IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> წმინდანების მეოხება სნეულების დროს
marine
პოსტი Sep 11 2025, 04:41 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაც არ უნდა ყოფილიყო წმიდანი [იოანე, შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი] - ჩინეთში, ფილიპინებზე, ევროპაში, აფრიკასა თუ ამერიკაში - მისი ლოცვით ხალხი ყველგან იკურნებოდა"

/კონსტანტინე ზორინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2025, 09:45 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ორი წლის წინ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მძიმე ფორმის დიაგნოზი დამისვეს და საავადმყოფოში მომათავსეს. პირველ ულტრაბგერით გამოკვლევაზე, ფარისებრი ჯირკვლის ორივე წილის ძლიერი გადიდება, მისი არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ცალკეულ უბნებზე დაჩრდილვა იკვეთებოდა. ექიმებმა ძლიერმოქმედი ჰორმონალური პრეპარატები დამინიშნეს. მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ მკურნალობის კურსის შემდეგ, პრეპარატების დოზას საგრძნობლად შემიმცირებდნენ, მაგრამ ამ მინიმალური დოზის მიღება კი მუდამ მოიწევდა.

საავადმყოფოში წმიდა იოანეს [შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი] ცხოვრებაზე წიგნსა და დაუჯდომელს ვკითხულობდი, ვლოცულობდი წმიდა იოანესა და მისი ნათესავის, წმიდა იოანე ტობოლელის წინაშე. ვევედრებოდი შემწეობას ნეტარ მატრონა მოსკოველს, რომლის წმიდა ნაწილების თაყვანისცემის შემდეგ ექიმებმა სწორი დიაგნოზი დამისვეს. მაშინ პირველად გავიაზრე სიტყვები: "უფალმა სნეულებით მომიხილა". საავადმყოფოში ყოველდღიური ფუსფუსი წყდება და ლოცვისა და სინანულისთვის ბევრი დრო რჩება.

17 ივნისს, საკონტროლო ულტრბგერითი გამოკვლევა ჩამიტარეს, რამაც უჩვენა, რომ ყოველგვარი გადახრა უკვალოდ გამქრალიყო. საბედნიეროდ, იმის აუცილებლობა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰორმონალური პრეპარატები მიმეღო, საჭირო აღარ გახდა.

სპეციალისტების აზრით, ჩემს მიერ ჩატარებული მკურნალობის კურსი ასეთი ბრწყინვალე შედეგისათვის აშკარად არასაკმარისი გახლდათ. სხვა პაციენტებთან მსგავსი ეფექტი არ შემჩნეულა. კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ, ცხადად გავიაზრე, თუ რამხელა საჩუქარი მიბოძა გულმოწყალე ზეციურმა მკურნალმა და მიწიერი ექიმების ძალისხმევამ, უძვირფასესი წმიდანის, იოანე შანხაელისა და სან-ფრანცისკოელის დაბადების დღეზე"

/მხევალი ღვთისა ტატიანა
1999 წლის ივლისი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2025, 09:33 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - რა აზრი გაქვთ იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ავადმყოფი წმიდანს საკუთარი სნეულების "პროფილის" მიხედვით არჩევს, რათა მხოლოდ მის მიმართ აღავლინოს ლოცვა-ვედრება?

- მწვავე თემაა. მე არ ვიწონებ იმ აურაცხელ ლიტერატურას, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რომელ წმიდანს უნდა ვევედროთ კონკრეტული სნეულების დროს. წმიდანებს "ვიწრო სპეციალობა" არ გააჩნიათ. დიახ, იოანე ნათლისმცემლს თავის ტკივილის დროს მიმართავენ, წმიდა მოწამე ანტიპას კი - კბილის ტკივილის დროს. ეკლესიის გარდამოცემა ასეთ შუამდგომლობას სასიკეთოდ მიიჩნევს. თუმცა აბსურდულია ვამტკიცოთ, რომ იოანე ნათისმცემელი მხოლოდ თავის ტკივილის დროს შეგვეწევა, ხოლო თუ ფეხი აგტკივდებათ, იგი ვერ შეძლებს დახმარებას"

/მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2026, 07:00 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ელადაში ასეთი ანდაზაც კი არის ცნობილი: "არ არსებობს ისეთი დაავადება, რომელსაც ვერ განკურნავს წმიდა ნექტარიოსი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2026, 04:37 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ღირსი პორფირის ლოცვით დიდი სასწაული ავსტრალიაში - ავადმყოფ გოგონას ახალი თირკმელი გაუჩნდა

"სულ ახლახან დიდი სასწაული მოხდა ავსტრალიაში, სადაც ღირსი პორფირი კაფსოკალიველის ლოცვით ავადმყოფ გოგონას ახალი თირკმელი გაუჩნდა. ეს სასწაული მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა რენდგენის მიერ აღმოაჩინეს, რომ ეს გოგონა ერთი თირკმლით იყო დაბადებული - იტყობინება Isihazm.ru.

ეს საოცარი ამბავი მოხდა ბერძნების ოჯახში, რომლებიც ცხოვრობენ ავსტრალიაში და ძალიან აფასებენ ბერ პორფირის. მათ ერთადერთ ქალიშვილს ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა და გოგონა საავადმყოფოში დააწვინეს. მას რენდგენი გადაუღეს და აღმოაჩინეს, რომ ის, ერთი თირკმელით იყო დაბადებული. ამან გაართულა მკურნალობა და ძალიან მძიმე შედეგებს უქადდა.

ძალიან დამწუხრებული მამა ცრემლით ლოცულობდა ბერი პორფირის მიმართ და ევედრებოდა გოგონას გადარჩენას. ამასობაში სნეულის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მამას ძილში ბერი პორფირი არ მოევლინა.

"კარგი, მე შეგისრულებ იმას, რასაც მევედრები. გოგონა განიკურნება" - უთხრა წმინდანმა.

გამხნევებული მამა გაიქცა საავადმყოფოში. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მას ექიმებთან, რათა ეიძულებინა, განმეორებითი რენდგენი გადაეღოთ გოგონასთვის. ექიმები არწმუნებდნენ მამას - ამაო იყო, ზედმეტად დაესხივებინათ მოზარდი, მაგრამ მამა შეუვალი იყო. მაშინ რენდგენი კვლავ გადაუღეს და აღმოაჩინეს, რომ გოგონას ორივე თირკმელი ჰქონდა. ექიმები გაოგნებული იყვნენ - ორივე სურათი შეინახეს.

მაგრამ გოგონას მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, - პირიქით, - ის მუცელს საერთოდ ვერ გრძნობდა, თითქოს ეს მისი სხეული არც ყოფილიყოს. გულდაწყვეტილი მამა მივარდა ხატებს, დაიწყო წუწუნი და მოთქმა: - "მამაო,მე გთხოვდი შვილის განკურნებას, ის კი ახლა უარესად არისო".

მოულოდნელად ხატებთან მან იხილა თავად ღირსი პორფირი კაფსოკალიველი და მშვიდად უთხრა: "მომისმინე, ძვირფასო, როგორ შემეძლო შენი გოგონასთვის თირკმლის გადანერგვა ნარკოზის გარეშე? მოიცადე რამოდენიმე საათი, გაივლის ანესთეზია და გოგონა ჯანმრთელი იქნება".

მართლაც ასე მოხდა: რამდენიმე საათში გოგონამ იგრძნო, რომ სრულებით ჯანმრთელია და მამა მადლიერების ნიშნად გაემგზავრა მამა პორფირის მიერ დაარსებულ მილესიის სავანეში, სადაც იქაურებს მოუთხრო კიდეც ამ სასწაულის შესახებ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2026, 08:04 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს საღამოს რიგის ქრისტეს შობის საკათედრო ტაძარში მივედი. ვემთხვიე ხატებს, შემდეგ მღვდელმოწამე იოანე რიგელის წმიდა ნაწილებთან მივედი, მუხლი დიდი გაჭირვებით სამჯერ მოვიდრიკე, ვილოცე და წმიდა ნაწილებს ვემთხვიე. როცა მოვშორდი, მივხვდი: მუხლები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა, მომირჩა. დიდება უფალს და წმიდა მოწამე იოანეს! ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!"

/ვლადიმერი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2026, 06:09 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,533
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოწყალების სათნოების გარდა ეფრემ არიზონელი ასევე კურნების ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.

ერთხელ მონასტერში ახალგაზრდა მორჩილი ელექტრო ხერხით მძიმედ დაშავდა და სერიოზული ჭრილობით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა განაცხადა, რომ დასახიჩრებული თითების და მკლავის გადარჩენ ვერ მოხერხდება და ამპუტაცია უნდა ჩატარდესო.

მამა ეფრემმა მხურვალე ლოცვა დაიწყო; ორსაათიანი ლოცვის შემდეგ, ოპერაციის ჩასატარებლად მისულმა ექიმმა, გაოცებით აღიარა, რომ ხელის გადასარჩენად ოპერაციაც კი აღარ იყო საჭირო... ამის შემსწრე ადამიანებმა ღმერთი ადიდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th March 2026 - 07:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი