IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> წმიდა ძლევაშემოსილი გიორგი
marine
პოსტი Apr 2 2026, 08:11 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამა წლის 22 თებერვალს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომლის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ქემოკლიძე დაადგინა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 08:45 PM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა ალექსანდრე მურავიოვი, რომელმაც გელათში ყოფნისას საინტერესო გადმოცემები ჩაიწერა. იგი წმინდა გიორგის ტაძარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკლესია გელათში არსებულ ტაძრებს შორის უძველესია, იგი დავით აღმაშენებელს აუგია იმ ადგილზე, სადაც გამოცხადებია დიდმოწამე გიორგი და უბრძანებია ტაძრის აგება. მანამდე მეფე ფიქრობდა, ტაძრის უფრო ზემოთ აეგო. დავით მეფესთან ერთად ამ დროს ლოცულობდა მისი მოძღვარი არსენი, რომელსაც სასწაულებრივი გამოცხადებისას გაუგონია ციური ხმა და დაუნახავს, როგორ ხრიდა თავს დავით მეფე მიწამდე, რადგან ღირსად არ თვლიდა თავს დიდმოწამესთვის თვალი გაესწორებინაო"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2026, 02:40 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებლის პირადი ნივთებიდან მეოცე საუკუნის დამდეგამდე მოაღწია მისმა ბეჭედმა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა. XIX საუკუნის ბოლოს ბეჭედი უშუალოდ ნახეს და აღწერეს ნ. კონდაკოვმა და დ. ბაქრაძემ, შემორჩენილია ბეჭდის სურათიც.

ოქროში დაფერილ საკმაოდ დიდი ზომიდ ბეჭედზე გამოსახული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი და იყო წარწერაც: "წმ. გიორგი ძალითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა".

აღნიშნული წარწერა წმინდა გიორგის გამოსახულების ირგვლივ უნდა ყოფილიყო ამოკვეთილი, თუმცა ზ. ავალიშვილის მიხედვით, ბეჭედზე სხვა წარწერაც ყოფილა: "ჯვარითა მტერთა მძლეველი მე, დავით ვარ უძლეველი".

წარწერის შინაარსი აშკარად მეტყველებს წმინდა მეფის განსაკუთრებულ სასოებაზე წმინდა დიდმოწამე გიორგისადმი. შესაძლოა, წარწერის შემდგენელი თავად მეფეც იყო. დავით მეფე ხელზე ატარებდა უდიდეს სიწმინდეებს, რადგან მათგან მოელოდა შეწევნას.

იგი ალბათ შესაბამის ლოცვასაც წარმოთქვამდა ჯვრისა და წმინდა გიორგის მიმართ. სწორუპოვარი მეფე ამ დამოკიდებულებით იღებდა სულიერ შეეწევნასა და ფიზიკურ შემწეობას ღვთისაგან მძიმე ბრძოლებში.

ბეჭედი თავისი სიწმინდეებით და წარწერებით დავით მეფის სულიერ სიმაღლეზე მიგვანიშნებს, რაც სრულიად კანონზომიერი მოვლენა იყო.

მიიჩნევენ, რომ ბეჭედში "ცხოველსმყოფელ ჯვრის" ნაწილებთანე ერთად წმინდა გიორგის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ჩაბრძანებული"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2026, 07:31 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,011
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგისი

კაბადუკიით
მზე შარავანდი დიდი
ცის ქვეშისა და
მზის ზედაისა სოფლისაი -
ატტიკელ მხნეობს
იგი ნიშებთა ელვებრ!
შვიდ-გზის მოწამე -
აშვიდ-გზისებს გვირგვინთა,
და ღმერთის ზიარ-ქმნით
გიორგი განვლის ცათა!

თამარი აღნიშნულ იამბიკოში ქართველთა მფარველ წმინდანს კაბადოკიიდან მოვლენილ დიდ "მზე შარავანდს" უწოდებს. წმინდა გიორგის მოწამეობრივი გმირობა ორსავე სამყაროში "ცის ქვეშე" და "მზის ზედაისა" გასაოცარია.

იგი ატიკური სიმხნით მრავალ საკვირველებას აღასრულებს. წმინდა გიორგი, თამარის ხედვით, შვიდგზის მოწამეა და ამდენივეჯერ დაიდგამს გვირგვინს ღვთისაგან. აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგის მიმართ დავით აღმაშენებელსაც განსაკუთრებული პატივისცემა გააჩნდა"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2026 - 07:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი