, სამი, ან შეიძლება ათი შვილი მყოლოდა, მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათზე ვიზრუნებდი და არ მექნებოდა იმის ბედნიერება, რომ საკუთარი მეწოდებინა ათასობით უცხო ბაშვისათვის. დიდება ამისათვის მოწყალე უფალს! ევედრე ღმერთს წმიდა გულით, როგორც ევედრებოდნენ იაკიმე და ანა. იგი უსაზღვროდ მოწყალეა და მის ძალაუფლებაშია შთამომავლობის მონიჭება. ხოლო თუკი მაინც ვერ მიიღებ სასურველს, ნუ განაწყენდები: აჩუქე შენი სიყვარული ბავშვებს, რომელთაც დედა გარდაეცვალათ. და იწოდები მაშინ დედად და არა - უნაყოფოდ მარადიული სილამაზისა და სიმართლის სამეფოში" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#34
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"შთამბეჭდავია გენეტიკოსთა გამოკვლევები ყოველი ცოცხალი არსების გენეტიკური თავსებადობის შესახებ. უნებლიე აბორტთაგან და მკვდრადშობილთაგან ყოველი მესამე მეუღლეთა გენეტიკური შეუთავსებლობის მსხვერპლია. რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, დედისა და მამის გენეტიკური მსგავსება ჩანასახის მოწყვეტასა და მისი სიცოცხლის მოსპობაზე მოქმედებს. ასეთი მეუღლეები ხშირად უშვილონი არიან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#35
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე ახლა მოგიყვებით ჩემი მეგობრების ამბავს და თავად განსაჯეთ.
ჩემი ნაცნობები 10 წლის დაქორწინებული არიან. გოგოს მალევე ქორწილის შემდეგ აღმოაჩნდა საკვერცხეების კისტა. ერთი საკვერცხე მთლიანად ამოჭრეს და მეორის მხოლოდ მეოთხედი დატოვეს, რომ იქნებ შესძლებოდა შვილის გაჩენა. ამ 10 წლის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი კლინიკა და ექიმი ამ სფეროში, რომ არ ემკურნალათ, მაგრამ შედეგის გარეშე. თავი დაანებეს მერე. ორივე მორწმუნეა და გადაწყვიტეს ბერძენ მაამ საბასთან მისვლა. ამ გოგომ მითხრა, როგორც კი თავზე ხელი დამადო, მაშინვე საოცარი სითბო ვიგრძენიო. მოძღვარს უთქვამს - ჩათვალე, რომ ორსულად ხარო. გავიდა ცოტა ხანი და მართლაც ორსულად დარჩა. მე ექიმი ვარ, კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში იყო გოგოს ორგანიზმი და ვფიქრობ სასწაული მოხდა. მათმა რამდენიმე ახლობელმა, რომლებიც არ დადიოდნენ ტაძარში, მისვლა გადაწყვიტეს. უფლის შეწევნით კიდევ ერთი ქართველი მოევლინა ამ ქვეყანას. დიდება უფალს!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#36
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩემს ერთ ნაცნობს რამდენჯერმე მოეშალა მუცელი. საბერძნეთიდან დელეგაცია იყო ჩამოსული. იქ ერთ-ერთმა მღვდელმა (ბერძენმა) უთხრა: ამხელა სიწმინდე გაქვთ საქართველოში და იქ წადიო, მიუთითა მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] საფლავზე. ამ ნათქვამის შემდეგ ჩემი ნაცნობი მართლაც წავიდა მამა გაბრიელის საფლავზე. ილოცა. გავიდა ხანი და დაორსულდა"
/მაია კუბლაშვილის ნაამბობი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#37
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ერთხელ მყავს ნანახი, შემდეგ სულ ვნანობდი, რომ მეტად არ მომეცა მისი ნახვის საშუალება. შვილი არ მიჩნდებოდა. მოვილოცე მისი საფლავი და მეყოლა ვაჟი. მას დავარქვი გაბრიელ-ნიკოლოზი"
/მაკა კვირიკაშვილი-კუხიანიძე, ქუთაისი/0 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#38
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] ერთხელ მყავს ნანახი, შემდეგ სულ ვნანობდი, რომ მეტად არ მომეცა მისი ნახვის საშუალება. შვილი არ მიჩნდებოდა. მოვილოცე მისი საფლავი და მეყოლა ვაჟი. მას დავარქვი გაბრიელ-ნიკოლოზი"
/მაკა კვირიკაშვილი-კუხიანიძე, ქუთაისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#39
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სამი წელი შვილი არ მიჩნდებოდა. არანაირმა მკურნალობამ არ გამოიღო შედეგი. აღდგომის მარხვაში ბერი გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] საფლავზე წავედი და შევევედრე ღვთის წინაშე შემწეობა. საფლავთან ბევრნი ვიდექით, მაგრამ, რატომღაც, დედა პარასკევამ მე გამომარჩია და ზეთი შუბლზე მცხო.
ზეთი წამოვიღე და ყოველ საღამოს შუბლზე ვიცხებდი, წესისამებრ. იმ თვეში ორსულად დავრჩი. ეს მოხდა 2003 წლის მაისში" /მაია კუბლაშვილი, თბილისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#40
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"[ციხისჯვრის (სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ტაძარში] სარტყელს სასწაულები მოუხდენია. აქ გვიდევს ხის ჯვარი, რომელით გააკეთა კაცმა, რომელსაც შვიდი წელი შვილი არ ჰყავდა. სარტყელის გაკეთების შემდეგ მიეცა შვილი, ეს ჯვარი კი ტაძარს შემოსწირა.
ბევრს უჩნდება შვილი. ვისაც გოგო უნდა და მამა გაბრიელს შესთხოვს უჩნდება გოგო, ვისაც ბიჭი უნდა, ვაჟის მშობელი ხდება" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 09:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი