სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Aug 2 2025, 07:16 PM
პოსტი
#41
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...მთელ მის სახლეულს დიდი პატივისცემა გააჩნდა ამ ხატის [პატიოსანი წინამორბედის სასწაულთმოქმედი ხატი] მიმართ, რადგან მისი შეწევნით მის ღვთისმოშიშ მეუღლეს, ვირგინას, შეეძინა შვილები, არადა მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ყველა ახალშობილი უკვდებოდა..."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Aug 10 2025, 02:56 PM
პოსტი
#42
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლოცვას სთხოვდნენ მას [მამა ისააკს (დიონისელი (1850-1932)] ბერწი ქალები, რათა შვილი ჰყოლოდათ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 1 2025, 06:23 PM
პოსტი
#43
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტოკოფეროლი (ვიტამინი E) ცნობილია, როგორც "ნაყოფიერების ვიტამინი", რამდენადაც იგი აუცილებელია შთამომავლობის წარმოსაქმნელად"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 2 2025, 02:04 PM
პოსტი
#44
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი
(ხს. 10 დეკემბერი) იღვწოდა მეხუთე საუკუნეში დიდი ანტიოქიის მახლობლად. იგემებდა მხოლოდ პურს, მარილსა და წყალს, არასოდეს სარგებლობდა სანათით, კურნავდა სნეულთ. მის მიმართ ლოცულობენ უშვილოთა ნაყოფიერებისათვის. ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო რომანოზ, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თან იხარებს სული შენი, ნეტარო რომანოზ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 9 2025, 10:18 AM
პოსტი
#45
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესია მშობლებს არა მხოლოდ უშვილობის, არამედ ინვალიდი ბავშვის გაჩენა-აღზრდის ჯვრის ტვირთისაკენაც მოუწოდებს"
/კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 9 2025, 10:31 AM
პოსტი
#46
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგიერთი ქალი უნაყოფობას განიცდის და ახლობლებისაგან საყვედურების მოთმენა უწევს. გავიხსენოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა წმიდა და მართალი ანნა. უშვილობა კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ოჯახურ ყოფას და ხშირ შემთხვევაში ღალატისა და განქორწინების საბაბი ხდება"
/კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 10 2025, 05:27 PM
პოსტი
#47
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჯანმრთელი შვილის შობას (განსაკუთრებით უნაყოფობის დროს) გულმხურვალედ ევედრებიან წმიდა ნეტარ მატრონა ანემნიასევსკაიას, ღირს რომან სასწაულმოქმედს, წმ. ალექსანდრე სვირელს, წმ. სვიმეონ მირონმდინარესა და წმ. სტილიანეს"
/კონსტანტინე ზორინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Sep 11 2025, 04:34 PM
პოსტი
#48
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნეტარი მატრონა ანემნიასევსკაიას მაკურნებელი ლოცვით შემწეობა
"1991 წელს მე და ჩემმა ქმარმა ჯვარი დავიწერეთ. ჩვენი ურთიერთობა ეკლესიასთან ამით დამთავრდა. 1994 წელს, ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ, უფალთან ამდენად გასაჭირმა მიგვიყვანა. მე მუცელი მომეშალა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს უფალმა ას ოთხმოცი გრადუსით შემოატრიალა ჩვენი ცხოვრება, რათა ეჩვენებინა გზა, რომელზეც უნდა გვევლო. საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე, მე და ჩემმა მეუღლემ ტაძარს მივაშურეთ. მღვდელი, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, ჩვენი სულიერი მოძღვარი გახდა. ღმერთს გამუდმებით შვილის ყოლას ვევედრებოდი, თუმცა არც ამ სიტყვების წარმოთქმა მავიწყდებოდა: "იყო ნება შენი, უფალო". ექიმებთან დავდიოდი და ანალიზებს ვაბარებდი. დაორსულებას ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ ვერ ვფეხმძიმდებოდი. სამი წელი გავიდა. ჩვენი ტაძრის წინამძღვრისაგან შევიტყვე - რიაზანის მიწაზე გაბრწყინებულ წმიდა და ნეტარ მატრონა ანემნიასევსკაიაზე. მე და ჩემმა ქმარმა მისგან შემწეობა ვითხოვეთ. შემდეგ კი წმიდა მატრონასათვის დაუჯდომელის დაწერის სურვილი გამიჩნდა, თუმცა უწინ მსგავსი არაფერი დამიწერია. უფლის შემწეობითა და მოძღვრის კურთხევით დაუჯდომელი დავწერე. გავიდა კიდევ ერთი წელი. მოძღვარმა კურთხევა მომცა, რომ წმიდა მატრონასათვის შვილიერების სავედრებელი დამეწერა. მე და ჩემი მეუღლე შვებულებით პსკოვ-პეჩორის მონასტერში გავემგზავრეთ, სადაც სავედრებელი ლოცვა დავწერე. რამდენიმე თვეში, სწორედ წმიდანის განდიდების წინ, დავფეხმძიმდი. შუა ფეხმძიმობაში მუცლის მოშლის საფრთხე შემექმნა. ნაყოფის შენარჩუნებაზე საავადმყოფოში დამაწვინეს. ვინაიდან ცარიელი პალატა არ აღმოჩნდა, დროებით საპროცედურო კაბინეტში დამაწვინეს, წვეთოვანი გადასხმა დამიწყენეს და დამტოვეს. მარტო დავრჩი. ზაფხული იყო და ფანჯარა ღია მქონდა. ძალიან ვღელავდი. ტირილი დავიწყე, შემდეგ ნეტარი მატრონას მიმართ ლოცვა დავიწყე, თან ზეპირად დაუჯდომელს ვკითხულობდი. უეცრად ფანჯარაში პეპელა შემოფრინდა. მან წვეთოვანს რამდენჯერმე შემოუფრინა და გარეთ გაფარფატდა. ცოტა ხანში გამახსენდა, რონ ნეტარ მატრონას ბავშობაში ძალიან უყვარდა პეპლების დაჭერა და ფანჯრის რაფაზე დასმა (ეს მის ცხოვრებაშიც არის აღწერილი). არ ვიცი, ეს შემთხვევითობა იყო, თუ დედა მატრონამ ნიშანი მომცა, რომ ჩემს გვერდით იყო და ჩემთვის ლოცულობდა. მაგრამ ვირწმუნე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს შინაგანი რწმენა არასოდეს მტოვებდა და 1999 წელს ჩვენს ოჯახს ნანატრი გოგონა შეემატა" /მხევალი ღვთისა იოანა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 13 2025, 08:41 PM
პოსტი
#49
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ შვილები არ გეძლევათ, ამისათვის ერთმანეთს ნუ უსაყვედურებთ, სჯობს ღმერთს ევედროთ - იქნებ ამ გზით ინებოს თქვენთვის შვილის ბოძება"
/კატეხიზმო/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 14 2025, 03:39 PM
პოსტი
#50
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაჭირვების დროს ქმარი უნდა ანუგეშებდეს ცოლს, როგორც სამუელის მამა ელკანა თავის ცოლს, ხანას ანუგეშებდა - უშვილობისაგან შეწუხებულს: "ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Oct 15 2025, 04:32 PM
პოსტი
#51
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი ოჯახი დიდი მწუხარებით ცხოვრობდა: დაქორწინებიდან ბევრი წელი გავიდა, შვილები კი არ ჰყავდათ. ექიმებმა თავიანთი უძლურება აღიარეს. მაშინ მეუღლეებმა გადაწყვიტეს ბერისთვის მიემართათ.
ბერმა ისინი ანუგეშა: - ნუ იდარდებთ! მიდით აღსარებაზე (მათ წლების განმავლობაში არ ეთქვათ აღსარება), ეზიარეთ, როცა ამას მოძღვარი გეტყვით, და ღმერთი მოგცემთ შვილებს. თქვენც ილოცეთ და მეც ვილოცებ თქვენთვის. პატიოსანი მეუღლეები ბერის დარიგებისამებ მოიქცნენ და ღმერთმაც არ დააყოვნა მათთვის შვილების მიცემა - დღეს ის კარგი ოჯახია, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე. მეუღლეები ორმაგად მადლიერები არიან ბერისა: იმისათვის, რომ იგი დაეხმარა მათ მისულიყვნენ ქრისტესთან საეკლესიო საიდუმლოებების გზით და, აგრეთვე, იმისათვის, რომ უფლის უხვი ძღვენის მიღებას ეღირსნენ. ამდენად, ბერი ადამიანებს შეაგონებდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ეკლესიის, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებების გზით ჩვენს სახიერ მამასთან მიახლოება. რის შემდეგაც ის უკვე, ჩვენი თხოვნის გარეშეც კი, ადამიანებს ისეთ ძღვენს აძლევს, როგორიც მათ სურთ. ძღვენის ბოძება იმიტომ არ ხდება ხოლმე, ამბობდა ბერი, რომ ადამიანი დაშორდა ყველა ძღვენის წყაროს - ღმერთს, და ბუნებრივია, საკუთარი მიზეზით აკლდება სულიწმიდის მადლის მოქმედებას" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Nov 14 2025, 04:33 PM
პოსტი
#52
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვეთა გადმოცემით, მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე ღირსი მამა [სტილიანე პაფლაგონიელი] მუდამ სიკეთის საკეთებლად იყო განწყობილი. მან თავისი ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა, რადგან თვლიდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი საჭიროებდნენ სულიერ საზრდოს.
მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო განათლება არ ჰქონდა მიღებული, იგი მაინც კარგ მასწავლებლად ითვლებოდა. ცნობილია, რომ მრავალ ოჯახს, მდიდრებსაც და ღარიბებსაც მასთან მიჰყავდა შვილები აღსაზრდელად. მალე წმინდანი იძულებული გახდა დიდი შენობა ეშოვა და დასახმარებლად მეუდაბნოეები მოეწვია, ეს იყო მსოფლიოში პირველი ერთგვარი "საბავშვო ბაღი", სადაც მშობლები ტოვებდნენ მცირეწლოვნებს, და ბავშვები უდიდეს სულიერ სარგებელს იღებდნენ იქ ყოფნით. გარდამოცემის თანახმად ერთი უშვილო ქალი, რომელიც მას ეხმარებოდა ბავშვების მოვლაში, თავადაც დაფეხმძიმდა. მისმა ქმარმა ეს ამბავი იმ მხარეს აუწყა, და ამის შემდეგ წმინდანს უშვილო ოჯახებიც მიმართავდნენ დახმარებისათვის, და შეწევნასაც იღებდნენ. ამიტომ იგი იმ ბავშვების მფარველადაც ითვლება, რომლებიც ჯერ კიდევ დედის წიაღში იმყოფებიან" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Jan 24 2026, 05:53 PM
პოსტი
#53
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მატრიონუშკას ლოცვით ქალმა დიდი ხნის ნანატრი ვაჟი გააჩინა
"ამ ქალს გავეცანი მოსკოვის ერთ-ერთ გინეკოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის ძალიან მძიმე დიაგნოზის გამო მკურნალობდა. თანამედროვე მედიცინის აზრით, სწორედ ეს იყო მისი უშვილობის მიზეზი. მას ჩაუტარეს ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა, მაგრამ დიდი ხნის ნანატრი ფეხმძიმობა მაინც არ დგებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ექიმებმა მას შესთავაზეს თანამედროვე მეთოდი, ძალიან მძიმე, რთული პრეპარატების გამოყენებით. მან კვლავ გადაიხადა დიდი თანხა და დაიკარგა დიდი დრო. ქალი არ მუშაობდა, ფაქტიურად, მთელ დროს კლინიკაში ატარებდა და კვლავ ნულვოანი შედეგი. მაშინ ექიმებმა უთხრეს საბოლოო ვარიანტი - ხელოვნური განაყოფიერება. მეუღლეები დათანხმდნენ, რადგან ექიმების მტკიცებით, ეს იყო ბოლო, გარანტირებული შანსი მათთვის შვილის ყოლისა. ჩატარებული მანიპულაციის შემდგომ ფეხმძიმობა დადგა, მაგრამ ორი თვის ექოსკოპიამ აჩვენა ნაყოფის განვითარებაში მანკიერებანი. ქალს სასწრაფოდ აბორტის გაკეთება დაავალეს, რაზეც ის დათანხმდა. ორგანიზმს ამაზე ძალიან რთული რეაქცია ჰქონდა - დაეწყო ანთება. ქალმა დაახლოებით ერთი თვე დაჰყო საავადმყოფოში. მხოლოდ მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით იქნა შესაძლებელი მისთვის შვილოსნობის ორგანოების შენარჩუნება და მისი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა. გაწერისას ექიმმა მას უთხრა: - "ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მედიცინაში, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ბავშვი თქვენ არასდროს გეყოლებათ; თქვენ გრჩებათ ნუგეში - ღმერთთან იაროთ". და ყველა განცდის და დამსხვრეული იმედების შემდგომ ქალი მივიდა ტაძარში. ყველაფერი უამბო მღვდელს, რომ მან მთელი იმედები დაამყარა ექიმებზე და არა ღმერთზე (და გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერება). ქალმა მოინანია, იტირა და გადაწყვიტა, აღარასოდეს ეფიქრა ბავშვზე. გარკვეული დროის შემდგომ მე ჩავედი მოსკოვში და მოვიკითხე ეს ქალი. მან დეტალურად მიამბო მთელი ის პერიოდი, რისი გადატანაც მოუხდა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მასთან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე მე "შემთხვევით" გავიგე წმ. მატრონაზე. მოვილოცე პოკროვსკის მონასტერი, ვიყიდე წიგნი მატრიონუშკას სასწაულებზე, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ ამ ქალს ვუამბე ყოველივე ამის შესახებ. ჩვენი საუბარი ქალმა მეუღლეს გადასცა, რომელმაც უდიდესი რწმენით მოისმინა ეს ინფორმაცია, უფრო მეტიც - მან წმ. მატრონაზე უამბო თავის უფროსს, რომელსაც ასევე რაღაც ჰრობლემა ჰქონდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს: - ყოველთვის, როცა იქნებოდნენ მოსკოვში საქმეზე, მოელოცათ პოკროვსკის მონასტერი და შემწეობა ეთხოვათ მატრონიშკასთვის. ჩემი ნაცნობის ქმარს ძალიან უყვარს ბავშვები. მას ძალიან უნდოდა ბიჭი. მათ მხოლოდ რამდენჯერმე მოილოცეს მონასტერი და აი: დიდი ხნის ნანატრი ფეხმძიმობაც მოვიდა! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ქალმა ძალიან ადვილად მიიყვანა ნაყოფი მშობიარობამდე, არცერთხელ არ დაწოლილა საავადმყოფოში შენარჩუნებაზე, ყოველგვარი გართულები გარეშე გააჩინა ჯანმრთელი ბიჭი, სწორედ რასაც სთხოვდა წმ. მატრონას მისი ქმარი. ნებისმიერი ექიმის მტკიცებით, იმ დიაგნოზებით, რაც ჰქონდა ქალს, ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეუძლებელი იყო. მით უფრო, რომ ასეთი დასკვნა გასცა ქვეყნის საუკეთესო კლინიკამ. სამწუხაროა, რომ თავად ქალი არცერთხელ არ ჩასულა პოკროვსკის მონასტერში, რომლის ქმრის მიერ მოლოცვამაც მათ ვაჟი აჩუქათ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Feb 26 2026, 07:45 PM
პოსტი
#54
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,533 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტეს შობის ეს სასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყელთანაა დაკავშირებული. ჩვენი ტაძრიდან მორწმუნეთა ჯგუფი კალინინგრადში გაემგზავრა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სარტყლის თაყვანსაცემად. ჩემი თხოვნით იქიდან ორი სარტყელი მომიტანეს, რომლიდანაც ერთი ჩემს რძალს მივეცი. ეს ნოემბერში მოხდა, ქრისტეშობას კი ტაძარში წავედი.
მსახურებაზე დანაღვლიანებული ვიდექი და მიუხედავად ასეთი დღესასწაულისა, სიხარულს არ ვგრძნობდი. შემდეგ ტიხვინის ღმრთისმშობლის ხატისკენ წავედი, რომ ვმთხვეოდი. დღესასწაულზე ბევრი ხალხი იყო და ხატთან მისვლა გამიძნელდა. მოვილოცე ხატი და სულში დიდი სიხარული ჩამეღვარა. შემდეგ კი ვაჟმა და რძალმა მაცნობეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. უფლის მირქმის დღესასწაულზე გავიგეთ, რომ ბიჭი გვეყოლებოდა და მართლაც ასე მოხდა, ბავშვი 11 ოქტომბერს დაიბადა. ახლა შვილიშვილი უკვე ერთი წლისაა. აი, ასეთი სასწაულები ხდება. დიდება უფალს უკუნისამდე! ქრისტე იშვა! ვადიდებდეთ! ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას". /ნატალია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th March 2026 - 07:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი