IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> წმინდანების მეოხება სნეულების დროს
marine
პოსტი Nov 5 2024, 04:13 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გარდაცვალების შემდეგ მამა სერაფიმე [საროველი] მოინახულებდა ხოლმე ავადმყოფებს, რაც ყოველთვის მათი გამჯანმრთელებით მთავრდებოდა. ექიმი აპრაქსინი იგონებდა 13 წლის გოგონა მანიასთან დაკავშირებულ ამბავს: პროგრესირებად რევმატიზმს თან დაერთო მეორე, უფრო მძიმე სენი - გულის შიდა გარსის ანთება კონვულსიური შეტევებით. გოგონა ტკივილებისაგან იტანჯებოდა. ექიმები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მაშინ მშობლებმა მთელი სასოება უფალსა და მის უწმიდეს დედაზე დაამყარეს - გოგონას ღვთისმშობლის წინაშე მლოცველი მამა სერაფიმეს გამოსახულება მიუტანეს და უთხრეს მისთვის შეწევნა ეთხოვა. გოგონა ასეც მოიქცა და... შეტევები ერთბაშად მოეხსნა.

უკეთ რომ გახდა და საუბარი შეძლო, გოგონა მოყვა, რომ ძილში წმიდანი გამოეცხადა და უთხრა: "ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები! შემდეგ დაამატა: მე მხოლოდ შენ როდი გშველი, შენი ანიუტაც ცუდად იყო არზამანსში და მე განვკურნე". მშობლებმა შემდეგ გაიგეს, რომ ანიუტა მართლაც ავად ყოფილა ქუნთრუშით და მამა სერაფიმეს ლოცვით სწრაფად გამოკეთებულა. გახარებულმა მშობლებმა მანიას სრული გამოჯანმრთელების შემდეგ მოილოცეს საროვო და დივეევო და მამა სერაფიმეს პორტრეტი შეუკვეთეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2024, 08:24 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საწყალი ქვრივის ქალიშვილი მძიმედ გახდა ავად. მთელი თვე გონს არ მოსულა, ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს. იმედი გადაწურული იყო და მწუხარებისგან მკვდარმა დედამ უკვე დაიწყო დასაკრძალი ფულის შეგროვება. ერთ საღამოსაც იგი ქალიშვილის სასთუმათან იჯდა და ჩუმად ტიროდა. მოულოდნელად ქალიშვილმა თვალი გაახილა და წარმოთქვა: "ნუ ტირი დედა; წამიყვანე ხვალ კალიშტაში და გამოვჯანმრთელდები, ასე მითხრა ჩემმა ზეციურმა დედამ, იგი ახლა აქ, ჩემთან არის!". გაოგნებული დედა აცახცახდა. მერე დღეს მან ბავშვი კალიშტის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში წაიყვანა და გოგონა სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2025, 08:21 PM
პოსტი #83


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც იქნა ვიპოვე შაქრიანი დიაბეტის დროს წმინდა მეოხი (წმ. მერკური)"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2025, 06:53 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის წყალობით] მონასტრის ერთი ძველი მეგობარი კოლიტისგან განიკურნა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იტანჯებოდა.

ერთი ფრანგი ქალი ახლობელი ქალაქიდან ყვარჯნებით ჩამოვიდა, ძლივს მიაღწია ხატამდე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფეხით ჩამოვიდა ქალაქიდან, რათა ღვთისმშობლისთვის მადლობა ეძღვნა სასწაულისთვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2025, 07:23 PM
პოსტი #85


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1984 წელს ძმა იოსების [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველის] მონათხრობი:

"განკურნება ხდება არა მხოლოდ მართლმადიდებლებს შორის, არამედ კათოლიკეებსა და პროტესტანტებშიც. ერთ დღეს კათოლიკე ეპისკოპოსმა ძმა იოსებს სთხოვა, თვალებზე მირონი ეცხო, რადგან მას კატარაქტა ჰქონდა. მოგვიანებით მან აცნობა, რომ მისი მხედველობა გაუმჯობესდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 12:16 PM
პოსტი #86


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გიორგი, ნინა და მარია 2000 წლის 13 მაისს გვატყობინებენ:

"ძმა იოსების [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი] სიცოცხლეში მე და ჩემი შვილები ვცხოვრობდით პატერსონში, ნიუ ჯერსის შტატში. როდესაც იბერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ძმა იოსების თანხლებით ეწვია აღმოსავლეთში, ჩვენს მხარეში არსებულ ეკლესიებს, ჩვენ სიხარულით გავეშურეთ იმ ეკლესიისკენ, სადაც ისინი მობრძანდნენ - ჩვენთვის ეს დიდი სიხარული იყო. მე პირადად ორივე თვალის კატარაქტა მაქვს, ერთზე ოპერაცია გამიკეთეს 1993 წელს, კატარაქტა გაწმინდეს, რის შემდეგაც თვალის ბადურა დაზიანდა... მეორე თვალზე ოპერაციის გაკეთება დაზიანების შიშით ვერ გაბედეს.

დროდადრო, ძილის წინ,იბერიის ღვთისმშობლის მირონით გაჟღენთილ ბამბას ვიდებ, ამას ლოცვით ვაკეთებ, წყალობას ვთხოვ ღვთისმშობელს, რათა უფალმა მისი ლოცვებით მომცეს საშუალება სულიერი საზრდო წავიკითხო, დილით კი თვალებს წმინდა წყლით ვიბან... და ღვთის წყალობით შემიძლია ერთი თვალით წავიკითხო და მხედველობა არ გაუარესებულა 92 წლის შემდეგ, ვარ 76 წლის. გულში ცრემლით ვმადლობ უფალს და მის ყოვლადწმიდა დედას და მის რჩეულს - ჩვენს ძვირფას ძმას იოსებს, რომლის ხსოვნას მე და ჩემი შვილები ყოველდღიურად დიდ პატივს მივაგებთ და ვიხსენებთ, ასევე ყოველთვის პროსკომიდიაზე გადავცემთ და, თავის მხრივ, შევთხოვთ მას ილოცოს ჩვენთვის ცოდვილთათვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 02:25 PM
პოსტი #87


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კიდევ ერთი სასწაული მოხდა უკვე აქ, არგენტინაში: ეკლესიაში მიიყვანეს გოგონა, რომელიც ემზადებოდა გულის ოპერაციისთვის (გულის გადანერგვისთვის). მისი ოჯახი [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] ხატის წინაშე ლოცულობდა და მღვდელს ცოტაოდენი ბამბა სთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ დედა ტირილით მოვიდა, რათა ღვთისმშობლისთვის მადლობა ეძღვნა, რადგან ბოლო შემოწმებაზე ექიმებმა დაადგინეს, რომ 11 წლის გოგონას გულის ოპერაცია არ სჭირდებოდა"

/ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატის მცველი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2025, 08:38 PM
პოსტი #88


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ცნობა ლესნის მონასტრიდან, 1992 წ.:

"ლესნის მონასტრის მკვდრი, და ნატალია პ., ასთმით იყო დაავადებული. გაუჩერებლად ახველებდა, რის გამოც მთელი დღესასწაულები, როცა დები სიხარულით ხვდებოდნენ [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] ხატს, საწოლში გაატარა. მიუხედავად ამისა, და ნატალიამ შეწყვიტა წამლების მიღება, არ დაემორჩილა მკურნალ ექიმს და ავიდა წმინდა ხატთან სალოცავად. ხველაც ჩაცხრა, ასთმამ უკან დაიხია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2025, 09:47 PM
პოსტი #89


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც წმინდა მამები იუწყებიან, წმინდანს ძალუძს თავზე ხელის ერთი დადებით განკურნოს მძიმე სნეული და მთელი მისი დაავადება საკუთარ თავზე აიღოს. ეს მისთვის უფლის საჩუქარია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2025, 10:01 PM
პოსტი #90


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელაც [ნეტარმა] ნიკოლაიმ [მამა ზოსიმეს მეგობარი სერგიევის ლავრაში] თვალი აუხილა მამა ზოსიმეს დას, მარიას. მას თვალის ჩინი 10 წლის დაკარგული ჰქონდა. ნეტარმა კურთხევა მისცა წაესვათ ქალისთვის თვალებზე ზეთი ღვთისმშობლის ხატის წინ დანთებული კანდელიდან. მარიამმა, მხევალმა ღვთისამ, თვალის ახელის შემდეგ 10 წელი იცხოვრა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2025, 05:27 PM
პოსტი #91


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემ შვილიშვილს, თეკლა ფეიქრიშვილს, ორი თვის ასაკში, ექიმებმა დაუდგინეს თანდაყოლილი სიბრმავე, გლაუკომის ფონზე. მოვნათლეთ. დავიწყეთ ეკლესიური ცხოვრება. ინტენსიურად დავდიოდით მამა გაბრიელის [აღმსარებელი და სალოსი] საფლავზე. ბავშვი განიკურნა და ამჟამად 100%-იანი მხედველობა აქვს.
დიდება უფალს!"

/მადლიერი ბებია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2025, 09:15 PM
პოსტი #92


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიოლკში ჩვენ სხვა მოღვაწეც ვიხილეთ, მონასტერთა წინამძღვარი, სახელად იოანე. ბერს აბრაამის იერი და აარონის წვერი ჰქონდა. წმინდა იოანე უარმავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა. მისი ლოცვა განსაკუთრებით ნიკრისის ქარით დაავადებულებს შეეწეოდა და სნეულთ ჯანმრთელობასა და ძალ-ღონეს უბრუნებდა"

/“ლავსაიკონი“/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2025, 09:20 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩემს ძმას ფეხზე 2 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. მესამეც იყო საჭირო. რთული მდგომარეობა ჰქონდა და ექიმები ოპერაციის გაკეთებას ვერ ბედავდნენ. თბილისში ერთ-ერთმა ექიმმა აიღო თავის თავზე და ოპერაციის დღეს დაინიშნა, თუმცა მოსალოდნელ გართულებებზე წინასწარ შეგვამზადა.

ამ პერიოდში ვხედავ სიზმარს: მამაოს [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] საფლავზე ვარ მისული (სანამ ტაძარი აშენდებოდა), ოღონდ საფლავის ქვა არ იყო. ხალხი არის შეგროვილი. როგორც გავიგე, რიგში დგანან და ელოდებიან მამა შიოს, როგორც მკურნალს, რომელიც სადღაც ავადმყოფთან არის წასული. სხვადასხვა დაავადების მქონე ავადმყოფები იყვნენ მოსულნი. ვდგავარ და ვფიქრობ, ნეტა, მე რისთვის ვარ მოსული-მეთქი. წასვლა მინდა, ვერც მივდივარ. ცოტა ხანში მამა შიო მოვიდა. მივეგებე, დამლოცა, ძალიან სერიოზული სახით იყო, მითხრა, შენი ძმა ჩემთან მოვიდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო.

ოპერაციამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. ყინწვისში ავედით. მამა საბა დაგვხვდა, მასაც მოვუყევი სიზმარი, საფლავზე მივედით, პანაშვიდი გადავიხადეთ, მამა საბამაც დაგვლოცა, განსაკუთრებით - ჩემი ძმა და გამოგვისტუმრა.

ოპერაცია იმაზე დიდხანს მიმდინარეობდა, ვიდრე იყო ნათქვამი, სამაგიეროდ ოპერაციის შემდგომი პერიოდი ბევრად ხანმოკლე აღმოჩნდა, მეორე დღესვე ფეხზე დადგა და მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. ექიმები ამ ყველაფერს სასწაულს მიაწერდნენ, ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. მადლობა მამა შიოს ამისთვის, რომელიც არის მუდამ ჩვენთვის მლოცველი და მეოხი ყოვლადწმიდა სამების წინაშე"

/მონაზონი სიდონია (ვანიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2025, 07:12 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმ. უვერცხლოთა მიერ მონაზონ ლაზარეზე აღსრულებული სასწაული

"1916 წელს, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და "დეველიკიად" წოდებულ ქალკიდიკის ჩვენს მეტოქიონში მზარეულის მოვალეობას ვასრულებდი, მალარიით დავსნეულდი. ჩემი ორგანიზმი იმდენად მოუძლურდა, რომ თითქმის ნახევრად პარალიზებულ მდგომარეობაში ვიყავი. დროთა განმავლობაში მოვმჯობინდი, მაგრამ შემდეგ რევმატული პოლიართრიტი დამემართა მარჯვენა ფეხის წვივზე, სადაც ფლებიტისგან ვენების გაგანიერება გამოისახა. მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, ტკივილები მატულობდა და შიდა ანთებითი პროცესისგან წვივი მთლიანად გამიწითლდა.

ერთ თვეზე მეტხანს საეკლესიო მსახურებასაც კი არ დავსწრებივარ, რადგან არ შემეძლო არც ფეხზე დგომა, არც ჯდომა, მხოლოდ საწოლზე წამოწოლილი ვგრძნობდი შვებას და ტკივილებიც მიყუჩდებოდა.

დადგა 1954 წლის პირველი ნოემბერი, წმ. უვერცხლოთა დღესასწაული. ძალები მოვიკრიბე, მთავარ ტაძარში ავედი და ღამისთევის მსახურებას დავესწარი. მთელი ღამისთევის განმავლობაში ტკივილები არ ცხრებოდა. მუხლიდან დაწყებული, წვივის ბოლო კიდემდე მძაფრი გამჭოლი ტკივილები მქონდა.

ცისკრის მსახურების შემდეგ სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა დიონისემ წმ. უვერცხლოთა ეკვდერში დიდი კრძალულებით აღასრულა წირვა, ხოლო მამანი, იოაკიმე და თეოკლიტე ლმობიერებით გალობდნენ. ამას მოჰყვა ჩვეული სადღესასწაულო გამასპინძლება: კონიაკი, რაჰათლუქუმი, ყავა, კოლიო [ათონური გარდამოცემის თანახმად, იმ წმინდანის მსახურებაზე, რომელიც სადღესასწაულოდ აღინიშნება, იკურთხება კოლიო]. ამის შემდეგ, დაახლოებით სამი საათით, ვიდრე დრაპეზის დაწყებამდე, სენაკში წავედით დასასვენებლად.

აქ ჯეროვანი იქნება გამოთქმა: "საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა"! წმ. უვერცხლო მკურნალებმა მოიხილეს ჩემზე და სრულიად განმკურნეს. იმ წუთიდან, როცა საღვთო ლიტურგია დაიწყო, მცირეოდენი ტკივილიც კი არ მიგრძნია. ჩვეული გამჭოლი ტკივილები გაუჩინარდა, ფეხი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა, სიწითლე გაქრა და ვნების გაგანიერებაც დაცხრა. ყოველივე ეს - შეწევნითა და მოწყალებით ჩემი წმინდა მკურნალების, კოზმასა და დამიანესი, რომლებსაც მთელი სულითა და გულით ვმადლობ.

მათ პატივად შევადგინე სადიდებელი საგალობელი, რომელსაც მათი წმინდა ხატის წინაშე იმდენგზის ვგალობ მადლიერებითა და კრძალულებით, რაოდენგზისაც კანდელს ვანთებ.

სულისა ჩემის ნაწლევთაგან გლახაკი მონაი მადლიერებით სამადლობელსა შევწირავ თქუენდა, უვერცხლონო კოზმა და დამიანე, განკურნებისათვის, რომელ მომანიჭეთ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2025, 11:07 AM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის განგებულებამ ინება წმინდანთა დაჯილდოვება ადამიანთათვის სხვადასხვა სახის შემწეობის გაწევის უნარით, მათ შორის - სენთა კურნების ნიჭით, უძლურებისა და ვნებების მკურნალობის, მტრად მოკიდებულთა მორიგების, ჩვენი ცხოვრების მოწესრიგების ძალით"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2025, 01:39 PM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი ანთიმოზი, წარმოშობით პატრიდან, პროფესიით დურგალი, 1917 წელს, 72 წლის ასაკში აღესრულა ჩვენს სავანეში.

ჩვენ მისი მხილველნი ვიყავით და წინამდებარე თხრობის მსმენელნიც თვითონვე ვართ. 1916 წელს, როცა მალარიით დავსნეულდი (მაშინ გამოსაცდელი პერიოდის მეორე წელს გავდიოდი), დამაწვინეს მონასტრის სარეაბილიტაციო განყოფილებაში, სადაც ნეტარხსსენებული მონაზონი ანთიმოზი ხშირად მსტურმობდა და დადებითი სულიერი განწყობით მანუგეშებდა. მეუბნებოდა, რომ სასოებით მივნდობოდი მონაზონთა მკურნალისა და მფარველის, დედა ღვთისას შეწევნას. თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად მომითხრო მის თავს მომხდარი შემდეგი სასწაული:

- მეც, შვილო ჩემო, როცა შენს ასაკში (25 წლისა), თანაც ახალაღკვეცილი მონაზონი ვიყავი, იმდენად მძიმედ დავსნეულდი, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულიად უღონოდ ვიწექი. ვმადლობ დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ჩემზე წყალობა მოიღო და განმკურნა.

- მამაო, რომელი სნეულებით დაავადდი, რომ ესოდენ გასავათებული იყავი, როგორც თქვი? - ვკითხე მე.

- მეკითხები, რომელი სნეულებითო, შვილო ჩემო? ჩემი სხეულის ნაწილები იმდენად მოუძლურებული იყო, შესაძლოა, რევმატული ცხელებისგან ან რაიმე სხვა სნეულებისგან, რომ მცირე ხანში სრულიად დავრდომილი ვიყავი. ფეხები იმდენად მომიუძლურდა, რომ კასტილებით დავდიოდი. თითქოს ეს არ კმაროდა, თვალებზე ისეთი ბინდი დამედო, რომ ძლივძლივობით ვიხედებოდი.

მონასტრის მზრუნველობით მოვიდა ორი ექიმი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათმა ჩარევამ შედეგი ვერ გამოიღო. რაც დრო გადიოდა, მდგომარეობა უარესდებოდა. ერთი მაშინ გენახე... დღედაღამ ცრემლს ვღვრიდი. "ეჰ, სახიერო უფალო, ეს რა უბედურება დამემართა? მე ვარ ყველაზე უცოდვილესი? ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზონს ხანშიშესულები უნდა მემსახურონ? დავრდომილი, ბრმა... ჰოი მე, დაე მოვკვდე, უფალო!" - ასეთი და სხვა მსგავსი სიტყვებით ცრემლებით შევჩივლე ქრისტეს.

ძმათაგან მრავალი მეუბნებოდა, რომ ერში, თითქოსდა საუკეთესო ექიმებთან წავსულიყავი, მაგრამ ერთი ღვთისმოშიში ძმა, რომელსაც მთელი არსებით ვუყვარდი და წუხდა ჩემ გამო, როცა მოისმინა ძმების რჩევა, რომ ერში გავსულიყავი ექიმებთან, მომიახლოვდა, მანუგეშა, გამამახნევა,რწმენაში განმამტკიცა და მირჩია, შევვრდომოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, "დაუჯდომლად" წოდებულ მის ხატს და მხურვალე რწმენითა და ცრემლით მეთხოვა მისთვის შეწევნა, მით უმეტეს, იმხანად მისი დღესასწაული ახლოვდებოდა (მაშინ დიდმარხვის პერიოდი იყო), ის კი, როგორც თანამგრძნობი დედა და ზღვა მოწყალებისა, ჩემ უბადრუკზე თავის წყალობას მოიღებდა.

დავემორჩილე ძმის რჩევას, მთელი სულითა და გულით მზერა ღვთისმშობლისკენ მივაპყარ და ცრემლით ვევედრებოდი შეწევნას... როცა ხატის დღესასწაული, დიდმარხვის მეხუთე კვირის შაბათი დადგა, წინა დღიდან მოყოლებული, ტაძარში განმარტოებით ჩავიკეტე და ღამე გავათენე.

ხატთან მეტანიებს ვასრულებდი, რამდენიც შემეძლო. დაღლილობისგან ხატის წინ ჩამთვლიმა, მაგრამ... ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, რაოდენ დიდია შენი მადლი და განუზომელია შენი წყალობა! დავინახე, ჩემო ძმაო, ოქროსფრით შემოსილი და უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც თავისი ბრწყინვალებითა და დიდებით ელვარებას გამოსცდემდა. მან, მიწიდან ორი არშინით ამაღლებულმა, მხიარული ხმით შემოხედა და თავისი ტკბილი, თაფლმწთოლვარე ბაგეებით მომმართა:

- რატომ ტირი, შვილო ჩემო ანთიმოზ?

- როგორ არ ვიტირო, დედაო ღვთისა? განა ვერ ხედავ, როგორ სავალალო და უბადრუკ მდგომარეობაში ვარ?

- არა, არ იტირო, - გამომეორა მან. - ახლა უკვე გამოჯანმრთელებული ხარ და ცხონებაზე იზრუნე.

ეს მითხრა, კეთილგანწყობით მაკურთხა და ზეცად ამაღლდა. ამ დროს გამომეღვიძა და მეგონა, რომ სიზმარი იყო. მოვიფშვნიტე თვალები, მკაფიოდ ვხედავდი ანთებულ კანდლებს. ძალა მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი. ვხედავ, რომ თავისუფლად ვდგამ ნაბიჯებს. ჰოი! მაშინ უკვე გონს მოვედი და მივხვდი, რომ ღვთისმშობელმა ორივე სნეულებისგან განმკურნა. ოჰ, ვერ აღგიწერ, ჩემო ძმაო, როგორი სიხარული დამეუფლა, რამდენი მადლიერების ცრემლი ვღვარე ღვთისმშობლის მიმართ, რამდენი საგალობელი ვიგალობე.

მცირე ხანში მნათე მოვიდა, ტაძარი გააღო და, როცა სხვა მამებთან ერთად გამოჯანმრთელებული მიხილა, ერთად განადიდეს უფალი და სულის სიღრმიდან მადლიერება შესწირეს ღვთისმშობელს განუზომელი თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის, რომელიც გააჩნია ყველა ქრისტიანის, განსაკუთრებით კი - მონაზონთა მიმართ.

დასასრულ, მამა ანთიმოზმა დასძინა შემდეგი:

- ჰოი, შვილო ჩემო, დიდი კრძალულება მქონდა. როცა ვამბობდი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" - ჩემს გულში ლოცვა დუღდა.

ეს მოვისმინე მონაზონ ანთიმოზისგან და უზომო მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რაც მომითხრო, რომელთაგან მრავალი მხედველობიდან მრჩება, რადგან ყოველივე ამას ახლა, ორმოცი წლის შემდეგ ვინიშნავ, რათა სრულიად არ მიეცეს დავიწყებას, სადიდებლად, პატივად და სამადლობლად ჩვენი ყოვლადკურთხეული და ყოვლადდიდებული დედოფლის, მარადქალწული მარიამისა.

1956 წლის 29 აგვისტო"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2025, 08:26 PM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ჩემმა ფრიად ახლობელმა ძმამ, რომელმაც იცოდა წმ. უვერცხლო მკურნალთა მიერ ჩემ უღირსზე აღსრულებული მაკურნებელი ჩარევა, გამბედაობა მოიკრიბა და თავადაც მომითხრო წმ. უვერცხლოთა მიერ მასთან დაკავშირებული შემდეგი კურნება:

"მამა ლაზარე, ათი წლის ასაკიდან მოყოლებული, პერიოდულად მძაფრი ფორმის რადიკულიტი მაწუხებს. სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მეწყება ტკივილები და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ფრიად ვიტანჯები. მსგავსი შემთხვევა მქონდა ამ რამდენიმე დღის წინათ, არ მინდოდა შენი შეწუხება, ამიტომ, რწმენით განმტკიცებული შევუვრდი წმ. უვერცხლო მკურნალთა ხატს, რომელზედაც ათი წმინდანია გამოსახული. ხატის წინაშე დიდი კრძალულებითა და რწმენით მუხლი მოვიყარე და ქრისტეს სიყვარულისა და მათი პატივისა და დიდებისათვის მხურვალედ შევთხოვე, რომ განვეკურნე ამ მტანჯველი სნეულებისაგან, რადგან, როგორც მოგეხსენება, ამ დროს სნეული საშინელ ტკივილებს განიცდის.

წმინდანების ხატის წინ ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით მივედი, რათა ტკვილისგან ძირს არ დავცემულიყავი, მხურვალე თხოვნის შემდეგ წმინდანების კანდელში ბამბა ჩავაწე და მტკივნეულ ადგილზე ვიცხე, იმავდროულად, ხმადაბლა ვიგალობე წმინდანების ტროპარი: "წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, კოზმა და დამიანე, განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩემთანი..."

და, ჰოი სასწაული, ჩემო ძმაო! მათი წმინდა ზეთის ცხების შემდეგ მყისვე ვიგრძენი მცირე შვება, ავედი ჩემს სენაკში და მეორე დღეს, ყოველგვარი სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენების გარეშე, სრულიად განკურნებული ვიყავი. შემდეგ კვლავ მათ ეკვდერში დავბრუნდი, წმინდანებს გულის სიღრმიდან მხურვალე მადლიერება შევწირე და ვუთხარი, რომ მოგითხრობდი ამის შესახებ, რათა აღწერო ეს სასწაული მათი პატივის, დიდებისა და მარადიული მადლიერებისათვის"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2025, 06:43 PM
პოსტი #98


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,526
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონაზონ ანთიმოზის თხრობა წმ. ნიფონტის სასწაულის შესახებ

"ძმაო ლაზარე, როცა კალამარიის მეტოქიონში იკონომოს დოსითეოსთან მზარეულად გამიშვეს, ერთხანს გაცივებული ვიყავი. სხეული სრულიად მოუძლურებული მქონდა, ყველა ძვალი და სახსარი მტკიოდა, მძაფრი ტკივილისგან თავი ლამის მისკდებოდა, ყელიც დამეხშო, ტემპერატურა არც კი მახსოვს, რამდენი მქონდა. ამდენად, სამზარეულოში მსახურება აღარ შემეძლო და სენაკში ჩავიკეტე.

იმდენად მოვდუნდი და მოვუძლურდი, რომ უკვე თვალნათლივ ვხედავდი დღითიდღე მოახლოებულ სიკვდილს. თოთხმეტდღიანი სნეულებისა და, შეიძლება ითქვას, უჭმელობის შემდეგ, ერთ დღეს საწოლიდან წამოვდექი, ავიღე ორი ყავარჯენი, დიდი გაჭირვებით მივედი სამზარეულოში და დავიწყე ბრინჯის მოხარშვა, რათა ცოტა ძალა მომეკრიბა და მადა გამხსნოდა. მცირეოდენი საკვების მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ გულმა ნორმალური ფუნქციონირება დაიწყო, თუმცა მღელვარება, მწუხარება და ცრემლები არ განმშორებია.

ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მწუხრის ჟამს ჩამეძინა და ძილში ვიხილე ერთი ხანშიშესული, თეთრწვერა, საშუალო სიმაღლის მონაზონი, რომელიც მომიახლოვდა და მანუგეშა. მკითხა სნეულების შესახებ და ისიც, სად გტკივაო. მე ჯერ თავი ვუჩვენე, შემდეგ ყელი, რომელიც იმდენად დახშულიყო, რომ ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა. მან თავზე ჯვარი გადამსახა, მომეფერა, ყელი დამიზილა და სანუგეშოდ მითხრა: "ნუღარ იდარდებ და იტირებ, რადგან შენი ავადმყოფობა მალე გაივლის და გამოჯანმრთელდები". ჩემს კითხვაზე, თუ ვინ იყო ჩემი მკურნალი და კეთილისმყოფელი, მითხრა, წმ. ნიფონტი ვარ, რომელიც მუდამ ევედრება ქრისტეს თქვენს ცხონებასო. ეს თქვა და გაუჩინარდა.

მე მაშინვე გამომეღვიძა, თავი უკეთესად ვიგრძენი და მთელი სულითა და გულით მადლობა შევწირე წმ. ნიფონტს. მისი წმინდა მეოხებით ღმერთმა ღირს-გვყოს ზეცათა სასუფეველში დამკვიდრებად. ამინ"

/მონაზონი ლაზარე დიონისელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd September 2025 - 04:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი