![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
S a l l y |
![]()
პოსტი
#2
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
ლილი,გაიხარე,საკმაოდ საჭირო სწავლებაა,მითუფრო მარხვაში,როცა უამრავი ცორვა მიტევს და საკმაოდ ძბელია მათთან გამკლავება
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მნათე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
პრობლემა იმაზე დიდია ვიდრე გვგონია
![]() ქრისტეანობა ჩვენში, არ უნდა იქცეს რიტუალიზმად, მასში უნდა გამჟღავნდეს - სიყვარულის ძალაუფლება, რადგან: "თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწინლა.წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთები, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი.მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები." [ 1 კორინთ. 13; 1-3.] თუმცა ჩვენ ვაკრიტიკებთ პროტესტანტებს, იმის გამო, რომ საქმეს უარყოფენ, მაგრამ ჩავიხედოთ საკუთარ გულებში, განა ტაძარში სიარული ხშირად ამომწურავ საქმედ არ გვესახება? განა ლოცვა, რომელიც სარწმუნოების გამოვლინებაა, სრული და ჯანმრთელი არ გვგონია?.... საჭიროა ვიბრძოლოთ გაჭირვებულთა დახმარებით, სათნოებებით! თუ დააკვირდებით მაცხოვარი, თავის თავს, სწორედაც რომ გაჭირვებულებში განიხილავს, როცა გვეუბნება რომ სიკეთს მქმნელი; "მე მაპურებს" "მე მასმევს" "მე მაცმევს"... ხშირად რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რომ ვართ ომში - სადაც, ზარმაცი და ხელის არ განმძრევი - იღუპება... წმიდაო თეოფანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელობა ვნება რომელსაც ზოგიერთი ჩვეგანი ვნებათ არც მივიჩნევთ და ბუნებრივ ადამიანური ხასიათის გამოვლინებად გვესახება .. მოწყინება ..
აი რას წეერს ღირში იოანე სინელი მოწყინების ვნებაზე 1. მოწყინება ხშირად , როგორც ადრეც გითხარით მრავლისმეტყვლების ერთ -ერთI უპირველესი გამონაზარდი , ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა . ამიტომაც ამ ცოდვას ადგილი სწორედ ამ მიუჩინეთ , როგორც სრულიად შესაფერისი - ვნებათა ბოროტ ჯაჭვში მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება რადგან გრძნობითი საქმინობით აზრობრიბ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს ლოცვაზე დგომისას ეს ცბიერი სული საჭირო საქმეებს შეახსენებს და ყოველგვარ მზაკვრობას ხმარობს , რომ უფალთან საუბარს განარიდოს , თანაც თითქოსდა - რაიმე საპატიო მიზეზით მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამნზე ამოქმედდება თავის ტკივილით , სიცხით , მუცლის ტკივილით ნებისმიერი ვნება მისი საპირისპირო რომელიმე ვნებით მარცხდება . მოწყინება კი განდეგილსთვის სიკვდილის მომტანია . მხნე სული მკვდარ გონებასაც კი აღადგენს . მოწყინება და სიზარმაცე კი მთელ სიმდიდრეს განაბნევს მაგრამ რამდენადაც ყველა იმ რვა უმთავრესი ბოროტებიდან მოწყინების სული ყველაზე უფრო დამამძიმებელია ვინც მეცამეტე საგეხურზე გაიმარჯვებს , მან ჭეშმარიტან მოიპოვა გმაოცდილება ............... ვცდილობთ კი გამოცდილების მოპოვებას მოხვეჭას ? ......................... უფალო შეგვეწიე , რათა ჩვენ ყველა ვეწიოთ ამ სიკეთეს ! -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მნათე |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მაგრამ რამდენადაც ყველა იმ რვა უმთავრესი ბოროტებიდან მოწყინების სული ყველაზე უფრო დამამძიმებელია რა სწორად მიაგნებ ხოლმე! ზუსტად ეს არის... სწორედ ამიტომ გვიკრძალავს ეკლესია, დასაწყისშივე, თუნდაც დილა-საღამოს კანონის სრულ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ნეოფიტი სული აღტკინებულია და ყველფაფრის შეწოვა სურს.. მახსოვს როდესაც მსახურება მიწევდა ხოლმე [ზაფხულში] წირვაც და ლოცვაც დღის მანძილზე და მიუხედავად დაღლილობისა სურვილი მქონდა მეტი წამეკითხა, მოძღვარი მეუბნებოდა რომ გულს გადავღლიდი და მოვაწყენდი... მისი ეჭვები გამართლდა ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ღრმა ძილით სძინავს ცოდვილს !!
თუკი ცოდვით დაცემით ვემსგავსებოდით ძეს შეცდომილს მოდის და მასვე მივესგავსოთ აღდგომითაც ...კვლავ დავბურუნდეთ ზეციერი მამის წიაღში რით დაიწყო მისი შემობრუნება მამისკენ ? იმით რომ უძღები " მოეგო თავსა " ყველასათვის ესაა პირველი ნაბიჯი ცოდვისგან ღმერთისკენ სავალ გზაზე ; შეიძლება ითქვას ეს ნაბიჯიც არ არის , მოქცვის საწყისია მხოლოდ . ღრმა ძილით სძინავს ცოდვილს !! ცოდვილმა უნდა გაიღვიძოს ცოდვის მძინარებისგან ! წმინდა თეოფანე დაყუდებული -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მამფალი |
![]()
პოსტი
#7
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა ეშმასთან, ცოდვასთან და ის ყოველდღიური იმიტომაა რომ ყოველ დღე ვმარცხდები. მერე ისევ სურვილი დაძლევისა ... მივხვდი რომ მიზეზი იმაშია რომ არ ვიცი ეკლესიის გზა. გთხოვთ ყველამ მიპასუხოთ: ეკლესიაში სიხარულით დადიხართ? ცუდს ნუ დაინახავთ ამ კითხვაში. თქვენი აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
მნათე |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ეკლესიაში სიხარულით დადიხართ? ცუდს ნუ დაინახავთ ამ კითხვაში. თქვენი აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. იშვიათობაა... მაგრამ იქ ყოფნისას, როცა გულს მეტ-ნაკლებად გავხსნი, მაშინვე შემოიჭრება ხოლმე, ღვთაებრივი-განმაღმრთობელი სიხარული.... ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა ... მივხვდი რომ მიზეზი იმაშია რომ არ ვიცი ეკლესიის გზა. ამაზე ისევ თეოფანე დაყუდებულის ნაშრომიდან გიპასუხებთ ![]() ![]() წერილები ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ თავი 4 ახლა , ხელის ერთი მოსმით გასწავლი ყველაფერს, რაც არის საჭირო თითოეული ადამიანის სულის გადასარჩენად . ეს შეიძLება მოკლედ ასე ჩამოვაყალიბოთ :"გწამდეს და მოიპოვებდე მადლიან ძალებს , წმ.საიდუმლოებების მეშვეობით ; იცოხვრე ღვთის მცნებებით , ღვთისაგან დადგენილი მოძღვრებების ხელმძღვანელობით , და იმყოფებოდე ცოცხალ კავშრიში წმ. ეკლესიასთან " შენთვის რომ უფრო გასაგები იყოს , როგორი აუცილებელია ეს ვყელაფერი , შეადარე სულის ხსნის გზით სიარული , ჩვეულებრივი გზით სიარულს . მგზავრმა რომ უშიშრად და მოხერხებულად იაროს , საჭიროა , იყოს ნათელი და გაკვალული გზა , თვითონ კი -ჯამრთელი და გამძლე ;საჭიროების შემთხვევაში , მაგალითად , მოსახვევებში და გზაჯვარედინებზე ჰყავდეს ვინმე გვერდით , ვინც მიანიშნებდა , რომელი გზით ევლო . ასევე სულის ხსნის გზაზე სიარულის დროსაც : აუცილებელია ნათელი - ეს არის რწმენა ; აუცილებელია გაკვალული გზა - ეს ღმერთის მცნებება ; აუცილებელია ჯამრთელობა და სიმტკიცე - ეს მადლმოსილი ძალებია , რომელთაც წმ. საიდუმლოებები გვაწვდის ; აუცილებელია გზამკვლევნი და ხელმძღვანელები - ესენი არიან საეკლესიო მოძღვრები . ყოველივე ამას შენ ხედავ მოქმდებაში მყოფს წმ. ეკლესიაში , რომელთანაც ყველა ცოცხალ კავშირშია და შესაბამიასდ იღწვიან თავიანთი თავის გადასარჩენად . -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
შევრდომილი |
![]()
პოსტი
#10
|
![]() მ ა გ დ ა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 ![]() |
ღმერთს ვევედრები რომ დამიფაროს და დამეხმაროს ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მის გარეშე ვმარცხდები. ეკლესიაში კი სიხარულით დავდივარ რომ სულ არ დავეცე
-------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
" ასე რომ მტკიცედ გჯეროდეს იმისა , რომ სულიწმინდის მადლი შედის ადამიანში მხოლოდ ამ საიდუმლოებების გზით , რომლებიც თვით უფალმა დაუდგინა ეკლესიას წმ. მოციქულების ხელით . სულიწმინდის მადლის აუცილებელია ჩვენთვის . უიმისოდ რწმენა კი არა , სიკეთის ქმნაზეც ვერ ვიფიქრებთ " ეხლა კი რა გასაკვირია თუ ვიტყვი რო სიხარულით ვისწრაფი მადლის მისაღებად ... სიხარულით მივდივარ ტაძარში იმისთვის რო ცოცხალ კავშრიში ვიყო წმინდა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან .. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მამფალი |
![]()
პოსტი
#12
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
ლილიანა
გმადლობ ასეთი საჭირო პასუხისთვის. ჩემი პრობლემა იმაშია რომ გონებით მიღიარებია ღვთის ჭეშმარიტობა, მაგრამ ეს გონებით აღიარებაზე იქით არ წასულა. შეიძლება მე მგონია რომ მწამს ღვთის და ეს არაა სიმართლე, არ მწამს. ყოველი დღე წინაზე უარესია. წინა დღევანდელზე უკეთესია. იქნებ საქმე იმაშია რომ მოძღვარი ალბათ 2, 3 წელია არ მინახავს. მარხვას ნუ იკითხავ. ძნელია გააკეთო ის რაც გულით არ შეგყვარებია. იქნებ სულაც ეს საუბარი მოძღვართან დამეწყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მღვდლის აზრი არ მინდა. თქვენი მაინტერესებდა. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა ძნელია გააკეთო ის რაც გულით არ შეგყვარებია წმინდა მამები პირიქით გვასწავლიან " სიყვარული გვირგვინია , რომელსაც შრომით მოიღვაწებენ " "უფალი ყოვლად სრულ სიყვარულს გვასწავლის ერთი მოვლენის მიხედვით , რომლის შესახებაც ლუკა მახარებელი გვიამბობს . სჯულის მეცნიერი მივიდა უფალთან და ჰკითხა ; რა ვქნა , რათა საუკუნო ცხოვრება დამიკვდიდროო. უფალმა კითხრა მას " სჯულსა ვითარ წერილ - არს ? ვითარ აღმოიკითხავ " მესჯულემ წაიკითხა " შეიუყუარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა , და ყოვლითა სულითა შენითა . და ყოვლითა ძალითა შენითა , და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყუასი შენი , ვითარ თავი თვისი " მაშინ უფალმა უთხრა მას: " მართლ მომიგე ; მაგას იქმოდე და სცხონდე " რა მოკლედ კატეხიზმოა ! რა მარტივი სჯულისდება ! ორიოდე სიტყვა ; გიყვარდეს ღმერთი , გიყვარდეს მოყვასი ; უფრო ნაკლებიც კი - გიყვარდეს . მაშ გართულებული რად არის ყოველივე ღვითის პირსაგანაც და ადამიანებისგანაცო , გეტყვიან ; რა საჭიროა წესდებები ,კურთხევები , საიდუმლოებები , სწავლებათ არცთუ მცირე სისტემა ? რა საჭიროა ვიწრო ბჭე და ფიცხელი გზა ? სიყვარული ყვავილია და ნაყოფია ჩვენს სულიერი მაცხოვნებელ ცხოვრებაში , ღვაწლი უნდა ვიდოთ თავს რათა ეს ნაყოფი მოვიწიოთ . სულიერ ცხოვრებაშიც ასეა; თავდაპირველად გულის მიწაზე მაცხოვნებელი სიტყვის თესლი დავარდება ; ეს თესლი გამოიტანს ღივს რტოებითა და ფოთლებით ; და მას უკან გაიზდება მაცხოვნებელი შრომისა და ღვაწლის ხე ; რომელიც სიყვარულის ნაყოფს გამოიღებს . სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით , სულიერი სამოთხეა . დიახ ,სამოთხეა სიყვარული , მაგრამ სამოთხე - დაკარგული . ჯერ ვნებების ეს ძირმწარე ხეები ამოძირკვეთ და მათ ნაფესვარზე აღმოცენდება ერთი დატოტვილი ხე , რომელიც სიყვარულის ყვავილსაც გამოიღებს და ნაყოფსაც . მაგრამ ერთი შეუდექით ვნების აღმოფხვრას , და თქვენ უსათუოს დადგების გზას ვიწროსა და ჭირმავალს . ღვაწლისა და ნებსით აკრძალვის საჭურვლის შემოსვა , ღვთს ეკლესიის ყველა განსაწმენდელი (ლიტურგიასა და საიდუმლოებში მონაწილეობა ) გამასწორებელი ( აღსარება, ეპიტიმია ) და სამოძღვრო ( დისციპლინარული ) სჯულისდების აღსრულება დაგჭირდებათ აუცილებლად ; ანუ მანამ სანამ სიყვარულს შეერთვოდეთ , მუხლჩაუკეცავი შრომა , ფრიადი რუდუნება , და ძალისხმევა ჯერ არს , გეგონება ტყე უნდა გაიაროს , რათა სიყვარულის სალხინო , ყვავილებით მოფენ მდელოზე გავიდესო . ხოლო სულიწმინდის მადლი უნდა მოვიღვაწოთ და მოვიხვეჭოთ . მარტო ლაპარაკით ამის მიღწევა შეუძლებელია . მაშ მოთმინებით ვიტვირთოთ ყველაფერი , რასაც წმინდა ეკლესია და სარწმუნოება გვიდეებენ კანონად - შრომა და ღვაწლი გულის განსაწმენდად და სიყვარულის მოსაპოვებლად." წმინდა თეოფანე დაყუდებული -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
iako |
![]()
პოსტი
#14
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
mampali
მოძღვართან მისვლა რატომღაც გვიძნელდება ადამიანებს. მაგრამ თუნდაც იგივე გონებით განიხილავ , რომ ის შენი მასწავლებელია და შენი სულისთვის სიმსუბუქის მოტანა შეუძლია, რომ განთავისუფლდე სიმძიმისგან, მაშინ რატომ ვამბობთ მასზე უარს. უნდა შეიცნო ადამიანმა რა არის ეკლესია და რისთვის დაგვიდგინა უფალმა და შემდეგ იქ მისვლა შვებასაც და სიხარულსაც მოგიტანს. რომელიც ჯერ გონებით აღიქმება და შემდეგ გულში გადავა. ან შეიძლება გონება ამას ვერ წვდებოდეს , მაგრამ გული საოცარი აღმაფრენით იყოს სავსე. ყოველი წირვის შემდეგ ენით აუღწერელი სიხარულით გამოვდიოდი ტაძრიდან, რომლის გაცნობიერება ბოლომდე არ შემეძლო.გული ხარობდა ჭეშმარიტად. უფალმა გაგაძლიეროს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
leluka |
![]() ![]()
პოსტი
#15
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
მე ძალიან მიძნელდება ცოდვებთან ბრძოლა ვიცი რომ მაინც ვერ ვიქნები ისეთი როგორიც ჭეშმარიტ მართმადედებელი უნდა იყოს... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე კარგად ვიცი რომ ვერ გავუძლებ და რასაც ვუძლებ იმისდა მიხედვით ვცდილობ რაღაცას რომ გამომივიდეს
ეს მაგალითად ჩემთვის წარმოუდგენელიაა ვიცი შეიძლება რაღაც პერიოდი შევძლო ასე ცხოვრება მაგრამ ვიცი რომ დამანერვოზებს ეხლაც ეგრე ვარ არ ვიცი მირჩიეთ რამეე ![]() ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი 1. აიძულე თავი ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე. 2. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ. 3. გაღვიძებისთანავე აღმართე გონება შენი შმრთისაკენ, მოწიწებით გამოისახე პირჯვარი და იფიქრე ჯვარცმულ ღმერთზე - იესო ქრისტეზე - რომელიც ჩვენი ხსნისათვის შეიწირა ჯვარზე. 4. დაუყოვნებლივ წამოდექი, შეიმოსე და სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლებას ნუ მისცემ შენს თავს. 5. შემოსვისას გახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგახარ, მოიგონე ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაჰკარგა სამოსელი უმანკოებისა, და შესთხოვე უფალ იესო ქრისტეს, რათა სულიწმინდის მადლით შეგმოსოს. 6. შემდგომ, დაუყოვნებლივ დაიწყე დილის ლოცვითი კანონის შესრულება. მუხლმოდრეკილმა, ყურადღებით, მოწიწებითა და ღრმა სინანულის განცდით ილოცე, როგორც შეჰფერის ყოვლისშემძლის წინაშე მდგომს. გამოითხოვე მისგან სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, კურთხევა დამდეგი დღისათვის, ასევე ძალა ყოველივე იმის კეთილგანწყობით მიღებისათვის, რის გამოგზავნასა, ან დაშვებასაც იგი ინებებს და გადატანისათვის ყოველგვარი სიმძიმილისა, სიძნელისა, უბედობისა, მღელვარებისა, მწუხარებისა და ხორციელი და სულიერი უძლურებისა, უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გამო. 7. მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება ყოველივე ღვთისათვის სათნოდ აღასრულო, ყოველივე მიიღო მის მამობრივ ხელთაგან და გამოთქვი განსაკუთრებული მზადყოფნა გააკეთო სწორედ ესა და ეს სიკეთე, ანდა თავი აარიდო სწორედ ამა და ამ ბოროტებას. 8. ყოველ დილით მეოთხედი საათი მაინც დაუთმე სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს (მოკლე განაზრებებს). განსაკუთრებით კი გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე ძე ღმერთის განკაცებისა და მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სასუფეველზე. 9. იფიქრე იმაზე, რომ ეს ეს დღე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს შენთვის - და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ისურვებდი გაგეკეთებინა მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავი ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. 10. მადლობა შესწირე უფალს, რომ დაგიფარა განვლილ ღამეს და რომ ჯერაც ცოცხალი ხარ და არ მომწყდარხარ საკუთარ ცოდვებში. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წარსდგა გასულ ღამეს ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. (იქნებ, სულ ახლოს არის ის დრო, როდესაც შენც იგივე სხვედრი მოგელის.) 11. ასევე მადლობა შესწირე უფალს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო მადლის შეძენისა და სათნოების ქმნისა, და საშუალება სინანულისა და ზეციური დიდების მოხვეჭისა. 12. ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გსურს იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ტყუილად დაკარგე. 13. ლოცვისა და საღმრთო ფიქრის შემდეგ, თუკი დრო გაძლევს საშუალებას, იკითხე რაიმე სულისთვის სარგო წიგნი, მაგალითად წმ. დიმიტრის „სულიერი ანბანი“ ან წმ. ტიხონ ზადონელის „საუნჯე სოფლად შეკრებილი“, და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. საკმარისად იფიქრებ რა ერთ ადგილზე, გააგრძელე კითხვა და ზედმიწევნით დაუკვირდი იმას, რასაც უფალი შენს გულს ეუბნება. 14. ამის შემდეგ, დაიწყე შენი საქმეების კეთება. დაე, ყოველი შენი საქმიანობა ღვთის სადიდებლად წარემართოს, გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან გხედავს, ხედავს ყველა შენს მოქმედებას, საქმიანობას, გრძნობას, აზრსა თუ სურვილს და უხვად გაჯილდოვებს ყოველი კეთილი საქმისათვის. 15. ნურცერთ საქმეს ნუ დაიწყებ ღვთისადმი ულოცველად, რამეთუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან ვამბობთ ლოცვის გარეშე, შემდეგში ან ცოდვის შემცველი აღმოჩნდება, ანდა მავნე და ჩვენდა შეუმჩნევლად გვამხელს საქმეთა წყალობით. 16. თავად უფალმა ბრძანა: „ჩემს გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი“. მუშაკობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდე. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმს, შეასრულე როგორც ეპიტიმია შენი ცოდვებისათვის. სიმდაბლისა და მორჩილების სულით გამსჭვალულმა, შრომის დროს მოკლე ლოცვები წარმოსთქვი, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა და გაიხსენე იესო, რომელიც საკუთარი ოფლით შოულობდა პურს არსობისა, მუშაობდა რა იოსებთან ერთად. თუკი შენი შრომა წარმატებულია და შენს გულის წადილს ეხმიანება, მადლობა შესწირე უფალს; თუ წარუმატებელი - გახსოვდეს, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა, ღმერთი კი ყოველივეს კეთილად იქმს. 17. სადილობისას გახსოვდეს, რომ ზეციური მამა გიწვდის თავის ხელს, რათა გამოგკვებოს; ნურასოდეს გამოტოვებ ლოცვას საზრდელის მიღების წინ, ნუ დაივიწყებ მოწყალების საქმეს და გლახაკებსაც უწილადე მცირედი რამ შენი სუფრიდან. 18. სადილობის შემდეგ ჩათვალე, რომ ერთი იმ ხუთიათასთაგანი ხარ, რომელიც სასწაულებრივად განაძღო იესო ქრისტემ; გულით შესწირე მადლობა უფალს და ევედრე, რომ არ მოგაკლოს ზეციური საზრდო - თავისი სიტყვა და თავისი უწმინდესი სისხლი და ხორცი. 19. თუ მშვიდი ცხოვრება გსურს, მაშინ მთლიანად მიენდე უფალს. სულის სიმშვიდეს მანამ ვერ ჰპოვენ, სანამ ერთარსება უფალში არ მოიპოვებ მას, გეყვარება რა ის ერთადერთი. 20. ყოველთვის და ყველაფერში გახსოვდეს უფალი ღმერთი და მისი წმიდა სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი. შეეცადე ყოველივეში ღვთის ნება აღასრულო და მხოლოდ მას ერთადერთს სათნოეყო, ყველაფერი აკეთე და დაითმინე ღვთის გულისათვის. იმაზე კი ნუ ზრუნავ, რომ პატივს მოგაგებდნენ და უყვარდე გარშემომყოფებს, არამედ იმაზე, რომ სათნოეყო უფალს და სინდისი არ გამხელდეს ცოდვებში. 21. ფხიზლად იყავი საკუთარი თავის მიმართ და ულისთქმებსა და ვნებებს. ნურაფერს მიიჩნევ ნაკლებმნიშვნელოვნად, როდესაც საქმე საუკუნო ხსნას ეხება. 22. უფლის ხსოვნის ჟამს განამრავლე ლოცვა, რათა უფალმა მოგიხსენოს მაშინ, როდესაც შენ დაივიწყებ მას. დაე, შენი მსწავლელი ყველაფერში უფალი იესო ქრისტე იყოს, რომლის მიმართაც მიაპყრობ რა გონების თვალს, ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: ამ შემთხვევაში რას იფიქრებდა, იტყოდა ან მოიმოქმედებდა იესო ქრისტე. 23. იყავი მდაბალი, მშვიდი და მორჩილი. დადუმდი და მოითმინე იესოს დარად. იგი არ მოგცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგიძლია: ის თავად შეგეწევა ჯვრის ზიდვაში. 24. ნუ იფიქრებ რაიმე სათნოების შეძენას მწუხარებისა და სულიერი ტკივილების დაუთმენელად. 25. გამოითხოვე უფლისაგან მადლი, რათა რაც შეიძლება უკეთ აღასრულო მისი ღვთაებრივი ნება, მისი უწმინდესი მცნებები, რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდნენ ისინი. 26. ღვთის რომელიმე მცნების აღსრულების შემდეგ ელოდე ცდუნებას, რამეთუ სიყვარული ღვთისა, სიძნელეთა გადალახვის გზით განიცდება. 27. მცირე დროითაც კი ნუ განლაღდები, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და მეცადინეობაში. რამეთუ უსაქმური არ არის ადამიანად წოდების ღირსი და უეჭველად დაიღუპება. 28. დღის მანძილზე ეცადე გამონახო დრო განმარტოებისათვის, იესოს მსგავსად, რომელიც კაცთაგან მოშორებით ლოცულობდა თავისი ზეციური მამის მიმართ. 29. სულიერი სიმძიმილისა, თუ ლოცვისა და ყველა სხვა კეთილკრძალული საქმიანობისადმი განგრილების ჟამს, ნუ მიატოვებ ღვთივსათნო საქმეებს, - ასე ილოცა სამჯერ უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მისი სული შეწუხებული იყო თვით სიკვდილამდე. 30. ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება. 31. გაექეცი უმცირეს ცოდვებსაც კი, რათა უმცირესიდან უდიდეს და მომაკვდინებელ ცოდვებში არ ჩავარდე. 32. თუ გსურს არ შეგაწუხონ ბოროტმა გულისთქმებმა, მიიღე დამდაბლება სულიერი და შეჭირვება ხორციელი, არა ერთ რომელიმე დროს, არამედ ყოველ ჟამს და ყოველგვარ საქმეში. 33. ყოველი ფიქრი, რომელიც ღმერთს განგაშორებს, განსაკუთრებით კი ბილწი, ხორციელი გულისთქმები, რაც შეიძლება სწრაფად განაგდე გულიდან, როგორც განაგდებდი ტანსაცმელზე მოხვედრილ ერთ ნაპერწკალსაც კი. 34. როდესაც ამგვარი გულისთქმა გეწვევა, გულმოდგინედ წარმოსთქვი ლოცვა: „უფალო შემიწყალე“, ან „უფალო შემეწიე“, ან „უფალო ნუ დამიტევებ მე“ და სხვა ამდაგვარნი. 35. ცდუნების ჟამს ნუ შეცბუნდები. ვინც ბრძოლის შემთხვევას გიგზავნის, ის გამარჯვების ძალასაც მოგცემს. შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე და მთელი სასოება ღმერთზე დაამყარე. თუკი უფალი შენთანაა, ვის შეუძლია წინ აღგიდგეს? 36. გამოითხოვე ღვთისაგან, რომ განგაშოროს ყოველივეს, რაც შენს სიამაყესა და თავმოყვარეობას კვებავს, თუნდაც ეს შენთვის ძალზედ მწარე იყოს. 37. ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ ღვთის გულისათვის და განუყოფლად მას ეკუთვნოდე. 38. როდესაც ადამიანები რაიმეთი შეურაცხგყოფენ, იფიქრე, რომ უფალმა ეს შენს განსადიდებლად დაუშვა და ამგვარად, უპატიობაში მყოფი შინაგანად უშფოთველი იქნები და დიდებაში. 39. თუკი საზრდელი და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი იესოს მსგავსად, რომელიც ჩვენს გამო გლახაკ იქმნა. 40. ნურასოდეს იკამათებ და ნუ მოყვები თავის დაცვასა და მართლებას. 41. ნურაფერს იტყვი შენი უფროსების ან მოყვასის საწინააღმდეგოს საჭიროების ან ვალდებულების გარეშე. 42. იყავი გულწრფელი და უბრალო გულით, სიყვარულით მიიღე დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალზედ ჭკვიანი იყო. 43. ნუ იქნები მოძულე, შურიანი და ზედმეტად მკაცრი სიტყვასა და საქმეში. 44. რაც შენთვის არ გსურს, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვათაგან გსურს შენთვის, უწინ შენ გაუკეთე სხვებს. 45. თუკი ვინმე გეწვევა, მიაქციე გული შენი ღვთისაკენ და ითხოვე მოგმადლოს სული სიმდაბლისა, მორჩილებისა და ყურადღებისა; იყავი ალერსიანი, თავმდაბალი, ფრთხილი, კეთილგონიერი, ბრმა და ყრუ გარემოებისდა შესაბამისად. 46. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც შენ იმყოფები და საუბრობ. 47. ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტაა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის. 48. საუბარს გარკვეული მიზანი დაუსახე და ეცადე წარმართო იგი სულის ხსნისაკენ. 49. ჯობია უსმინო, ვიდრე ილაპარაკო. მრავალსიტყვაობისას ცოდვას ვერ გადაურჩები. 50. გამოითხოვე უფლისაგან მადლი კეთილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნები ცნობისმოყვარე ახალი ამბების მიმართ, რადგან ისინი ართობენ სულს და განაშორებენ ღმერთის ხსოვნას. 51. თუკი შენი სიტყვებით ვინმეს სარგებლობას მოუტან, დაინახე ამაში მადლი ღვთისა. 52. მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი? 53. თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე ღვთისაგან პატიება სიმდაბლით, შემუსვრილი გულითა და სასოებით მის სახიერებაზე და იჩქარე შეინანო სულიერი მამის წინაშე, რამეთუ ყოველი უნანელი ცოდვა არის სასიკვდილო, რომელზეც წმინდანმაც რომ ითხოვოს სხვისთვის, არ შეისმინება. ამასთან, თუკი არ ნანობ შენს მიერ ჩადენილ ცოდვას, მალევე ჩავარდები მასში ხელმეორედ. 54. ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, როგორც და სადაც კი შეგიძლია და ნუ იფიქრებ იმაზე, დააფასებს თუ არა იგი მას, იქნება თუ არა შენი მადლობელი. და გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც სხვას სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ბოროტების ხსოვნის გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვისაგან, განსაკუთრებით კი მისგან, მისაც კეთილს იყოფდი. 55. თუკი ვინმე ერთ ნათქვამს არ შეისმენს, ნუ აიძულებ ამას კამათის გზით, არამედ თავად ისარგებლე მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ირისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ თუკი ერთიდან მრავალზე ვრცელდება, ნუ მოითმენ მას და ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო კეთილდღეობა პირადულზე უპირატესია. 56. ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრიტეს უკანასკნელი მწუხრი და ევედრე, რომ ღირსი გაგხადოს ზეციური მწუხრისა. 57. დაწოლის წინ გამოსცადე საკუთარი სინდისი, ილოცე, რომ განგინათლდეს გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითოხვე პატიება, აღუთქვი გამოსწორება, ჩამოაყალიბებ რა მკაფიოდ და ზუსტად, თუ რაში და როგორ აპირებ გამოსწორებას. 58. შემდეგ საკუთარი თავი ღმერთს შეავედრე ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდე მის წინაშე წარდგომას; შეავედრე თავო ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმინდანს, რომლის სახელსაც შენ ატარებ. 59. წარმოიდგინე, რომ შენი საწოლი კუბოა, გადასაფარებელი კი სუდარა. 60. თუკი ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამით, გაიხსენე ის უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ევედრებოდა ზეციურ მამას თვით სისხლის დათხევამდეც კი. 61. ილოცე მათთვის, ვინც ღამით მძიმე სნეულებით იტანჯება და სასიკვდილო აგონიაშია, ილოცე მწუხარეთათვის და მიცვალებულთათვის. 62. ევედრე უფალს, რათა საუკუნო წყვდიადმა არ შთანთქას სული შენი. ეს ყველაფერი მაშინებს ![]() ![]() -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
მამფალი |
![]()
პოსტი
#16
|
![]() შეფიცული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 ![]() |
ლილიანა
სიყვარული უცხო რამეა ჩემთვის. ბევრჯერ მიფიქრია რომ ბედნიერები არიან ვისაც ვინმე ან რამე, საქმე უყვართ. მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარი გრძნობაა. არა. მივალ მოძღვართან და ყველაფერს პასუხი გაეცემა. iako როცა ეკლესიაში დავდიოდი ( ეს დიდი ხნის წინ) კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი ყველაფერს. სანამ თავად არ დარწმუნდები მანამ სხვის მიერ ამ რწმენის აღიარების გამო ხო არ იქნები ქრისტიანი. ქართველად რომ არ დავბადებულიყავი, მე გავხდებოდი ქრისტეანი? ბედნიერია ის ვისაც შეყვარებია, ვისაც უწამია. ვქმნით ზნეობრივ პირნციპებს და ვქმნით ისეთ სამყაროს სადაც ამ პრინციპების ასრულებააა ძნელი -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#17
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარი გრძნობაა. ჩემო კარგო სწორედ მაგის პასუხად იყო ჩემ მიერ მოყვანილი ნაწყვეტი ![]() ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სიყვარულის უნარი უნდა ვისწავლოთ და როგორ მოვიპოვოთ წმინდა სრული სიყვარული ამას ეკლესია გვასწავლის .. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
shota1 |
![]()
პოსტი
#18
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ჰო საინტერესო თეორიები, მიდგომები, წესებია ცოდვასთან საბრძოლველად, ატასი რამე წავიკითხე და თავი გამოვიჭედე მაგრამ მაინც არაფერი არ გამომდის... სინანულის გრძნობა დამეკარგა...
თავდაპირველად როცა ბრძოლა დავიწყე, რადენი დავეცემოდი იმდენი ვიწყებდი ხოლმე სინანულს, ვეუბნებოდი ცამს თავს ამას მეორედ აღარ გავიმეორებ მეთქი მაგრამ ასე დიდხანს რომ გაგრძელდა მივხვდი რომ სინამდვილეში არ შემიძლია ცოდვის დამარცხება... მაშინ გამიჩნდა ერთი ასეთი კითხვა: ,,როგორ უნდა ვინანო იმის არ გაკეთება რაც არ შემიძლია?" კითხვა მარტივია იქნებ დამეხმაროთ: ,,როცა (დავუშვათ) დავთვრები რა ვინანო - ის რომ დავთვერი თუ ის რომ ღმერთმა საკმარისი ძალა არ მომცა ცოდვის დასაძლევად?" მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენი ხედვა სინანულტან დაკავშირებით, ოღონდ წიგნებიდან არ მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს, წიგნებში მეც ვკითხულობ და ვერაფერს ვიგებ ![]() |
BERO |
![]()
პოსტი
#19
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 27-February 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,204 ![]() |
chemi azrit adamians unda gaachndes sinanuli sityviti,sakmiti da gukisxmis yopiti codvebis mimart xolo sxva danarchens ki chven ver ganvsjit radganac amashi gmertis xeli urevia.
|
ლილიანა |
![]()
პოსტი
#20
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა sinanuli sityviti,sakmiti da gukisxmis yopiti ამ ყვალაფერს მოპოვება უნდა ... ![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი