IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქიკური აშლილობა
marine
პოსტი Aug 13 2025, 08:01 PM
პოსტი #41

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ფსიქიკური დაავადება მძიმე ჯვარია. მისი წარმოშობისა და სულიერი არსის საიდუმლოებათა ბოლომდე ამოხსნა არ ხერხდება. ასევე ბოლომდე ამოუხსნელია ადამიანის სული, რადგან იგი შემოქმედის ხატია. ამიტომაც არ არსებობს ფსიქიკური დარღვევების წარმოშობის ამხსნელი უნივერსალური მიზეზი.

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ფსიქიკური დაავადებები ადამიანის ბუნების დაზიანების მხოლოდ კერძო შემთხვევაა. პირველი ადამიანებიდან დაწყებული, იგი ცოდვით არის დაცემული. ამიტომაც ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი ნებისმიერ ჩვენთაგანზე არც მეტია და არც ნაკლები. ის თავის ჯვარს ატარებს. ჩვენ კი ფსიქიატრებმა, ვინც თავი ადამიანის სულის ზრუნვას მივუძღვენით, ხშირად უნდა გავიხსენოთ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: "ბრმასაც, კეთროვანსაც, სულით ავადმყოფსაც, ახალშობილსაც, საშიშ დამნაშავესაც, პერპთაყვანისმცემელსაც პატივი მიაგე, როგორც ღვთის ხატს. რა შენი საქმეა მათი უძლურებანი და ნაკლოვანებები. შენ თავს დააკვირდი, რათა სიყვარული არ დაგაკლდეს"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2025, 09:46 PM
პოსტი #42

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

" - იკურნება თუ არა ფსიქიკური დაავადებები?

- ეგრეთ წოდებული "ზღვრული" მდგომარეობა და კიდევ მთელი რიგი მწვავე ფსიქოეთიკური გამოვლინებანი უფრო წარმატებით იკურნება, ვიდრე ქრონიკულად მომდინარე ფსიქოზები (შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და სხვ.). ბოლო შემთხვევებში მკურნალობის მიზანია რაც შეიძლება ხანგრძლივი რემისიის მიღწევა (როდესაც გამოკვეთილი კლინიკური სურათი არ არსებობს) და ავადმყოფის მაქსიმალური ადაპტირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

მინდა იმაზეც მივუთითო, რომ ცნება "უკურნებელი" მეტწილად ახასიათებს დაავადების ხანგრძლივობას და ყოველთვის არ მეტყველებს საშიშროების სიმძიმესა და ხარისხზე. ქვეყნად არ არსებობს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. ჩვენ, ყველანი, ამა თუ იმ მიზეზით ავად ვართ და მთელი ცხოვრება ვატარებთ სიმძიმეს: მწუხარებას, დანაკარგს, ფიზიკურ სენს. ასეთია ჩვენი ხვედრი, "ჩვენ ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა".

"და იყვენით თქვენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმაც დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს".

და კიდევ: მე არაერთხელ მინახავს სულით ავადმყოფი ადამიანები დიდი სტაჟით, რომლებსაც გაეკლესიურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ძნელად განსაკურნებელი და უკურნებელი სნეულებანიც კი გაქრობიათ. ლოცვას, წმიდა საიდუმლებებში მონაწილებოას ძირფესვიანად შეუცვლია მათი ფსიქიკური მდგომარეობა: გაუვლია ბოდვას, ჰალუცინაციებს, გამომეტყველებაში აზრი გაჩენილა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა გუნება-განწყობილება, "შეშლილის ნიღბის" ნაცვლად სახეზე სულიერება აღბეჭდილა"

/მართლმადიდებელი ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დიმიტრი ავდეევი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 4 2025, 01:32 PM
პოსტი #43

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ავიღოთ ჩრდილოეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი თავის მუდმივი უამნიდობით, შემოდგომით უთავბოლო ჟინჟვლით, წვიმებით, ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობით და თქვენთვის გასაგები გახდება პეტერბურგელთა მუდმივი პრობლემები, დაკავშირებული ფილტვებთან, აგრეთვე დაავადებათა მიზეზები, რამაც პეტრეს ქალაქს არაჯანმრთელი ქალაქის რეპუტაცია დაუმკვიდრა.

სხვათა შორის ერთი ძალზე გამოცდილი პეტერბურგელი ფსიქიატრის მტკიცებით, პეტერბურგში ყოველგვარ ნერვიულ და ფსიქიკურ დაავადებათა უმრავლესობა დოსტოევსკისა და პუშკინის მიერ აგრე ხოტბაშესხმულ თეთრი ღამეების პერიოდში მოდის. ამ დროს - დაახლოებით აპრილის ბოლოდან ივლისის პირველ რიცხვებამდე მუდმივი დღეა"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2025, 06:52 PM
პოსტი #44

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მძიმე ფსიქიკური დაავადება,რომელიც გონების დაბინდვასა და ნებისყოფის დასუსტებას იწვევს, გარკვეული ზომით ათავისუფლებს ადამიანს საკუთარ საქციელზე ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან. ადამიანებს, რომლებსაც ალცჰეიმერის დაავადება, დაუნის სინდრომი, ოლიგოფრენია, აუტიზმი, შიზოფრენია და სხვა მემკვიდრეობითი სნეულებები აღენიშნებათ, უფალი ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანთა მსგავსად არ განსჯის. და ის რაც მიეტევება პირველს, მოეკითხება მეორეს. ამიტომ სულის ხსნის ერთ-ერთი გზა, რომელიც ღვთის განგებულებით დაეშვება, - არის თავის ტვინის პათოლოგია, რომელიც ზღუდავს ან სრულებით მოკლებულია ქმედითუნარიანობას"

/კონსტანტინე ზორინი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2025, 05:19 PM
პოსტი #45

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ერთხელ ბერ ლეონიდესთან (ღირსი ლევი ოპტინელი) ცოლ-ქმარი ჩავიდა, რომელთაც ფსიქიკურად სნეული შვილი ჰყავდათ. წმიდანმა განუმარტა, რომ ეს მათი სასჯელი იყო იმისათვის, რომ დიდი საეკლესიო დღესასწაულების წინ თავს არ იკავებდნენ"

/კონსტანტინე ზორინი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2025, 03:04 PM
პოსტი #46

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"სკოლამდელ პერიოდს "მითოლოგიურს" უწოდებენ. თუ პატარა ბავშვი არ ისმენს ზღაპრებს და მშობლები ურთიერთობენ მასთან, როგორც ზრდასრულ ადამიანთან და ემყარებიან მხოლოდ ლოგიკას, ემოციური სფეროს განვითარების შეფერხების საშიშროება წარმოიშობა. ეს, კერძოდ, შიზოფრენიით დაავადებულთათვისაა დამახასიათებელი. თავისთავად ჯანმრთელი ბავშვი, არასწორი აღზრდის შედეგად, შესაძლოა, შიზოფრენიით დაავადებულს დაემსგავსოს"

/მართლმადიდებელი ექიმი კონსტანტინე ზორინი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 17 2025, 11:29 AM
პოსტი #47

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"წმინდა პორფირე [კავსოკალიველი] ამბობდა, რომ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უფრო ხშირად გზააბნეული ადამიანები ხდებიან. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ეს კიდევ უფრო მძაფრად ვლინდება. მზაკვარი ეშმაკი, რომელიც ცდილობს ადამიანები ღმერთს გამოსტაცოს, წარწყმედისკენ უბიძგოს და ჩიხში შეიყვანოს, ამისთვის ბოლო წლებში მრავალ ხერხს ხმარობს, მათ შორის იგი ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსების მეშვეობით მოქმედებს."

/არქიმანდრიტი გიორგი (ალევრასი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2025, 08:14 PM
პოსტი #48

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 63,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ახლა მკაფიოდ ვიაზრებ, რომ სულის განკურნებისთვის ფსიქიატრიული მკურნალობა სათანადოდ შედეგიანი არ არის. უფრო მეტიც, ის ვერასდროს შეცვლის უფლის მიერ დაფუძნებულ სულის სამკურნალოს - ეკლესიას"

პოსტი #49

/ბერი ეფრემი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd January 2026 - 01:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი